ორი წლის წინ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართ¬ველოს კანონში არსებული შეზღუდვა მიწის გაყიდვაზე უცხოელებისათვის (არამოქალაქეებისათვის). ეს გადაწყვეტილება იყო და არის თვალში საცემად ყალბი _ სახელდობრ, მიზანმიმართულად (კრიმინალურად და არა უცაბედად) ყალ¬ბი. თავისი ამ ყალბი პოზიციის დამოწმებით ამავე სასაამრთლომ რამდენიმე დღის წინ გააუქმა საქართველოში დღეს არსებული დროებითი ნორმა (მორატო¬რიუ¬მი) მიწის ამ [...]
Archive for June 27th, 2014
პუტინი “ასუქებს” (არეკლამებს) სააკაშვილს. რა მიზნით?
” რეზონანსი” მოსაზრება (23.06.2014) ნოდარ ნათაძე 2008-2009 წლებში რუსეთის ერთპიროვნულმა მმართველმა პუტინმა არაერთხელ გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტის სააკაშვილის “ორი ადგილით ჩამოკიდების” სურვილი და გეგმა. ამით მან გააჟღერა რუსული იმპერიის ბოდვითი იდეა, რომლის ექსპერიმენტული გამტყუვნება მსოფლიოს საშუალო და საშუალოზე ნაკლები ჰორიზონტის მქონე მაყურებლის თვალში ახლაღა ხდება: რომ რუსეთი, თავისი ძალითა და მნიშვნელობით, ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი პრივილეგირებული [...]
„სახალხო პარტია“ ნარმანიას, წინასაარჩევნო პროგრამიდან მოსაზრებებს უზიარებს
2014 18 ივნისი NEWS.GE „სახალხო პარტია“ თბილისის მერობის “ქართული ოცნების“ კანდიდატს დავით ნარმანიას მიმართავს და კონსტრუქციულ თანამშრომლობას სთავაზობს. „გვინდა დავარღვიოთ გამეფებული ტრადიცია და ყოველგვარი პოსტსაარჩევნო ობიექტური შენიშვნების და პრეტენზიების გარეშე, რომლებიც არც თუ ისე ცოტა რაოდენობით დაგვიგროვდა, მივმართოთ თბილისის მერობის პრეტენდენტს დავით ნარმანიას, რომ „სახალხო პარტია“ მზად არის, როგორც კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, ისე ობიექტური ოპონირებისათვის.
მსგავსი მხოლოდ ევრაზიულ კავშირში შეიძლება მოხდეს
„სახალხო პარტია” „ქართული ოცნების“ მიერ მარნეულში მიღებულ გადაწყვეტილებაზე 13 ივნისი NEWS.GE „სახალხო პარტიაში“ მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, სადაც ის ურჩევს საკუთარ კანდიდატს, მოხსნას არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა ეთნიკურად აზერბაიჯანელი 2 ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ, არის ანტისახელმწიფოებრივი და პოლიტიკურად საშიში ნაბიჯი.
სიტყვას ვაძლევთ ამომრჩეველს, პარტიის ყველა დეპუტატი იქნება მათი მეგობარი საკრებულოში
11 ივნისი NEWS.GE სახალხო პარტია საარჩევნო კამპანიის საფინალო ეტაპის წინ მიმართავს ყველა ამომრჩეველს და მოუწოდებს თითოეულ მათგანს, ყურადღებით გადაავლონ თვალი, პარტიის განვლილ პოლიტიკურ გზას.