საქართველოში ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტთან დაკავშირებით

მამუკა გიორგაძე

giorgadze-1

პარტიების ხელშეწყობა სახელმწიფოებრივი საქმეა


საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ძლიერი, გამართული სტრუქტურისა და ჩამოყალიბებული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციების არსებობა და ფუნქციონირება ნიშნავს ქვეყნის სტაბილურობას, სახელმწიფო სტრუქტურების ქმედუნარიანობას, რეალისტურ საგარეო ორიენტაციას, ეკონომიკის განვითარებას, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას.  ამას ცხადად ნათელყოფს განვითარებული ქვეყნების გამოცდილება.

სააკაშვილის მახინჯი რეჟიმის ერთი  არსებითი მახასიათებელი იყო ის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებს  შექმნილი ჰქონდათ არათანაბარი სასტარტო პირობები, რაც ყოველ არჩევნებზე იცვლებოდა ხელისუფლებისა და მისი სატელიტების ინტერესების შესაბამისად.

ტირანიის შეზღუდვის შემდეგ, საქართველოს გაუჩნდა  შანსი, დაიწყოს ნორმალური სახელმწიფოებრივი ცხოვრება, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმას გულისხმობს, რომ საქართველოში დადგეს პერიოდი საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრინციპული შეთანხმებისა და მიღწეულ იქნას საერთო ეროვნული კონსენსუსის მინიმუმი მაინც.

giorgadze_mamuka

პოლიტიკურად გაკოტრებული ნაცმოძრაობის ოპოზიციაში ყოფნა “ქართული ოცნების” ინტერესშია

giorgadze-1

შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 01.07.13 – –

სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დედაქალაქ

ის მერიის 23 თანამშრომლის დაპატიმრება_გაშვებაში საბოტაჟის ნიშნებს ხედავს და ხელისუფლებას მოუწოდებს ამ საქმის სერიოზული გამოძიებისკენ მოუწოდებს.გიორგაძე უკმაყოფილებას აფიქსირებს სამართლიანობის აღდგენის პროცესისადმი და მიაჩნია, რომ შეგნებულად შეიძლება ხდებოდეს სააკაშვილის მაღალჩინოსნების საქმეების პროცედურული სამართალდაღვევებით ,,შეკერვა”. რაში იხდიან ნაციონალები ფულს და რას სახის გარიგება იკვეთება მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებას შორის, ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან_ ბატონო მამუკა, რა შეფასებას მისცემდით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობა პოლიტიკურ ტერორად აფიქსირებს და გაუმარლებლად მიაჩნია სამართლებრივი დევნის მსგავსი ფორმები იგივე რასმუსენის ვიზიტის ფარგლებში… _ რასმუსენის ვიზიტმა და მასთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა რეალურად ქართული პოლიტიკური ცხოვრების რაობა დაგვანახა. პირველი: საქართველოს ხელისუფლების, გინდა ძველის, გინდა ახალის, დამოკიდებულება ნატოში გაწევრიანების საკითხისადმი ვერ გასცდა აისაფის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობსი თემას, არადა, ნატო ამდენი ხნის განმავლობაში, მით უმეტეს ბოლო ვიზიტის დროს რასმუსენის პირით პირდაპირ და ცასალხად 

ვრცლად »

Powered by WordPress