საკითხავია, შეუძლია თუ არა ივანიშვილს სახალხო ლიდერობა 2012

ახალი თაობა #311 31.12.2011-1.1.2012

შორენა კოწოწაშვილი
ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე ფიქრობს, ბიძინა ივანიშვილს რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მსგავსად, ეროვნული მოძრაობის პარტიებისთვისაც უნდა მოესმინა.
_ ბიძინა ივანიშვილს თავის თავში აქვს გადასაწყვეტი ერთი უმთავრესი საკითხი: რამდენად ჰყოფნის მისი დიაპაზონი საერთო ეროვნულ ლიდერობას. რამდენად შეესაბამება მისი შესაძლებლობები იმ ამოცანებს, რომლებიც დღეს დგას ქვეყნის წინაშე. ამიტომ, თუ ის მოიაზრებს საკუთარ თავს საერთო ეროვნულ ლიდერად, ბუნებრივია, მან პირველი პირისგან უნდა გაიგოს იმ ადამიანების შეხედულებები და ხედვები, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არიან წარმოდგენილი. ვრცლად »

ოპოზიციამ სააკაშვილის სისუსტეები უნდა გამოიყენოს 2012

 პრაიმ-ტაიმი  5.03.2012  ხათუნა მგალობლიშვილი

ოპოზიცია ჯერჯერობით მხოლოდ ძირითად გასაკეთებელ თემებზე თანხმდება და კონსულტაციობს. როგორც ჩანს, ქმედებაზე ისინი კიდევ დიდხანს ვერ გადავლენ, რადგან კონტურები ჯერ დაუსრულებელია. პროცესების მონაწილედ კიდევ ერთი „ძველი“ პოლიტიკოსი დაფიქსირდა. მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ თანამშრომლობას მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალებთან „გააფორმებს“, რომლებიც ქართულ საქმეს მოემსახურებიან. დღეს გიორგაძე ივანიშვილთან არ არის… არც მის ხედვებს იცნობს, არც მის პროგრამას და შესაბამისად, ვერც მის ორიენტაციაზე საუბრობს თამამად, ვრცლად »

ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში 2011

ახალი თაობა      #311  31.12.2011-1.1.2012
შორენა კოწოწაშვილი

ინტერვიუ ყოფილ დეპუტატთან, “სახალხო პარტიის” ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.

_ ბატონო მამუკა, პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, ბიძინა ივანიშვილი ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა. რა მინუსებს ხედავთ ივანიშვილის ნაბიჯებში?
_ ივანიშვილი, სამწუხაროდ, პირადად არ იცნობს პოლიტიკურ სპექტრს და ქართული საზოგადოების ფართო წარმომადგენლობას. მას დრო სჭირდება ამ დეფიციტის შესავსებად. ის, როგორც პოლიტიკის მიღმა მყოფი ადამიანი, მიმდინარე პროცესებს მედიის საშაულებით უყურებდა და ინფორმაციას ღებულობდა არა მრავალი წყაროდან. აქედან გამომდინარე მას ჩვენი შიდა სამზარეულოს ზუსტი აღქმა უჭირს. დროთა განმავლობაში ალბათ ეს დეფიციტი შეივსება და ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ, რამდენად ვრცლად »

ივანიშვილის მთაცარი ამოცანა ისედაც დამარცხებული სააკაშვილის დამარცხება კი არა, ქვეყნის ღირსების დაბრუნება უნდა იყოს! 2011

 

საერთო  გაზეთი    #50  7-13. 12. 2011

გვესაუბრება „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე

-ბატონო მამუკა, თქვენ როგორ შეაფასებთ ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას და ამ ფაქტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს?
-დღევანდელ დღეს ჩვენ არანაირი არგუმენტი არ გვაქვს უარყოფითად შევხედოთ ბიძინა ივანიშვილს. სამწუხაროდ, დღეს ქართული საზოგადოება არა პოლიტიკურ, არამედ ემოციურ ნაწილშია პოლარიზებული. ერთ მხარეს არსებობენ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების შიგნით მყოფი კლანების წარმომადგენლები, მათთან მიბმული ადამიანები და ძალიან მცირეა ისეთი ადამიანების რიცხვი, ვინც ამა თუ იმ მოსაზრების გამო შეიძლება უჭერდეს სააკაშვილს მხარს. ვრცლად »

ივანიშვილის პოპულარობა სააკაშვილის ზიზღზეა აგებული 2011

ახალი თაობა #293 10-11.12.2011

ხელისუფლებას მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე უნდა ჰქონდეს ვალდებულება და არა რუსეთის ან ამერიკის წინაშე. და ეს ვალდებულებები წინასწარვე უნდა იყოს გაცხადებული.

შორენა კოწოწაშვილი
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე ივანიშვილის და მისი გუნდის წარმატებას მხოლოდ კარგად დაგეგმილი, პოზიტიური და სტრუქტურირებული ნაბიჯებით ხედავს. გიორგაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის ეს მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან ავანსად გაცემული მხარდაჭერაა და მან ეს სწორად უნდა გამოიყენოს. ვრცლად »

ბიძინა ივანიშვილმა ბადრი პატარკაციშვილის გაკვეთილები უნდა გაიზიაროს 2011

მამუკა გიორგაძე: ბიძინა ივანიშვილმა ბადრი პატარკაციშვილის გაკვეთილები უნდა გაიზიაროს

თამარ ნინიძე - ახალი თაობა  #287  3-4.12.2011

ვიბრძოლოთ ობიექტური მედიისთვის

დღეს ბეჭდური და ელექტრონული მედია ყოფნა_არყოფნის ზრვარზეა. ხელისუფლება არათანაბარ პირობებში ამყოფებს თავის მიერ კონტროლირებად და ოპოზიციურ მედიასაშუალებებს. ~მაესტროსა` და ბეჭდურ მედიასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ~ახალ თაობას` სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრება. ვრცლად »

სააკაშვილს პოლიტიკურ თამაშებში არ უნდა ავყვეთ 2011

ახალი თაობა  #243  13.10.2011    - შორენა კოწოწაშვილი

გუშინ მედიით გავრცელებულმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ არა მხოლოდ პოლიტიკური წრეები დააბნია და გაანაწყენა, არამედ დაბნეულობა შეიტანა სახელისუფლებო გუნდში. ნაციონალი ლიდერები დროებით დამუნჯდნენ და მხოლოდ იმ ღია შეთავაზების ამარა დარჩნენ, რომელიც პავლე კუბლაშვილის მხრიდან გაჟღერდა და რომელიც ოპოზიციისთვის ბიუჯეტიდან უფრო მეტი ფულის მიცემას ითვალისწინებს.
სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე ნაადრევი პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ივანიშვილმა თქვა ის, რაც ხალხმა ისედაც იცის და ეს “კავკასიასაც” ეხება.

ვრცლად »

მამუკა გიორგაძე პრემიერის განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს

news.ge 06.9.2013

“სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას, რომლითაც მან ქვეყანაში არსებული პრობლემები საზოგადოების დაბალ პოლიტიკურ კულტურას დაუკავშირა, უპასუხისმგებლოს უწოდებს.

ვრცლად »

სპ. კედია – ფიქრები და მოგონებანი

თებერვალი 1921 წელი         სპ. კედია,    საქართველოს გუშაგი

# 3 თებერვალი 1933 წ. პარიზი.

საქართველოს ბედის წერის თვე და წელიწადი! გრძნობდი, რომ კვლავ იმართებოდა, მთელი საუკუნის ტყვეობის შემდეგ სამი წლის წინად აღმდგარი ერი და ქვეყანა! რომ კვლავ საოცნებოდ ხდებოდა ასი წლის ნატვრის, ბრძოლის და სხვერპლის შედეგად შობილი ეროვნული თავისუფლება.

გრძნობდა შვილიქვეყნისა, სამშობლოს სხეულში გაელვებულ ტრაღედიას და ამ ტრაღედიის მიმდგარს ფატალურ განხორციელებას. ამის ხილვა ძნელი არ იყო. ეს არ მოითხოვდა განსაკუთრებულ რამ მისნობას.
თავიდანვე ბნელი დაჰყვა 1918 წლის 26 მაისის ნათელს!
რუსეთის რევოლუციამ საქართველოს კარები რომ გაიხურა, უკან დაბრუბენის გზები მას უკვე დაზღვეული ჰქონდა. ჩვენი ქვეყანა ამ დროს ხელთ ეპყრა, რუსეთისავე წყალობით, ამავე რევოლუციის ქართველ ადეპტებს. ეს არ იყო უბრალო საქმე.

ვრცლად »

პრემიერი საზოგადოებას აშანტაჟებს

გიორგაძე: პრემიერი საზოგადოებას აშანტაჟებს
06 სექტემბერი 2013. 14:25 news.ge

“სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ მოქმედი ხელისუფლება უფრო მეტად უნდა იყოს ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტბზე. მისი თქმით, პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ევრაზიულ გაერთიანებას სწავლობს და მასში გაერთიანებას არ გამორიცხავს, მის მოუმზადებლობაზე მეტყველებს.

ვრცლად »

Powered by WordPress