SONY DSC

ქართველი ხალხის გაბითურებისა და სააკაშვილის ჩანაცვლების გეგმის შედგენა დაწყებულია

მამუკა გიორგაძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილი რუსეთის აგენტია და  ოპოზიციაც რუსულ სპექტაკლში ასრულებს როლებს.    გაზ. “ვერსია” # 11. 2009წ.  ნინო ლურსმანაშვილი.
 საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსი, სადაც სახალხო პარტია, სახალხო ფრონტი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, მერაბ კოსტავას საზოგადოება და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა, ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე `ვერსიას-თან~ საუბრისას აცხადებს, რომ პრობლემების სათავე ~ხელისუფლების უზურპაცია, ხელისუფლების მხრიდან ეროვნული ცნობიერების, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა და ქართველი ერის ფიზიკური გენოციდეს მცდელობაა~. მამუკა გიორგაძე იმასაც ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ხელისუ-ფლება პუტინის ადმინისტრაციაა და ოპოზიციის დიდი ნაწილიც რუსული სპექტაკლის მონაწილეებია.
_ ფაქტები ამტკიცებს, რომ სააკაშვილი, დასავლური ღირებულებების სახელით, პრორუსულ პოლი-ტიკას ატარებს. ამ ვითომდა პროდასავლური ღირებულებების მატარებელ ადამიანებს, კანონის უზენა-ესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, თვითმმართველობის დანერგვის, ხელისუფლების გადანაწილე-ბის კუთხით არაფერი გაუკეთებიათ, რომ დასავლური ცხოვრების წესს მივახლოებოდით. ქართული და რუსული ხელისუფლება თვისობრივად ერთია და შესაბამისად, ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს. ვრცლად »

მიწის გაყიდვა საქართველოს მომავლის გაყიდვაა

მამუკა გიორგაძე, ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი, ბადრი რამიშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ამავე დროს მომხსენებელმა მოსამართლემ გიორგი პაპუაშვილმა, ა.წ. 26 ივნისს გაატარა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს პლენუმის გადაწყვეტილება #3/1/5/512”, რომლითაც გაუქმდა  უამისოდაც უაღრესად არასრულყოფილ, სახელდობრ, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესთა უგულებელმყოფელ ~სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ~ საქართველოს კანონში გათვალისწინებული ყველა შეზღუდვები უცხოელთა მიერ  სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასა და საკუთრებაში ქონაზე. ვრცლად »

giorgadze-1

ივანიშვილს თავისუფლად შეუძლია აირჩიოს უფრო ქმედითი ტაქტიკა – 2012

“ახალი თაობა” #169  18.07.2012  შორენა კოწოწაშვილი

ეროვნული მოძრაობის წევრი და ყოფილი პარლამენტარი მამუკა გიორგაძე ბიძინა ივანიშვილს გარკვეულ რჩევებს აძლევს და მაზოხიზმის ნიშნებს ხედავს იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც ბოლო 7 წელია გრძელდება.
რამდენად წაადგება ივანიშვილს მის გვერდით მყოფი ექსპერტების რჩევები და რა მიმართულებით უნდა გააძლიეროს მან მუშაობა, თუU მართლა უნდა, რომ სააკაშვილის ტირანია დაამარცხოს? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებს, გორში მიმხდარ ინციდენტებს და საერთოდ, რაზე მიანიშნებს ხელისუფლების მსგავსი ნაბიჯები? ვრცლად »

SONY DSC

რატომ ჩააბარა სააკაშვილმა კოდორი რუსებს უბრძოლველად

  • 10.08.2012 “ახალი თაობა” თამარ ნინიძე
    2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთსა და საქართველოს შორის სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების სამარცხვინო ქმედებებს  გვახსენებს.  ცოტა ხნის წინ  კიდევ ერთხელ გავიხსენეთ როგორ კურდღლებივით შეშინებულები იდგნენ წითელ ხიდთან სააკაშვილის ხელქვეითები და საქართველოს დატოვებას ცდილობდნენ.  გაქცეულთა შორის არაერთხელ გახმოვანდა კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუას სახელიც.  დღეს კი რურუას ლომის გული და გამბედაობა მიეცა და მუზეუმის  თანამშრომელ მანდილოსნებთან  ხელჩართულ ბრძოლაშია ჩაბმული.  მხოლოდ იმიტომ, რომ მუზეუმიდან სახელმწიფოს საკუთრების, უიშვიათესი ხატების გატანა  მოინდომა.”ახალი თაობა”  სახალხო პარტიის თავმჯდომარეს მამუკა გიორგაძეს დაუკავშირდა და აგვისტოს ომზე, ნაცმოძრაობისა და ეკლესიის ურთიერთობებზე ესაუბრა. ვრცლად »
mamuka

ლაფანყურის ოპერაციაში ხელისუფლება ვიღაცასთან გარიგებული იყო – 2012

2012-09-05 “ახალი თაობა”
ეროვნული მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი და სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ სწორედ უნდა დასვას საკითხები და ტირანიის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის.
- დღეს რაიმე საუბარი იმაზე და ლოგიკური მოსაზრება, რომ ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენები ქართული სახელმწიფოებრიობის განმტიცებისათვის იყო საჭირო, პრაქტიკულად შეუძლებელია. იკვეთება ერთადერთი ვერსია, რომ ხელისუფლება რაღაც გარიგებაში იყო ვიღაცასთან და და ამ გარიგების შედეგად ვიღაცის წინაშე ვალდებულება შეასრულა და ჩახოცა ეს ადამიანები. ასეთი ვიღაცა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სუბიექტი – რუსეთი, – აცხადება მამუკა გიორგაძე. მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სააკაშვილის ხელისუფლების მორჩილება რუსეთისადმი და მის მიმართ ვალდებულებების გასტუმრების მომენტი. ვრცლად »

giorgadze_mamuka

ამ ხელისუფლებას საყრდენი ბოძი ყველამ – ერთად და ცალკეც უნდა გამოვაცალოთ

ახალი თაობა
2012-08-25
ინტერვიუ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან

- ბატონო მამუკა, ფაქტია, სააკაშვილ-ივანიშვილის პოლიტიკური ბრძოლა ძალიან საინტერესოდ ვითარდება. თქვენი შეფასებით, რის წინაპირობას ქმნის პოლიტიკური ბრძოლის ეს პროცესი?
- საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება შორსაა ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების ელემენტარული მოთხოვნებისგან, რაც, სამწუხაროდ, ხელს უშლის ქვეყნის ნორმალურ განვითარებას. სააკაშვილის შექმნილი ტირანული რეჟიმი ყოველნაირად ცდილობს პოლიტიკური ბრძოლის საფუძვლად კონცეფციებისა და პროგრამების ჭიდილი კი არ იდოს, არამედ ბრძოლა პიროვნებებს შორის წესების გარეშე. ვრცლად »

giorgadze-1

ეკლესიაზე ზეწოლა ვერავინ ვერ უნდა გაბედოს!

22-23.09.2012
თამარ ნინიძე
ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან

_ საპატრიარქოში მიიჭრნენ საზოგადოებისთვის სახიფათო სუბიექტები დათა ახალაია და სოსო თოფურიძე. რატომ არ გახმაურდა ამ ვიზიტის დეტალები?

_ მისმა უწმინდესობა, როგორც მას სჩვევია და რაც არის საქართველოს დედაეკლესიის ბუნებრივი ფუნქცია დადგა თავისი მრევლის გევრდით, პატრიარქი და მღვდელმსახურები არა ერთხელ სვამდნენ საკითხს პატიმართა მძიმე მდგომარეობის შესახებ, არაერთი ეპისკოპოსი, არაერთი მოძღვარი, თვითონ მისი უწმინდესობა ძალიან ხშირად ქადაგებებში საზოგადოების წინაშე ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას ამ პრობლემაზე. სამწუხაროდ, თავის დროზე ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა ყურად არ იღო ეს გაფრთხილებები და დღეს მივედით იმ ნიშნულამდე, რომ ეჭვის ქვეშ დადგა მთლიანად ქართული საზოგადოების სიჯანსაღე. თუ საზოგადოება ამას იტანს, ის ვერც სახელმწიფოს წაუძღვება წინ. სახელმწიფოებრიობაზეც აღარ არის საუბარი, საუბარი თვითოეულ ჩვენგანზეა. მისმა უწმინდესობამ გაამახვილა ყურადღება არა ხელისუფლების მოქმედებებზე, მის მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე, არამედ ვრცლად »

ევროპარლამენტის წევრს ბატონ ვიტაუტას ლანდსბერგისს

ძვირფასო ბატონო ლანდსბერგისს
მოგმართავთ, როგორც წლების მანძილზე თანამებრძოლს იმპერიული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და მეგობარს.
მართალია, საქართველო დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის აღიარებული, სამწუხაროდ, რუსეთის გადამწყვეტმა გავლენამ და ბოლშევიკური ტოტალიტარიზმის ელემენტებმა უხვად გამოავლინა თავი ჯერ ედუარდ შევარდნაძის, ხოლო შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში. ამიტომ დასავლეთის დახმარება დღესაც ისევე გვჭირდება, როგორც ადრე.  ვრცლად »

gerbebi_Page_6

სახალხო პარტიის განცხადება -2012

ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს შემზარავი კადრები საქართველოს ციხეებში გამეფებული წამების, ადამიანის ღირსების შეურაცმყოფელი და ჯგუფური სადისტური ქმედებების შესახებ.
სააკაშვილის და მისი კრიმინალური დაჯგუფების მცდელობა წარმოაჩინონ მომხდარი, როგორც მხოლოდ ერთი, კერძოდ, სასჯელაღსრულების სისტემის წარუმატებელი რეფორმა, კრახისთვისაა განწირული. ვრცლად »

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედების განეიტრალებისკენ იბრძოლებს

NEWS.GE 11.03.2014

“სახალხო პარტია” საქართველოს პატრიარქის სამ განცხადებას ეხმაურება. პარტიის წევრები მიჩნევენ, რომ მისი განცხადებებიდან ჩანს “ქვეყნის განვითარების სწორი მიმართულებები და აქცენტები მკაფიო გზავნილია როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ არსებული იმ ძალების მიმართ.”

პარტიის წევრები საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სამოქალაქო სივრცეში ეკლესიას გამოუჩნდეს ერთგული, სტრუქტუირებული და ორგანიზებული პარტნიორი, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედების განეიტრალებას შეძლებს. ვრცლად »

Powered by WordPress