mamuka14

როგორ მოახერხეს იძულებითი აცრის თითქოს ეკლესიის მხარდამჭერმა მოწინააღმდეგეებმა ეკლესიასთან დაპირისპირება

თუმცა საქართველოს წმიდა სინოდმა გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება, რომ აცრის ავკარგიანობა სცილდება მის კომპეტენციას და ამიტომ ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, აიცრას თუ არა. მაგრამ, თუკი აქამდე გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძე მიმართავდნენ საპატრიარქოს, ჩართულიყო აცრების პროპაგანდაში (მაგალითად, საბერძნეთის ეკლესიაში აუცრელ მრევლს არათუ არ აზიარებენ, ეკლესიაშიც არ უშვებენ, თუმცა ბერძნებმა თავიათი საქმის თავად იციან), ახლა უკვე მრევლის ნაწილი მოითხოვს, რომ საპატრიარქომ აცრების წინააღმდეგ გაილაშქროს. მე არ მესმის, რას ემართლებიან საპატრიარქოს, იმიტომ რომ ეკლესიის არსი სულის ცხონებაა და არა მიწიერი საქმეების გარჩევა, მით უფრო, რომ კონკორდატიც ამავეს ამბობს – სახელმწიფო და ეკლესია გამოყოფილია (ანუ მიეცი კეისარს კეისრისა, ღმერთს კი – ღვთისა), ხოლო ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. არჩევანი კი ისეთი რამაა, რაც თითოეულმა თავად უნდა ვრცლად »

mamuka-mamuka-300x157

„სააკაშვილის ნათქვამი, „მე გამათავისუფლეთ და მერე მე მთელ საქართველოს გავათავისუფლებო“, ასეთი რამ არ უკადრებია არც ერთ ეროვნულ ლიდერს“

„ნელსონ მანდელას ახსენებენ ხშირად სააკაშვილთან მიმართებით და ავიწყდებათ, რომ მანდელას ციხიდან უშვებდნენ, მაგრამ თვითონ არ გამოვიდა და თქვა, სანამ არ მოგვარდება სახელმწიფო პრობლემები, მანამდე ვიჯდები ციხეშიო. რაც შეეხება ცოტნე დადიანს, რომლის სახელსაც ამ ბოლო დროს ხშირად ახსენებენ, ცოტნე დადიანი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მორალური უპირატესობა მოიპოვა მოწინააღმდეგეზე და იმ ნოინმაც დააფასა ცოტნეს ვაჟკაცობა. თაფლის წასმა და შიმშილობის აქცია ეს არის მოწინააღმდეგეზე მორალური ზემოქმედების საშუალება. დღეს კი ე.წ. შიმშილობით ეროვნული ღირებულებების დევალვაცია მიმდინარეობს“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე. ვრცლად »

mamuka-mamuka

ვუყურებთ, რას იტყვის, ნიკიფორე ელპიტეზე, ელპიტე-იაკინთეზე და ა.შ.“ ,,მტერსაც ეს უნდა – ქაოსი, ჩვენი გათითოკაცება“

ჟურნალი „გზა“ 25.11.2021 ,,ვუყურებთ, რას იტყვის, ნიკიფორე ელპიტეზე, ელპიტე-იაკინთეზე და ა.შ.“
მამუკა გიორგაძე: ,,მტერსაც ეს უნდა – ქაოსი, ჩვენი გათითოკაცება“
ჟურნალი „გზა“ 25.11.2021  გიორგი ნეფარიძე
მამუკა გიორგაძე თანამედროვე ქართული პოლიტიკის ვეტერანია. საინტერესოა მისი მოსაზრებები ქვეყნის დღევანდელ, რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მზარდი ურთიერთქიშპობის პირობებში, რომელი ფუნდამენტური საკითხები გვრჩება ყურადღების მიღმა. რატომ გავხდით ქართველები ასეთი სასტიკები ერთმანეთის მიმართ, რამდენად იყო მოსალოდნელი ბოლო ათწლეულებში მოვლენების ამ გზით განვითარება? ვრცლად »
gerbi

გუშინ პრეზიდენტის სასახლეში გამართული მიღება, შინაარსს გამოცლილ პოლიტიკურ სპექტაკლს უფრო გავდა, ვიდრე რეალურად ეროვნული შერიგებისთვის მოწადინებული ადამიანების შეკრებას

გუშინ პრეზიდენტის სასახლეში გამართული მიღება, შინაარსს გამოცლილ პოლიტიკურ სპექტაკლს უფრო გავდა, ვიდრე რეალურად ეროვნული შერიგებისთვის მოწადინებული ადამიანების შეკრებას, სადაც მასპინძელი ცდილობდა საკუთარი პერსონის მნიშვნელობისთვის ხაზის გასმას. მიწვეულები კი თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით აკეთებდნენ მოვლენის ინტერპრეტირებას. ვრცლად »
მამუკა-გიორგაძე-2

„საბავშვო ბაღში ხომ არა ვართ, რომ ერთმანეთს ნეკი ნეკისა, შერიგებისა ვუთხრათ?“

ახალი თაობა 15.12.2021
„საბავშვო ბაღში ხომ არა ვართ, რომ ერთმანეთს ნეკი ნეკისა, შერიგებისა ვუთხრათ?“
მამუკა გიორგაძე: „იმედი არ მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებები ნატოში შესვლას ხელს შეუწყობენ“
„ორივე ძალა დუმს იმაზე, რომ ვიღაცას ქონება გადაეცა 1 ლარად“;
„ის ფაქტი, რომ სააკაშვილი არ ვარგა, „ოცნება“ კი სწორად არ იქცევა, ჩვენს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას უფრო ზრდის“ ვრცლად »
mamuka777

“საქართველოში რუსული სპექტაკლები გრძელდება“

ხალი თაობა 2.12.2021„სააკაშვილმა დანარჩენ ოპოზიციას პირწმინდად მოუგო“
მამუკა გიორგაძე: „საქართველოში რუსული სპექტაკლები გრძელდება“
„კობახიძეს და მდინარაძეს არავინ არაფერს ეკითხება“
მარიამ მჭედლიშვილი
როგორი დღის წესრიგით მიმდინარეობს მოვლენები ქართულ პოლიტიკაში? ვინ ეხმარება სააკაშვილს? რაზეა დამოკიდებული რუსული სცენარების ფინალი? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს ვრცლად »
mamuka14

მამუკა გიორგაძე: „ქართული პოლიტიკა რუსული სპექტაკლების მოედანია

ახალი თაობა 17.11.2021
მამუკა გიორგაძე:  სპექტაკლში მონაწილეობენ „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა. ამაზე დასავლელი ექსპერტებიც საუბრობენ“
„მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო საბჭოეთში ჩარჩა“.
„ეკლესიას ორივე ძალა ნამდვილად ებრძვის“
„მათ, ვინც სპექტაკლებში ჩართული არ ვართ, ძირგამომთხრელი პროცესები უნდა ჩავშალოთ, ავიღოთ ხელში ინიციატივა და დავიწყოთ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი“ ვრცლად »
მამუკა აააა

რატომ არ იღებს „ნატო“ თავის რიგებში ქვეყნებს, სადაც არსებობს გადატრიალების მოწყობის ალბათობა და დგება თუ არა ეჭვქვეშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

ახლახან საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვია და, მე თუ მკითხავთ, რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, ბ-ნი ოსტინის ვიზიტი დაგვიანებულიც კი იყო, ვინაიდან სამხრეთ კავკასიაში გავლენები სხვანაირად ნაწილდება (პროცესი ჯერ არც დასრულებულა), ხოლო, თუ ამას ავღანეთის ფაქტორსაც დავამატებთ, ვითარება კიდევ უფრო რთული და აბურდულია. ვინაიდან საქართველო რეგიონში დასავლეთის ერთადერთ დასაყრდენად მოიაზრება, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, უპირველესად, აშშ-ის მხარდაჭერაზე დგას. შესაბამისად, იბადება კითხვა, იმ გამოწვევებს, რომლებიც, ცხადია, ჩვენი და იმავდროულად, დასავლეთის წინაშე დგას, მხოლოდ ვიზიტები უშველის? – ამ თემაზე მამუკა გიორგაძეს გავესაუბრეთ. ვრცლად »

mamuka-mamuka

მამუკა გიორგაძე- “ოცნება“ და ნაცმოძრაობა ერთმანეთშია აღრეული

ახალი თაობა 3.11.2021
„საზოგადოებაში პოლიტიკურ ფსიქოზს 30 წელიწადია, აღვივებენ“
„ქართული ოცნებაც“ და ნაციონალური მოძრაობაც კმაყოფილი არიან შედეგით“
„საპროტესტო მოძრაობა საჭიროა იმისთვის, რომ კმაყოფილება დაიმალოს და ხელი შეეშალოს დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშეებს“
მარიამ მჭედლიშვილი ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის შემდეგ შექმნილ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, მამუკა გიორგაძეს ვრცლად »
mamuka14

„თუ ორგანიზატორებს დასჭირდებათ, პოლიტიკური სპექტაკლები უფრო მძაფრ სახეს მიიღებს“

ახალი თაობა 21.10.2021
მამუკა გიორგაძე: „საზოგადოება იმაზე კი არ უნდა იმტვრევდეს თავს, უფსკრულში მასცხნიდან გადავარდეს თუ მარჯვნიდან, მან უკეთეს მომავალზე უნდა იფიქროს“
მარიამ მჭედლიშვილი
ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს ვრცლად »
Powered by WordPress