gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” მოსახლეობას “აფხაზეთობას” ულოცავს

23-05-2014

“სახალხო პარტია” საზოგადოებას “აფხაზეთობას” ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშიებით “სახალხო პარტია” განცხადებას ავრცელებს , რომელსაც “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: “გასულ წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინიციატივით, 23 მაისი – სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედაც გამოცხადდა. ვრცლად »

“სახალხო პარტიის” მაჟორიტარობის კანდიდატი სასწავლო პროცესის შეწყვეტას ითხოვს

 23-05-2014

“სახალხო პარტიის” მიერ წარდგენილი უპარტიო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, ექიმი გოგი ფესვიანიძე ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს მიმართავს.  ვრცლად »

gogi

აუცილებლად შევძლებთ ჩვენი პოლიტიკური ხედვების ხორცშესხმას

14:23 22-05-2014

,,სახალხო პარტია” არც ამომრჩეველს მოატყუებს ფუჭი დაპირებით და არც საკუთარ თავს მისცემს უფლებას იმაზე მეტი დაპირება გასცეს , რისი ცხოვრებაში გატარებაც ამ ეტაპზე შეუძლებელია, – ამის შესახებ “სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა გოგი ლორთქიფანიძემ განაცხადა. ვრცლად »

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატების სია ცნობილია

15:26 20-05-2014

თვითმმართველობის არჩევნებში “სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატების სია ცნობილია. როგორც “ინტერპრესნიუსს” “სახალხო პარტიიდან” აცნობეს, თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატების სიის პირველი ნომერია გოგი ლორთქიფანიძე, შემდეგ მოდიან ზაზა ჩაჩუა – ბახტრიონი, დოლიძე (03.06 საბურთალო); ავთანდილ იმნაძე – დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი (03.04. საბურთალო); ალექსანდრე ყიფიანი – ვეძისი (03.05. საბურთალო); თეო პაიჭაძე – ვაკე (02.02. ვაკე); ლელა მამალაძე – ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის პლატო (02.03. ვაკე); მამუკა გიორგაძე – ავჭალა (10.22 გლდანი); ზაზა გვიმრაძე – ძველი ნაძალადევი, ლოტკინი (09.18. ნაძალადევი); გოჩა ადუაშვილი – სანზონა (09.20 ნაძალადევი); ნონა ლომსაძე-ორჯონიკიძე – ნაძალადევი (09.19 ნაძალადევი); ირაკლი სორდია – თემქა (09.21 ნაძალადევი); ნანა
წულუკიძე – ჩუღურეთი (07.15 ჩუღურეთი); დიმიტრი ლომთაძე – ვარკეთილი (06.11. სამგორი); ტარიელ ჟუჟიაშვილი – მე–3 მასივი (06.12 სამგორი); ზურაბი პაქსაძე – ლილო (06.13. სამგორი); გოჩა ხანიაშვილი – მოსკოვის გამზ. (06.14. სამგორი) და
გოგი ფესვიანიძე – მთაწმინდა (01.01. მთაწმინდა).

 

gerbebi_Page_6

სახალხო პარტიაში” მიიჩნევენ, რომ თბილისის საკრებულოს უმთავრესი ამოცანა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შექმნაა

 21-05-2014

“სახალხო პარტიაში” მიიჩნევენ, რომ თბილისის საკრებულოს უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს თბილისის “კონსტიტუციის” , ანუ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შექმნა. ამის სესახებ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაშია ნათქვამი.
როგორც “ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, პროგრამის თანახმად, დოკუმენტი უნდა იყოს კონსენსუსი თბილისის მოქალაქეებს შორის იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება ქალაქი ურბანულად, არქიტექტურულად, როგორი იქნება ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირების სქემა, რა შემოსავლები ექნება ქალაქს, როგორ განვითარდება ადგილობრივი ბიზნესი და ა.შ. თბილისის “კონსტიტუციის” მიღებამდე უპირობოდ უნდა აიკრძალოს ყოველგვარი მშენებლობა ქალაქის ცენტრალურ და ისტორიულ უბნებში, ასევე, არსებული სკვერების და პარკების ფარგლებში.
“სახალხო პარტიას” მიაჩნია, რომ თბილისის საკრებულომ სამშენებლო კოეფიციენტების მინიჭების შესახებ კანონის შეჩერება უნდა მოახერხოს, მისი გადახედვის მიზნით. ვრცლად »

SONY DSC

სახელისუფლებო კლანების დასუსტდება ივანიშვილის ინტერესებშია

შორენა კოწოწაშვილი  ”ახალი თაობა” 14.05.2014

ინტერვიუ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, რა აჩვენა `რუსთავი 2~-ის მიერ ფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებამ და საერთოდ, რა პოლიტიკური ვითარებაა ამ დროისთვის ქვეყანაში?
_ ისე, როგორც ყოველთვის, თითოეულ მოვლენაში ისახება სპექტრი საკითხებისა, რომელიც აქტუალურია ქვეყნის ამა თუ იმ პერიოდის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქაც თავს იჩენს ის ვითარება, რომლშიც ვიმყოფებით და რამდენიმე განზომილება შეგვიძლია ვთქვათ ამ ვითარებისა. გვაქვს ერთის მხრივ, იდეოლოგიური თანამშრომლობა ხელისუფლების შიგნით არსებულ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყველა პრინციპულ საკითხზე ამ ადამიანებს ისეთი იდეალური თანხმობა აქვთ, რომ ერთი კაციც კი არ გამდის ამ თანხმობის საწინააღმდეგოდ. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ ე.წ. ვრცლად »

gerbebi_Page_6

ანტიდისკრიმინაციული კანონის გამო

კანონში დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ `სქესობრივი ორიენტაციის~ ხსენება, რაც საქართველოს პარლამენტმა მოახდინა რამდენიმე დღის წინ, ჩემის აზრით, სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის საზიანოა, სხვა გარემოებათა შორის, შემდეგ გარემოებათა გამოც:

1. სიტყვა `დისკრიმინაცია~ ანუ `გასხვავება~, `გარჩევა~ არის მიმართებითი ში-ნაარსის (მნიშვნელობის) სიტყვა, ისევე, როგორც სიტყვები `უდრის~, `მეტია~, `ნაკლებია~ და ა.შ. უაზროა გამოთქმა `ხუთი პლუს შვიდი უდრის~, თუ არ დაუმატეთ იმის აღნიშვნა, თუ რას უდრის. ასევე, როცა ვამბობთ, რომ დაუშვებელია ამა და ამ კატეგორიის ადამიანთა დისკრიმინაცია, ანუ უსამართლო გამორჩევა ადამიანთა დანარჩენ მასაში, უნდა კონკრეტულად დავასახელოთ არა მხოლოდ ის, თუ რა და რა თვისებათა მატარებელ ადამიანებზე გვაქვს საუბარი (კანის ფერით განსხვავებულებზე დანარჩენთაგან, აღმსარებლობით ვრცლად »

gerbebi_Page_6

„სახალხო პარტია“ ილჰამ ალიევს საინგილოში მცხოვრები ქართველების უფლებების დაცვის თხოვნით მიმართავს

NEWS.GE 06 მაისი  2014

„სახალხო პარტია“ საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს საინგილოში მცხოვრები ქართველების შევიწროებასთან დაკავშირებით მიმართავს.

„მივესალმებით ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მეგობრულ ვიზიტს საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ მისი ეს ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას, მაგრამ, აქვე გვინდა დავაყენოთ ერთი მეტად საჭირბოროტო საკითხი და მივმართოთ მას განცხადებით: ვრცლად »

giorgadze-1

ხელისუფლებაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არ აწყობს

შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 29.04.2014
რატომ დაუპირისპირდა `სახალხო პარტია~ და მისი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს, რა მიზნით მოითხოვა მან ოქრუაშვილის ადგილობრივ არჩევნებზე არდაშვება და რა პროვოკაციაზე მიდიოდა ხელისუფლება? _ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, თქვენი მხრიდან საკმაოდ მოულოდნელი იყო ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცესკოში საჩივრის შეტანა გორის საოლქო საარჩევნო კომისიიის განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობის კანდიდატად იყო დარეგისტრირებული. ელოდით, რომ ცესკო ირაკლი ოქრუაშვილს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავდა? ვრცლად »

gerbebi_Page_6

„ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი საზოგადოების ფართო ფენების დისკრიმინაციის მიზნით შეთითხნილი კანონია“

  • 29 აპრილი 2014 NEWS.GE

“სახალხო პარტია” ”დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტს ეხმაურება. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღებით საქართველოში  ახალი პრივილეგირებული კასტის  უპირატესი მდგომარეობა დაკანონდება.

“სახალხო პარტიამ” ასევე მოუწოდა პარლამენტის წევრებს რომ გაითვალისწინონ პატრიარქის მოწოდება და გადაიდონ კანონპროექტის მოცემული სახით მიღება. news.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში არსებული მრავალი კანონი, დებულება თუ მუხლი იწვევს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების  შეშფოთებას. ერთადერთი, რაზეც ყველა შეთანხმებულია, გახლავთ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების დაცვას.   ვრცლად »

Powered by WordPress