mamuka4441

„უნდა ელაპარაკოს სპეცსამსახური სხვა ქვეყნის სპეცსამსახურს, მაგრამ უნდა ვიყო დარწმუნებული, რაზე ილაპარაკებს“

რამდენად დიდია რუსული აგენტურის წილი ქართულ პოლიტიკაში, რას ითხოვს ამერიკა, დაუშვებს თუ არა დასავლეთი „ქართული ოცნების“ კვლავ ხელისუფლებაში მოსვლას და რა ვერ გათვალა სოსო გოგაშვილმა იმ სკანდალური ფაქტების გასაჯაროვების კვალდაკვალ, რომელიც რეალურად სახელმწიფო ინსტიტუტებს აზიანებს? – ამ საკითხების ირგვლივ გვესაუბრება სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე.  for.ge 17.09.2022  ვრცლად »

mamuka 333

რატომ გახდა შეუძლებელი საქართველოში პოლიტიკოსობა ან მინისტრობა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებითა და მონაცემებით

მიუხედავად ოპოზიციის მრავალწლიანი მცდელობისა, ფაქტი ფაქტად რჩება: რა ხერხს არ მიმართეს და რა ღონე არ იხმარეს, მაგრამ ვერც რევოლუციური სცენარი აამოქმედეს და ვერც არეულობის. და თუმცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი უკმაყოფილოა ხელისუფლების, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ოპოზიციას მაინც არ მიჰყვება. მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ჩვენებური ოპოზიცია იგებს დასავლელი პარტნიორების, მაგრამ ვერ იგებს ადგილობრივი ამომრჩევლის გულს, თუ რატომ, ამის გარკვევას მამუკა გიორგაძის დახმარებით შევეცდებით.

ავტორი ნინო ხაჩიძე  14.09.2022 “თბილისელები” ვრცლად »

mamuka4441

ახალი თაობა 3.08.2022 „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გატარება არ უნდა და დასავლეთს იმიტომაც დაუპირისპირდა“ მამუკა გიორგაძე: „ორპოლუსიანობა ადვილად ვერ დაინგრევა“

მარიამ მჭედლიშვილი
რამდენიმე აქტუალურ საკითხზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს ვრცლად »
ilia 2

„წმინდა ილია მართალი არის სულიერი მფარველი ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვა სვეტიცხოველში 1987 წელსილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვის დღეს.

„წმინდა ილია მართალი არის სულიერი მფარველი ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვა სვეტიცხოველში 1987 წელსილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვის დღეს.
„ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმიდე – შელახული, ბეთლემი – უკაცური ვრცლად »
mamuka 333

„ჩვენთან არასამთავრობო სექტორი მთავარი პოლიტიკური ძალაა, რაც თავისთავად ნონსენსია და ამის უფლება ხელისუფლებამ მათ არ უნდა მისცეს“

ვინ უნდა გააკონტროლოს საქართველოში მოქმედი არასამთავრობოები, რა ფუნქციას ასრულებენ ისინი, რეპუტაციული ზიანი უფრო მოაქვთ საქართველოსთვის, თუ სარგებელი?

ბოლო დროს ჩვენში ძალიან ჩაიხლართა არასამთავრობოთა ქსელი. „ნაცმოძრაობის“ დროინდელმა საეჭვო რეპუტაციის ადამიანებმა ერთი-მეორის მიყოლებით თავი შეაფარეს ამ სექტორს, დაწინაურდნენ „ნაცმოძრაობასთან“ მდგომი ახალგაზრდებიც და ე.წ. სამოქალაქო სექტორად წარმოაჩინეს თავი. სინამდვილეში, საქართველოში ნამდვილი არასამთავრობოები თითზე ჩამოსათვლელია. დღევანდელი გაგებით, არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ამოფარება ნიშნავს უწყვეტ ტრიბუნას მასმედიაში და ფულის შოვნის საუკეთესო წყაროს.

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არასამთავრობოების რეპუტაციული როლი, ვრცლად »

mamuka for ge

„ამერიკაზე გაბრაზებულმა შევარდნაძემ, წლინახევრით ადრე, რუსების გავლენით, სააკაშვილს დაუტოვა ქვეყანა და დღესაც ასეთი საფრთხის ქვეშ ვართ“

„ამერიკაზე გაბრაზებულმა შევარდნაძემ წლინახევრით ადრე, რუსების გავლენით, სააკაშვილს დაუტოვა ქვეყანა. დღესაც ასეთი საფრთხის ქვეშ ვართ. დასავლელ დიპლომატებთან ტონი უნდა შევარბილოთ არა იმ გაგებით, რომ ყველაფერი დავუთმოთ, არამედ პრინციპულ საკითხებზე ჩვენი პოზიცია უნდა დავიცვათ. მაგალითად, მერკელი რომ ჩამოვა და გაზსაცავის ფულს საჩუქრად ჩამოგიტანს, ის ფული კი არ უნდა შეჭამო, არამედ გააკეთო ერთი გაზსაცავი და მეორე წელს კიდევ მიადგე, მომეცი მეორე გაზსაცავის ფულიო“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე. ვრცლად »

mamuka 333

რატომ არ არის „ელ გე ბე ტე“ თემა ღირებულება, რომელზეც ვერასდროს შევთანხმდებით და რატომაა მნიშვნელოვანი ძალადობის აღმოფხვრა და არა „პრაიდის“ ჩატარება

ლამისაა, ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ყოველი წლის ივნის-ივლისში „პრაიდის“ კვირეულის ჩატარების გამო ვნებათაღელვა უნდა ატყდეს. თუმცა, პირადად მე ჩასაფრებული ადამიანი არ ვარ, ხანდახან მგონია, რომ დასავლური დიპკორპუსი „პრაიდის“ მნიშვნელოვნებას ზედმეტად უსვამს ხაზს და თითქოს ცენტრალურ თემად მიიჩნევს დასავლეთისკენ სავალ გზაზე. მეორე მხრივ, მაკრონმაც კი ახსენა ჩვენი გეოგრაფია და მართალია, მეზობლებად – მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი, ჩვენი მეზობლები ჩრდილო კავკასიელებიც არიან. ბუნებრივია, ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ იბადება კითხვა: თბილისის ცენტრალურ გამზირზე „პრაიდის“ ჩატარების დაჟინება არის თუ არა მართებული სწორედ ჩვენი გეოგრაფიის გათვალისწინებით?! ვინაიდან შესაძლოა, ამან ძალიან ცუდად იმოქმედოს საქართველოს რეგიონულ იმიჯზე და თუ დასავლეთი საქართველოს კავკასიაში თავის საყრდენად განიხილავს, წესით, უნდა გაითვალისწინოს კიდეც რეგიონის სპეციფიკა. ამ თემაზე „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას. ვრცლად »

mamuka12

ახალი თაობა 30.06.2022 „საზოგადოება არც „ბუნტარი“ ხუნდაძის შესახებ სპექტაკლს დაიჯერებს და და არც ნაცმოძრაობის გადემოკრატიულებას“

მამუკა გიორგაძე: „რუსეთის ორბიტაზე ყოფნა გამორიცხულია. დამაიმედებელია რუსეთის
დასუსტება და ჩვენი საზოგადოების გამოფხიზლება“
„ხელისუფლებაც და ე. წ. მთავარი ოპოზიციაც ერთ ანტიდასავლურ თამაშს თამაშობს“
მარიამ მჭედლიშვილი
საქართველოს პოლიტიკის პერიპეტიებსა და გეოპოლიტიკურ მომენტებზე „ახალი თაობა“
ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს ვრცლად »
mamuka4441

ახალი თაობა 7.06.2022 „რუსეთი ამტკიცებს, რომ ტირანია, ევროპას აშანტაჟებს“ მამუკა გიორგაძე: „აქტიური პოლიტიკური სპექტრი არ არის დაინტერსებული ევროინტეგრაციით“

„ღიად პრორუსულ ძალებზე მეტად მაშფოთებენ ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც
წლებია, გამოდიან პროდასავლური დროშით“
მარიამ მჭედლიშვილი
ევროინტეგრაციის პერსექტივებსა და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო
პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დესიდენტსა და დეპუტატს მამუკა გიორგაძეს
_ ივნისში გაირკვევა, ვხდებით თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. შესაძლებელია
თუ არა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართ მიიღონ შუალედური ვრცლად »
mamuka 333

რა ფაქტორები მიანიშნებს, რომ უკრაინაში ომი აფხაზეთში ომის სცენარით მიმდინარეობს

ეჭვი მაქვს, რომ ბოლომდე ვერც ვერასდროს გავიგებთ, რა მოხდა და ხდება „აზოვსტალში“, თუმცა, ფაქტია, რომ „აზოვის“ პოლკის მებრძოლები უკრაინის ხელისუფლებასთან მთლად შეხმატკბილებულები ვერ არიან. მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. აზოვის დამცველთა ისტორია კი მახსენებს 1992-1993 წლების ომს აფხაზეთში, რომლის შესახებაც ძალიან ბევრი მასალა მაქვს დაწერილი და მის ძალიან ბევრ მონაწილეს შევხვედრივარ, რომელთა ნაწილი დღეს ცოცხალი აღარც არის. ჩემი შთაბეჭდილებით, „აზოველების“ ბრძოლა ძალიან ჰგავს აფხაზეთში ომის სცენარს, ვინაიდან ომებში იხოცებიან ნამდვილი მებრძოლები, შემდეგ ისინი რჩებიან ლეგენდებად (სასახელო ან სამარცხვინო იარლიყებით), მათი მონაპოვრით ხეირობენ ან მათ ხელს ახოცავენ პოლიტიკოსები (რომლებიც მათ იმთავითვე იყენებდნენ). მე მოხარული ვიქნები, თუ ჩემი ასოციაცია აღმოჩნდება არასწორი და გავმტყუნდები, მანამდე კი ამ თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავ ვრცლად »

Powered by WordPress