დაპყრობილ სახელმწიფოს საფუძვლებდანგრეული ერის თავისუფლებისა და აღდგენა_აღორძინების იდეურ მეთაურ ილიას სისხლი, წიწამურის ველზე დაიღვარა, მტრის მიერ მოსყიდული ხელით. ილიას მიერ მოცემულ დედა იდეებსა და აზრების ირგვლივ, მისსივე და მის თანამგრძნობ მესამოციანელთა წლების ეროვნულ მოღვაწეთა მიერ, შექმნილ ნაციონალ-პოლიტიკურ ასპარეზზედ შემოიკრიბა, დაარსდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულება, რომელიც საბოლოოდ 1917 წლის თიბათვეში, ორგანიზაციულად მოწყობილი პოლიტიკური პარტიის სახით, მოევლინა ქართულ საზოგადოებას. იდეური თუ პრაქტიკული პოლიტიკის საკითხებისადმი მეთაურთა სხვა და სხვა შეხედულებანი, მიზეზი გახდა პარტიაში ფრაქციების შექმნისა. 1921 წლის დასაწყისში საქართველოს დედაქალაქ თბილისში ყრილობაზედ შეიკრიბა პარტიის წევრთა 365 წარმომადგენელი, მოსულნი საქართველოს ყოველი კუთხიდან. ამ ისტორიულ ყრილობაზე მოხდა საქ. ერ. დემოკრატიულ პარტიასთან მტკიცე საფუძველზედ, იდეურად მასთან მონათესავე ჯგუფების გაერთიანება. არჩეულ იქნა მთავარი კომიტეტი, დადასტურებული პარტიის პროგრამა და პოლიტიკური მოქმედების გეზი. ვრცლად »