სალომე ზურაბიშვილმა იმ მოღალატე ქართველების ტრადიცია გააგრძელა, რომლებმაც კრწანისის ბრძოლიდან გასაქცევად გამზადებულ აღა მაჰმად-ხანს ამცნეს, _ ერეკლეს მეზარბაზნეები აღარ ჰყავსო. დაახლოებით ასე მოიქცა საქართველოს პრეზიდენტი და საჯაროდ, დიდი სიამაყით განაცხადა, _ საქართველოს არც ჯარი ჰყავს, არც იარაღი აქვს და არც არასდროს ექნებაო. ბედის უკუღმართობით ეს ქალი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია. ვრცლად »
ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
 
							 
						“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
 
							 
						ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
 
							 
						ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
 
							 
						 
							„შეიძლება, ძალიან დაცემული იყოს ქართველი ერი დღეს, მაგრამ ოჯახზე გადაიტანოს შურისძიების განცდა, მთლად ასე გათახსირებულიც არ მგონია“
19 დეკემბერს კოლხურ კოშკთან, გალის ქუჩაზე დაჭრილი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. იგი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. დამნაშავე ჯერ არ გამოვლენილა, მაგრამ გამოძიება სისხლის სამართლის 19-108 მუხლით მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. პოლიციელები, სავარაუდოდ, ეძებენ ყავარჯნიან მამაკაცს, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებდა. ვრცლად »
 
							ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმემ კვლავ აქტუალური გახადა პრობლემა, რომელიც ჩვენგან კომპლექსურ რეაგირებას საჭიროებს.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ყოველი მკვლელობის, ადამიანთა გატაცების თუ სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამო საზოგადოება სხვადასხვა ფორმით გულწრფელ აღშოთებას გამოხატავს, ხელისუფლებები ვალმოხდილად აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩააყენეს საქმის კურსში და ვიშ-ვიშითა და ფატალური გარდუვალობის განცდით – მეტი რა შეგვიძლია - მომდევნო ინციდენტამდე ვიძირებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვრცლად »
 
							რატომ ასაღებენ ხატმებრძოლეობასა და დეზერტირობას ეროვნულ ღირებულებებად
თითქოს ის არ გვეყოფოდა, პოლიტიკური პროცესი რომ უთავბოლოა და პოლიტიკოსები ხან ვის აწყდებიან და ხან – ვის, ოღონდაც სამომავლოდ სკამები გაინაღდონ და ხელისუფლების ნაგლეჯები (იმის მომსწრენიც კი გავხდით, რომ ჯაშუშობაში ბრალმდებლები და ბრალდებულებიც კი დამეგობრდნენ, ისევე, როგორც პრორუსი და პროდასავლელები), რომ უფრო შორსაც წავიდა პროცესი: „გირჩი“ მაქარაშვილი ლამისაა ეროვნულ გმირად შეირიცხოს (აქვე შეგახსენებთ, ეს ის მაქარაშვილია, რომელიც პირდაპირ ეთერში მარიხუანას ეწეოდა და შემდეგ ამბობდა, ჩემი იდეალი ქაქუცა ჩოლოყაშვილიაო), ხოლო ახალქართული ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელებად ის ახალგაზრდები, რომლებიც სასამართლოში ჯერ „ბიძინას რაო…“ (ავბედითი „ბადრის რა“ პერიფრაზი) ყვიროდნენ, შემდეგ კი – „შავლეგოს“ მღეროდნენ (ქაქუცასა და „შავლეგოს“ ამ ამბავში ჩართვა ბადებს ეჭვს, რომ მიზანი გაუფასურების მცდელობაა ერთისაც და მეორისაც). მამუკა გიორგაძესთან ერთად ვიმსჯელებთ ეროვნული ღირებულებების ფსევდოღირებულებებით ჩანაცვლების მექანიზმსა და მიზნებზე. ვრცლად »
 
							გაგვაგებინეთ რაზეა ატეხილი ასეთი აჟიოტაში?!
ე.წ. ერთიანმა ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის რეორგანიზების თავისი პროექტი „წარმოადგინა“. იგი მისგანვე დაგმობილი ხელისუფლების მსგავსად მოიქცა. არც შეეცადა საერთო სამოქალაქო თანხმობის მიღწევას, მას ხელისუფლებასთან კულუარული შეთანხმება ურჩევნია და სურს თავი წარმოაჩინოს როგორც – ქართული ოპოზიციური აზრის ერთადერთ გამოხატულებად.
წარდგენილი ვარიანტი არ გამხდარა საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი, სრული სახით არც გამოქვეყნებულა (რაც ძალიან დიდ ეჭვებს აღძრავს) და მხოლოდ, მედიაში გავრცელებული თეზისებით შეგვიძლია გავაანალიზოთ. თუმცა, უცნობია კონკრეტული პუნქტები ვრცლად »
 
							არ დავუშვათ კოოპერატივების მარცხი
პაატა კოღუაშვილი, სტუ პროფესორი
აგროეკონომიკია – მეცნიერებათა დოქტორი
შენიშნები და წინადადებები კანონპროექტზე „სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონი სასოფლო-ამეურნეო კოოპერატივის შესახებ მიღებული იქნა 2013 წელს. მასში განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითადი ნორმები და სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, როგორც ამ პროცესის მაკოორდინირებელი და მაორგანიზებელი მთავარი უწყების დაარსება. აღნიშნული კანონის პროექტის განხილვა (რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ), მიმდინარეობდა სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის აქტიური მონაწილეობით. ვრცლად »
 
							„გინდა პროპორციულით შეგიტანია გოდრით დეპუტატი, გინდა – მაჟორიტარულით“, – მამუკა გიორგაძე მიმდინარე პროცესებზე
„ივანიშვილმა გააცოცხლა ეს მკვდარი პოლიტიკური ჯგუფები“, – „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ვრცლად საუბრობს:
_ ქართული პოლიტიკური ცხოვრება ჯანსაღი პოლიტიკური სივრციდან დიდი ხანია გასულია. თითქმის შეუძლებელია, საღი აზრის მოსმენა. სამწუხაროდ, ორ სუბიექტს შორის პოლარიზებული და დაპირისპირებული სივრცეში ვართ და შვიდი წელია, წაჯექ–უკუჯექობას ვხედავთ. ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ. „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“ უკვე მერამდენედ ტეხავს ერთმანეთს ხერხემალში. საზოგადოება კი კვლავ დახურული პროცესების მაყურებელია. აქციებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ „ნაცმოძრაობა“ ვეღარც საზოგადოების ორგანიზებას ახერხებს და ვეღარც მუხტი შემოაქვს. არაფრისმომცემი ქმედებებია. ვრცლად »
 
							სახალხო პარტიის განცხადება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით
ბოლო დღეებს მოვლენებმა ცალსახად დაგვანახა, რომ ქვეყანაში სახელისუფლებო და პოლიტიკური კრიზისია. ქვეყანას, რომელსაც არ გააჩნია რეალური პოლიტიკური სისტემა და გამართული სახელმწიფო ინსტიტუციები, მუდმივად საგანგებო რეჟიმში იმართება, ეს კი დროდადრო საჭიროებს ხელოვნურად კრიზის შექმნას, მონოპოლისტი მმართველის კარიზისების დამძლევად წარმოსაჩენად.
საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების ფაქტი და, განსაკუთრებით, მისი განხორციელების ფორმა ამ მახინჯი სისტემის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს და რამაც უკვე დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქვეყანას. ვრცლად »
 
							ძვირფასო ადამიანებო, დაფიქრდით სიყვარული გამოძრავებთ თუ ანგარება?! – დედა ელენე!
“რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია…”
ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანის ბუნება დასნეულდა, მიიდრიკა ცოდვისკენ და მოწყდა თავის შემოქმედს – ღმერთს; გაწყდა მადლისმიერი კავშირი შემოქმედსა და ქმნილებას შორის. დაუძლურდა სული, შავ ლაქებად დაილექა მასზე ყოველნაირი ცოდვა. შეძრწუნდა ადამიანი, ცოდვის მონობაში აღმოჩნდა, არასწორად გამოიყენა ღვთისაგან ბოძებული თავისუფალი ნება. შეეწყალა იგი უფალს, აღუთქვა მას გამოხსნა და დაუდგინა ცხოვრების წესი – სჯული, რომლის საფუძველიც 10 მცნებაა. ერთ–ერთი ამ ათისგან, მე–6 მცნება შეგვაგონებს – „არა კაც–ჰკლა“. ჩვენ ყურადღებას მასზე შევაჩერებთ. ვრცლად »
 
							რატომ ებრძოდა საქართველოს ეკლესიას დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება ნოე ჟორდანიას მთავრობით დაწყებული
უკვე მივეჩვიეთ, რომ საქართველოს ეკლესიაზე შეტევა პერმანენტული და ციკლურია. ამჯერად მორიგი ციკლია დაწყებული და მასში სასულიერო პირებიც იღებენ მონაწილეობას, ჟურნალისტებმა, ჩვეულებისამებრ, ტრადიციას არ უღალატეს და ცეცხლს, ცხადია, ნავთი დაასხეს. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოებაც იმას განიხილავს, რა უთხრა არქიმანდრიტმა მომღერალს და რომელია უფრო უგვანი, რატომ ლაპარაკობს მეუფე ძველი ბიჭივით და რატომ მოითხოვენ, ძირითადად, ათეისტები პატრიარქის გადაყენებასა და სინოდის დაშლას. ერთი სიტყვით, ყველა იმ სიმძიმის ქვას ისვრის, რამდენის აწევასაც ერევა. მამუკა გიორგაძესთან ერთად ვიმსჯელებთ ამ პროცესის მიზანსა და შედეგებზე. ვრცლად »



 December 22nd, 2019
 December 22nd, 2019  shalva chkhaidze
 shalva chkhaidze  