Archive for the ‘პუბლიკაციები – ინტერვიუები’ Category

საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში განვითარებული პროცესებიდან დასკვნა უნდა გამოიტანოს

NEWS.GE      27 ნოემბერი 2013 “სახალხო პარტია” უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ დღეს გამართულპრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა მამუკა გიორგაძემ განაცხადა. “ამ ხალხმა დაამტკიცა, რომ ღირსია ევროპული ოჯახის წევრად იწოდებოდეს “,-აღნიშნა გიორგაძემ. მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტზე ისტორიული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ და ეს გარდამტეხი მომენტია.

მამუკა გიორგაძე: თვითმმართველობის კოდექსის მეშვიდე კარი ქვეყნის დაშლის მცდელობაა

NEWS.GE  20.11.2013 „სახალხო პარტია“ პარლამენტში წარდგენილი თვითმმართველობის კოდექსიდან მეშვიდე კარის ამოღებას მოითხოვს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ მამუკა გიორგაძემ „პრესკლუბში მე-17 სართულზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კოდექსის მეშვიდე კარი, რომელიც მუნიციპალიტების რეგიონულ გაერთიანებას ეხება, საქართველოში ფედერალური სახელმწიფო მოწყობის დასაწყისია.

დღეს საქართველოს პოლიტიკა რუსეთისკენ არის მიმართული

მამუკა გიორგაძე: “დღეს საქართველოს პოლიტიკა რუსეთისკენ არის მიმართული” შორენა კოწოწაშვილი არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი და კოალიციური მმართველობა რუსული პროექტი და რატომ დუმს შეგნებულად ხელისუფლება რუსეთის მცოცავ აგრესიაზე? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან. _ ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ივანიშვილის მთავრობის ნაბიჯებს ოკუპანტ რუსეთთან მიმართებაში, რა აჩვენა ერთწლიანმა პოლიტიკამ, ტენდენცია [...]

მამუკა გიორგაძე: “საქართველოში სამართლიანობა როდის იყო, რომ მისი აღდგენა მოხდეს?”

“ახალი თაობა” 05-10-2013 – თამარ ნინიძე ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან _ დვანსა და დიცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, პირადად სოფელ-სოფელ ხომ არ ვივლი და თვითოეულ ადამიანს ხომ არ შევხვდებიო. როგორ აფასებთ ხელისუფლების დამოკიდებულებას ამ პრობლემის მიმართ? _ სოფელ-სოფელ სიარული საჭირო არ არის იმისათვის, რომ საქმე გააკეთო და როცა საქმე არ კეთდება, ამაზე უნდა [...]

მიზანი: თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო 1999

სახალხო სიტყვა. 25-31 აგვისტო 1999 წ. საქართველოს სახალხო პარტიასა და მის ლიდერს მამუკა გიორგაძეს მედროვეობის ფარისევლობის და პოპულიზმის სინდრომი არ შეჰყრია ისინი დარჩნენ ისეთებად როგორებიც ამ ოცი წლის წინ იყვნენ _ მიზანი არ შეცვლილა: თავისუფალი დემოკრატიული საქართველო. სახალხოს ძალუძს ამ მიზნის ბოლომდე მიყვანა _ აცხადებს მამუკა გიორგაძე. _ ბატონო მამუკა, ხშირად ამბობთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება [...]

მოქალაქეთაკავშირი ადამიანს უყურებს, როგორც ამომრჩეველს და არა როგორც ყურადღების ობიექტს. 1999

სახალხო სიტყვა. 15- 21 სექტემბერი. საქართველოს სახალხო პარტიისა და “დიდგორის” გაერთიანებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ ორი საერთო წარსულის მქონე ორგანიზაციის სიმბიოზმა პოლიტიკური ოპონენტებიდან ყველაზე მეტად მმართველი პარტია შეაშფოთა. წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება და ძლიერდება ბლოკ “სახალხო-პარტია_დიდგორის” წინააღმდეგ მიმართული კამპანია, ესაა სამწუხარო რეალობა, რომელიც დღეს არსებობს. ურთულესი პირობების მიუხედავად, რომელშიც დღეს სახალხოს უწევს ბრძოლა, [...]

ჟვანია გაბოროტებულია, კარგავს იმას, რასაც უზრუნველად მიაღწია! 1999

სახალხო სიტყვა. 26 მაისი- 1 ივნისი 1999 წელი კვირის ფიქსაჟი ექსკლუზივი პრეზიდენტზე მოსალოდნელ თავდასხმაზე ჯერ კიდევ 15 ნოემბერს არჩევნების წინ ჩურჩულებდნენ, მაგრამ მაშინ საქართველო ტერაქტების ციკლის მორიგ სერიალს გადაურჩა.  ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტზე ტერაქტი იგეგმებოდა. შაბათს საღამოს ტერაქტის მცდელობა სააშკარაოზე გამოვიდა. სამართალდამცავებმა მათთვის საეჭვო პიროვნებები აიყვანეს. არსებობს ვარაუდი, რომ შეთქმულებაში ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების [...]

საქართველო აგენტებით არის სავსე

მამუკა გიორგაძე: “საქართველო აგენტებით არის სავსე” რატომ არ იღებს ხმას საპარლამენტო უმრავლესობა შორენა კოწოწაშვილი –  ახალი თაობა# 223      20.09.2013 რას მალავს ხელისუფლება არჩევნების წინ, არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება “წაკუზულ” მდგომარეობაში და რატომ დუმს “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა რუსეთის ქმედებებზე? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.

როდის და რაზე გარიგდნენ სააკაშვილი და ივანიშვილი?

პრაიმ-ტაიმი  16.09.2013  – მარიამ ნადირაძე უკვე ნაკლებად, თუ ვინმეს ახსოვს ის საზეიმო განცდა, რაც მას ერთი წლის წინათ ჰქონდა, როდესაც სააკაშვილმა საჯაროდ აღიარა დამარცხება… ხშირად გაიგონებთ კითხვას და კამათს იმის შესახებ, რა შეიცვალა და შეიცვალა თუ არა საერთოდ რამე… თუმცა, უახლოეს პოლიტიკურ ისტორიაში ხალხის კმაყოფილებას ხელისუფლების მისამართით ყოველთვის ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა და ამ ფრაგმენტს ყოველთვის მოჰყვებოდა [...]

საკითხავია, შეუძლია თუ არა ივანიშვილს სახალხო ლიდერობა 2012

ახალი თაობა #311 31.12.2011-1.1.2012 შორენა კოწოწაშვილი ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე ფიქრობს, ბიძინა ივანიშვილს რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მსგავსად, ეროვნული მოძრაობის პარტიებისთვისაც უნდა მოესმინა. _ ბიძინა ივანიშვილს თავის თავში აქვს გადასაწყვეტი ერთი უმთავრესი საკითხი: რამდენად ჰყოფნის მისი დიაპაზონი საერთო ეროვნულ ლიდერობას. რამდენად შეესაბამება მისი შესაძლებლობები იმ ამოცანებს, რომლებიც დღეს დგას ქვეყნის წინაშე. ამიტომ, თუ ის [...]

Powered by WordPress