Archive for the ‘პუბლიკაციები – ინტერვიუები’ Category

“სახალხო პარტიის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი საზოგადოებას მიმართავს

24 მარტი 17:43 NEWS.GE “სახალხო პარტიის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე საზოგადოებას მომავალი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მიმართავს. “მინდა მივმართო, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებაში ავტორიტეტით და რომელთა სიტყვასაც ენდობა საზოგადოება; იმათაც, ვინც ჯერჯერობით უცნობნი არიან ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ თავის თავს სწორედ მიიჩნევენ სოციალურად აქტიურ და ჯანსაღი ამბიციით სავსე ადამიანებად. მომავალი თვითმმართველო

გოგი ლორთქიფანიძე შიშობს, რომ ,,პანორამა თბილისის” პროექტი საყდრისის ბედს გაიზიარებს

26 მარტი 16:48 NEWS.GE “სახალხო პარტიის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე ეხმაურება გუშინ გასაჯაროებულ ,,პანორამა თბილისის” პროექტის, გაჟღერებული სახით რეალიზაციის მიზანშეწონილებას. გოგი ლორთქიფანიძის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს პროექტი და მისი დაწყების გამოცხადებული ვადები არის თავნებობის ის მაგალითი, რითაც გამოირჩეოდა წინა ხელისუფლება. “ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ თბილისი და მთლიანად საქართველო კონკრეტული პიროვნებების სურვილების რეალიზაციის ადგილი არ არის.

“სახალხო პარტია” გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

26 მარტი 16:35 NEWS.GE “დღეს ცოცხალი ქართველი კლასიკოსი მწერალის, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედის ბ-ნი გურამ დოჩანაშვილს 75 წელი შეუსრულდა. ბ-ნი გურამის შემოქმედების მთავარი წარმართველი თემები ქრისტიანული ღირებულებები, სამშობლო, სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვაა. პირადი ცხოვრებით ჩვენი თაობისთვის სამშობლოსთვის ბრძოლის, თავდადების, მეგობართა ერთგულების და ტკივილის ღირსეულად ატანის სიმბოლოა.

gerbebi_Page_6

შევქმნათ 2003-2012 წლების მოვლენების შემსწავლელი კომისია

სახალხო პარტიის ინიციატივა            გაზ. “რეზონანსი” 16.02.2013 მოსაზრება(16.02.2013) მამუკა გიორგაძე , პაატა კოღუაშვილი   საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება თანდათან იძაბება. ხელისუფლების ცვლილების პროცესში ძალაუფლებისათვის ბრძოლა უფრო და უფრო საშიშ ფორმებს ღებულობს, რომელიც არსობრივად არა იმდენად პრინციპული პოლიტიკური დაპირისპირებაა, რამდენადაც გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა. საქართველო ასეთ ვითარებაში პირველად არ აღმოჩენილა. საქართველოს უახლეს ისტორიაში, რამდენჯერმე, ძალზედ [...]

giorgadze-1

მერაბიშვილის და უგულავას დაჭერა პრობლემა არ არის

შორენა კოწოწაშვილი – “ახალი თაობა” 05.02.2013 ეროვნული მოძრაობის წევრი და ყოფილი დეპუტატი მამუკა გიორგაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება მდარე პოლიტიკურ კულტურას ნერგავს და თავს არიდებს საგარეო ორიენტირების გამოკვეთას. უნდა მოუსმინოს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობამ მიხეილ სააკაშვილს? რა კითხვებ ბადებს ხელისუფლების დამოკიდებულება სააკაშვილის მაღალჩინოსნებთან და რა უნდა გააკეთოს `ქართულმა ოცნებამ~, ხალხში ნდობა რომ არ დაკარგოს? _ ამ [...]

პროკურატურასა და სასამართლოს შორის პინგ-პონგის თამაში მიმდინარეობს

ნინო ჟღენტი 2013.01.30 „გვინდა უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაუროთ. ერთი მხრივ, ვანო მერაბიშვილმა ხალხთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია შემოგვთავაზა, მეორე მხრივ სააკაშვილმა „რაგატკებით” დაიწყო სიარული, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რაღაც საცირკო სანახაობებში ღებულობენ მონაწილეობას და საკონსტიტუციო კომისია ცირკად გადააქციეს. თუმცა, ყველას გიგი უგულავამ გაასწრო, რომელმაც ხელისუფლებას ტაქტიკა დაუწუნა და ძველქართული ტერმინოლოგიით რიტორიკული კითხვების დასმა დაიწყო”, – [...]

SONY DSC

ივანიშვილს აქვს შანსი ჯანსაღი პოლიტიკური გარემო დანერგოს

თამარ ნინიძე  ”ახალი თაობა” 10.01.2013 სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე პრეზიდენტ სააკაშვილის ხუთპუნქტიან შეთავაზებაზე, ივანიშვილის და მისი კოლაციიის მომავალზე და პოლიტიკური სპექტრში ჯანსაღი კონკურენციის პირობების განვითარებაზე `ახალ თაობას~ ესაუბრა. _ პრეზიდენტმა წინასაახალწლო მილოცვაში, რომელიც წესით მთელ ერს ეკუთვნოდა პოლიტიკური წინადადებები გაახმოვანა, განხილვის თემა არის მისი ხუთპუნქტიანი შეთავაზება საყოველთაო შერიგების კონტექსტში. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ შეთავაზებას? [...]

giorgadze-1

სააკაშვილის რეჟიმი თუ ეს ტირანია იყო, მაშინ მთელ მსოფლიოს ვაუწყოთ, რომ ტირანიასთან თანამშრომლობას გვთხოვენ.

“საერთო გაზეთი” 22.01.2013 საქართველოში დღეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით `საერთო გაზეთს~ სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა. – უპირველეს ყოვლისა, `საერთო გაზეთის~ მკითხველებს შობა-ახალი წელი მინდა მივულოცო. თქვენი გაზეთი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან არსობრივად ეძიებს პრობლემატიკას. დღეს პოლიტიკურ სპექტრში, მედიაში, აკადემიურ წრეებში არ მიდის დისკუსია იმასთან დაკავშირებით, როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ, რა განსხვავებაა იმ ქვეყანას, რომელსაც [...]

ilia meore

პატრიარქის მოსკოვში ვიზიტი უკვე წარმატებულია

“ახალი თაობა” 24.01.2013    შორენა კოწოწაშვილი ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საკმაოდ ფრთხილი და სახელმწიფოებრივი ინტერესებით განპირობებული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს. ამასთან, გიორგაძე ივანიშვილის მთავრობას ურჩევს, იგივე ე.წ. `სამხრეთ ოსეთთან~ მიმართებაში დააკვირდეს, პატრიარქის ტერმინოლოგია როგორია და მიბაძოს ოფიციალურ ლიტვას. გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან. _ ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, სწორი აქცენტები [...]

ლადო ჭიპაშვილის ადგილი შიდა კლანურ განაწილებაში აღარ იყო – 2007

ახალი თაობა 2007, 4 სექტემბერი, #243 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან _ საკმაოდ მოულოდნელად განხორციელდა სამთავრობო ცვლილებები. თქვენი აზრით, მაინცდამაინც ლადო ჭიპაშვილის მოხსნით რატომ დაიწყო ეს ცვლილებები და, საერთოდ, რას უკავშირდება ეს კარუსელი? _ ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება და ქართველი საზოგადოება სულ სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრობს. არა მარტო ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ ერთმანეთი არ აინტერესებთ, არამედ [...]

Powered by WordPress