Archive for the ‘პუბლიკაციები – ინტერვიუები’ Category

123

“16 წლის ვიყავი, მერაბი რომ დაიჭირეს” – როგორ იკვრებოდა ეროვნული მოძრაობის ბირთვი ახალგაზრდებში

რთული და ტკივილიანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სავალი გზა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საკუთარი მხრებით მოუტანეს სამშობლოს 90-იან წლებში თავისუფლება. განსაკუთრებით მძიმე იყო საბჭოთა გულაგებში, სუკის იზოლატორებსა და მკაცრი რეჟიმის კოლონიებში თავის გადარჩენა და ღირსებით ატანა ყველა იმ ტკივილისა თუ პროვოკაციის, რასაც საბჭოთა რეჟიმი დისიდენტებს უწყობდა. ამ პროცესში კი საქართველოს ეროვნული გმირი – მერაბ კოსტავა მართლაც რომ [...]

mamuka-mamuka-300x157

როგორ ამზადებდა მოსკოვი სომხეთს 30 წლის განმავლობაში გასაყიდად და რა მიანიშნებს, რომ სოხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ დამთავრებულა

სულ ახლახან ერევანში „ოდეკაბეს“ სამიტი ჩატარდა, რომელსაც თვით ვლ. პუტინი დაესწრო, თუმცა სომხეთის პრემიერმა არათუ არც ერთ დოკუმენტს არ მოაწერა ხელი, არამედ არც დასკვნითს. მისი განმარტებით, სომხეთის ინტერესები არ გაითვალისწინეს მაშინ, როდესაც აზერბაიჯანმა დაიკავა საკუთრივ სომხური ტერიტორიებიო. მეორე მხრივ, არცთუ დიდი ხნის წინათ სომხეთს დაკავებული ჰქონდა საკუთრივ აზერბაიჯანის ტერიტორიები – 7 რაიონი მთიანი ყარაბაღის ავტონომიის [...]

mamuka 333

გაიყოფა თუ არა უკრაინა?!

რა იქნება რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ამის შესახებ ბევრი ადამიანი გამოთქვამს ვარაუდს. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება არასასურველი სცენარი, ხომ არ მოხდება უკრაინის გაყოფა ისე, როგორც ეს მოხდა გერმანიის შემთხვევაში?! მეუფე იაკობი სწორედ ამ საშიშროებას ხედავს და ინტერესდება, „იქნება კი უკრაინა თავისუფალი, თუ გაიყოფა, როგორც გერმანია გაყვეს თავის დროზე და, თუ ჩახვალთ ბერლინში, დასავლეთ ბერლინს რომ ნახავთ და მერე ნახავთ [...]

mamuka- ალია

„მერაბ კოსტავა 6-თვიანი შიმშილობის შემდეგ 48 კილო იყო, სააკაშვილთან მიმართებით კი ჩვენ ვხედავთ არა იმდენად საგანგაშო ჯანმრთელობის მდგომარეობას, რამდენადაც სპეკულაციას“

„ადამიანურ ემოციებზე მანიპულირებს ორივე მხარე. სააკაშვილის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ლამის გვაიძულებენ, გამოვიდეთ და ვთქვათ, ციხეში მოვკლათ კაცი? ისეთ მდგომარეობამდე მიგვიყვანეს, რომ, ალბათ, ბევრი ადამიანი მზად არის, თქვას, გაუშვით, მოგვაცილეთ ეს კაცი. საბოლოო ჯამში, ყველამ კარგად ვიცით, რომ როცა თავად სააკაშვილი და ეს ტაქტიკა სააკაშვილის მიმართ ამოწურავს თავის თავს, სააკაშვილს გაუშვებენ“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სახალხო პარტიის“ [...]

mamuka 1234

მთავარია, მსოფლიომ გაიგოს, რომ საქართველო იბრძვის, თუნდაც ჩემი დაჭერის ფასად

რთული გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, საკმაოდ მძიმე პოლიტიკური ვითარებაა საქართველოში. პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა საფრთხის წინაშეა. არადა, საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვება იოლი არ ყოფილა – მრავალწლიანი ბრძოლის და სისხლის ფასად გათავისუფლდა საბჭოთა მარწუხებისგან. უმძიმესი 90-იანი წლებიდან მოყოლებული დამოუკიდებელი საქართველო მუდმივად რუსეთის ინტერესშია. ოკუპანტი ქვეყანა, არც შეიარაღებულ კონფლიქტებს, ომებს ერიდება საქართველოში საკუთარი გავლენის მოპოვება-შენარჩუნებისთვის. ეროვნული მოძრაობის [...]

mamuka-mamuka-300x157

„ახალი თაობა“ 15.11.2022 „საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი ლოიალური განცხადებები და ქმედებები ამოგვაგდებს ცივილიზებული სამყაროდან“

მამუკა გიორგაძე: „საქართველოს პოლიტიკური სპექტრი სავსეა რუსეთის აგენტურით“. „ქართული ოცნება“ ყველა ღონეს ხმარობს, რომ ხელახლა გააცოცხლოს ნაციონალური მოძრაობა. „როცა არსებობს სააკაშვილის ფაქტორი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვის აირჩევენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ“ „ნოდარ ნათაძისთვის ყველაზე დიდი ჯილდო იყო ქვეყნის განვითარება“ მარიამ მჭედლიშვილი ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, მამუკა გიორგაძეს

mamuka14

როგორ არის შესაძლებელი ხალხის საზარბაზნე ხორცად ქცევა მათში პატრიოტული მოტივების გაძლიერებით

მას შემდეგ, რაც რუსეთი სამხედრო ძალით დაესხა თავს უკრაინას, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი (შიგადაშიგ პრეზიდენტ ზელენსკის თამადობით) თავს ესხმის საქართველოს სახელმწიფოს (მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერად), თუმცა სულ ბოლო დედოფლისწყაროელი ოლექს არესტოვიჩი (დაბადებით – ალექსეი) დაგვპირდა, რომ გაგვათავისუფლებს, როგორც კი რუსეთს დაამარცხებენ (მილიონი უკრაინელი ქალ-ვაჟი მზადაა საბრძოლველადო), ოღონდ პირადად მე მგონია, რომ არესტოვიჩის ტირადის ადრესატი [...]

mamuka 333

როდესაც თვით კრემლის პროპაგანდისტებსაც კი ბზარი გაუჩნდათ ხმაში, საჭირო იყო რაღაც არაადამიანური სისასტიკე პუტინის მხრიდან

„იმ დროს, როდესაც თვით კრემლის პროპაგანდისტებსაც კი ბზარი გაუჩნდათ ხმაში, საჭირო იყო რაღაც არაადამიანური სისასტიკე პუტინის მხრიდან, რომ საკუთარი მომხრეები მაინც დაემშვიდებინა. მას შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქები დაბომბა, რუსი პროპაგანდისტები სიამაყით ამბობდნენ, „ნახეთ, რა მაგარია პუტინი, დაბომბა უკრაინა“. შიდა მოხმარებისთვის როცა ბომბავ მოწინააღმდეგის ქალაქს, უკვე გასაგებია, რომ პერსპექტივა არ გაქვს“ – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სახალხო [...]

მამუკა121

ახალი თაობა 23.09.2022 „მაშინ, როცა სხვა ეშელონები მიჰქრიან, ჩვენ დეპოში ვართ“

მამუკა გიორგაძე: „ოთხი დეპუტატის ცალკე გასვლა „ოცნების“ ვირეშმაკობა“. „ევროკავშირის 12რეკომენდაციის შესრულება არც ხელისუფლებას უნდა და არცდაწინაურებულ ოპოზიციას“ „არც 1 918, არც 1 990 წლებში საქართველო დამოუკიდებლობისთვის მზად არ აღმოჩნდა, ახლა მაინც უნდა ვიყოთ მზად“ მარიამ მჭედლიშვილი

mamuka4441

„უნდა ელაპარაკოს სპეცსამსახური სხვა ქვეყნის სპეცსამსახურს, მაგრამ უნდა ვიყო დარწმუნებული, რაზე ილაპარაკებს“

რამდენად დიდია რუსული აგენტურის წილი ქართულ პოლიტიკაში, რას ითხოვს ამერიკა, დაუშვებს თუ არა დასავლეთი „ქართული ოცნების“ კვლავ ხელისუფლებაში მოსვლას და რა ვერ გათვალა სოსო გოგაშვილმა იმ სკანდალური ფაქტების გასაჯაროვების კვალდაკვალ, რომელიც რეალურად სახელმწიფო ინსტიტუტებს აზიანებს? – ამ საკითხების ირგვლივ გვესაუბრება სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე.  for.ge 17.09.2022 

Powered by WordPress