„სახალხო პარტია” „ქართული ოცნების“ მიერ მარნეულში მიღებულ გადაწყვეტილებაზე 13 ივნისი NEWS.GE „სახალხო პარტიაში“ მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, სადაც ის ურჩევს საკუთარ კანდიდატს, მოხსნას არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა ეთნიკურად აზერბაიჯანელი 2 ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ, არის ანტისახელმწიფოებრივი და პოლიტიკურად საშიში ნაბიჯი.
Archive for the ‘პუბლიკაციები – ინტერვიუები’ Category
სიტყვას ვაძლევთ ამომრჩეველს, პარტიის ყველა დეპუტატი იქნება მათი მეგობარი საკრებულოში
June 27th, 2014
shalva chkhaidze 11 ივნისი NEWS.GE სახალხო პარტია საარჩევნო კამპანიის საფინალო ეტაპის წინ მიმართავს ყველა ამომრჩეველს და მოუწოდებს თითოეულ მათგანს, ყურადღებით გადაავლონ თვალი, პარტიის განვლილ პოლიტიკურ გზას.
“მაპს რომ არ გვაძლევენ, ჩვენი ბარალია”
June 26th, 2014
shalva chkhaidze ზაქარეიშვილი რუსულ ინტერესებს ატარებს შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 04.06.2014 რამდენად სწორი დამოკიდებულება აქვს დღევანდელ რეალობაში კოალიციურ ხელისუფლებას აფხაზეთში განვითარებული მოვლენების მიმართ, როგორ აღიქმება დასავლეთში მარგველაშვილ-ღარიბაშვილის დაპირისპირება, დახმარების მოლოდინის პირობებში მყოფი ღარიბაშვილის მთავრობის მიერ 200 ათასიანი ჯიპების შეძენა და კოლოსალური პრემიები? _ ამ საკითხების ირგვლივ “აზალი თაობა” გთავაზობთ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძეს ესაუბრა. _ [...]
„სახალხო პარტია” შეშფოთებას გამოხატავს „პრეზიდენტის ადმინისტრაციის უუნარობის გამო“
June 26th, 2014
shalva chkhaidze 09 ივნისი 14:00 news.ge “სახალხო პარტია” 6 ივნისს ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე განცხადებას აქვეყნებს. „სახალხო პარტიაში” მიიჩნევენ, რომ ამ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძებას საფრანგეთში აუცილებლად უნდა დასწრებოდა გიორგი მარგველაშვილი. “6 ივნისს მთელმა მსოფლიომ აღნიშნა ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმის და შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომში მეორე ფრონტის გახსნით ევროპის ფაშიზმისგან განთავისუფლების [...]
“სახალხო პარტია” საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
June 26th, 2014
shalva chkhaidze 07 ივნისი 13:07 news.ge „მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ მუდმივად, ყოველდღიურად უნდა იაქტიუროს აფხაზეთთან მიმართებაში, იგი აცხადებს, რომ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ამ ეტაპზე მხოლოდ აკვირდება. ბუნებრივია ასეთი პოზიციის მქონე ქვეყანს “მაპს” არავინ მიანიჭებს. სახალხო პარტია გამოთქვამს ეჭვს, რომ ეს ქმედებები შეგნებულად თუ შეუგნებლად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ხდება“,-ამის შესახებ „სახალხო პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებას უცვლელად [...]
“სახალხო პარტია” საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე განცხადებას ავრცელებს
June 26th, 2014
shalva chkhaidze 13:36 07-06-2014 interpressnews.ge “სახალხო პარტია” საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე და ხელისუფლების ქმედებებზე განცხადებას ავრცელებს. “როგორც მოგეხსენებათ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ, ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელობამ და მრავალმა ავტორიტეტულმა პოლიტიკოსმა, განსაკუთრებით აშშ-დან განაცხადა ნატო-ს მორიგ სამიტზე საქართველოსთვის MAP -ის მინიჭების შესახებ.
“სახალხო პარტია” მდინარე მტკვრის კონტროლის სპეციალური სამსახურის შექმნას ითხოვს
June 26th, 2014
shalva chkhaidze interpressnews.ge 04-06-2014 “სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს საარჩევნო სიის პირველი ნომერი, გოგი ლორთქიფანიძე მდინარე მტკვრის კონტროლის სპეციალური სამსახურის შექმნას ითხოვს. როგორც “ინტერპრესნიუსს” “სახალხო პარტიიდან” აცნობეს, ახლად არჩეულმა თბილისის საკრებულომ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს რამდენიმე საკითხის გადაჭრა, რომელთა ერთობლიობა დედაქალაქის მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს პრობლემებს უქმნის და ასევე, ხელს უშლის ქალაქის ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას.
გოგი ლორთქიფანიძე: ახლადარჩეულმა თბილისის საკრებულომ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს რამდენიმე საკითხის გადაჭრა
June 26th, 2014
shalva chkhaidze 04 ივნისი 12:39 news.ge “სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს საარჩევნო სიის პირველი ნომრის გოგი ლორთქიფანიძის განცხადებით, ახლადარჩეულმა თბილისის საკრებულომ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს რამდენიმე საკითხის გადაჭრა, რომელთა ერთობლიობა დედაქალაქის მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს უქმნის პრობლემებს და ასევე ხელს უშლის ქალაქის ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას.
ავთანდილ იმნაძე: ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის უბნების და ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით თბილისში სავალალო მდგომარეობაა
June 26th, 2014
shalva chkhaidze 02 ივნისი 11:24 news.ge “სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დიდი დიღმის საარჩევნო ოლქიდან, ავთანდილ იმნაძის განცხადებით, ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის უბნების და ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით თბილისში სავალალო მდგომარეობაა. „მიმაჩნია, რომ ახალი მოწვევის თბილისის საკრებულოს ინიციატივით უნდა შეიქმნას წარმომადგენლობითი სპეციალური კომისია, ქალაქის ხელისუფლების, პროფესიონალების და საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისში ისტორიულ-რელიგიური მნიშვნელობის ზონები. [...]
“სახალხო პარტია” პარტიების დაფინანსების პრინციპს აკრიტიკებს
June 26th, 2014
shalva chkhaidze interpressnews.ge 18:27 03-06-2014 “სახალხო პარტია” “სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის” პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი 2013 წლის სახელფასო დეკლარაციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრინციპი, რომლითაც პარტიები ფინანსდებიან, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია.



Posted in