Archive for the ‘პუბლიკაციები – ინტერვიუები’ Category

giorgadze-1

რატომ ებრძვიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 21.09.2009

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება პირდაპირ არის დაკავშირებული მმართველი ჯგუფების პოლიტიკურ მდგომარეობასთან სახელმწიფოში: არჩევნების დროს და კრიზისულ ვითარებაში ფარისევლური მორჩილებით, ბოდიშების მოხდით, შემოწირულობებით ძალაუფლების მპყრობელნი წელში მოხრილები ეახლებიან ხოლმე სასულიერო პირებს, ხოლო როცა ჩათვლიან, რომ თავისუფალი აზრი ხერხემალშია გადატეხილი და მობილიზებას ვეღარ შეძლებს ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის საქომაგოდ (ხელისუფლება ფიქრობს, რომ დღეს [...]

gerbebi_Page_6

გიწვევთ ღია დისკუსიაში 8.06.2010

საქართველო ღრმა ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა საქართველო ღრმა ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა. 326 წლიდან ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიაა, ხოლო 465 წლიდან საქართველოს ეკლესია ავტოკეფალურია. საქართველოს ისტორიის თოთხმეტმა საუკუნემ (V-XVIII) ჩაიარა თითქმის უწყვეტ ბრძოლაში სხვა რელიგიათა მატარებელი, საქართველოზე მრავალჯერადად დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომელნიც, ყველანი უკლებლივ, თავის შემოტევებში საქართველოზე ისეთივე ძალისხმევით ცდილობდნენ ქართველი ერის მიქცევას უცხო რელიგიისაკენ, როგორითაც საქართველოს [...]

giorgadze-1

” საქართველომ 25-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგაც არ იცის, სამაჩაბლოს სამაჩაბლო დაარქვას თუ სამხრეთ ოსეთი”

“სახალხო პარტიის” თავმჯდომარე  მამუკა გიორგაძე  ქართველებისგან სახელდაკარგული  თუ  რუსეთისგან უსახელოდ ანექსირებული  ძველქართული ტერიტორიიისა და  21 მარტის ე.წ. ნაციონალური აქციის  საშიშ პერსპექტივაზე საუბრობს. -ბატონო მამუკა, რუსეთმა, ბოლოს და ბოლოს,  დაისაკუთრა თუ არა სამაჩაბლო? -არც უნდა გავიფიქროთ, რომ ეს კუთხე საბოლოოდ დაკარგულია, თუმცა მისი დაბრუნება ჩვენი სახელმწიფოს შრომაზე, ბრძოლაზე, სწორი პოლიტიკური პოზიციის შენარჩუნებაზე, კონკრეტულ ვითარებაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და [...]

gerbebi_Page_6

აჭიმებით ,,რედისონში” 12.03.2015

„სახლხო პარტია“ პრემიერსა და გუბერნატორებს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. „ივერიონი“ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გუშინ, სასტუმრო “რედისონში”, გაიმართა პრემიერ  ი. ღარიბაშვილის შეხვედრა გუბერნატორებსა და გამგებლებთან. შეხვედრის უმთავრესი მიზანი იყო მძიმე ეკონომიკური ვითარების პირობებში ,,ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის გამოცხადება. შეხვდრაზე  მნიშვნელოვანი  განცხადებები გაკეთდა,  პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩინოვნიკებს მოუწოდა: “არ გაფლანგონ ის ნდობა, რომელიც “ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლის [...]

SONY DSC

ნაცმოძრაობის ერთადერთი შანსი არის ეს ქმედუუნარო ხელისუფლება

შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 11.03.2015 შეიცავს თუ არა საფრთხეს საქართველოსთვის ცხილვალში მიმდინარე რუსეთის სამხედრო წვრთნები, აწყობს თუ არა `ოცნებას~ ვადამდელი არჩევნები, რამდენად გამოკვეთილია დღეს ქვეყნის საგარეო კურსი და ვინ არის პასუხისმგებელი იმ პოლიტიკაზე, რომელიც კოალიციური მმართველობის პირობებში ხორციელდება? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავავზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან. _ ბატონო მამუკა, რა ეტაპზეა ქვეყნის [...]

liziko kavTaraZe

როგორ აწამეს ერთ-ერთი პირველი ქართველი დისიდენტი ლიზიკო ქავთარაძე და რას შეახვედრა ის ბედისწერამ მეტეხის ციხეში

2015-02-09     “თბილისელები” თამუნა ნიჟარაძე ლიზიკო ქავთარაძე ერთ-ერთი პირველი ქართველი დისიდენტი  იყო, რომელმაც დახურულ გულაგებში უმძიმესი 28 წელი გაატარა. ის ცნობილ ქართულ ოჯახში დაიბადა, სამშობლოს თავისუფლებისათვვის  ბრძოლა „მემკვიდრეობით” ერგო მამისგან, რომელიც ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე გახლდათ. ბედისწერამ კი მას შვილი მეტეხის ციხის საკანში „შეახვედრა”. როგორი იყო ლიზიკო ქავთარაძის მოწამეობრივი გზა, ამის შესახებ  ცნობილ კინოდოკუმენტალისტს, პროფესორ [...]

gerbebi_Page_6

ხელი უშვით ჩვენს მარადიულ სამკვიდრებელს!

05.03.2015  მოსაზრება “რეზონანსი” 05.03.2015 ქართველი ერის სიცოცხლე განუყოფელია საქართველოს მიწისგან. ვერც დიასპორის სახით, ვერც საკუთარ ქვეყანაში უმცირესობის სახით ქართველი ერი ვერ იარსებებს. ამას ობიექტური მიზეზები აქვს: |. ქართველმა ერმა იცის, რომ მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში მისი სამოსახლო მიწა-წყალი დედამიწაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, მის სამეზობლოში კი – საუკეთესო. ეს ქართველს ანიჭებს იმის განცდას (ცნობიერადაც და ქვეცნობიერადაც), რომ [...]

gerbebi_Page_6

ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის კანონმდებლობა მიწასთან დაკავშირებით

საცნობარო ავსტრია. ავსტრიაში უცხოელთა მიერ მიწის შეძენა რეგულირდება ცალკეუ¬ლი მიწების კანონებით. მაგალითად, ერთ–ერთი მიწის (ბურგერლანდის) `კანონით უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ~, უცხოელი უძრავი ქონების შეძენისათვის საჭიროებს ნებართვას (§13). ნებართვა კი, თავის მხრივ, შეიძლება მიღებული იქნეს თუ „სახელმწიფოებრივ–პოლიტიკური“ ინტერესები არ იქნება შელახული და თუ: – არსებობს მიწის (ბურგერლანდის) ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული ინტერესი; – უცხოელი [...]

gerbebi_Page_6

მივიღოთ მიწათსარგებლობის ახალი რეალისტური კანონი!

რეზონანსი 25.02.2015     თანამედროვე მსოფლიოში შეზღუდული რესურსების, კერძოდ კი, საკვები რესურსების შემცირების პრობლემა სულ უფრო მწვავდება. პირველ რიგში ეს ეხება მიწას და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სავარგულებს, რადგან ეს უკანასკნელი, ანთროპოგენური ზემოქმედების გამო, სულ უფრო მცირდება. თანაც ეს ხდება პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე. მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და ამოწურვადი რესურსი. განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში აქტუალური [...]

gerbebi_Page_6

ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე სხვებმა ადრევე შეუქმნეს

 ”ახალი თაობა” 21.02.2015 საქართველოში შექმნილ რთულ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ყოფილ პოლიტპატიმარ ჯემალ გუნდიშვილს ესაუბრა მარიკა მჭედლიშვილი _ „თავისუფალი დემოკრატები“ უკვე მეორედ ტეხენ განგაშს იმაზე, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე შექმნა. საფუძვლიანია ეს შეშფოთება? _ ამ განცახებას რომ აკეთებენ „თავისუფალი დემოკრატები“, მაშინ ისიც თქვან, როდის არ იყო ეს კურსი საფრთხეში? რა, ნაციონალების მმართველობის დროს ამ მხრივ [...]

Powered by WordPress