ჩვენ ვართ ქართველ პატრიოტთა ჯერჯერობით არაფორმალური კავშირი, რომელთაც მიზნად გვაქვს ბრძოლა საქართველოს გადარჩენისათვის. ჩვენი კავშირი მოიცავს მხოლოდ ისეთ ადამიანებს, სრულწლოვნების ასაკიდან და ზევით, რომელნიც ნაბრძოლნი ვართ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და დაცვისათვის ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე, ან, ასაკის შესაბამისად, თავს ამ ადამიანთა მორალურ მემკვიდრეებად ვრაცხთ. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებში გამოგვყავს ჩვენი კავშირის წევრები ახალგაზრდობიდან [...]
Archive for the ‘პუბლიკაციები – ინტერვიუები’ Category
დანაშაულებრივი უმოქმედობა და ნორჩი ლენინელის იდეები
August 8th, 2016
shalva chkhaidze მოსაზრება “რეზონანსი” (06.08.2016) მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე ბ-ნ ვალერი კვარცხელიას პრორუსული გადაცემები “ობიექტივის” ეთერში და მათი შინაარსის თანდათანობითი ცვლის მიმართულება მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მზადდება ანტისახელმწიფოებრივი მასობრივი გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. კვარაცხელია, რომელსაც ლენინიზმი ჯერ კიდევ ცოცხალ ბრძნულ “მოძღვრებად” მიაჩნია და ხალხთა საპყრობილის – საბჭოთა კავშირის დაშლა ისტორიული შემთხვევითობა ჰგონია, აშკარად [...]
საქართველოს ამომრჩეველი არ მონაწილეობს ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში
August 1st, 2016
shalva chkhaidze „პარლამენტში გავლენებისთვის მებრძოლები კი არა, ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანები უნდა იყვნენ“ მარიამ მჭედლიშვილი”ახალი თაობა” 30.07.2016 წინასაარჩევნოდ შექმნილ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძეს ესაუბრა _ ენდიაის ამერიკელი წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს, რომ საქართველოს ამომრჩეველს არ აინტერესებს არჩევნებში მონაწილე პარტიების იდეოლოგია. ადამიანებისათვის უმთავრესია დასაქმება, ინფლაციის პრობლემა, პენსიების და სხვა. მართლა ასეთი მდგომარეობაა? _ ეს ის შემთხვევაა, [...]
ხელისუფლება ანტიდასავლურ ნაბიჯებს დგამს
June 19th, 2016
shalva chkhaidze ახალი თაობა 16.06.2016 მარიამ მჭედლიშვილი სახალხო პარტიის ლიერი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერაა პროვოცირებული. “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პროცედურები ვანო მერაბიშვილის დაკავების დროს შეგნებულად დაირღვა. მამუკა გიორგაძე: ვანო მერაბიშვილის დაკავებისას პროცედურები სპეციალურად დაირღვა. პროცედურებს ჩვენში არ ექცევა ყურადღება, თორემ ცივილიზებული სამყაროსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ [...]
“ქართულ ოცნებაში” ნახევარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია”
June 5th, 2016
shalva chkhaidze “გარკვეულ ძალებს უნდათ, მთელი საზოგადოება დრამატულ სპექტაკლებში ჩართონ” ახალი თაობა #127 31.05.2016 მარიამ მჭედლიშვილი ბოლო დროს საქართველოს პოლიტიკაში ბევრი რამ ხდება. ზოგიერთი ინციდენტი და ფაქტი სკანდალური და ხმაურიანია. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე. _ დღეს ძალიან თვალსაჩინო გახდა ის ფაქტი რაც 5 ან 15 წლის წინ ხალხისთვის დაფარული იყო და რაზეც სულ რამდენმე კაცი ვსაუბრობდით. [...]
ივანიშვილის წერილმაც დაამტკიცა, რომ საქართველოს არც „ნაცები“და არც „ქოცები“ არ უნდა მართავდნენ!
June 3rd, 2016
shalva chkhaidze 2016 წლის 30 მაისს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირებული წერილი დაპირებულ დროზე გვიან გამოაქვეყნა, მე და ჩემი ორი მეგობარი, მეგობრის მამის პანაშვიდზე შევხვდით ერთმანეთს. ტექსტი ყველას გვქონდა წაკითხული. პანაშვიდის შემდეგ ცოტა ხნით ჩამოვჯექით და ამბები მივიკითხ-მოვიკითხეთ. ბუნებრივია, ჯერი ივანიშვილის წერილზეც მიდგა. საინტერესო ეს ყველაფერი იმდენადაა, რამდენადაც ჩვენს შორის ერთი სააკაშვილის და მისი გუნდის მომხრეა, მეორე - ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“მხარდამჭერი, ხოლო, მე ვთვლი, რომ ნაცებიც და [...]
ეს იგივეა, ქართული ფეხბურთის თარიღს აღნიშნავდე და არ აჩვენო ჩვენი ლეგენდარული მოთამაშეები
May 28th, 2016
shalva chkhaidze მე-20 საუკუნეში ორჯერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა-1918 წლის 26 მაისსა და 1991 წლის 9 აპრილს (აღდგენილი დამოუკიდებლობის სახით) და ორჯერვე პასუხგაუცემელი კითხვები, მთავარია დამოუკიდებლობა თუ დამოუკიდებლობის ხარისხი? რატომ შევხვდით უფრო მომზადებულნი პირველ დამოუკიდებლობას, ვიდრე- მეორეს? რატომ ვერ ვიქნებით ჩვენ სრულყოფილი დამოუკიდებლები? როგორი განწყობა დაეუფლათ ყოფილ დისიდენტებს 26 მაისთან დაკავშირებით, როცა საზეიმო ვითარებას თითქმის არაფერი აკლდა – სრულყოფილი [...]
გერმანული მოდელი საქართველოსთვის დამღუპველია
May 25th, 2016
shalva chkhaidze მანანა ნოზაძე სააკაშვილის დროინდელი სიებით არჩევნების ჩატარება დემოკრატიული პროცესისგან შორს არის. ინტერპარტიული ჯგუფი არჩევნების სამართლიანი ჩატარებით აპელირებს და საამისოდ შეხვედრებს შეხვედრებზე მართავს, თუმცა რეალურად, საარჩევნო სიების დახვეწა გაცილებით მარტივია. ამ საკითხთან დაკავშირებით For.ge-ს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა. არჩევნების ფალსიფიცირების მინიმუმამდე დაყვანა რა მეთოდის მოშველიებითშეიძლება? – ცალკეული პარტიები გაურკვეველ მოდელებს გვთავაზობენ, მაშინ როცა მარტივად შეიძლება არჩევნების ფალსიფიცირება მინიმუმამდე დავიყვანოთ. თავის დროზე საარჩევნო სიაში [...]
რატომ გააქტიურდა შეტევა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე
May 23rd, 2016
shalva chkhaidze 2016-05-16 ნინო ხაჩიძე - “თბილისელები” ტენდენცია, რომ საქართველოს ეკლესიის, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკა, რეალურად – უფრო ლანძღვა, ერთგვარად ცივილიზებულობის სიმბოლოდ იქცა, არახალია, თუმცა, მაგალითად, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ბიბილიაზე იფიცებს, ამას ქართული მართლმადიდებლობის მოკრიტიკეები ჩამორჩენილობად არ მიიჩნევენ (შესაძლოა, ლოგიკით, რომ იუპიტერს ყველაფერი ეპატიება ან, სულაც, იმიტომ, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტია); არც იმის გამო გამოთქვამენ აღშფოთებას, რომ [...]
,,ქართულმა ოცნებამ’’ ყველანაირად შეუწყო ხელი ნაცმოძრაობის გაძლიერებას’’
May 14th, 2016
shalva chkhaidze ,,ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შემთხვევაში არ მოხდებოდა დასავლური ღირებულებების დევალვაცია’’ ახალი თაობა 11.05.2016 მარიამ მჭედლიშვილი სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე იზიარებს ,,ქართული ოცნებიდან’’ გამოსული არმაზ ახვლედიანის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია არ უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას. ამასთან, ,,ახალ თაობასთან’’ ინტერვიუში იგი განმარტავს, რომ ამის სათქმელად მას სხვა მოტივაცია აქვს.



Posted in