უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებამ აფხაზებსაც ფრთები შეასხა. ამ მიზნით აფხაზური დაპირისპირებული ბანაკები ახალი ათონის მონასტერში შეხვდნენ ერთმანეთს და ე.წ. აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის მისაღწევად ბრძოლა დაისახეს მიზნად. საუბარია „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიაზე“, რომელსაც დოროთეი დბარი ხელმძღვანელობს და „სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიაზე“, ბესარიონ აპლიას მეთაურობით. მათ ერთობლივი კომისიის ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს, რამაც ავტოკეფალიის მისაღწევად უნდა იმუშაოს. აღსანიშნავია, რომ აფხაზები ავტოკეფალიის, ან [...]
Archive for the ‘პუბლიკაციები – ინტერვიუები’ Category
აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას არ დათანხმდება არც ერთი ეკლესია, თუ ჩვენი ხელისუფლება თვითონვე არ შეუშლის ხელს საქართველოს ეკლესიას ქართული ინტერესების დაცვაში.
March 28th, 2019
shalva chkhaidze
მამუკა გიორგაძე – „რა გამოდის? – დედა ეუბნება შვილს: მამაშენი თაღლითია, მამა ეუბნება – დედაშენის შთამომავლობა საეჭვოა”
March 14th, 2019
shalva chkhaidze ვინ შეიძლება იწოდებოდეს ბაგრატიონთა სახლის უფროსად და ვინ არის ნამდვილი ბაგრატიონი? ამ საკითხმა არა მარტო ქართველ ხალხს გაუჩინა კითხვები, არამედ მოსვენება დაუკარგა ბაგრატიონებსაც. ისტორიკოსთა ნაწილი ნამდვილ ბაგრატიონებად იმერელ ბაგრატიონებს მოიაზრებს, მაგრამ, რადგან პატრიარქის ძალისხმევით ბაგრატიონ-გრუზინსკები ბაგრატიონ-მუხრანელებს დაუნათესავდნენ, წინა პლანზე სწორედ ამ ისტორიულმა ქორწინებამ წამოიწია. დღეს მამა-შვილი ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონს სამეფო ორდენით ვაჭრობაში ადანაშაულებენ, დავით ბაგრატიონის ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ [...]
რა პრობლემები უჩნდება საქართველოს ეკლესიას უკრაინის ტომოსის აღიარებით
January 29th, 2019
shalva chkhaidze უკრაინის ეკლესიამ, როგორც იქნა, მიიღო ტომოსი მსოფლიო პატრიარქისგან, რითაც ავტოკეფალია მიენიჭა, თუმცა ტომოსის ტექსტი საკმაოდ საინტერესოა, რადგან, ჯერ ერთი, უკრაინის ეკლესიამ უარი თქვა უკრაინის საზღვრებს გარეთ არსებულ ეპარქიებზე (უკრაინის ავტოკეფალურად წოდებული ეკლესია, რომელიც გასული საუკუნის 20-ან წლებში შეიქმნა, საბჭოთა დროს დევნილობას ემსხვერპლა და უცხოეთში მოქმედებდა) და ფაქტობრივად, უკრაინის ეკლესიისთვის უპირველესი სასულიერო იერარქი მსოფლიო პატრიარქია. ცხადია, [...]
რა უფლებებს უზღუდავს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უკრაინის ახალ ეკლესიას და რატომ მოუწევთ უკრაინელ სასულიერო პირებს მოსკოვის საპატრიარქოსთან ბრძოლა უკრაინაში არსებული თითოეული ეკლესიისთვის
December 31st, 2018
shalva chkhaidze უკრაინის სასულიერო პირებმა, ანუ უკრაინაში მოქმედმა ორმა არაღიარებულმა ეკლესიამ, 15 დეკემბერს აირჩია წინამძღოლი, რაც იყო მსოფლიო პატრიარქის პირობა, მიტროპოლიტ ფილარეტისთვის ანათემის მოხსნის შემდეგ. ახლა კი უნდა დაიწყოს მსჯელობა უკრაინის ეკლესიის სახელწოდებაზე, შესაბამისად – მისი აღიარების პროცესიც. სახელწოდება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ავტონომიურ ეკლესიას უკვე ჰქვია უკრაინის ეკლესია. როგორ განვითარდება შემდგომ პროცესები და [...]
რატომ ამჯობინა რუსეთის საპატრიარქოს უკრაინის ეგზარქოსმა ფილარეტმა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოყოფა უკრაინაში მოქმედ ავტოკეფალიურ ეკლესიასთან შეერთებას
November 10th, 2018
shalva chkhaidze უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, მხოლოდ დროის ამბავია, თუმცა მართლმადიდებელ სამყაროში არეულობა უკვე გამოიწვია: მოსკოვის საპატრიარქომ ევქარისტული კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან და რუსი სასულიერო პირები პატრიარქ ბართლომეს ლოცვებში აღარ მოიხსენებენ. თავის მხრივ, იერუსალიმის პატრიარქმაც არ მოუწონა გადაწყვეტილება მსოფლიო პატრიარქს და ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია ექნებათ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს, ოღონდ ფაქტია, რომ საკითხი უნდა [...]
მიხეილ სააკაშვილი “რუსთავი 2-ის” ხაფანგში
October 13th, 2018
shalva chkhaidze პუტინს აწყობდა ქვეყნებს შორის ომის დროს სააკაშვილის პრეზიდენტობა! რუსთავი 2 კვლავ გაიხლართა თავისივე დაგებულ კაკანათში. ვინაიდან ხელისუფლებამ „ოპოზიციური აზრის“ მონოპოლიზებაზე ლიცენზია მისცა, მიაჩნიათ, რომ მათგან ტირაჟირებულ ნებისმიერ ფაქტს ყველა უაპელაციოდ და ერთმნიშვნელოვნად მიიღებს. ამჟამად, მორიგი ფარული ჩანაწერის გავრცელების დროს მათი ინტერესი რუსეთის მთავრობისადმი ვანო ჩხარტიშვილის (ანუ დღევანდელი „ოცნების“) მიერ გაკეთებული შეთავაზების გამო საზოგადოების აღშფოთების გამოწვევა [...]
რატომ დაუჯდება ძვირად საქართველოს ეკლესიას უკრაინის ერთი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება და როდის იყრიდა კენჭს ფილარეტი რუსეთის პატრიარქად
September 18th, 2018
shalva chkhaidze უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესია მოქმედებს, მათ შორის, მრევლის რაოდენობით უპირველესი მოსკოვის საპატრიარქოს დამორჩილებული კიევის ეკლესიაა, რომელსაც ავტონომიური სტატუსი აქვს, რიგით მეორე კი მისგან განდგომილი ფილარეტის ეკლესიაა, რომელიც კარგა ხანია, ცდილობს, მიიღოს ავტოკეფალია. როგორც ჩანს, მსოფლიო, ანუ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეს თხოვნა ისმინა და არ არის გამორიცხული, რომ მეუფე ფილარეტმა თავის მიზანს მიაღწიოს. ამ ფაქტისადმი ჩვენს საზოგადოებაში [...]
როგორ თაღლითობენ უცხოელი მიგრანტები საქართველოში ბინადრობის უფლების მარტივად მოსაპოვებლად და როგორ ითბობენ ხელს ქართული სამშენებლო კომპანიები სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე
August 30th, 2018
shalva chkhaidze საქართველოს ტერიტორიაზე 35 000 აშშ დოლარის ღირებულების კერძო ქონების შესყიდვა ან თითქმის იმდენივე თანხის დაბანდება კარგა ხანია, ნებისმიერ უცხოელს აძლევს საშუალებას, რომ ინვესტორად მოინათლოს და ბინადრობის უფლება მიიღოს. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ 2017 წლის ჩათვლით, ბინადრობის უფლება 100 000-მა ადამიანმა მიიღო და ისიც გაირკვა, რომ ერთი უძრავი ქონების ყიდვით, ანუ ერთჯერადად 35 000 აშშ დოლარის დახარჯვით, [...]
რის საფუძველზე ითხოვენ საქართველოს ეკლესიასთან გათანაბრებას საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები
August 5th, 2018
shalva chkhaidze საქართველოში მოქმედმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა, კერძოდ, „საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ“, „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესიამ“, „ქრისტეს ეკლესიამ“, „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ“, „მეშვიდე დღის ქრისტიანთა და ვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიურმა იუნიონმა“, „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციამ“, „ქართველ მუსლიმანთა კავშირმა“, „წმინდა სამების ეკლესიამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, იმ მოტივით, რომ მათი უფლებები ირღვევა, ვინაიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს დაწესებული [...]
რატომ ნიშნავენ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ერთმანეთის საპატრიარქოებში თავიანთ ოფიციალურ წარმომადგენლებს და როგორ გამოაცხადა საქართველოს წმიდა სინოდმა რუსეთის იმპერიისა და რუსეთის ეკლესიის ქმედებები დანაშაულად
June 6th, 2018
shalva chkhaidze 14 მაისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ელექტრონულ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მათი წარმომადგენელი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაინიშნა. ინფორმაციამ უსიამოვნო ნალექი დატოვა საქმეში ჩაუხედავი ადამიანების გულში (სავსებით ბუნებრივად) და მართლაც გააჩინა სსრკ-ს დროინდელი ცეკას მეორე მდივნის ასოციაცია, რომელსაც მოსკოვი ნიშნავდა. ცეცხლზე ნავთის დასხმა არც ჩვენმა თანამემამულე თეოლოგებმა და არათეოლოგებმა დაინანეს და ისეთი ამბავი შეიქნა, თითქოს რუსეთის ეკლესიამ [...]



Posted in