ნინო ხაჩიძე – “თბილისელები” 19/07/2019 13:09 აფხაზეთში ორ სასულიერო დაჯგუფებას შორის (დოროთეი დბარი მსოფლიო საპატრიარქოში გაერთიანებას ლამობს, ბესარიონ აპლია კი რუსეთის საპატრიარქოში ეძებს თავშესაფარს) ლამისაა, ხელჩართული ბრძოლა გაიმართოს ათონის მონასტრის გამო და დაპირისპირება იქამდეც კი მივიდა, რომ „პრ.“-მა ხაჯიმბამ თვით რუსეთის პატრიარქს სთხოვა დახმარება. მეორე მხრივ, რუსეთის პატრიარქს არაფერი ესაქმება საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ აფხაზეთის ეპარქიაში [...]
Archive for the ‘პუბლიკაციები – ინტერვიუები’ Category
როგორ დაუპირისპირდნენ მსოფლიო და რუსეთის პატრიარქების მომხრე სასულიერო ჯგუფები ერთმანეთს აფხაზეთში ათონის მონასტრის გამო
July 23rd, 2019
shalva chkhaidze
პუტინმა ქართველთმოძულე ანდრეი სახაროვის სიტყვები აიტაცა
July 12th, 2019
shalva chkhaidze For.ge 12.07.2019 მანანა ნოზაძე ვლადიმერ პუტინმა სანქციები არ დაგვიწესა, მაგრამ ოკუპანტად გამოგვაცხადა. მცირემიწიანი საქართველო ვერასდროს იტყვის სიტყვებს „შირაკა სტრანა მაია რადნაია“, მაგრამ ამის მიუხედავადაც, რაც გვაქვს, ესეც ეზედმეტებათ რუს ოკუპანტებს საქართველოსთვის.
„ოცნება“ ისე „ებრძვის“ „ნაცმოძრაობას“, რომ მათ უტოვებს საბაბს ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებისთვის
July 12th, 2019
shalva chkhaidze ვარდების რევოლუციიდან საშვების რევოლუციამდე - For.Ge 12.07.2019 მანანა ნოზაძე ხელისუფლება ცდილობს, ვარდების რევოლუციასა და 20 ივნისის მოვლენებს შორის პარალელები გაავლოს და პარლამენტში შეჭრასა თუ გადატრიალების მცდელობაზე ისაუბროს. „ნაცები“ და „ევრონაცები“ კი აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ე.წ. საშვების რევოლუციაზე საუბარი ცინიკურია. მათი აზრით, ხელისუფლების არგუმენტაცია უსუსურია, რადგან ანალიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ გიორგი გახარიას ერთ-ერთი მთავარი „მტკიცებულება“ [...]
მამუკა გიორგაძე – შორს ვარ აზრისგან, რომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნის დაკმაყოფილება აქციების შედეგია
July 7th, 2019
shalva chkhaidze შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ აქციების შედეგია, – ამის შესახებ „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ, მამუკა გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „ეს შედის „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში. რა თქმა უნდა, მას თავისი გათვლები აქვს და ამას ამისთვისაც იყენებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დღეს ეს სახელმწიფო [...]
სამყაროში ყველაფერი მეორდება!
June 21st, 2019
shalva chkhaidze საინტერესო ისიცაა, რომ 23 წლის შემდეგ ხელისუფლება იგივეს იმეორებს და ,,სახალხო პარტიას” სხვებისგან განსხვავებით ღირებულებები არ შეუცვლია. ინტერნეტმა 23 წლის წინანდელი მოვლენა გაგვახსენა. სახელმწიფო ვართ თუ გუბერნია? გაზეთი შანსი #33 დეკემბერი 1996 ჟურნალისტი – ეკა გაგუა. `მსგავსი შეურაცხყოფა, ასე პირდაპირ კარგა ხანია ჩვენთვის არავის მოუყენებია.
მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს: – მიწის მართვა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა
June 15th, 2019
shalva chkhaidze მიწის მართვა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა ბატონო პრემიერ-მინისტრო, გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ ქვეყნისათვის იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ეხება საქართველოში მიწის მართვისა და აღრიცხვის საკითხს. მისული ვართ იმ სავალალო შედეგამდე, რომელსაც ჰქვია მიწის რესურსებზე სახელმწიფოს მიერ ერთიანი კონტროლის დაკარგვა. პრობლემის გადაუწყვეტელობა არარეალურს გახდის ეროვნული ეკონომიკის წინსვლას, გააღრმავებს უნდობლობას ხალხსა და მთავრობას შორის და დიდ დაძაბულობას გამოიწვევს.
„ეროვნული მოძრაობის დროს პარტიის ლიდერმა მიტინგზე გამოაცხადა, ხვალ ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიქმნება პარტია და, ვისაც გინდათ, მოდითო“
May 21st, 2019
shalva chkhaidze აბიტურიენტთა კასტინგის შემდეგ პოლიტიკოსთა კასტინგმა ჩვენი საზოგადოება გაახალისა. გაჩნდა სხვადასხვანაირი ვერსიები, მათ შორის, ისეთიც, რომ პოლიტიკურ ლიდერად შექმნას პოლიტიკური ქარტეხილი სჭირდება და არა მიმინოშვილის ტრენინგები. ცალკეულმა ექსპერტებმა მაია მიმინოშვილის ჩართვა ამ საქმეში იმით ახსნეს, რომ „ქართული ოცნება“ შვიდ წელიწადში დაბერდა და მას მომავალი აღარ აქვს. ამიტომაც ახალი სახეების მოზიდვას მიმინოშვილის მეშვეობით ცდილობენ, თუმცა პარტიაში მხოლოდ მედროვეები და ფულზე [...]
„რუსული პიარმანქანა მუშაობს იქ, სადაც მას წინააღმდეგობა არ ხვდება“
May 20th, 2019
shalva chkhaidze რუსული არხის – „როსია 1“-ის სიუჟეტს საქართველოში აღშფოთება მოჰყვა. ჟურნალისტი მაქსიმ კისილიოვი ორი ქვეყნის ისტორიულ, რელიგიურ, კულტურულ კავშირს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ რუსული ენა საქართველოსთვის 10 წლის წინ მოკვდა, თუმცა ეკონომიკამ ის კვლავ გამოაცოცხლა. კერძოდ, საქართველოში სულ უფრო იზრდება რუსულად მოლაპარაკეთა რაოდენობა, რუსი ინვესტორები კი საქართველოში ქონების შესაძენად უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე თურქები ან არაბები. მოკლედ, [...]
ღია წერილი აზერბაიჯანელ მეგობრებს
May 1st, 2019
shalva chkhaidze ქრისტიანობამდელი, ადრეული შუა საუკუნეების, შუა საუკუნეებისა და ყქ|-ყქ|| საუკუნეების ქართული კულტურის ძეგლი გარეჯის უდაბნო დღეს ქართველი მლოცველებისთვის, ტურისტებისა და დიპლომატებისთვის მიუღწევადია. მას დარაჯობს აზერბაიჯანის მესაზღვრეთა შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც, აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, გზას გაათავისუფლებს 5 მაისამდე (თამარ მეფის სულ 4 ფრესკული პორტრეტი არსებობს: ვარძიაში, ყინწვისში, ბეთანიასა და გარეჯის უდაბნოში – ბერთუბნის ლავრაში. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩვენ გვიკეტავენ [...]
მამუკა გიორგაძე – 9 აპრილის შემდეგ ჩვენ არ წავსულვართ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გზით და ამიტომ ვართ ამ მდგომარეობაში
April 17th, 2019
shalva chkhaidze 9 აპრილს დაღუპული ადამიანები მებრძოლები, მეომრები იყვნენ და როცა მათ მსხვერპლს ვუწოდებთ, ამით შეურაცხყოფას ვაყენებთ, – ამის შესახებ ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, მამუკა გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. „ჩვენთვის ეს არის მარაბდა, ხრესილი, დიდგორი… ჩვენ არ ვსაუბრობთ ბიძინა, შალვა და ელიზბარზე, როგორც მსხვერპლზე; ქეთევან დედოფლის წამებას ერთმანეთს ვულოვავთ, ქეთევანობასგილოცავთო, ამ დღეს რომ ვამბობთ; წმინდა გიორგის წამებას ვულოცავთ [...]



Posted in