99 წლის წინ, 1921 წლის 19 თებერვალს, მე-11 წითელ არმიას ემსხვერპლა პირველი ქართველი ქალი, უნივერსიტეტის სტუდენტი, მოწყალების და – 19 წლის მარო მაყაშვილი. საბჭოთა პერიოდში მისი სახელის ხსენებაც კი აკრძალული იყო. ამის მიუხედავად, მარო მაყაშვილის საპატივსაცემოდ ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერის “დაისის” მთავარ გმირს მისი სახელი — მარო დაარქვა. ასეთ მოქალაქეების გმირობებზე დგას ნებისმიერი ქვეყანა. მარო [...]
Archive for the ‘პუბლიკაციები – ინტერვიუები’ Category
მამუკა გიორგაძე – „ეკლესიასთან დაკავშირებული სკანდალები კიდევ გაგრძელდება“
February 25th, 2020
shalva chkhaidze „ქრონიკა +“ 18 -24.02.2020. 30 წელი ბელადის ლოდინი არანორმალურია საკმარისია, ქვეყანაში პოლიტიკურმა ტემპერატურამ მოიმატოს, რომ იქვე, ეკლესიაში გორდება სკანდალი. ამჯერადაც ასე მოხდა _ მამა ანდრია სარიამ, რომელიც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთან დაახლოებული პირია, სკანდალური აუდიომასალა გაასაჯაროვა. მამა ანდრია სარია ამბობს, რომ ერთ-ერთ ეპისკოპოსს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მონაზონთან და მას ბერმა შეუსწრო. ამის შესახებ [...]
მამუკა გიორგაძე – ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, არჩევნები ყველა გზით მოიგოს, ავტომატურად ხდება დესტაბილიზაციის წყარო
January 30th, 2020
shalva chkhaidze ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, არჩევნები ყველა გზით მოიგოს, ავტომატურად, თავად ხდება დესტაბილიზაციის წყარო, – ამის შესახებ „სახალხო პარტიის“ ლიდერმა, მამუკა გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა. „იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ, არსად არ მიდიან, წარმომადგენლების გარეშე ქუჩაში რჩებიან და ბუნებრივია, ეს დესტაბილიზაციის წყაროა“, – განაცხადა გიორგაძემ.
რატომ იხდიან საქართველოს არასეპარატისტი მოქალაქეები აფხაზი სეპარატისტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს
January 20th, 2020
shalva chkhaidze მართალია, სემეკის გვერდზე გამოქვეყნებულია ელექტროენერგიის (და არა მხოლოდ) ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია, მაგრამ მასში გარკვევა რთულია არასპეციალისტისთვის (ეჭვი მაქვს, სპეციალისტისთვისაც). თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ, მაგალითად, ელექტროენერგიის ტარიფში ასახულია აფხაზების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია, იმას გარდა, რომ ასახულია ყველა ინვესტიცია, რაც „რაომ“ (თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის მმართველმა კომპანიამ) განახორციელა, როდესაც თავის დროზე „თელასი“ შეიძინა, იმასაც ამბობენ, რომ ტარიფში ასახული [...]
მამუკა გიორგაძე – „ივანიშვილს პატრიარქის რეიტინგის შურს“
December 22nd, 2019
shalva chkhaidze სალომე ზურაბიშვილმა იმ მოღალატე ქართველების ტრადიცია გააგრძელა, რომლებმაც კრწანისის ბრძოლიდან გასაქცევად გამზადებულ აღა მაჰმად-ხანს ამცნეს, _ ერეკლეს მეზარბაზნეები აღარ ჰყავსო. დაახლოებით ასე მოიქცა საქართველოს პრეზიდენტი და საჯაროდ, დიდი სიამაყით განაცხადა, _ საქართველოს არც ჯარი ჰყავს, არც იარაღი აქვს და არც არასდროს ექნებაო. ბედის უკუღმართობით ეს ქალი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია.
„შეიძლება, ძალიან დაცემული იყოს ქართველი ერი დღეს, მაგრამ ოჯახზე გადაიტანოს შურისძიების განცდა, მთლად ასე გათახსირებულიც არ მგონია“
December 22nd, 2019
shalva chkhaidze 19 დეკემბერს კოლხურ კოშკთან, გალის ქუჩაზე დაჭრილი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. იგი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. დამნაშავე ჯერ არ გამოვლენილა, მაგრამ გამოძიება სისხლის სამართლის 19-108 მუხლით მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. პოლიციელები, სავარაუდოდ, ეძებენ ყავარჯნიან მამაკაცს, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებდა.
რატომ ასაღებენ ხატმებრძოლეობასა და დეზერტირობას ეროვნულ ღირებულებებად
December 11th, 2019
shalva chkhaidze თითქოს ის არ გვეყოფოდა, პოლიტიკური პროცესი რომ უთავბოლოა და პოლიტიკოსები ხან ვის აწყდებიან და ხან – ვის, ოღონდაც სამომავლოდ სკამები გაინაღდონ და ხელისუფლების ნაგლეჯები (იმის მომსწრენიც კი გავხდით, რომ ჯაშუშობაში ბრალმდებლები და ბრალდებულებიც კი დამეგობრდნენ, ისევე, როგორც პრორუსი და პროდასავლელები), რომ უფრო შორსაც წავიდა პროცესი: „გირჩი“ მაქარაშვილი ლამისაა ეროვნულ გმირად შეირიცხოს (აქვე შეგახსენებთ, ეს ის [...]
„გინდა პროპორციულით შეგიტანია გოდრით დეპუტატი, გინდა – მაჟორიტარულით“, – მამუკა გიორგაძე მიმდინარე პროცესებზე
November 25th, 2019
shalva chkhaidze „ივანიშვილმა გააცოცხლა ეს მკვდარი პოლიტიკური ჯგუფები“, – „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ვრცლად საუბრობს: _ ქართული პოლიტიკური ცხოვრება ჯანსაღი პოლიტიკური სივრციდან დიდი ხანია გასულია. თითქმის შეუძლებელია, საღი აზრის მოსმენა. სამწუხაროდ, ორ სუბიექტს შორის პოლარიზებული და დაპირისპირებული სივრცეში ვართ და შვიდი წელია, წაჯექ–უკუჯექობას ვხედავთ. ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ. „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“ უკვე [...]
ძვირფასო ადამიანებო, დაფიქრდით სიყვარული გამოძრავებთ თუ ანგარება?! – დედა ელენე!
November 15th, 2019
shalva chkhaidze “რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია…” ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანის ბუნება დასნეულდა, მიიდრიკა ცოდვისკენ და მოწყდა თავის შემოქმედს – ღმერთს; გაწყდა მადლისმიერი კავშირი შემოქმედსა და ქმნილებას შორის. დაუძლურდა სული, შავ ლაქებად დაილექა მასზე ყოველნაირი ცოდვა. შეძრწუნდა ადამიანი, ცოდვის მონობაში აღმოჩნდა, არასწორად გამოიყენა ღვთისაგან ბოძებული თავისუფალი ნება. შეეწყალა იგი უფალს, აღუთქვა მას გამოხსნა და დაუდგინა ცხოვრების წესი [...]
რატომ ებრძოდა საქართველოს ეკლესიას დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება ნოე ჟორდანიას მთავრობით დაწყებული
November 14th, 2019
shalva chkhaidze უკვე მივეჩვიეთ, რომ საქართველოს ეკლესიაზე შეტევა პერმანენტული და ციკლურია. ამჯერად მორიგი ციკლია დაწყებული და მასში სასულიერო პირებიც იღებენ მონაწილეობას, ჟურნალისტებმა, ჩვეულებისამებრ, ტრადიციას არ უღალატეს და ცეცხლს, ცხადია, ნავთი დაასხეს. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოებაც იმას განიხილავს, რა უთხრა არქიმანდრიტმა მომღერალს და რომელია უფრო უგვანი, რატომ ლაპარაკობს მეუფე ძველი ბიჭივით და რატომ მოითხოვენ, ძირითადად, ათეისტები პატრიარქის გადაყენებასა და [...]



Posted in