Archive for March, 2014

საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსისა და საქართველოს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობისაგან 20.01.2009

1. საქართველოს ხელისუფლება მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ღიად აცხადებს მზაობას, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ჰესი – ენგურჰესი  (სიმძლავრით საქართველოს ჰესების 50%-ზე მეტი) _ გადასცეს რუსეთს, რომელიც ამჟამად საქართველოსთან შეტევითი დამპყრობლური ომის მდგომარეობაშია, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის წართმევას ცდილობს და, ყველა ნიშნის მიხედვით, გეგმავს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დაშლას, მისი ეკონომიკის დანგრევას და მის შეძლებისდაგვარად შორსმიმავალ დეპოპულაციას.

საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსის პოზიცია 2009 წლის 9 აპრილს დაგეგმილ პოლიტიკურ აქციასთან დაკავშირებით

1. მ. სააკაშვილის ხელისუფლება ჩვენ მიგვაჩნია რუსულ ადმინისტრაციად საქართველოში. იგი მართულია რუსეთის მიერ საქართველოს ყველაზე  მნიშვნელოვან სასიცოცხლო ინტერესთა საწინააღმდეგოდ. ეს ადმინისტრაცია არის არალეგიტიმური, რადგან იგი დღეს ძალაუფლებას ფლობს მხოლოდ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად. ამავე დროს მას ახასიათებს ანტიხალხური სისხლიანი და კორუმპირებული ტირანიის ნიშანთა ფართო სპექტრი. მის მიერ საქართველოს მართვის ყოველი დღე ქვეყნისა და სახელმწიფოსათვის ახალი [...]

მოხევეთა მიმართვა ქართველი ერისადმი და საქართველოს ხელისუფლებისადმი 2012

რუსეთის ანუ კრემლის (ეს სახელწოდება შინარსს უკეთ გამოხატავს) იმპერიის გეოპოლიტიკურ არსს და მისიას, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს კავკასიის კონტროლი. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ საქართველოს ფლობითაა შესაძლებელი. ბუნებრივია, ამას ყოველთვის აცნობიერებდნენ კრემლის იდეოლოგები. საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო არა მარტო იმპერიის გარე ველის, ე.წ. სოციალისტური ბანაკის რღვევა და საბჭოთა კავშირის დაშლა, არამედ ეს პროცესი გაგრძელდა რუსეთის ფედერაციის [...]

ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს 2011

კითხვა `საქართველოს ხელისუფლება 1992 წლიდან დღემდე `უცაბედად~ ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას თუ წინასწარი ზრახვით, რომ ქართველი მოსახლეობა ემიგრაციაში გაისტუმროს და მის ნაცვლად სხვა მოსახლეობა შემოიყვანოს?~ ძალიან ბევრი მოაზროვნე და გულდამწვარი ადამიანის წინაშე დგას. წინამდებარე პუბლიკაცია (მოქალაქის საქმიანი წერილი ხელისუფლებისადმი), რომელიც გადაცემულია ყველა საჭირო სარკმელში, ჩვენის აზრით, იძლევა მკაფიო პასუხს ამ კითხვისთვის. (რედ.)

“ფანდარასტი” საქართველოს ხელისუფლება გამოდგა 2011-01-19

ახალი თაობა   2011-01-19 ვლადიმერ სანაკოევის – ფეესბეს აგენტის აღიარებითმა ჩვენებამ რატომღაც ქართულ პოლიტიკურ წრეებში მშვიდად ჩაიარა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევის თანამებრძოლმა 9 იანვარს ღიად განაცხადა, რომ რუსეთის ჯაშუშია და ფეესბესთან 1989 წლიდან თანამშრომლობს.  პროექტ “კოკოითი ფანდარასტის” ხელმძღვანელი და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული სანაკოევი დღესაც დიმიტრი სანაკოევში ეჭვს არ იწვევს, თუმცა ფაქტია, [...]

26 მაისს სააკაშვილმა უპატაკა ყველას, ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა და ქართველობა სძულს, რომ თბილისის თავზე კვლავ წითელი დროშა ფრიალებს 2012 წ

გვესაუბრება „სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე –ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებთ 26 მაისის საშინელი დარბევის ფაქტს და ზოგადად „სახალხო კრების” რამდენიმე დღიან აქციებს? თქვენ მართალი აღმოჩნდით, როცა  წინა ინტერვიუში მითხარით, რომ ბურჯანაძეს არანაირი გეგმა არ ჰქონდა შემუშავებული –ჩვენ აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ეს ორი მოვლენა ერთმანეთისგან. 26 მაისს მოხდა ისეთი რამ, რაც არანაირად არ არის გამართლებული და [...]

Powered by WordPress