Archive for September, 2013

სააკაშვილს პოლიტიკურ თამაშებში არ უნდა ავყვეთ 2011

ახალი თაობა  #243  13.10.2011    - შორენა კოწოწაშვილი გუშინ მედიით გავრცელებულმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ არა მხოლოდ პოლიტიკური წრეები დააბნია და გაანაწყენა, არამედ დაბნეულობა შეიტანა სახელისუფლებო გუნდში. ნაციონალი ლიდერები დროებით დამუნჯდნენ და მხოლოდ იმ ღია შეთავაზების ამარა დარჩნენ, რომელიც პავლე კუბლაშვილის მხრიდან გაჟღერდა და რომელიც ოპოზიციისთვის ბიუჯეტიდან უფრო მეტი ფულის მიცემას ითვალისწინებს. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე [...]

მამუკა გიორგაძე პრემიერის განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს

news.ge 06.9.2013 “სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას, რომლითაც მან ქვეყანაში არსებული პრობლემები საზოგადოების დაბალ პოლიტიკურ კულტურას დაუკავშირა, უპასუხისმგებლოს უწოდებს.

სპ. კედია – ფიქრები და მოგონებანი

თებერვალი 1921 წელი         სპ. კედია,    საქართველოს გუშაგი # 3 თებერვალი 1933 წ. პარიზი. საქართველოს ბედის წერის თვე და წელიწადი! გრძნობდი, რომ კვლავ იმართებოდა, მთელი საუკუნის ტყვეობის შემდეგ სამი წლის წინად აღმდგარი ერი და ქვეყანა! რომ კვლავ საოცნებოდ ხდებოდა ასი წლის ნატვრის, ბრძოლის და სხვერპლის შედეგად შობილი ეროვნული თავისუფლება. გრძნობდა შვილიქვეყნისა, სამშობლოს [...]

პრემიერი საზოგადოებას აშანტაჟებს

გიორგაძე: პრემიერი საზოგადოებას აშანტაჟებს 06 სექტემბერი 2013. 14:25 news.ge “სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ მოქმედი ხელისუფლება უფრო მეტად უნდა იყოს ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტბზე. მისი თქმით, პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ევრაზიულ გაერთიანებას სწავლობს და მასში გაერთიანებას არ გამორიცხავს, მის მოუმზადებლობაზე მეტყველებს.

სააკაშვილი თავისივე სისტემის მსხვერპლი გახდება 23.10. 2006

ახალი თაობა 23.10. 2006 ფარული ჩანაწერების გავრცელებისთვის ხელისუფლებას პასუხი უნდა მოვთხოვოთ! სააკაშვილი თავისივე სისტემის მსხვერპლი გახდება შორენა კოწოწაშვილი – ბატონო მამუკა, პრეზიდენთმა სააკაშვილმა თავის ბოლო გამოსვლაში აღნიშნა, რომ ის ყველა ტრიბუნას გამოიყენებს, წავა დსთ-ს სამიტზეც წავა და პუტინსაც შეხვდება. რამდენად სწორია დღევანდელ ფონზე ამგვარი პოლიტიკა? – ჩემთვის და ალბათ ყველა ნორმალური ადამიანისთვის ხელისუფლების ასეთი არათანმიმდევრულობა [...]

ცემა-ტყეპა პარლამენტში ნაპოლეონ სააკაშვილის და მედდების თანხლებით 14.12.1998

ახალი თაობა           14.12.1998 ცემა-ტყეპა პარლამენტში ნაპოლეონ სააკაშვილის და მედდების თანხლებით თამარ ასლანიკაშვილი კვირას პარლამენტის სხდომაზე შემოტანილი ,,საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კინოში ცვლილებების შეტანა თუ ცემა-ტყეპის მიზეზი გახდებოდა, თავიდან ვერავინ იფიქრებდა, მაგრამ მოსახდენი მოხდა. ქართველმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ სცადეს ფიზიკური ძალის დემონსტრირება და ერთმანეთის მოსინჯვა. თავიდან ყველაფერი მშვიდად დაიწყო. იუსტიციის საბჭოს [...]

მავნე კოაბიტაცია უნდა დასრულდეს!

მამუკა გიორგაძე: “მავნე კოაბიტაცია უნდა დასრულდეს!” თამარ ნინიძე ეროვნულმა ძალებმა საპრეზიდენტო კანდიდატად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თემურ მჟავია წარადგინეს. ამ და სხვა საკითხებზე `ახალ თაობას~ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ესაუბრა. _ ბატონო მამუკა, რითი ხელმძღვანელობდით როცა თემურ მჟავია წარადგინეთ თქვენი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად? _ როცა საქმე გვაქვს ტერიტორიებოკუპირებულ ქვეყანასთან, საპრეზიდენტო არჩევნებს ეს უფრო [...]

sakhalkho1

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით

”სახალხო პარტიის”            განცხადება დღეს, როდესაც ქვეყანა ჩართულია საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, ჩვენდა სამწუხაროდ, არც ერთი პოლიტიკური ტრიბუნიდან და არც ერთი მონაწილე კანდიდატისგან არ ისმის საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ხსენება, როგორც ნებისმიერი ცივილიზებული, მით უმეტეს, ტერიტორიებოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკის სავალდებულო რეგულატორისა. 

“აღდექით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი”

წმიდა ილია მართალი(ჭავჭავაძე) სათაური “საპარიარქოს უწყებანის” რედაქციისა # 10 4-11.04.2007 IX ტომი ოც ტომად ქრისტე აღდგა! აღდგა მაცხოვარი კაცობროიბისა! მთელი ქვეყნის ქრისტიანობა გალობს დიდებულ საგალობელს ქრისტეს აღდგომისა, დიდი და პატარა ღაღადებს: “ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. ქრისტიანობამ იცის, რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღდგა ქრისტე და აღადგინა [...]

სპ. კედია – იმედის საფუძვლები

სპ. კედია საქართველოს გუშაგი # 2 ეს მეთორმეტე ახალი წელიწადია. თერთმეტი მისი წინაპარი შავი და ულმობელი იყო ქართველი ხალხისათვის. მტარვალის მძვინვარებამ საზღვარი არ დაიდო _ მთელი საქართველო გააგოლგოთა. არც სული დაუტევა უწამებელი, არც ხორცი, არც კერა დაუნარჩუნა წაუბილწავი, არც ეკლესია. არც ზნეობა დაინო, არც ტრადიცია; მამაპაპეული მიწა-წყალიც არ დაზოგა: მისი ერთი ნაჭერი გაასაჩუქრა; დანარჩენზე უცხო [...]

Powered by WordPress