რამდენიმე დღის წინ ყველამ ვიხილეთ მორიგი შოუ, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების, ,,ქართული ოცნებისა” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მონაწილეობით. შედეგად გადაიფარა უგულავას უდანაშაულოდ ცნობა მისადმი ,,რიყის საქმეზე” წაყენებულ ბრალდებაში. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეში თანამონაწილეები იყვნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ,,ძებნილი” კეზერაშვილი და ბიზნესმენი ჟოზეფ ქეი.
Archive for the ‘განცხადებები – მიმართვები’ Category
,,სახალხო პარტიის” განცხადება გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით
თინა ხიდაშელის BBC -ის გადაცემაში მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით
“რესპუბლიკურ პარტიად” წოდებული ანტიქართული სულისკვეთების სექტა თავდაუზოგავად აგრძელებს რუსული გეგმის _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის _ რეალიზებას სხვადასხვა “არგუმენტაციისა” და “საბაბის” მოშველიებით. მორიგი მცდელობა თინა ხიდაშელის BBC – თვის მიცემული ინტერვიუა. როგორც ქალბატონმა მინისტრმა განაცხადა, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყანა გერმანიის მსგავსად მოიქცევა. ნაწილი გაწევრიანდება ალიანსში, ნაწილი-აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კი დარჩება ოკუპაციის ქვეშ [...]
პოლიტპატიმრები ხელისუფლებისგან იდევნებიან
პოლიტპატიმრები ხელისუფლებისგან იდევნებიან „სახალხო პარტია“ მხარს უჭერს პოლიტპატიმართა სამართლიან მოთხოვნას ჩვენ, პოლიტპატიმრები, ვადანაშაულებთ ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნასა და ჩვენი უფლებების პერმანენტულ დარღვევაში. ჩვენი საქმეების არგანხილვა და დაუსრულებელი გამოძიებები, უფლებას აძლევს ნებისმიერ პროვოკატორსა თუ ავანტურისტს, პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულები მუდმივად მოგვიხსენიონ უარყოფით კონტექსტში. ეს ხდება მიზანმიმართულად, სწორედ რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ.
,,სახალხო პარტიის” განცხადება
ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დადგა ფაქტის წინაშე, რომ არც ერთ სფეროში არ ჩატარებულა ის რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფდა საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებას, ჯანსაღ კონკურეტულ გარემოს და ყველასათვის თანაბარ საწყის პირობებს. სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვაში, საბანკო სფეროში, ენერგეტიკაში თუ სხვა დარგებში ყველასთვის დასანახად ცვლიან რა მხოლოდ ფასადურ მხარეს, ტოვებენ ბოლშევიკურ-საბჭოურ მონოპოლისტურ გარემოს. მონოპოლისტური მდგომარეობა შექმნილი აქვთ სხვადასხვა კლანებისათვის, რომლებსაც [...]
სახალხო პარტიის განცხადება
იმედგაცრუებისთვის განწირული საზოგადოება და ფსევდოკრიზისი რამოდენიმე დღეა საინფორმაციო საშუალებების მიერ ფორსირებულად ხდება საზოგადოების მიზანმიმართული აჟიტირება რუსთავი 2-ის და მისი მფლობელის, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სხვადასხვა საეჭვო სუბიექტის მიერ წაყენებული ქონებრივი პრეტენზიის გამო. თავს ვალდებულად ვთვლით, ქართულ საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი მოსაზრება ამ ფსევდოპრობლემის შესახებ. შეინიშნება ინტერესების კვეთა: პროცესიდან გამომდინარე, ამ საქმიდან მოგებული, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, რჩება ხელისუფლებაც [...]
სახალხო პარტიის განცხადება
ცივილიზებულ მსოფლიოში ყველა ქვეყნის მთავრობა მიისწრაფვის მაქსიმალურად დაიცვას როგორც მოსახლეობის, ასევე კერძო ბიზნესის ინტერესები და უზრუნველყოს ამ ინტერესთა შორის ოპტიმალური ბალანსი, რაც სახელმწიფოს მდგრადობის ერთ-ერთი უმთავრესი პარამეტრია. ხელისუფლება ვალდებულია წინასწარ განსაზღვროს მოსალოდნელი საფრთხეები და დასახოს მისი განეიტრალების მექანიზმები. ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლება კი თავის ენერგიას მხოლოდ იმაზე ხარჯავს, თუ როგორ გაამართლოს ხალხის ყვლეფა. პირადი [...]
,,სახალხო პარტიის“ განცხადება
საქართველოში გრძელდება ძეგლების აღება-აფეთქებების განუკითხავი ეპოქა. ხელისუფლება ძეგლების პოლიტიკური, კორპორატიული თუ პირადი მიზნებით აღებაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების მოგვარებაზე. მთელი საქართველო შეძრულია თბილისში დატრიალებულ ტრაგედიით, ხელისუფლებამ მოსალოდნელი წყალდიდობით გამოწვეული მსხვერპლის აცილების პრევენციული ღონისძიებების გატარების ნაცვლად, მოიცალა და გადადგა მორიგი უგნური ნაბიჯი _ პარტიზანული მეთოდით აიღო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ტერორისტული აქტის დროს [...]
რეფორმა უსამართლო მოსამართლეთა გადასარჩენად
კიდევ ერთი იმედი და მოლოდინი გაუცრუა ხელისუფლებამ ხალხს, რომელსაც სამართლებრივი სახელმწიფოსა და ღია სამოქალაქო სივრცის მშენებლობას დაჰპირდა. საჯაროდ მიმდინარეობს წინა რეჟიმის მხილება და ლანძღვა, კულუარებში მათ წარმომადგენლებთან გარიგება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ გამოაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ახალი ხელისუფლების ღირსების საქმედ. შემდეგი “ღირსების საქმე” დამნაშავე პროკურორთა გადარჩენის საქმე იყო, მიუხედავად მათ წინააღმდეგ [...]
არა საქართველოს რეგიონალიზაციის კიდევ ერთ მცდელობას
ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად ერთ-ერთი აქტუალური თემაა ჯანსაღი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება. როგორც წესი, მმართველი ძალა საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობის გარეშე, მხოლოდ მისთვის სასურველი სუბიექტების მონაწილეობით, ყოველი ახალი არჩევნების წინ ახდენდა ამ საკითხის ტრანსფორმაციას ძირითადად ორი მიმართულებით: ერთი მხრივ, როგორ მოერგო საარჩევნო სისტემა საკუთარი გამარჯვების უზრუნველსაყოფად და, მეორე მხრივ, საარჩევნო პროცესში [...]
,,სახალხო პარტიის“ მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას – ოკუპაციის ზონაში მოქალაქეთა გატაცების შესახებ
მუდმივ პრაქტიკად იქცა და პერმანენტულად ხდება ცნობილი, საოკუპაციო ხაზის რუსული მხარის კონტროლირებული ტერიტორიიდან რუსი ,,მეკობრე-ყაჩაღების“ მიერ ქართველთა გატაცება. მორიგი ასეთი ფაქტი ახლახან მოხდა. ეს შემთხვევა უკვე მეოთხეა ბოლო დღეების განმავლობაში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი თანამემამულეები ცხინვალის იზოლატორში ხვდებიან. ჩვენი ინფორმაციით აგვისტოს ომის შემდეგ ასეთი სამი ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ვრცელდება ინფორმაციები გატაცებების შესახებ და ერთხელაც არ [...]