» გამოსაჩენი

ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი.

სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება გასცა (რომლის სამართლებრივი უფლება საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდა), რაც, ნებსით თუ უნებლიეთ, დღეს, ერთი მხრივ, ,,ნაცმოძრაობას” აძლევს საშუალებას, ეროვნული ინტერესების დამცველად წარმოაჩინოს თავი და, მეორე მხრივ, რუსეთს აძლევს ხელს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო და დიპლომატიურ ომში.

არ მახვილდება ყურადღება სააკაშვილის ძირითად დანაშაულზე _ როდის, სად და რა ვითარებაში დაუშვა მან ტყვიის გავარდნა, რომელზეც არა საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი, არამედ, სააკაშვილისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პერსონალურად უნდა აგებდნენ პასუხს.

ასევე, განხილვისა და პარლამენტში კამათის საგანი გახდა საკითხი _ ომის დროს რომელი ქართველი ჩინოვნიკი გარბოდა ქვეყნიდან და ამ პირთა ისედაც ყველასთვის კარგად ცნობილი სიის გამოქვეყნება.

და ეს ხდება მაშინ, როდესაც უამრავ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. სააკაშვილის ხელისუფლების მრავალი საეჭვო ქმედება საჭიროებს შეფასებას, მათ შორის:

1. საქართველო არ გამოიყვანა დსთ-დან, როცა ეს საქართველოს ინტერესებს სჭირდებოდა და გამოიყვანა მაშინ, როცა საქართველოს დსთ-ში ყოფნა რუსეთის მხრიდან ვერ იქნებოდა გამოყენებული და მხოლოდ პუტინსა და სააკაშვილს შეუქმნიდა დსთ-ის ერთობლივი ღონისძიებების დროს დისკომფორტს;

2. არ გააუქმა რუსეთის სამშვიდობო ჯარების მანდატი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში;

3. მოახდინა 2004 წლის სამარცხვინო მოვლენების პროვოცირება, დამარცხებისა და სტრატეგიული პოზიციების მტრის ხელში გადასვლის;

4. განაიარაღა ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა კოდორის ხეობასა და ცხინვალის რეგიონში;

5. კოდორის ხეობას მიანიჭა ახალი სახელი _ ზემო აფხაზეთი;

6. აღადგინა ე.წ. ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის“ ავტონომია და აშკარად რუსეთის აგენტურის ხელმძღვანელობით შექმნა ადმინისტრაცია ახალგორში (რომელიც მანამდე არ შედიოდა კონფლიქტის ზონაში);

7. გამოთქვა მზაობა, ,,სამხრეთ ოსეთის” ,,გარანტად” აღიაროს რუსეთი, ანუ, რუსეთს მიანდოს საქართველოს საშინაო საქმეებში მრავალმხრივი, მათ შორის, შეიარაღებული ჩარევის უფლება;

8. 2008 წ. 8 აგვისტომდე ოფიციალურად არ წაუყენა ბრალი რუსეთს, რომ ის აგრესიულ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ;

9. არ გაითვალისწინა ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის ადმინისტრაციების ღია ძალისხმევა, რომ საომარი მოქმედებები აეცილებინა თავიდან;

10. ისეთ ვითარებაში დაუშვა ცხინვალის რეგიონში ტყვიის გავარდნა, როდესაც რუსულ შენაერთებს, როგორც სამშვიდობო ჯარებს, მისგანვე ჰქონდათ მინიჭებული საპასუხო სროლის უფლება;

11. როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, დაუშვა ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოპერაცია ისეთ ვითარებაში, როცა ჰაერში განუყოფლად ბატონობდა მოწინააღმდეგე, რითაც გამოწვია უზარმაზარი მსხვერპლი;

12. ომში რამდენიმესაათიანი დაზავებით, მისცა რუსეთს როკის გვირაბში თავისი დამატებითი შეიარაღებული ძალების დაუბრკოლებლად გამოტარების საშუალება და არ იზრუნა ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის საომარი ზონიდან გამოყვანაზე;

13. როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, საშუალება მისცა სამოქალაქო პირებს, მონაწილეობა მიეღოთ შეიარაღებული ძალების მართვაში;

14. 6 და 7 აგვისტოს ოფიციალურად არ განაცხადა, რომ რუსეთმა დაიწყო პირდაპირი შემოტევა საქართველოზე ჯარის მანევრის სახით: დაიკავა სტრატეგიული პოზიციები საქართველოს ტერიტორიაზე და მოახდინა თავის შეირაღებულ ძალთა კონცენტრაცია, რითაც, პრაქტიკულად, მოაგებინა ომი 7 აგვისტოს დღის ბოლომდე. მხოლოდ ამის შემდეგ, 8 აგვისტოს გასცა ცეცხლის გახსნის ბრძანება რუსეთის მიერ დავალებული მიმართულებით (მოსახლეობისგან წინასწარ დაცლილი ქალაქი ცხინვალი და არა როკის გვირაბი) და რუსეთის მიერ მითითებული იარაღით;

15. რუსეთის პროპაგანდისტული ინტერესების შესაბამისად, ისიმულანტა ომის დაწყების ინიციატივა რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ორი დღე-ღამით უფრო გვიან, რითაც მოუსპო საქართველოსადმი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებს საქართველოს ქმედითი დახმარების საშუალება _ მათ მხოლოდ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში შეეძლოთ აგრესორისთვის ბრალის დადება;

16. უბრძოლველად ჩააბარა რუსეთს ამერიკული სამეთაურო სპეცტექნიკით აღჭურვილი ტექნიკის, დიდი რაოდენობის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალა;

17. ასევე, კოდორის ხეობა უბრძოლველად ჩააბარა და სხვა.

დიდია საზოგადოების ინტერესი, იცოდეს სიმართლე. საზოგადოება ითხოვს ამ და სხვა დადასტურებული ფაქტების შეფასებას, რაც არა მარტო წინა ხელისუფლების რაობის შესახებ მოგვცემს სრული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, არამედ, დღევანდელი ხელისუფლების ამ მიმართულებით უმოქმედობის მიზეზებსაც ახდის ფარდას!

მამუკა გიორგაძე 11.03.2014

“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება.

დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო ყველა იძულებული ხდება ანგარიში გაუწიოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არის საქართველოს სამოციქულო ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია მუდამ იყო და არის არა მარტო რელიგიურ_აღმსარებლობითი ინსტიტუტი, არამედ, ეროვნულ-საკაცობრიო და მაღალზნეობრივი ქმედებების მასტიმულირებელი, ხელშემწყობი და, ხშირად, საკუთარი თვითშეწირვით მაგალითის მიმცემიც. ეს ფუნქცია მას თვით მებრძოლი ათეიზმის პირობებშიც კი ვერ წაართვეს.

გარკვეულ ძალებს საქართველოში და მის გარეთ მიაჩნიათ, რომ მათი სისტემური იდეოლოგიური და ინსტიტუციური უმთავრესი მოწინააღმდეგე დღეს არის საქართველოს სამოციქული ეკლესია. სწორედ ამიტომ, ასეთი ინსტიტუტის არსებობა და გამართული ფუნქციონირება, ამ ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის ნდობა, ხელს უშლით თავისი ზრახვების განხორციელებაში _ ერთიანი ეროვნული ცნობიერების მიზანმიმართულ ნგრევაში; ქვეყნის ინტელექტუალური და მორალური პარალიზაციისა და სულიერი დაკნინების პოლიტიკის გატარებაში; ერის გენოციდში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზებაში; ქართულ სივრცეში რეალური დემოკრატიის ნაცვლად ფსევდოდემოკრატიის დანერგვაში.

საქართველოში არსებული ეს ძალები, გადანაწილდნენ რა სახელისუფლებო, ოპოზიციურ და სამოქალაქო ჯგუფებად, მიიჩნევენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მათი კეთლდღეობის მთავარ მოწინააღმდეგედ (სიმართლე რომ ვთქვათ, სწორადაც მიაჩნიათ!!!). ბუნებრივი და ლოგიკურია ამ ჯგუფების საქართველოს ეკლესიასთან კონფლიქტი.

როცა ჩათვლიან, რომ ქვეყანაში თავისუფალი აზრი ხერხემალშია გადატეხილი და მობილიზებას ვეღარ შეძლებს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინტერესების საქომაგოდ (ხელისუფლება ფიქრობს, რომ დღეს ასეთი ვითარებაა), მაშინ შეტევის მთავარი ობიექტი საქართველოს სამოციქული ეკლესია ხდება.

მრავალი მიზეზის გამოა (რომელთაც ამ წერილში არ განვავრცობთ), რომ ასე გააქტიურდა საქართველოში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ გეგმაზომიერი შეფარული, რიგ შემთხვევაში კი აშკარა ბრძოლა, _ შეტევა ქრისტიანობაზე, ქართულ ცნობიერებასა და ქართული ცხოვრების წესზე. სხვადასხვა კერძო პრობლემის საჯარო განხილვის საგნად ქცევით, შანტაჟით, რელიგიაზე და სამღვდელოებაზე ქილიკით, სასულიერო და საერო პირების მოსყიდვითა და გადაბირებით, რეალური ვითარებისა და ბრძოლის მექანიზმებში გაუცნობიერებელი ადამიანების ქმედებათა გამოყენებით ეკლესიის წინააღმდეგ, უნდათ, ერთი მხრივ, საზოგადოებას მათგანვე შექმნილი რეალურად მძიმე პრობლემებიდან სხვა საკითხებზე გადაატანინონ ყურადღება და, მეორე მხრივ, რაც მთავარია, გამოთიშონ ჩვენი ეკლესიის პოზიცია და ქმედება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმიდან, საშიშროება შეუქმნან ეკლესიის ერთიანობას, რომელიც, თავისთავად, დღეს ქვეყნის ერთიანობის უმთავრესი ბალავარია.

ბრძოლის მოტივი ბევრია: სულ ცოტა ხნის წინ, მისი უწმიდესობის ძალისხმევით თვითმმართველობის კანონპროექტის VII კარიდან ამოღებულია “მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების” შექმნის საკითხი, რამაც ქვეყნის პირდაპირი დაშლის საფრთხე შეამცირა; შესაძლებელი გახადა ტაო_კლარჯეთში ძეგლების აღდგენა ბათუმში მეჩეთის აშენების გარეშე და საქართველოს სხვადასხვა მხარეში რელიგიური დაპირისპირებების ინსპირაციის აღკვეთა; თრუსოს ხეობას დღესაც მისი უწმიდესობის მაღალი ავტორიტეტი იცავს; მკაფიო პოზიცია გამოიხატა საყდრისის ოქროს მომპოვებელი უნიკალურ მაღაროს ნგრევისა და ხუდონის კაშხალის წარმოდგენილი პროექტით აშენებასთან დაკავშირებით და სხვა მრავალი.

მისი უწმიდესობისა და ეკლესიის მაღალი ავტორიტეტი (რომელიც მავანთ მოსვენებას არ აძლევთ) საქართველოსა და მსოფლიოში, საქართველოს ეკლესიის მაღალ სულიერებასა და ჭეშმარიტ ეროვნულობაზე დაფუძნებული პოზიცია, ახერხებს, შეამციროს მოწინააღმდეგეთა აგრესიულობის ხარისხი ამა თუ იმ კერძო ეპიზოდებში, რის გამოც ისინი ავადმყოფურად რეაგირებენ პროცესებში ისეთი პიროვნებების მონაწილეობაზე, რომლებთაც ძალუძთ საქართველოს სტრატეგიული ინტერესების დაცვა, რაც ავტომატურად იწვევს მათი ანტიქართული ქმედებების მხილებას.

ხელისუფლება, რომელსაც ევალება ეკლესიის ხელშეწყობა (საკონსტიტუციო შეთანხმებაც მოითხოვს ამას), თავად გახდა ეკლესიური ცხოვრების განვითარების ხელის შემშლელი. გადააწყდა რა სახელმწიფოსთვის საზიანო პოზიციების გატანაში დიდ წინააღმდეგობას, მთელ რიგ საკითხებში უკან დახევა მოუწია, რამაც, როგორც ჩანს, სერიოზული გაღიზიანება და ეკლესიის მკაფიო პოზიციის გამო სამაგიეროს გადახდის სურვილი გამოიწვია.

ანტიეკლესიური კამპანიის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ეკლესია თავს ვალდებულად მიიჩნევს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი გადარჩენის საქმეში. იქიდან გამომდინარე, რომ ეკლესიის პასუხისმგელობის მაღალი დონე ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ახალ ნაბიჯებს გეგმავს.

ბოლო პერიოდში პოლიტიკური ლიდერების ოფიციალური განცხადებები და კულუარული საუბრები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ “ნაცმოძრაობა” და `ოცნება~ (ზოგიერთი წევრის გამოკლებით) და მათგან კონტროლირებადი ე.წ. არასამთავრობო სექტორი და მედია (განსაკუთრებით ტელეკომპანია „ტაბულა“, სადაც ანტიეკლესიური მიზანმიმართული პროპაგანდა მიმდინარეობს ვითომდა ობიექტური, ინტელექტუალური და მშვიდი საუბრების მიღმა), პრაქტიკულად, ერთიან ორგანიზებულ შეტევას აწყობს საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. აშკარა ხდება მათი მიზანი _ მორჩილებაში იყოლიოს რელიგიური დაწესებულება.

ამ ფონზე, საერო და სასულიერო პირების მხრიდან, ეკლესიაში არსებული პრობლემების მოგვარების საბაბით, გახშირდა სხვადასხვა განცხადების გაკეთება და პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელება. რაც უნდა “კეთილშობილური” მიზნები ამოძრავებდეს ამ ადამიანებს, მით უმეტეს _ სასულიერო პირებს, მათი მხრიდან პრობლემების საჯარო სივრცეში გამოტანა და არაეკლესიური ფორმებითა და მეთოდებით მოქმედება ძალიან ხშირად ეკლესიის მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამს წყალს;. რაც უნდა გულუბრყვილო იყოს ადამიანი, უნდა ხვდებოდეს, რომ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, “ეკლესიაზე ზრუნვის მოტივით” განხორციელებული ეს ქმედებები ეკლესიაში შიგნიდან განხეთქილების მცდელობისთვის ხდება გამოყენებული.

ასევე, ის ადამიანებიც, რომლებიც ეკლესიისგან უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ როდისაა ამისთვის შესაბამისი დრო და მათ „გადაჭარბებულ გულმოდგინებას“ ისევ საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ხომ არ გამოიყენებს მავანი.

დღეს, როდესაც გაშლილი ფრონტით მიმდინარეობს შეტევა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაზე და, როცა ჩვენი დედაეკლესია ქართული სახელმწიფოებრიობის ერთადერთი რეალური დამცველია, ეკლესიის შიგნით დაძაბულობის ნებისმიერი კერის გაჩენა ეკლესიის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის ტოლფასია (რა უნდა გაგვიკვირდეს, მაცხოვარს ჰყავდა იუდა ისკარიოტელი). ყველამ, მით უმეტეს, სასულიერო პირებმა, უნდა გააცნობიერონ, რომ მათი ქმედებების გამოყენების მსურველი საქართველოში მრავალია.

სასულიერო პირების მხრიდან გარკვეულ ინდივიდუალურ გადაცდომებს, გნებავთ _ შეცოდებებსა თუ სხვადასხვა სახის კანონიკურ-სამართლებრივ დარღვევებს, შეიძლება, მართლაც ჰქონდეს ადგილი, მაგრამ, ეს მხოლოდ საეკლესიო სამართლით დადგენილი წესით უნდა დარეგულირდეს. Gგანა, რომელიმე, თუნდაც მცდარი გადაწყვეტილების გამო, სასულიერო პირის მხრიდან მეორე სასულიერო პირის ან ეპისკოპოსის საჯაროდ ლანძღვა მთლიანი ეკლესიის ლანძღვა არ არის?! ვის აქვს უფლება, გამოვიდეს და აგდებულად ილაპარაკოს იერარქებზე, თუნდაც ამ იერარქების ქმედება არ მოეწონოს?! თუნდაც რომ შეეშალოს სინოდს გადაწყვეტილება, განა შეიძლება, თუ შენ დედად მიგაჩნია ეკლესია, დედას რამე რომ შეეშალოს, მთელ ქვეყანაზე გამოაჭენო?! E

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ, არ მივიღოთ მონაწილეობა საეკლესიო ცხოვრებაში ან არ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით. პირიქით, უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები და ორგანიზებულები, უნდა ვიქცეთ ერთიან მრევლად, პროცესების არა დამკვირვებლებად, არამედ ქმედითუნარიან მონაწილეებად; შიდა ამოცანების გადაწყვეტა ეკლესიის „გალავანს“ შიგნით უნდა მოვახერხოთ, ხოლო მის გარეთ შეთანხმებული ერთიანი პოზიციით წარვდგეთ.

თუ რომელიმე სასულიერო პირის, მით უმეტეს _ იერარქის პოზიცია მიუღებელია ან მათი ქმედებები ეჭვს იწვევს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია თავისთავად ცოცხალი ორგანიზმია, სადაც, შეიძლება, გარკვეული პრობლემა რეალურად არსებობდეს, მაგრამ, მისი განზოგადება და შიდა ეკლესიური საკითხების საჯარო განხილვა დაუშვებელია, მით უმეტეს, როცა იცი, რომ გარედან ორგანიზებული ქმედებები მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და განხეთქილების მოწყობის მიზნით.

ყველა ჯანსაღი ორგანიზმი და მათ შორის საქართველოს ეკლესია თვითონვე მოუვლის ამ პრობლემებს, ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალების გარედან ზემოქმედების განეიტრალების პარალელურად. Aამას თუ არ გავიცნობიერებთ, მივიღებთ გაცილებით უარეს შედეგს _ თავად ეკლესიის ერთიანობას ეჭვქვეშ დავაყენებთ.

თქმულის საილუსტრაციოდ სრულიად საკმარისია რუის-ურბნისის კრების შედეგების შეფასება: „დავით აღმაშენებელმა ჩაატარა საეკლესიო რეფორმა და გაწმინდა ეკლესია“ _ ეს საბჭოთა პერიოდის ისტორიოგრაფიის სტერეოტიპია. რეალურად კი რუის-ურბნისის კრება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მოწვეული, რაც წმიდა დავით აღმაშენებელმა, დიდი ბრძოლის შედეგად, ხელისუფლება გაამყარა, აღმოფხრა კერძო ჯგუფების ანტისახელმწიფოებრივი ინტერესები და გახდა მტკიცე გარანტი საერო პირების მხრიდან ეკლესიის საქმეებში გარედან ჩარევის აღკვეთისა, რითაც საშუალება მიეცათ ღირსეულ მამებს, საკუთარი ძალებით თავადვე განეხორციელებინათ, წმიდა სწავლებაზე და საეკლესიო სამართალზე დაყრდნობით, ეკლესიის შიდა პრობლემების მოგვარება და ქართული ეკლესიის უდიდეს სიმაღლეზე აყვანა. წმიდა გიორგი მთაწმინდელის დაწყებული საქმე, მხოლოდ შესაბამისი პირობების შექმნის შემდგომ, წმიდა არსენ იყალთოელისა და წმიდა გიორგი ჭყონდიდელის ძალისხმევით, საქართველოს ეკლესიის ღირსმა მამებმა განახორციელეს, ხოლო თვით წმიდა მეფე ეკლესიის შიდა საქმეებში არ ჩარეულა (ბიზანტიური და რუსული პრაქტიკისგან განსხვავებით, მას არ უცდია, ხელისუფლებისთვის დაექვემდებარებინა ეკლესია!), პირიქით, მაღალი იერარქები მიიწვია სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში.

მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ: ეკლესიის შიგნით არსებული პრობლემების მოგვარება იწყება გარედან ზეწოლის შემცირების პარალელურად. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით იმათ, ვინც თავს მიიჩნევს ეკლესიის შვილად და მრევლის წევრად, გავემიჯნოთ ანტიეკლესიური კამპანიის ორგანიზატორების გეგმებს! ნუ შევუწყობთ ხელს მათ! ჩვენი ენერგია მივმართოთ მათ წინააღმდეგ და შემდეგ, თავისუფალ გარემოში, ეკლესია თვითონ შეძლებს საკითხების გადაჭრას!

დღევანდელ დღეს ყველანი ვხედავთ, რა დიდ საქმეებს აკეთებს ასეთი ზეწოლის პირობებში საქართველოს ეკლესია კონკრეტული ადამიანისთვის, თავისი ერისა და სახელმწიფოსთვის. შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ თავისუფალ გარემოში რას გააკეთებს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმისთვის!

ანტიეკლესიური კამპანიის მესვეურთა ერთ_ერთი მთავარი ხელშემწყობი ამ ბრძოლაში, მრევლის საზოგადოებრივი პასიურობა და რელიგიური “ნელთბილობაა”. ეს ყოველივე ნათლად გამოჩნდა, როდესაც ზოგიერთი ჯგუფის წარმომადგენელმა საკუთარ თავს თავხედური და უხამსი საქციელის ჩადენის უფლება მისცეს, ხოლო მათი შემკავებელი და პასუხის მომთხოვი სამოქალაქო ძალა არ აღმოჩნდა.

ეკლესიის წევრებს და გულწრფელად მის გვერდში მდგომ ადამიანებს Uუნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიას დღეს ჰყავს ორგანიზებული, მოტივირებული და ეკლესიისა და სახელმწიფოს ნგრევისკენ მიზანმიმართულად მავალი მრავალი მოწინააღმდეგე, რომლებიც იყენებენ ყველა დაშვებულ თუ დაუშვებელ მეთოდს. ხოლო ეკლესიას, სამწუხაროდ, სამოქალაქო სივრცეში არ ჰყავს ერთგული, სტრუქტურირებული და ორგანიზებული პარტნიორი, რომელიც შეძლებს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მტრული ქმედების განეიტრალებას და მისცემს საქართველოს ეკლესიის ღირსეულ მოძღვრებს საღვთო და საერო ფუნქციების რეალიზების საშუალებას.

ამიტომ ჩვენ, ვინც ეკლესიის ერთგულ შვილად მივიჩნევთ თავს, ჩვენი რეალური ქმედებებით მოძალადეს უნდა გავუფანტოთ ილუზია იმისა, რომ მას ძალუძს, ისე მოექცეს საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ხალხს, როგორც სურს და, რომ მათი მოღალატური და დანაშაულებრივი რომელიმე ქმედება დაუსჯელი დარჩება! Aასევე, უნდა გავუფანტოთ ყველა შემცდარსა თუ ორგულს (შემოსილსა თუ შეუმოსავს) იმის ილუზიაც, რომ ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს!

ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება თავად მრევლის უნარს _ გაიცნობიეროს მის წინაშე მდგარი ამოცანა და პასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა მოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა, რომ თვალი გავუსწოროთ საშიშროებას და ამ კრიტიკულ დროს ვიმოქმედოთ ვითარების შესაბამისად. მრევლი ვალდებულია, თვითონ გახდეს ერის ინტერესების დამცველი და ეკლესიის პარტნიორი ამ ბრძოლაში, მოახერხოს გლობალური გამოწვევების ორგანიზებული დახვედრა და ეკლესიის საქმეებში გარედან ჩარევის აღკვეთა.

მამუკა გიორგაძე 15.02.2014

ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა”  07.01.2014

შორენა კოწოწაშვილი

ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან

_ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?

_ სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციათა ძალიან დიდი ნაწილი შეგნებულად ხუჭავს თვალს, ჩამოაყალიბოს ღირებულებათა სისტემა და ამის მიხედვით იქნეს თანმიმდევრულად შეფასებული თითოეული ინსტიტუტის საქმიანობა. ისინი ცდილობენ, კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარმოაჩინონ ამა თუ იმ ინსტიტუტის ნაბიჯები და შემდეგ დადონ დასკვნა. ეს ხდება შეგნებულად. აქ ვლინდება მათი, ერთის მხრივ ანტისახელმწიფოებრივი ბუნება, მეორეს მხრივ, ძირითადი ნაწილი ამ ე.წ. სამოქალაქო სექტორისა ავლენს დაინტერესებას. ისინი არიან მებრძოლი მხარე და როგორც წესი, პრაქტიკულად, ქართული სახელმწიფოს მოშლისკენ დგამენ ნაბიჯებს. ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ პრაქტიკულად არ ხდება საზოგადოებისთვის განმარტება იმისა, რაც უნდა იყოს მთავარი ფუნქცია სამოქალაქო სექტორისა, რა არის თვითონ პოლიტიკა, როგორ განვსაზღვრავთ ჩვენ პოლიტიკას. თუ ეს დეფინიცია იქნება ჩამოყალიბებული, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. პოლიტიკის განმარტება ჩვენ მოგვცა იოანე ბატონიშვილმა თავის ნაშრომში ,,კალმასობა”, სადაც პირდაპირ წერია: პოლიტიკა ეს არის საზოგადოების, მოსახლეობის ცხოვრების წესის განსაზღვრა. თუ ჩვენ ამ კუთხით შევხედავთ, მაშინ არათუ ეკლესია, არამედ ნებისმიერი ინსტიტუტი თუ კერძო პირი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში იმიტომ, რომ ცხოვრების წესის განსაზღვრა ეხება ყველას. ყველა ვალდებულია შეიტანოს თავისი წვლილი, რათა უკეთ უზრუნველყოს ყველასთვის მისაღები საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ სახელმწიფოებრივი ცხოვრება.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა რას მიაწერდით არასამთავრობოთა ნაწილის გაღიზიანებას სასულიერო პირების გარკვეული განცხადებებისა და მათი მხრიდან პოლიტიკაში ირიბი ჩარევის გამო?

_ ეს იმიტომ ხდება, რომ მათ უნდათ ხელი შეუშალონ ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას, ქართული საზოგადოების შიგნით თანხობის მოპოვებას, მთელი მოსახლეობის ჩართვას საზოგადოებრივ საქმეებში და პოლიტიკას წარმოაჩენენ როგორც ბრძოლას ხელისუფლებისათვის. ხელისუფლებისთვის ბრძოლაში კი მონაწილეობს გარკვეული წრე ადამიანებისა. ეს არის მცირე ჯგუფი, რადგან ყველას არ აქვს სურვილი იყოს დეპუტატი, მინისტრი და ა.შ. ყველას არ უნდა ხშირად ჩნდებოდეს მედიის წინაშე. აქედან გამომდინარე დღეს პოლიტიკა წარმოაჩინეს ბრძოლად ხელისუფლებსიათვის. ამ კონტექსტში ხელოვნურად აპირებენ შეზღუდონ წრე; ცდილობენ ისეთი ადამიანები და ინსტიტუტები დაუშვან ხელისუფლებისთვის ბრძოლაში, რომლებიც მათთვის სასურველ შედეგს მოიტანს. აი, ამ შემთხვევაში ეკლესია მათ წინ ეღობება იქიდან გამომდინარე, რომ ეკლესია ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ეკლესია ყველასთვის, არამხოლოდ პოლიტიკური წრეებისთვის, სახავს ცხოვრების ამაღლებულ სივრცეს, სახავს მიმართულებებს, რომელიც ხელს შეუწყობს იყოს ადამიანი ბედნიერი.

_ ანუ ხელისუფლებაში დასამკვიდრებლად სჭირდებათ გარკვეულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფებს ეკლესიასთან ბრძოლა?

_ რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ეკლესია ხელს უშლის მდაბალი ადამიანური ემოციების ფრქვევას; მერკანტილური იდეების წინა პლანზე წამოწევას.

_ ვერ ხვდებიან პოლიტიკაში დამკვიდრების მოსურნენი, რომ ეკლესიას მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს და ისინი თავიანთი ქცევით ამ ადამიანებში უკმაყოფილებას იწვევენ?

_ სწორედ ამიტომაც. იმიტომ, რომ ამ უდიდესი ინსტიტუტის არსებობა დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს ხელს უშლის არასახელმწიფოებრივი ზრახვების განხორციელებაში, ხელს უშლის იმ ნაბიჯების გადადგმაში, რომელიც მათ მიზნად აქვთ. როგორც წესი, ეს ე.წ. არასამთავრობო სექტორი თუ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, პრაქტიკულად, საქართველოს გარედან იმართება, ხოლო საქართველოს ეკლესიას გარედან ვერავინ წარმართავს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის ქრისტეს მისტიური სხეულია საქართველოში. აქედან გამომდინარე, შიდა და გარე ინტერესები ერთმანეთს ეჯახება. საქართველოს ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ერთადერთი უწყვეტი და თანმიმდევრული ინსტიტუტი იყო სახელმწიფოებრიობის მატარებელი. თვით ბოლშევიკური ათეიზმის დროსაც კი არ შეწყვეტილა ეკლესის არამარტო სახელმწიფოებრივი ფუნქცია, რელიგიური და აღმსარებლობითი ფუნქციის რეალიზება, არამედ სახელმწიფოებრივი ფუნქციის რეალიზება. სწორედ ამიტომაც დღეს მათ იციან, რომ ეს უდიდესი ინსტიტუტი, რომელიც თავის ცოდნას, გამოცდილებას, სახელმწიფოებრივ შინაგან ბუნებას მისტიურად გადასცემს თაობიდან თაობას. ეკლესიას არანაირი ტალახი არ ეცხობა ამა თუ იმ უღირსი ადამიანის იქ ყოფნით იმიტომ, რომ ეკლესია თვითგანახლებადია. როგორც ქრისტე არის მუდმივი, ე.ი. თანამედროვე, ისე ეკლესიაა მუდმივი და თანამედროვე. ვინც ეკლესიას ებრძვიან, ისინი ამბობენ შუა საუკუნეების სიბნელესთან ასოცირდებაო. არადა ამით ეკლესიას კი არ ებრძვიან, ქრისტეს ებრძვიან. მათთვის მთავარია, რომ არ იყოს თანამედროვე ეტაპზე საქართველოს ეკლესია გამომხატველი იმ უწყვეტობისა და იმ მისტიური კავშირისა ღმერთთან, რომ ის არ იყოს განახლების, წინსვლის და პროგრესის ავანგარდში.

_ ხელისუფლების შეცვლის შემდგომაც ჩანს, რომ ეკლესია კვლავ ერევა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში? გვახსოვს, წინა ხელისუფლების დროს ნაციონალების სერიოზული შეტევები ეკლესიაზე.

_ რა თქმა უნდა. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ხელოვნურად ხდება ეკლესიის შემოყვანა პოლიტიკურ სივრცეში. ეკლესია თვისი ბუნებიდან გამომდინარე, არ და ვერ შემოვა იმ სივრცეში, რასაც ხელისუფლებისთვის ბრძოლა ჰქვია. მათ კი უნდათ, რომ ეკლესია გახადონ მხარე. ეკლესია თავის მხრივ ცდილობს მხარე არ გახდეს და მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში. ამათ სჭირდებათ ეკლესია შეიტყუონ და როგორმე გახადონ თანამონაწილე ხელისუფლებისთვის ბრძოლისა, მაგრამ ჩვენი დედა ეკლესია, მისი უწმინდესობის სიბძნის და გამოცდილების წყალობით, ახერხებს, რომ აირიდოს შემოტევები როგორც მარცხნიდან, ისე მარჯვნიდან. როგორც ე.წ. ულტრალიბერალებიდან, ასევე ულტრაორთოდოქსებიდან, რომლებიც მიისწრაფვიან გახლიჩონ ეკლესია და ის ქმედუუნარო გახადონ. დღეს პრაქტიკულად ყველა, ვისაც ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობა არ უნდა, ავტომატურად ეჯახება საქართველოს ეკლესიას. თუ ეს წინა ხელისუფლების დროს ღიად ხდებოდა, დღეს შედარებით ფარულადაა. ფაქტი სახეზეა, თუნდაც კანონმა თვითმმართველობის შესახებ და მეშვიდე კარმა რეგიონალიზმთან დაკავშირებით, წარმოაჩინა ხელისუფლების ბუნება. პარლამენტში არ აღმოჩნდა ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა პოზიციას და ოპოზიციას, რომელიც ღიად და ცალსახად განაცხადებდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. მადლობა მათ ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ ამ კანონში ცვლილებები შესულიყო, მაგრამ ერთხელ არ დასმულა კრიტიკულად საკითხი, რატომ გამოვიდა საქართველოს ეკლესია და მისი უწმიდესობა ასე პრინციპულად ასეთი პირდაპირი გამოსვლით; სამწუხაროდ, ამაზე არავინ დაფიქრებულა. ამის შემდგომ არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც მაღალი ტრიბუნიდან იტყოდა, როგორ აკადრეს და გაუბედეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეურავხყოფა მცდელობისათვის, რომ საქართველო აეცდინა არასწორი გზიდან; მცდელობა, რომელიც განახორციელა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ამის საწინააღმდეგო შეფასებების გამო პრაქტიკულად პარლამენტში პროტესტი არ გამოთქმულა. ესაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ მაღალ ავტორიტეტს კათალიკოს პატრიარქს ვერ უბედავენ, მაგრამ იძულებული არიან გაითვალისწინონ მისი შენიშვნები. სხვათა შორის, მანამდე იგივე ჩვენც, სხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმაც რამდენიმე აქცია მოვაწყვეთ, სემინარი, კონფერენცია. Pოლიტიკურ სპექტრში ყური არავის შეუბერტყია საქართველოსთვის ამ საშიშ ტენდენციასთან დაკავშირებით. პატრიარქის ჩარევა გახდა საჭირო, რომ ეს ანტიქართული ტალღა შეჩერებულიყო. პატრიარქი, როგორც ძლიერი ძელქვა, ასე დახვდა ამ სტიქიას. მთელი ჭუჭყი, ტალახი თავის თავზე მიიღო, ხოლო პოლიტიკურ ჯგუფებში არ აღმოჩნდა ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც მკაფიოდ გამოხატავდა თავის სათქმელს, როგორ ბედავენ ეს ადამიანები და ასე ცინიკურად აფასებენ საქართველოს სულიერი წინამძოლის პოზიციას.

_ თქვენი პოზიცია გასაგებია, თუმცა დღეს სწორედ ის პოლიტიკური სპექტრია საპარლამენტო უმრავლესობაში, რომლებსაც ოპოზიციაში ყოფნისას არაერთხელ დასჭირდათ ეკლესიის დახმარება, პატრიარქის რჩევა. იგივე შიმშილობის აქციის დროს არაერთხელ მიმართეს პატრიარქს დღეს რა ხდება, ეკლესიით იმანიპულირეს?

_ რა თქმა უნდა, ეს აშკარად ჩანს. თუ ლოცვა-კურთხევას არ იღებ აქციის დაწყებაზე, შიმშილობა რომ გაგიჭირდება, მერე რატომ მიდიხარ თხოვნით? ეს ეკლესიისთვის არაფერია, ეს საერო, პოლიტიკაში ჩართული ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი პატრიარქის სიდიდე, რომ ამ ქცევას, ამ ტალახს ყურადღებას არ აქცევს, არაფრად აგდებს თავის ავტორიტეტს და სწორედაც, რომ ეს არის მისი ავტორიტეტის სიძლიერის საფუძველი. ამ ყველაფერს ვერ ხვდებიან ეს პოლიტიკური ჯგუფები და ეკლესიას უყურებენ გამოყენებითი თვალსაზრისით, რას მომცემს მე ეკლესიაო. ეს მათი ტრაგედიაა. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, როცა ასეთი ადამიანები არიან ხელისუფლების სათავეში.

_ მოდით ვისაუბროთ იმ პარაფირებულ დოკუმენტზე, რომელსაც ბოლო პერიოდში დიდი ხმაური მოყვა. გასაგებია, რომ საქართველომ ევროპული არჩევანი გააკეთა. როგორც ჩანს, ამ პარაფირების დოკუმენტში არის ისეთი საკითხებიც, რომლის მხარდაჭერის იმედიც ეკლესიის მხრიდან ხელისუფლებას აქვს. ყოველ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ერთერთ შეხვედრაზე პარაფირების დოკუმენტზე საუბრისას თქვა, რომ იმედი მაქვს ეკლესია გაგებით მოეკიდება ამ საკითხსო. თქვენი აზრით, ევროპული ღირებულებნების კუთხით შეიძლება საქართველოსთვის მტკივნეული თემები წამოვიდეს წინა პლანზე და ქართულ მხარეს თვალის დახუჭვა მოუწიოს იგივე რელიგიურ თემებზე, სექსუალურ უმცირესობებზე და ა.შ.

_ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი კითხვაა, მაგრამ მანამდე მინდა ერთი ჩანართი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს ეკლესიის ჩარევას პოლიტიკურ საკითხებში. ამბროსი ხელაიას, წმინდა პატრიარქის წერილი გენუის კონფერენციაზე იყო თუ არ იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეკლესიის ჩარევა. ან მარაბდის ველზე ოთხი ეპისკოპოსის თავგანწირვა იყო თუ არა საერო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევა. ჯერ გავაანალიზოთ და მერე დავასკვნათ, ეკლესია ერევა მხოლოდ იმ საქმეებში, რომელიც არის ქვეყნისთვუის მნიშვნელოვანი და რომლითაც განისაზღვრება ჩვენი ცხოვრების წესი, აწმყო და მომავალი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთ დოკუმენტში, როგორიცაა ევროკავშირთან ხელშეკრულება, საქართველოს ეკლესიის პოზიცია. მაგრამ, ამ ხელისუფლების უბედურება ის გახლავთ, რომ თავის დროზე არ განუმარტავს საზოგადოებისთვის, თუ რა დევს ამ დოკუმენტში. მეორეს მხრივ, არ მუშაობს იმაზე, რომ მოხდეს თანხმობა, თუ როგორ შეიძლება ჩვენ თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რომელიც შეიძლება მოყვეს ამ დოკუმენტში ჩადებულ პუნქტებს. კიდევ უფრო მეტი, როგორ გამოვიყენოთ ჩვენთვის სასიკეთოდ ეს პუნქტები. როდესაც ევროსაბჭოში შევდიოდით იმიტომ, რომ სომხეთზე და აზერბაიჯანზე რამდენიმე თვით ადრე შევსულიყავით, საქართველომ თავის თავზე აიღო ვალდებულება ე.წ. თურქი მესხების საქართველოში ჩამოსახლების შესახებ, რაც დავუშვათ იგივე სომხეთს არ გაუკეთებია. ამით რისი თქმა მინდა: საქართველოს ხელისუფლება ქმნის პრობლემებს და შემდგომ ამ პრობლემებს სხვას აბრალებს ისევე, როგორც ეს პუნქტი გახდა თავის დროზე, მაშინ ჩვენ პარლამენტის წევრები ვიყავით, ან ამ მუხლით უნდა გაგვეკეთებინა ხელშეკრულების რატიფიცირება, ან საერთოდ უარი უნდა გვეთქვა ევროსაბჭოში გაწევრიანებაზე. იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეთქვა კავკასიაში პირველები ვართ, ვინც ევროსაბჭოში შევიდაო და ამით თავი მოეწონებინა, ასეთი მძიმე პუნქტი შეიტანა ქართულმა მხარემ ხელშეკრულებაში. არადა ქართულ მხარეს შეეძლო რამდენიმე თვე ემუშავა და ევროპული მხარე დაერწმუნებინა მთელ რიგ საკითხებში. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენთან კლანურ ინტერესებს ეწირება პოლიტიკური ინტერესები და ხელისუფლების მერკანტილურ ინტერესებს კი მთელი საქართველო. საინტერესოა, რატომ არ აუხსნა საზოგადოებას ხელისუფლებამ პარაფირებულ დოკუმენტში ის პუნქტები, რაც შეიძლება საკამათო გამხდარიყო. იცის ქართულმა საზოგადოებამ, რაზე მოაწერეს ხელი? თუ იცის იუსტიციის მინისტრმა, რომ რაღაც სადაო პუნქტებია, იქნებ მანამდე ქართულ საზოგადოებასთან გაევლო კონსულტაცია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ასე ეპყრობა ქვეყანას და ფაქტის წინაშე აყენებს მოსახლეობას. დღესაც, შესაძლებელია, რომ ინტენსიური კონსულტაციებით კონსენსუსი იქნეს მიღწეული. საუბარია იმაზე, რომ პრაქტიკულად მაშინ, როდესაც საერთოდ არ არის მოთხოვნა ევროპიდან, იგივე ევროსაბჭოს, ეუთოს დასხვა დოკუმენტებში პირდაპირ არის ნათქვამი რეკომენდაცია, რომ ყველა ეკლესიამ უნდა დაიკავოს ის ადგილი სახელმწიფოს ცხოვრებაში, რაც მას უკავია სახელმწიფოს ჩამოყალიბების დროს გაწეული შრომის შესაბამისად. არსად არ არის ევროპაში, რომ არ იყოს გამოკვეთილი დომინანტი ეკლესია. ჩვენი ე.წ. ნეოლიბერალები ცდილობენ, რომ აქ ყველაფერი იყოს თანაბარი ყველა ეკლესიისთვის. მთელი უბედურება ის არის, რომ ხელისუფლება ერთის მხრივ, ხელს უწყობს პროვოცირებას, მეორეს მხრივ, აგზავნის მოხსენებებს, თუ რაოდენ არატოლერანტულია ქართველი ერი.

_ რადგან არატოლერანტულობაზე ვსაუბრობთ, შეიძლება ევროკავშირის მოთხოვნებში იყოს ერთსქესიანთა ქორწინების დაშვება და ქართულმა მხარემ ამ კუთხით ვალდებულება აიღოს?

_ მსგავსი მოთხოვნები ევროპას ჩვენთვის არასოდეს დაუყენებია. ხელოვნურად ხდება საქართველოს ჩამოცილება ევროპული სივრცისაგან. გახსოვთ, კიევის მოვლენებისას, პრემიერი აზაროვი და თქვა: ხალხო, აქ წერია ერთსქესიანთა ქორწინების შესახებო. არავინ არ გვთხოვს ამას. ჩვენ გვთხოვენ იმას, რომ რელიგიური, სექსუალური თუკი სხვა მიზეზების გამო არ ხდებოდეს ქუჩაში ადამიანების ცემა, არ იყოს რეპრესიები და ა.შ. რაც, პრაქტიკულად, საქართველოში არც ხდება. ეს არის ხელოვნურად გაბუქებული პრობლემა. ეს არის შეფარვით თუ ღიად პრორუსული ძალების ქმედებები, რომ თითქოს დავუშვათ ერთსქესიანი ევროპა ისეთივე საშიშია ჩვენთვის, როგორც დამპყრობელი რუსეთი. ეს ერთმანეთის საპირწონე არ არის. ჩვენ არავინ გვაძალებს იმაზე, რომ ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინება დავუშვათ. არავინ გვაძალებს იმას, რომ ჩვენი უბიწოება არ დავიცვათ, ეს ჩვენი პირადი საქმეა.

ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა

შიგა დუღილის პროდუქტად

I

გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და

არარსებული ბედნიერ მომავალს ველით

ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს მაგა- ლითი ამის ნათელი დასტური გახლავთ). საჭირო იყო გაგვეგრძელებინა წინსვლა, რათა ჩამოყალიბებულიყო თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, განვითარებული ეკონომიკა, კონსტიტუციური სამართალი, რომელიც ქრისტია- ნულ მორალზეა დამყარებული, ანუ, ყველაფერი ის, რითაც ჩვენ დამოუკი- დებლობისათვის ბრძოლის დასაწყისში ღმერთის და ცივილიზებული სამყაროს წინაშე წარვსდექით. რეალურად კი ჩვენ საბჭოთა კომუნისტური რუდიმენტის, გარეგნულად სახეცვლილი ბოლშევიკურ ტოტალიტარული მმართველობის, ანტიმართლმადიდებლური და ანტიქართული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში აღმოვჩნდით ჩართულნი.

ჩვენ თავს მოგვახვიეს თამაშის წესები, რომლებიც ძირითად სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის დედახაზს გვაცილებს. ჩვენ არ ვსაუბრობთ ჭეშმარიტ ღირებუ- ლებებზე (თუ ვსაუბრობთ _ მხოლოდ ზედაპირულად და ფრაგმენტულად, ლოზუნგების დონეზე და ისიც _ რეალური მიზნების დასაფარად ან უბრალოდ, სალაპარაკოდ, დროის გასაყვანად). ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდით თუ რა არის მთავარი, რა ღირებულებები უნდა დაედოს ჩვენს ცხოვრებას და ქართული სახელმწიფოს მშენებლობას საფუძვლად და რა უნდა იყოს ის მთავარი ქვაკუთხედი, რაზედაც სინამდვილეში ჩვენ ქართული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდით განვითარების ძირითადი ვექტორის განსაზღვრაში და, სამწუხაროდ, რეალურ პოლიტიკად სწორედ ის თავს მოხვეული თამაშის წესი და შემოთავაზებული პირობები მივიღეთ.

დღეს პოლიტიკად კი მხოლოდ ხელისუფლებისათვის ბრძოლა არის მიჩნეული (უმეტესობისათვის პოლიტიკა ბიზნესია). Pოლიტიკური ძალების და საზოგადო- ებრივი ჯგუფებისთვის ამოსავალ წერტილად იდეოლოგიური ხედვები და საპრო- გრამო პრინციპები კი არ ხდება (რაც ჯანსაღი პოლიტიკური პროცესია), არამედ დამოკიდებულება მმართველ ძალასთან.

ხელისუფლებისათვის ბრძოლის სპექტაკლების მიღმა კი რეალური ბრძოლა მიმდინარეობს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის წინააღმდეგ. ამ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად გარედან მართული ის პოლიტიკური ჯგუფები და კერძო პირებია დაშვებული, რომელთაც ამ სპექტაკლებში როლი აქვთ მიკუთვნებული: ნაწილს მთავარი, ზოგიერთს ეპიზოდური, უმრავლესობას მეორეხარისხოვანი(მასა საჭიროა ანტურაჟისათვის). მათთვის მხოლოდ ის არის ნებადართული, რაც მათი პატრონების მიერ სახელმწიფოებრიობის აღებულ ძირითად მოდელს არ ეწინააღმდეგება. მთავარი მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ასეთი პოლიტიკური ჯგუფი, არის შემდეგი: ის ადვილად სამართავი უნდა იყოს და მოცემულ მომენტში მისი ყიდვა, დაშინება ან მასთან გარიგება უნდა შეიძლებოდეს. ხანდახან ზოგიერთ პოლიტიკურ გაერთიანებას, ჯანსაღს, მაგრამ ნებელობის დეფიციტის მქონეს, სპეციალურად იწვევენ კონკრეტული მიზანსცენისთვისაც, რათა რეალურ და ჯანსაღ ოპოზიციურ გაერთიანებაში არ მიიღოს მონაწილეობა.

..და მდიდრდება სხვისი არმიები ქართველი მამლუქებით, ადრე თუ ძალით მიჰყავდათ ლაშქარში, დღეს ნებაყოფლობით ვმამლუქობთ პრორუსული თუ პროდასავლური, ლიბერალური Dთუ კონსერვატორული დროშების ქვეშ. ხშირად ერთიდაიგივე თანამედროვე მამლუქი ხან ერთი დროშის ქვეშ იბრძვის, ხან მეორის, შეკვეთას და თანხას გააჩნია (პოზიციის ხშირი ცვლილების “ეროვნუ- ლი” აუცილებლობით, დროის მოთხოვნით ან “ხალხის შეკვეთის” სახელით მოტივირებას, თუ ტელევიზიები ხელს გიწყობენ, რა უნდა).

ამ ვითარებაში კი, როდესაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის ფიზიკური არსებობისთვის ბრძოლა მთავარ მამოძრავებელ ინსტინქტად იქცა, შეუძლებელი ხდება ძველი სისტემის ნანგრევებზე ახალი ცივილიზებული და ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესის დაწყება. ეროვნული აღმავლობა და ეროვნული და დემოკრატიული ღირებულებები, რომელიც თავის დროზე ტოტალიტარული და დიქტატორული ანტიეროვნული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა, ეროვნული ნიჰილიზმით შეიცვალა. ასეთივე ბედი ეწია თავის დროზე მოსახ- ლეობის საკმაოდ ფართო ფენებში აღიარებულ ლოზუნგებსა და იდეალებს.

თვალდახელშუა გვეცლება იმპერიის რღვევის პროცესისა და ათეული წლობით პატრიოტთა თავდადებული ბრძოლის შედეგი – საქართველოს სახელმწიფო, მასთან დაკავშირებული დამოუკიდებლობა, დემოკრატია და ეკონომიკური კეთილდღეობა. საბოლოო ჯამში ხდება ის, რომ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში აქ, საქართველოდ წოდებულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, შეიძლება აშენდეს სახელმწიფო, მაგრამ საკითხავია, რამდენად იქნება ეს ქართული სახელმწიფო.

ჩვენ ვართ სერიოზული საფრთხის წინაშე, კვლავ დადგეს 25 თებერვალი, ოღონდ ფორმა იქნება უფრო “ცივილიზებული”. ეს არ იქნება პირდაპირი აგრე- სია, ყველასთვის დასანახი ოკუპაცია, არამედ პერმანენტული ყოველდღიური დათმობებით სახელმწიფოებრიობისა და ქართული ცნობიერების შეუმჩნეველი დაკარგვა. ერთ დღეს უცებ აღმოვაჩენთ, რომ ყველაფერი დამთავრდა.

აუცილებელია ხაზგასმით ითქვას, რომ ეს არ არის ობიექტურ გარემოებათა გამო შექმნილი მიზეზები, ეს არის დაინტერესებული ჯგუფების მიერ ხელოვ- ნურად შექმნილი ატმოსფერო, რომელიც უკვე წინასწარ კარგად განსაზღვრულ მიზანს ემსახურება. ჩვენი საზოგადოების ცხოვრება საქართველოს საზღვრებს გარეთ ჩამოყალიბებულY და სახელისუფლებო კასტის მიერ მართულ ჩარჩოში მიმდინარეობს და მეყსეულად ისჯება ამ ჩარჩოდან გამოსვლის მცდელობაც კი.

რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვეხვევით ობობის აბლაბუდაში. ადამიანები ზოგი შიშით, ზოგი ცდუნებით, ზოგი დაღლილობისა და უიმედობის გამო, ზოგი ავადმყოფობის და ფიზიკური უძლურების გამო ჭეშმარიტ იდეას, ქართულ საქმეს ვეღარ ემსახურებიან. ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც, ჯანსაღ ვითარებაში, ქართული იდეის ხორცშესხმისათვის გამოდგებოდა. ადამიანებზე, რომლებიც 20 წლის წინ მზად იყვნენ რუსეთის ტანკებს ჩაწოლოდნენ თანამებ- რძოლებისა და საქართველოს დასაცავად, დღეს ბედნიერად რაცხენ საკუთარ თავს, თუ რუსეთის ან მისი ხელდასმული ადგილობრივი ჩინოვნიკები გაუღიმე- ბენ, მით უმეტეს, თუ დააფინანსებენ.

წლების განმავლობაში პრობლემების სათავე ხელისუფლების არაეროვნული მენტალიტეტი და მმართველობაში დამოუკიდებელი პიროვნებების დეფიციტია. სახელისუფლო კლანები მაქსიმალურად ცდილობდნენ საკუთარი მიზნების მიღწევას, _ სკამებისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად, საკუთარი კეთილ- დღეობის სანაცვლოდ აფერხებდნენ ქვეყნის განვითარებას. მოსახლეობას უკიდურეს გაჭირვებაში ამყოფებდნენ. ახდენდნენ ეროვნული იდეის დისკრედიტა- ციას ან ეწეოდნენ მისით სპეკულირებას და არაქართული ცხოვრების წესის პროპაგანდირებას.

მმართველი ძალა არის ერთი პიროვნების ირგვლივ ამორფული და ერთჯერადი ამოცანის გადასაწყვეტად შექმნილი ადამიანთა არამყარი ერთობა (რომელიც ამ პიროვნების გამოჩენით იქმნება და ასპარეზიდან წასვლისთანავე ქრება და მისი ძირითადი ნაწილი შემდგომი ხელისუფალის დაქვემდებარებაში გადადის). ისინი ცხოვრობენ პირადი ერთგულების და პირადი მიზანშეწონილობის პრინციპით. მათს დაჯგუფებებში წევრიანდებიან “მეტნაკლებად თავმომწონე და თავმოყვარე უთავოები” (გ. დოჩანაშვილი) პირადი კეთილდღეობისთვის. თამაშის წესებიც გარკვეულია _ ხმის ამოუღებლად ემსახურები პატრონს, სანაცვლოდ გაქვს შესაძლებლობა იკვებო ბიუჯეტიდან, თუ ერთგულებაში ეჭვს შეიტანენ გადაგაგდებენ (თუ საშიში ხარ ან სხვის დასაშინებლად შეიძლება დაგიჭირონ კიდეც), აღარ იქნება პატრონი კეთილდღეობის გარანტი, წახვალ “ოპოზიციაში”. (ზოგადსაკაცობრიო ან ეროვნული მიზეზის მოფიქრებას რა უნდა). ამიტომაც არც “მოქალაქეთა კავშირი” და არც “ნაც მოძრაობა” არ ჩამოაყალიბეს კლასი- კური ტიპის პარტიად, საკუთარ პარტიასაც არ ენდობიან (ბრძოლის ანტურაჟის- თვის ერთჯერადი გამოყენების ე.წ. არასამთავრობო სექტორი, “რევკომი”, “კმარა” და ა.შ. ჯგუფებიც საკმარისია). არც სჭირდებათ ზედმეტი თავსატეხი და პასუხისმგებლობა, ისედაც ქვეყანა გარედან იმართება, ხელისუფლებაში მოსვლისათვის სულ არ არის საჭირო მათი პოლიტიკური პროგრამების მოსახ- ლეობის უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა და გამართული პარტიული სტრუქტურა. ასეთი ორგანიზაციებისთვის და ასეთ პოსტტოტალიტარულ საზოგადოებაში ხელისუფ ლებაში მოსვლისთვის ერთადერთი ფორმაა დაშვება (მთავარია პატრონებთან ურთიერთობა გაარკვიო, დანარჩენი ტექნიკის საქმეა).

ამიტომაც, პოლიტიკურ, აკადემიურ თუ მედია სივრცეში არ მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რითი უნდა განსხვავდებოდეს “ყოფილი საბჭოურ-ბოლშევიკური” და “დღევანდელი დემოკრატიული” საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლისა და სახელმწიფოს მართვის არსი ერთმანეთისგან.

არ ვსაუბრობთ იმ ძირითად მახასიათებლებზე, რითაც არსებული პოლიტიკური გარემო გამოირჩევა:

ფაქტობრივად ერთპარტიული სისტემა;

პარტიული, სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურების შერწყმა;

მმართველი პოლიტიკური ძალისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაიგივება;

გადაწყვეტილების მიღება არა საერთო სახალხო განხილვით, არამედ პოლიტი- კური “კლანის” ვიწრო ჯგუფის მიერ, და შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების ფართო პროპაგანდირება;

პოლიტიკურ ძალთა შორის კონკურენციის ნაცვლად ბელადიზმის დანერგვა;

საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების დამოკიდებულება-მიბმა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე;

ეკონომიკის მართვაში კლანური პრინციპების დამკვიდრება;

მას-მედიის სრული მონოპოლიზება;

კადრების დაწინაურება არა კომპეტენციის, არამედ კლანური და პირადი ერთგულების მიხედვით;

შიდა და გარე მტრების ძიება და ყველა პრობლემის მათზე გადაბრალება;

დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს არარსებობა;

პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანთა დევნა;

ადგილობრივ თვითმმართველობასა და ძალოვან სტრუქტურებზე სამოქალაქო კონტროლის არარსებობა;

ყველა სფეროში მონოპოლიზებული და არა კონკურენტული გარემოს არსებობა;

სიტყვით და პროპაგანდით პროგრესული (დღევანდელ დღეს “პროდასავლური”) კურსი, რეალურად კი საბჭოურ-ბოლშევიკური სისტემის განმტკიცება და სხვა მრავალი კომპონენტი, რითაც “ყოფილი” და “დღევანდელი” რეჟიმების იდენტურობა მტკიცდება.

უფრო და უფრო აქტიურად ხორციელდება ტრადიციული ურთიერთობებისა და ეროვნული ფასეულობების მოშლა, რითაც ჩვენი ერის თვითმყოფადობაა გამო- ხატული და რითაც თითოეული ქართველის იდენტობა განისაზღვრება, რითაც ჩვენ ჩვენი თავი მოგვწონს და გვიყვარს. მიმდინარეობს საქართველოს სულიე- რების, ინტელექტუალურობის, ცნობიერების ანექსიისა და ოკუპაციის მორიგი “პროექტი” (ადრე ამას ომს უწოდებდნენ!), რაც საბოლოო ჯამში შედეგით იმაზე უარესი იქნება, ვიდრე იყო საბჭოთა ოკუპაციის ან საქართველოს ისტორიის სხვა ყველაზე მძიმე პერიოდებში (როცა ეხებოდნენ წმიდათაწმიდას _ ქართულ სულს და ქართული სახელმწიფოებრიობის ძირითად საყრდენ-საფუძველს _ მართლმადიდებელ ეკლესიას).

დაიკარგა საერთო ეროვნული ორიენტირი, ხოლო, ჭეშმარიტ ორიენტირებს მოკლებული ყოველი საზოგადოება თუ სახელმწიფო განწირულია მარცხისთვის, საკუთარი მეობისა და თვითმყოფადობის დაკარგვისათვის.

გიორგი ჭანტურიამ თავის ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე ჰამლეტის სიტყვები წარმოთქვა: “ცუდ ამბებს ვხედავ და კვლავ უნდა ცუდს მოველოდეთ”. სწორედ ამ ცუდის განჭვრეტას შეეწირა ის.

ფაქტია, რომ საფრთხეები (ბოროტება) მატულობს, უფრო და უფრო დახვეწილ, მაცდუნებელ ფორმებს ღებულობს და თავისი ჩასახვის ადგილიდან ეპიდემიის მსგავსად შორს, სხვა კონტინენტებზე, სხვა სახელმწიფოებში და ხალხებში ვრცელდება. ამგვარად იწყება ფსევდოინტელექტუალური და ფსევდოჰუმანის- ტური სხვადასხვა ”ბრწყინვალე” ყალბი იდეების პროპაგანდირება.

საზოგადოების ნაწილი ცდილობს ჭეშმარიტი ღირებულებების დაცვას. ის ადექვატურ შეფასებას ახდენს და მზად არის რეაგირება მოახდინოს: ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, გახშირებულ მკვლელობებზე, ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიულად ტრადიციული საფუძვლების შეურაცხმყოფელი განცხადებებზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებისადმი ხელისუფლების აშკარად მოღალატურ პოზიციაზე, ქვეყანაში გამეფებულ უკანონობებზე, მძიმე კრიმინოგენულ ვითარე- ბაზე, სოციალურ დაუცველობაზე, ახალგაზრდების ცნობიერების არასასურველი მიმართულებით ჩამოყალიბებაზე, რასაც სპეციალურად შექმნილი გარემო უწყობს ხელს; იმ მიზეზებზე, რამაც ასე გააცივა და გააუკუღმართა ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობები, და სხვა პრობლემებზე, მაგრამ თავის თავში ვერ პოულობს ძალას, არ ყოფნის რწმენა, თავისუფლება და ბრძოლისუნარიანობა, ზემოთქმულზე რეაგირებას კი მხოლოდ პოლიტიკურ ორგანიზაციათა და პირადად დაზარალებულთა ვიწრო წრის პრეროგატივად მიიჩნევს.

ამგვარი დამოკიდებულება კი გარე ძალებისა და მათი მარიონეტი ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ნოყიერი ნიადაგია ოპოზიციური აზრის მანიპულირების- თვის, შესაბამისად, _ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული საქმიანო ბისთვის, მით უმეტეს, რომ საზოგადოებას არ აქვს ობიექტური და ამომწურავი ინფორმაციის მიღების საშუალება (ვინაიდან მედია-საშუალებები, განსაკუთრებით ტელევიზიები მონოპოლიზებულია), რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს პროგრესული ინიციატივის ბლოკირებასა და ჭეშმარიტი ეროვნული ღირებულებების ვერ დაცვას.

სახელმწიფომ შექმნა თავისი მორჩილი და მსახური საზოგადოება, რომელიც პირადი მიზანშეწონილობის, მხოლოდ პირადი ინტერესების დაცვის პრინციპით ცხოვრობს.

II

დღეს ჩვენ თავს მოგვახვიეს თამაშის წესები,

რომლებიც გვაცილებენ ძირითად ქართულ დედახაზს

ქართველმა ხალხმა უნდა გაიცნობიეროს საფრთხე. უნდა გავიცნობიეროთ, რომ შეტევა ხორციელდება თითოეული ადამიანის აზროვნებაზე, ამიტომაცაა ყოველი ჩვენთაგანის გული და გონება ამ ბრძოლის ასპარეზი. ესა თუ ის პიროვნება ან რჩება ქართველად, ან _ თავისი შინაგანი სისუსტის, ცთუნებისა და მიმბაძველობის გამო _ იცვლის ღირებულებათა სისტემას.

უნდა გავიცნობიეროთ, რომ მტრის ბრძოლის არსი და მიზანი იგივეა _ ქართვე- ლი ერის ისტორიული განვითარების არეალში, მისი სისხლით და ოფლით გაჯერებულ მიწაზე ქართული სახელმწიფოს საფუძვლების მოშლა, ეროვნული ცნობიერების შეზღუდვა და დამანგრეველი იდეოლოგიების სტიმულირება! მხოლოდ დაპყრობის ფორმები და ბრძოლის მეთოდები იცვლება. ის დრო წავიდა, როცა სახელმწიფოებს მხოლოდ იარაღით, ომით, ჯარის შეყვანით იპყრობდნენ, რათა თავისი გავლენის ქვეშ მოექციათ და დამპყრობისთვის სასურველი პოლი- ტიკური თუ იდეოლოგიური ხაზისთვის დაექვემდებარებინათ. დღეს ინფორმა- ციული, იდეოლოგიური და კულტურული ექსპანსია მიმდინარეობს, სულიერი ოკუპაცია და ჭეშმარიტი ღირებულებების ფსევდოღირებულებებით ჩანაცვლება ხდება; მიმდინარეობს მასების ცნობიერების ზომბირება; ხორციელდება ქვეყნე- ბის ეკონომიკისა და ფინანსური მდგომარეობის კონტროლის ქვეშ მოქცევა; პრაქტიკად იქცა ხელისუფლების `დასმა~ და სხვადასხვა არასამთავრობო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახით `მეხუთე კოლონების~ შექმნა, რომელ- თაც, ცხადია, ყოველმხრივი და განსაკუთრებული ხელშეწყობა აქვთ. შედეგად, ტერიტორიები და ქვეყნები ან თავისთავად ხდებიან დაპყრობილნი და მათი გავლენის ქვეშ მოქცეულნი, ან იოლდება მათი დაპყრობა.

ტელევიზია, კინო, ეკონომიკა, ფული, კულტურული ასიმილაციის მექანიზმები, არაჯანსაღი “თავისუფლება”, ფსევდოდემოკრატია, უცხო და მიუღებელი ურთიერთობების დანერგვა უფრო ქმედითი იარაღია, ვიდრე ის ძველი, ჩვენს ფსიკიკაში არსებული ფორმები (თუმცა როცა სჭირდებათ, არც მათზე ამბობენ უარს), რომლებიც ჩვენ გასულ საუკუნეებში გვახსოვს.

“უხილავი” რეჟისორი და სცენარისტი შეგნებულად დრამატულ სპექტაკლებს აწყობს, რათა ჩვენ, მთლიანად პირად პრობლემებში ჩაძირული საზოგადოება, არ დავფიქრდეთ, სად არის ამ პრობლემის სათავე და მისი მოგვარების გზები, ინიციატივიანმა ადამიანმა არ იფიქროს, რომ თვითონ გახდეს თავისუფალი და ამა თუ იმ პროცესის წარმმართველი, არ ჩაუდგეს სათავეში ამა თუ იმ მოვლენას.

როცა აღნიშნული ძალა შეატყობს, რომ საზოგადოება აღარ ექვემდებარება ძველი ფორმით მართვას და მზად არის გადაწყვიტოს მის წინაშე არსებული ნამდვილი პრობლემა, ან იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ შეიძლება, თუნდაც შემთხვევით, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, მაშინვე სთავაზობს საზოგადოებას რეჟისორისთვის სასურველ მიმართულებას: ხელს უწყობს კონტროლირებული საპროპაგანდო საშუალებებით ემოციების ფუჭ ფრქვევას და მერე უკვე, ამის შედეგად, ეროვნული ენერგია იმ მიმართულებით წაიყვანოს, რა მიმართულებითაც რეჟისორს აწყობს და მიაჩნია საჭიროდ.

`სცენარის ავტორი და რეჟისორი~ ჩვენ იმ მდგომარეობაში გვაყენებს, როდესაც ზუსტად იმ ქმედებებს ვახორციელებთ, რომელიც მას უნდა. იოლად მანიპულირებადი ვხდებით: თითქოს ჩვენი პრობლემების მოგვარებისთვის ვიბრძვით, სინამდვილეში კი ჩვენივე ინტერესების საწინააღმდეგოდ, უკეთეს შემთხვევაში _ დროებითი დაკმაყოფილებისთვის, ვმოქმედებთ.

სპექტაკლი მხოლოდ რეჟისორისთვის და სცენარისტისათვის არის მისაღები, მონაწილეთათვის კი სულიერი, ფიზიკური და სისხლიანი დრამაა. სისხლიანი დრამაა იმ ქართველებისთვის, რომლებიც ძმათამკვლელ ომში გადაერთნენ, სისხლიანი დრამაა მათთვის, ვინც შეეწირა ამ ყოველივეს. დღესაც მოუშუშებელია ის ჭრილობები, რომელიც 1990_92 წლის და მის შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა; აფხაზეთისა და ცხინვალის დაკარგვას; 1998 წლის გალის მოვლენებს; 2004 წლის ცხინვალის საბრძოლო მოქმედებებს და თუნდაც ამ ე.წ. “2003 წლის რევოლუციას”……

ჩვენთვის შემოთავაზებულ გეგმაში, საქართველოს და ქართველი ხალხის გაბითურების გეგმაში, თვითონვე ვმონაწილეობთ. შესაბამისად, ჩვენთვის დამახასიათებელი ტემპერამენტით ხელს ვუწყობთ ჩვენს მტრებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული სულისკვეთების მოშლას გეგმავენ.

მიუხედავად მწარე გამოცდილებისა, დღესაც იმავეს ვაკეთებთ და მორიგ სპექ- ტაკლში ვღებულობთ მონაწილეობას. ეს დაახლოებით იგივეა, როცა იმპერატო- რი გლადიატორებს აჩხუბებდა. დღესაც ვუყურებთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ერთმანეთთან “ხელჩართულ ბრძოლას”_ დებატებს და პაექრობას. მაშინდელი გლადიატორები პირად სიცოცხლეს აგდებდნენ საფრთხეში(თუმცა ფორმის შენარჩუნებისთვის მათაც კომფორტულ გარემოში აცხოვრებდნენ), დღევანდელები _ სხვის ცხოვრებას უქმნიან საფრთხეს. “ცნობადი სახეები” და ზოგიერთი პარტია თანამედროვე გლადიატორების ფუნქციას ასრულებენ, რომ- ლებიც იმპერატორებს ემსახურებიან, საზოგადოების ყურადღებასაც იპყრობენ გარკვეული დროით და თან პირად კეთილდღეობასაც უზრუნველყოფენ.

შეგნებულად იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია. პროცესებში ბოლომდე გაუცნობიერებული, მაგრამ გულწრფელად ჩართული ხალხი, მისდაუნებურად,A მიმზიდველი და შთამბეჭდავი სპექტაკლების მონაწილე ხდება. იძულებით ჩაგვაყენებენ არაბუნებრივ მდგომარეობაში და ამ ვითარებაში მყოფები ვიღებთ უკვე ამ მდგომარეობის შესაბამის ბუნებრივ გადაწყვეტილებებს. საერთო ეიფორიის და აღტყინების პირობებში ჩვენ ხელიდან გვეცლება მთავარი საგანი, რის გამოც თითქოს ამ პროცესებში ვართ ჩართული _ საქართველო!

ფარსი და რეალობა. ისევე, როგორც თავის დროზე, ძალიან ბევრი ქართველი ურდოში, ისპაჰანში, სტამბულში, კრემლში საკუთარი ამბიციების გამო ყველაფერზე აწერდა ხელს, ყველაფრისათვის მზად იყო, რათა თანამდებობა მიეღო. მრავალი ქართველი ჩამდგარა და დღესაც დგას ამ რიგში. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოს ხელისუფლებაში მოხვდნენ და საკუთარი ერის და ქვეყნის გაწირვაზეც არ იტყვიან უარს. მრავალია ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა, გააჩნია რამდენს გადაუხდიან, რა თანამდებობაზე მოიყვანენ, და გააჩნია, თავად ისინი რა დიაპაზონის და შესაძლებლობების ადამიანები არიან.

ყოველივე ზემოთქმულის ნათელი მაგალითია 2003 წელს განვითარებული მოვლენები. ძნელად წარმოსადგენია, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით ე. შევარდნაძე თავის მემკვიდრეს დატოვებდა და ეს უკანასკნელი გარანტირე- ბულს გახდიდა მის კეთილდღეობას და ანტისახელმწიფოებრივ კურსს. არსე- ბობდა “არაკონტროლირებული” ძალების გამარჯვების რეალური “საფრთხე”. არჩევნების გზით, მოსახლეობის თავისუფალი ნების გამოხატვით მოსული ხელისუფლება არ შეარჩენდა მას, მისი ოჯახის წევრებს და მის გარშემო არსებულ კლანებს იმ უკანონობებს და დანაშაულობებს, რომლებიც მათ ჩაიდინეს. არ გააგრძელებდა ქვეყნის დამღუპველ ანტიქართულ კურს.

იმის გამო, რომ ე. შევარდნაძე და გარე ძალები არჩევნების გზით (რომელიც ერთ წელიწადში უნდა გამართულიყო) მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალის გამარჯვების გარანტიას ვერ მიიღებდნენა, მით უმეტეს 1999 წლის საპარ- ლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რეალური შედეგები მათ ძალიან კარგად იცოდნენ, საჭირო იყო არჩევნებამდე მომხდარიყო ხელისუფ- ლების გარანტირებული გადაბარება და შემდეგ ჩატარებული არჩევნებით მისი ლეგიტიმაცია. (იგივე განხორციელდა რუსეთში ელცინ_პუტინის და პუტინ-მედვედევის შემთხვევაშიც, მაგრამ იქ ეს პირდაპირი მემკვიდრის დამკვიდრებით მოხდა, რაც საქართველოში რთულია, საქართველოში, ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით, ძირითადად, “ოპოზიციიდან” ირჩევენ მემკვიდრეებს).

რეალურმა ოპოზიციურმა ძალებმაც ვერ მოახერხეს ვითარების გამოყენება. გასათვალიწინებელია დამოუკიდებელი ეროვნული ძალების სისუსტეც, რომლებმაც ხელი ვერ შეუშალეს ამ პროცესს.

2003 წლისათვის განხორციელდა პროექტი “ვარდების რევოლუცია”. შემუშავე- ბული იქნა შესაბამისი სცენარი და დაიწყო მისი რეალიზება. დაიწყეს სააკაშ- ვილის და ჟვანიას ჯგუფების, არასამთავრობო სექტორის აქტიური მომზადება. “მოქალაქეთა კავშირის” ორ ჯგუფს შორის ბრძოლის სპექტაკლი ძალიან ცოც- ხალი, მიმზიდველი და დრამატული გამოდგა (სხვანაირად იგი დამაჯერებელი ვერ იქნებოდა). ჟანრის კანონების სრული დაცვით (ჩხუბი, ლანძღვა-გინება, მიტინგი, “გაბრაზებული ხალხი”, პარლამენტში შევარდნა, ამერიკა-რუსეთის საეჭვოდ თანხვდენილი ყურადღება, დევნა-დაპატიმრება, ფულის წართმევა და სხვა). თუმცა ე. წ. “ვარდების რევოლუცია” მხოლოდ იმ ადამიანებისთვის გამოდგა ძალიან მტკივნეული და ძვირი, ვინც თავისუფლებაში მილიონობით დოლარი გადაიხადა. ესეც ძალინ მნიშვნელოვანია, რადგანაც ე. შევარდნაძეს და მის ჯგუფს თავისუფლად შეეძლო ეს ფული არჩევნების გზით ხელისუფლების შენარჩუნებისათვის გამოეყენებინათ, უფრო ორგანიზებული და მიზანსწრაფული ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს მათ ვერ გააკეთეს, ვერ დაუმტკიცეს სცენარისტსა და რეჟისორს თავიანთი აუცილებლობა. ვერ დაუმტკიცეს, რომ უკეთ შეძლებდნენ ხალხის ემოციების მართვას და რუსეთის ინტერესების დაცვას. ე.წ. “რევოლუციური სამეული”_ საკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძე – გაცილებით მისა- ღები ჩანდა. მათ “რეჟისორის“ კარზე, კრემლში, მოუგეს ბრძოლა კონკურენტებს. ამ გამარჯვების რუსთაველის გამზირზე გაფორმება კი საზოგადოების მხრიდან ცვლილებების მზაობის გამო დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა.

შედეგი მიღწეულია! გარეგნულად მოსახლეობისაგან მხარდაჭერილი, რეალუ- რად კი გარე ძალებისგან მართული და ქართველების ხელით განხორციელე- ბული ანტიქართული და ანტიმართლმადიდებლური პოლიტიკური კურსი – ჯან- საღი სახელმწიფოებრივი ცხოვრების თვითლიკვიდაცია _ შენარჩუნებული იქნა! კიდევ ერთი ბრძოლა მოუგეს ქარველ ხალხს, რომელიც კიდევ ერთხელ დარჩა მოტყუებული და გაბითურებული. სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების გამომხატველი ეროვნული ძალები კი საერთოდ გაიყვანეს მოედნიდან და სახელმწიფო პოლიტიკა სამეფო კარის ინტრიგების დონეზე დავიდა.

არჩევანი “ნაცმოძრაობაზე” განაპირობა რამდენიმე მარტივმა გარემოებამ. პირ- ველი: სააკაშვილი და, შესაბამისად, “ნაცმოძრაობის” პერსონალური შემადგენ- ლობა, უმეტესწილად წარმოადგენდა არაკომპეტენტურ, შემთხვევით პირთა კრებულს (რა თქმა უნდა იქაც იყვნენ გამონაკლისები). რომელთაც ხელისუფ- ლების ცხოველური ჟინი აერთიანებთ. მეორე: “ნაცმოძრაობა” წარმოდგენდა თითქოს ეროვნული შეფერილობის, მაგრამ ამავე დროს ყველაზე პოპულისტურ, აგრესიულ, რადიკალურ და დამანგრეველ ანტიეროვნულ ძალას.

III ისტორიული პარალელები

ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული XVII საუკუნეა. საქართველოს ისტორიაში შაჰ – აბასი სხვა პირსისხლიან დამპყრობლებს შორის (მურვან ყრუ, არაბები, მონ- ღოლები, თემურ ლენგი და სხვ.) ყველაზე ვერაგად ითვლება, რადგანაც არა მარტო ქართველთა ბევრი სისხლი დაღვარა და დიდძალი ქონება გაიტანა საქართველოდან (ამას სხვებიც არ გვაკლებდნენ), არამედ ის შეეხო წმიდათა- წმიდას –ქართულ სულს და ქართული სახელმწიფოებრიობის ძირითად საყრდენ საფუძვლებს (ნაწილობრივ ქართველმა შაჰ–აბასმა ეს ყველაფერი კარგად იცოდა). იგი ებრძოდა ქრისტიანობას, მოშალა ეროვნული მეურნეობა და მიწის ტრადიციული მფლობელობა, თემი, გლეხი და მიწა დააცილა ერთმანეთს, 200000 ქართველი გადაასახლა და მათ ნაცვლად სხვა ეთნიკური ჯგუფები ჩამოასახლა, დაანგრია სოციალურ ფენებს შორის არსებული ჯანსაღი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი კულტურა (მსგავსი ურთიერთობები საქართველოში დასავლეთ ევროპაზე უფრო ადრე ჩამოყალიბდა).

მრავალი მმართველი ჰყოლია საქართველოს, რომელიც დამპყრობლებმა დანიშ- ნეს, მაგრამ ქართულ საფუძვლებს არ ეხებოდა, ზოგი, პირიქით, საქართველოს განადიდებდა(გიორგი ბრწყინვალე), ზოგი ქართულ საქმეს ხელს მაქსიმალურად უწყობდა (ვახტანგ VI). XVII საუკუნე ამ მხრივაც ნიშანდობლივია, იყვნენ ისეთი რჯულშეცვლილი რენეგატი მმართველები, რომლებიც მტერს სიამოვნებით ემსახურებოდნენ და სწორედ ქართულ სულს და ეროვნულ საფუძვლებს ებრძოდნენ (სიმონ ხანი, დაუდ ხანი).

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივეცით შესაბამისი შეფასება ვერც 1918 წლის ხელისუფლებაში სოც-დემოკრატების მოსვლის ფორმებს და გარემოებებს. მივიღეთ კიდეც ის შედეგი, რომელიც 1921 წელში მოვიმკეთ. სოციალ-დემოკრატებმა თავისი მოქმედებით, თავისი ათეისტური მსოფლმხედველობით და არაეროვნული ცნობიერებით თავის სულიერ ძმებს, ბოლშევიკებს, მოუმზადეს ძლიერი საყრდენი, რომლებმაც შემდეგი 70 წლის განმავლობაში ქართველი ერის დეგრადაცია კიდევ უფრო წარმატებით და სწრაფი ტემპით გააგრძელეს.

აღნიშნულ გარემოებათა გამოა, რომ დამოუკიდებლობას მიღწეული საქართვე- ლო, თავისი ხელისუფლების “წყალობით”, როგორც XX საუკუნის დასაწყისში, ისე XXI საუკუნეში თმობს მონაპოვარს. იმ პერიოდის ეროვნულ ძალთა შეფასე- ბა დღევანდელობას შეესატყვისება: “ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის დედა მიზეზი გახლავთ ის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის ხანაში საქართველოს ხელმძღვანელობა ხელში ჩაიგდო ანტიეროვნულმა ძალამ ანტიეროვნული მიზნების მისაღწევად..”, “ამ ხალხზე გავლენა ვერაფერმა მოახდინა. მისთვის უქმად ჩაიარა ამდენმა ეროვნულმა უბედურებამ. მისი გაქვავებული სული და გონება, მოვლენათა ზემოქმედებას არ ემორჩილება. იგი დარჩა ისევე მავნებელი და სახიფათო საქართველოს მომავლისათვის, როგორც იყო მთელი თავისი სიცოცხლე..”, “ვისი შემეცნებაც მოშხამულია სამშობლოს უარმყოფელი იდეოლოგიით, ის სამშობლოს ვერც მიუხვდება და ვერც დაიცავს.” (სპ. კედია)

XXI საუკუნე ძალიან ჰგავს XVII-ს. თანამედროვე “შაჰ-აბასებმა” და დღევან- დელმა “სიმონ-ხანებმა” მთავარი ბრძოლა ეკლესიას გამოუცხადეს და ქართვე- ლები ერთმანეთს დაუპირისპირეს, ეროვნული ქონება გაყიდეს – გაანიავეს და 1500000 ადამიანს აიძულეს დაეტოვებინა სამშობლო. მათ გლეხს მიწა შეაძულეს და კახელ კაცს ვაზის ასაჩეხად ხელში ნაჯახი ააღებინეს.

IV

მზადდება 2003 წ ვარდების რევოლუციის გადარჩენის გეგმა და იგეგმება ქართველი ხალხის გაბითურების მორიგი პროექტი

ჩაცხრა ემოციები და გაჩნდა სურვილი, დავიწყებას მიეცეს, რაც მოხდა. ხელისუფლების ასეთი გადაბარება მხოლოდ ამგვარ საზოგადოებაშია შესაძლებელი. ამგვარ საზოგადოებას კი თავისი შეცდომის აღიარება და პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება არ სურს(რეალური ქმედების სახით, თორემ ლამაზი სიტყვებით _ რამდენიც გნებავთ). მას მსხვერპლად უფრო მიაჩნია თავი და ყველა უბედურებას მხოლოდ ერთ კაცს აბრალებს. შეგნებულად ქმნიან გარემოს, როცა ყველა თავისებურად მართალია და ამავდროულად, ყველა დამნაშავეა. ასეთ ვითარებაში მტყუან-მართლის გარკვევა ურთულესი საქმე ხდება.

მორალურად განადგურებული და შეურაცხყოფილი საზოგადოება შველას სხვაგან ეძებს. მაშინ, როდესაც თვითონ მასშია ის ძალა, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს და სძლიოს კიდეც ბოროტებას. თითოეული მოქალაქის (და არა “მოქალაქეთა კავშირიდან შობილების”) პოზიციაზე ბევრად არის დამოკიდებული საქართველოს გადარჩენის საკითხი.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ გარე ძალების ხელშეწყობითა და წაქეზებით წარმატებით განხორციელდა ანტიპარტიული ისტერია, რომლის მიზანია ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების დისკრედიტაცია ხალხის თვალში და მათი დაშლა-დაქუცმაცება. მის პარალელურად კი ხდება სამ-ოთხ კაციანი “პარტიების”, ოპოზიციის მანტიაში შემოსილი ერთჯერადი ან მრავალჯერადი გამოყენების ე.წ. “სოლიდური პარტიების” წახალისება (რომლებიც ადრე თუ გვიან იქნებიან გადაგდებულნი) და მართვადი ე. წ. “არასამთავრობო ორგანიზაციების” (რომლებიც მართლა სოკოებივით მრავლდებიან საქართველოში) საქართველოს საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩანერგვა. მიზეზი გასაგებია: ძლიერი გამართული სტრუქტურისა და ჩამოყალიბებული იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციების არსებობა და ფუნქციონირება ნიშნავს სტაბილურობას, სახელმწიფო სტრუქტურების ქმედითუნარიანობას, რეალისტურ საგარეო ორიენტაციას, ეკონომიკის გაჯანსაღებას, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, რაც, რა თქმა უნდა არ შედის სცენარისტ-რეჟისორებისა და ადგილობრივი მარიონეტების ინტერესებში.

ეს ყველაფერი 2003 წ ვარდების რევოლუციამ მოიტანა და ახლა მისი გადარჩენისათვის იგეგმება მორიგი პროექტი. როგორც მაშინ შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ სამართლიანი ბრძოლა ვერ გავმიჯნეთ სააკაშვილის მოყვანის სპეცოპერაციისაგან, რომლის მთავარ წარმმართველად ხალხი თავის თავს თვლიდა, დღესაც არის საფრთხე, სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ არ მიაბან ხელისუფლების ჩანაცვლების ოპერაციას.

ხდება ხალხის ჩათრევა მორიგ ავანტურაში _ მით უმეტეს, რომ მსგავსი “პოლი- ტიკური” ქმედებები უფრო ტრაგიკული სპექტაკლების ფორმას ღებულობს, რომელიც გარე ძალებისგან იმართება. პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს ჰგონიათ, რომ თვითონ არიან საზოგადოებრივ პოლიტიკური პროცესების წარ- მმართველები. მაგრამ, სამწუხაროდ, პიროვნებებისა და დეკლარაციების ცვლა, არაფრისშემცვლელ არჩევნებზე ემოციების ხარჯვა, თეთრ ცხენებზე ამხედ- რებული უსამართლობასთან მებრძოლი მზეჭაბუკების ჯირითი და ახალი კერპების “ჩამოსხმა” საქმეს ვერ უშველის. ჩვენ კი დამნაშავეებს ჯიუტად მაინც სხვებში ვეძებთ და არა საკუთარ თავსა და ქმედებებში. ჯიუტად გვჯერა ფატალური გარდაუვალობისა და არა ჩვენი სწორი აქტიურობით მიღწევადი შედეგისა.

2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს ყველაფერი გაკეთდა (როგორც ჩანს, ნებართვაც არ ჰქონდათ) `ეროვნული საბჭოს~ მხრიდან, რათა რეალურად არ მომხდარიყო მ. სააკაშვილის ჩამოცილება სახელმწიფოს მმართველობის სადავეებიდან (რაც პოლიტიკურად სწორი და ლოგიკური ქმედებებით შესაძლებელი იყო). მ. სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში ნაცმოძრაობა საპარლამენტო არჩევნებისათვის მთლიანად გაკოტრებული იქნებოდა, წყალში იქნებოდა გადაყრილი Mმათ “გამოკვებაზე” დახარჯული დიდი ფული და სავარაუდო იყო, რომ უკონტროლო ძალა გააქტიურებულიყო.

სამაგიეროდ, ყველაფერი გაკეთდა ოპოზიციური აზრის მონოპოლიზებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ `ეროვნული საბჭო~, ანუ მასში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები, არ წარმოადგენენ სრულ ოპოზიციურ სპექტრს, მათ მაინც სურთ თავი წარმოაჩინონ, როგორც `გაერთიანებული ოპოზიცია~, _ ანუ, როგორც ქართული ოპოზიციური აზრის ერთადერთი გამოხატულება. მათ გააიგივეს სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში (რომელშიც სხვა პარტიები თუ მრავალი უპარტიო და, საერთოდ, აპოლიტიკური ადამიანი მონაწილეობდა) ჩართული მოსახლეობა და უშუალოდ მათი მხარდამჭერი მოსახლეობა (ამაში მათ ხელი- სუფლებაც ეხმარებათ), რის გამოც მოსახლეობა ადვილად სამართავი გახდა.

ყოველგვარი ხმამაღალი ლაპარაკი და ბაქი-ბუქი ხმების დაცვის გარანტიებზე, დაპირებულ ხმაურიან სასამართლო პროცესებსა და საპრეზიდენტო არჩევნებში უეჭველ გამარჯვებაზე მალე გაფერმკრთალდა და ჩაქრა. `სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო” აცხადებდა, რომ ხელისუფლებას მის უკანონობებზე პასუხს 2 ნოემბრის აქციაზე მოსთხოვდა, 7 ნოემბრის დანაშაულებრივ ქმედებისთვის _ პასუხს 5 იანვარს, საპრეზდენტო არჩევნებზე გავცემთო, გაყალბების პასუხს მეორე ტურში მიიღებენო, საბოლოო შედეგის გაუქმებას სარჩელებითა და სასამართლო პროცესებით ვაპირებთო, შემდეგ _ ინაუგურაციის უფლებას არ მივცემთო, ახლა გვეუბნებიან _ ბრძოლა გრძელდება და მეორე ტური საპარლამენტო არჩევნები იქნებაო. აქციები არ გვინდა, სისხლი დაიღვრებაო, მოლაპარაკებებით მივაღწევთ შედეგსო, ახლა გამოცხადებულია საპროტესტო აქციები შიმშილობებითურთ. მათ, არც ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, საზოგადოებისათვის არ შეუთავაზებიათ ხალხის მოთხოვნის შესაბამისი ქმედითი, დროული ადექვატური ღონისძიებები. ხალხმა ამ არათანმიმდევრულ და საეჭვო ქმედებებს შესაბამისი შეფასება დაგვიანებით, 15 და 22 თებერვალს მისცა, როცა აქციაზე პროტესტის ნიშნად უბრალოდ აღარ მივიდა.

ხალხის უდიდესი პროტესტი და მისი მთავარი მოთხოვნა, რამაც საქართველოს უამრავი მოქალაქე ქუჩაში გამოიყვანა, მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოცილება იყო. საჯარო გამოსვლებში `გაერთიანებული ოპოზიცია~ მოითხოვდა მ. სააკაშვილის გადადგომას (ხალხზე ზემოქმედებისათვის), ხოლო რეალური ქმედებებით `ეროვნულმა საბჭომ~ ეს უდიდესი პროტესტი გეგმაზომიერად დაიყვანა საზოგადოებრივი მაუწყებლობის, ცესკოს ადმინისტრაციის და მსგავსი საკითხების, ფაქტობრივად _ შიდაკლანური ურთიერთობების გარკვევის დონემდე.

პოლიტპატიმრებად გამოცხადდნენ არა ზოგადად მ. სააკაშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგეები, მიუხედავად მათი მსოფლმხედველობისა, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც პოტენციურად `გაერთიანებული ოპოზიციის~ მხარდამჭერი იქნებოდა. საეჭვოდაა უგულველყოფილი ეროვნულ პოზიციაზე მდგომი, მ. სააკაშვილის რეჟიმის უმთავრესი პოლიტიკური ხაზისა და იდეოლოგიის რეალურად მოწინააღმდეგე ოპოზიციის აზრი და შეხედულებები. ეს იმ ფონზე, რომ `ეროვნულ საბჭოში~ შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს ჯერ არ აუღიათ პასუხისმგებლობა `ვარდების რევოლუციაში~ აქტიურ მონაწილეობაზე, რის შედეგსაც დღეს ასე მწარედ იმკის ჩვენი საზოგადოება!

“ეროვნული საბჭოს” მემორანდუმში ასახულ `ნაცმოძრაობასა~ და `საბჭოს~ შორის პარიტეტის მოთხოვნას, რომელიც `კვალიფიციური სუბიექტების~ პრინ- ციპს ეყრდნობა, მარტივ ენაზე ეწოდება საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობითა და გარანტიებით ხელისუფლების გაყოფა: “შენ (სააკაშვილო) – პრეზიდენტობა, რომელიც რეალური და შესაბამისი წინააღმდეგობის გაუწევ- ლობის გამო უკვე დაგითმეთ და ჩვენ (`ეროვნულ საბჭოში~ შემავალი სუბიექ- ტებს) _ პარლამენტში გარკვეული ადგილები (მით უმეტეს, რომ ამ სუბიექტე- ბიდან უმრავლესობა სწორედ `ნაცმოძრაობის~ სიით გახდნენ `კვალიფიციური სუბიექტები~).

სიამოვნებით ღებულობენ ხელისუფლებისაგან დაფინანსებას და “კვალფიციური სუბიექტის” სტატუსს და ამისაგან გამომდინარე პრივილეგიებს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს, რომლითაც ეს პრივილეგიები მიიღეს, გაყალბებულს და უკანონოს უწოდებენ. ხოლო თუ ვერ გარიგდნენ ხელისუფ ლებასთან, მაშინ, საკუთარი პრივილეგირებული მდგომარეობის შესანარჩუნებ- ლად, არსებული ვნებათაღელვა შესაძლებელია მიმართონ (ან თავად გადაიზარ- დოს) სამოქალაქო დაპირსპირებაში, ან სულაც საყოველთაო ნიჰილიზმით დასრულდეს.

წინა პლანზე ხელოვნური ლიდერები წამოიწივნენ. მათ არ შეეძლოთ გადაწყვე- ტილების მიღება და ისინი არ იყვნენ ქმედითუნარიანები. მათთვის საქართველო და მისი ბედი მხოლოდ მიტინგზე წარმოსათქმელი სიტყვებია. როცა სამშობლო გტკივა, თავგანწირვა ადვილად შეგიძლია. Eეს ის ხალხი იყო, რომელთაც უნდოდათ, რომ დისკომფორტის გარეშე მოეპოვებინათ გავლენა სახელმწიფოში. ესენი განიცდიდნენ იმ უკეთურებას, რაც ქვეყანაში ხდებოდა, მაგრამ იმდენად არ სტკიოდათ, რომ თავი გაეწირათ. ამასთანავე, უნდა იცოდეთ კიდევაც ის საქმე რომელშიც ხალხის წინამძღოლობა გინდათ.

დღეს არის მცდელობა შენარჩუნებულ იქნას დაძაბულობა და პარალელურად საპარლამენტო არჩევნებისათვის (როგორც საჭიროდ მიიჩნებს “რეჟისორი”) მომზადდეს ნაცმოძრაობის სულიერად მონათესავე და დამაბალანსებელ-ჩამნაცვლებელი სხვა გაერთიანება (ან გაერთიანებები). ეს პროცესი ასევე დრამატული და ხმაურიანი უნდა იყოს, რათა მას დადგმულის მეტად აშკარა სახე არ ჰქონდეს. ხალხს უნდა შეექმნეს განცდა, რომ ხდება მათი ნების აღ- სრულება. ამ ხმაურში, ისე როგორც 2003-ში, უნდა ჩაიძიროს ეროვნული (არაკონტროლირებული) ძალების ხმა, რაც გააიოლებს ოპოზიციურ კოალი- ციაში მყოფი ზოგიერთი ოდიოზური, “არასასურველი” ფიგურის არსებობას.

სააკაშვილის რეჟიმი, მისი პატრონები რუსეთიდან და პარტნიორები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მხოლოდ და მხოლოდ სისტემის შიგნით მყოფ ადამიანებს აძლევენ საშუალებას, გამოჩნდნენ ტელეეთერით. საზოგადოება მედიიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს ანალიზს. ხალხს ასმენინებენ იმ ადამიანების პოზიციებს, რომლებიც ამ თამაშში არიან დაშვებულნი. Eეს პოლიტიკოსები კი, ბუნებრივია, სისტემის ალტერნატივა ვერ იქნებიან. ისინი მხოლოდ სისტემის შიგნით ბრძოლისთვის შეიძლება გამოდგნენ. ამ სისტემის იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები ტელეეთერით არ ჩანან და ეს გამიზნულად ხდება. ეროვნული ცნობიერების ადამიანები ტელეეკრანზე არ ჩანან. Eეკრანზე ჩანან ის ადამიანები, რომელთა დამუშავებაც შესაძლებელია. ვისაც ქართული სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლია, ის ადამიანები არიან განდევნილები მედია-საშუალებებიდან და ტელეეთერებიდან.

ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში არსებული ჯგუფები შეიძლება ერთმანეთს მტრობენ, მაგრამ ერთი ცენტრიდან იმართებიან. ოპოზიციის ძირითადი ნაწილისათვის, ისევე, როგორც ხელისუფლებისათვის, პოლიტიკა ბიზნესია. ელემენტარულად, ძალიან კარგად გრძნობენ თავს. Yყოველ შემთხვევაში, პირადად არც ერთ მათგანს რაიმე დისკომფორტი არ შეჰქმნია. ერთი ორს თუ თავში წამოარტყეს, ეს იმიტომ, რომ პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, ანუ მათ პიროვნული შეურაცხყოფისათვის აუწიეს ყური და დაამუხრუჭეს. ისე, ყველა ძალიან კარგად გრძნობს თავს: სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, გარანტირებული აქვთ პრესა და ტელევიზია. ლანძღე ხელისუფლება რაც შეგიძლია, ოღონდ სპექტაკლი არ ჩაშალო, რაც უფრო ლანძღავ, სპექტაკლი მით უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი ხდება. ისაუბრე საარჩევნო სიებზე, დარღვევებზე და უკანონობაზე, ოღონდ ნუ ისაუბრებ მთავარზე.… პოზიცია და ოპოზიცია თვისობრივად ერთია, ერთი ფესვის შტოებია _ განსხვავებულ აზრს არც სააკაშვილი და არც ოპოზიცია პატივს არ სცემს.

ამიტომაც რეჟისორისათვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ჯგუფი რომელ ეტაპზე იქნება “გამარჯვებული”, მთავარია იყოს მორჩილი, ექვემდებარებოდეს მართვას და დამოუკიდებლად არ ჰქონდეს ისეთი გავლენა, რომ თვითონ გარანტირებილი გახადოს მიზნის მიღწევა. ბოლო მომენტში ხელი შეეწყობა ისეთ ძალას, რომლის მართველობაშიც გაცილებით უზრუნველყოფილი გახდება `ვარდების რევოლუციის~ იდეების შემდგომი რეალიზება, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებს.

V

`უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით~.

დაცემა და ადამიანურ ემოციებში ჩაძირვა ხანდახან სასარგებლოც კი შეიძლება გახდეს, თუკი სწორად შეაფასებ, რატომ მოგივიდა, რისთვის მოგივიდა და რა იყო გამომწვევი მიზეზები, და თუკი საკუთარ თავში აღმოაჩენ, დაინახავ იმ საწყისებს, რომელმაც ეს ცოდვა განაპირობა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ხელისუფლებაზე, მან, როგორც სარკეში, დაგვანახა ჩვენი ცოდვები. საკუთარი თავი დაგვანახა, საკუთარი შეცდომები დაგვანახა. ამ შემთხვევაში ეს შეგვიძლია ისე მივიჩნიოთ, როგორც ღვთის უდიდესი წყალობა, რათა ჩვენ საკუთარი თავი ხელახლა მოგვეპოვებინა, რათა ჩვენ გაგვეანალი- ზებინა განვლილი პერიოდი და ამ განვლილი პერიოდის გაანალიზებით უკეთე- სები გავმხდარიყავით. “უფალი არს მწე ჩემდა, და მე ვიხილნე მტერნი ჩემნი”. Fფს. 117.7. აი, დღეს დავინახეთ ჩვენი მტერი იმ ცოდვების სახით, რომელშიც ჩაძირულებს არ გვქონდა ის პერსპექტივა, რომელიც შეიძლება ამ სარკეში ჩახედვის შემდეგ გამოგვიჩნდეს დღეს, უფლისგან ბოძებული ამ მადლით აღვსილებმა, ის სწორი მიმართულება უნდა დავინახოთ, რომელიც გვიხსნის ჩვენ განსაცდელისაგან.

ტერმინი “სამშობლოს მომავალი” მხოლოდ ლოზუნგი ან ლამაზი ფრაზა არ არის, იგი გულისხმობს თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი შვილების ბედს. ვინ ვიქნებით ჩვენ _ უსახო, ჩამორჩენილი, არასტაბილური სახელმწიფოს, ერთერთი გაღატაკებული, განაპირა პროვინციის უუფლებო მაცხოვრებლები თუ ცივილიზებული, ეკონომიკურად მაღალგანვითარებული, აყვავებული სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქეები.

ქართველ ხალხს არაფერი უსაშველო არ სჭირს და არ არის საჭირო უიმედობაში ჩავარდნა _ ჩვენ არც სხვებზე კარგები ვართ და არც სხვებზე ცუდები. როგორც ყველა სხვა ხალხი, საუკეთესო პირობებში ჩვენს საუკეთესო თვისებებს ვამჟღავნებთ, ხოლო უარეს პირობებში ჩვენი ყველაზე ბნელი ინსტიქტების მონები ვხვდებით.

საქართველო დღეს დგას დილემის წინაშე: ან გაგრძელდება იგივე და საქართ- ველო ხანგრძლივი ვადით დარჩება გარედან მართვად, მაფიურ კლანებს შორის გადასანაწილებელ სივრცედ და დღითიდღე გაუარესდება ჩვენი ცხოვრება, ან ხელისუფლებაში მოვლენ ჩამოყალიბებული იდეოლოგიისა და გამართული სტრუქტურების მქონე ჭეშმარიტ ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალები.

მიზნის მიღწევა, მთავარი ამოცანის მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და მისი გადაჭრისათვის გაერთიანების გარეშე, რამდენი და როგორი მასშტაბის აქციაც უნდა ჩატარდეს, არ მოხდება. ვითარების ანალიზი ცხადყოფს, რომ უპირველეს ყოვლისა გარედან მართული ქართული პოლიტიკა უნდა ვაქციოთ შიგა დუღილის პროდუქტად!

ქართველ ერს, ახალი საფრთხეებისა და ახალი გამოწვევების გათვალისწი- ნებით, ჩამოსაყალიბებელი და შესათანხმებელი გვაქვს საზოგადოებრივ-პოლი- ტიკური ცხოვრების მდგრადობის ძირითადი პარამეტრები და ორიენტირები. რას უნდა ეფუძნებოდეს ის და რა ღირებულებები უნდა განსაზღვრავდეს ჩვენი ცხოვრების წესს? სად გადის მთავარი ბრძოლის ხაზი, რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან, როგორს ვხედავთ საკუთარ თავს, ან როგორი გვინდა, რომ ვიყოთ? ვიქნებით კაცობრიობის პარტნიორი ერი თუ საბოლოოდ დავკარგავთ ჩვენს თვითმყოფადობას? გავხდებით მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტი თუ კვლავ დავ- რჩებით სხვისი ზრუნვის და, შესაბამისად, მის მომსახურე ობიექტის როლში?

სწორად უნდა ავირჩიოთ სახელმწიფოს განვითარების ფუნდამენტალური მიმარ- თულება _ ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძება და იმ უმთავრეს სატკივარზე შესაბამისი რეაგირება, რომელიც წყლულივით ნელ-ნელა ედება საქართველოს, როგორც ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს. ამ მიმართულებაზე მყარად დგომით ჩვენ მივაღწევთ საწადელს.

ქართველი ერის წინაშე დგას ამოცანა, პოლიტიკურ პროცესებში გამოაჩინოს მტკიცე ნება, ააშენოს და დაიცვას ქრისტიანულ ღირებულებეზე დაფუძნებული საქართველოს ეროვნული სახელმწიფო, რისთვისაც აუცილებელია მის სათავეში არამარიონეტული, სახელმწიფოსადმი ერთგული ხელისუფლების მოყ- ვანა, ხოლო ასეთი ხელისუფლების შექმნისათვის საჭიროდ მიგვაჩნია, სააკაშვი- ლისა და მისი რეჟიმის მოცილებისათვის ბრძოლის პარალელურად, ძირამდე შერყეული ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის საქმის ნულიდან დაწყება.

ხელისუფლების თუ ოპოზიციის შიგნით მხოლოდ პიროვნებების მექანიკური შეცვლა სასურველ შედეგს ვერ იძლევა. ეროვნული ენერგიის არასწორი ხარჯვა მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლით, მხოლოდ ლოკალური (რეჟიმის შეცვლა) ამოცანის დასმით, შესაძლებელია, ნებსით თუ უნებლიედ აღვმოჩნდეთ ჩათრეული სხვის ბინძურ თამაშებში _ პოლიტიკური სისტემის შენარჩუნება ხელისუფლების ჩანაცვლებით ან სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირაციით.

მხოლოდ მტკიცე პოლიტიკური ნება და ძლიერი, ეროვნულ პოზიციებზე მდგარი და ნამდვილი დემოკრატიის ერთგული ქართული ძალა ააშენებს ქართულ სახელმწიფოს და დაუმკვიდრებს მას ღირსეულ ადგილს მსოფლიო ცივილი- ზებულ თანამეგობრობაში. ჭეშმარიტად ეროვნულმა ძალებმა, რომლებსაც ძალუძთ იტვირთონ საქართველოს აღმშენებლობის მისია, უნდა შეაერთონ თავიანთი რესურსები, ერსა და საზოგადოებას წარუდგინონ მოქმედების პროგ- რამა: ჩამოაყალიბონ და დაასაბუთონ საერთო ეროვნული ამოცანები, პირველი რიგის და შემდგომი კონკრეტული სახელმწიფოებრივი ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია და საკმარისია საქართველოს გადასარჩენად, მის გამოსაყვანად დღევანდელი კრიზისიდან და მისი მომავლის უზრუნველსაყოფად.

მათ უნდა ამხილონ დანაშაულები და დამნაშავეები, საზოგადოებისთვის ხილული უნდა გახადონ `სცენარის ავტორისა და რეჟისორის~ საბოლოო მიზანი, “სიუჟეტის” რეალური არსი, “მიზანსცენების” შესაძლო განვითარების ვარიანტები, და ამით, ერთი მხრივ, უფრო ქმედითი გახადონ ქართული საზოგა- დოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა საქართველოს ინტერესების დაცვაში და, მეორე მხრივ, ზეგავლენა მოახდინონ პარლამენტის აგრესიულად მორჩილ უმრავლესობაზე, აღმასრულებელი ხელისუფლების კორუმპირებულ ხელმძღვანელობასა და მართული ოპოზიციის ლიდერებზე.

მკაცრად უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ ღირებულებათა და პოლიტიკური ქცევის წესების სისტემა, რომლის გაზიარება სავალდებულო პირობა იქნება ოპოზიციურ გაერთიანებაში მონაწილეობისა. უნდა მოხდეს პროცესებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტების პასუხისმგებლობათა დაკონკრეტება. არ უნდა მიეცეს სააკაშვილის რეჟიმს და მის მფარველებს ანტისახელმწიფოებრივი მანიპულაციებისთვის, ამისთვის საჭიროა ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრის გამიჯვნა რეჟიმის სატელიტი და ფსევდოოპოზიციური ძალებისგან.

ყველაზე აქტიურ პოლიტიკურ ორგანიზაციებსა თუ მოღვაწეებსაც კი გაუჭირ- დებათ კონკრეტული შედეგების მიღწევა საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერის გარეშე. პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ვალია მავანთა მხილება და მიმდინარე პროცესებისთვის სწორი მიმართულების მიცემა. ხოლო საზოგადოებამ ზუსტად უნდა შეაფასოს შექმნილი ვითარება და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

“ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე უნდა იცოდნენ, რომ იგი განუყოფელი ნაწილია მთელი ერისა და ამიტომაც თავის კეთილდღეობას უნდა ეძებდეს მარტო მთელი ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე. გონიერმა კაცმა, რა წოდებისაც გინდ იყოს, ეს არ უნდა დაივიწყოს, თუ უნდა თავისი სიკეთე მკვიდრ საფუძველზე დაამყაროს”. წმ. ილია მართალი

მამუკა გიორგაძე მარტი 2008 წელი