» გიორგი ჭანტურია

გიორგი ჭანტურია
გიორგი ჭანტურია მე-20 სუკუნის 70-იანი წლებიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთ–ერთი პირველი ქართველი სტიქაროსანი, იყო პოლიტიკური პატიმარი. თანამოაზრეებთან ერთად 1979 წლიდან დაიწყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აღდგენა და 90-იანი წლებისთვის ქვეყნის მომავალი ლიდერის უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა. გახდა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანულ–დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივანი, ქრისტიანულ დემოკრატიული ინტერნაციონალის პოლიტიკური საბჭოს წევრი. მას საქართველოში არ კავებია რაიმე პოლიტიკური თანამდებობა. თითქოსდა ჩატარდა გამოძიება და მკვლელები თითქოსდა `დაისაჯნენ~ კიდეც, მაგრამ ოჯახის წევრებს, ჩვენ, მის თანამებრძოლებს და მეგობრებს, ფართო საზოგადოებას დღემდე ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა გვაქვს. თუ როგორ ზერელედ მიმდინარეობდა გამოძიება ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მისი უახლოესი თანამებრძოლები, კერძოდ, მამუკა გიორგაძე და სხვები, არ დაუკითხავთ. უბრალოდ არც კი გასაუბრებიან მათ. რადგანაც მაშინდელი გამოძიებისთვის რეალური ვერსიები სრულიად მიუღებელი იყო. ხოლო გიორგი ჭანტურიას მკვლელობისათვის “მსჯავრდებულ პირთა” სწრაფმა შეწყალებამ პოლიტიკური თავხედობის ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. გამოძიებას არ დაუდგენია და არც უცდია დაედგინა მკვლელობის მოტივი, მიზანი, რომელმაც უახლესი საქართველოს ისტორია შეცვალა (როგორც გამოჩენილმა კინორეჟისორმა ოთარ იოსელიანმა განაცხადა, გიასთან ერთად საქართვერლოს მომავალი მოკლეს) და ვინ იყვნენ ამ საზარელი, გადაჭარბების გარეშე, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული უმძიმესი დანაშაულის დამკვეთები. ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთი მასშტაბის და ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ტერორისტული აქტი, განახორციელეს რიგითმა კრიმინალებმა, რომელთაც პიროვნულად არანაირი შეხება არ ჰქონიათ გიორგი ჭანტურიასთან. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წარსულისა და მომავლისათვის, მისი პირდაპირი თუ იდეურ-პოლიტიკური შთამომავლებისათვის გიორგი ჭანტურიას მკვლელობასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენას. ყველა, ვინც გია ჭანტურიას პირადად იცნობდა, იტყვის, რომ 35 წლის ასაკში მოკლული ლიდერი პოლიტიკაში “ბინძურ თამაშებს” ეწინააღმდეგებოდა და პირდაპირობას არჩევდა. გია ჭანტურიას მკვლელობა სახელისუფლებო ელიტის იმ ნაწილის ინტერესში შედიოდა, რომლისთვისაც გიას ეროვნული, დემოკრატიული, ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული დასავლური ღირებულებები მიუღებელი იყო! სახელისუფლებო ელიტის ამ ნაწილისა და კრემლის ინტერესების თანხვდენამ დღის წესრიგში ჭანტურიას ლიკვიდაცია დააყენა. აღსანიშნავია, რომ გია ჭანტურიას მკვლელობა, პოსტსაბჭოთა საქართველოში პირველი დაუფარავი პოლიტიკური მკვლელობა იყო. მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის მიუხედავად, გია ჭანტურია გზიდან არ გადაუხვევია, _ “პოლიტიკა ბინძური არ არის, პოლიტიკა ბინძური მაშინ ხდება, როცა მას ბინძური ხალხი აკეთებს”, _ ამ ფრაზას გია ხშირად ამბობდა.” გია ჭანტურია ბინძური პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. გიას მოკვლით იმას მიაღწიეს, რომ კარგა ხნით გადაიდო საქართველოს მდგრადი სახელმწიფოებრივი განვითარება, ეროვნული ფასეულობების სრული დაცვით მისი ინტეგრაცია ევროპაში; მიმდინარეობს ანექსიის ლეგალიზაციის პროცესი… გია ჭანტურიას იდეალების წინააღმდეგ ბრძოლა დღესაც გრძელდება! ამ ოცი წლის მანძილზე არცერთი ხელისუფლება არ დაინტერესებულა ამ საქმის ბოლომდე გამოძიებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პროკურატურას და ხელისუფლებას მთლიანად, ჩამოიღოს თაროზე შემოდებული საქმე და განაახლოს ძიება. არავის არ ეგონოს, რომ წლებთან ერთად გიას მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას დაგვავიწყდება ბურუსით მოცული საქმე და გავჩერდებით. გია ჭანტურია მომავლის პოლიტიკოსი გახლდათ. გია ჭანტურიას, როგორც პოლიტიკოსის და პიროვნების დაფასება მომავალი თაობის პრეროგატივაა! და როცა ამას მივაღწევთ, ყველას მოეკითხება და მათ შორის ამ ხელისუფლებასაც ასეთი საეჭვო პასიურობის გამო! 26 წლის წინ საქართველოს გია ჭანტურია მოუკლეს… გია ჭანტურიას, როგორც გამოძიებით დადგინდა, რამდენიმე სნაიპერი ესროდა. 300 ტყვიიდან ჭანტურიას, მინიმუმ, 150 მოხვდა. მისი დაფლეთილი სხეული და უკვდავი სული დღესაც მოგვიწოდებს ბრძოლის გაგრძელებისკენ. მას სჯეროდა და ჩვენც გვჯერა, რომ ეს ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დასრულდება!

“სახალხო პარტია”

XX ს. ქრიატიან-დემოკრატიული და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობების განმსაზღვრელი პირობები
XX-ე საუკუნეში პროტესტანტული აღმსარებლობის ევროპულ ქვეყნებში, კარლ მარქსის ნაშრომების გავლენით მსოფლიოში გავრცელდა სოციალიზმის იდეები. ძმობა-მეგობრობის იდეოლოგია ითვალისწინებდა სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობას, სრულ სახალხო მმართველობას, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ეკონომიკური დიფერენციაცია, გარანტირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება.

ევროპელმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა უარის თქვეს რევოლუციურ სოციალიზმსა და კლასთა ბრძოლის იდეებზე და დაიკავეს უფრო ზომიერი პოზიცია, რაც ითვალისწინებდა სოციალიზმის დამყარებას პოლიტიკური რეფორმების მეშვეობით. დროთა განმავლობაში კლასებს შორის სხვაობა თანდათანობით გაქრებოდა ლეგალური საკანონმდებლო რეფორმებისა და ეკონომიკური პროგრამების მეშვეობით. ევროპაში სოციალ-დემოკრატები არ მიმართავდნენ რეაქციულ რეჟიმსა და ძალადობას. სოციალ-დემოკრატიულმა მოძრაობამ რუსული მენტალობით სულ სხვა სახე მიიღო. ბოლშევიკების ფრაქცია ლენინის, სტალინის, ტროცკის ხელმძღვანელობით მიზნის მისაღწევად უფრო რადიკალური და რევოლუციური ტაქტიკის უპირატესობას აღიარებდა. მკვლელობა, დაშინება, ქონების წართმევა, შანტაჟი პარტიისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ლენინი წერდა: „მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ სწორედ ახლა უნდა მივცეთ ყველაზე გადამწყვეტი, დაუნდობელი ბრძოლა შავრაზმულ სასულიერო ფენას და ჩახშობილ იქნას მათი წინააღმდეგობა ისეთი სისასტიკით, რომ მათ ეს არ დაივიწყონ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში.“

განსხვავებულად აზროვნებდა ილია მართალი. ქრისტიანულმა აღზრდამ და სამშობლოს გმირულმა წარსულმა, რომელსაც იგი ბავშვობიდან აზიარეს ოჯახში, ევროპელ სოციალ-დემოკრატთა ნაშრომების გაანალიზებამ ილია ჩამოაყალიბა ქრისტიან-დემოკრატიული მსოფლმხედველობის ლიდერად. ის დაუღალავად მოღვაწეობდა ყველა მიმართულებით: მწერლობა, პუბლიცისტიკა, მეცნიერება, განათლება, საზოგადოებრივი საქმიანობა, ეკონომიკური მიმართულება.

მისი სალიტერატურო ნაშრომები  ერსა და ბერს  დამოუკიდებლობისთვის ამზადებდა.  _ ლუარსაბი ყველა დროის არსებული უსახური ქართველი კაცის არქეტიპია, რომლის ძირითადი საზრუნავი კომფორტული უზრუნველი ცხოვრებაა. ასეთი ადამიანების მსოფლმხედველობაში არ მოიზარება სამშობლი, საზოგადოება და არც მომავალი თაობა წარმოადგენს რაიმე ღირებულს.

გლახის ნაამბობი – რუსულ სივრცეში, ქალაქში გაზრდილი გადაგვარებული თავადი დათიკო. 14 წლის ყმაწვილები რუსეთში სამხედრო საქმიანობასთან ერთად ითვისებდნენ იქაური საზოგადოების გარყვნილობას, რაც ცუდად ისახებოდა ქართველთა მენტალურ განვითარებაზე. სწორედ ასეთ ერთ გაორებული პიროვნების ტრაგედიას აღგვიწერს ილია და წუხს ასეთი აღვირახსნილი თავადის შინაგან მდგომარეობაზე, განიცდის მისი ყმის _ გაბრიელის ოჯახის ნგრევას და გული სტკივა, რომ მეგობრობის, სიყვარულის მაგივრად ვაჟკაცი ქართველები ერთმანეთს ანადგურებენ.

და ბოლოს რუსი ექზარხოსის დამწყსილ ეკლესიის მხილება – „განდეგილში“ილია შენატრის იმ ძველ დროს, როცა ღვთის სიყვარულით ქართველ ბერთა საძმო ცივ ბეთლემის მონასტერში ღვთის დიდებას  აღავლენდა. ილია გადატანითი მნიშვნელობით რუსეთის აუტანელ რეჟიმის აღგვიწერს. ადამიანებს შორის დაკარგულია სიყვარული, ნდობა. ნათლად ჩანს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ერი და ბერი. უნიჭო, კომფორმისტი ქართველები განაგებენ ერის მომავალს. თვით სიტურფეს და ყალბ სათნოებებს იყენებენ ხალხის სულიერი სიკვდილისთვის. ეკლესიაში ამ დროს გავრცელებულია მომხვეჭელობა, აღვირახსნილობა. გორის სემინარიის სტუდენტებს მამათმავლობის ცოდვაში ითრევდნენ, შემდეგ მათ თბილისის სასულიერო სასწავლებელში უწევდნენ რეკომენდაციას და მის კარიერას წარმართავდნენ შავბნელი საქმეებისთვის. წმ. კირიონმა, როცა იგი გორის სასულიერო სემინარიაში მოღვაწეობდა, მამათმავლობის ცოდვაში ამხილა სემინარიის ინსპექტორი ალექსი დავიდოვი (დავითაშვილი). კირიონი დატუქსეს და თბილისში გადაიყვანეს, ხოლო გახრწნილი ალექსი თანამდებობაზე დატოვეს. ამ ამბის გამო ოჯახები მტრულად გადაეკიდნენ ერთმანეთს. ალექსის ძმამ დავით დავიდოვმა (დავითაშვილმა) რუსეთის აგენტმა ორჯერ სცადა პატრიარქ კირიონის მკვლელობა, თუმცა დაჭერის მაგივრად შემდგომ პატრიარქ ლეონიდეს დაუყენეს მდივნად, ქართული ეკლესიის სამართავად.

განდეგილში ილია წარმოაჩნეს ბერის არასწორ სულიერ მდგომარეობას. განდეგილს ჯერ ცეცხლთან უნდა დაესვა წვიმაში გალუმპული გოგო, შემდეგ დაეპურებინა და შემდეგ მოყვასის გონება ხილული მზიდან უხილავი ღმერთისკენ უნდა მიემართა.  ამდენად ცივ ბეთლემში ვერ დაიბადა ახალი სულიერი ურთიერთობა ერსა და ბერს შორის. ამ ფორმით ილიამ ამხილა სასულიერო პირების ხიბლში, კომფორტულ ტკბობაში ყოფნა და მათი ღვთისა და სამწყსოსადმი არასწორი განწყობა.

ასეთმა ნაშრომებმა, თეატრმა, გაზეთმა, პუბლიკაციებმა, ევროპიდან ახალი სამეუნეო და სამრეწველო სიახლეების  შემოტანამ, სოციალური თანასწორობის იდეებმა ხელი შეუწყო გადაგვარებული საზოგადოების სწორი სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბებას.

ილია წინასწარ ჭვრეტდა, რომ ქყვეყანას დასჭირდებოდა პოლიტიკური პარტიული ინსტიტუტი, ამ მიზნით 1905 წ. ქმნის ეროვნული დემოკრატიული პარტიის დებულებას და საზოგადოებაში ღიად საუბრობს ერის სურვილზე – ეკლესიის ავტოკეფალიისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის  აღდგენაზე.

პარალელურად აქტიურობდნენ სასულიერო პირებიც. 1905 წლის მაისში ავტოკეფალიის აღდგენის მსურველებმა თბილისის სასულიერო სემინარიაში საგანგებო კრებაც კი მოიწვიეს, რომელმაც შესაბამისი პეტიცია მიიღო. 1906 წელს კი სანკტ-პეტერბურგში  ეპისკოპოსებმა – კირიონმა, ლეონიდემ, ექვთიმემ_ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი  წამოჭრეს. ყველა ხვდებოდა, რომ სასლიერო და საერო პირების ასეთი შემართებით ქართული ეკლესია და ქვეყანა მალე მოიპოვებდა ავტოკეფალიას და დამოუკიდებლობას.

სამწუხაროდ, სხვანაირად ფიქრობდა კრემლი, 1907 წლის აგვისტოში  კლავენ ილიას.

1908 წლის მაისში კი კლავენ რუსეთის ექზარხოზ ნიკონს. მკვლელობა ბრალდება ქართველ სასულერო პირებს და ამის გამო ავტოკეფალიის აღგენა გადაიდო წლობით. საქმეში ფიგურირებენ  ილიას მკვლელები: რუსეთის საიდუმლო სამსახურის აგენტი, ბოლშევიკი ილია იმერლიშვილი და პავლე ფშავლიშვილი, სტალინის მარჯვენა ხელი ალექსი ქართველოვი (ქართველიშვილი). – ამდენად, რუსეთის საიდუმლო სამსახურმა, სოციალ-დემოკრატიულ ბოლშევიკურ ძალებთან თანამშრომლობით განახორციელა მკვლელობები, რომელიც ქართული ეკლესიის, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ეს მკვლელობი განკუთვნილი იყო იმ ეროვნული მოღვაწეების გასაფრთხილებლად, ვინც გააგრძელებდა მის გზას. მართლაც შემდომ გამოჩენილი სასულიერო და საერო მოღვაწეების საჯარო მკვლელობა იქცა დაშინების, ანგარიშსწორების ნიმუშად. ილიას შემდეგ მონასტერში საკუთარ კელიაში კლავენ კირიონს, შემდეგ მის მომხრებს. აქაც გზავნილი – ჩვენ ყვალგან ვართ  მონასტერშიც კი. საქმე დახურეს და არ გამოუძიებიათ დღემდე.  გენერალი მაზნიაშვილის, კოტე აფხაზის და სხვა მამულიშვილების, არაადამაინური დახოცვა უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოებაზე ზეწოლის, დაშინების ფსიქოლოგიურ იარაღად. ასეთი ქმედებები გათვლილია ფსიქიკის პარალიზებისთვის, იწვევს საზოგადოების დაშინებას და ეროვნული ძალების უმოქმედობას.

ეკლესიის დამოუკიდებლობა და მშენებლობა ეროვნულ დემოკრატიული ძალების უპირველესი ამოცანაა.  ამიტომაც ბუნებრივია, რომ 1917 წლის 8 სექტემბერს თბილისში გახსნილ სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებას თავმჯდომარეობდნენ სპირიდონ კედია, ტრიფონ ჯაფარიძე (ედპ კომიტეტის წევრი),   გიორგი ჟურული.  ედპ წევრებმა ორგანიზება გაუწიეს კირიონის რუსეთიდან ჩამობრძანებას და კრების ორგანიზებას.

ამავე წელს სპირიდონ კედიამ თანამოაზრეებთან ერთად ილიას პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით დააფუძნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. სასულიერო პირებიც გულშემატკივრობდნენ პარტიის მშენებლობას. წმინდა ნაზარი მიტროპოლიტი ფულით დაეხმარა სპირიდონ კედიას პარტიული გაზეთის გამოსაშვებად.

ამდენად, ეკლესია და ედპ ერთიან ეროვნულ ღირებულებათა სისტემად გვევლინება. სოციალ დემოკრატებისთვის კი პირიქით, ეკლესია, როგორც პარტნიორი, სახელმწიფოს მშენებლობაში არ მოიაზრებოდა. ეს განსხვავებული მიდგომები აისახა ქართველი სოციალ-დემოკრატების ეკლესიისადმი განწყობაშიც. ნოე ჟორდანიამ არ გაითვალისწინა პატრიარქ კირიონის პირადი თხოვნა და მიღებული კანონით ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში მოქმედ სხვა კონფესიებს გაუთანაბრა. მათთვის ყოვლისშემძლე ძალად ევროპის სოციალ-დემოკრატიული ინტერნაციონალი მოიაზრებოდა და არა საკუთარი ხალხი. თბილისში აფრიალებულ წითელი დროშის ფონზე, ქუთაისში ასე ანუგეშებდნენ შეშინებულ მოსახლეობას მენშევიკები „ამხანაგებო გული არ გაიტეხოთ ევროპის ინტერნაციონალი და ევროპის პროლეტარიატი, ბოლშევიკებს ამას არ შეარჩენსო“ – იგონებდა გაოგნებული სპირიდონ კედია. ასე ტყუილებით აბრუებდნენ  ხალხს და ბრძოლის მაგივრად სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ.

კომუნისტური რეჟიმის სამოცდაათწლიანი მმართველობის პერიოდში ძნელი იყო ღირსეულად ცხოვრება. კომუნისტური წყობა ადამიანებს გადარჩენის და თავშესაფრის (ე. წ. კრიშის, მფარველობის) მიზნით უბიძგებდა შესულიყვნენ ან კომუნისტურ ან ქურდულ კლანურ მფარველობაში, ან სახლში გამოკეტილი ცხოვრებით ეცხოვრათ. სხვა აზროვნება საბჭოთა კავშირში არ მოიაზრებოდა. ეროვნული იდეოლოგია მაქსიმალურად იდევნებოდა, სამაგიეროდ გზა ხსნილი ჰქონდა ყალბ ეროვნულ ღირებულებებს. თუ ვინმე გადაწყვეტდა ღმერთი მოეაზრებინა მფარველად, ესეც გათვლილი ჰქონდათ. „უღმრთა კავშირის“ ასი ათასიანი საზოგადოება მზად იყო რევანშისთვის. დაცინვა, სამსახურში კრებებზე დაბარება, სკოლაში მშობლების დაბარება ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მათ კარგად იცოდნენ, რომ მხოლოდ დედაეკლესიის წიაღში აღმოცენდებული ქრისტიანული იდეოლოგიით განმსჭვალული ეროვნული ძალა, შეძლებდა  სოციალ-დემოკრატიული ძალების გარდატეხასა და დამარცხებას.

1977 წელს სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქ ილია II-ეს გარშემო შეკრება დაიწყო ასეთი ეროვნული სულით ანთებულმა ახალგაზრდებმა. სტიქაროსნებს გია ჭანტურიას და მამუკა გიორგაძეს შემოუერთდნენ პატრიოტულად განწყობილი ახალგაზრდები. სწორედ 1988 წელს ედპ-ს მიერ მოწყობილი ნოემბრის მასშტაბური აქციით მოხდა გარდატეხა, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ედპ ეწინააღმდეგებოდა მოვლენების გადატანას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებში, რადგან ეს მყარ ნიადაგს უქმნიდა რუსეთის სპეცსამსახურებს კონფლიქტების გაღრმავებისთვის. 1990 წელს ედპ იყო ეროვნული კონგრესის  ერთ-ერთი დამფუძნებელი. მოიაზრებოდა, რომ ეროვნულ ძალებს პოლიტიკური პასუხისგებლობა აეღოთ, ხოლო ადმინისტრაციული და სამეურვეო პასუხისგებლობა დაეკისრებინათ არსებულ კომუნისტურ მთავრობისთვის. კონგრესი ავტორიტეტის და ძალაუფლებას წყალობით უმტკივნეულოდ დაიწყებდა რეფორმებს. არ ჩამოიშლებოდა ეკონომიკა, არ დაინგრევოდა სამეცნიერო და სამეურენეო დარგები. ამასთანავე  შემდეგ ეტაპზე გაძლიერებული ეროვნული ძალები, გამოცდილი კადრებით მოახდენდა მთავრობის მშვიდობიანად ჩანაცვლებას. ეროვნული ძალების გააქტიურებისთანავე გააქტიურდა უშიშროება, მათი საქმიანობა მიმართული იყო ეროვნულ ძალებში დაპირისპირების და ქაოსის შესაქმნელად. აშკარაა, რომ მიზანი ერთი იყო – ეროვნულო მოძრაობის დისკრედიტაცია, მათი დანაწილება და სათითაოდ განადგურება. ასე თანდათანობით მოხდა გამოუცდელი გულანთებული ეროვნული ძალების დაქსაქსვა რუსეთის უშიშროების მიერ და საქართველოს საჭადრაკო პოლიტიკურ დაფაზე მათთვის სასურველი პარტიის და პიროვნებების შემოყვანა.

გია ჭანტურია საჯაროდ აკრიტიკებდა საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში რუსეთის უხეშად ჩარევას. შინაგან საქმეთა მინისტრს შოთა კვირაიას (გარდაიცვალა მოსკოვში) უშიშროების მინისტრ იგორ გიორგაძეს (ამჟამად მოსკოვშია) და თავდაცვის მინისტრს ვარდიკო ნადიბაიძეს (ამჟამად მოსკოვშია) და მათ პრორუსულ ორიენტაციაში სდებდა ბრალს. კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ესნგ-ში შესვლას. 1994 წლის 3 დეკემბერს თბილისში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყრილობის დღეს, დილით სახლიდან გამოსული გია ჭანტურია, მეუღლის თანდასწრებით  საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

ასეთი მეთოდი წარმოადგენს გამორჩეული პოლიტიკური ლიდერის განადგურებით საზოგადოების დაშინებას. მიზანი ერთია, საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს მისაბაძი პიროვნება. ასეთი მკვლელობები ადამაინების ფსიქიკას არაცნობიერად  უბიძგებს უარი თქვან ეროვნულ ღირებულებებზე და აირჩიონ სხვა იდეოლოგია. მართლაც, თუ ახლობლებს დამიშინებენ, ტვინს გამასხმევინებენ, ან ტყვიებით დამცხრილავენ, შემდეგ თვითმკვლელობას დამაბრალებენ, ცხედარსაც კი სადღაც ტყეში, მიწაში ჩააგდებენ, როგორც გენერალ მაზნიაშვილის და კოტე აფხაზის ცხედრებს მოექცნენ. რისთვის ვიბრძოლო? თანაც ყველგან დევნა, შიში, შევიწროება. ღირს კი ეს ყველაფერი  ამად. მიუხედავდ ამისა ეროვნულ დემოკრატები არ ეგუებოდნენ არაფერს და შეუპოვრად აგრძელებდნენ პარტიულ ბრძოლას.

სოციალ-დემოკრატების და ქრისტიან-დემოკრატების საუკუნოვანი პოლიტიკური ბრძოლის შედეგები ასეთია. 1919 წელთან შედარებით 1995 წელს ედპ-მ საპარლამენტო არჩევნებში 2-ჯერ გაუმჯობესა შედგები. იმ დროს ედპ ყველაზე ახალგაზრდულ, ორგანიზებულ და ეკლესიის პარტნიორ პარტიად მოიაზრებოდა. ამასთანავე ამ დროს გია ჭანტურიას, აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანული ინტერნაციონალის გენერალური ხელმძღვანელის პოსტა ეკავა. ამდენად ასეთი რესურსებით, აქტიური პარტიული კამპანიის შედეგად, დიდი შანსი იყო პარტიას პარლამენტში ხმების უმეტესობა მოეპოვებინა. ამით ევროპასთან კავშირები გამტკიცდებოდა, შემცირდებოდა კრემლის გავლენები და შესაძლოა ბევრი კონფლიქტები თვიდან აგვეცილებინა.

გია ჭანტურიას მკვლელობით საზოგადოებას დაანახეს ვინ არის საქართველოში რეალური ძალა. თუ სხვა ეროვნული მოძრაობის ლიდერები: მერაბ კოსტავა, ზურა ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, გია ჭანტურიას მკვლელობა იმპერიის ძველი მეთოდით განხორციელდა, რაც ძალიან ჰგავს ილიას მკვლელობას. ტყვიებით დაცხრილვა, ხალხში, საჯაროდ დღისით შემაძრწუნებელი მკვლელობა გათვლილი იყო პარტიის, დასაშლელად და აქტიური პოლიტიკური თამაშიდან გასაყვანად – მოსწყვიტეს მწყემსი და განიბნიერ ცხოვარნი მისნი. მკვლელობა ამასთანავე მთავარ მიზნად ისახავდა საქართველოს განვითარების შეჩერებას ევროპის მიმართულებით.

უახლესი ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატიული სულისკვეთების ეროვნულ ძალებს შეუძლიათ პოლიტიკური პროცესები, წარმართონ ეკლესიასთან ერთად, სახელმწიფოს სწორი განვითარებისაკენ. მართალია პარტიას მოუკლეს ილია ჭავჭავაძე, კოტე აფხაზი, გია ჭანტურია, მიუხედავად ამისა ეროვნულ დემოკრატიულ ძალებს მორალურად თამაში უკვე მოგებული აქვთ. მას ჰყავს ზეციური მფარველები: წმ კირიონი, წმ. ნაზარი, ილია მართალი, ექვთიმე ღვთისკაცი. ამდენად საჭიროა მხოლოდ ნების გამოხატვა და უკვე მოგებული თამაშის პარტიულ გამარჯვებად გაფორმება. მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატიულ ძალებს ძალუძთ სრული უმეტესობით ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევში, სათავეში ჩაუდგნენ ახალ მოძრაობას, რომელიც საქართველოს მიიყვანს ჭეშმარიტ გამარჯვებამდე.

საქართველოში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პირევლი ეტაპი – ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა, უნდა შეფასდეს დიდ გამარჯვებად. ეროვნული მოძრაობა უნდა გადავიდეს მეორე ეტაპზე. დამოუკიდებელი, თვითკმარი, თვიდგანვითარებადი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნით უნდა დაიწყოს ქვეყნის მშენებლობა. სამშობლოს სჭირდება გამბედავი პოლიტიკოსები და მეცნიერები, რომლებიც ფუტკრებივით თავიანთი საქმით იქნებიან დაკავებული და ცოდნას ახალგაზრდა თაობას აზიარებენ – ასე ხედავდა მამარდაშვილი ქვეყნის მომავალს. სამოქალაქო საზოგადოებას უნდა მობეზრდეს მის მაგივრად გადაწყვეტილების მიღება, ხალხმა უნდა გაიღვიძოს, სიცოცხლე უნდა დაიბრუნოს – ეს არის ეროვნული გრძნობების გამოღვიძების გზა. ჩვენს თავში უნდა ვიპოვოთ ცოცხალი, მყარი წერტილი, ასეთი არის ხალხის სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ, ეს ის მარადიული, ღვთაებრივი ძალაა, რომელიც გაგვაბედინებს და ყველას მიგვახვედრებს, რომ საქართველოს ისტორიამ უნდა იაროს თავისი ბუნებრივი სწორი გზით და არა სხვისი დაგეგმილი ოცნებებით.

ბესიკ ბოგველი – 8 თებერვალი, 2019

რა საიდულოს ახადა ფარდა “შეწყალებულმა ბრალდებულმა” თემურ ხაჩიშვილმა
2016 წლის 17 ივნისს ტვ “პირველის” ეთერით გიორგი ჭანტურიას მკვლელობაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა თემურ ხაჩიშვილმა განაცხადა:“2002 წელს საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ მის მიმართ გამოძიების პროცესში განხორციელებული ძალადობით იქნა აღიარებითი ჩვენება მიღებული და საქმე პროცედურული დარღვევებითაა შედგენილი”.

ეს ინფორმაცია უცნობი იყო გიორგი ჭანტურიას თანამებრძლობისთვის, რადგან მათ საქართველოს პროკურატურას რამოდენჯერმე მიმართეს, სადაც ითხოვდნენ გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ობიექტურად გამოძიებას. პასუხად კი მიიღეს, რომ სასამართლოს კანონიერი განაჩენი ძალაშია შესული და საქმის ხელახალი გამოძიება შეუძლებელია.

გიორგი ჭანტურიას თანამებრძოლმა, სახალხო პარტიის თავჯდომარემ მამუკა გიორგაძემ, განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს.

ბატონოირაკლი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1994 წლის 3 დეკემბერს ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურია სმიმართ განხორციელებული იქნა ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც იგი და მისი დაცვის წევრი მერაბ ბარამია ტრაგიკულად დაიღუპნენ.

იმ პერიოდში თითქოს და ჩატარდა გამოძიება და მკვლელები `,,დაისაჯნენ” კიდეც, მაგრამ ოჯახის წევრებს, ჩვენ მის თანამებრძოლებს და მეგობრებს, ფართო საზოგადოებას დღემდე ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა გვაქვს. რა თქმა უნდა, გამოძიებას არ დაუდგენია და არც უცდია დაედგინა მკვლელობის მოტივი, მიზანი (რომელმაც უახლესი საქართველოს ისტორია შეცვალა) და ვინ იყო, თუ იყვნენ ამ საზარელი, გადაჭარბების გარეშე, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული უმძიმესი დანაშაულის დამკვეთები. ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთი მასშტაბის და ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ტერორისტული აქტი, პირადი ინიციატივით განახორციელეს რიგითმა მხედრიონის წევრებმა, რომელთაც პიროვნულად არანაირი შეხება არ ქონიათ გიორგი ჭანტურიასთან.

თუ როგორ ზერელედ მიმდინარეობდა გამოძიება ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მისი უახლოესი თანამებრძოლები ისეთი როგორც არიან პარტიის პოლიტიკური მდივანი მამუკა გიორგაძე და სხვები, არც კი დაუკითხავთ. უბრალოდ არც კი გასაუბრებიან მათ. რადგანაც მაშინდელი გამოძიებისთვი სრეალური ვერსიები სრულიად მიუღებელი იყო. არ დაკითხულა სახელმწიფოს მაშინდელი ხელმძღვანელი ე. შევარდნაძე და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, მაშინდელი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა კვირაია და სხვები.

განსაკუთრებული ეჭვები გააჩინა მაშინ იგორ გიორგაძის დაჯილდოებამ, ამ ფაქტიდან ორი კვირისთავზე (მას მოუმატეს წოდება), ხოლო გიორგი ჭანტურიას მკვლელობისათვის მსჯავრდებულ პირთა სწრაფმაშეწყალებამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.

ბატონო ირაკლი, ვფიქრობთ, თქვენთვის სრულიად ზედმეტია იმის ახსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უახლესი წარსულის შეფასებისა და მისი მომავლის განსაზღვრისთვის გიორგი ჭანტურიას მკვლელობასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენას.

სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვახორციელოთ რაიმე სახის სამართლებრივი ქმედება და ამით დაგეხმაროთ გამოძიებაში, ვინაიდან ჩვენთვის ისიც კი უცნობია თუ ვინ არის საქმეზე დაზარალებულების უფლებამონაცვლედ ცნობილი, ვინ მონაწილეობდა პროცესში მხარის სახით დ აშესაბამისად არ შეგვიძლია ოფიციალურად გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმეს მაინც.

მსგავსი შინაარსის წერილით 2013 წელს საქართველოს პროკურატურას მიმართა გიორგი ჭანტურიას შვილმა გიორგი ჭანტურიამ და გიორგი ჭანტურიას თანამებრძოლმა მამუკ აგიორგაძემ, სახალხოპარტიისთავმჯდომარემ.

პასუხად მივიღეთ რომ სასამართლოს კანონიერი განაჩენი ძალაშია შესული და საქმის ხელახალი გამოძიება შეუძლებელია.

2016 წლის 17 ივნისს ტვ “პირველის” ეთერით ერთ-ერთმა “შეწყალებულმა ბრალდებულმა” თემურ ხაჩიშვილმ აგანაცხადა: “2002 წელს საპარლამენტო კომისიამ (ამ კომისიის ზოგიერთი წევრი დღეს ხელისუფლებაშია) დაადგინა, რომ მის მიმართ გამოძიების პროცესში განხორციელებული ძალადობით იქნა აღიარებითი ჩვენება მიღებული და საქმე პროცედურული დარღვევებითაა შედგენილი”.

ვფიქრობთ, თქვენთვის იმის ახსნა არ არის საჭირო რომ ლოგიკურად ისმევა შეკითხვები, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს:

თუ “გასამართლებულებმა” არა, მაშინვინ მოკლა გია ჭანტურია?!

რატომ არ ინტერესდება ა მსაქმით დღევანდელი ხელისუფლება?!

გიორგი ჭანტურიას მკვლელობის მოტივისა და მიზნის დადგენა, მისი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და რეალური მკვლელებისა და მკვლელობის შემკვეთთა გამოაშკარავება დღევანდელი ხელისუფლებასაც აშინებს?!

დღევანდელი ხელისუფლებასაც სურს დაუმალოს საზოგადოებას გიორგი ჭანტურიას მკვლელობით და შემდეგ განხორციელებული მოვლენებით განვითარების რა გზიდან გადაიყვანეს საქართველო?!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გამონახოთ გამოძიების განახლების სამართლებრივი საშუალება, მოგვცეთ შესაძლებლობა გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმი სმასალებს და ყველა ღონე იხმაროთ აღნიშნული საქმის ხელახალი გამოძიებისა და ჭეშმარიტების დადგენისთვის.

მოგიწოდებთ, ნუ გახდება დღევანდელი ხელისუფლება შევარდნაძე-სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი სგამგრძელებლი, რომელმაც საქართველო სმომავალი წაართვა!

პატივისცემით,

სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე                                 21-06-2016  fact2.ge

გიორგი ჭანტურიას მკვლელობის 20 წლისთავის გამო
20 წელი გავიდა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, გიორგი ჭანტურიას მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტიდან, რომლის შედეგადაც იგი და მერაბ ბარამია ტრაგიკულად დაიღუპნენ. ეს იყო არა მარტო პარტიისა და ეროვნული მოძრაობის ტრგედია, არამედ ქვეყნისათვის მიყენებული უმძიმესი დარტყმა.

იგი მე-20 სუკუნის 70-იანი წლებიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთ–ერთი პირველი ქართველი სტიქაროსანი, იყო პოლიტიკური პატიმარი. თანამოაზრეებთან ერთად 1979 წლიდან დაიწყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აღდგენა და 90-იანი წლებისთვის ქვეყნის მომავალი ლიდერის უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა. გახდა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანულ–დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივანი, ქრისტიანულ დემოკრატიული ინტერნაციონალის პოლიტიკური საბჭოს წევრი. საქართველოში არ კავებია რაიმე პოლიტიკური თანამდებობა.

თითქოსდა ჩატარდა გამოძიება და მკვლელები თითქოსდა `დაისაჯნენ~ კიდეც, მაგრამ ოჯახის წევრებს, ჩვენ, მის თანამებრძოლებს და მეგობრებს, ფართო საზოგადოებას დღემდე ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა გვაქვს. თუ როგორ ზერელედ მიმდინარეობდა გამოძიება ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მისი უახლოესი თანამებრძოლები, კერძოდ, მამუკა გიორგაძე და სხვები, არ დაუკითხავთ. უბრალოდ არც კი გასაუბრებიან მათ. რადგანაც მაშინდელი გამოძიებისთვის რეალური ვერსიები სრულიად მიუღებელი იყო. ხოლო გიორგი ჭანტურიას მკვლელობისათვის “მსჯავრდებულ პირთა” სწრაფმა შეწყალებამ პოლიტიკური თავხედობის ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.

გამოძიებას არ დაუდგენია და არც უცდია დაედგინა მკვლელობის მოტივი, მიზანი, რომელმაც უახლესი საქართველოს ისტორია შეცვალა (როგორც გამოჩენილმა კინორეჟისორმა ოთარ იოსელიანმა განაცხადა, გიასთან ერთად საქართვერლოს მომავალი მოკლეს) და ვინ იყვნენ ამ საზარელი, გადაჭარბების გარეშე, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული უმძიმესი დანაშაულის დამკვეთები. ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთი მასშტაბის და ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ტერორისტული აქტი, განახორციელეს რიგითმა კრიმინალებმა, რომელთაც პიროვნულად არანაირი შეხება არ ჰქონიათ გიორგი ჭანტურიასთან.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წარსულისა და მომავლისათვის, მისი პირდაპირი თუ იდეურ-პოლიტიკური შთამომავლებისათვის გიორგი ჭანტურიას მკვლელობასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენას. ყველა, ვინც გია ჭანტურიას პირადად იცნობდა, იტყვის, რომ 35 წლის ასაკში მოკლული ლიდერი პოლიტიკაში “ბინძურ თამაშებს” ეწინააღმდეგებოდა და პირდაპირობას არჩევდა.

გია ჭანტურიას მკვლელობა სახელისუფლებო ელიტის იმ ნაწილის ინტერესში შედიოდა, რომლისთვისაც გიას ეროვნული, დემოკრატიული, ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული დასავლური ღირებულებები მიუღებელი იყო! სახელისუფლებო ელიტის ამ ნაწილისა და კრემლის ინტერესების თანხვდენამ დღის წესრიგში ჭანტურიას ლიკვიდაცია დააყენა.

აღსანიშნავია, რომ გია ჭანტურიას მკვლელობა, პოსტსაბჭოთა საქართველოში პირველი დაუფარავი პოლიტიკური მკვლელობა იყო. მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის მიუხედავად, გია ჭანტურია გზიდან არ გადაუხვევია, _ “პოლიტიკა ბინძური არ არის, პოლიტიკა ბინძური მაშინ ხდება, როცა მას ბინძური ხალხი აკეთებს”, _ ამ ფრაზას გია ხშირად ამბობდა.” გია ჭანტურია ბინძური პოლიტიკის მსხვერპლი გახდა.

გიას მოკვლით იმას მიაღწიეს, რომ კარგა ხნით გადაიდო საქართველოს მდგრადი სახელმწიფოებრივი განვითარება, ეროვნული ფასეულობების სრული დაცვით მისი ინტეგრაცია ევროპაში; განხორციელდა ტერიტოროების ოკუპაცია და მიმდინარეობს ანექსიის ლეგალიზაციის პროცესი…

გია ჭანტურიას იდეალების წინააღმდეგ ბრძოლა დღესაც გრძელდება!

ამ ოცი წლის მანძილზე არცერთი ხელისუფლება არ დაინტერესებულა ამ საქმის ბოლომდე გამოძიებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პროკურატურას და ხელისუფლებას მთლიანად, ჩამოიღოს თაროზე შემოდებული საქმე და განაახლოს ძიება. არავის არ ეგონოს, რომ წლებთან ერთად გიას მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას დაგვავიწყდება ბურუსით მოცული საქმე და გავჩერდებით.

გია ჭანტურია მომავლის პოლიტიკოსი გახლდათ. გია ჭანტურიას, როგორც პოლიტიკოსის და პიროვნების დაფასება მომავალი თაობის პრეროგატივაა! და როცა ამას მივაღწევთ, ყველას მოეკითხება და მათ შორის ამ ხელისუფლებასაც ასეთი საეჭვო პასიურობის გამო!

20 წლის წინ საქართველოს გია ჭანტურია მოუკლეს…

გია ჭანტურიას, როგორც გამოძიებით დადგინდა, რამდენიმე სნაიპერი ესროდა. 300 ტყვიიდან ჭანტურიას, მინიმუმ, 150 მოხვდა. Mმისი დაფლეთილი სხეული და უკვდავი სული დღესაც მოგვიწოდებს ბრძოლის გაგრძელებისკენ. Mმას სჯეროდა და ჩვენც გვჯერა, რომ ეს ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დასრულდება!

სახალხო პარტია 3.12.2014

ახალი ძალა – მოამბე 6 11.07.1988
`ვფიცავ… მთელი ჩემი მორალური და

ფიზიკური ძალა მოვახმარო სამშობლოსა

და მისი აღორძინების საქმეს.

ვფიცავ, წარვმართო საკუთარი ძალები,

აზრები და მოქმედებები იმისკენ, რომ

იტალიამ დამოუკიდებლობა, ერთიანობა

და თავისუფლება მოიპოვოს~.

ჯუზეპე მაძინის მიერ დაწერილი

ფიციდან `ახალგაზრდა იტალიის~ წევრთათვის.

დამოუკიდებლობადაკარგული ქართველი ერი 1924 წლიდან, ეროვნული აჯანყების  დამარცხებისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიერ საქართველოს დატოვების დღიდან, თავის ახალ გმირებს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალ ახალ ტალღას ელის.

ამ 70 წლის განმავლობაში ბევრი ეროვნული მოღვაწე გვყავდა, ბევრი დიდი ხელოვანი თუ მეცნიერი, ერისთვისაც მრავალმა დადო თავი, მაგრამ ალბათ გვჭირდება ჩვენი ერის უახლეს ისტორიაში გმირების მოძებნა. შესაძლოა იყვნენ პოტენციური გმირები, მაგრამ მათ ვერ ან არ შეძლეს საკუთარი თავის ბოლომდე გახსნა-გამოვლენა და საბოლოო ჯამში კი გმირად ქცევა.

70 წლის განმავლობაში ეროვნული მოძრაობა თუკი არსებობდა, ის მხოლოდ სტიქიურ, არაორგანიზებულ ხასიათს ატარებდა და ზოგ შემთხვევაში არასწორ პოზიციაზეც იდგა. (ამის საილუსტარციოდ 1956 წლის 9 მარტის გამოსვლაც იკმარებს). ან კი როგორ შეიძლება ეროვნული მოძრაობა, ამ სიტყვის უზუსტესი გაგებით, ჩვენში ყოფილიყო, როდესაც ქართული პატრიოტიზმი პოლიტიკურ მიმდინარეობად არასდროს ჩამოყალიბებულა ამ ბოლო შვიდი ათეული წლის განმავლობაში. ერთი მხრივ, ტოტალიტარული რეჟიმი და მეორე მხრივ, ქართველთა პოლიტიკური ინდიფერენტიზმი იყო ამის მიზეზი. აკი ამბობდა ჟორდანია _ პოლიტიკა აბდლობააო და რა გასაკვირია, რომ `რიგით~ ქართველებს თვით სიტყვა `პოლიტიკაც~ კი ვერ გაეგოთ და როგორც ყველაფერი ის, რაც ადამიანისთვის გაუგებარია, უარეყოთ. სამაგიეროდ, ამ წლების განმავლობაში საქართველო უხვად ამარაგებდა რუსეთს პოლიტიკური მოღვაწეებით, მაგრამ ყველა ეს პოლიტიკოსი რისხვად ევლინებოდა საქართველოს. ე.ი. ჩვენ ჩვენი ეროვნული პოლიტიკა, ეროვნული პოლიტიკოსები არ გაგვაჩნდა და ეს იყო ჩვენი ეროვნული ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

მრავალი ქართველი პატრიოტი ჯერ მარტო იმიტომ ვერ გახდებოდა ეროვნული პოლიტიკოსი, რომ ყალბი, პლაკატური სიკეთით იყო დაბრმავებული და ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ამ უკანასკნელს აყენებდა.

ნიკოლო მაკლიაველი წერს:

`როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი უნდა შევიკავოთ იმაზე მსჯელობისაგან, სამართლიანია ესა და ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქების თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და და თავისუფლების შენარჩუნებას~.

ეს, რა თქმა უნდა, სრულებით არ ნიშნავს მორალის უარყოფას და ეროვნული პოლიტიკის, როგორც უზნეობის, აპოლოგიას. უბრალოდ დიდს, ყველაზე მთავარს ემორჩილება შედარებით მეორეხარისხოვანი და ეს ქრისტიანულიცაა და გონივრულიც. `თეთრხელება~ და ყბედ ადამიანებს არაფერი კარგი არ გაუკეთებიათ ერისათვის, ხოლო საკუთარი უნიათობით კი ბევრი რამ წაუხდენიათ.

ქართველობას ხშირად არ სცოდნია, თუ როდის რა უნდა ეკეთებინა. რელიგიას ის პოლიტიკაში ურევდა, ფილოსოფიას _ პრაქტიკულ საქმიანობაში, ეროვნულობას _ მსოფლიურობასა და კოსმოპოლიტიზმში და ა.შ. არჩილ ჯორჯაძის ტერმინი რომ ვიხმაროთ, ეს ისტორიული დალტონიზმი დღესაც ახასიათებს მრავალ ქართველს და ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ. ქართველებს დავიწყებული ჰქონდათ, რომ `ადამიანი არის ის, რასაც აკეთებს~ (მალრო) და არა ის, რასაც ლაპარაკობს ან თუნდაც განიცდის. ტურგენევს აქვს ერთ რომანში ასეთი სიტყვები: `_ გაანთავისუფლო სამშობლო!.. ამ სიტყვების წარმოთქმაც კი საშინელია, იმდენად დიადია…~

ქართველს შეეძლო ენის დასაცავად ქუჩაში გამოსვლა და საჭიროების შემთხვევაში მკერდის შეშვერაც ტყვიისათვის,  მაგრამ ეს არ იქნებოდა და არც იყო პოლიტიკა, ეს იყო მხოლოდ გაღვიძება ქართული სისხლის. ეს არ იყო ორგანიზებული, `დაგეგმილი~ გამოსვლა და სწორედ ამიტომაც მრავალი ასეთი ტალღა უკანვე მიიქცა და ეროვნული აღტყინებაც მალე განელდა.

ქართველს არ შეეძლო ყოველდღიურად, ყოველ წამს დიდი ქართული საქმის კეთება, პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა და გეგმაზომიერად, გონივრულად სიარული საბოლოო გამარჯვებისაკენ. ჩვენი ერი მთლიანად ემოციებს იყო მინდობილი და უკეთეს შემთხვევაში ეს უსისტემო პროტესტი 1978 წლის 14 აპრილის დემონსტარციის მსგავსი მოვლენებით გამოიხატებოდა.

ჩვენ დავიწყებული გვქონდა, რომ საჭიროა პერმანენტული, ყოველდღიური ბრძოლა. შესაძლოა ნაკლებმასშტაბური გამოსვლები, მაგრამ უწყვეტი, რათა ეროვნულ სულს არ ჩაეთვლიმა, ხალხი დაერაზმა და მზადყოფნაში ჰყოლოდა.

დღეს ასპარეზზე ახალი ძალა გამოვიდა. ძველი პატრიოტებისაგან განსხვავებით ეს ძალა პოლიტიკურია და ეს არის მისი მთავარი ღირსება. ილია ჭავჭავაძის საზოგადოება _ IV დასი _ არ ელოდება მომენტს და კონკრეტულ სიტუაციას, ის თავად იბრძვის ამ სიტუაციის შესაქმნელად, იბრძვის ყოველდღე, მთელი ძალღონითა და ენერგიით.

ვის უნდა დაეყრდნოს ეს პოლიტიკური ორგანიზაცია? სოციალური მტრობისა და კლასთა ბრძოლის მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის პირობებში აღზრდილმა ბ ო ლ შ ე ვ ი ზ ო ი დ მა  ობივატელმა შეიძლება იკითხოს: გლეხს? მუშას? ინტელიგენტს? ჩვენ ვიტყვით: არცერთს. დავიწყოთ იქიდან, რომ დღევანდელი გლეხი გლეხი კი არა, უკვე კოლმეურნეა; არც მუშაა ის, რაც იყო ადრე (და საერთოდ, მუშათა კლასი საქართველოში არასდროს არ ყოფილა მძლავრი); რაც შეეხება ინტელიგენციას, ჩვენ თითზე ჩამოსათვლელი ინტელიგენტი გვყავს, მაგრამ ასეც რომ არ იყოს და გლეხი გლეხობდეს, მუშა მუშობდეს და ინტელიგენცია თავის სიმაღლეზე იდგეს, ჩვენ მაინც არ დავეყრდნობით არცერთს.

ზოგადად პატრიოტის, ქართველის იმედი გაქვთ? _ კვლავ იკითხავს ობივატელი სკეპტიკოსი და ჩვენც კვლავ უარით ვუპასუხებთ, რადგანაც დღევანდელ ქართველს სულ სხვადასხვანაირად ესმის პატრიოტიზმი და ერთიანობა არც აქ არსებობს. ესეც რომ არა, ჩვენი პატრიოტიზმი, როგორც უკვე ვთქვით, ძირითადად ემოციებზე იყო დაფუძნებული და ყოველდღიური მუშაობის ფორმა მას არ ჰქონდა.

მაშ ვის? ვის უნდა დაეყრდნოს დღევანდელი ეროვნული მოძრაობა? მოსახლეობის რომელ ნაწილს?

ბუონი-ის, მხოლოდ ბუონი-ის, იტალიურად ეს სიტყვა `კეთილს~ ნიშნავს, მაგრამ ეს `კეთილი ადამიანები~ მხოლოდ ზნეობით კი არ არიან კეთილნი, არამედ მათ `სიკეთეს~ სოციალური და პოლიტიკური გაგებაც აქვს უკვე.

`ხალხმა უნდა იმოქმედოს… არა დამოუკიდებლად, არამედ ბელადთა, ანუ, როგორც ხშირად წერს მაძინი, ახალგაზრდების ხელმძღვანელობით.

მაძინის ლექსიკონში `ახალგაზრდობა~ იმდენად არა ასაკობრივი ცნებაა, რამდენადაც მორალური, ხოლო საბოლოო ჯამში კი სოციალურიც. ეს არის ბუონი _ კეთილი ნების ადამიანები…

`ახალგაზრდა შეიძლება იყოს 50, 70 წლის კაცი, ხოლო 20 წლის ზოგიერთი ადამიანი მაძინისათვის არ არის ახალგაზრდა. ლიბიის ეროვნული გმირი, 70 წლის ომარ ალ-მუხტარი ჭეშმარიტი `ბუონი~, ჭეშმარიტი ახალგაზრდა იყო, რადგან ის არ დაღლილა, არ `დაბერებულა~, იარაღი არ გაუგდია ხელიდან და სიკვდილამდე თავისი სამშობლოს განთავისუფლებისათვის იბრძოდა.

გავიხსენოთ 1978 წლის 14 აპრილის მრავალი ახალგაზრდა _ ისინი გულწრფელად იცავდნენ ქართულ ენას 10 წლის წინათ, მაგრამ დღეს სად არიან ისინი? ჩვენ მათ ვერ ვხედავთ ჩვენს გვერდით, იმიტომ, რომ ზოგი `დაბერდა~, ზოგმა ცოლი მოიყვანა, ზოგიერთი `კარგ~ სამსახურში მოეწყო, ხოლო ზოგი უბრალოდ დაშინდა. ჭეშმარიტი ახალგაზრდა კი არასდროს ბერდება, მის პოზიციაზე არ მოქმედებს არც ოჯახური და არც სამსახურებრივი მდგომარეობა, შიშზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი _ ახალგაზრდას, `ბუონის~ ღვთის გარდა არავის არ ეშინია _ ის ყოველთვის იბრძოდა და იბრძოლებს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის.

მაძინი მიმართავდა ერთ ასეთ `დაღლილს~:

`ვინ ითხოვს შენგან შეუძლებელს? მემუქრები ყოველწამს იმით, რომ მიმატოვებ? ეს-ეს არის დავიწყეთ და შენ უკვე დაიღალე? არაფერი არ მესმის. ნუთუ არა გაქვს ტანჯვის ნიჭი? წმიდაო ღმერთო, მაშ რისთვის დავიბადეთ… თუ არა ამისსთვის?.. შენ, ჩემი მეგობარი და დაიღალე?~

მაძინისეული ახალგაზრდა საქმისათვის ყველანაირად შეუცვლელია:

`უმჯობესია თამამი იყო, ვიდრე ფრთხილი და წინდახედული, რადგანაც ბედისწერა _ ქალია, და მის მოსათვინიერებლად არ უნდა იშურებდე მუჯლუგუნებსა და წიხლებს; ვინც არ იშურებს, უფრო ადვილად იურვებს მას, ვიდრე ფრთხილი და მოკრძალებული კაცი. ამიტომ ბედისწერა, ქალისა არ იყოს, ყოველთვის სიჭაბუკეს ამჯობინებს, რადგანაც სიჭაბუკე უფრო თამამია, დაურიდალი და უფრო თავდაჯერებულად მბრძანებლობს მასზე~.

`ახალგაზრდას~ გატეხვა, 20 წლის იქნება ის თუ 70 წლის, არაფერს არ შეუძლია.

`მოუკვდა დედ-მამა, მოკვდა იაკოპო რუფინი,  მისი ცხოვრება დატოვა ჯუდიტა სიდოლიმ,  წყდებოდა ის უხილავი ძაფები, რომელიც განდევნილს სამშობლოსთან აკავშირებდა და სადაც `მხოლოდ საფლავებიღა იყო დარჩენილი~, მაგრამ დარჩენილი იყო ვალიც, ვალი `სამშობლოსა და ღმერთის წინაშე…~

ინტელექტუალებსა და `თეთრხელება~ ადამიანებს `ახალგაზრდები~ აღიზიანებთ იმიტომ, რომ მათ სიმაღლეზე დადგომა არც ხელეწიფებათ და არც სურთ. მათთვის ისიც არის მიუღებელი, რომ `მაძინისათვის ადამიანები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ საქმე, თან ერთი საქმე; თვითონ ის არსებობს, `ცხოვრობს და მოძრაობს~ მხოლოდ მასში~.

მიუხედავად ამისა, ძნელია ვინმე გულგრილი დარჩეს მაძინისადმი, ნებისმიერი `ახალგაზრდისადმი~; ქუდი არ მოიხადოს და თაყვანი არ სცეს მას. ძალიან შორს უნდა იდგე სამართლიანობისა და პატიოსნებისაგან, რომ ეს არ გააკეთო.

`თქვენ… ბოლო დროის ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური მოღვაწე ხართ. თქვენი სახელი გარემოცულია თანაგრძნობითა და პატივისცემით. ის კია შესაძლებელი, რომ არ დაეთანხმო თქვენს აზრებს, მოქმედების ფორმებს, მაგრამ შეუძლებელია პატივი არ სცე თქვენნაირ ადამიანს~. _ წერდა მაძინის იგივე გერცენი.

`ზომიერები~ აღიარებდნენ და რა უნდა ექნათ მაძინისტებს, ერთ მუშტად შეკრულ `ახალგაზრდებს~? ადამიანები სიკვდილთან შესაყრელად მაძინის სახელით მიდიოდნენ, რადგან მაძინი იყო თვით იტალია, ის იტალია, რომელიც ყოველთვის ახალგაზრდა იყო და სამთავროებად დაქუცმაცებული, ოკუპანტთაგან დაპყრობილი, მაინც განაგრძობდა ბრძოლას ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის. ის ლაპარაკობდა მაშინ, როდესაც ყველას ეძინაო, თქვა გარიბალდიმ მაძინის შესახებ.

ჯუზეპე მაძინი თითოეული მეგობრის, თითოეული იტალიელის დაღუპვას მძიმედ განიცდიდა, მაგრამ მან იცოდა _ მსხვერპლი აუცილებელი იყო.

ის სხვისგან ძალიან ბევრს მოითხოვდა, მაგრამ უფრო მეტს საკუთარ თავს თხოვდა. შეიძლება ითქვას, რომ მაძინიმ პირადი ცხოვრებაც კი არ დაიტოვა და ერთგვარ პოლიტიკურ ასკეტად იქცა. შიმშილობდა, ცხოვრობდა გაჭირვებაში _ განდევნილი, შევიწროვებული… მთელი ცხოვრება უმკაცრესი კონსპირაციის პირობებში გაატარა, თავად გაჭირვებული ეხმარებოდა სხვებს, ემიგრანტი იტალიელებისთვის ხსნიდა სკოლებს, ქმნიდა სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და ვოლონტიერთა რაზმებს, მთელ ევროპაში აგროვებდა ფულს სამხედრო ოპერაციებისათვის, გამოსცემდა ჟურნალებს, იარაღით ხელში მიაბიჯებდა დანარჩენ ვოლონტიორებთან ერთად და საკუთარი სისხლით ზღავდა დამონებული ერის ცოდვებს… ის იყო ჭეშმარიტი `ახალგაზრდა~, ნამდვილი `ბუონი~, ნამდვილი მებრძოლი.

ეს დიდი პოლიტიკური მოძღვარი კარგად ხედავდა `ზომიერობის~ საფრთხეს, ებრძოდა მას და ხალხს მხოლოდ `ახალგაზრდობისაკენ~ მოუწოდებდა. `ახალგაზრდების~ პერმანენტული ბრძოლა იყო მაძინის კონცეფციაში ერთ-ერთი მთავარი. მაძინი კარგად იცნობდა ადამიანის ბუნებას, ხალხს და ამიტომაც იბრძოდა იმისათვის, რომ ხალხი არ გამოსულიყო `ახალგაზრდათა~ კონტროლიდან:

`თუ თქვენ ხალხს მოქმედებისაკენ უბიძგებთ და ხელს უშვებთ მას, მაშინ მტრის მეცადინეობითა და მონობით წარმოშობილი მიდრეკილებების გამო… ის იმ პირველივე პარტიას ჩაუვარდება ხელთ, რომელიც მოინდომებს მის დაუფლებას. იყავით ხალხთან, ნუ ჰკრავთ მას ხელს… მზად იყავით მისთვის დასაღუპად და ხალხიც იქ წამოვა, სადაც თქვენ მას წაიყვანთ…~

მაძინი ხედავდა, რომ იტალიას პროფესიონალი პოლიტიკოსები, პროფესიონალი იტალიელები სჭირდებოდა და ისიც თავისი მაგალითით, თავისი ბრძოლით ქმნიდა ასეთ პროფესიონალებს. პროფესიონალი მხატვრები, პოეტები, მომღერლები, მეცნიერები ბევრნი იყვნენ იტალიაში, მაგრამ პროფესიონალი პოლიტიკოსები კი, რომელთა მთავარი საქმე იტალიელობა, ბრძოლა იტალიის განთავისუფლებისათვის იქნებოდა, მაძინიმდე ცოტა მოიპოვებოდა.

ასევე ბევრი `გულდათუთქული პატრიოტია~ დღეს საქართველოში, უამრავი ნიჭიერი თუ უნიჭო პოეტი, მუსიკოსი, მხატვარი, მეცნიერი და ა.შ. მაგრამ პროფესიონალი პოლიტიკოსები, პორფესიონალი ქართველები ცოტანი არიან.

ჩვენი საზოგადოების _ (IV დასი) _ შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ პროფესიონალი პოლიტიკოსების აღზრდა და ამ პროფესიონალი ქართველების, ე.ი. ადამიანების, რომელთა ცხოვრების აზრი და არსი, რომელთა მთელი ცხოვრება და მოქმედება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ემსახურება, ერთ ორგანიზაციაში გაერთიანება იყო.

ეს არის ძალა, ახალი პოლიტიკური ძალა.

P.შ.

… გვეყო ყბედობა, ინტელიგენტიკობის თამაში და ეროვნული ინტერესების ხარჯზე პირადი ცხოვრების მოწყობა. ჟამი არს!.. საათმა ჩამოჰკრა!..

გიორგი ჭანტურია

საქართველოს მთავარ პროკურორს
საქართველოს მთავარ  პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს – გიორგი ჭანტურიას და სახალხო პარტიის თავმჯდომარის

მამუკა გიორგაძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ბატონო არჩილ!

საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1994 წლის 3 დეკემბერს ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურიას მიმართ განხორციელებული იქნა ტერორისტული აქტი,

რომლის შედეგადაც იგი და მისი დაცვის წევრი მერაბ ბარამია ტრაგიკულად დაიღუპნენ. იმ პერიოდში თითქოსდა ჩატარდა გამოძიება და მკვლელები `დაისაჯნენ~ კიდეც, მაგრამ ოჯახის წევრებს, ჩვენ მის თანამებრძოლებს და მეგობრებს, ფართო საზოგადოებას დღემდე ამ ფაქტთან დაკავშირებითუამრავი შეკითხვა აქვთ. რა თქმა უნდა, გამოძიებას არ დაუდგენია და არც უცდია დაედგინა მკვლელობის მოტივი, მიზანი(რომელმაც უახლესი საქართველოს ისტორია შეცვალა) და ვინ იყო, თუ იყვნენ ამ საზარელი, გადაჭარბების გარეშე, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული უმძიმესი დანაშაულის დამკვეთები. ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთი მასშტაბის და ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ტერორისტული აქტი, განახორციელეს რიგითმა მხედრიონის წევრებმა, რომელთაც პიროვნულად არანაირი შეხება არ ქონიათ გიორგი ჭანტურიასთან. თუ როგორ ზერელედ მიმდინარეობდა გამოძიება ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მისი უახლოესი თანამებრძოლები ისეთი როგორც არიან პარტიის პოლიტიკური მდივანი მამუკა გიორგაძე და სხვები, არც კი დაუკითხავთ. უბრალოდ არც კი გასაუბრებიან მათ. რადგანაც მაშინდელი გამოძიებისთვის რეალური ვერსიები სრულიად მიუღებელი იყო. არ დაკითხულა სახელმწიფოს მაშინდელი ხელმძღვანელი ე. შევარდნაძე და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, მაშინდელი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე, რომელიც აცხადებს, რომ სიკვდილამდე გააფრთხილა გიორგი ჭანტურია მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. განსაკუთრებული ეჭვები გააჩინა მაშინ იგორ გიორგაძის დაჯილდოებამ ამ ფაქტიდან ორი კვირის თავზე (მას მოუმატეს წოდება), ხოლო გიორგი ჭანტურიას მკვლელობისათვის მსჯავრდებულ პირთა სწრაფმა შეწყალებამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.

ბატონო არჩილ!

ვფიქრობთ, თქვენთვის სრულიად ზედმეტია იმის ახსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წარსულისა და მომავლისათვის, მისი პირდაპირი თუ იდეურ-პოლიტიკური შთამომავლებისათვის გიორგი ჭანტურიას მკვლელობასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენას. შამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვახორციელოთ რაიმე სახის სამართლებრივი ქმედება და ამით დაგეხმაროთ გამოძიებაში, ვინაიდან ჩვენთვის ისიც კი უცნობია თუ ვინ არის საქმეზე დაზარალებულების უფლებამონაცვლედ ცნობილი, ვინ მონაწილეობდა პროცესში მხარის სახით და შესაბამისად არ შეგვიძლია ოფიციალურად გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმეს მაინც. ამიტომ მოგმართავთ თქვენ, გამოინახოს გზა აღნიშნული საქმის ხელახალი გამოძიებისა და ჭეშმარიტების დადგენისათვის. ჩვენ არ მიგვიმართავს წინა ხელისუფლებისათვის შეგნებულად, რადგანაც ვთვლიდით შევარდნაძის რეჟიმის პოლიტიკის გამგრძელებლად, რათა არ მიგვეღო უარესი შედეგი და საბოლოოდ არ გამქრალიყო სიმართლის დადგენის იმედი. ვფიქრობთ არც ამის ახსნა არის თქვენთვის საჭირო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გამონახოთ გამოძიების განახლების სამართლებრივი საშუალება, მოგვცეთ შესაძლებლობა გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ყველა ღონე იხმაროთ სიმართლის დასადგენად.პატივისცემით,

გიორგი ჭანტურიას შვილი

გიორგი ჭანტურიასახალხო პარტიის თავმჯდომარე

მამუკა გიორგაძე

[/spoiler]