» საარჩევნო

ბოროტთა ენერგიულობა თუ კეთილების უნიათობა?
საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. გარეგნულად ყველაფერი წესრიგშია _ ერთი შეხედვით დაძაბული საარჩევნო კამპანია და ხმის მიცემა, გარკვეული ნაკლოვანებით, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის (ანუ ჯურღმულიდან ახლად გამოსულებისთვის) მეტ-ნაკლებად მისაღებად იქნა მიჩნეული. პარლამენტში გასულები კმაყოფილი არიან (ერთი გამოხატავს, მეორე – არა, მეტი მეკუთვნოდაო). პოლიტიკური  სპექტრის კვალიფიციურად სახელდებული ჯგუფების ლიდერთა ნაწილი ჩხუბის შემდეგ გულზე მუშტების ბრაგუნით ცდილობს შელახული იმიჯის გადარჩენასა და დამფინანსებლების თვალში გამართლებას, ნაწილი აგრძელებს ვაჭრობას, ნაწილს კი, მსხვერპლად მიაჩნია თავი და ყველა უბედურებას მხოლოდ ერთ კაცს აბრალებს.

საქართველოს სახალხო პარტიას არჩევნების შედეგებსა და მსვლელობასთან, ასევე წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად მიაჩია განაცხადოს შემდეგი:

საარჩევნო პროცესში, ჩვენდა სამწუხაროდ, არც ერთი მაღალი ტრიბუნიდან არ გაჟღერებულა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის, როგორც ნებისმიერი ცივილიზებული, მითუმეტეს, ტერიტორიებოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკის სავალდებულო რეგულატორის, შესახებ. ძირითადად ლაპარაკობენ სოციალური, კომუნალური და მიმდინარე ერთჯერადი პრობლემების შესახებ, რომლებიც საზოგადოების ინტერესს იწვევს, მაგრამ, რეალურად, თვითმმართველობისა და აღმასრულებელი სტრუქტურების მოსაგვარებელია. რა თქმა უნდა, გზა, გაზი, წყალი და სხვა პრობლემა თითოეულ ჩვენგანს გვაღელვებს, მაგრამ, პარლამენტის უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, ამ თემებზე აპელირება არჩევნების პერიოდში, ხალხის შეცდომაში შეყვანის, მისი სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დაკნინების მცდელობაა. ეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დაუშვებელი ხარვეზია, რომლის გამოსწორება პოლიტიკურ ძალთა მოვალეობაა.

ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ნაციონალურ მოძრაობასთან ტანდემში (სხვა პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის ნებსითი თუ უნებლიე თანამონაწილეობით) მოახერხა საერთაშორისო თანამეგობრობის დაშანტაჟება ამ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირებით. შეგნებულად ხელოვნურად შექმნილმა ფორსმაჟორულმა ვითარებამ და მიზანმიმართულმა პროპაგანდისტულმა კამპანიამ, რომელიც გამყარებული იყო წინასაარჩევნო შეხვედრებზე ინსპირირებული ჩხუბებით, ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრისა თუ ზღვის მხარულით გადმოცურვის „მუქარებით“, ავტომობილების აფეთქებით, სახელმწიფო გადატრიალებით დაშინებით, მედიაში არაპოლიტიკური ლექსიკის “ჭარბი” გამოყენებით, საარჩევნო უბნებზე ხულიგნობითა თუ ზონდერ ჯგუფისა და სპეცნაზის საარჩევნო უბნებში შევარდნებით და სხვა მრავალი უმსგავსო ფაქტით, შექმნა ილუზია თითქოსდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას მისი მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის დაბალი დონისა და პოლარიზაციის გამო სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა. შესაბამისად, არჩევნების თუნდაც მშვიდობიანად დამთავრება თავისთავად დადებით შედეგად იქნა შეფასებული.

ზემოააღნიშნული პროპაგანდისტული კამპანია უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო პროცესებში გაუცნობიერებელი საქართველოს მოსახლეობის დატერორებისკენ. კერძოდ, ერთი მხრივ, მიმდინარეობდა ე.წ. შავი პიარი ტირანული ხელისუფლების დაბრუნების მუქარით, მეორე მხრივ, ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელშეწყობა და წარმოჩინება ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციად. საინფორმაციო ზემოქმედება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამყარებული იყო დამაშინებელი ფიზიკური ქმედებებით. ამგვარი კამპანიის მიზანი იყო ძალების ხელოვნური გადანაწილება და საზოგადოების პოლიტიკური პოლარიზაცია. მისი არსი შეიძლება გამოიხატოს სიტყვებით: კეთილ უნიათოსა და ბოროტ ენერგიულს შორის აირჩიე ქართველო ერო!

წინასაარჩევნო პროპაგანდა „შუის გაკრეფის ნაწილში“ განმტკიცებული იყო იმ ჯგუფების მხრიდანაც, რომლებიც საკუთარ პოზიციონირებას ვითომდაც „შუიდან“ ახდენდნენ. ამ ჯგუფებთან დაკავშირებული პოლიტიკურმა სკანდალებმა თუ პიროვნულმა მომენტებმა ხელი შეუწყეს საზოგადობაში მათზე და, საერთოდ, პოლიტიკურ პროცესებზე გულაცრუებას, ელექტორალური აქტივობის ნიველირებას. გადამწყვეტ მომენტში ამ ჯგუფების ლიდერებმა მიატოვეს საკუთარი ამომრჩეველი, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ მხოლოდ პირადი გამორჩენა ამოძრავებთ, არიან სატელიტური ორგანიზაციები, ემსახურებიან პატრონებს და არა სახელმწიფო აღმშენებლობის ინტერესებს. სიამოვნებით ღებულობენ დაფინანსებას და “კვალფიციური სუბიექტის” სტატუსსა და აქედან მომდინარე პრივილეგიებს, ბოლო წუთამდე აგრძელებენ ვაჭრობას ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგო ანტისახელმწიფოებრივი გარიგების დადების ან  საკუთარი მომავალი “შრომითიმოწყობის” მიზნით. ყოველგვარი ხმამაღალი ლაპარაკი და ბაქი-ბუქი ხმების დაცვის გარანტიებზე, დაპირებულ ხმაურიან სასამართლო პროცესებსა და არჩევნებში უეჭველ გამარჯვებაზე მალე გაფერმკრთალდა და ჩაქრა. ამგვარ ჯგუფებს კი თავისი შეცდომის აღიარება და პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება არ სურს (რეალური ქმედების სახით, თორემ ლამაზი სიტყვებით _ რამდენიც გნებავთ).

შესაბამისად ჩაქრა ჯანსაღი საპროტესტო განწყობა და მუხტი. საზოგადოება კი შეაგუეს, რომ მის გარეშე წყდება ქვეყნის ბედი. პროცესებში ბოლომდე გაუცნობიერებული, მაგრამ გულწრფელად ჩართული ხალხი, მისდაუნებურად,Aმიმზიდველი და შთამბეჭდავი სპექტაკლების მონაწილე გახდა და ზემოთქმულზე რეაგირებას მხოლოდ პოლიტიკურ ორგანიზაციათა და პირადად დაზარალებულთა ვიწრო წრის პრეროგატივად მიიჩნევს.

მატერიალურად წახალისებული „შუა“ ჯგუფები იმ კატეგორიის კონფორმისტი „ლიდერებით“ იყო წარმოდგენილი, რომელთა უმეტესობა სიამოვნებით ირგებს გარედან მართულ სპექტაკლებში ოპოზიციური აზრის მონიპოლიზების მათთვის მიკუთვნებულ როლს: ზოგი მთავარს, ზოგიერთი ეპიზოდურს, უმრავლესობა მეორეხარისხოვანს (მასა გამოყენებულია ანტურაჟისათვის). ოპოზიციის მანტიაში შემოსილი ერთჯერადი ან მრავალჯერადი გამოყენების “სოლიდური პარტიების” (რომლებიც ადრე თუ გვიან იქნებიან გადაგდებულნი) და მართვადი “არასამთავრობო ორგანიზაციების” ატეხილ ვითომცდა მძაფრდად დრამატული კამპანიის ხმაურში, სამწუხაროდ, ჩაიკარგა ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივი პოზიციის მქონე პოლიტიკური სუბიექტების ხმა. საზოგადოებას არ მიეცა ობიექტური და ამომწურავი ინფორმაციის მიღების საშუალება (ვინაიდან მედია-საშუალებები, განსაკუთრებით, ტელევიზიები მონოპოლიზებულია), რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობდა პროგრესული ინიციატივებისა და ჭეშმარიტი ეროვნული ღირებულებების დაცვის ბლოკირებას.

აღსანიშნავია ის მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რომლის ფონზეც ჩატარდა 2016 წლის არჩევნები. მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის ფიზიკური არსებობისთვის ბრძოლა მთავარ მამოძრავებელ ინსტინქტად იქცა. უკიდურესი მატერიალური გაჭირვების გამო მოსახლეობის ნაწილისთვის არჩევნების პერიოდი ორიოდე თეთრის გამომუშავების შანსია. ასეთი მდგომარეობით სარგებლობენ სხვადასხვა ჯურის ე.წ. ლიდერები, რომლებიც ცდილობენ გაჭირვებული ადამიანების მიბმას კოორდინატორის თუ სხვა მცირეხელფასიან სამსახურზე. არჩევნებში საქართველოს მასშტაბისთვის არა ადექვატური რაოდენობის ფინანსების გამოყენება და ამით საკუთარი გავლენის გაზრდა დამატებით ეჭვებს აღძრავს მონაწილეთა კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

აღმაშფოთებელია არასამთავრობო სექტორის მთელი რიგი წარმომადგენლების პოზიცია და ქმედებები არჩევნებთან დაკავშირებით. რჩებიან რა დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალების მომხრეებად სიტყვით, საქმით ცდილობენ ყურადღება მხოლოდ ნაკლებადმნიშვნელოვან დეტალებზე გაამახვილონ. მათ ყურადღების მიღმა რჩება მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები – არათანასწორი საარჩევნო გარემო, საარჩევნო სიების დაუდგენლობა და სხვა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, ამ ორგანიზაციათა უმრავლესობა ჩამოყალიბდა პარაზიტულ წარმონაქმნებად, რომელთა მიზანი ამა თუ იმ ძალის კლიენტარულ მომსახურეობას არ სცდება.

სამწუხაროა ის გარემოებაც, რომ, როგორც ცესკო, ისე საარჩევნო კომისიები არა კანონის, არამედ უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპიდან მოქმედებდნენ, განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცედურისას. ამის დასტურია არჩევნების შედეგების ციფრული მაჩვენებლები, რომლებიც თითქმის ყველა უბანში ძირითად ოქმზე მხოლოდ შესწორების ოქმების დართვის შემდეგ (ზოგან საერთოდ უოქმოდ და ზოგან მრავალჯერადად შესწორებელი ოქმით) იქნა გამოყვანილი.

მსგავსი მრავალი ფაქტისა თუ მოვლენის გამო საქართველოს სახალხო პარტიას უწევს კონსტატირება იმ არასახარბიელო ფაქტისა, რომ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნები ჩატარდა არათანასწორ და არადემოკრატიულ გარემოში: ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების გაერთიანებულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ნიჰილიზმის კულტივირებისა და დაშინება-ტერორიზების გზით საქართველოს ხალხს გადაუკეტა თავისუფალი არჩევანის ალტერნატივა. სწორედ ეს გარემოება გვაძლევს საფუძველს გულისტკივილით ვივარაუდოთ, რომ უახლოეს ხანებში უნდა ველოდოთ ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას. თუმცა, ეს არ არის ფატალური გარდუვალობა, ეს დროის გამოწვევაა, რომლის აცილებაც სწორი ბრძოლით შესაძლებელია.

ისიც ფაქტია, რომ შუას გაკრეფის მიუხედავად ორივე მხარეს ძალიან უჭირს, უჭირს რეალური პოლიტიკის კეთება და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების ჩვენება ხალხისთვის. აშკარაა, რომ ასეთი მასშტაბის სპექტაკლის გამართვის საჭიროება სწორედ ქვეყნისთვის საკუთარი უსარგებლობის გაცნობიერებამ გამოიწვია.

მორალურად განადგურებული და შეურაცხყოფილი საზოგადოება შველას გვერდიდან ელოდება. მაშინ, როდესაც თვითონ მასშია ის ძალა, რომელსაც ძალუძს დაუპირისპირდეს და სძლიოს ბოროტებას. თითოეული მოქალაქის პოზიციაზე ბევრად არის დამოკიდებული საქართველოს გადარჩენის საკითხი.

საქართველოს სახალხო პარტია ადასტურებს, რომ საქართველოს საზოგადოებაში ჯანსაღი ძალები უმრავლესობას წარმოადგენენ. ეს გვაძლევს საფუძველს ვიქონიოთ მტკიცე იმედი, რომ საქართველოს სწრაფვა თანამედროვე, დემოკრატიული და თავისუფალი ცხოვრებისკენ შეუქცევადი პროცესია. ქართველი ხალხი დროებითი წარუმატებლობის მიუხედავად მიაღწევს თავის საწადელს და საქართველო დაიკავებს მისთვის კუთვნილ გამორჩეულ ადგილს მსოფლიო ერთა თანამეგობრობაში.

ამ თვალსაზრისით, სახალხო პარტია წარმოშობილი პრობლემების უფრო ეფექტური მოგვარების მიზნით გააღრმავებს თანამშრომლობას პარტნიორებსა და მოკავშირეებთან, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. მიგვაჩნია, რომ მიმდინარე ეტაპი, მრავალი მახასიათებლის მიხედვით, საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტ ხასიათს ატარებს და, ამდენად, ქმნის მნიშვნელოვან წინაპირობას ეროვნული პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების კონსოლიდაციისათვის. რაც მომავალი გამარჯვებების წანამძღვარი და გარანტია გახდება.

ქართველმა ერმა სწორი ბრძოლის  გარდუვალი შედეგიც ვიცით _„ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“…

სახალხო პარტია      მამუკა გიორგაძე

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით
”სახალხო პარტიის”            განცხადება

დღეს, როდესაც ქვეყანა ჩართულია საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, ჩვენდა სამწუხაროდ, არც ერთი პოლიტიკური ტრიბუნიდან და არც ერთი მონაწილე კანდიდატისგან არ ისმის საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ხსენება, როგორც ნებისმიერი ცივილიზებული, მით უმეტეს, ტერიტორიებოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკის სავალდებულო რეგულატორისა.

_ დღეს, საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის დროსაც კი, ძირითადად, საუბრობენ სოციალური, კომუნალური და მიმდინარე ერთჯერადი პრობლემების შესახებ, რომლებიც საზოგადოების ინტერესს იწვევს, მაგრამ, რეალურად, თვითმმართველობისა და აღმასრულებელი სტრუქტურების მოსაგვარებელია,

_ დღეს, საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის დროსაც კი, სრულებით მიჩქმალულია პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება-მოვალეობების ადექვატურად და ღირსეულად აღსრულების თემა. ზემოთ ნახსენებ არასტრატეგიულსა და თითქმის არასადავო თემებზე საპრეზიდენტო არჩევნების დროს აპელირება ეროვნული პოლიტიკური ნების პარალიზაციის, ხალხის შეცდომაში შეყვანის და მისი სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დაქვეითების მცდელობაა.

ეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დაუშვებელი ხარვეზია, რომლის გამოსწორება პოლიტიკურ ძალთა მოვალეობაა. ამ მოვალეობიდან გამომდინარე, ვსარგებლობთ რა საპრეზიდენტო საარჩევნო პროცესით, რომელიც პოლიტიკური სპექტრისა და საერთაშორისო საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს, ჩვენს მოვალეობად ვრაცხთ გამოვხატოთ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის მტკიცე ნება და ყველას ვაუწყოთ ჩვენი პოზიცია საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ.

ამ ქმედებით “სახალხო პარტია” თავის ნებას და ძალისხმევას უერთებს ქართველი ერის მტკიცე ნებას, რომ, განურჩევლად საქართველოს ამა თუ იმ პოლიტიკოსის არაადექვატური პოზიციისა, არასდროს არ შეურიგდეს რუსეთის მიერ საქართველოს მიწა-წყლის ხელყოფის აგრესიულ მცდელობას, არ შეურიგდეს დღევანდელ დამამცირებელ რეალობას და ყველა მისაწვდომი საშუალებით მკაფიოდ მოითხოვოს საქართველოს მთელი ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და წინა რეჟიმებისგან მემკვიდრეობით დატოვებული მართვის ბოლშევიკური სისტემის დემონტაჟი.

ოკუპანტმა და მსოფლიომ უნდა იცოდნენ შემდეგი:

I. საქართველო არის ერთიანი, განუყოფელი და სეკულარული სახელმწიფო, სადაც კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე განმტკიცებულია საქართ_ ველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და ფუნქცია და, იმავდროულად, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება.

II. საქართველოს და ქართველი ერის შეუვალი ორი ამოცანა _ აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ თავისი იურისდიქციის პრაქტიკული განხორციელება და აფსუა (“აფხაზ”) ხალხთან ნორმალური მოყვრული ურთიერთობის აღდგენა _ სასიცოცხლოა ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც, მაგრამ ერთის გადაჭრა ვერ იქნება დამოკიდებული მეორის გადაჭრაზე. საქართველოს რეალურად ერთგულ პოლიტიკურ ძალებს და ქართველ ერს, რომლის ნებასაც ეს ძალები ასახიერებენ, მიაჩნიათ, რომ აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ თავისი იურისდიქციის პრაქტიკული განხორციელების უფლება უპირობოა; A აფხაზეთი არის ავტონომიური ტერიტორიულ-პოლიტიკური ერთეული საქართველოს შემადგენლობაში; ასევე, უყალბო ნება გაგვაჩნია. აფხაზ ხალხთან გულწრფელი მოლაპარაკებისა, რადგან მხოლოდ საქართველოს შეუძლია (ყველა სხვა პოლიტიკური სუბიექტებისგან განსხვავებით), რომ აფსუა (“აფხაზ”) ხალხს შეუქმნას სამარადისო ეროვნული გადარჩენის რეალური იურიდიული ბერკეტები და ფაქტობრივი პირობები.

III. ცხინვალის რეგიონში კიდევ ერთხელ “ოსეთის” შექმნა დაუშვებელია. “სამხრეთ ოსეთი” არის რუსი დამპყრობლების მოგონილი სახელი და მათივე შექმნილი (რუსული ინსტანციების დადგენილებით ჯერ კიდევ 1920 წელს, საქართველოს დაპყრობამდე 1921 წელს) ტერიტორიული ადმინისტრაციული ერთეული, რომლის არსებობას არანაირი არც ისტორიული, არც იურიდიული, არც ეკონომიკური, არც კულტურული, არც მორალური საფუძველი არ ჰქონდა და არა აქვს და რომელსაც არც ერთი საათი არ უარსებია იქ რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების დგომის გარეშე. Oოსი ეროვნების მოსახლეობის სპეციფიკურ ინტერესთა რეალიზაციის Oოპტიმალურ ორგანიზაციულ ვარიანტად გვესახება ფუნქციური ავტონომია, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სისტემას, რომლის ამოცანაა ოსების ეროვნული (ეთნიკური) ინტერესების ლობირება და რომელსაც ის უპირატესობა აქვს, რომ იგი მოიცავს საქართველოს მთელ ოსურ მოსახლეობას და არა მის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც კომპაქტურად ცხოვრობს.

IV. თავის ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობასთან ურთიერთობის რაგვარობისა და მიმართულების განსაზღვრაში საქართველოს სახელმწიფო არ საჭიროებს ჩარევას გარედან, მით უმეტეს – რუსეთის ფედერაციისაგან. საქართველოში ერთადერთი ეთნიკური უმცირესობა ამ ტერმინის საყოველთაოდ აღიარებული მნიშვნელობით არის მხოლოდ აფხაზი (‘აფსუა”) ხალხი, ყველა სხვა ეთნოსი კი არის დიასპორა. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების მიმართ უნდა იყოს _ ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე.

V. ქართულ-აფხაზურ-ოსური ”კონფედერაციის”, ანუ, ნებაყოფლობით ხელშეკრულებაზე დამყარებული, სამართლებრივად იოლად დაშლადი (როგორც კი მისი ერთ-ერთი მონაწილე განაცხადებს, რომ კონფედერაციაში ყოფნა აღარ სურს) გაერთიანების შექმნა დაუშვებელია.

ეს დებულებები უნდა იქცეს საერთო ეროვნული თანხმობის საფუძვლად.

იმედი გვაქვს, რომ აქტივობას ამ მიმართულებით გამოეხმაურება ყველა ის პოლიტიკური ორგანიზაცია თუ პიროვნება, რომლებიც აღჭურვილნი არიან ერისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობის ჯეროვანი შეგნებით.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ ჩამოყალიბებული იდეოლოგიური და პროგრამული ფასეულობების მატარებელ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და არა ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, როცა მოქალაქეები ხმას აძლევდნენ არა სახელმწიფოს პოლიტიკური განვითარების ამა თუ იმ კონკრეტულ გზას, არამედ, შექმნილი კონიუნქტურის მიხედვით, კონკრეტულ პიროვნებას მისი პროგრამის უკითხავად.

თქმულიდან გამომდინარე, ”სახალხო პარტია” საპრეზიდენტო კანდიდატად წარმოგიდგენთ ღირსეულ პიროვნებას, რომელსაც ყველაზე მეტად გააჩნია ამ მიზნების რეალიზების შესაძლებლობები _ ეს გახლავთ სოხუმის მკვიდრი, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ამჟამად აფხაზეთიდან არჩეული მეპუტატი _ ბატონი თეიმურაზ მჟავია.

”სახალხო პარტია” აუცილებლად მიიჩნევს, გამოყენებული იქნას საპრეზიდენტო არჩევნები, რათა მოხდეს იმ პოლიტიკური ძალებისა და პიროვნებების გაერთიანება საერთო იდეითა და პრინციპებით, რომლებიც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მუდმივი ღირებულებებისა და მისი უმნიშვნელოვანესი საკითხების დაცვა-განვითარებისთვის იქნება მიმართული.

”სახალხო პარტია” მზად არის და მოუწოდებს ყველას, მოახდინოს თავიანთი რესურსების, პოლიტიკური გამოცდილებისა და მხარდამჭერების სრული მობილიზაცია და ბოლომდე დაიხარჯოს ქართული სახელმწიფოს საციცოცხლოდ აუცილებელი ამოცანების რეალიზებაში..

”სახალხო პარტიის” თავჯდომარე მამუკა გიორგაძე

30.08.2013

საქრთველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს
ღია წერილი

ბატონებო და ქალბატონებო!

დღეს, როდესაც ქვეყანა ჩართულია საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, ჩვენდა სამწუხაროდ, არც ერთი პოლიტიკური ტრიბუნიდან არ ისმის საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ხსენება, როგორც ნებისმიერი ცივილიზებული, მით უმეტეს, ტერიტორიებოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკის სავალდებულო რეგულატორი- სა. ძირითადად საუბრობენ სოციალური, კომუნალური და მიმდინარე ერთჯერადი პრობლემების შესახებ, რომლებიც საზოგადოების ინტერესს იწვევს, მაგრამ, რეალუ- რად, თვითმმართველობისა და აღმასრულებელი სტრუქტურების მოსაგვარებელია.

რა თქმა უნდა, გზა, გაზი, წყალი და სხვა პრობლემა თითოეულ ჩვენგანს გვაღელვებს, მაგრამ, პრეზიდენტის დღევანდელი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, ამ თემებზე აპელირება საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ხალხის შეცდომაში შეყვანის, მისი სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დაქვეითების მცდელობაა. ეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დაუშვებელი ხარვეზია, რომლის გამოსწორება პოლიტიკურ ძალთა მოვალეობაა.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ ჩამოყალიბებუ- ლი იდეოლოგიური და პროგრამული ფასეულობების მატარებელ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და არა ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, როცა მოქალაქეები ხმას აძლევდნენ არა სახელმწიფოს პოლიტიკური განვითარების გზას, არამედ, შექმნილი კონიუნქტურის მიხედვით, კონკრეტული პიროვნების მხარდასაჭერად ან წინააღმდეგ.

”სახალხო პარტია” აუცილებლად მიიჩნევს, მოხდეს იმ პოლიტიკური ძალების გაერთია- ნება საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის გარშემო, რომლებსაც გააჩნიათ ერთნაირი ხედვა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მუდმივი ღირებულებებისა და მისი განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ.

იმედი გვაქვს, რომ აქტივობას ამ მიმართულებით გამოეხმაურება ყველა ის პოლიტიკუ- რი ორგანიზაცია თუ პიროვნება, რომლებიც აღჭურვილნი არიან ერისა და სახელმწი- ფოს წინაშე პასუხისმგებლობის ჯეროვანი შეგნებით.

”სახალხო” პარტია წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო პრინციპებისა და ამოცანების ძირითად ნაწილს (საყოველთაოდ აღიარებული სამართ- ლებრიობისა და სამართლიანობის ფასეულობების გარდა), რომლებსაც ჩვენ საერთო ეროვნული თანხმობის საფუძვლად ვრაცხთ და რომელთა გარშემოც გაერთიანებას გთავაზობთ:

1. საქართველო არის ერთიანი, უნიტარული და სეკულარული სახელმწიფო, სადაც კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე განმტკიცებულია საქართველოს მართლ- მადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და ფუნქცია და, იმავდროულად, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება.

2. საქართველოს მთელი ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა, ტერი- ტორიული მთლიანობის აღდგენა და წინა რეჟიმებისგან მემკვიდრეობით დატოვებული მართვის ბოლშევიკური სისტემის დემონტაჟი.

3. საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დემოკრატიული დასავლეთის სისტემაში ინტეგრირებაზე (საქართველოს სპეციფიკური ინტერესების სრული დაცვით) და, შესაბამისად, გამორიცხავს რომელიმე მეზობლის უფლებას, მოითხოვოს საქართველოს შინაგანი პროცესების რეგულირებაში მონაწილეობის რაიმე ბერკეტები.

4. აფხაზეთი არის ავტონომიური ტერიტორიულ-პოლიტიკური ერთეული საქართველოს შემადგენლობაში; ცხინვალის რეგიონში კიდევ ერთხელ “ოსეთის” შექმნა დაუშვებე- ლია. აუცილებელია ტერმინ ”სამხრეთ ოსეთის” ამოღება ოფიციალური ლექსიკიდან. ე.წ. ”ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის დროებითი ადმინისტრაციის” გაუქმება.

5. ქართულ-აფხაზურ-ოსური კონფედერაციის, ანუ, ნებაყოფლობით ხელშეკრულებაზე დამყარებული, სამართლებრივად იოლად დაშლადი (როგორც კი მისი ერთ-ერთი მონაწილე განაცხადებს, რომ კონფედერაციაში ყოფნა აღარ სურს) გაერთიანების შექმნა დაუშვებელია.

6. დაუშვებელია, ასევე, საქართველოში ფედერალური სახელმწიფო მოწყობის შემოღე- ბა, თუნდაც ამ ტერმინის უხსენებლად, როგორც ეს წარმოდგენილია მთავრობის მიერ დღესდღეობით შემოთავაზებულ სტრატეგიაში. ფედერაცია საქართველოში მიუღებელია იმიტომ, რომ ის ნიშნავს არა მხოლოდ საქართველოს ისტორიულ პროვინციებად დაშლის პროვოცირებასა და რეგიონული ენების მოთხოვნის აქტუალიზაციას, არამედ, ერთი-ორი თაობის განმავლობაში თვით ქართული ეროვნული ცნობიერების მოშლასაც.

7. აუცილებელია, შეიზღუდოს მოქალაქეობის მინიჭების კვოტა და პროცედურა. დაუშვებელია, პოლიტიკურ თანამდებობებსა და საჯარო სამსახურში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა ყოფნა.

8. საქართველოში ერთადერთი ეთნიკური უმცირესობა არის მხოლოდ აფხაზი (‘აფსუა”) ხალხი, ყველა სხვა ეთნოსი კი არის დიასპორა. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების მიმართ უნდა იყოს _ ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე.

9. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება-არგასხვისება უცხოელ მოქალაქებზე უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ მკაცრად რეგულილირებადი პროცესი. აღდგენილ უნდა იქნეს გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარის პრაქტიკა.

10. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება და შეიმუშაოს დოქტრინა ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის; უნდა მოახდინოს საბანკო სისტემის გონივრული რეგულაცია, ბიუჯეტში აკუმულირებული თანხების სამართლიანი განაწილება და მოსახლეობის გამდიდრების სტიმულირება.

11. აუცილებელია განუკითხავი იმიგრაციის აღკვეთა და გაჭირვებით გამოწვეული მასობრივი ემიგრაციის შეჩერება.

ეს გახლავთ ის ძირითი პრინციპები და ამოცანები, რომელთა გაზიარების შემთხვევაში, ”სახალხო პარტია” მზად არის, მხარი დაუჭიროს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტსა თუ პიროვნებას, მიუხედავად ჩვენი წარსული ურთიერთობებისა და სხვა საკითხებში პოლიტიკური ხედვების განსხვავებისა.

”სახალხო პარტია” მზად არის, მიღწეული შეთანხმების შემთხვევაში, მოახდინოს მისი რესურსების, პოლიტიკური გამოცდილებისა და მხარდამჭერების სრული მობილიზაცია და ბოლომდე დაიხარჯოს საარჩევნო ბატალიებში.

პატივისცემით,

”სახალხო პარტიის” თავჯდომარე მამუკა გიორგაძე

20.08.2013