» ადმინისტრაციულ–ტერიტორიული მოწყობა

სახალხო პარტიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე წარდგელილი სამუშაო პრინციპები
1. VII კარი ამოღებული უნდა იქნას კანონპროექტიდან.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.

3. თვითმმართველ ერთეულებს (მუნიციპალიტეტებს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით, ამ კოდექსით განსაზღვრული საერთო ინტერესების რეალიზაციისთვის, მოცემული მუნიციპალიტეტების ეკონომიკური, გეოგრაფიული, დემოგრაფიული, ინფრასტრუქტურული, სოციალური და, აგრეთვე, სახელმწიფო მართვის ადმინისტრირების ეფექტურობის დასაბუთებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში კოორდინაციას უწევს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი.

4. თვითმმართველი ერთეულების (მუნიციპალიტეტების) განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების მიზნით სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან იქმნება საკონსულტაციო საბჭო. საბჭო განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებში შემავალ საკითხებს და იძლევა რეკომენდაციებს. საბჭო ფორმირება ხდება შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრთაგან ამ კანონით დადგენილი წესით (საბჭო არ უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ის არ უნდა იქცეს რომელიმე ტერიტორიის წარმომადგენლობით ორგანოდ).

5. სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების (მუნიციპალიტეტების) ტერიტორიაზე, ნიშნავს საქართველოს მთავრობა. (ეს Mმოქმედი ნორმაცაა)

6. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებები, ასევე, საქმიანობის წესის დებულება მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

7. მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ დანაწევრებას თან ახლავს ისედაც სუსტად განვითარებული ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოშლისა და ზოგან სუსტად ინტეგრირებული ეთნიკური დიასპორებით დასახლებული სასოფლო თემების სეგრეგაციის მაღალი რისკი, ამიტომ თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემთხვევაში (სასურველია გამოყოფის გარეშეც) არსებული მუნიციპალიტეტების „ტერიტორიული ოპტიმიზაციისა“ და ახალი თვითმმართველი ერთეულების შექმნა განხორციელდეს რეალისტურ ვადაში, 2014 ადგილობრივი არჩევნებისა და თვითმმართველი ერთეულების საქმიანობისათვის ელემენტარული პირობების შექმნის შემდეგ, კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით გაანგარიშებული ეფექტიანობის მიხედვით, სპეციალური სახელმწიფო კომისიასა და ადგილობრივი თვითმმართველობათა და დაზოგადოების ფართე წარმომადგენლობებთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგად.

8. თვითმმართველ ერთეულებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა ეფექტიანი განხორციელების მიზნით, უფლება აქვთ საკრებულოს მიერ დამტკიცებული ხელშეკრულების საფუძველზე დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი საქმიანობა, ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის იურიდიული პირები. ასევე უფლება აქვთ შექმნან ერთობლივი ორგანოები რომლებსაც გადასცემენ მათ უფლებამოსილებაში არსებულ ცალკეულ ერთგვაროვან ფუნქციებს და ამ ფუნქციათა შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ და ფინანსურ რესურსებს.

9. თვითმმართველ ერთეულებს (მუნიციპალიტეტებს) თავიანთი საქმიანობისა და, ასევე, ამ კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილებების უკეთ განხორციელების მიზნით აქვთ უფლება საერთო ინტერესების განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნან ადგილობრივი ხელისუფლების განვითარებისთვის საჭირო ასოციაციები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან გამართონ კონსულტაციები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონპროექტების და თვითმმართველი ერთეულებისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხების წინასწარ განხილვასა და კონსულტაციებში.

11. თვითმმართველ ერთეულთა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს უფლება აქვთ ითანამშრომლონ თვითმმართველი ერთეულების საერთაშორისო კავშირებთან (ასოციაციებთან).

12. თვითმმართველობის რეფორმა შეუქცევადია. ის უნდა განვითარდეს სოფლის (თემის, ქალაქის) თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით. ყველა მუნიცპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში აირჩევა საკრებულო და ასევე პირდაპირი წესით აირჩევა გამგებელი/მერი.

სოფელს (თემს) უნდა ჰყავდეს არჩეული ორგანო (სათათბიროს ან სხვა სახელით), საიდანაც აირჩევა მამასახლისი (შეიძლება პირდაპირი წესითაც აირჩეს), რომელსაც ექნება ხელფასი (დღეს დანიშნულ სოფლის რწმუნებულს აქვს ხელფასი), Aანუ, მუნციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც 2006 წლის 1 იანვრამდე იყო ადგილობრივი თვითმმართველობა, გამგეობის რწუმენებულის პოსტის ნაცვლად იქნება საბჭო და მისი თავმჯდომარე.

ყველა სოფელი (თემი) იურიდიულ პირად დარეგისტრირდება და საკუთრებაში გადაეცემა ადგილობრივი ტყე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა და სხვა რესურსები. სოფელმა თვითონ უნდა უხელმძღვანელოს იმ პროექტებს რაც მის ტერიტორიაზე ხორციელდება. ყველა თვითმმართველ ერთეულში არჩეულ საბჭოს ექნება საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებანი. იგი მიიღებს გადაწყვეტილებას ქონებაზე, ინფრასტრუტურაზე, ხარჯვით პრიორიტეტებზე, კონტროლს გაუწევს სახელმწიფო ფულის ხარჯვას. ფული მიიღება როგორც მუნიცპალიტეტედან, ასევე საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან სხვადახვა პროგრამების მეშვეობით.

13. სახელმწიფო რწმუნება გუბერნატორებს ეძლევათ მუნიციპალიტეტების კანონით დადგენილი ოპტიმალური რიცხვისათვის, რომელიც არაა მიბმული არც ისტორიულად არსებულ ეთნიკურ მხარეებს (გურია, კახეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი და ა. შ.) და არც ხელოვნურად შექმნილ წარმონაქმნებს (მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და ა. შ.). მათი დასახელება შეიძლება იყოს მიბმული მსხვილ ქალაქთან ან ცნობილ ისტორიულ ძეგლთან.

14. რეგიონალიზაცია, ანუ, საქართველოს ზონებად დაყოფა უნდა მოხდეს ეკონომიკის განვითარების მიზნით და ევროპული სტატისტიკური რეგიონების კრიტერიუმებით. მაგალითად “მაღალმთიანი რეგიონი (ზონა)”, “სამხრეთ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონი (ზონა)”, “მეღვინეობის რეგიონი (ზონა)” და ა.შ.

მამუკა გიორგაძე სახალხო პარტია

მოსაზრებები “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” პროექტთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობამ ა.წ. 30 ოქტომბერს, ბ. ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომაზე, მ. სააკაშვილის თანხმობით, პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანა ორგანული კანონის _ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” პროექტი. მისი ავტორია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დ. ნარმანიას ხელმძღვანელობით.

კანონპროექტი ორ მთავარ თემას განიხილავს: საკუთრივ თვითმმართველობის განხორციელებას და თვითმმართველობათა რეგიონულ გაერთიანებებს (კოდექსის VII კარი).

კოდექსის VII კარის მიხედვით შემოდის “მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანების” ცნება, რომელსაც, ავტორთა განმარტებითაც, არაფერი აქვს საერთო თვითმმართველობასთან.

კანონპროექტით გათვალისწინებული თვითმმართველობათა რეგიონული გაერთიანებების შექმნა, ფაქტობრივად, არის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის განსაზღვრა, რაც წარმოდგენილი კანონპროექტის ამოცანა არ უნდა იყოს.

ასევე, გუბერნატორის ინსტიტუტთან დაკავშირებული საკითხებიც, თავისი შინაარსით, ამ კანონის სფერო არ არის.

კოდექსის VII კარი ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, რომელიც ჯერ არავის გაუუქმებია და, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 2).

აღსანიშნავია ისიც, რომ კონსტიტუციის ამ მუხლის იგნორირება პოლიტიკურად და, უპირველეს ყოვლისა, მორალურად, ნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე საქართველოს საკითხების გადაჭრას, ე.ი. ვაცხადებთ, რომ მათ გარეშე ვეჩვევით ცხოვრებას!

კონსტიტუციური კანონით, ანუ, პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით მისაღები ნორმის ხმების უბრალო უმრავლესობით დამკვიდრება, კანონის დარღვევა და სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებში გაუცნობიერებელი საზოგადოების მოტყუებაა.

ამ კოდექსით, კონსტიტუციის იგნორირებით, თვითმმართველობის კოდექსში ადმინისტრაციულ–ტერიტორიული საკითხების „შემოპარება“, ფაქტობრივად, აყალიბებს ავტონომიური ნიშნების მქონე რეგიონულ ხელისუფლებას, თავისი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებით. პროექტითEდასაკანონებელი ერთეული, როგორც მსხვილი წარმონაქმნი, ენაცვლება არა ამჟამად არსებულ რაიონს, არამედ, სახელმწიფოს და ეს უკანასკნელი, რეალურად, იშლება უფრო მცირე სახელმწიფოებად.

„მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების“ სახელით შენიღბული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიცავს სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანს, ჰყავს მოსახლეობა, აქვს – ტერიტორია, კანონმდებლობა, იურიდიული პირის სტატუსი, ფინანსები და სამართავად მისთვის მიცემული ქონება.

შინაარსობრივად, საქართველოს ოკუპირებული ნაწილის გარდა, დარჩენილი ტერიტორია არის ერთიანი სივრცე, რომელიც ადმინისტრირების მიზნითაა დაყოფილი და არა კუთხურ-ეთნოსური და პოლიტიკურ-ტერიტორიული ნიშნით. კუთხურ-ეთნოსური იდენტიფიცირება არ არის მიბმული ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფასთან (აჭარის გარდა). მაგალითად, სად ცხოვრობენ გურულები, სად იწყება და სად მთავრდება ისტორიული კუთხე გურია, დღეს ეს ისტორიის საქმედაა ქცეული. მათი განსახლების არეალი არაა მიბმული ამ ტერიტორიის _ გურიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად შექმნასთან. შემოთავაზებული კანონპროექტის განხორციელება კი წარმოშობს სახელმწიფო ნიშნების მქონე “გურიის“ ტერიტორიას. როგორც კი ასეთი რამ დამკვიდრდება, დროთა განმავლობაში, “დემოკრატიასა და ხალხზე ზრუნვის” საბაბით, ეს რეგიონული ორგანოები გახდება არჩევითი, გამოჩნდებიან “კუთხური პატრიოტი” ლიდერები, რომლებიც მოითხოვენ რეგიონებისთვის უფრო მეტი რეალური სახელმწიფოებრივი უფლებების გადაცემას. იმავე მაგალითით, ხვალ გურულების განსახლების არეალის, გურიის საზღვრების შესაბამისობის, ეთნიკური იდენტობისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის შესახებ საკითხების გარკვევას მოჰყვება შეუქცევადი პროცესები შიდა და გარე მტერ-წამქეზებლების მეშვეობით, რომლის შეჩერება სულ უფრო რთული გახდება. საბოლოო შედეგი კი დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

თუ ამას გადავიტანოთ სხვა ისტორიულ კუთხეებზეც, შემზარავი სურათი იხატება – საქართველოს დაშლა.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაც“, რომელიც შედგება საქართველოს ისტორიული კუთხეების: ქართლის, დვალეთის, რაჭის, იმერეთის ნაწილებისგან, ასეთივე “უწყინარი” გაერთიანება იყო.

ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციისკენ, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ისეთი გამიჯვნისკენ, რომელიც უკეთ დაიცავს სახელმწიფოს ინტერესებს და განავითარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, კოდექსის ავტორები კი გვთავაზობენ ამ ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის მოტივით ქვეყნის დეცენტრალიზაციის განხორციელებას _ რეგიონული სტრუქტურების საფარქვეშ ქვეყნის დანაწევრებისა და პროვინციებად დაშლის პირველი ნაბიჯების დაკანონებას.

რეფორმის შემდეგ სეპარატიზმის საფრთხე ყველა რეგიონში შეიძლება შეიქმნას, რაც მხოლოდ ნაციონალური ან რელიგიური მოვლენა კი არ არის, არამედ, ეკონომიკური მოვლენაცაა. მას მოცემულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ბიუროკრატიულ-ეკონომიკური ელიტა აყალიბებს, რომელსაც ეკონომიკური ინტერესები გაუჩნდება და შეეცდება მის დაკმაყოფილებას. მაგალითად, ვიღაცას შეიძლება მოუნდეს, რომ გურიის ლიდერი გახდეს და იწყება განზრახვის ისე შეფუთვა, რომ გაუმართლებელი პოპულისტური ქმედებებით, თავისი ინტერესების განსახორციელებლად მოიპოვოს მხარდაჭერა.

აშკარაა, რომ რეგიონული სტრუქტურების შემოღება გამოიწვევს რეგიონული

ენების მოთხოვნის აქტუალიზაციას, რომლის მძიმე შედეგები, თემის ემოციური ფონის გათვალისწინებით, წინასწარ შეიძლება ვივარაუდოთ. მხარდამჭერი გაჩნდება ევროპის სახით. თუ გაქვს რეგიონი, რატომ არ გაქვს რეგიონული ენა -ეს ევროპისთვის გაუგებარია; მაგრამ, რეგიონი თუ არ გაქვს – ის ამ საკითხს ვერ დასვამს. მაშინ, რატომ ქმნი მას?

შესაძლოა, გაჩნდეს რელიგიური კუთხით შეფუთვის ახალი ვარიანტი, რომ ჩვენ მუსლიმანები, მართლმადიდებლები ან სხვა აღმსარებლობის ვართ და, გვინდა, ცალკე ვიყოთ, რადგან, ვიჩაგრებით. ამის მაგალითად ბალკანეთი შეიძლება დასახელდეს, ერთი ჯიშის, სისხლისა და ენის ხალხში შეპარული სეპარატიზმის ბაცილა შეიფუთა რელიგიური, ეთნიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ორიენტაციის საბურველით.

დაყოფისკენ მიმართული ქმედების ეჭვს ისიც ამყარებს, რომ დღეს მოქმედ ორგანულ კანონში ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” არის მე-9 მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ ადგილებზე საქმის წარმოების ენა -სახელმწიფო ენაა. მოცემულ კანონპროექტში კი ენის საკითხი საერთოდ არ არის შეტანილი. დღესაც, ბევრ მუნიციპალიტეტში, ადამიანებს უჭირთ სახელმწიფო ენაზე საქმის წარმოება, მაგრამ, მოტივაცია აქვთ, რომ სახელმწიფო ენა ისწავლონ. ახალი კანონით, თუ ჩნდება რეგიონი, მაშინ, რეგიონული ენაცაა საჭირო. ჯერარმიღებულმა კანონმა უკვე წარმოშვა პატარა ჯგუფები და გააჩინა ამ მიმართულებით პატარ-პატარა სახიფათო კერები.

მწარე ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, რეგიონული მოწყობის ელემენტების შემოტანა დღეს მეცნიერულ ანალიზსა და პოლიტიკურ გათვლას ექვემდებარება და, ამიტომ, ძნელი გამოსაცნობი არ არის კუთხურ-ეთნიკური თვითიდენტიფიკაციის სტიმულირების დამღუპველი შედეგები უახლოეს მომავალში – კოდექსის VII კარი გამოიწვევს საქართველოს პროვინციებად დაშლის პროვოცირებასაც და ერთი-ორი თაობის განმავლობაში ერთიანი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ცნობიერების მოშლასაც.

ჩვენი ქვეყნის ურთულესი მდგომარეობა – ოკუპირებული ტერიტორიები, დაუდგენელი საზღვრები, მრავალი ქვეყნის ინტერესთა კვეთა, გეოპოლიტიკური დაპირისპირებები და საქართველოს ეთნიკური სიჭრელე – გვაიძულებს, სერიოზულად დავფიქრდეთ, როგორ გამოიყენებენ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები შენიღბულ ფედერალიზაციას სეპარატიზმისთვის ხელის შესაწყობად და სეპარატისტების წასახალიზებლად.

მთავარი ისაა, რომ არავინ გვეუბნება, რატომ უნდა გაკეთდეს ეს. რას გვაძლევს ეს, შედეგი რა იქნება? არის ფრაზა, რომ, თითქოს, ეს გააუმჯობესებს თვითმმართველობის სერვისის მიტანას ადამიანებამდე. სინამდვილეში კი ესეც ტყუილია, რადგან, თუ დღეს მუნიციპალიტეტებიდან სერვისს სადღაც მესამე ცენტრში ავიტანთ, ეს კი არ დაუახლოებს მას მოსახლეობას, პირიქით, დააშორებს. მეორეც, VII კარი თვითმმართველობის განვითარების იდეას ეწინააღმდეგება და კიდევ უფრო მეტ ცენტრალიზაციას ახდენს, ვიდრე ეს წინა ხელისუფლებამ გააკეთა.

მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებითაც საქმე ჩახლართულია: არსებული მუნიციპალიტეტების დაშლით მათ გამრავლებაზეა საუბარი და სავარაუდოდ, სამჯერ ან ოთხჯერ მეტი მუნიციპალიტეტი გვექნება, ვიდრე ამჟამად არის. წარმოიქმნება თვითმმართველობების მქონე ეთნიკური ანკლავების, როგორც იურიდიულად და პოლიტიკურად ლეგალიზებული ტერიტორიული ერთეულების, დიდი რაოდენობა. პერსპექტივაში ამ გზით საქართველოს დამატებითი პრობლემები შეექმნება. მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტიდან ქალაქ თელავის გამოყოფის და დანარჩენი ტერიტორიის ახალ მუნიციპალიტეტებად დაშლის შემთხვევაში, წარმოიშობა ყარაჯალის (8 000 მაცხოვრებელი, ყაზბეგის რაიონზე ორჯერ მეტი) მუნიციპალიტეტი.

სერვისის მიწოდება რომ სწრაფი და მოსახლეობასთან დაახლოებული იყოს, ამას ქვეყნის ჭრა-კერვა არ სჭირდება და შეიძლება გადაწყდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით. ის ხარჯები, რაც ამ კანონპროექტს დასჭირდება, იძლევა შესაძლებლობას, რომ ყველა დიდი თემის ცენტრი ციფრული ტექნოლოგიით იქნეს უზრუნველყოფილი და მიიღოს ის მინიმალური მომსახურება, რასაც ის დედაქალაქში იღებს. ეს არის მიმართულება, საითკენაც უნდა წავსულიყავით, მაგრამ, ასე არ მოხდა. მით უმეტეს, რომ ამ მიმართულებით საქართველოსში წარმატებული პილოტ-პროექტებია განხორციელებული და დღესაც მიმდინარეობს.

ასევე, არ არის გარკვეული როგორ გადაწყდება მიწის საკითხი, რადგან, კანონპროექტში წერია, რომ საკითხს 2017 წელს განიხილავენ. ანუ, როგორ მისცემს ადგილობრივ თვითმმართველობას მიწას, ტყეს და სხვა დანარჩენ ქონებას განსაკარგავად, ამას მთავრობა 2016-2017 წელს განიხილავს. მათ გარეშე კი არ ვიცით რა უნდა ქნას თვითმმართველობამ რეალურად ამ რეფორმით, ვერც ქონებას მიიღებენ და ვერც მიწა-წყალს. ალბათ, ადგილობრივი თვითმმართველობა დარჩება ისეთივე ფიქციად, როგორც ახლა.

ყველა გათვლა პროექტის ფასთან დაკავშირებით ძალიან პირობითია. სახელმწიფომ კონკრეტულად უნდა თქვას, რა სარგებელს მიიღებს მოსახლეობა ამ რეფორმით. უნდა ვიცოდეთ ხარჯი და შედეგი. სხვადასხვა გათვლით, მისი განხორციელება 2014-2015 წლებისათვის 500 მილიონი ლარი დაჯდება. ზოგიერთი უცხოელი სპეციალისტის შეფასებით, მისი ფასი 2-2,5 მილიარდი იქნება. ხარჯების გაზრდას არა მარტო დიდი ცვლილებები იწვევს, არამედ, უამრავი დეტალიც, მაგალითად, როდესაც ამდენ სოფელსა და მუნიციპალიტეტს სახელები შეეცვლება, ავტომატურად უნდა შეიცვალოს ინფრასტუქტურა, შენობები, საფოსტო ინდექსები, ფირნიშები და ა.შ.

პროექტით განსაზღვრული რეგიონული გაერთიანებისა (მუხლი 168) და ადგილობრივი თვითმმართველობის (მუხლი 16) უფლებამოსილებები და საქმიანობის სფეროები თანხვედრილია, რაც, საკუთრების გაუმიჯნაობისა და პოლიტიკური ინფრასტრუქტურის არარსებობის დღევანდელ პირობებში, ფაქტობრივად, გამოიწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის შეზღუდვას და მოახდენს პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზებას. კოდექსის VII კარი დააკანონებს გუბერნატორის არაკონსტიტუციურ ინსტიტუტს და ადგილებზე გამოიწვევს მისი შეუზღუდავი ძალაუფლების გამყარებას.

საქმეში ჩახედული ხალხისთვის თვალნათელია პროექტის ავტორთა ტყუილი, რომელიც გათვლილია მარტივ ანგარიშზე _ მოსახლეობის უმეტესობას წაკითხული არ აქვს “ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია” (სტრასბურგი, 15.10.1985), ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისა და ევროპის საბჭოს კონგრესის სხვადასხვა რეკომენდაცია და რეზოლუციები. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა; რომ VII კარი არ არის ,,ჩვენი კარი” ევროპაში და ევროპა არ გვთხოვს ამას! პირიქით, ევროპა ჩვენგან ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას ითხოვს და წინააღმდეგია იმისა, რომ რეგიონულმა თუ ცენტრალურმა ადმინისტრაციამ მართოს თვითმმართველობა.

ცალსახად და პირდაპირ უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის VII კარით გათვალისწინებული “მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება” წარმოადგენს საქართველოს ფედერალური სახელმწიფო მოწყობის შემოღების მკაფიო მცდელობას.

თუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველოს ფედერაციულ სახელმწიფოდ გადაქცევა დადებითი მოვლენაა, მაშინ, ეს უნდა განაცხადოს ღიად, პირდაპირ და პატიოსნად; გახსნას საჯარო სივრცე და დაიწყოს დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით სრული ეროვნული თანხმობის მისაღწევად. თუ იცის, რომ მოსახლეობა ამის წინააღმდეგია და ეს ქვეყნისთვის დამღუპველია, ხელი უნდა აიღო ამ გეგმაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითონვე იმხელს საკუთარ თავს!

მამუკა გიორგაძე

ხელისუფლება რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირებას ახდენს
მამუკა გიორგაძე: “ხელისუფლება რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირებას ახდენს”

“ახალი თაობა” 04.12.2013 შორენა კოწოწაშვილი

რა საფრთხეებს შეიცავს ხელისუფლების მიერ ინიცირებული თითმმართველობის კანონი, აწყობს კი ოკუპირებულ საქართველოს რეგიონალიზმის გააქტიურება, არის თუ არა ეს სეპარატიზმის გაღვივების ხელშეწყობა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის თავისუფლად მოქმედების არეალი? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.

_ ბატონო მამუკა, ხელისუფლების კრიტიკის ფონზე გაჩნდა შეფასებები, რომ ქვეყანაში კლანური მმართველობა გრძელდება. რეალობასთან ახლოსაა ეს მოსაზრება და მართლაც ერთპარტიული მმართველობისკენ აიღო კურსი ,,ქართულმა ოცნებამ”?

_ სამწუხაროდ, ჩვენი ორი წლის წინანდელი მოსაზრებები, ეჭვები მართლდება. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ნაბიჯს არ დგამს ან არგუმენტებით გაამყაროს თავისი პოზიციები, ან გაგვიქარწყლოს ეს ეჭვები. რა მაქვს მხედველობაში: პრაქტიკულად, მიმდინარეობს ყველა მიმართულებით სააკაშვილის სისტემის შენარჩუნება, რასაც ვებრძოდით. სააკაშვილმა შევარდნაძის ანუ ბოლშევიკური სისტემა შეინარჩუნა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს, ხელისუფლების და საზოგადოების შერწყმას. დღესაც, ასეა როგორც კომუნისტების დროს იყო, ვგულისმობთ სახელმწიფოს, როცა ვფიქრობთ კონკრეტულ პიროვნებაზე და პირიქით. ეს ვერ დაირღვა. უფრო მეტად ვიძირებით ამ ჭაობში. ამის ნათელი დასტურია პრეზიდენტის ინაუგურაცია. იმ არგუმენტით, რომ არ გვინდა პომპეზური ღონისძიებები და ვზრუნავთ მოსახლეობაზე და ამის გამო ინაუგურაციას ვატარებთ შეზღუდულად, ისე გამოვიდა, რომ ეს შეზღუდვა შეეხო მარტო მოსახლეობას და იმ საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომელიც არ მოიაზრება ამ ხელისუფლების მხარდამჭერად. ინაუგურაციაზე მიწვეული იყო მხოლოდ ის საზოგადოებრივი ჯგუფები და პოლიტიკური ფიგურები, ინდივიდები, რომლებიც რაღაც ფორმით არიან მიბმული ხელისუფლებასთან. თუ ფულის ეკონომიას აკეთებდა ხელისუფლება, მარტო მთავრობა და პრეზიდენტი გასულიყვნენ და მარგველაშვილს ასე დაედო ფიცი. ეკონომია გაკეთდა ხალხის ხარჯზე, რომლის მხარდაჭერითაც ხელისუფლება ამაყობს. ითქვა, რომ ეს იყო ევროპული სტილი, თუმცა ეს ბოლშევიკური სტილია, უბრალოდ, მასშტაბები აკლდა. ბრეჟენვის პერიოდის შემდეგ არ მსმენია 10-15-ჯერ მადლობის თქმა კონკრეტული პიროვნებისადმი. ესაც ძველი დროის გადმონაშთია. როგორც ჩანს, მთავრობა უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას გრძნობს ივანიშვილის მიმართ, ვიდრე ქართველი ხალხისადმი. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ მიმდინარეობს მონოპოლისტური ქმედებები, თუნდაც ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის შემოღება, როდესაც მინისტრები დარტოვეს ძველი და მოადგილეებად _ საკონტროლოდ თუ ამბის გამომტანად _ დაუნიშნეს უფრო სანდო პიროვნებები. აქედან გამომდინარე, თუ ეს გაგრძელდა, ჭაობში უფრო მეტად ჩავიძირებით. თუნდაც ის კანონი ავიღოთ თვითმმართველობის შესახებ, რომელიც ყველაზე მეტ ვნებათაღელვას იწვევს, სადაც შემოპარულია რეგიონალიზმის, ანუ საქართველოს წვრილ პროვინციებად დაშლის გეგმა. თუ ფიქრობენ, რომ ეს საქართველოსთვის კარგია, მოდით, პირდაპირ გავხსნათ დისკუსია ან ჩავატაროთ რეფერენდუმი. თუ გადაწყვეტს ქართველი ხალხი, მერე შევიტანოთ კანონში. მაგრამ ფარულად, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით და ასე შემოტანა პარლამენტში, ბუნებრივია ამ პრობლემას კიდევ უფრო მეტად აღრმავებს.

_ ჯობია, მთავრობამ ეკონომია პირად ხელფასებზე უნდა გააკეთოს და არა ვთქვათ, საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე?

_ რა თქმა უნდა, სოციალური მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ 10 წლის განმავლობაში ნაცმოძრაობამ ვერ გახადა პენსია 100 დოლარი, ეს არ ამართლებს ამ ხელისუფლებას, რომელიც ხალხს პირდებოდა, რომ ამ მიმართულებით მუდმივი ზრდა იქნებოდა. ის, რომ 2014 წლის ბიუჯეტში ეს საკითხი არ არის ჩადებული, ბევრ რამეზე მეტყველებს. ისევე როგორც სააკაშვილის დამღუპველი გეგმა, მოსახლეობის სტიმულირება ღატაკობისკენ, რაც გამოიხატება იმით, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობას მაქსიმალურად ზრდიან იმის ხარჯზე, რომ, პრაქტიკულად, ხდება მოსახლეობის ძირითადი ნაწილის გაღატაკება. Pრაქტიკულად, ხდება მოსახლეობის ლუმპენ-პროლეტარიაზაცია, რაც თავისთავად პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია. იმიტომ, რომ ასეთი ადამიანების უმეტესობა პირდაპირ მიბმულია ხელისუფლებაზე და თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა იკარგება. ხელისუფლებას უფლება არ აქვს ასე დაცილდეს ხალხს და პირველივე უფსკრულმა შეიძლება, ქვეყნის მდგრადობას საფრთხე შეუქმნას.

_ მართლაც უსუსურია მთავრობა, როგორც ცალკეული პოლიტიკოსები აცხადებენ, თუ საპარლამენტო უმცირესობასთან გარიგების გამო მოქმედებს ასე?

_ სუსტად მოქმედებაში რას გულისმობთ, ეს არის მთავარი. თუ ქვეყნის ინტერესების დაცვაზეა საუბარი, ხელისუფლების მოქმედებები კრიტიკას ვერ უძლებს. თუ საკუთარი უფლებების დაცვაზეა საუბარი, ხელისუფლება იქცევა, როგორც მგელი ნადავლის გაყოფისას. სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება. გრძელდება ის ტენდენცია, რომ გამარჯვებული ხელისუფლება ქვეყანას ისე უყურებს, როგორც მონაპოვარს. ეს, საბოლოო ჯამში, დამატებით მეორე პრობლემასაც ქმნის: როდესაც დგება არჩევანი პოლიტიკური ორიენტაციისა, ასეთი ევროპეიზმი ხალხს აღარ უნდა. ამით ხელისუფლება ხალხს ემიჯნება და ამის შედეგი იმდენად რთული, რომ არ მინდა ეს ჩვენს ქვეყანაში ვისურვო.

_ ზემოთ თვითმმართველობის არჩევნების ახსენეთ. რა გამოკვეთა ამ კუთხით ხელისუფლებამ, პრინციპული სურვილი, სერიოზული რეფორმა ჩაატაროს თვითმმართველობის დონეზე?

_ პრაქტიკულად, ხელისუფლებამ როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ახლაც დატოვა იგივე საარჩევნო მექნიზმი და გარემო. დღესაც არ ვიცით, რამდენი ამომრჩეველია საქართველოში. იგივე სიაა, რომელიც 2012 წელს სააკაშვილმა დადო. Pრაქტიკულად, იგივეა ცეესკო და საარჩევნო გარემო. 6 თვეში არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს მთავარი მექანიზმები ჯერაც არ დახვეწილა. როდისღა უნდა გაკეთდეს?! მით უმეტეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იგეგმება. სანამ რეფორმა განხორციელდება, რასაც მერე საარჩევნო საკითხები მოყვება, გამოდის, ეს დროის ისეთ ცაიტნოტში უნდა მოხდეს, სადაც შეუძლებელი იქნება ჯანსაღად, დამშვიდებულად და შეთანხმებულად საკითხების გადაწყვეტა. რადგან ხელისუფლება ამ პრეცედენტს ქმნის, ე.ი. ჩნდება მარტივი შეფასება: აპირებს ისეთი რაღაცეების გაკეთებას, რომელიც გარანტირებულს გახდის მის ხელისუფლებას. ამიტომ არ ცდილობს გახსნას საჯარო სივრცე და თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს. აი, აქ იშიფრება ხელისუფლების ეს დამოკიდებულება. აღარაფერს ვამბობ იმ საფრთხეებზე, რაც ამ კანონშია ჩადებული. როგორიც არის, პრაქტიკულად, ის ფაქტი, რომ იქმნება რეგიონული სტრუქტურები, რომელიც ენაცვლება სახელმწიფოს და ჩვენ მივიღეთ რამდენიმე, ჯერჯერობით შეზღუდული უფლებების მქონე, მაგრამ სახელმწიფოებრივი ნიშნების მატარებელ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ წარმონაქმნებს. დროთა განმავლობაში ეს შეზღუდული უფლებები ბუნებრივად გაიზრდება. ჩვენ არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ამ ადამინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოტანით პრაქტიკულად უარს ვამბობთ კონსტიტუციის მეორე მუხლზე, სადაც საუბარია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ადმინისტრაციულ რეფორმას არ ჩავატარებთ.

_ ეს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის?

_ ამ კანონით არამარტო ირღვევა კონსტიტუცია, არამედ პოლიტიკურად და მორალურად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ უკვე ვიწყებთ აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე ცხოვრებას. ეს მუხლი ამის შემაკავებელი ფაქტორი იყო. გამოდის, მთელ მსოფლიოს ვეუბნებით: აღარ გვაინტერესებს აფხაზეთის და ცხინვალის თემა და ჩვენ მათ გარეშე ვაგვარებთ დანარჩენ საქართველოში საკითხებს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ ძველ კანონში, სადაც ეწერა, რომ საქმის წარმოების ენა რეგიონებში არის ქართული ენა ანუ სახელმწიფო ენა, დღეს ეს მუხლი ამ კანონში არ ჩანს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რეგიონის შემოტანა ავტომატურად გამოიწვევს `რეგიონული ენების ქარტიის~ აქტუალიზაციას, უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა ბარიკადები იქნება აღმართული ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოში. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ საზღვრები არ გვაქვს დადგენილი, რომ უცხო ქვენის სპეცსამსახურები მოქმედებენ საქართველოში, რომ ღიად გარკვეულ რეგიონებში სეპარატიზმის ტენდენციებია, როგორ წარმოგვიდენია რეგიონალურ დონეზე ხელი არ შეეწყობა სეპარატისტულ ტენდენციებს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისგან? ანდა, ეს არის ტერიტორიებ-ოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი მოქმედება? მრავალი ასეთი ფაქტი სწორედ აღძრავს ამ ეჭვებს.

_ ხელისუფლება ისე წარმოჩაენს, რომ თითქოს ამას ჩვენგან ევროპა ითხოვს.

_ ევროპა ამას არ ითხოვს, პირიქით, საპირისპიროს ითხოვს. ევროპა ითხოვს, რომ თვითმმართველობაზე არანაირი ზემოქმედების ბერკეტი, ძალადობის განხორციელების ბერკეტი არ უნდა არსებობდეს. ის უნდა იყოს თავისუფალი და მასზე არ უნდა ზემოქმედებდეს, რეგიონული ან ცენტრალური ხელისუფლება. შესაბამისად, ხვალ უკვე, თუ ვინიცობა, ამ სახითYგავიდა და შევა მოქმედებაში და როდესაც ევროპა მოითხოვს ჩვენგან თუ შექმენი რეგიონი, ახლა კეთილი ინებე და რეგიონული ენაც უნდა მისცე, აქ დაიწყება უკვე ღია აინტიევროპული გამოსვლები და მივიღებთ იმ სურათს, რაც კიევშია, ოღონდ საპირისპირო მოთხოვნებით. სწორედ ყოველივე ეს გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დატოვა ძველი სისტემა, მოახდინა ძველი პრობლემების აქტუალიზაცია და კიდევ უფრო მეტად ცდილობს პოლიტიკური მონოპოლიზმის ელემენტების შემოტანას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იოლი გახდეს ასეთი კანონების გატანა.

_ თვითმმართველობის მსგავსი კანონი ქვეყნის ტერიტორიულ რღვევას დააჩქარებს? ააქტია, რუსულ მავთულხლართებზე სუსტად რეაგირებს ხელისუფლება.

_ რა თქმა უნდა. კარგად გვახსოვს, როდესაც რუსეთის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ცხინვალში ცხოვრობდა ოთხი ოსური ოჯახი. დემოგრაფიულმა დინამიკამ შემდგომ განაპირობა ის, რა სურათიც დღეს გვაქვს. ხვალ-ზეგ ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება. რაც ბოლშევიკებმა ვერ მოახერხეს და მახარაძემ და ორჯონიკიძემ ვერ გააკეთეს, დღეს სხვა გვარები გააკეთებენ. ტენდენცია ასეთია, რადგან ქართული გვარების ხელმოწერით ხდებოდა ეს პროცესი, რატომ არ შეიძლება დღესაც იგივე მოხდეს სხვა გვარების ხელმოწერით. კეთილი ინებოს და ამ მთავრობამ არც ერთი შეკითხვა არ დატოვოს საეჭვო. რომ არც ერთხელ არ უნებია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დამჯდარიყო ოპონენტებთან სერიოზული არგუმენტირებული მსჯელობით და ამ ორგანოს ხელმძღვანელი მთავრობამ თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა. ეს უკვე ცინიზმია. ყოველგვარ საზღვრებს სცილდება.

_ რას იტყვით იმ დისკუსიაზე, რომელიც გაიშალა თვილისის მერი უნდა იყოს თუ არა პოლიტიკოსი და ის უნდა იყოს თუ არა თბილისელი?

_ სასაცილოა, წინ წამოწიეს ყველაზე მდაბალი ადამიანური ემოციები. მიდის საუბარი ერთი პოლიტიკურ ნაწილში _ თბილისს არ უნდა ყავდეს პოლიტიკოსი მერი, რაც აბსურდია. არც ერთი ქვეყნის დედაქალაქის მერი არ არის ისეთი, რომელიც პოლიტიკაში არ მონაწილეობს და ვერ იქნება ნახევარი საქართველოს მიერ არჩეული არა პოლიტიკოსი. მერი პოლიტიკოსი არ არის, აბა, ვინ არის პოლიტიკოსი, ვინც გუდურასავით მიიყვანეს და პარლამენტში დასვეს? ეს ერთი მომენტი და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ნარმანიასთან დაკავშირებით იმაზე კი არ გამოთქმულა პრობლემა, თუ მეურნე მერი გინდა, მინისტრს რატომ უშვებ ამ თანამდებობაზე, მინისტრი ხომ პოლიტიკური ფიგურაა. განსხვავებით სხვა ქალაქებისგან და რაიონებისგან საქართველოსი, დედაქალაქს აქვს უპირატესობა _ ყველა დედაქალაქელია. ეთნიკური წარმომავლობა, აქ რა შუაშია?! რომელი კუთხიდანაა რა შუაშია? ეს ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირებაა. ხელოვნურად ხდება დაპირისპირება კუთხეებს შორის, ისევე, როგორც მორწმუნეებს შორის.

_ გამოდის, ხელისუფლება სახიფათო ნაბიჯებს დგამს და იგივე ჭელას მაგალითმა აჩვენა, რომ ტერიტორული მთლიანობა კვლავ საფრთხის წინაშეა?

_ ხელისუფლებამ თვითონ ამხილა თავისი თავი, როდესაც ასეთი კანონი შემოიტანა; ამხილა თავისი თავი ქმედებით, როდესაც ჭელაში შეურაცხმყოფელი საბაბით _ არმატურის დათვლის საბაბით, რომელიც არ აღემატებოდა 5-10 ათას დოლარს, ჩაატარა ოპერაცია დემონტაჟზე, ჩამოტანაზე, რაც ასი ათასობით დაჯდა. ეს ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. ამან გამოიწვია კიდევ მეტი დაპირისპირება. ამით ხელისუფლება პროვოცირებას ახდენს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებისა. როცა ხელისუფლება ამ ნაბიჯს დგამს, ბუნებრივია, ეჭვები იბადება. თუ უკანონო იყო მეჩეთი, ამისთვის არსებობს სასამართლო და აღასრულე მისი გადაწყვეტილება. როდესაც ასე შეიპარები, მოხსნი არმატურის დათვლის საბაბით და ატეხავ ამხელა აჟიოტაჟს, თვალს დახუჭავ შემდგომ პოლიციაში შევარდნებზე, გზების გადაკეტვაზე, მერე ბოლოს შენივე ხელით აღადგენ ამ მინარეთს, ეს სხვა არაფერია თუ არა დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. მრავალი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, როცა რეგიონებს ვეხებით. სხვათა შორის, როდესაც ეუთომ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით პირველი დასკვნა წარმოადგინა, ამ მისიამ ერთ-ერთ არგუმენტად დაასახელა, ის, რომ მოსახლეობა მიჩვეულია “სამხრეთ ოსეთის” სახელწოდებას, ამიტომ, ხომ არ დავტოვოთო. რადგან დიდი ხნის განმავლობაში ესმოდა ეს ტერმინი ხალხს, სალაპარაკო არგუმენტადაც იქცა, როდესაც ცხინვალის რეგიონის საკითხის დარეგულირებაზე ვსაუბრობდით. Aარ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული სიტყვა ილექება, თითოეული ნასროლი კენჭი ხვდება მიზანს. ამიტომ ყველა უნდა მოვერიდოთ ამ საკითხებს, მით უმეტეს, როდესაც ეს ხელისუფლებიდან მოდის.

რეგიონალიზმი ესპანეთში
რეგიონალიზმსა და ფედერალიზმს შორის:

ხელისუფლების ტერიტორიული სტრუქტურა ესპანეთში

ხოაკინ გარსია მორილიო

მოხსენება ედი-ს კონფერეციაზე რეგიონალიზმისა და

თვითმართველობის საკითხებზე (27-28.IV.1996)

შესავალი

1.ძირითადი ცნებები

ხელისუფლების სტრუქტურა რომ შევისწავლოთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ ძირითადი ცნებები, რადგან სპეციალურ ლიტერატურაში ხშირად ტერმინების აღრევა ხდება.

მაგალითად, ტერმინი “ავტონომია” რამდენიმე მნიშვნელობით შეიძლება იყოს ნახმარი. ჯერ ერთი, შეიძლება გულისხმობდეს ადმინისტრაციულ ავტონომიას, რომლის პრინციპებში ტერიტორიულ ერთეულს ადმინისტრაციული მართვის უფლებები აქვს, მაგრამ არ გააჩნია პოლიტიკური ძალაუფლება, ანუ არ შეუძლია განსაზღვროს თავისი პოლიტიკური ორიენტაცია. ადმინისტრაციული ავტონომია არის კანონქვებდებარე ავტონომია, რომლის უფლებებიც შეზღუდულია ხელისუფლების უფრო მაღალ საფეხურზე მიღებული კანონის ადგილზე გატარებით. ესაა კლასიკური ავტონომია, რომელიც ეკუთვნის ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგალითად, მუნიციპალიტეტებს.

პოლიტიკური ავტონომია უფრო ფართო ცნებაა, იგი მოიცავს პოლიტიკური ორიენტაციის შერჩევის უფლებას და ჩვეულებრივ რეალიზდება საკუთარი კანონების მიღებაში.

პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ავტონომიას შორის განსხვავების გაგება მაგალითის მეშვეობია უკეთ შეიძლება, ავიღოთ გარემოს დაცვა. ადმინისტრაციული ავტონომია საშუალებას აძლევს რეგიონალურ ერთეულს, მხოლოდ აღასრულოს კანონი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების, კერძოდ, პარლამენტის მიერაა მიღებული. პოლიტიკური ავტონომია კი საშუალებას აძლევს რეგიონს თავად შეიმუშაოს და მიიღოს კანონები, რათა გარემოს დაცვა უკეთ განახორციელის. ასეთ შემთხვევაში ერთმა ავტონომიურმა რეგიონმა გარემოს დაცვა შეიძლება პრიორიტეტად აქციოს, მეორემ კი ეს უკანა პლანზე დააყენოს, რადგან პრიორიტეტად ინდუსტრიული განვითარება აქვს დასახული. შესაბამისად, თითოეული რეგიონი შეიმუშავებს კანონებს, რომლებიც ამ პრიორიტეტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

2. ისტორიული კონტექტი

ისევე, როგორც მრავალი სხვა პოლიტიკური ფენომენის, ესპანეთის პოლიტიკური სისტემის გასაგებად, საჭიროა მისი ისტორიული საფუძვლის ცოდნა, რადგან ხელისუფლებას ესპანური მოდელი ძირითადად ქვეყნის ისტორიული ევოლუციითაა განპირობებული.

კარგადაა ცნობილი, რომ ესპანეთი ერთერთი პირველი თანამედროვე ქვეყანა იყო ისტორიაში. ესპანეთის ჩამოყალიბებას, როგორც ერთიანი სახელმწიფოს, საფუძველი ჩაუყარა კასტილიის და არაგონის სამეფოს ოჯახების პირადმა კავშირმა, კერძოდ იზაბელა კასტილელისა და ფერდინანდ არაგონელის ქორწინებამ XV საუკუნის დასასრულს. ამ კავშირმა განაპირობა ერთიანი სახელმწიფოს შექმნა კარლოს V-ს და საბოლოოდ მისი ძის, ფილიპელის მეფობის განმავლობაში. ამ პერიოდში კატალონია ინარჩუნებდა თვითმართველობის საკმაოდ მაღალ დონეს და ჰყავდა საკუთარი მთავრობა, რომელსაც ეწოდებოდა”Gენერალიდად”. სხვა ძველ ესპანურ სამეფოებს, მათ შორის ბასკეთს, ჰქონდათ ხელშეკრულებები (Fუეროს) ესპანეთის ტახტთან, რომლებიც აგრეთვე განაპირობებდა თვითმართველობის გარკვეულ ხარისხს.

XVIII საუკუნის დასაწყისში მეფე კარლოს II გარდაიცვალა ისე, რომ შთამომავლობა არ დაუტოვებია. Aამან შეცვალა პოლიტიკური სცენა, დაიწყო ომი, რომელშიც ჩაერთო ბრიტანეთი, საფრანგეთი და ავსტრიის იმპერია, და რომელიც მიმდინარეობდა ტახტის ორ პრეტენდენტს, ავსტრიის ჰერცოგ კარლოსსა და ფრანგ ფილიპე ბურბონს შორის. ომში ფილიპემ გაიმარჯვა და ესპანეთის მეფე გახდა. რადგან კატალონია ომის მანძილზე სხვა პრეტენდენტს, კარლოს უჭერდა მხარს, ბურბონთან სამხედრო ძალები ბარსელონაში შევიდნენ და დააპატიმრეს აქ ავტონომიური მთავრობის მეთაური. გარდა ამისა, ფილიპემ გადაწყვიტა ქვეყნის მართვის მოდერნიზება და ცენტრალიზაცია, მიიღო ”ახალი მოწყობის” სახელით ცნობილი კანონი, რომელიც ზღუდავდა კატალონიის ავტონომიურ უფლებებს და მთელი ხელისუფლების კონცენტრაციას ახდენდა მეფის ხელში. ეს 1714 წელს მოხდა და ამ დროიდან ავტონომიის და თვითმართველობის აღდგენა კატალონიაში ძირითად სწრაფვად იქცა.

ბასკეთში სიტუაცია განსხვავებული იყო, აქ ტახტის წარუმატებელი პრეტედენტის მხარდამჭერებმა მოგვიანებით ბრძოლა დაიწყეს თავიანთი უფლებების აღსადგენად და ზედიზედ რამდენიმე ომი გააჩაღეს. უფლისწული კარლოსისადმი სიმპატიის გამო მათ ”Kარლისტას” ეწოდათ, მათი პოზიცია კი შეფასდა, როგორც რეაქციული, რადგან მოდერნიზაციას ეწინააღმდეგებოდნენ და ეკლესიის აღზევებას ცდილობდნენ. MXIX საუკუნის დასასრულს ბასკეთის ინდუსტრიალიზაციაამ ესპანეთის სხვა მხარეებიდან იმიგრაცია გამოიწვია, რამაც ქსენოფობური თავდაცვითი მოძრაობა განაპირობა. ამ მოძრაობის შედედად წარმოიშვა პოლიტიკური პარტია, “ბასკთა ნაციონალისტური პარტია”, რომელიც იბრძვის ესპანეთის სამეფოსთან ხელშეკრულების აღსადგენად და ბასკეთისათვის მაღალი დონის ავტონომიის მინიჭებისათვის.

მეორე რესპუბლიკის კონსტიტუციამ (1931) თანამედროვე საკონსტიტუციო კონცეფციებზე დაყრდნობით, როგორც კატალონიას, აგრეთვე ბასკეთს, თვითმართველობის საკმაოდ მაღალი ხარისხი მიანიჭა. Gგარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო ორი კანონი, სახელწოდებით ”Eსტატუტოს”, რომლებშიც თვითმართველობის პრინციპები განისაზღვრა. მაგრამ 1936 წელს სამხედრო და ფაშისტური ძალები გენერალ ფრანკოს ხელმძღვანელობით აჯაყდნენ კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც დაუნდობელი ომი მოჰყვა შედეგად. ფრანკოს ხანგრძლივი დიქტატურის მანძილზე კატალონური და ბასკური თვითმართველობა უკიდურესად შეიზღუდა. შესაბამისად, ამ რეგიონებში ძირითადად მისწრაფების საგნად კვლავ თვითმართველობა იქცა და დემოკრატია მის აღდგენასთან იქნა გაიგივებული.

ისტორიამ განაპირობა ესპანეთში თანამედროვე პარტიული სისტემაც. Kკატალონიასა და ბასკეთში დღესდღეობით მნიშვნელოვანი ნაციონალისტური პარტიებია. მათი მნიშვნელობა ორი ძირითადი ფაქტორითაა განსაზღვრული. ჯერ ერთი, ისინი თავიანთი რეგიონებში წამყვან პოლიტიკურ ძალად არიან ქცეულნი და წარმოადგენენ რა განმანათლებელ ბურჟუაზიას, გაიგივებულნი არაინ რეგიონის მოსახლეობის ძირითად ინტერესებთან და განწყობასთან. მეორეც, ორივე პარტიას საგრძნობი გავლენა აქვს პარლამენტში, განსაკუთრებით კატალონიურს. ამ უკანასკნელთან ალიანსში შესვლასაც ცდილობს ყველა პარტია, მემარცხენე თუ მემერჯვენე, რომელსაც უმრავლესობის კოალიციის შექმნა სურს. აქტიურად კატალონიელი ნაციონალისტები იგივე როლს ასრულებენ ესპანეთის პარლამენტში, რასაც ლიბერალური პარტია გერმანიის ბუნდესტაგში. რადგან ცენტრისტული პოზიცია აქვთ, მათ არ უჭირთ ალიანსში შესვლა არც მემარცხენეებთან და არც მემარჯვენეებთან.

3.პოლიტიკური ავტონომიის აღიარება

ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ, 1975 წლიდან დაიწყო დემოკრატიისაკენ სვლის რთული და ნელი პროცესი. ესპანეთში რევოლუცია არ მომხდარა: ფრანკოს შეენაცვლა მეფე ხუან კარლოსი, რომელის ფრანკომ თავად დაასახელა მემკვიდრედ. ხალხს უკვე დემოკრატია სურდა, მაგრამ თავიდან ძალაუფლება, განსაკუთრებით, სამხედრო, ფრანკისტული ძალების ხელში რჩებოდა. დემოკრატების ერთერთი სურვილი კატალონიის და ბასკეთის თვითმართველობის აღდგენაც იყო, სამხედრო ძალები კი უპირისპირდებიდნენ ამას, რადგან სეპარატიზმისა ეშინოდათ. ამიტომ, როცა კონსტიტუცია იწერებოდა, საჭირო იყო თვითმართველობის აღდგენა ისეთი ფორმებით, რომელიც სამხედროებს არ გააღიზიანებდა.

ამ მიზნის მისაღწევად ახალი მექანიზმი იქნა გამოყენებული. მართალია, თვითმართველობის პრობლამა ძირითადად კატალონიას და ბასკეთს (ხანდახან გალიცასაც) უკავშირდებოდა, გადაწყვეტილი იქნა თვითმართველობის გაფართოება, უფრო სწორედ, თვითმართველობის არჩევანის მიცემა სხვა რეგიონებისათვისაც. ამ სისტემას ეწოდა”ყავა ყველასათვის” და ჩაფიქრებული იყო, როგორც ანტაგონოზმის აცილება თავიდან მხოლოდ ორი ისტორიულად მებრძოლი რეგიონისთვის ავტონომიის მიცემით. “ავტონომია” სეპარატისტთა” გამარჯვებად კი არ უნდა ქცეულიყო, არამედ სახელმწიფოს ორგანიზების ახალ მოდელად: კატალონია და ბასკეთი ავტონომიური გახდნენ, მაგრამ სხვა რეგიონებსახ მიეცათ ავტონომიის მოპოვების საშუალება.

ესპანეთში ცნობილია, რომ ავტონომიის უფლების აღიარება ყველა რეგიონისათვუს ფაქტიურად ტაქტიკური სვლა იყო. მიზნად იყო დასახული არა პოლიტიკური ავტონიმიის უზრუნველყოფა ყველა რეგიონისათვის, არამედ კატალონიისა და ბასკეთის ავტონომიის პოლიტიკური შედეგების შესუსტება. ამიტომ მოხდა, რომ კონსტიტუციაში შემუშავდა ძალიან რთული მექანიზმი, რომელის შეიძლება ითქვას, ორ ღერძს ეყრდნობოდა: პირველი ღერძი _ ავტონომიის შექმნა რეგიონებისათვის _ იყო არა აუცილებლობა, არამედ შესაძლებლობა. მეორე ღერძი იყო ავტონომიური რეგიონების ორი კატეგორიის შემოყვანა, რადგან კატალონიამ და ბასკეთმა თავიდანვე განსაკუთრებული ავტონომიის უფლება მოითხოვეს. სპორტულ ტერმინოლოგიას თუ მივმართავთ, შეიქმნება “პირველი ლიგის” და “მეორე ლოგის” ავტონომიების მექანიზმი (პირველში, რა თქვა უნდა, კატალონია, ბასკეთი და გალაცია შევიდნენ).

პოლიტიკური სურპრიზები მაშინ დაიწყო, როცა აღმოჩნდა, რომ მრავალი ფაქტორის კომბინაციამ, კერძოდ, რეაქციამ ცენტრალიზმის წინააღმდეგ, თავისუფლების შეგრძნების სიახლემ, რეგიონებს შორის ისტორიულად არსებულმა მცირე თუ დიდმა უთანხმოებებმა, ახალი პოლიტიკური თანამდებობების გაჩენის შესაძლებლობამ და ა.შ. დასაბამი მისცა ავტონომიის მოთხოვნას ესპანეთის ყველა რეგიონში, ისეთშიც კი (მაგ. კასტილია და ანდალუზია), რომლებიც ერთიანი, ცენტრალიზებული ესპანეთის იდეასთაინ იყვნენ გაიგივებული.

შედეგებმაც არ დააყოვნა. ჯერ ერთი, ყველა ესპანური რეგიონი ავტონომიის ერთეულად იქცა, მეორეც, მრავალმა რეგიონმა დაიწყო პირველი კატეგორიის ავტონომიის მოთხოვნა. ანდალუზია, რომელსაც ისტორიული ავტონომიის არავითარი სურვილი არ გამოუმჟღავნებინა, პირველი კატეგორიის ავტონომიებში გადავიდა, შემდეგი სხვა სამი ერთეული, ნავარა, კანარის კუნძულები და ვალენსია “დე ფაქტო პირველი კატეგორიის ავტონომიები” გახდნენ და ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდა.

ასე მოხდა, რომ დგეს ესპანეთი 17 ავტონომიური ერთეულადაა დაყოფილი.

4.სიმბოლოების თაობაზე

ავტონომიის აღიარება გულისხმობს რეალური ხელისუფლების შესაძლებლობას, პოლიტიკურ კომპეტენციას სხვადასხვა სფეროში, მაგალითად, განათლების, გარემოს დაცვის, ურბანიზმის, ჯანდაცვის და სხვა საკითხებში. მაგრამ აქვე იგულისხმება გარკვეული სიმბოლოების გამოყენებაც, რომელთაც რეგიონებში განსკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. ასეთი სიმბოლოებია ხელისუფლების ორგანოები, დროშა და ენა.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ყოველ ავტონომიურ ერთეულს ჰყავს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტი. პარლამენტი ირჩევს პრესიდენტს (თავჯდომარეს), რომელიც ითვლება უმაღლეს ხელისუფლად ავტონომიურ რეგიონში და ამავე დროს სახელმწიფოს უმაღლეს წარმომადგენლად ამ ავტონომიაში. როცა იგი თავის რეგიონშია, მასზე მაღლა მხოლოდ მეფე, ესპენეთის მთავრობის პრეზიდენტი და ორივე პალატის პრეზიდენტები მიიჩნევიან…… თუმცა ეს ყველაფერი ოქმის მიხედვითაა, რადგან პოლიტიკური თვალსაზრისით, მხოლოდ ადგილობრივი პრეზიდენტი განახორციელებს ძალაუფლებას.

დროშა ყოველ ავტონომიურ ერთეულს თავისი აქვს.

ენა საგანგებო პრობლემაა, რადგან ესპანეთში ესპანურის გარდა სამი ენაა: კატალონური, ბასკური და გალიციური, რომლებიც ხუთ რეგიონში გვხვდება. (კატალონური სალაპარაკო ენაა ეგრეთვე ვალენსიაში და ბალეარის კუნძულებზე). ამ ხუთ რეგიონში ორ- ორი ოფიციალური ენაა, ესპანური და ადგილობრივი, რომლების თეორიულად თანაბარ პირობებშია და შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ასევე პარლამენტში და სასამართლოში.

II. ავტონომიური სტატუსის განსაზღვრა

1. “ჯიბის”კონსტიტუცია

ესპანეთის კონსტიტუცია მოითხოვს, რომ ყოველ ავტონომიურ ერთეულს ჰქონდეს თავისი “ავტონომიის წესდება”, რომელიც მისი “მმართველობის ძირითადი საფუძველია”. ეს ფაქტიურად ჯიბის კონსტიტუციაა.

ჭესდების მიღებას რთული პროცედურა ესაჭიროება. პროცედურაში მონაწილეობს ორი მხარე, მომავალი ავტონომიური ერთეული და ესპანეთის პარლამენტი, კერძოდ, მომავალ ავტონომიურ ერთეულში ხდება კანონპროექტის შემუშავება, პარლამენტში კი მისი განხილვა და კანონის სახოთ მიღება. მაშასადამე, წესდება, ერთი მხრივ რეგიონის ძირითადი კანონია, მეორე მხრივ, ესპანეთის კანონი. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან წესდება შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ორივე მხარის მონაწილეობით, ე.ი. რეგიონის მმართველი ორგანოს და ქვეყნის პარლამენტის შეთანხმებით. Aამიტომაც ითქმის, რომ “წესდებები” “საკონსტიტუციო ბლოკს” განეკუთვნება და შეადგენს კონსტიტუციის ნაწილს, ა) წესდების შეცვლა და მოდიფიცირება ძალიან ძნელია; ბ) წესდება თავად ხდება პარამეტრი კონსტიტუციურობისა, ე.ი. ყოველი ახალი კანონი მასთან შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი.

წესდებები ორ ბლოკისგან შედგება. პირველში განისაზღვრება ავტონომიური ინსტიტუტები_ პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა და ა.შ., აგრეთვე მათი არჩევის ან დანიშვნიდ წესი. Fფაქტიურად წესდებები საკმაოდ ემსგავსება ერთმანეთს, მათში საკანონმდებლო ხელისუფლება ენიჭება პარლამენტს, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება_პრეზიდენტს. პარლამენტი აირჩევა ოთხ წელიწადში ერთხელ რეგიონში მცხოვრები ყველა სრულწლოვანი მოქალაქის მიერ. პარლამენტი ნიშნავს პრეზიდენტს, რომელიც რეგიონის უმაღლესი ხელისუფალია. იგი წარმართავს აღმასრულებელი შტოს საქმიანობას და ნიშნავს ავტონომიური მთავრობის წევრებს. ურთიერთობა ამ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ისეთივეა, როგორც კლასიკურ საპარლამენტო სისტემაში.

სასამართლო ხელისუფლება სახელმწიფოს ეკუთვნის, მაგრამ ყოველ რეგიონში არის უზენაესი სასამართლო, რომელშიც ჩვეულებრივ მთავრდება სასამართლო და სააპელაციო პროცესი. მასზე მაღლა მხოლოდ ესპანეთის უზენაესი სასამართლო და საკონსტიტუციო სასამართლოა, მაგრამ ისინი მხოლოდ გამონაკლის და იშვიათ შემთხვევაშია მისაწვდომი.

წესდების მეორე ბლოკი არანაკლებ მნიშვნელოვანია და კომპეტენციებს განსაზღვრავს. Aაქ მეტი განსხვავებაა, რადგან სხვადასხვა რეგიონის წესდება სხვადასხვა ძალაუფლებას აძლევს მას. Aმას მოგვიანებითაც ვნახავთ.

2.Aავტონომიური ერთეულის კომპეტენცია

ყველა ავტონომიურ ერთეულს თავისი საკანონმდებლო ხელისუფლება ჰყავს, კერძოდ, პარლამენტი, რომელსაც კანონებისმიღების უფლება აქვს. ამ კანონებს ისეთივე ძალა აქვს, როგორც ესპანეთის სახელმწიფო კანონებს და მათი გაუქმება არავის ძალუძს, გარდა საკონსტიტუციო სასამართლოსი. ეს უკანასკნელი ავტონომიურ კანონს აუქმებს, თუ იგი არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგივე პროცედურა ესპანეთის სახელმწიფო კანონსაც შეიძლება შეეხოს.

როგორც ვხედავთ, ესპანუს სისტემაში საკანონმდებლო სისტემას ორი განსხვავებული წყარო აქვს: ესპანეთის სახელმწიფო კანონები და რეგიონის კანონიბი. ამავე დროს კანონის კატეგორია ერთია, რადგან სახელმწიფო და რეგიონალური კანონებს ერთნაირი ძალა აქვს და ერთნაირად ექვემდებარება კონსტიტუციას. მაშასადამე, დამოკიდებულებას ესპანეთის სახელმწიფო კანონებსა და ავტონომიებს შორის იერარქიული ხასიათი კი არა აქვს, არამედ კომპეტენციის პრინციპზეა დაფუძნებული. კანონები ძალაშია იმდენად, რამდენადაც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს.

III კომპეტენციისა და ძალაუფლების განაწილება

Gგამიჯვნიდან თანამშრომლობისკენ

ფედერალიზმის კლასიკური პრინციპია_ძალაუფლების სფეროების გამიჯვნა და განსაზღვრა. ესეთი სქემაა, უპირველეს ყოვლისა, ამერიკულ სისტემაში.მაგრამ რეალობის დაყოფა ძალიან რთულია, მაგალითად, შეუძლებელია სავაჭრო პოლიტიკის გამიჯვნა ფულადი პოლიტიკისაგან. ამიტომ ხდება, რომ ახალი ტენდენცია ძალაუფლების განაწილების პირობებში გამიჯვნას თანამშრომლობით ცვლის. ეს ტენდეცია აშკარად ჩანს გერმანულ ფედერალურ სუსტემაში და აგრეთვე ესპანურ ავტონომიურ სისტემაში. იგი საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, დააკმაყოფილოს დეცენტრალიზაციისკენ და თვითმართველობისკენ სწრაფვად და ამავე დროს შეინარჩუნოს საზოგადოება, რომელშიც ყველა სექტორი მჭიდროდაა გადაკავშირებული და გლობალურ მიდგომას მოითხოვს.

თანამშრომლობის პრინციპი გერმანულ თუ ესპანურ სისტემაში იმას განაპირობებს, რომ აქ აშშ-სგან განსხვავებით, ვერ ნახავთ იზოლირებულ ბლოკებს, აქ საკანონმდებლო ფუნქციები, მრავალ ორგანოს შორისაა განაწილებული, ისე, რომ თითოეულ მათგანს რამდენიმე სფეროში აქვს კომპეტენცია.

ესპანურ სისტემაში შეიძლება საუბარი საკანონმდებლო, აღმასრულებელ და მართვის მენეჯმენტის კომპეტენციებზე. ყველაზე კარგად თანამშრომლობის ტენდენცია საკანონმდებლო კომპეტენციის მაგალითზე ჩანს, რადგან კომპეტენცია რომელიმე სფეროში მთლიანად იშვიათად აქვს გადაცემული მხოლდ ერთი ორგანოს, ძირითადად თავს იჩენს მექანიზმი, რომელსაც “ ერთობლივი კანონმდებლობა” შეიძლება ვუწოდოთ.

ერთობლივი კანონმდებლობა გულისხმობს, რომ სახელმწიფო დონეზე ხდება კანონის ძირითადი პარამეტრების და პრინციპების შემუშავება, ხოლო ავტონომიების დონეზე _ კანონის დაკონკრეტება და საბოლოოდ ჩამოყალობება.

სისტემა ორი თეორიული სიით

ძალაუფლების განაწილება სახელმწიფოსა და ავტონომიებს შორის ესპანეთში ეფუძნება კონსტიტუციაში განსაზღვრული კომპეტენციების ორ ჩამონათვალს. ერთი ჩამონათვალი განსაზღვრავს სახელმწიფოს ექსკლუზიურ კომპეტენციებს, რომლებიც შედის: ა) უპირველეს ყოვლისა, სფეროები, რომლებიც ჩვეულებრივ სახელმწიფო აპარატის გამგებლობაშია_თავდაცვა, საგარეო საქმეები,უშიშროება და ა.შ.: ბ ) სფეროები, რომელიც სახელმწიფო ეკონომიურ ერთიანობას განაპირობებს_ ფულადი პოლიტიკა, ეკონომიკის დაგეგმარება: 3) სფეროები, რომლებიც სახელმწიფო საკანონმდებლო ერთიანობას განაპირობებს_ ადამიანთა უფლებები, კრიმინალური და სამოქალაქო სამართალი; 4) სფეროები რომლების სახელმწიფოს საერთო კეთილდღეობას განაპირობებს _ ჯანდაცვა, განათლება და სოციალური დაცვა. მაგრამ გარდა თავდაცვისა, ავტონომიების კომპეტენცია არცერთ ამ სფეროში არაა გამორიცხული. რეგიონებს აქვთ გარკვეული კომპეტენცია უშიშროებაში კი, მაგალითად, ბასკეთის პოლიცია ავტონომის განკარგულებაშია. Gგარდა ამისა, მართალია, საგარეო საქმეები სახელმწიფოს ექსკლუზიური კომპეტენციაა, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, რეგიონებს აქვთ უფლება უცხო ქვეყნებში გახსნან ოფისები თავიანთი ინტერესების დაცვის გარანტირების მიზნით. (ეს უფლება რეალიზებულია და ავტონომიებს მართლაც აქვთ ოფისები ბრუსელში).

მეორე თეორიულ სიაში შედის ის ეფეროები, რომლებშიც ავტონომიას შეიძლება ჰქონდეს კომპეტენცია. ასე საგანგებოდ ვამბობ, რადგან კონსტიტუცია თავისთავად არ უზრუნველყოფს ავტონომიების კომპეტენციებს, იგი მხოლოდ განსაზღვრავს, რა საკითხებში შეიძლება მათ ჰქონდეთ კომპეტენცია. კონკრეტულად რა კომპეტეციები გამოიყენება, უკვე წესდებით არის განპირობებული, ყოველ ავტონომიას ის ძალაუფლება აქვს, რაც მის წესდებაშია მითითებული.

თეორიულად, ავტონომიურ ერთეულებს კომპეტენციის სხვადასხვა მოცულობა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ, რადგანაც წესდებები საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს, პრაქტიკულად ეს ნაკლად ხდება. რეალური განსხვავებაა მხოლოდ “ისტორიულ” ავტონომიებსა და დანარჩენებს შორის, პირველებს მეტი და უფრო მნიშვნელოვანი ძალაუფლება აქვთ. მაშასადამე, სისტემა ასიმეტრიულია, რადგან ავტონომიური ერთეულების უფლებამოსილება ერთგვარი არაა. ამით განირჩევა ავტონომიური სისტემა ფედერალურისაგან, სადაც შტატებს თანაბარი კომპეტენცია აქვთ მიცემული კონსტიტუციაშივე.

3 პროცესის დინამიკა

როგორც ვხედავთ, ჩემს მიერ მოკლედ აღწერილი სისტემა საკმაოდ რთულია, მაგრამ იგი ქვეყნისათვის პოზიტიური გამოდგა. ესპანეთში ტერიტორიული კონფლიქტი მეტად მნიშვნელოვანი იყო და, რადგან იგი გამოიხატებოდა ისეთი ემოციური ტერმინებით, როგორიცაა ,,სამშობლო”, ,,დროშა”, ,,ენა”, ხშირად იწვევდა ომს. დღევანდელი რთული სისტემა კონფლიქტს ემოციურ მუხტს აცლის და მის პოლიტიკურ დატვირთვას ამცირებს, რადგან სირთულე მოითხოვს ჩაღრმავებას, კვალიფიცირება და გამოცდილების დაგროვებას, ანუ ,,ტექნიფიკაციას”, ეს კი განაპირობებს დრამატიზმის შესუსტებას ურთიერთობებში.

მოცემულ სისტემას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს, იგი მოქნილია და ცვალებადი. ასიმეტრიის პირობებში თითოეულ ავტონომიას ძალაუფლების თავისი ხარისხი აქვს და ეს ხარისხიც შეიძლება შეიცვალოს ამ გაფართოვდეს, თუ საჭიროება მოითხოვს. კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ წესდება შეიძლება შიიცვალოს დამტკიცებიდან 5 წლის შემდეგ. ეს ,,რევიზიის უფლება”” კიდევ ერთი უპირატესობაა, რადგან იძლევა საშუალებას, გამოიცადოს სისტემა, სანამ ავტონომიებს მეტი უფლებები გადაეცემათ.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობა

რადგან სისტემა რთულია და საკანონმდებლო თვალსაზრისით ძლიერ ტექნიფიცირებული, ხშირად წარმოიშობა სამართლებრივი კონფლიქტი და საკონსტიტუციო სასამართლოს გადამწყვეტი როლი ეკისრება. მას შეიძლება მიმართოს როგორც ავტონომიურმა, ასევე სახელმწიფო ხელისუფლებამ, თუ მიიჩნებს რომ მისი კომპეტენცია ირღვევა მეორე მხარის მიერ. საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის მიღებისა და განხილვის სისწრაფე დამოკიდებულია საკამათო კანონის მნიშვნელობაზე.

5. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც დამფუძნებელი ხელისუფლება.

საკონსტიტუციო სასამართლოს წამყვანი როლი კომპეტენციების გამიჯვნაში მხოლოდ დროსთან ერთად არ შეუძენია. ფაქტობრივად, მან დაუდო საფუძველი ცენტრალური და ავტონომიური ხელისუფლების უფლებამოსილებების განსაზღვრას და მოახდინა კონსტიტუციის საკამათო დებულებების ინტერპრეტაცია. მას შემდეგ, ამ როლის მნიშვნელობა აღარ მცირდება, მით უფრო, რომ მოქნილობისა და დინამიურობის გამო სისტემის შემადგენელი ელემენტები ხშირად იცვლება და ახალი ინტერპრეტაციებია საჭირო.

საკონსტიტუციო სასამართლოზე დაკისრებული ეს არბიტრის ფუნქცია აგრეთვე უწყობს ხელს კონფლიქტის შერბილებას, ამცირებს მის პოლიტიკურ მუხტს. ხალხმა შეიძლება იბრძოლოს დროშისა და ენისათვის, მაგრამ არავინ გაიქცევა ომში, ვთქვათ, კონსერვირებული საკვების დამზადების სტანდარტების გამო. გარდა ამისა, ყველას ადვილად შეუძლია პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ ესპანეთში დღეს ძნელი საპოვნელია პოროვნება, იურისტიც კი, რომელიც კომპეტენციების განაწილების ყველა საკითხში იქნება გათვითცნობიერებული.

6. ფულის ხარჯვისა და შოვნის უფლება

ავტონომიურ რეგიონებს ავტონომია აქვთ ბიუჯეტის საკითხშიც. ყველა რეგიონს აქვს თავისი ბიუჯეტი, დამტკიცებული მისივე პარლამენტში, რომელიც ასახავს არჩეულ პოლიტიკურ კურსს. მაგრამ, რაც შეეხება ფინანსური რესურსების მოძიებას, იგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება დღესაც.

ავტონომიურ ერთეულებს ფინანსური სახსრების მოძიების ოთხი ძირითადი წყარო აქვთ. 1) ე.წ. გადარიცხული გადასახადები, ანუ გარკვეული გადასახადები, რომელსაც სახელმწიფო აკრეფის შემდეგ ავტონომიებს ურიცხავს. 2) პირდაპირი გადარიცხვა, ე.ი სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის მოსახლეობის რაოდენობით განპირობებული ფულის ოდენობის გადარიცხვა ავტონომიაში; 3) ავტონომიის ტერიტორიაზე საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, რომელიც დღესდღეისობით 15%-ს უტოლდება, მაგრამ არსებული წინადადებების საფუძველზე შეიძლება 30%-მდე გაიზარდოს;

უნდა ავღნიშნოთ აგრეთვე, რომ ორ ავტონომიურ ერთეულს – ბასკეთსა და ნავარას – სპეციფიური ფინანსური სისტემა აქვთ. მას ეწოდება ,,შეთანხმება” და უფლებას აძლევს ავტონომიას, თავად შეაგროვოს გადასახადები თავის ტერიტორიაზე, შემდეგ კი ნაწილი მიაწოდოს ცენტრს სახელმწიფო მომსახურების, ანუ გზები მშენებლობის, თავდაცვის და ა.შ. კომპენსაციისთვის. თანხის ოდენობა, რომელსაც ავტონომია იძლევა, ასევე განსაზღვრულია ,,შეთანხმებით”.

IV. აწმყო ადა მომავალი

ავტონომიების სისტემა ესპანეთში, შეიძლება ითქვას, დამაკმაყოფილებლად მუშაობს, ხოლო თუ ჩვენს კონფლიქტებით აღსავსე წარსულს შევადარებთ, საკმაოდ კარგადაც. დღესდღეისობით საზოგადოებრივი ხარჯების დაახლოებით 25% ავტონომიების ხელშია. თუ ამას დავუმატებთ 15%, რომელიც მუნიციპალიტეტებს ეკუთვნის, ვნახავთ, რომ სახელმწიფო დონეზე ესპანეთში დახარჯული ფულის 60%-ზე ნაკლები რჩება. ავტონომიების კომპეტენციის საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი აქვთ საზოგადოებრივი სამსახურის სფეროში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, ურბანიზმი, ტერიტორიული დაგეგმვა და სხვა. ესპანეთის დეცენტრალიზაციის დონე ემსგავსება გერმანიისას, ერთი მნიშვნლოვანი სხვაობით: ავტონომიების პარლამენტებს საკანონმდებლო ძალაუფლება აქვთ, გერმანულ ,,მიწებს” (ანდერ) კი – არა.

რაც შეეხება სისტემის ელემენტებს შორის ურთიერთობას, აქაც მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რადგან გერმანიაში ,,მიწებს” ერთნაირი უფლებები აქვთ მიცემული, ესპანეთში კი, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ასიმეტრიული ავტონომიაა. ავტონომიებს, რომლებსაც ,,პირველი თაობის”, ,,ისტორიულს”” ან ,,პირველი ლიგისას”” უწოდებენ, რომელთაც ისტორიულად ყოველთვის კონფლიქტები ჰქონდათ ცენტრთან, დამატებითი პოლიტიკური ან სიმბოლური უფლებები აქვთ. ამის მაგალითი ბევრია, უკვე ვახსენეთ ბასკეთის და ნავარის ფინანსური ,,შეთანხმება”, აგრეთვე საკუთარი პოლიცია ბასკეთში. გარდა ამისა, მხოლოდ ოთხი ავტონომიის _ კატალონიის, ბასკეთის, გალიციის და ანდალუზიის _ პრეზიდენტებს აქვთ პარლამენტის დათხოვნის და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება …

მიუხედავად სისტემის დადებითი მხარეებისა, მომავალი გარკვეულ საფრთხეს გვიქადის. საფრთხე მდგომარეობს მუდმივად მეტი და მეტი ავტონომიის მოთხოვნაში. მაგალითად, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დიდი განსხვავება იყო ,,პირველი თაობისა” და ,,მეორე თაობის” ავტონომიებს შორის. მაგრამ თანდათან ამ უკანასკნელებმაც მოითხოვეს და მოიპოვეს კომპეტენციის ის დონე, რაც პირველებს აქვთ. ეხლა კი ,,პირველი თაობის”” ავტონომიები ითხოვენ კომპეტენციის გაფართოებას, რათა განსხვავება შეინარჩუნონ.

ამან შეიძლება წარმოშოს პროცესი, რომელიც თამაშის თეორიაში ,,წიწილების თამაშის”” სახელითაა ცნობილი. აქ ყოველი მოთამაშე ცდილობს მუდმივად წინ წაიწიოს, ხოლო, თუ ამას ვერ მოახერხებს, წაგებულად ითვლება. ესპანეთში ეს თამაში განსაკუთრებით სარისკოა, რადგან კატალონიასა და ბასკეთში საკმაოდ მძლავრი ნაციონალისტური პარტიებია და მათი ძირითადი პოლიტიკური მოთხოვნაა ავტონომიის გაფართოება. ამ პარტიებმა რომ მიღწეულით კმაყოფილება გამოხატონ, არსებობის პოლიტიკურ საფუძველს დაკარგავენ და სხვა პარტიებით შეიძლება იქნენ შენაცვლებული.

უნდა ითქვას, რომ გარკვეული საფრთხის მიუხედავად, სიტუაცა დღესდღეისობით დამაკმაყოფიებელია. როგორც ჩანს, მაინც ვიპოვეთ სისტემა რომელიც ერთმანეთთან ათავსებს ესპანეთის ერთიანობას და რეგიონების სწრაფვას თვითმართველობისკენ.

ყველას! ყველას! ყველას!
რეზონანსი

(02.12.2013)

მამუკა გიორგაძე სახალხო პარტია

ვისაც ჩვენი გაყოფა და გათიშვა სწყურია,

ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე

მურმან ლებანიძე

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანა ორგანული კანონის – “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” – პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ არის მომზადებული. კანონპროექტი, ჩვენი აზრით, არა მარტო ვერ ასახავს თვითმმართველობის განვითარების სახელმწიფოებრივ და ადამიანთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის საჭიროებებს, არამედ, პრაქტიკულად, გაუგებარსა და შეუძლებელს ხდის საქართველოში რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებას.

ამ წერილის მიზანი არ არის, სრულად შევაფასოდ კანონის ავკარგიანობა (ეს ცალკე წერილის თემაა), ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ საკითხზე, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის დამღუპველია. აქ დუმილი ან დათმობა დანაშაულია!

ყველაზე მნიშვნელოვანი და საგანგაშო კანონპროექტში არის ის, რომ მასში აშკარად იკვეთება მიზანმიმართული ანტისახელმწიფო დივერსიის ნიშნები – კოდექსის ქ|| კარის მიხედვით შემოდის “მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანების” ცნება, რომელსაც, ავტორთა განმარტებითაც, არაფერი აქვს საერთო თვითმმართველობასთან.

მაშ, რისთვის ჩაიწერა პროექტში?!

ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ქ|| კარით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება წარმოადგენს საქართველოს ფედერალური სახელმწიფო მოწყობის შემოღების პირდაპირ მცდელობას.

თუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველოს ფედერაციულ სახელმწიფოდ გადაქცევა დადებითი მოვლენაა, მაშინ ეს უნდა განაცხადოს ღიად, პირდაპირ და პატიოსნად, გახსნას საჯარო სივრცე და დაიწყოს დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით სრული ეროვნული თანხმობის მისაღწევად. თუ იცის, რომ მოსახლეობა ამის წინააღმდეგია და ეს ქვეყნისთვის დამღუპველია, ხელი უნდა აიღო ამ გეგმაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითონვე იმხელს საკუთარ თავს!.

საქართველოში ფედერალური სახელმწიფო მოწყობის შემოღებას რუსეთი ბოლო 25 წლის განმავლობაში თავის ამოცანად მიიჩნევს. ჩვენი მხრიდან, ამ საკითხზე დისკუსიის სურვილის მიუხედავად, იდეის ძველ თუ ახალ ავტორთა და ლობისტთა მხრიდან ამ ორი ათეული წლის განმავლობაში პასუხის მცდელობაც არ ყოფილა; არ ყოფილა იმ მარტივი მიზეზით, რომ ავტორებსა და ლობისტებს საპასუხო სერიოზული არგუმენტები არ გააჩნიათ. მათ იციან, რომ მხოლოდ მალვით და ქურდულად, საკუთარ პრობლემებში ჩაძირული მოსახლეობის უყურადღებობის, ინფორმაციის დეფიციტის ან ტერმინებში გაურკვევლობის პირობებში ძალადობითა და საღი აზრის იგნორირებით თუ შეძლებენ საქართველოს დაშლის გეგმის რეალიზაციას.

ჩვენ მივისწრაფვით მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციისკენ, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ისეთი გამიჯვნისკენ, რომელიც უკეთ დაიცავს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და განავითარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, კოდექსის ავტორები კი გვთავაზობენ ამ ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის ქვეშ ქვეყნის დეცენტრალიზაციის განხორციელებას – რეგიონული დემოკრატიის საფარქვეშ ქვეყნის დანაწევრებისა და პროვინციებად დაშლის პირველი ნაბიჯების დაკანონებას.

ერთიანი ქართული სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და კულტურული სივრცის დანაწევრების საფრთხეს ოდითგანვე ებრძოდა ყველა ღირსეული მამულიშვილი. ქვეყნის ერთიანობისთვის იღვრებოდა ქართული სისხლი.

თავის დროზე წმიდა ილია მართალი გვაფრთხილებდა: “ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში – ყველა, საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის, საცა “მე” ხშირია, და “ჩვენ” – იშვიათი!” (ილია ჭავჭავაძე, “ზოგიერთი რამ”).

მწარე ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით ფედერალური მოწყობის ელემენტების შემოტანა დღეს მეცნიერულ ანალიზსა და პოლიტიკურ გათვლას ექვემდებარება და ამიტომ ძნელი გამოსაცნობი არ არის მისი დამღუპველი შედეგები უახლოეს მომავალში – კოდექსის ქ|| კარი გამოიწვევს საქართველოს პროვინციებად დაშლის პროვოცირებასა და ერთი-ორი თაობის განმავლობაში ერთიანი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ცნობიერების მოშლასაც.

ავტორთა თვალთმაქცობა სათაურშივე იკვეთება – სათაური არ შეესაბამება მის შინაარსს. თვითონაც იციან, რომ გაიშიფრებოდა “თვითმმართველობის” კანონში არათვითმმართველი სტრუქტურების შექმნის “შემოპარება” და, დაარქვეს “კოდექსი” (რომელიც კანონთა კრებულია), თუმცა, “მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანების” გარდა, არც ერთი სხვა საკითხი პროექტში სრულად შეტანილი არ არის. რეგიონული სტრუქტურების შექმნის სათაურში ხაზგასმა კი ყველასთვის გასაგებს გახდიდა მათ მიზნებს და ამიტომაც შექმნეს მუტანტი კანონი-კოდექსი.

თვითმმართველობის კოდექსში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საკითხების “შემოპარების” მცდელობა არა მარტო ამხელს ავტორთა არასახელმწიფოებრივ ზრახვებს, არამედ ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, რომელიც ჯერ არავის გაუუქმებია და, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 2).

კონსტიტუციის იგნორირებით, ფაქტობრივად, ყალიბდება ავტონომიური (სახელმწიფოებრივი) ნიშნების მქონე რეგიონული ხელისუფლება, თავისი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებით (პროექტის სამუშაო ვარიანტში ეს უფრო მკაფიოდ გამოიხატებოდა, მაგრამ საზოგადოების პროტესტის გამო, როგორც ჩანს, თვითონვე მიხვდნენ, რომ ამ ეტაპზე “შემოპარება” ჯობია).

კონსტიტუციის ამ მუხლის იგნორირება პოლიტიკურად და, უპირველეს ყოვლისა, მორალურად ნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე საქართველოს საკითხების გადაჭრას, ე.ი. ვაცხადებთ, რომ მათ გარეშე ვეჩვევით ცხოვრებას!

დროთა განმავლობაში, “დემოკრატიასა და ხალხზე ზრუნვის” საბაბით, ეს ორგანოები გახდება არჩევითი, გამოჩნდებიან “კუთხური პატრიოტი” ლიდერები, რომლებიც მოითხოვენ რეგიონებისთვის უფრო მეტი რეალური სახელმწიფოებრივი უფლებების გადაცემას და განვითარდება შეუქცევადი პროცესი, რომლის შეჩერება სულ უფრო რთული გახდება. საბოლოო შედეგი დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენი ქვეყნის ურთულესი მდგომარეობა: ოკუპირებული ტერიტორიები, მრავალი ქვეყნის ინტერესთა კვეთა, გეოპოლიტიკური დაპირისპირებები და საქართველოს ეთნიკური სიჭრელე გვაიძულებს, სერიოზულად დავფიქრდეთ, როგორ გამოიყენებენ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები შენიღბულ ფედერალიზაციას სეპარატიზმისთვის ხელის შესაწყობად და სეპარატისტების წასახალისებლად.

შეშფოთების საფუძველს აძლიერებს ისიც, რომ კანონპროექტში, მოქმედი კანონისგან განსხვავებით, აღარ არის აღნიშნული საქმისწარმოების ენად სახელმწიფო ენა.

აშკარაა, რომ რეგიონული სტრუქტურების შემოღება გამოიწვევს რეგიონული ენების მოთხოვნის აქტუალიზაციას, რომლის მძიმე შედეგები, თემის ემოციური ფონის გათვალისწინებით, წინასწარ შეიძლება ვივარაუდოთ. სასურველია, რომ ყველამ დღეს იპოვოს თავისთვის პასუხი შეკითხვაზე: ხელოვნურად რატომ უნდა შეიქმნას საქართველოში ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები რეგიონული გაერთიანებების სახით? ხვალ ალბათ გვიან იქნება.

იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ ჩვენით დავიწყებთ საკუთარი ქვეყნის დაშლას რეგიონებად, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ რეგიონული ენების მოთხოვნის რეალიზებაში ევროპა თავის დიდ წვლილს შეიტანს, რაც ანტიდასავლური ემოციების ფრქვევას გამოიწვევს საქართველოში (ამითაც შეიძლება განვსაზღვროთ, საიდან ქრის ქარი).

პროექტით განსაზღვრული რეგიონული გაერთიანებისა (მუხლი 168) და ადგილობრივი თვითმმართველობის (მუხლი 16) უფლებამოსილებები და საქმიანობის სფეროები თანხვედრილია, რაც, საკუთრების გაუმიჯნაობისა და პოლიტიკური ინფრასტრუქტურის არარსებობის დღევანდელ პირობებში, პრაქტიკულად, გამოიწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის შეზღუდვას და მოახდენს პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზებას. კოდექსის ქ|| კარი დააკანონებს გუბერნატორის არაკონსტიტუციურ ინსტიტუტს და ადგილებზე გამოიწვევს მისი შეუზღუდავი ძალაუფლების გამყარებას.

საქმეში ჩახედული ხალხისთვის თვალნათელია პროექტის ავტორთა ტყუილი, რომელიც გათვლილია მარტივ ანგარიშზე – მოსახლეობის უმეტესობას წაკითხული არ აქვს “ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია” (სტრასბურგი, 15.10.1985), ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის და ევროპის საბჭოს კონგრესის სხვადასხვა რეკომენდაცია და რეზოლუციები.პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. ქ|| კარი არ არის ჩვენი “კარი” ევროპაში და, რომ ევროპა არ გვთხოვს ამას! პირიქით, ევროპა ჩვენგან ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას ითხოვს და წინააღმდეგია იმისა, რომ რეგიონულმა თუ ცენტრალურმა ადმინისტრაციამ აკონტროლოს და მართოს თვითმმართველობა.

დროა, გამოვფხიზლდეთ, ვისაც გული შესტკივა საქართველოს სახელმწიფოს ბედ-იღბალზე, წინ აღვუდგეთ ანტისახელმწიფოებრივ ზრახვებს და უარი ვუთხრათ საქართველოს დაშლის მორიგ მცდელობას!

მოვთხოვოთ ხელისუფალებას რეალური თვითმმართველობა და წარმოდგენილი კოდექსის პროექტის ქ|| კარის გაუქმება!

სხვა შემთხვევაში, “ვინ იცის, როდისღა შევხვდებით ერთმანეთს, რომ კიდევ ძმური, ერთიანი, განუყოფელი ქართული “გამარჯვება” მითხრა შენ – მე, და მე – შენ, ჩემო დაკარგულო ძმაო, თუ დაო!..” (ილია ჭავჭავაძე, “ზოგიერთი რამ”).

რა შედეგს მოიტანს გარდა, მინიმუმ, ნახევარმილიარდიანი ხარჯისა ადმინისტრაციული რეფორმა და რატომ შეუწყობს ხელს სეპარატიზმის გაღვივებას ეთნიკურ ქართველებს შორის
მიხეილ ჯიბუტი

ნინო ხაჩიძე   “თბილისელები” 2013-11-11

საქართველოს მთავრობამ დაპირებული ადმინისტრაციული რეფორმის ფარგლებში ახალი კანონპროექტი მოამზადა, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტს ჯერ არ დაუწყია, თუმცა ოპონენტები უკვე საუბრობენ მოსალოდნელ საფრთხეებზე და მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტი ისეთ ნაღმებს შეიცავს, რაც საქართველოს მყიფე ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ უფრო მეტ ბზარს გაუჩენს და სამომავლო გაკუთხურობისა დაშლისთვის შეამზადებს. ოპონენტთა შორისაა საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი, რომელიც თავად გაგვაცნობს საკუთარ კრიტიკულ შენიშვნებს.

–  დღეს თვითმმართველობასთან დაკავშირებით ვითარება ასეთია: 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოსულმა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებდა თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას, მაგრამ პროექტი დღემდე ოფიციალურად არ არსებობდა, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 30 ოქტომბერს, მთავრობამ მიიღო პროექტი –  საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესახებ. დღემდე თვითმმართველობის საკითხებს არეგულირებდა 2006 წლიდან არსებული ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. კოდექსი, კანონთა კრებული თვითმმართველობასთან დაკავშირებით, ახლახან, ოქტომბრის ბოლო დღეს, დამტკიცდა მთავრობის სხდომაზე. პროექტი ჯერ არ შესულა პარლამენტში, მაგრამ, ალბათ, უახლოეს ხანში შევა განსახილველად.

–  ვინ იღებდა ამ კოდექსის შექმნაში მონაწილეობას?

–  ძირითადად, ჩართული იყო სახელისუფლო რესურსები და ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან ვიწრო წრე.  პროექტი, ძირითადად, მომზადდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ მუშაობაში ჩართული იყო უშუალოდ თვითმმართველობაში დასაქმებული ადამიანების დიდი წრე.

–  რა არის ახალი მთავრობის მიერ შემოთავაზებული კოდექსის ძირითადი კონცეფცია?

–  უპირველესად, უნდა ითქვას, რომ საკამათო და მიუღებელია თვითმმართველობის შესახებ კანონის კოდექსის სახით წარმოდგენა. მიუღებელია, რადგან კოდექსი ნიშნავს, რომ მასში უნდა გაერთიანდეს ყველა ის კანონი, რომელიც თვითმმართველობის საკითხთანაა დაკავშირებული. საქართველოში 1995 წლის კონსტიტუციის მიღების შემდეგ კოდექსების შექმნის გზით წავედით ჩვენ. ასე შეიქმნა ტყის კოდექსი, რომელშიც მოქცეულია ტყესთან დაკავშირებული ყველა საკითხი; საბიუჯეტო კოდექსი; საგადასახადო კოდექსი და ასე შემდეგ. თუმცა ჯერ მსოფლიოში არავის მოსვლია თავში აზრად, შეექმნა კოდექსი თვითმმართველობის შესახებ, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ყველა კანონი, რომელიც ეხება თვითმმართველობას და გაწერილია სხვადასხვა კანონსა და კოდექსში, იქიდან უნდა ამოიღო და ჩადო ამ კოდექსში. გამოდის, რომ კანონების დუბლირება უნდა მოახდინო და თავი მოუყარო ამ ერთ  კოდექსში.

–  მაგრამ, ალბათ, მთავარია, კოდექსი გამოგვადგეს, თორემ, ჯანდაბას, მოხდეს დუბლირება.

–  არა, თუნდაც, ამ ტექნიკური მიზეზის გამო ეს კოდექსი ვერ იქნება კარგი. მაგრამ ეს ამ კოდექსის პროექტის ყველაზე მინიმალური ხარვეზია. ამ კოდექსის მიღების შემდეგ დღეს მოქმედი  კანონები, არადა, 50-ზე მეტ კანონშია გაწერილი თვითმმართველობებთან დაკავშირებული საკითხები, უნდა გაუქმდეს და ისინი შეცვალოს ამ ერთმა კოდექსმა.

–  მთავარი, რაც თქვენთვის მიუღებელია მთავრობის მიერ შემუშავებულ პროექტში?

–  ეს კოდექსი წარმოქმნის ერთ ძირითად პრობლემას, რომელიც ძალიან დიდი პოლიტიკური საფრთხის შემცველია. ამ კანონპროექტს ეწოდება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, თუმცა მის სხვადასხვა ვერსიაში შემოტანილი იყო რეგიონალიზმის, საქართველოს რეგიონებად დაყოფის მიმართულება. ეს პროექტი მკითხველს შეუძლია, იხილოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საიტზე. ამ კანონპროექტის მეშვიდე კარის სახელია „მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება“. სწორედ ეს არის ამ კანონპროექტის პოლიიზებული ნაწილი, რომელიც არის უკანა კარიდან საქართველოს ტერიტორიული დანაწევრების დაკანონება. ვფიქრობ, აი, აქ შეიცავს ეს კანონი ყველაზე დიდ საფრთხეს.

–  რატომ? საქართველო მართლაც შედგება რეგიონებისგან.

–  მე მივეკუთვნები იმ ადამიანების ჯგუფს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის ეს კარი არის უზარმაზარი საფრთხე საქართველოსთვის, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას კიდევ უფრო პრობლემურს გახდის, თუ ასეთი ნორმა ძალაში შევა. მეორე მხრივ, დგება ქართული იდენტიფიცირების პრობლემა და ის დაყვანილია რაღაც კუთხურ-რეგიონულ დონეზე, რასაც შეიძლება, მოჰყვეს სხვა არასასურველი ქმედებები.

– კერძოდ?

–  თუ შეიქმნება რეგიონი, რეგიონი არა ეკონომიკური გაგებით, არამედ, როგორც ტერიტორიული ერთეული, რომელზეც დელეგირებული იქნება რაღაც დოზით სახელმწიფოებრივი ფუნქციები, ასეთ რეგიონში, მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურის მიხედვით, დადგება რეგიონული ენის საკითხიც.

–  თქვენ შემოვლით ამბობთ, მე პირდაპირ ვიტყვი: ლაპარაკია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთზე?

–  არა მხოლოდ. საუბარია არა მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ თუ რუსულ ენებზე, არამედ, ათეულობით სხვა ენაზე.

–  რეგიონული ენების ქარტიის ერთ-ერთი ინტერპრეტაციით, შესაძლოა, რეგიონულ ენებად მივიჩნიოთ მეგრული და სვანური.

–  წოვა-თუშური რომ იყოს?! ამიტომ გადამწყვეტი არ არის, აზერბაიჯანული იქნება, სვანური თუ წოვა-თუშური. მე ვლაპარაკობ იმ საფრთხეზე, თუ რა მიმართულებით შეიძლება, განვითარდეს პროცესები. გაუგებარია, რატომ უნდა შექმნა ასეთი მცირე-მცირე წარმონაქმნები რეგიონების სახით, რომლებიც, კანონპროექტით, უნდა იყოს გუბერნატორების სამოქმედო ტერიტორია. თან შენარჩუნებულია აქამდე არსებული და დამკვიდრებული სახელწოდებები: გურია,  სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, რაც თითქოს ერთგვარი ხარკის გაღებაა ისტორიისადმი, თუმცა, რეალურად და ისტორიულად, არასდროს არსებულა ისეთი გაერთიანება, როგორიცაა, თუნდაც, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ისევე, როგორც არასდროს ყოფილა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რამე ტერიტორიული ერთეული არც ერთ საუკუნეში, საქართველოს თვით ყველაზე დაქუცმაცებულობის დროსაც კი. ეს არის შირმის ქვეშ არსებული დასახელებები, რომლებსაც, ამ კანონპროექტით, ექმნება იურიდიული საფუძველი და ისინი იარსებებენ გუბერნატორების დაქვემდებარების ქვეშ.

–  თუ სწორად გავიგე, საქართველო დაიყოფა რეგიონებად იმ პრინციპით, რა პრინციპითაც დღეს ინიშნებიან გუბერნატორები ამა თუ იმ მხარეში?

–  დიახ, აქამდე გუბერნატორი იყო ცენტრიდან დანიშნული ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებას და პოლიტიკური თვალსაზრისით, სახელმწიფოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. ახალი კანონპროექტით კი, გუბერნატორი შეივსება საპარლამენტო წარმომადგენლობით იმ ტერიტორიაზე, სადაც იმუშავებს და მიეცემა შესაბამისი ბიუჯეტი. ანუ წარმოიშვება პატარ-პატარა სახელმწიფოები, თუმცა შეზღუდული ფუნქციებით. რაც თავის თავში შეიცავს ყველა იმ საფრთხეს, რა საფრთხეც წარმოიშვა და არსებობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.

–  ახალი კანონპროექტით, გუბერნატორი დანიშნული იქნება თუ არჩეული?

–  ისეთივე დანიშნული, როგორც იყო აქამდე, ხოლო საბჭო, რომელიც იქმნება გუბერნატორის გვერდით, იქნება ასოცირებული საბჭო –  მუნიციპალიტეტებიდან. ანუ ეს არის: წინ –  შევარდნაძის ეპოქისკენ.

–  რას გულისხმობთ?

–  როდესაც რაიონებში იყო ცენტრიდან დანიშნული გამგებელი და სოფლებიდან – წარმომადგენლობით შექმნილი საკრებულო, ანუ, როდესაც იყო მმართველობისა და თვითმმართველობის აჯაფსანდალი. თუ შევარდნაძის დროს ეს ხდებოდა რაიონის დონეზე, ახლა მოხდება რეგიონის დონეზე და, თუ ხვალ-ზეგ რეგიონს გუბერნატორს მოვაშორებთ, უკვე წარმოგვეშვება რეალური პატარ-პატარა სახელმწიფოები, რომლებიც შეიძლება, გახდეს ფედერაციული თუ კონფედერაციული დაყოფის საფუძველი, რაც დიდ საფრთხეს შეიცავს.

თვითმმართველობასთან დაკავშირებული მეორე პრობლემა შემდეგნაირია: კანონპროექტი ითვალისწინებს დღეს არსებული მუნიციპალიტეტების ოპტიმიზაციას. ქართულ სინამდვილეში კი  ოპტიმიზაცია…

–  შემცირებას ნიშნავს.

–  დიახ, ყველამ იცის, რომ უფრო სხვა რამეს ნიშნავს, ვიდრე ეს სიტყვა გულისხმობს. საუბარია ზოგიერთი მუნიციპალიტეტის დაყოფაზე, ზოგიერთი სოფლის გაერთიანებაზე და მისი ცენტრის გადაადგილებაზე. ანუ ისეთი თემები შემოდის, რომლებიც, ვფიქრობ, არადროულია, არაბუნებრივია და გამოიწვევს ტექტონიკურ ცვლილებებს. სოფლებისა და მუნიციპალიტეტის საზღვრების ცვლილება ეს არის თემა, რომელსაც ფარნავაზ მეფის შემდეგ არავინ შეხებია. თან, კანონპროექტის ავტორები ვერ ამბობენ, თუ რა მიზანს ემსახურება ეს ოპტიმიზაცია, გარდა ზოგადი ფრაზისა, რომ თვითმმართველობის სერვისული მომსახურება უფრო დაუახლოვდება მოსახლეობას. რას ნიშნავს სერვისული მომსახურება: ცნობის აღებას, მშენებლობის ნებართვას და ა. შ. ჩვენი პოზიცია შემდეგია: მოდი, ამას ოპტიმიზაციით კი ნუ გავაკეთებთ, არამედ –  ტექნოლოგიით. მოსახლეობასთან სიახლოვე კილომეტრობით კი არა, კომპიუტერით და ტექნოლოგიით უნდა იზომებოდეს. ჩვენი წინასწარი ექსპერტული გათვლებით, თვითმმართველობის ამ რეფორმის განხორციელების პირველი ეტაპი  500 მილიონი ლარი დაჯდება.

– ამბობთ, რომ იმ ტიპის რეგიონალიზმი, როგორიც მთავრობის მიერ შემუშავებულ პროექტშია წარმოდგენილი, გამოიწვევს მთელ რიგ სირთულეებს, რაც საფუძველს შეურყევს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, თუმცა, მეორე მხრივ, არათუ რეგიონებს, სოფლების დონეზეც კი უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებლობა ერთეულებს. ამ დამოუკიდებლობის მინიჭება რატომ აღიქმება დაშლის წინაპირობად?

–  ადგილობრივ თვითმმართველობას, მუნიციპალიტეტებს აქვს გადაცემული ადგილობრივი საკითხები, რომლებიც თვითონ უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ არასრულფასოვნად: მათთვის არ გადაუციათ მიწა, წყალი, გადასახადები მოაქვს ცენტრალურ ბიუჯეტს. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს თვითმმართველობა და არა ტერიტორიების დაყოფით და ამ ტერიტორიებისთვის სახელმწიფო ფუნციების გადაცემით. ანუ ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონალიზმს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რაც არ არის მიბმული ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფასთან. მაგალითად, შეიძლება, არსებობდეს შავი ზღვისპირა რეგიონი; შეიძლება, მოაწყო მაღალმთიანი რეგიონების პროგრამა; უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს რეგიონული განვითარების პროგრამა. ანდა ეკონომიკური რეგიონის ის გაგება, რაც არსებობს ევროპაში და ამას არ სჭირდება ადგილებზე მინი-პარლამენტები, მთავრობები და პატარ-პატარა სახელმწიფოები.

–  თქვენ მიგაჩნიათ, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროექტი ითვალისწინებს ისეთი რეგიონების შექმნას, რომლებიც მიებმება დღეს არსებულ გეოგრაფიულ სახელწოდებებს და რეალურად იქნება მინი-სახელმწიფოების ერთობა?

–  რეგიონებს ენიჭება პატარა სახელმწიფოების ფუნქციები, რაც არანაირ შედეგს, გარდა რაღაც პოლიტიკური სიჭრელისა,  არ გამოიღებს. ის შეიძლება, ვიღაცამ გამოიყენოს პოლიტიკური მიზნით, მაგრამ არანაირ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგს არ მოიტანს, პირიქით, ხარჯები გაზრდილია, ვიდრე ეს ახლა არის გუბერნატორების შემთხვევაში და ამავდროულად შეიცავს ისეთ საშიშროებას, როგორიცაა ქვეყნის დანაწევრება. უნდა გითხრათ, რომ სეპარატიზმი არ არის ნაციონალური მოვლენა. სეპარატიზმი არის ეკონომიკური მოვლენა და ჩვენ ამის უამრავი მაგალითი ვიცით, როდესაც ერით და იმავე ერის წარმომადგენლები ეკონომიკური და სოციალური სახელმწიფოებრივი ელიტის ჩამოყალიბების მიზნით ქმნიან სეპარტისტულ ჯგუფებს. არავისზე ცუდი ქართველი არ იყო ჯაყელი, მაგრამ გახდა სეპარატისტი, იმიტომ რომ მას ჰქონდა ეკონომიკური ინტერესი და სწორედ ამ ეკონომიკური ინტერესის გამო გახდა სეპარატისტი და არა იმიტომ, რომ ცუდი წარმომავლობის ქართველი იყო. შესაბამისად, ახალი პროექტი შექმნის პრობლემებს ქართველებს შორის, პატარ-პატარა ქართულ სახელმწიფოებს შორის.

–  თქვით, რომ ეს თვითმმართველობის რეფორმა დაჯდება ნახევარ მილიარდამდე…

–  ეს არის ექსპერტული შეფასება, ანუ თანხა შეიძლება, გაიზარდოს. მეორე საკითხია, რა უკუეფექტები ექნება, ეს ბოლომდე არ არის დათვლილი. რეალურად, რა ხარჯს მოითხოვს ეს რეფორმა, ამის თქმა ახლა შეუძლებელია.

–  დავასრულებ შეკითხვას: თუ არის დათვლილი, რა ხეირს ნახავენ რეგიონები ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად, ანუ რას მოიტანს სუფთა მატერიალური თვალსაზრისით, თუნდაც, ნახევარი მილიარდი ლარი?

– ავტორები არანაირ ხეირსა და ეკონომიკურ ეფექტზე არ ლაპარაკობენ. როგორც გითხარით, ისინი ადმინისტრაციული რეფორმის აუცილებლობას ხსნიან სერვისების განვითარებისა და ადამიანების მართვაში ჩართვით. ეს ძალიან სიმპტომატური მიზნებია ამ დონის რეფორმისთვის. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ხდება ეს?! მით უმეტეს, რომ ადგილობრივი არჩევნები კარსაა მომდგარი და გაუგებარია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, რატომ წარმოშობ ასეთ ტექტონიკურ მოძრაობებს და იწყებ იმის დადგენას, სად მთავრდება და იწყება ესა თუ ის სოფელი. ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი, ვაპირებთ, შევაგროვოთ 30 000 ხელმოწერა, რომ შევიტანოთ პარლამენტში განსახილველად. ჯერჯერობით პარლამენტში, როგორც გითხარით, არც მთავრობის მიერ მომზადებული პროექტია შესული. ამიტომ, რაც შეიძლება, ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს განხილვაში, რომ თავიდან ავიცილოთ ის საფრთხეები, რაც შესაძლოა მოჰყვეს ადმინისტრაციული რეფორმის იმ სახით განხორციელებას, რასაც კანონპროექტის მთავრობის მიერ შემუშავებული ვარიანტი გულისხმობს.

ივანიშვილმა „გადაგვარჩინა“ ! მადლობა – ივანიშვილი „გვღუპავს“ ? SOS – ივანიშვილი „გვიშველის“ ?! – უნდა ვთხოვოთ
ავტორი: მიხეილ ჯიბუტი

“რეპორტიორი”   26 ნოემბერი, 2013. 17:29

სათაურის ნაცვლად ეს SMS იმიტომ დავწერე, რომ შევძლო მასში გამოტანილი განგაშის მიზეზის შესახებ ბევრმა გაიგოს. მინდა, რომ ყოველდღიური პრობლემებით ქანცგაცლილი ქართველი კვლავ არ დარჩეს მისი და მისი მშობელი ქვეყნის მომავლის გამსაზღვრელი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მიღმა. კვლავ არ დაწყვიტოს გული მომავალში დასმულმა შეკითხვამ – შენ სად იყავიო იმ დროს? საერთოდ არ გამიგია ეს ამბავი, ან შიმშილს ვებრძოდიო – ვერ უპასუხებს. დედას თუ უჭირდა რაღაცა, როგორ არ მოიმოქმედეო – ეტყვიან, გაამტყუნებენ, სიცოცხლეს კი არა, სიკვდილსაც წაამწარებენ.

საქმე ეხება საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში შეტანილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს”, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული, თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიების გამოკლებით უნდა დაიყოს სახელმწიფოებრივი ნიშნებით, უფლებებითა და ვალდებულებებით აღჭურვილ 9 „ავტონომიურ რეგიონალურ სახელმწიფოდ” – „მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების” სახელწოდებით.

საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას. ამიტომ დეტალებზე საუბრამდე (ვიდრე თქვენ გაეცნობით აღნიშნულ კანონპროექტს და მასთან ერთად პაკეტში სხვა კანონებში შესატან ცვლილებების პროექტს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. მისამართი:http://parliament.ge/index.php?option=com_content&view=article&id=4904%3A-07-2123-07112013&catid=159%3Adrafts&Itemid=435&lang=ge ) ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა ბიძინა ივანიშვილზე.

ბიძინა ივანიშვილი 2011 წლის 4 ოქტომბერს გახდა საჯარო პირი თავისი პოლიტიკური საქმიანობის დაწყების განაცხადით. უკვე 7 ოქტომბრის წერილით კი დაიწყო მისი პოლიტიკური საქმიანობა და მისი, როგორც პოლიტიკოსის შეფასებაც ამ დღიდან იწყება. მანამდე მისი ცხოვრება კერძო პირის ცხოვრებაა და მისი განვლილი გზა იმ კუთხითაა შესაფასებელი, თუ რა კარგი რამ ქნა და  სიკეთის კეთების რა ისტორიით შემოვიდა ის პოლიტიკაში. ამ პერიოდზე საუბარი, ისე როგორც ნებისმიერი სხვა პირის კერძო ცხოვრებაზე, მხოლოდ ფაქტებით, პირადი ურთიერთობის გამოცდილებით, ან არსებული საჯარო ინფორმაციით  შეიძლება.

ამ პერიოდის შეფასების კრიტერიუმი ინდივიდუალურია, ხოლო პოლიტიკაში ყოფნისას კრიტერიუმი საჯაროა. თუ როგორც კერძო პირი, ერთ კაცს მაინც დაეხმარე, ვთქვათ, თვალის კატარაქსის ოპერაციის გაკეთებაში, მადლობა და მადლიერება გეკუთვნის, ხოლო როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა 1000 კაციდან, ვისაც ესაჭიროებოდა კატარაქსის ოპერაცია 999-ს  გაუკეთე, მაგრამ ერთი კაცი დაგრჩა ოპერაციის გარეშე, გერგება საზოგადოებრივი საყვედური, შენ ხალხის ფული და ხალხის მიერ მონიჭებული უფლებები ისე ვერ გამოიყენე, რომ არ დაგერღვია სამართლიანობის პრინციპი და საზოგადოებრივი სიკეთე შენს გამო ერთმა მიიღო, მეორემ კი ვერ მიიღო.

ცნობილია ამ დროისთვის ბ. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისა და პოლიტიკიდან წასვლის თარიღები: 4 ოქტომბერი 2011 წელი და 24 ნოემბერი 2013 წელი. ეს მოღვაწეობა მომავალში ბევრჯერ და ბევრის მიერ დეტალურად იქნება შესწავლილი. არ გამოვრიცხავ, ამ მიმართულებით ჩემს აქტივობასაც, მაგრამ ახლა, როგორც პროცესის თანამედროვე და პროფესიულად დაინტერესებული პირი, ემპირიული ანალიზით მიღებულ დასკვნაზე შევჩერდები.

ბ. ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა, ჩემი აზრით, იყოფა სამ პერიოდად: პირველი პერიოდი: 2011 წლის 4 ოქტომბრიდან 2012 წლის 1-ლ ოქტომბრამდე; მეორე პერიოდი: 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან – 2013 წლის 17 ნოემბრამდე და მესამე პერიოდი: 2013 წლის 17 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე.

ბ. ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის პირველი პერიოდი საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის ეტაპობრივი მნიშნელობის შედეგით დამთავრდა – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პირველად მოხერხდა ხელისუფლების ცვლა საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების” მიერ მმართველი პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებით. ამ გამარჯვებით ივანიშვილმა პირდაპირი მნიშვნელობით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და საქართველო გადაარჩინა წარმოუდგენელ განსაცდელს, თუნდაც მმართველი ელიტის ხალხისა და ქვეყნის ინტერესებისადმი დამოკიდებულების იმ მდგომარეობის გაგრძელებას, რაც საქართველოში ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით 2007-2012 წლებში. ამისათვის, ივანიშვილს საყოველთაო მადლობა. თუ ქვეყნის მომავლიდან შევხედავთ პროცესებს, მისი მადლიერი უნდა იყოს ისიც, ვინც პერსონალურად დამარცხდა არჩევნებში, ან ვისაც სხვა შედეგი აწყობდა.

მეორე პერიოდი – ესაა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მეთაურობა. ბ. ივანიშვილი იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეშვიდე პრემიერ-მინისტრი. ამ პერიოდში ივანიშვილმა თავისი კოჰაბიტაციით „დაგვაქცია” (თავიდან ბრჭყალების გარეშე დავწერე ეს სიტყვა და შემდეგ მაინც შევარბილე, არა იმიტომ, რომ არასწორია, არამედ, პირველ ეტაპზე გაკეთებულისა და მომავალში გაკეთების პოტენციალის გამო). ეს იყო დაუსრულებელი მოლოდინის პერიოდი (თავისი უარყოფითი შედეგებით საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში), რომლისგანაც პერიოდის ბოლოს დანაპირებიდან სრულად მხოლოდ ის შესრულდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. საერთო სიკეთე ამ პერიოდში ის იყო, რომ შურისგების მოქმედება დაწყებულ ნაღმს ივანიშვილმა აფეთქების საშუალება არ მისცა. მისი მთელი ენერგია პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე დაიხარჯა. სახელისუფლებო ინსტიტუტები მუშაობდნენ „არაფრის კეთებით არ დაშავების პრინციპით”. „ქართული ოცნების” ხელისუფლება მთლიანად გადაეშვა „ნაციონალების” მიერ დატოვებული სახელისუფლებო ინფრასტრუქტურის კომფორტში. ივანიშვილს გაუჩნდა ჩუმი მადლიერები, ის, ვინც პოლიტიკურად დამარცხდა და ვინც თავიდან აიშორა მოსალოდნელი სასჯელი, ან შურისძიება. ამასთან მას ასევე მოემატა უკმაყოფილონი, განსაკუთრებით „სამართლიანობის აღდგენის” მომლოდინეთა სახით.

მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ბ. ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, ძალიან დაბალ ეფექტიანი იყო. მისი მუშაობა იყო ზანტი და ნაკლებ ინიციტივიანი. იყო შემთხვევა, როდესაც მინისტრთა კაბინეტის სხდომა ერთი თვის განმავლობაში არ შემდგარა. ბ. ივანიშვილის ავტორიტეტი ბოჭავდა სხვა მინისტრებს ინიციატივაში, ხოლო მას აკლდა ამ თანამდებობაზე მუშაობის მოტივაცია და გამოცდილება. აქედან გამომდინარეობდა მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი გადაწყვეტილებები. ერთი „ცუდი” გადაწყვეტილების მაგალითია ზემოთ დასახელებული კანონპროექტი.

მაშინ, როდესაც 2013 წლის 27 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ივანიშვილის ფავორიტმა გიორგი მარგველაშვილმა და ჩვენი აზრით, ამ არჩევნებში კოჰაბიტაციური მიზანიც (მეორე ადგილზე დავით ბაქრაძის და არავითარ შემთხვევაში ნინო ბურჯანაძის გასვლა) შესრულდა, გარანტირებული გახდა ის, რომ მომავალი პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები გახდებოდნენ ბ. ივანიშვილისადმი აბსოლუტურად ლოიალური პიროვნებები. ასეთ ვითარებაში საკითხების განხილვა მთავრობაში არ ითხოვდა რაიმე ფორსირებას. (მსგავსად იმისა, რაც ახასიათებდა მაგალითად, ვანო მერაბიშვილის მთავრობას უფლებამოსილების გასვლამდე ბოლო კვირეებში).

საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე დღეს – 30 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”. ეს იყო პრემიერ-მინისტრ ბ. ივანიშვილის მთავრობის სიმბოლური – ბოლო სხდომა. ამ სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (მინისტრი დავით ნარმანია) ავტორობით მომზადებული კანონპროექტი გახდა საქართველოს მთავრობის (პრემიერი ბიძინა ივანიშვილი) კანონპროექტი და მას შეიძლება დასავლეთში დამკვიდრებული ტრადიციით შემდგომში მისაგნებად ვუწოდოთ „ნარმანია-ივანიშვილის” კანონპროექტი. ამ კანონპროექტის გაცნობის შემდეგ, ჩემთვის წარმოუდგენელია მასზე ინსტიტუტების – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სამთავრობო დაწესებულებების ინსტიტუციური, ანუ პროფესიულ კომპეტენციაზე დაფუძნებული დადებითი დასკვნის არსებობა. მხოლოდ ბ. ივანიშვილის ძალის ავტორიტეტს და მინისტრების ამ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული პერსონალური მომავლის შიშს შეეძლო ამ კანონპროექტისათვის მწვანე შუქის ანთება და პარლამენტში წარდგენა (ბ. ივანიშვილმა მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა 2013 წლის 2 ნოემბერს დაასახელა). გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართა. ამ დღეს შეუწყდა უფლებამოსილება მ. სააკაშვილსა და ბ. ივანიშვილს. იმავე დღეს ეს უკანასკნელი დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად.

ბ.ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობაის  მესამე პერიოდი (2013 წლის 17 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე) – ეს იყო ახალი მთავრობისათვის დაკომპლექტების მშვიდი გარემოს შექმნა. თუ არ ჩავთვლით 7 ნოემბერს საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადადგომას (რომლის შემცვლელად 8 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა ოთარ ფარცხალაძე) რაიმე სიურპრიზს ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს პარლამენტს გ. მარგველაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარუდგინა 19 ნოემბერს. ახალი პრემიერ-მინისტრი დაინიშნა 20 ნოემბერს. მან ახალ კაბინეტში რეკომენდაცია მისცა ყველა მის კოლეგას წინა კაბინეტიდან შინადან საქმეთა მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჭიკაიძის დამატებით.

მოკლედ, „ნარმანია-ივანიშვილის” კანონპროექტის ბედი ახლა საქართველოს პარლამენტში წყდება.

ამ კანონპროექტმა უკვე გამოიწვია სამეცნიერო, პოლიტიკურ წრეებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში ვნებათაღელვა. კანონპროექტზე, გარდა ავტორებისა, დადებითი გამოხმაურება ჩემთვის უცნობია. კანონპროექტის დეტალური ანალიზი მოცემულია „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის” კოლექტიურ ნაშრომში („შენიშვნები და დასკვნა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” პროექტის თაობაზე” მისამართებზე: http://nala.ge/uploads/daskvna%20tvitmmartvelobis%20kodeqsis%20taobaze.pdf http://www.for.ge/view.php?for_id=28247&cat=2; განთავსება – 13.11.2013), რომელსაც რეკომენდაციას პასუხისმგებლობით ვუწევ იმიტომ, რომ ის სპეციალიზებული, პროფესიული ორგანიზაციის მომზადებული და დამატებით იმიტომაც, რომ  მის შემუშავებაში მეც ვმონაწილეობდი.

„ნარმანია-ივანიშვილის” კანონპროექტის ავ-კარგიანობას დეტალურად სხვა დროს დავუბრუნდებით. ახლა შევჩერდები იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოსათვის სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით საფრთხის შემცველია. ესაა  კანონპროექტის VII კარი „მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება”. ეს კარი წარმოადგენს საქართველოს „მსუბუქ” ფედერალიზაციას მისი პროვინციალიზაციის გზით. დე ფაქტო დამკვიდრებული დაყოფა „კახეთად”, „რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთად” და ა.შ. იქცევა დე-იურედ. ამ გაერთიანებებს კანონპროექტით გააჩნიათ სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი (მართვის ავტონომია. აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები, ბიუჯეტი, საკუთარი ტერიტორია, მოსახლეობა, სამართლებრივი სტატუსი, მაორგანიზებელი კანონმდებლობა და ა.შ.). რა დონის უნდა ყოფილიყო ინტერესი, რომ მთავრობის სხდომაზე გასულიყო სამართლებრივად ანტიკონსტიტუციური ტერიტორიული მოწყობის საკითხი. თანაც არ მიექციათ ყურადღება დათქმისათვის – ტერიტორიული დაყოფა განხილვადია „მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 2). ქვეყნის ასეთი დანაწილება თითქმის იმავე დროს იწვევს საქართველოს შემდგომი დაშლა-დაქუცმაცების საფრთხეებს. დროის საქმეა, რომ „რეგიონის” შექმნა წარმოშობს მოთხოვნას რეგიონულ ენაზე, წაახალისებს ისეთ მოვლენებს, რაც ცოცხალ მაგალითად გვაქვს თვითაღიარებული „აფხაზეთისა” და „სამხრეთ ოსეთის” სახელმწიფოების სახით, თავის დროზე უწყინარ ქართულ-აფხაზეთის, საბედიოს, თავისუფალი სვანეთის, სამურზაყანოს, ქართლისა და დვალეთის მხარეებში მსგავსი რეგიონების შექმნის შედეგად. ავტორებისადმი დიდ უნდობლობას ბადებს ისიც, რომ კანონპროექტში არაფერია ნათქვამი საქმისწარმოების ენის შესახებ ამ წარმონაქმნებში. ეს მაშინ, როდესაც მოქმედ საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა (მუხლი 9). ევროპაში ეს კანონპროექტი გაგზავნილია ალბათ დასკვნებისათვის. იქ კი ძალიან ძლიერია ჯგუფები, რომლებიც თვლიან, რომ რეგიონული და სახელმწიფო ენები არაა სავალდებულო, რომ ერთმანეთს ემთხვეოდეს .ასე ფიქრობენ კანონპროექტის ავტორები? საქართველოს მთავრობა?

ავტორები არ იძლევიან გასაგებად პასუხს უმარტივეს კითხვებზე: რას აძლევს აქ მოცემული ცვლილებები ქვეყანას; რა სიკეთეს იგრძნობს თითოეული მოქალაქე, და ბოლოს, რა დაჯდება ამ რეფორმის გატარება თანხობრივად დასაწყისში – ერთჯერადად და შემდგომში მუდმივად.

ჩვენი პასუხი ასეთია: „ნარმანია-ივანიშვილის” დღეს არსებული კანონპროექტით განხორციელებული რეფორმა ხელს შეუწყობს ქვეყნის დაშლა-დასუსტებას, იგი გაცხადებული თვითმმართველობის მიზნის მიღწევას ეწინააღმდეგება. ამ რეფორმაში საქართველოს მოსახლეობას მოუწევს სხვადასხვა გათვლით 500 მლნ. ლარიდან 2 მლრდ. ლარამდე თანხის გადახდა.

შექმნილ მდგომარეობაში უნდა ვთხოვოთ ბიძინა ივანიშვილს გამოიყენოს მისი გავლენა და კანონპროექტიდან  მინიმუმ ამოღებულ იქნას VII კარი „მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება”, რომელიც თვით ამ კანონპროექტის მიხედვით არ არის ამ კანონის სფერო. ხოლო დანარჩენ ნაწილებზე გაიმართოს  დისკუსია.

ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით რეფორმის განხორციელება აუცილებელია, მაგრამ ისიც ხომ ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ კარგი შედეგი ცუდი კანონით არ მიიღწევა.

საკითხი არ არის ვიწრო ჯგუფური, ან პარტიული. ის ეხება საქართველოს აწმყოსა და მომავალს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ჩაერთეთ ამ საკითხის განხილვაში. ეს კანონპროექტი თუ როგორ მსვლელობას მიიღებს პარლამენტში იქნება კოჰაბიტაციის დასრულება-არდასრულების, ივანიშვილის ხალხში გადმოსვლა-არგადმოსვლის ტესტი.

რედაქციისგან: საიტზე გამოქვეყნებული მასალების ავტორთა შეხედულებები და დასკვნები შესაძლოა არ ემთხვევოდეს „რეპორტიორის” პოზიციას.

მამუკა გიორგაძე: თვითმმართველობის კოდექსის მეშვიდე კარი ქვეყნის დაშლის მცდელობაა
NEWS.GE  20.11.2013

„სახალხო პარტია“ პარლამენტში წარდგენილი თვითმმართველობის კოდექსიდან მეშვიდე კარის ამოღებას მოითხოვს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ მამუკა გიორგაძემ „პრესკლუბში მე-17 სართულზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კოდექსის მეშვიდე კარი, რომელიც მუნიციპალიტების რეგიონულ გაერთიანებას ეხება, საქართველოში ფედერალური სახელმწიფო მოწყობის დასაწყისია.

„კოდექსის ეს ნაწილი, რომლითაც კანონდება ახალი სტრუქტურა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ფუნქციებით, დივერსიის შემცველია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო იწყებს ფედერალურ მოწყობაზე გადასვლას. ამ კოდესის მიღება ამ გზაზე პირველი ნაბიჯი იქნება. ხვალ გამოჩნდება ვინმე ტვინგახურებული ადამიანი, რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად, შეეცდება კუთხური პატრიოტიზმის გაღვივებას და ერთიანი ქართული ცნობიერება საფრთხის ქვეშ დადგება”, – განაცხადა გიორგაძემ.

იგი 22 ნოემბერს, მთავრობის კანცელარიასთან, კანონპროექტიდან კოდექსის მეშვიდე კარის ამოღების მოთხოვნით, აქციის გამართვას აპირებს.

„22 ნოემბერს, მთავრობის სახლის წინ, მოვუწოდებთ ქართულ საზოგადოებას, შევიკრიბოთ და ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, კანონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საშიშროებაზე, რომელიც ემუქრება საქართველოს ინტერესებს. ამიტომ მოვითხოვთ, ამოღებული იქნას მეშვიდე კარი შემოტანილი კანონპროექტიდან”, – აცხადებს გიორგაძე.

იგი მიიჩნევს, რომ კოდექსის მეშვიდე კარი არის არა მართვის, არამედ ქვეყნის დეცენტრალიზაციის მცდელობა.

“ეს კარი არის ანტიკონსტიტუციური. ავტორებმა იციან, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური, მაგრამ ცდილობენ, რომ თვითმმართველობის კანონში შემოაპარონ. ანტიკონსტიტუციურია იმიტომ, რომ ადმინისტრაციული ტერიტორიული დაყოფა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კონსტიტუციის მეორე მუხლის მიხედვით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, არ შეიძლება განხორციელდეს.

ამავე დროს, შეიცავს უდიდეს საფრთხეებს. რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გვიწევს ცხოვრება. დაკარგული ტერიტორიები, ეთნიკური სიჭრელე, სხვდასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესი. აქედან გამომდინარე, ქვეყნის დეცენტრალიზაციის ჩვენი მხრიდან დაწყება, ავტომატურად გაააქტიურებს სეპარატისტულ ტენდენციებს და ხელი შეეწყობა, ჩვენგანვე ნებადართულ ქვეყნის დაშლას”, – აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.

როგორც გიორგაძე აცხადებს, კანონპროექტის ავტორები მიზანმიმართულად ცდილობენ ეს კარი კანონპროექტში „შეაპარონ“, რითიც იკვეთება მათი კონკრეტული ინტერესი,

„ან ზედმეტად არიან გატაცებული ნეოლიბერალური ფსევდოიდეოლოგიით და მიაჩნიათ, რომ საკუთარი ხელით საკუთარი ქვეყნის დაშლა დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ კონკრეტული დაინტერესება კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურებიდან, – აღნიშნავს გიორგაძე.

იგი ვარაუდობს, რომ თუ კოდექსის მეშვიდე კარი არ იქნება ამოღებული, რეგიონული ენების საკითხი გააქტიურდება და ასეთ შემთხვევაში, დასავლეთი მხარს დაუჭერს მათ მოთხოვნას.

„რეგიონების შექმნას არ ითხოვს ევროპა ჩვენგან. პირიქით, ჩვენგან ითხოვნ მუნიციპალიტეტების, თვითმმარველობების უფლებების გაფართოებას, ხელშეწყობას და არა იმას, რომ თვითმმართველობაზე დანიშნული გუბერნატორი დააჯდეს.

ყველას! ყველას! ყველას!
ვისაც ჩვენი გაყოფა და გათიშვა სწყურია, ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე… მურმან ლებანიძე

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანა ორგანული კანონის _ “ადგილობრივითვითმმართველობის კოდექსი” _ პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ არის მომზადებული. კანონპროექტი, ჩვენი აზრით, არა მარტო ვერ ასახავს თვითმმართველობის განვითარების სახელმწიფოებრივ და ადამიანთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის საჭიროებებს, არამედ, პრაქტიკულად, გაუგებარსა და შეუძლებელს ხდის საქართველოში რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებას.

ამ წერილის მიზანი არ არის სრულად შევაფასოდ კანონის ავკარგიანობა (ეს ცალკე წერილის თემაა), ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ საკითხზე, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის დამღუპველია.Aაქ დუმილი ან დათმობა დანაშაულია!

ყველაზე მნიშვნელოვანი და საგანგაშო კანონპროექტში არის ის, რომ მასში აშკარად იკვეთება მიზანმიმართული ანტისახელმწიფო დივერსიის ნიშნები _ კოდექსის VII კარი -ს მიხედვით შემოდის “მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანების” ცნება, რომელსაც, ავტორთა განმარტებითაც, არაფერი აქვს საერთო თვითმმართველობასთან. მაშ, რისთვის ჩაიწერა პროექტში?!

ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის VII კარით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება წარმოადგენს საქართველოს ფედერალური სახელმწიფო მოწყობის შემოღების პირდაპირ მცდელობას.

თუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველოს ფედერაციულ სახელმწიფოდ გადაქცევა დადებითი მოვლენაა, მაშინ ეს უნდა განაცხადოს ღიად, პირდაპირ და პატიოსნად, გახსნას საჯარო სივრცე და დაიწყოს დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით სრული ეროვნული თანხმობის მისაღწევად. თუ იცის, რომ მოსახლეობა ამის წინააღმდეგია და ეს ქვეყნისთვის დამღუპველია, ხელი უნდა აიღო ამ გეგმაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითონვე იმხელს საკუთარ თავს!.

საქართველოში ფედერალური სახელმწიფო მოწყობის შემოღებას რუსეთი ბოლო 25 წლის განმავლობაში თავის ამოცანად მიიჩნევს. ჩვენი მხრიდან, ამ საკითხზე დისკუსიის სურვილის მიუხედავად, იდეის ძველ თუ ახალ ავტორთა და ლობისტთა მხრიდან, ამ ორი ათეული წლის განმავლობაში პასუხის მცდელობაც არ ყოფილა; არ ყოფილა იმ მარტივი მიზეზით, რომ ავტორებსა და ლობისტებს საპასუხო სერიოზული არგუმენტები არ გააჩნიათ. მათ იციან, რომ მხოლოდ მალვით და ქურდულად, საკუთარ პრობლემებში ჩაძირული მოსახლეობის უყურადღებობის, ინფორმაციის დეფიციტის ან ტერმინებში გაურკვევლობის პირობებში ძალადობითა და საღი აზრის იგნორირებით თუ შეძლებენ საქართველოს დაშლის გეგმის რეალიზაციას.

ჩვენ მივისწრაფით მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციისკენ, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ისეთი გამიჯვნისკენ, რომელიც უკეთ დაიცავს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და განავითარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, კოდექსის ავტორები კი გვთავაზობენ ამ ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის ქვეშ ქვეყნის დეცენტრალიზაციის განხორციელებას _ რეგიონული დემოკრატიის საფარქვეშ ქვეყნის დანაწევრებისა და პროვინციებად დაშლის პირველი ნაბიჯების დაკანონებას.

ერთიანი ქართული სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და კულტურული სივრცის დანაწევრების საფრთხეს ოდითგანვე ებრძოდა ყველა ღირსეული მამულიშვილი. ქვეყნის ერთიანობისთვის იღვრებოდა ქართული სისხლი. თავის დროზე წმიდა ილია მართალი გვაფრთხილებდა: “ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში _ ყველა, საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის, საცა “მე” ხშირია, და “ჩვენ” – იშვიათი!” (ილია ჭავჭავაძე, “ზოგიერთი რამ”). მწარე ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით ფედერალური მოწყობის ელემენტების შემოტანა დღეს მეცნიერულ ანალიზსა და პოლიტიკურ გათვლას ექვემდებარება და, ამიტომ, ძნელი გამოსაცნობი არ არის მისი დამღუპველი შედეგები უახლოეს მომავალში _კოდექსის VII კარი გამოიწვევს საქართველოს პროვინციებად დაშლის პროვოცირებასა და ერთი-ორი თაობის განმავლობაში ერთიანი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ცნობიერების მოშლასაც.

ავტორთა თვალთმაქცობა სათაურშივე იკვეთება _ სათაური არ შეესაბამება მის შინაარსს. თვითონაც იციან, რომ გაიშიფრებოდა “თვითმმართველობის” კანონში არათვითმმართველი სტრუქტურების შექმნის “შემოპარება” და, დაარქვეს “კოდექსი” (რომელიც კანონთა კრებულია), თუმცა, “მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანების” გარდა, არც ერთი სხვა საკითხი პროექტში სრულად შეტანილი არ არის. რეგიონული სტრუქტურების შექმნის სათაურში ხაზგასმა კი ყველასთვის გასაგებს გახდიდა მათ მიზნებს და ამიტომაც შექმნეს მუტანტი კანონი-კოდექსი.

თვითმმართველობის კოდექსში ადმინისტრაციულ–ტერიტორიული საკითხების „შემოპარების“ მცდელობა არა მარტო ამხელს ავტორთა არასახელმწიფოებრივ ზრახვებს, არამედ, ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, რომელიც ჯერ არავის გაუუქმებია და, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 2). კონსტიტუციის იგნორირებით, ფაქტობრივად, ყალიბდება ავტონომიური (სახელმწიფოებრივი) ნიშნების მქონე რეგიონული ხელისუფლება, თავისი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებით (პროექტის სამუშაო ვარიანტში ეს უფრო მკაფიოდ გამოიხატებოდა, მაგრამ საზოგადოების პროტესტის გამო, როგორც ჩანს, თვითონვე მიხვდნენ, რომ ამ ეტაპზე “შემოპარება” ჯობია).

დროთა განმავლობაში, “დემოკრატიასა და ხალხზე ზრუნვის” საბაბით, ეს ორგანოები გახდება არჩევითი, გამოჩნდება “კუთხური პატრიოტი” ლიდერები, რომლებიც მოითხოვენ რეგიონებისთვის უფრო მეტი რეალური სახელმწიფოებრივი უფლებების გადაცემას და განვითარდება შეუქცევადი პროცესი, რომლის შეჩერება სულ უფრო რთული გახდება. საბოლოო შედეგი დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენი ქვეყნის ურთულესი მდგომარეობა: ოკუპირებული ტერიტორიები, მრავალი ქვეყნის ინტერესთა კვეთა, გეოპოლიტიკური დაპირისპირებები და საქართველოს ეთნიკური სიჭრელე, გვაიძულებს სერიოზულად დავფიქრდეთ, როგორ გამოიყენებენ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები შენიღბულ ფედერალიზაციას სეპარატიზმისთვის ხელის შესაწყობად და სეპარატისტების წასახალიზებლად.

აშკარაა, რომ რეგიონული სტრუქტურების შემოღება გამოიწვევს რეგიონული ენების მოთხოვნის აქტუალიზაციას, რომლის მძიმე შედეგები, თემის ემოციური ფონის გათვალისწინებით, წინასწარ შეიძლება ვივარაუდოთ. სასურველია, რომ ყველამ დღეს იპოვოს თავისთვის პასუხი შეკითხვაზე: ხელოვნურად რატომ უნდა შეიქმნას საქართველოში ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები რეგიონული გაერთიანებების სახით? ხვალ, ალბათ, გვიან იქნება.

იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ ჩვენით დავიწყებთ საკუთარი ქვეყნის დაშლას რეგიონებად, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ რეგიონული ენების მოთხოვნის რეალიზებაში ევროპა თავის დიდ წვლილს შეიტანს, რაც ანტიდასავლური ემოციების ფრქვევას გამოიწვევს საქართველოში (ამითაც შეიძლება, განვსაზღვროთ, საიდან ქრის ქარი).

პროექტით განსაზღვრული რეგიონული გაერთიანებისა (მუხლი 168) და ადგილობრივი თვითმმართველობის (მუხლი 16) უფლებამოსილებები და საქმიანობის სფეროები თანხვედრილია, რაც, საკუთრების გაუმიჯნაობისა და პოლიტიკური ინფრასტრუქტურის არარსებობის დღევანდელ პირობებში, პრაქტიკულად, გამოიწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის შეზღუდვას და მოახდენს პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზებას. კოდექსის VII კარი დააკანონებს გუბერნატორებისა და გუბერნიების არაკონსტიტუციურ ინსტიტუტებს და ადგილებზე მისი შეუზღუდავი ძალაუფლების გამყარებას.

საქმეში ჩახედული ხალხისთვის თვალნათელია პროექტის ავტორთა ტყუილი, რომელიც გათვლილია მარტივ ანგარიშზე _ მოსახლეობის უმეტესობას წაკითხული არ აქვს “ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია” (სტრასბურგი, 15.10.1985), ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის და ევროპის საბჭოს კონგრესის სხვადასხვა რეკომენდაცია და რეზოლუციები. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ Eეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. VII კარი არ არის ჩვენი “კარი” ევროპაში და, რომ ევროპა არ გვთხოვს ამას! პირიქით, ევროპა ჩვენგან ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას ითხოვს და წინააღმდეგია იმისა, რომ რეგიონულმა თუ ცენტრალურმა ადმინისტრაციამ აკონტროლოს და მართოს თვითმმართველობა.

დროა, გამოვფხიზლდეთ, ვისაც გული შესტკივა საქართველოს სახელმწიფოს ბედ–იღბალზე, წინ აღვუდგეთ ანტისახემწიფოებრივ ზრახვებს და უარი ვუთხრათ საქართველოს დაშლის მორიგ მცდელობას!

მოვთხოვოთ ხელისუფალებას რეალური თვითმმართველობა და წარმოდგენილი კოდექსის პროექტის VII კარის გაუქმება!

სხვა შემთხვევაში, “ვინ იცის, როდისღა შევხვდებით ერთმანეთს, რომ კიდევ ძმური, ერთიანი, განუყოფელი ქართული “გამარჯვება” მითხრა შენ _ მე, და მე _ შენ, ჩემო დაკარგულო ძმაო, თუ დაო!..” ( ილია ჭავჭავაძე “ზოგიერთი რამ” ).

სახალხო პარტია მამუკა გიორგაძე

20.11.2013

დავიცვათ საქართველოს სახელმწიფოს მთლიანობა !!! 22 ნოემბერი
დავიცვათ საქართველოს სახელმწიფოს მთლიანობა !!!

შევიკრიბოთ 22 ნოემბერს 16.00 საათზე პარლამენტის შენობასთან

და უარი ვუთხრათ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის VII კარს

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის VII კარით გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების იდეა წარმოადგენს, საქართველოს ფედერალური სახელმწიფო მოწყობის შემოღების პირდაპირ მცდელობას.

VII კარი ნიშნავს საქართველოს პროვინციებად დაშლის პროვოცირებასა და რეგიონული ენების მოთხოვნის აქტუალიზაციას, ასევე, ერთი-ორი თაობის განმავლობაში ერთიანი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ცნობიერების მოშლასაც.

VII კარში ადმინისტრაციულ–ტერიტორიული საკითხების „შემოპარების“ მცდელობა ამხელს ავტორთა არასახელმწიფოებრივ ზრახვებს, ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, და ახალისებს სეპარატისტულ განწყობებს.

VII კარს არაფერი საერთო არა აქვს თვითმმართველობასთან

VII კარი აკანონებს გუბერნატორების და გუბერნიების არაკონსტიტუციურ ინსტიტუტებს და ახდენს პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზებას.

VII კარი არ არის ჩვენი “კარი” ევროპაში და ევროპა არ გვთხოვს ამას.

მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გული შესტკივა საქართველოს სახელმწიფოს ბედ–იღბალზე, წინ აღვუდგეთ მავანთა ანტისახემწიფოებრივ ზრახვებს, დავდგეთ ერთად, უარი ვუთხრათ საქართველოს დაშლის მორიგ მცდელობას.

მოვთხოვოთ ხელისუფალებას რეალური თვითმმართველობა დაVII კარის გაუქმება!

სახალხო პარტიის სახელით, მამუკა გიორგაძე