» ანალიზი

სახელმწიფო, ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება – პრობლემები და პერსპექტივები
თავისუფლება და დამოუკიდებლობა ქართველი ერის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა მისი მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე. დასახული მიზნის პირველი ეტაპი განხორციელდა – საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი გაეროს წევრი ქვეყანა. ამჟამად ქართული საზოგადოების წინაშე მორიგი საპასუხისმგებლო ამოცანა დგას – გამოიჩინოს მტკიცე  ნება პოლიტიკურ პროცესებში – საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე შეიმუშაოს და დანერგოს უსაფრთხოების ქმედითი და ეფექტური  მექანიზმები, დაიცვას და განავითაროს ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო.

საქართველოს სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისა და ჯანსაღი საზოგადოებრვ – პოლიტიკური ცხოვრების სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს  სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჰარმონიულ თანაარსებობასა და თანამშრომლობას.  ამ ინსტიტუტებს შორის ურთიერთმიმართების მიმდინარე  პროცესების ანალიზისა და, მასზე დამყარებით, სახელმწიფო და სამოქალაქო  ცხოვრების განვითარების ვექტორის მკაფიო განსაზღვრის  გარეშე საქართველოს სახელმწიფოებრივი  აღორძინების ოპტიმალური გზის  მოძიება შეუძლებელია.   მით უმეტეს,  შეუძლებელი იქნება  ქვეყნის შიგნით საჯარო სივრცის უკიდურესობებისგან დაცვა და  სამოქალაქო პოლარიზაციის საფრთხის განეიტრალება, რაც  ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, სასიცოცხლო აუცილებელობასაც კი წარმოადგენს.

პასუხი უნდა გაეცეს აგრეთვე ძირითად კითხვებს (სხვა კითხვებთან ერთად): არის კი მზად ქართველი  ერი ზნეობრივად  და საქართველო, როგორც სახელმწიფო, და მისი  სამოქალაქო  ინსტიტუტები მსოფლიოსა თუ რეგიონში განხორციელებული ცვლილებების გამო წარმოშობილი ახალი საფრთხეებისა და ახალი გამოწვევების საპასუხოდ და სად გადის დღეს ბრძოლის მთავარი  ხაზი?

ამავდროულად, ქართველ ერს ჩამოსაყალიბებელი და შესათანხმებელი აქვს თუ როგორს  ხედავს  საკუთარ თავს, ან  როგორი უნდა,  რომ  იყოს: იქნება   კაცობრიობის   პარტნერი  ერი  თუ გლობალიზაციის ეპოქაში  საბოლოოდ დაკარგავს საკუთარ ეროვნულ თვითმყოფადობას;  გახდება   მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტი, თუ კვლავ  დარჩება  სხვისი  ზრუნვის,  და   შესაბამისად, მისი  მომსახურე  ობიექტი;  რას უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების  ორიენტირები და რა ღირებულებები  უნდა   განსაზღვრავდეს   ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების   წესს.

ჩვენი კვლევის მიზანია, გავარკვიოთ დამოუკიდებლობის აღდგენის პირობებში რამდენად არის გაზიარებული ქართული სახელმწიფოს ამ ინსტიტუტებს შორის ტრადიციული ურთიერთობები და რამდენად გამოყენებადია ის თანამედროვე პირობებში.

I

ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრაქტიკა ამ ინსტიტუტებს შორის დამოკიდებულების, ძირითადად, ორ ფორმატს იცნობს – თავისუფალი ნებით არჩეულს, დაფუძნებულს სახარებისეულ სიბრძნეზე -  „მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა“ და ოკუპანტის მიერ თავმოხვეულს  – ეკლესიის იზოლაციისა  და იგნორირებისას.

პირველი - გიორგი მთაწმინდელის მიერ დამკვიდრებული ქართული ფორმულა -„ერთნებაობითა და თანადგომით ქვეყნის მართვის“ განხორციელება, სადაც ეკლესიის წმინდა მამებს საზოგადოების სულიერი ლიდერებისა და მორალურ- ზნეობრივი თვალსაზრისით მაკონტროლებლების ფუნქცია აქვთ, „პირველად ყოვლისა აღლესა მახჳლი მხილებისაჲ მეფეთა მიმართ მრავალთა უწესოებისათჳს უშიშად და თუალუხუად“.  ფეოდალურ საქართველოში ქრისტიანული რწმენა და ეთიკა იყო ქართველთა  კულტურული ერთობის მთავარი საფუძველი და ერთიანი ქართული ეროვნული („მესიანისტური“) იდეის  მამოძრავებელი  ბაზისური მახასიათებელი ფაქტორი.

ქართულ სახელმწიფოს მისსავე ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობის  ისტორიული ტრადიციის საილუსტრაციოდ ნათელ წარმოდგენას ქმნის თამარ მეფის დროს მოწვეული ადგილობრივი კრების მასალები, სადაც წმინდა თამარი მიმართავს სასულიერო პირებს _ ამ ქვეყნის, ჩვენდამი რწმუნებულის, პატრონნი უნდა ვიყოთ, „თქუენ სიტყვითა, ხოლო მე საქმით, თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით, თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ხელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღვივნეთ: თქუენ, ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე, თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე, ვითარცა ებგური (გუშაგი)“,  თქვენ სიტყვით, ჩვენ საქმით დავიცვათ შეურყვნელი სჯული იგი ქრისტესიო. ქართული სახელმწიფოებრიობის ზეობა -`ოქროს ხანა~- იყო შედეგი ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული ეროვნული ცნობიერებისა.

ცხადია, საქართველოს ისტორია იშვიათ გამონაკლისებსაც  იცნობს. მაგ. წმინდა გრიგოლ ხანძთელსა და წმინდა აშოტ კურაპალატს,  წმინდა ევდემოზ კათალიკოსსა და როსტომ მეფეს, წმინდა დიმიტრი თავდადებულსა და პატრიარქ ნიკოლოზ III -ს  შორის სხვადასხვა დროს განსხვავებული ზნეობრივი და ეთიკური ხედვების  გამო სხვადასხვა სიმწვავის დაპირისპირებებს.

ქართული სახელმწიფოებრივი გამოცდილების უნიკალობა იძლევა საშუალებას თამამად ითქვას, რომ საერო და სასულიერო დაწესებულებების  იდეალური თანაცხოვრების ქართული ისტორიული მოდელი  ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტების ჰარმონიულ თანამშრომლობას ეფუძნება.

მეორე – პირველის საპირისპირო. 1921-1991 წლები სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მიმდინარე სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ხანა იყო. სახელმწიფომ და მისგან დამორჩილებულმა საზოგადოებამ გასაბჭოებიდან ორი თვის შემდეგ 1921 წლის 15 აპრილს საქართველოს რევკომის მიერ გამოცემული სპეციალური დეკრეტით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ფაქტობრივად კანონგარეშედ გამოაცხადა. სახელმწიფო პროგრამა შეიმუშავა და ეკლესიის აქტიური დევნა განახორციელა. „ოკუპაციისთანავე დაფუძნდა „მებრძოლ ათეისტთა საბჭო“, რომლისთვისაც დიდი ოდენობის თანხები, შენობები, ბეჭდვითი პრესა და ა.შ. გამოიყო. მას დაევალა ანტირელიგიური პროპაგანდა ლენინის მიერ ჯერ კიდევ 1905 წელს წარმოთქმულ სიტყვებზე დაყრდნობით: რელიგია ხალხის ოპიუმია. რელიგია სულის არაყივითაა, რომელშიც კაპიტალის მონები თავიანთ ადამიანურ სახეს და ღირსების გრძნობას კარგავენ”.

70 წლის განმავლობაში მმართველობის საბჭოთა ტოტალიტარული   სისტემის,  მარქსიზმ-ლენინიზმის,  როგორც  „საზოგადოებრივი  ფორმაციისა“ და ათეიზმის,  როგორც   იდეოლოგიის, ზემოქმედების შედეგად არასწორი   ცხოვრების  წესისა   და  დამახინჯებული ეროვნული  ცნობიერების ჩამოყალიბება განაპირობა, რამაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ  ახლადწარმოქმნილი   საქართველოს სახელმწიფოს  მოსახლეობის  წინაშე  მრავალი  ბუნებრივი  პოლიტიკური,  ეკონომიკური, სოციალური  და,  რაც  ყველაზე  მნიშვნელოვანია, სულიერ-ზნეობრივი და კულტუროლოგიური  პრობლემა წამოიჭრა.  ზემოაღნიშნულს  დაემატა   ხელოვნურად   თავსმოხვეული   მიმდინარე ეტაპის მრავალი სხვა  პრობლემა. გლობალიზაციის  პროცესისა  და კომუნიკაციისა და ტექნოლოგიის განვითარებამ  საფრთხეები გაზარდა  და  უფრო  და  მით უფრო   დახვეწილი  და  მაცდუნებელი   ფორმები  მისცა.

ამ პროცესში მხოლოდ ის ერი და სახელმწიფო ახერხებს თვითმყოფადობის შენარჩუნებას და სახელმწიფოებრიობის განვითარებას, რომლებიც მოძებნიან  მისთვის ყველაზე ოპტიმალური საზოგადოებრივი ერთიანობის, სოციალური წონასწორობისა და სახელმწიფო მართვის მოდელს. მაქსიმალურად შეკრავს ერს ერთიანი ეროვნული ამოცანების გადასაჭრელად, ჩართავს თითოეულ ადამიანს მის რეალიზაციაში და ახალ რეალიებში საკუთარი ფუნქციის მოძიებასა და  აღსრულებას შეძლებს.

ქვემორე მსჯელობა შექმნილი მოცემულობის ანალიზს წარმოადგენს.

I I

საქართველო უძველესი ქრისტიანული  კულტურის ქვეყანაა. ცხადია, ზნეობრივ  და კულტურულ ფასეულობათა  შექმნას  შესაბამისი  მსოფლმხედველობითი   საფუძველი  სჭირდება.  ქართული  კულტურა, ამ სიტყვის უფართოესი გაგებით,   წარმოუდგენელია ქრისტიანობის   გარეშე.  ქრისტიანულ ორბიტაში მოქცევამ, ანუ უმაღლესი ცივილიზებული სამყაროს წევრობამ, ერთი მხრივ,  განსაზღვრა საქართველოს   კულტურული და პოლიტიკური ორიენტაცია, მეორე მხრივ, ქართულმა სულმა თავისი სრულყოფილი გამოხატვა ქრისტიანობაში შეძლო. ქრისტიანობა ქართველი ერის შინაგანმა სულიერმა ბუნებამ ორგანულად შეითვისა და შეისისლხორცა. ეს არ იყო შემთხვევითი და გაუცნობიერებელი გადაწყვეტილება. ქრისტიანობაზე მოქცევით განსრულდა ის რამდენიმესაუკუნოვანი სულიერი დუღილი, რომელიც ქართველმა ერმა განვლო ჩვენი წელთაღრივხვის დასაწყისის შემდგომ. ქრისტიანობას სასიკეთოდ შეერწყა უძველესი ქართული ტრადიციები და წარმართულ ჩვეულებათა ის ნაწილი, რომლებიც ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს გამოხატავდა. ქრისტიანობა იქცა ქართული ზნე-ხასიათის და ჩვენი ეროვნული ცნობიერების საყრდენ ღერძად. ამ გადაწყვეტილების მიღება მეტად ძვირი დაუჯდა და უჯდება საქართველოს, ქართველმა ერმა შეგნებულად გაიღო უდიდესი მსხვერპლი,  მაგრამ რომ არსებობს, საკუთარი სახე გააჩნია და კაცობრიობისათვის საინტერესოა, სწორედ ამ გადაწყვეტილების დამსახურებაა.

საქართველოს ისტორიის მრავალმა საუკუნემ (IV-XVIII) ჩაიარა თითქმის უწყვეტ ბრძოლაში სხვა რელიგიათა მატარებელი, საქართველოზე მრავალჯერადად დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომელნიც, ყველანი უკლებლივ, თავის შემოტევებში საქართველოზე ისეთივე ძალისხმევით ცდილობდნენ ქართველი ერის მიქცევას სხვა რელიგიისაკენ, როგორითაც საქართველოს მიწის დაპყრობას. საქართველო ზემოხსენებული საუკუნეების მანძილზე იყო ქრისტიანობის მოწინავე საგუშაგო, ფორფოსტი აღმოსავლეთში.

საქართველოს აყვავების ეპოქაში სახელმწიფოს იდეოლოგიის არსებითი პუნქტი იყო საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციად აღიარება ქრისტიანობის (ჭეშმარიტების) დამცველისა სამხრეთ კავკასიაში და მის მიმდებრე რეგიონებში.

XIX საუკუნეში კი “ერთმორწმუნე” რუსი დამპყრობელი, სხვათა მსგავსად, საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გზით, შეეცადა ქართველი კაცის ფესვებიდან მოწყვეტას და მისთვის მიუღებელი ზნე-ჩვეულებების დანერგვას, მათ შორის, ბატონყმობის ფორმების გამწვავებას.

ქართველმა ერმა 1921-1990 წლებში განიცადა უმძიმესი რეპრესია რუსული ბოლშევიკური იმპერიის მხრიდან, რომელიც, თუ გამოვიყენებთ თანამედროვე ტერმინოლოგიას, დახასიათდება, როგორც ქართველი ერის გენოციდი. შესაბამისად, იდევნებოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესია, მღვდელმსახურთა ფიზიკური განადგურებისა და ტაძრების დანგრევა-დახურვის  ჩათვლით. ქართველი კაცი იქამდე მიიყვანეს, რომ თავისი ხელით ანადგურებდა თავისი წინაპრების მიერ შექმნილ სიწმინდეებს.

ისტორიის თუნდაც ძალიან მძიმე ეტაპზე ქართველები ეროვნული ენერგიის და კულტურის ძირითად პარამეტრებში მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს არ ჩამოვრჩენილვართ, არც ერთი მიმართულებით — სულიერებაში, ზნეობრიობაში, განათლებაში, სამხედრო ქველობაში, არქიტექტურაში, წარმოებაში თუ საზოგადოებრივი ურთიერთობების დემოკრატიულ მოწყობაში. ვმონაწილეობდით ისტორიულ პროცესებში, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, და არ  ავითქვიფეთ  სხვებში,  მათ შორის – ჩვენზე გაცილებით  ძლიერებში. შევინარჩუნეთ და განვავითარეთ საკუთარი პოლიტიკური ეროვნული მეობა. ჩვენი შინაგანი ძალა და გადარჩენისათვის გაუნელებელი ბრძოლის ჟინი მხოლოდ “ხმალში და თოფში” კი არ იყო, არამედ რწმენაში. კონკრეტულად_ქრისტიანულ რწმენაში (გავიხსენეოთ დავით გურამიშვილის სტრიქონები: “მტანჯვენ, “მსთმეო”, აწ ვითა გთმო, უსახოო მარგალიტო, ღვინო ტკბილი ვით დაგღვარო და ძირმწარის წვენი ვხვრიტო?!”).

ქრისტიანობა საქართველოში არასოდეს ყოფილა საკუთარ თავში ჩაკეტილი, განყენებული მოძღვრება. საქართველოში პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში და მის პრაქტიკულ განხორციელებაში ქრისტიანული რელიგია მუდამ წარმმართველ ძალას წარმოადგენდა. საქართველოს სახელმწიფოს აღმავლობის ყველა ეტაპს წინ უსწრებდა  საქართველოს ეკლესიის გაძლიერება. როცა ეკლესია ამ მისიას კარგავდა, მაშინ იწყებოდა სახელმწიფოს საძირკველის მოშლის პროცესი.

ღრმა ქრისტიანულმა კულტურამ განუზომელი წვლილი შეიტანა ქართველი ერის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში. ეს სისტემა დამყარებულია იმავე აბსოლუტურ, ანუ შეუვალსა და არც ერთ ვითარებაში არ დასათმობ ღირებულებებზე, რაც თანამედროვე კაცობრიობის მოწინავე ნაწილის   იდეოლოგია და მორალია საერთოდ: თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობაზე, ადამიანთა პრინციპულ თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, შემბრალებლობაზე, შემწყნარებლობაზე და სხვაზე. Eეს ღირებულებები საქართველოში იმპორტირებული არ არის: ეს ქართველი ერის მიერ საკუთარი ინტელექტუალური და ზნეობრივი ძალით საკუთარ ქვეყანაში შემუშავებულ ღირებულებათა სისტემის ელემენტებია.

ამავე დროს, საქართველო არის ტრადიციულად დემოკრატიული ქვეყანა. საქართველოს დიდ ნაწილს, სახელდობრ, ბარს, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის დიდი ნაწილი გატარებული აქვს ფეოდალური წყობის პირობებში, რაც პრინციპულად განსხვავდება საქართველოს მეზობელი დიდი ქვეყნების დესპოტიებისაგან, ხოლო საქართველოს მცირე ნაეწილს – მთას – სამხედრო დემოკრატიის, სახელდობრ, თემობის პირობებში. საქართველოსა და ქართველ ერში არსებობს, მიუხედავად რუსეთის ორსაუკუნოვანი იმპერიული ბატონობისა, ღირსეულ რიგით ადამიანად ყოფნის და ამით ამაყობის კულტურა (პრინციპით `კაცი ვარ და ქუდი მხურავს~)  და საზოგადოების ყველა წევრისათვის პირადი თავისუფლების მიუცილებლობის ცნობიერება (პრინციპით `არც არავის ყმად ვყოფილვარ, არც არავინ ყმად მყოლია, ძველი პური, ძველი ღვინო წლიდან წლამდე გამყოლია~), რაც სამოქალაქო საზოგადოებისათვის მკვიდრი მორალური საფუძველია.

ხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ქართველ ერში ტრადიციულად და დღესაც ეროვნული სულისკვეთება და დემოკრატიული სულისკვეთება ერთია და მას, სხვა მრავალ ცოცხალ წყაროსთან ერთად, პირველ ყოვლისა, მისი მშობლიური სარწმუნოება ასაზრდოებს.  საქართველოსა და მის ერს დღევანდელ პირობებში (და, სავარაუდოა, მომავალშიც) ესაჭიროება დასავლეთთან კონსულტაციები და გამოცდილების თავისუფალი ურთიერთგაცვლაც დემოკრატიის კონკრეტულ  იურიდიულ ინსტიტუტთა სრულყოფის მექანიზმებზე, მაგრამ არა ინსტრუქტირება მისი  პრინციპების შესახებ.

II

ქართველ ერს, თავისი მრავალი თაობის თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოსაპოვებელი დამოუკიდებლობა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკრატიასთან, ადამიანის ბუნებრივი უფლებების და კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა.შ. დამოუკიდებლობის პირობებში საჭირო იყო ჩამოყალიბებულიყო თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, განვითარებული ეკონომიკა, კონსტიტუციური სამართალი, რომელიც, ბუნებრივია, ტრადიციულ ქრისტიანულ მორალზე იქნებოდა აგებული, ანუ ყველაფერი ის, რითაც ჩვენ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დასაწყისში ღმერთის და ცივილიზებული სამყაროს წინაშე წარვსდექით.

სამწუხაროდ, საბჭოთა ათეისტური პერიოდის ანტისახელმწიფოებრივი პრაქტიკა დამოუკიდებლობის დროსაც მთლიანად ვერ იქნა უკუგდებული და დავიწყებული. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობის არცერთ ეტაპზე არ შედგა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა.   ხელისუფლება სრულფასოვანი პარტნიორის ნაცვლად ეკლესიაში კონკურენტს უფრო ხედავს. ნათლად იკვეთება ხელისუფლების  სურვილი – გავლენა ჰქონდეს  რელიგიურ დაწესებულებაზე.  თავს „კომფორტულად“ და „მშვიდად“, მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა საზოგადოების ერთი ნაწილი ღია კონფრონტაციაშია ეკლესიასთან და ეს უკანასკნელი,   ხელისუფლებაზე დამოკიდებულ მდგომარეობაში იმყოფება. რატომღაც, მას, მხოლოდ,  ასეთი ფორმა მიაჩნია „ინსტიტუციონალურ სეკულარიზმად“.  მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სახელმწიფოსა  და ეკლესიას შორის  კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი), სადაც გაწერილია ორივე მხარის უფლება-მოვალეობები და თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები. სახელმწიფომ  ეკლესიასთან თანამშრომლობა სწორედ კონკორდატზე უნდა ააწყოს და არა მასთან კულუარულ ან მის წევრებთან ინდივიდუალურ ურთიერთობაზე.

ხელისუფლების წარმომადგენელთა პირადი კონტაქტები სასულიერო პირებთან ან, თუნდაც, მათი მხრიდან საეკლესიო ინფრასტრუქტურის განვითარების თუ სხვა სახის ფინანსური ხელშეწყობა ჯერ კიდევ არ გამოხატავს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ქვეყნისთვის ინსტიტუციონალურ პარტნიორობის სასურველ ხარისხს. მართალია, სახელმწიფო ეკლესიის საჭიროებისთვის გამოყოფს გარკვეულ  თანხას (ისიც საბჭოეთის მიერ მიყენებული  ზარალის კომპესაციის სახით),  მაგრამ თანამედროვე მსოფლიო თუ რეგიონალური საფრთხეები და გამოწვევები აუცილებელს ხდის სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგას განსაკუთრებული ნაბიჯები, რათა  მოსახლეობის უმრავლესობის მიერ ყველაზე მაღალი ნდობის მქონე  ინსტიტუტს ჰქონდეს  შესაძლებლობა ბოლომდე აღიდგინოს და სრულყოფილად  შეასრულოს  საკუთარი ისტორიული მისია – თავისი ადგილი დაიკავოს  მოქალაქეთა სულიერ-ზნეობრივი და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლების საქმეში; უფრო აქტიურად მონაწილეობდეს ღრმა განათლებისა და ანალიტიკური აზროვნების მქონე თავისუფალ მოქალაქეთა ჩამოყალიბების პროცესში.

ოფიციალური სახელისუფლო სტრუქტურები დეკლარირებას უკეთებენ ეკლესიასთან მათ, თითქოს, თბილ ან, თუნდაც, კეთილგანწყობილ  ურთიერთობებს, განსაკუთრებით არჩევნების დროს. რეალურ ცხოვრებაში ხელისუფლება სრულფასოვნად ვერ აცნობიერებს, რომ ეკლესია არა მარტო აღმსარებლობითი დაწესებულებაა, არამედ, ამავდროულად,   დამოუკიდებელი  და განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინსტიტუტია და მოსახლეობის ფართო ფენების ინტერესების დაკმაყოფილება მხოლოდ მასთან პარტნიორობითაა შესაძლებელი. ამ ორ ინსტიტუტს პასუხისმგებლობისა და ზრუნვის საერთო არეალი აქვს – საქართველოს მოქალაქეთა ყველაზე დიდი  ჯგუფი „მორწმუნე საზოგადოება“. ეკლესიას კი არ სჭირდება დახმარება, არამედ ამ საზოგადოებას სჭირდება თანადგომა ათეულობით წლების განმავლობაში მებრძოლი ათეიზმის მიერ დატოვებული მეტასტაზებისგან გასათავისუფლებლად და რელიგიური თუ სამოქალაქო განათლების ასამაღლებლად.

თანამედროვე ადამიანისთვის მისაღებად და მარტივად გასაგებად საჭიროებს ახსნას, რომ ბოლშევიზმი და „მარქსიზმ-ლენინიზმი“ განსხვავებული მოვლენებია. რუსული ბოლშევიზმი თავისი არსით  არის ცხოვრების წესი, მოქმედების ფორმა, სტილი, დამყარებული მორალური და ზნეობრივი კატეგორიების უარყოფაზე, როდესაც აგრესიული უმცირესობა თავს ახვევს უმრავლესობას თავის ნება-სურვილს და წარმართავს საზოგადოებრივ ცხოვრებას. იდეოლოგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება იყოს სხვადასხვა. მარქსიზმ- ლენინიზმი იმ დროის ერთი „კლასის“ (პროლეტარიატის) სახელით მოქმედი პარტიის დიქტატურის ოფიციალური იდეოლოგია იყო, დამყარებული საღი აზრის, სამართლიანობის, ადამიანის პიროვნული და ეროვნული თავისუფლების უგულვებელყოფაზე. საბჭოთა კავშირის კრახმა მისი იდეოლოგიის უსაფუძვლობა და სიცოცხლისუუნარობა დაადასტურა. მაგრამ მებრძოლ ათეიზმსა და ტოტალიტარიზმს ადამიანთა სულში ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. მისგან გათავისუფლება დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს.

სამწუხაროდ,  გრძელდება სახელმწიფოსა და ეკლესიის ინსტიტუციური განცალკევების   გაიგივება საზოგადოების ეკლესიიდან გამიჯვნასთან.  კონსტიტუციით გაცხადებული “რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება, ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან”, ანუ სახელმწიფოს ინსტიტუციური სეკულარიზაცია არ ნიშნავს საზოგადოებისა და ეკლესიის განცალკევებას. სეკულარული სახელმწიფო არ ნიშნავს სეკულარულ საზოგადოებას (წინააღმდეგ შემთხვევაში არის საფრთხე მივიღოთ ტოტალიტარული სისტემა, სადაც სახელმწიფო, ხელისუფლება და საზოგადოება ერთიანი ორგანიზმია). ამ აღიარებულ ნორმის დამკვიდრებას დიდი წინააღმდეგობები ხვდება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამაგიეროდ,  ფართოდ ეხსნება გზა „მსოფლმხედველობრივი სეკულარიზმის“  პროპაგანდირებას, როგორც, თითქოსდა ცივილიზებული სამყაროს დემოკრატიულობის მთავარ მარკერს.

როგორც ბოლო წლების მოვლენებმა ცხადად დაგვანახა, ე.წ. „არასამთავრობო სექტორის“ აქტივის უმრავლესობა, განსაკუთრებით მისი ის ნაწილი, რომელიც  ფოკუსირებულია „უმცირესობების უფლებების“ დაცვაზე და მათგან პოლიტიკურ  სპექტრში გადასული ჯგუფები ამ დროშით ცდილობენ წარმართონ საზოგადოებრივი ცხოვრება. იმ საზოგადოების ელიტად მიიჩნევენ თავს, რომელთანაც თავად აქვთ პრობლემები (მათსა და მთლიან საზოგადოებას შორის არსებული წინააღმდეგობები ცალკე კვლევის საგანია). როგორც საბჭოთა სისტემაში  აგრესიული უმცირესობა ძალადობრივი მექანიზმებით ახორციელებდა ზემოქმედებას უმრავლესობაზე. ისინი ანტაგონისტურად არიან განწყობილი ეკლესიისა და ეროვნული ფასეულობების მიმართ და მაქსიმალურად ზღუდავენ განსხვავებული ხედვის მქონე საზოგადოებრივი ჯგუფების, განსაკუთრებით მრევლის, აქტიურ მონაწილეობას სამოქალაქო სივრცეში.  ეს ჯგუფები  თავს  საზოგადოების ინტერესების მთავარ (ან ერთადერთ) გამომხატველად  აცხადებს, ფაქტობრივად, ჩადგა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის და საზოგადოების  სახელით  ხელს უშლის მათ თანამშრომლობას.  დასახელებული  ჯგუფები იყენებენ თავიანთ სახელისუფლებო რესურსს  და ფინანსებსა  და მედიაზე წვდომის ფართო შესაძლებლობას  საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისათვის.

მათი საქმიანობის ერთერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მითის გავრცელება (ტელეეკრანის სრული მონოპოლიზაციის პირობებში), თითქოს:

ა) ქართული შეგნებული სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი წინააღმდეგობაშია თანამედროვე დასავლური დემოკრატიის პრინციპებთან;

ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრევლი თავის მოქმედებაში ღალატობს რელიგიური შემწყნარებლობის (ტოლერანტობის) პრინციპებს და ყალიბდება ფაშისტურ, ექსტრემისტულ, აგრესიულ ფუნდამენტალისტურ პრორუსულ ძალად;

გ) ქართველ ერში დიდია ჰომოფობიური („კაცთმოძულე”) ტენდენციები და ამიტომ  საჭიროა გონიერი კაცობრიობის მიერ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა მის გასანეიტრალებლად. მათ შორის, თუნდაც, ახლო წარსულში  ხელისუფლებების მხრიდან განხორციელებულ ზოგიერთ ძალადობაზე თვალის დახუჭვა და დრომოჭმული „ქართული ფასეულობების“ წინააღმდეგ საბრძოლველად გრანტების მომატება.

დ) საყოველთაოდ აღიარებული ლიბერალური ღირებულებები და ქრისტიანული, ამ შემთხვევაში  მართლმადიდებლური ფასეულობები ერთმანეთთან სრულ ანტაგონიზმშია და ამ უკანასკნელის მქონე ადამიანებს არ ძალუძთ სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირება. შესაბამისად, აქტიური მრევლი წარმოადგენს ახალი ტიპის აგრესიულ სექტას, ხოლო  მართლმადიდებლობა ჩაკეტილი   შუასაუკუნოვანი დოგმატური სივრცეა.

ე) საქართველოს ეკლესია თავის დგომაში ეროვნული სულიერების სადარაჯოზე განიცდის რუსული ეკლესიისა და სპეცსამსახურების  გავლენას, ხოლო ქართული მრევლი მიესალმება რუსულ ოკუპაციას, და შესაბამისად, ოკუპანტთა საყრდენია ქართული სახელმწიფოს ინტერესთა საწინააღმდეგოდ.

ვ) საქართველოს `ურჩევენ~ ხელი აიღოს მაღალ მოთხოვნილებებზე (მაგალითად, მოწინავე განათლებასა და მეცნიერების ქონაზე) და დასჯერდეს მომსახურე ერის  ფუნქციას, ამასთან ერთად _ თავისი ქალაქების ქუჩებში განუკითხავი ბატონობის უფლება მისცეს ყველანაირი `გადახვევების~ მქადაგებლებს და აგრესიულ სექტებს.

მოითხოვენ ქართული საზოგადოების მეორე (გაცილებით დიდი) ნაწილისგან, რომ მან აღიაროს სხვა აღმსარებლობაც ჭეშმარიტებად (რაც მინიმუმ ლოგიკური აბსურდია); ზოგიერთი ქმედება თავისთვისაც ცოდვად არ ჩათვალოს  და  ადამიანის ქცევის  ჩვეულებრივ მდგომარეობად მიიჩნიოს (მით უმეტეს, რომ ცნება “ცოდვა” არ გამოიყენება იმ ადამიანების ქმედებების მიმართ, რომლებიც თავისი ნებით უარს აცხადებენ ეკუთვნოდნენ ქრისტიანულ სამყაროს);  საზოგადოების სხვა წევრებს აიძულებენ აღიარონ ის, რაც არა მარტო ეწინააღმდეგება ქართველი კაცის  შინაგან ბუნებას, ეროვნულ ტრადიციებს, სარწმუნოებრივ სწავლებას,  რომლებიც განუყრელია ადამიანის, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, ბუნებისაგანDდა მის სოციალურ და საზოგადოებრივ _ პოლიტიკურ შემოქმედებას განაპირობებენ.

ამ უკანასკნელთა რიცხვში შედის მის მიერ თავისი გარესამყაროსათვის (პირველ ყოვლისა – თავისი საზოგადოებისათვის) იმ სახის მიცემისათვის ბრძოლის უფლება, რომელიც მას საუკეთესოდ მიაჩნია ამ გარესამყაროსათვის (ამ საზოგადოებისათვის).  ადამიანის სწორედ ეს თვისება იგულისხმება ბიბლიურ ფორმულირებაში, რომ ადამიანი შექმნილია „სახედ და ხატად ღმრთისა“.

შექმნილი ასობით ე.წ. „არასამთავრობო“ ორგანიზაციების უმეტესობა (საკმაოდ შთამბეჭდავი ბიუჯეტებით) სარგებლობენ იმით, რომ ეკლესიის წარმომადგენლები, სასულიერო პირებისა და მრევლის დიდი ნაწილი,  რომლებიც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობას შეადგენენ,  ვერ ჩამოყალიბდნენ  ერთიან სოციალურ ჯგუფად.  მოსახლეობის აღნიშნული  ნაწილი აქტიურად  მონაწილეობდა და მთავარი მამოძრავებელი ძალა ყო ეროვნული დამოუკიდებობისთვის ბრძოლის  პროცესში.  წარმატებით უთავსებდა რელიგიურ და  საზოგადოებრივ აქტიურობას და,  კიდევ უფრო მეტი, სახელმწიფოსა და ეკლესიის აღორძინება გაიგივებული ჰქონდათ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მრევლის უდიდესმა ნაწილმა ჩათვალა, რომ საფრთხეები მოიხსნა, იდეოლოგიური დაპირისპირების ეპოქა დასრულდა  და მაქსიმალურად ჩამოშორდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას. მათ საჭიროდ აღარ ჩათვალეს,  როგორც ეროვნული მოძრაობის დროს,  სამოქალაქო სივრცეში თავისი  ინტერესების ქმედითუნარიანი  გამომხატველი სუბიექტის არსებობა.

სახელმწიფოზე მინდობილი სამოქალაქო ცხოვრებისა  და სამართლებრივი ცოდნის ნიუანსებში გაუცნობიერებელი ადამიანებისთვის რელიგიური და სამოქალაქო უფლებების ერთმანეთში აღრევის თავსმოხვევა დაინტერესებული ძალების მხრიდან დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. გაურკვევლობაში მყოფ მრევლს გაუჭირდა, გაეყო ერთმანეთისგან თავისი აღმსარებლობის დაკმაყოფილების უფლება (რომელსაც მკაფიოდ იცავდა) და რელიგიურ მრწამსზე დაფუძნებულ თავისივე სამოქალაქო შეხედულებებისა და ქრისტიანული მორალის საზოგადოებრივ ცხოვრებაში გატარების რეალიზაციის უფლება, რის გამო სამოქალაქო ცხოვრებაში თავისი აქტიურობის აუცილებლობა ვერ დაინახა.

მისი საზოგადოებრივი პასიურობის პირობებში წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ახალი მოცემულობა – გარკვეული სტერეოტიპები, „სამოქალაქო სივრცის სტანდარტები“ და ჩაკეტილი მონოპოლისტური გარემო, რომლის გარღვევა დღეს დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.   ამ სირთულეების გამო საზოგადოება, რომელიც თავის თავს მრევლს უწოდებს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ინერტული,  აქტიურ  სამოქალაქო  პოზიციას  მოკლებული გახდა და არ ცდილობს თავის თავზე აიღოს ინიციატივა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. თავისი ძირითადი  ფუნდამენტური  ღირებულებების დამკვიდრების ნაცვლად,  ყოველდღიურ მოვლენებზე (ბევრ შემთხვევაში  ხელოვნურად შექმნილზე) რეაგირებაში ჩართული მიიჩნევს, რომ:

ა) საქართველოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, მართლმადიდებლობისთვის იდევნებიან;

ბ) სახეზეა საზოგადოების ფსიქოლოგიური დამუშავება და შემოტევა ქართულ ცნობიერებაზე (მათ შორის კანონმდებლობითი);

გ)  მიმდინარეობს  საქართველოს სულიერი ნგრევა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა. რაც მტრის შემოტევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო და არის დღესაც. იცვლება მხოლოდ ფორმები და მეთოდები;

დ) სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების (რომელსაც  არავინ არ ებრძვის),  დაცვისათვის ბრძოლის უზურპირებული დროშით რეალურად მიმდინარეობს   ბრძოლა ეროვნული სიწმინდეების, საქართველოს ისტორიის, ეკლესიისა და რელიგიური გრძნობების წინააღმდეგ;

ე) სექტები, რომელნიც, სარგებლობენ რა მოსახლეობის არსებული სიდუხჭირით, ფინანსური დაინტერესებით ცოდვის ჩადენის სტიმულირებას უწყობენ ხელს.

ვ) ტოლერანტობის და თანასწორობის პროპაგანდირება ეკლესიის გვერდის ავლითა და სრული იგნორირებით ქვეყანაში, რომელიც გაიზარდა პავლე მოციქულის სიტყვებზე – „არა არს ჰურიაება არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოჲს მიერ“ (გალატელთა მიმართ III,28)  – მისი გამხორციელებლების  რეალურ ზრახვებს ამხელს;

ზ)  საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სარწმუნოების აღმსარებელთ არა აქვთ ყველა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალება შეურაცხყოფილმა სუბიექტებმა რომ პასუხი გასცენ შეურაცხმყოფელთ იმავე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

თ) და, რაც მთავარია, მრავალი სამწუხარო ანომალიით დაკავებული საჯარო, მაშასადამე-პედაგოგიური სივრცე  და ეროვნული და მართლმადიდებლური ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლა  სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებად  საღდება.

„აგრესიულ რევოლუციურ კლასად“ გარდაქმნილი „უმცირესობების უფლებების დამცველები“ ცდილობენ  სხვებსაც მოახვიონ თავისი აზრი, თითქოს  თავისუფლება ყველაფრის უფლებაა, თითქოს აღარ არსებობს ზნეობრივი კრიტერიუმები  და ამ აბსურდის აღიარებას ბოლშევიკური მგზნებარებით მოითხოვენ ყველასგან. თავისი პროპაგანდის შინაარსით (!) სახელმწიფოს საფუძვლებს არყევენ, ხოლო სულისკვეთებით, პრინციპებით, იდეოლოგიითა და ზოგადი მიზნებით ეწინააღმდეგებიან და ებრძვიან ადამიანის, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, ჭეშმარიტ სიღრმისეულ ბუნებას. ამავე პარამეტრებში, აგრეთვე თავისი პრაქტიკით ეწინააღმდეგებიან საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. იგი თავისი პრაქტიკით ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებრივ ადამიანურ უფლებათა იმ ნაწილს, რომელიც უკვე კოდიფიცირებულია ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მიძღვნილსა და საერთაშორისოდ აღიარებულ დოკუმენტებში.

ეჭვს ქვეშ  დააყენეს  ერთიანი ქართული კულტურული სივრცის მნიშვნელობა და საქართველოს ეკლესიის ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში  და ჯიუტად ცდილობენ  საქართველოს  „მულტიკულტურულ ქვეყნად“ ჩამოყალიბებას. მსგავს აქტივისტებზე  საუბრობდა წმ. ილია მართალი – „ჩვენი ტყუილი ლიბერალები დღესაც იმ აზრებში ტრიალებენ, რომელთაც კარგა ხანია თავისი დრო და ჟამი მოიჭამეს, თავისი ჰქმნეს და ჩაილურის წყალი დალიეს“. (ოდნავ მაინც განათლებულმა ადამიანმა, თუ ის შეგნებულად არ ამახინჯებს ფაქტებს, უნდა იცოდეს, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და სხვა  დემოკრატიებმა დღეს ეჭვს ქვეშ დააყენეს განუკითხავი მულტიკულტურიზმი საკუთარ ქვეყნებში).  [5]

ღვთისმსახურთა და მრევლის  შემადგენლობა არაერთგვაროვანია თავისი მსოფლმხედველობით. მრევლის შიგნითაც  არ არის ხედვებში სრული ჰარმონია.

მისი ერთი ნაწილი, რომელმაც უკრიტიკოდ მიიღო მიმდინარე ინფორმაციული სივრცე, მიიჩნევს, რომ დასავლეთი მედიის, არასამთავრობოთა და სხვადასხა პოლიტიკური ძალის ხელით სულიერად ხრწნის საქართველოს;  მიმდინარეობს ლაშქრობა ქართველი ერის ტრადიციული ღირებულებებისა და მართლმადიდებლური ცნობიერების წინააღმდეგ;  აიძულებენ ხელისუფლებას შემოღებულ იქნას სხვადასხვა უმცირესობათა დაცვის კანონმდებლობა და გადადგას მისი დამკვიდრებისთვის კონკრეტული ნაბიჯები,  რაც უფრო სახიფათოდ მიიჩნევა  ვიდრე რუსეთისგან საქართველოს ოკუპაციის ფაქტი. მათგან რუსეთი მართლმადიდებლური ღირებულებების მთავარ დამცველად არის მიჩნეული, ხოლო მსგავსი პოზიცია  საკუთარი პატრიოტიზმის გამოვლინებად.  ჩვენი კვლევის საგანს არ წარმოადგენს და ამიტომ არ ვეხებით ამ პროცესში სპეცსამსახურების როლს.  მაგრამ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებისა და სახელისუფლებო ინსტიტუტების გარკვეული წარმომადგენლები თავიანთი შეგნებული თუ შეუგნებელი უმოქმედობით ან გაუაზრებელი ქმედებებით ხელს უწყობენ ზოგი ისეთი ჯგუფების აქტიურობას, რომლებიც უზრუნველყოფენ ზემოთ ნათქვამ მითებს  კონკრეტული არგუმენტაციით.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ   მსგავსი რიტორიკა  საჯარო სივრცეში იძლევა  შესაძლებლობას მიეწეროს ის მთელ ეკლესიას და გამოყენებულ იქნეს მისი კომპრომეტაციისთვის (რაც ხდება კიდეც). ამასთანავე, იწვევს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ნეგატიურ რეაქციას, რაც, თავის მხრივ, გამოყენებულია ამ ჯგუფებისგან თავიანთი ბრძოლის სისწორისა და აუცილებლობის დასადასტურებლად.

მრევლის გარკვეული ნაწილის აზრით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მრავალმხრივი ნგრევა რუსეთის დავალებით, მაგრამ ,,დასავლური ღირებულებების” სახელით ხდება. ეს უკანასკნელი  გეგმაზომიერი ქმედებებით შეაძულეს ხალხს. ამასთან, ეკლესიაში მიიჩნევენ, რომ  წმინდა ილია ჭავჭავაძის კლასიკური ლიბერალიზმი (რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებდა „ტყუილ“ და „ჭეშმარიტ“ ლიბერალს) ჩანაცვლებული იქნა ე.წ. ფსევდოლიბერალური დემაგოგიით და  დასავლური ფასეულობებიდან  იმას კი არ იღებენ, რაც ჭეშმარიტი ღირებულებებია და ამავდროულად,  ქართული ტრადიციული ღირებულებების იდენტური, არამედ ისეთს, რაც არც დასავლური პროგრესული მსოფლმხედველობისთვისაა მთლიანად მისაღები, საქართველოსთვის  კი სულაც დამანგრეველია. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი-პენსის ტანდემის გამარჯვებამ  ამ ჯგუფის არგუმენტაცია გაამყარა და თვალსაჩინო გახადა ის, რომ ტრადიციული ღირებულებების დაცვა განვითარებულ დემოკრატიებშიც ბუნებრივი პროცესია.

მრევლის  ორივე ჯგუფი თანხმდება იმაში, რომ გარე ძალები ცდილობენ საქართველოს თავს მოახვიონ  პოლიტიკური „ფსევდოლიბერალური“ (საელესიო წრეებში დამკვიდრებული ტერმინი) ხედვები, როგორც “პროდასავლური იდეოლოგიის”  ბოლო მიღწევა. საქართველოსათვის ყალბი გზის შემოთავაზება, ანუ მისთვის ე.წ. `მარგინალური ცივილიზაციის~ სამარცხვინო და უპერსპექტივო როლის შემოთავაზება გამიზნულია ქართულ ღირებულებებთან სრულიად იდენტური დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციაზე ფართო მასის თვალში. (ქრისტიანული ცხოვრების წესი, ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები და ვალდებულებები, პასუხისმგებლობა,  არჩევანის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, რეალური თვითმმართველობა, ყველა სფეროში ანტიმონოპოლიური გარემოს უზრუნველყოფა, კანონის წინაშე თანასწორობა და სხვა).

„ფსევდოლიბერალებმა“ შეაღწიეს სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.  მაქსიმალურად ლობირებენ ანტიმეცნიერულ “კონცეფციას”, თითქოს ადამიანის უმალესი ნიჭი _ თავისუფლება _ საკუთარ მდარე ინსტინქტთა აყოლის თავისუფლებაში მდგომარეობს და არა შრომის, ბრძოლისა და შემოქმედების _ მათ შორის ეროვნულ_სახელმწიფოებრივი შემოქმედების თავისუფლებაში. ბუნებრივია, რომ ეს უსუსური იდეოლოგია უპირისპირდება ქრისტიანობას და ეროვნულობას არა მხოლოდ როგორც აღმსარებლობას, არამედ აგრეთვე, როგორც სახელმწიფოებრივ აზროვნებას და ცხოვრების წესს. ერთგვარად  დავბრუნდით ნერონისა და დიოკლეტიანეს ეპოქაში, სადაც პირველ ქრისტიანებს ქრისტიანობის აღიარების გამო კი არ დევნიდნენ, არამედ  იმის გამო, რომ  ისინი თავიანთი მრწამსის საწინააღმდეგოდ, იმპერატორებს, როგორც მიწიერ ღმერთებს, მსხვერპლს არ სწირავდნენ. დევნის  განმსაზღვრელია ის, თუ საზოგადოებრივ სივრცეში რა ღირებულებებს ამკვიდრებ, და არა პრივატულ გარემოში რა რელიგიურ რიტუალებს  ასრულებ.

დეკლარირების მიუხედავად, ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს. თუ არ დაეთანხმები მას-მედიის სრული  მონოპოლიზაციის პირობებში ფაშისტად, ექსტრემისტად და ჰომოფობად (კაცთმოძულედ) მოგნათლავენ.  გააპროტესტებ ძალადობას, აზრის გავრცელების შეზღუდვას, ცოდვის გავრცელებას სტიმულირებას ან მოითხოვ საჯაროდ მსჯელობას, კონცეპტუალურად ემთხვევა თუ არა მათი დეკლარირებული ღირებულებები მათსავე ქმედებებს, მყისვე საქმეში ჩართავენ მედიას და მათ ხელში არსებულ ადმინისტრაციულ რესურსს რითაც, ხშირ შემთხვევაში, მოძალადედ დაზარალებული გამოჰყავთ. ანტიდემოკრატის, შუა საუკუნეების ფუნდამენტალისტის, “მართლმადიდებლური ირანის”, “დასავლური ღირებულებების მოწინააღდეგის”, “ოკუპანტების ინტელექტუალური მხარდამჭერისა” და “რუსეთის აგენტის” იმიჯითაა გარანტირებული.

III

სახეზეა საბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელი  თითქოსდა გაურღვეველი ჯადოსნური წრე. ძალიან ფაქიზ თემებზე ერთმანეთთან დაპირისპირებული  პოზიციები -  სულიერი და მსოფლმხედველობითი განსხვავებები პროდასავლურ და თითქოს განწყობით იზოლაციონისტურ ორიენტაციის ემოციურ ფონზე.  სხვა ქვეყნის აგენტურის გაუვნებელყოფის (ლუსტრაციის) კანონმდებლობისა და პრაქტიკის არარსებობის პირობებში  მათი  ჩართულობის მაღალი ხარისხი პროცესებში ავანტურისტებისა და  სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების  ინტერესთა რეალიზებისთვის  ნოყიერი ნიადაგია. რაც დამატებით ართულებს საქართველოს როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებას. ამუშავდა საბჭოთა სისტემის  დროს  ჩადებული  შენელებული  მოქმედების   ნაღმები. იმ თემების  მკვეთრი ხელოვნური აქტუალიზაცია, რომლის ინიციატივა საქართველოს გარეთ ძევს, საქართველოსთვის წამგებიანია მისი ეროვნული ენერგიის არარაციონალური ფლანგვის თვალსაზრისითაც და საზოგადოებრივი ჰარმონიისადმი ფრთხილი დამოკიდებულების თვალსაზრისითაც.

ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა შემაშფოთებელი ტენდენცია გამოკვეთა – აქციებისა და კონტრაქციების მომრავლებამ და დაძაბულობის მკეთრმა ზრდამ  საზოგადოების პოლარიზაცია რეალური გახადა.  არის  საფრთხე ქვეყანაში მოხდეს ისედაც დაძაბული ვითარების კიდევ უფრო ესკალაცია. რაც შესაძლებელია დიდ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

საქართველოს აღარ აქვს დრო და ფუფუნება თვითდინებაზე მიუშვას პროცესები.  თავისი ქვეყნის შიგნით ქართველ ერს ჰმართებს დაცვა თავისი საჯარო სივრცისა ყოველგვარი უკიდურესობებისაგან, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე ძალით ზემოქმედების მცდელობებს წარმოადგენენ.

ხელისუფლება არ შეიძლება იყოს მოვლენების პასიური დამკვირვებელი. ის უნდა იყოს მოწოდებული ხელი შეუწყოს როგორც საზოგადოებრივ ჯგუფებს,   ასევე საზოგადოებასა ეკლესიას შორის თანამშრომლობის პლატფორმების შექმნას, რომლებზეც შესაძლებელი გახდება ღია, საჯარო, პრინციპული, სისტემატური და მუდმივი დისკუსიის მოწყობის ორგანიზება.  „დიდი ხნის ულაპარაკობამ, როგორც აზრით, ისე სიტყვითაც, ერთმანეთს დაგვაშორა“ (წმ. ილია მართალი).

ეროვნულ  ღირებულებებზე  დაფუძნებული და მათი თანამედროვე ფორმების მიმცემი  გამჭვირვალე და ობიექტური  პროცესის წარმართვა, ადმინისტრირების სანდო სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა,  რელიგიის სფეროში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და კონსტიტუციით  გარანტირებული კონკორდატის განხორციელების კონკრეტული და ეფექტური  ნაბიჯების გადადგმა  პრობლემის  გადასაწყვეტად   პირველი რიგის ამოცანებია.

ამასთანავე, ხელისუფლებამ უნდა  სრულყოს კანონმდებლობა,  რითაც, ერთი მხრივ,   სახელმწიფოს წარმატებული მართვის შესაბამისი ბერკეტი მიეცემა  და, მეორე მხრივ,   დაიცავს ერსა და სახელმწიფოს კაპიტულაციისაგან უცხო ძალების წინაშე, ანუ ისეთი დათმობებისაგან,  რომლებიც  ვნებს  საქართველოს სახელმწიფროებრივ სტრატეგიულ ინტერესებს და რომელთა გამოსწორება შემდეგში შეუძლებელი იქნება.

ცივილიზებულ სამყაროს შემუშავებული აქვს და ცხოვრებაში წარმატებულად იყენებს, კანონის გარდა, ზნეობრივ სტანდარტებს, ეთიკური კოდექსის „დაწერილ“ თუ დაუწერელ ნორმებს. მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა, რომელიც მავნე ზემოქმედებისაგან იცავს ადამიანს და არეგულირებს საზოგადოებრივი ცხოვრების სტაბილურობას. (მაგ. აშშ-ის ფედერალური კანონი “კომუნიკაციების ზნეობრივი სტანდარტების” შესახებ). დასავლური  მედიასივრცე დაუშვებლად  მიიჩნევს ბილწსიტყვაობის, უხამსობის, ძალადობის და ა. შ. სტიმულირებასა და პროპაგანდას, როგორც ეს ხდება ქართულ არხებზე.

საქართველოში ასეთი  კანონმდებლობის მიღება მიუწვდომელი ფუფუნება ხდება.  მედია,  თავისი ტოქ-შოუების მეშვეობით და სკანდალური გადაცემებით, რომელიც თავისი ყურადობის გაზრდაზეა ორიენტირებული საერთო პოზიციების შეჯერების ნაცვლად დაპირისპირების ესკალაციას უწყობს ხელს. ოპონირება დამყარებულია უმეცრებაზე, შემოქმედებითი ნიჭის არარსებობაზე და, უკეთეს შემთხვევაში, გამორჩეული საჯარო ყურადღების მოპოვების სურვილზე გამორჩეული პოზიტიური პირადი მახასიათებლების უქონლობის პირობებში.

ხელისუფლებამ  მამობილიზებელი როლი უნდა  იტვირთოს მთლიანი ქართული საზოგადოებრივი  საქმიანობის  გააქტიურებისა და ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობის დინამიური პროცესების წარმართვის საქმეში. საზოგადოებისა და, განსაკუთრებით, მისი მოზარდი თაობების ფსიქოლოგიური და მორალური ინტერესების დაცვის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია საზოგადოებას  მისცეს მეცნიერულად დაუსაბუთებელი პროპაგანდისაგან თავდაცვის საშუალება, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში  შეჰყავს და ტენდენცია აქვს ამ საზოგადოების გონებრივი და მორალური დონის დაქვეითებოსა  მარგინალური ცივილიზაციის დონემდე.

IV

სამოქალაქო მშვიდობის დამყარება, ქვეყნის აღმშენებლობის დაწყება და არსებული დაპირისპირების თანამშრომლობის რელსებზე გადაყვანა შესაძლებელია, თუ მოხდება ეკლესიის  მრევლის (მოსახლეობის უმრავლესობის) ორგანიზება აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში  ჩასართავად – ერთ ადამიანში მრევლის წევრისა და სახელმწიფოს მოქალაქის ჰარმონიული შერწყმა  (სინერგია).

ერთი მხრივ, ეს ადამიანი, როგორც მრევლის წევრი, იქნება სულიერი შვილი დედა-ეკლესიისა, რომელიც ყოველთვის იყო და დღესაც არის თავისუფალი, ღირსეული, დიდი პასუხისმგებლობის მქონე, ეროვნული ცნობიერების, თავისი არსით დემოკრატიული, რეალურად ტოლერანტულ-მიმტევებელი და პატრიოტი პიროვნებების აღზრდისა და ჩამოყალიბების კერა.  საქართველოს ეკლესია დღესაც საქართველოში არის ერთადერთი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელიც ამკვიდრებს ხალხში აბსოლუტურ ზნეობრივსა და მორალურ ღირებულებებს, ანუ ცხოვრების ისეთ ამაღლებულ მიზნებს, რომელთათვისაც სიცოცხლის გაწირვა ღირდეს. იგი ადამიანებს აძლევს ღვთისგან დადგენილ კანონებს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანმა უნდა მოიპოვოს შინაგანი მშვიდობა, თავისუფლება, განსაზღვროს და მოიწესრიგოს თავისი ცხოვრების წესი.

მეორე მხრივ, როგორც მოქალაქე, იგი იქნება საქართველოს სახელმწიფოს ერთგული შვილი, რომელიც მოწოდებულია დაიცვას, განავითაროს და სამარადისოდ შეუნარჩუნოს თავის შთამომავლობას ქვეყანა – „საქართველო“, მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და თავისუფლება, მოსახლეობის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და სამოქალაქო მშვიდობა.

ასეთ მოქალაქეთა ერთობა ქმნის ძლიერ,  მდგრად,  სახელმწიფოებრივად მოაზროვნე  და მაღალი პასუხსმგებლობის მქონე სამოქალაქო სივრცეს და,  ამავდროულად, ხდება ეკლესიის სოციალური პარტნიორი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მას ძალუძს მოძებნოს საკუთარი ადგილი ცივილიზებულ თანამეგობრობაში, ინტეგრირებულ იქნას საერთაშორისო ურთიერთობათა  თანამედროვე სისტემაში, ოპერატიული რეაგირება მოახდინოს  მიმდინარე გამოწვევებზე და ამავე დროს შეინარჩუნოს საკუთარი პიროვნული და ეროვნული თვითმყოფადობა, რომელიც განისაზღვრება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული სისტემით და ქართული ტრადიციულ ყოფა-ცხოვრების წესებით, შეინარჩუნოს ერთიანი ეროვნული ცნობიერება, საქართველოს კულტურის ერთიანი სივრცე, ზოგადქართული ყოფა-ცხოვრების ტრადიციად დამკვიდრებული წესით; რიგითი კაცის ცნობიერებაში აღდგება ქართული ინტელექტით, დამწერლობით და ზეპირსიტყვიერებით შექმნილი სინამდვილე, საკაცობრიო სინამდვილეში თანაარსებობის შედეგად ისტორიულად ჩამოყალიბებული და განმტკიცებული. საკუთარი ქვეყნისა და საკაცობრიო კულტურის სინთეზის მატარებელი, ისტორიულად და ტერიტორიულად საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში ჩამოყალიბებული, სხვადასხვა კუთხეში დაბადებული და გაზრდილი.

ქართველი ადამიანისათვის დამახასიათებელი ზნეობის ნორმებიდან გადახვევას კი ეს მორწმუნე და სოციალურ-პოლიტიკურად მოწიფული რიგითი კაცი განიხილავს, არა როგორც „შეურიგებელ კლასობრივ მტრობას“, არამედ როგორც ინდივიდის კონფლიქტს საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან, როგორც ტრადიციებისაგან მოწყვეტას და აღზრდის ხარვეზს; ამასთანავე,      მხოლოდ ასეთ  და თავის ღირებულებებში დარწმუნებულ ადამიანებისგან შემდგარ უმრავლესობას ძლუძს შექმნას ისეთი მდგრადი სამოქალაქო სივრცე, რომელიც ერთი მხრივ გამორიცხავს ავანტურისტებისა და  სხვა ქვეყნის დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან სხვადასხვა უმცირესობებისა თუ ჯგუფების  სახელმწიფო რყევების ორგანიზების პროცესში გამოყენებას და, მეორე მხრივ იქნება  ამ უმცირესობებისთვის თავიანთი უფლებების რეალიზაციის  გარანტი.  ამ უკანასკნელის გააზრება და თანამედროვე ცხოვრების პირობებში ადაპტირება კი ასეთი მოქალაქისა და მთლიანად სახელმწიფოს (საზოგადოების) მთავარი საზრუნავი გახდება.

საქართველოს ეკლესია მუდამ იყო არა მარტო რელიგიურ–აღმსარებლობითი მიმართულების ინსტიტუტი, არამედ ეროვნულ-საკაცობრიო და მაღალზნეობრივი ქმედებების მასტიმულირებელი, ხელისშემწყობი და, ხშირად, საკუთარი თვითშეწირვით მაგალითის მიმცემიც.  ეს ფუნქცია მას თვით მებრძოლი ათეიზმის პირობებშიც კი ვერ წაართვეს.   „საბჭოთა უძრაობისა“ და სტაგნაციის დროს სწორედ  ეკლესიის წიაღში წარმოიშვა თავისუფალი ქართული სამოქალაქო სივრცე, რომლის წარმომადგელებმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშეს დამოუკიდებელი ქართული სახელმწფოს შექმნის საქმეში. დღესაც, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ თავისი ძალისხმევა უნდა მიმართოს გათითოკაცებული ინდივიდების ერთიან სამოქალაქო საზოგადოებად ფორმირებისკენ, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. მასზე უკეთესად ამას ვერავინ შეძლებს.

ძლიერი სამოქალაქო პარტნიორის არსებობა მოხსნის მტრულად განწყობილი  ძალების მხრიდან საქართველოსა და მის ეკლესიაზე შეტევების საფრთხეებს.    საქართველოს ეკლესია, გარედან ზეწოლის შემცირების პარალელურად თვითონვე მოუვლის მის წიაღში არსებულ პრობლემებს (ეკლესია თავისთავად ცოცხალი ორგანიზმია, სადაც შეიძლება გარკვეული პრობლემა რეალურად არსებობდეს),  ეკლესიას გამოიყვანს  თავდაცვის მდგომარეობიდან და ის ღია, საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის გახსნილი  და შემკრები  ინსტიტუტი გახდება.

ერთ ადამიანში სახელმწიფოს მოქალაქისა და მრევლის წევრის ჰარმონიული შერწყმაAგარანტიაა იმისა, რომ ადამიანი აღარ დაუბრუნდეს საბჭოეთისთვის დამახასიათებელ მდგომარეობას, როცა საჯარო სივრცეში ლენინის ციტატებით საუბრობდა, სახლში კი იმავე ლენინზე იგივე კაცი ანეგდოტებს ჰყვებოდა. ასეთი გაორებული ადამიანი დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოს მშენებელი ვერ იქნება, ვერ იქნება მორალური პასუხისმგებელი თავისავე გადაწყვეტილებაზე. ის მხოლოდ ბუზღუნა, მაგრამ მორჩილი და მართვადი  “კეთილგონიერი შემგუებელი”  მასის შემადგენელი წევრი იქნება.

თუ ეს ჰარმონია დაირღვა, ეკლესია დაკარგავს პარტნიორს და, თავის მხრივ, მოქალაქე კარგავს თავისი ცნობიერების ერთ-ერთ მკვიდრ საფუძველს, ზნეობრივ მარეგულირებელს, ძლიერების წყაროს და სულიერ ორიენტირს. ადამიანი დარჩება ან  როგორც მხოლოდ არსებობისათვის ბრძოლისთვის განწირული მაღალ ზნეობრივ ღირებულებებისკენ გზამოჭრილი  მდაბალ ინსტიქტების დაკმაყოფილებისკენ მიდრეკილი ადვილად მართვადი, უპასუხისმგებლო, პიროვნული თვითმყოფადობისაგან დაცლილი უსახური, მორჩილი მასის ნაწილი. სახელმწიფო კი დარჩება მუდმივი არასტაბილურობისთვის განწირული  ღირსეული და შეგნებული სახელმწიფოებრივი მოტივაციის მქონე მოქალაქეთა გარეშე. ეს ფორმულა გამოიყენება სხვა აღმსარებლობის მატარებელ ან საერთოდ ათეისტი ადამიანების მიმართაც, რადგანაც მათ თავისი ხედვების  დაცვისაა და განვითარების შესაძლებლობა  მხოლოდ მყარი თავისუფალი საზოგადოების პირობებში ექნებათ.

სახელმწიფო ინსტიტუტების, ეკლესიისა და სამოქალაქო საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობა დროის მოთხოვნაა. „ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში – ყველა, საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის, საცა “მე” ხშირია, და „ჩვენ“ – იშვიათი!“ – წმ ილია მართალი.

საზოგადოებამ უნდა მოძებნოს საკუთარ თავში ძალა, რომ თვალი გაუსწოროს საშიშროებას და იმოქმედოს ვითარების შესაბამისად, თუნდაც ამის გამო დღეს პრობლემები შეექმნას, რადგან ხვალ უფრო დიდი განსაცდელის წინაშე იქნება.  საჭიროა ქართულმა პოლიტიკამ და სამოქალაქო საზოგადოებამ მოახდინოს ახალი რეალობების კომპლექსური ანალიზი და ჩამოაყალიბოს კონკრეტული მექანიზმი საფრთხეების ლიკვიდაციის თვალსაზრისით.  გათვალისწინებული უნდა იქნას წინაპრების  გამოცდილება, რომელიც ეფუძნება საქართველოს მოქალაქეთა თვითიდენტიფიკაციის, საერთო ეროვნულ – სახელმწიფოებრივი  ღირებულებების ხელშეუხებლობის დაცვის და განვითარების პრინციპებს. სასწავლი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ მიზნის რეალიზების ტექნოლოგია.

მხოლოდ მათზე დაყრდობით არის შესაძლებელი დანაწევრებული საზოგადოების გაერთიანება. ქართველ ერს უფლება აქვს (და ვალდებულებაც!), დაიცვას თავისი ღირებულებები, რადგანაც `ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. ქართველი და ქრისტიანი ერთსა და იმავე მნიშვნელობის სიტყვები არიან… ქრისტიანობა პოლიტიკური ქვითკირიც იყო საქართველოს მრავალ ნაწილების გასაერთიანებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა.~   (წმ. ილია მარათლი)

ივანე (მამუკა) გიორგაძე

კონსტიტუციის პროექტი ფუნდამენტურ გადამუშავებას საჭიროებს
საქართველოს   საკონსტიტუციო კომისიამ გამოაქვეყნა კონსტიტუციის პროექტის სამუშაო ვერსია. კომისიამ, რომელიც ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრებითა და ხელისუფლებისადმი ლოიალური „ესპერტებით“ იყო  დაკომპლექტებული,  მხოლოდ 4 თვე  იმუშავა და  ოფიციალურად  გამოცხადებულ  საქართველოს  კონსტიტუციაში  ცვლილებებისა  და დამატებების  ნაცვლად     კონსტიტუციის  ახალი  რედაქცია  შემოგვთავაზა.

საქართველოს სახელმწიფოსთვის ეს რიგით მეოთხე საკონსტიტუციო პროცესია. რამდენი ხელისუფლებაც  გვყავდა ზუსტად იმდენი.  ყოველი ხელისუფლება (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) საკუთარი პოლიტიკური გემოვნებისა და კონიუქტურული აუცილებლობის მიხედვით ცვლიდა და „ირგებდა“ ქვეყნის მთავარ დოკუმენტს. ნიშანდობლივია რომ ყოველი კონსტიტუციის ტექსტზე მომუშავე „პროფესიონალ  კონსტიტუციონალისტთა“ ძირითადი ნაწილიც  უცვლელია. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის „განხილვაც“ ერთი და იგივე ფორმატში ხდება უკვე მრავალი ათეული წელია. როგორც ადრე,  საბჭოთა პერიოდში (მშრომელებთან, მწველავებთან, მეტალურგებთან და ა.შ), ისე დღესაც ე.წ განხილვებში ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადმინისტრაციული რესურსია ჩართული. თითო-ოროლა თავისუფალი პიროვნება, რომელიც საკუთარი ნება-სურვილით მონაწილეობს ამ პროცესში ამინდს ვერ ქმნის, ძირითადი მასა მხარს უჭერს ხელისუფლების „მშრომელებზე ზრუნვის“ მორიგ გამოხატულებას.

სხვათაშორის,  კონსტიტუციის შექმნაში სახალხო ჩართულობის ბოლო პრეცენდენტი სულ ახლახან ისლანდიაში მოხდა, როდესაც ცხრაასზე მეტმა ადამიანმა თავისი ინიციატივით ძირითადი თეზისები წარმოადგინა, განხილვაში ჩართული იყო საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი, ყველა პოლიტიკური პარტია. ეს თეზისები შეაჯერა  150-მდე პროფესიონალმა იურისტმა და   კონსტიტუციონალისტმა,  საერთო დოკუმენტი გაკეთდა და შემდეგ, ეს დოკუმენტი საერთო სახალხო განხილვით შეაჯერეს  და მერე დაამტკიცეს.

პროექტის ტექსტი, სინამდვილეში, უცნობია მოსახლეობის უმრავლესობისთვის. ხალხი  გამოთიშულია სახელმწიფოებრივ საქმეებში მონაწილეობისგან. კონსტიტუციით  გარანტირებული რეფერენდუმი (მუხლი 3.) პრაქტიკულ ცხოვრებაში აუხდენელი ოცნებაა! არადა, კონსტიტუციის პრეამბულა  ცალსახად ამტკიცებს: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვაცხადებთ ურყევ ნებას, რომ საქართველო იქნება“… ანუ, პრეამბულის მიხედვით ეს ერის დოკუმენტი უნდა იყოს და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული. კონსტიტუციაში  ქართველი ხალხის ნება უნდა ჩანდეს და არა რომელიმე პარტიის.

კონსტიტუცია წარმოადგენს ფუძემდებლურ სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს იმ წესრიგის საფუძვლებს, რომელზეც დგას სახელმწიფოს, როგორც ორგანული სოციალური სისტემის ინდივიდუალობა და მთლიანობა. იგი უნდა ასახავდეს ხელისუფლების ორგანიზებისა და საზოგადოების მართვის, სამართლისა და სამართლებრივი სისტემის მოწყობის ზოგად წესებს, ასევე იმ სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებსა და ნორმებს, რომელზეც დგას ჩვენი საზოგადოება, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეების ცხოვრების ერთიანობას, არეგულირებენ და იცავენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და მის უნიკალობას. ამ მხრივ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვაზე გამოტანილი საქართველოს კონსტიტუციის პროექტი ვერ აკმაყოფილებს ამ სახის დოკუმენტისადმი წაყენებულ პირობებს.

უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის პროექტი არ წარმოადგენს პოლიტიკურ-სამართლებრივი კონსესუსის პროდუქტს. კერძოდ,  მასში შეუთანხმებელია, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო საქართველო და როგორ ვაპირებთ ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. კომისიამ და ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა თავი აარიდეს სახელმწიფოს განვითარებისათვის ამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხრბზე საუბარს. ამ მხრივ, თვალშისაცემია თუნდაც საკითხი, თუ ვინ დაადგინა სახელმწიფო-პოლიტიკური მოწყობის ფორმა? (საპრეზიდენტო,   საპარლამენტო,  მონარქია თუ სხვა). სახელმწიფო მოწყობა ხალხისთვის არავის არ უკითხავს.

დამაჯერებელი არგუმენტების  გარეშეა დარჩენილი ლეგიტიმური კითხვები, კერძოდ:

- რა  აუცილებლობა  და  რა მიზეზ-ფაქტორი განსაზღვრავს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებას ?!, ანუ: – რა სახელმწიფოებრივ,  პოლიტიკურ თუ  სამართლებრივ  მიზანს ისახავს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება.  რა ამოცანების გადაწყვეტას  ემსახურება ფაქტობრივად ახალი კონსტიტუციის მიღება (პოლიტიკური სტაბილურობა, სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა, ქვეყნის უსაფრთხოება, საგარეო ურთიერთობათა პრობლემების ახლებური რეგულირება, სამართლერბრივი და სოციალურ- ეკონომიკური სფეროს  მოწესრიგება და/ან სხვა)?

მართალია, პრეამბულა გვაუწყებს, რომ „ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას, მაგრამ რას ნიშნავს ეს ჩანაწერი, ტექსტში აუხსნელია. გაურკვეველია  რა  მიბმა  გვაქვს 1918-21 წლების საქართველოსთან. ვერ ჩამოვყალიბდით მრავალათასწლოვანი  სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანა ვართ თუ საბჭოთა იმპერიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი სუბიექტი.

მოქმედი კონსტიტუციისა და შემოთავაზებული პროექტის მუხლების ნუმერაცია ისეა აღრეული, რომ აშკარად შეგნებულად გაკეთებულის შთაბეჭდილებას სტოვებს. პროექტის მუხლების დასახელება და შინაარსი კი ერთმანეთს არ შეესაბამება.

განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს  მუხლი 19 -ის (საკუთრების უფლება) პუნქტი 4: მის თანახმად მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი. საკონსტიტუციო სასამართლომ (კონსტიტუციის  დანაშაულებრივი ინტერპრეტაციით) დააკმაყოფილა დანიელი და ავსტრიელი მოქალაქის სარჩელი  და არაკონსტიტუციურად სცნო უცხოელებზე მიწის მიყიდვის შეზღუდვა. ორგანული კანონი ვერ  შეაჩერებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ამიტომ, კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი გაკეთების გარეშე განუკითხავად მოხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებსა  და საერთაშორისო თუ  ადგილობრივ საფინანსო ორგანიზაციებზე გასხვისება (ამ თემაზე  დეტალურად  არ შევჩერდებით, მისი უწმიდესობის მკაფიო პოზიცია ცნობილია და ჩვენც მრავალი პუბლიკაცია გვაქვს  გამოქვეყნებული).

დავამატებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა თემატური კოდექსების (სამოქალაქო კოდექსი,  საგადასახადო  კოდექსი, საარჩევნო კოდექსი და ა.შ., მხოლოდ მიწასთან დაკავშირებით  ხდება  შეუძლებელი ყველა საკანონმდებლო აქტის ერთ, მიწის კოდექში მოქცევა, რათა აცილებული იქნას სხვადასხვა ცალკე კანონებში გაბნეული ნორმებით მანიპულირება.

ყველაზე კარგი ჩანაწერიც კი ბოლომდე ვერ მოაგვარებს პრობლემას, თუ არ აიკრძალა, ან აუცილებელ მინიმუმამდე არ დავიდა,  ორმაგი  მოქალაქეობის დაკანონება  (მუხლი 32)  წინააღმდეგ  შემთხვეაში კანონმდებლობაში დარჩება ისეთი ხვრელები, რომლითაც შესაძლებელი გახდება  ქართული სახელმწიფოსთვის ამ დამღუპველი პროცესის  გაგრძელება (არსებობს პრეცენდენტი: ერთ დღეში  35 000 თურქეთის  მოქალაქეს  გამონაკლისი სახით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა). საქართველოს მოქალაქეობის  მიღების  შემდეგ მიწის შეძენა პრობლემა აღარ იქნება.

ორმაგი მოქალაქეობის დაშვება უცხოეთში მყოფ თანამემამულეებზე ზრუნვის  მოტივით ისეთივე საფრთხის შემცველია,  როგორიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე  მიწის განუკითხავი გასხვისება იმ  არგუმენტით,  რომ  სხვა ქვეყნის მოქალაქე ქართველი ჩვენგან ყურადღებას საჭიროებს.

ცალსახად უნდა ითქვას, რომ უცხოეთში მყოფ თანამემამულეთა უმეტესობის მდგომარეობის შემსუბუქებას ამით ვერ მოვახერხებთ. ისინი გაჭირვებამ გაიყვანა საქართველოდან, არალეგალურ მდგომარეობაში არიან, მათთვის საქართველოს მოქალაქეობა არავის ჩამოურთმევია და ჩაწერილნი არიან კიდეც ამომრჩეველთა სიაშიც.

მუხლი 32. პუნქტი 2. საგანგაშოა – ორმაგი მოქალაქეობის დაშვება ზოგადი  ფორმით გამოიწვევს    დემოგრაფიული ვითარების შეცვლას. ტერიტორიებოკუპირებულ ქვეყანაში საშიშია იმ მოქალაქეთა რიცხვის ზრდა, რომლებიც სხვა, უფრო დიდი ან დაინტერესებული სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებით არიან დატვირთული. ორმაგი მოქალაქეების, მით უმეტეს, საქართველოს გარეთ მცხოვრებთა პოლიტიკური ინტერესი და მათი  მონაწილეობა საქართველოს არჩევნებში საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა სისუსტის  ფონზე სავალალო შედეგის მომტანი გახდება. საქართველოს პასპორტით ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მოქალაქეობის მსურველთა თუ ჩვენი ჩინოვნიკების მხრიდან  მრავალი ცდუნების საფუძველი გახდება (მწარე გამოცდილება  გვაქვს).

იმ სიტუაციაში, როდესაც მიგრაციის პრობლემა კეთილდღეობაში მყოფ სახელმწიფოებსაც კი ურთულესი რისკების წინაშე აყენებს, ადვილი წარმოსადგენია რა შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს ის საქართველოსთვის. ძირითადი ნაკადი სავარაუდოდ იქნება მეზობელი რეგიონების მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჭარბმოსახლეობიანი, კულტურულად მკვეთრად განსხვავებული ქვეყნებიდან (დღევანდელი  სტატისტიკა მეტყველებს, რომ ეკონომიურად განვითარებული ქვეყნებიდან შესაძლებელია აქ ერთეულები კი არ ჩამოვიდნენ საცხოვრებლად).

მოქმედი ნორმა  (მუხლი 12 პუნქტი 2: „საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა დადგენილი გამონაკლისი შემთხვევის“) შესაძლებელს ხდის  ჩვენი თანამემამულეების პრობლემების ინდივიდუალურად მოგვარებას  და, ამავდროულად, უსაფრთხოების გარემოსაც იცავს რყევებისგან.

ძალიან საინტერესოა იმ ორი მუხლის ურთიერთმიმართება, რომლებმაც საზოგადოებაში უახლოეს წარსულში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

მუხლი 30. ქორწინების უფლება  პუნქტი 1: „ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.“         თვით ოჯახის დაფინიცია კი განმარტებული არ არის.

მუხლი 11. თანასწორობის უფლება პუქტი    2-ის შესახებ განმარტებითი ბარათი გვამცნობს:   „კონსტიტუციას დაემატა ნორმა გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც ძირითადი უფლების რანგში, ხელშესახები ფორმით ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფასა და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე“ (ადამიანის სიცოცხლისა და შრომის დაცვას ასეთი გარანტიები არ  აქვს).

საინტერესო ცვლილება შევიდა  მე-8  მუხლში სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა. ამ მუხლის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „მე-8 მუხლი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში წარმოდგენილია   უცვლელი შინაარსით, რამდენიმე ტექნიკური სახის ცვლილებით“.

ტექნიკურ ცვლილებაში იგულისხმება -  მოქმედი ტექსტიდან (მუხლი 9) „… კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს“ ამოღებულია შემდგომი ბოლო ფრაზა: „კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში“. გაუგებარია, კიდევ სხვა რომელ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმება და რატომ  გაფართოვდა ნორმების  არეალი.

ტერიტორიული  მოწყობის  საფუძვლების  (მუხლი 7)  მუხლის  ჩამონათვალში ყველაფერი წერია ტერიტორიული მოწყობის გარდა (საუბარია რა განეკუთვნება ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციას და, რომ თვითმმართველობა არსებობს). ხოლო ამავე მუხლის  2 და 3 პუნტქები  გვეუბნება:

მუხლი 7-ის პუნქტი 2: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონებით, რომლებიც კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.  რომელ კანონებზეა საუბარი და როდის უნდა მივიღოთ ეს კანონები, როდესაც ორივე  სუბიექტს აქვს მოქმედი კონსტიტუცია?!

აქვე აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ კანონმდებლობაში, (მაგალითად ბიუჯეტის შესახებ კანონში) სამხრეთ ოსეთს  ეგრეთ წოდებულიც კი არ აქვს მიწერილი!

დროა საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვროს აჭარისა  და  აფხაზეთის  სტატუსი, განვითარების გარანტიები და მათი მიმართება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

მუხლი 7-ის პუნქტი 3 გვპირდება  – „საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა გადაისინჯება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ“.

რა უნდა გადაისინჯოს, როცა ოფიციალურად არაფერი არ გვაქვს. ე.ი. ირიბად დაკანონდა  არაოფიციალურად არსებული ე.წ. სამხარეო მოწყობა და არაკონსტიტუციური გუბერნიები თავისი გუბერნატორებით. კონსტიტუციისა და  სახალხო მსჯელობის გვერდის ავლით ხდება რეგიონალიზმისა და ფედერალიზმის დამკვიდრების მცდელობა (მსგავსი მცდელობა ადრეც იყო თვითმმართველობის კოდექსის მიღების დროს და ის ქართული საზოგადოებისა და, განსაკუთრებით, მისი უწმიდესობის  ჩარევის შემდგომ იქნა აღკვეთილი).

ამ ეჭვებს აღრმავებს მუხლი 76-ის პუნქტი 3: „…თვითმმართველ ერთეულს ორგანული კანონით დადგენილი წესით უფლება აქვს გაწევრიანდეს თვითმმართველ ერთეულთა გაერთიანებებში“.   რა იგულისხმება ამ  „გაერთიანებების“  ქვეშ – ორი ან მეტი თვითმმართველობის ერთ  თვითმმართველობად თუ რეგიონულ  სტრუქტურას – უცნობია. საერთოდ, გაურკვეველია რა სახის „გაერთიანებებზეა“ საუბარი?!

კონსტიტუციაში თვითმმრთველობის თავისუფალი და დამოუკიდებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის გარანტიები არ  არის ჩადებული, სოფელს არა აქვს სტატუსი და სათემო ქონება.

მთლიანად  კონსტიტუციის  პროექტი ზოგად  დეკლარაციულ  ხასიათს  ატარებს,  საუბარია სახელმწიფოს კეთილ სურვილებზე  და არა მოქალაქეთა მიმართ პასუხისმგებლობაზე. ძირითადად გამოყენებულია არაფრისმთქმელი ტერმინები, კერძოდ: „ზრუნავს“  და არა ვალდებულებითი  „უზრუნველყოფს“.  მაგალითად:

მუხლი  5  სოციალური სახელმწიფო,   მუხლი  6. ეკონომიკური  თავისუფლება   მუხლი 26. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება  და სხვა,  რომელთა სახელწოდება ვერ ამართლებს მის შინაარსს.

ერთი სიტყვაც არ არის  ნათქვამი  თუ როგორ  უნდა  იყოს დაცული შრომა, რა გარანტიებია ჩადებული  კონსტიტუციაში. არც ანაზღაურების პირობებზეა რაიმე მითითებული, არც შრომით  ინსპექციასა და პროფკავშირების როლზე. უმუშევრობაზე, შემწეობაზე, დასვენების უფლებაზე. არ  უზრუნველვყოფთ  მოსახლეობის დასაქმებას, სოციალურ დაცვას, სამუშაო პირობებს, საარსებო მინიმუმს, უფასო სამედიცინო დახმარებას, საერთოდ  იგნორირებულია სახელმწიფოს მხრიდან სოციალური ფუნქციის განხორციელება.

შევადაროთ   მოქმედი  კონსტიტუციის მუხლებს:

- მუხლი 30 2: სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. 3: შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ. 4: შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

- მუხლი 32: სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით.

- მუხლი 37 1: …კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.

მართალია, მოქმედი კონსტიტუციის ნორმები მისი რეალიზაციის გარანტად ვერ იქცა, მაგრამ ამ დებულებების ამოღება პროექტიდან კიდევ უფრო დაუცველს გახდის  მოსახლეობას.

არც ძველ და არც ახალ ვარიანტში არ ჩანს საკუთრეების უფლების მყარი დაცვის მექანიზმები  და საკრედიტო ურთიერთობებში ისეთი მკაცრი რეგულაციები, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ისედაც  გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის ინტერესები.

გარკვეულ დაზუსტებას საჭიროებს ადამიანის თავისუფლებათა ხელშეუვალობა. მაგალითად,  პირის  დაკავება (მოქმედი კონსტიტუციის მე-18 მუხლი), როდესაც სასამართლოს ნებართვის გარეშე ხდება პირის დაკვება და ჩხრეკა, ამას შესაბამისი „კანონით საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ“  ჩატარებული  აქტი სჭირდება. პროექტის მე-13 მუხლით კი იგივე ქმედება „კანონით უფლებამოსილი პირის მიერ“  შეიძლება განხორციელდეს. ანუ, ახლა ყველა პოლიციელს აქვს უფლება ადამიანი დააკავოს და გაჩხრიკოს. ხვალ ნებისმიერ პოლიციელს ექნება უფლება დააკავოს ნებისმიერი ადამიანი.  ძალიან მძიმე წარსული  გვახსენებს  თავს.

მკაფიო  ჩანაწერს  საჭიროებს, როგორც  სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის აღკვეთის, ასევე, უკანონოდ მიყენებული ზარალის  სრული ანაზღაურების   მექანიზმები. თავისუფლების უკანონო  აღკვეთა   კონსტიტუცვიითა და სისხლის სამართლის კოდექით  დასჯადი ქმედებაა, სახელმწიფოს სახელით გამოტანილ უკანონო  გადაწყვეტილებაზე კი პასუხისმგებლობა მოხსნილია. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული 200 პირის საქმის მოსამართლეები  დღესაც  „წარმატებულ“ სამოსამართლო კარიერას აგრძელებს.   აგრეთვე, უიმედოდ ელის მრავალი  მოქალაქე წინა წლებში სახელმწიფოს მხრიდან  მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. ვითარებს ამძაფრებს ის, რომ  პროექტიდან ამოღებულია  მოქმედი ნორმა – მუხლი 42 პუნქტი „9. ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“.

გასათვალისწინებელია  ისიც, რომ  ყველა თავის თავის  პატივისმცემელ და  თავის მოქალაქეებზე მზრუნველ სახელმწიფოსგან განსხვავებით, საქართველოს სახელმწიფო უარს  ამბობს თავისი მოქალაქის უპირობო დაცვაზე  და თავისი მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემას   საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმებს უკავშირებს (მუხლი 32.   პუნქტი 5).   ასევე, ქართული სახელმწიფო უარს ამბობს  დაიცვას სიმართლისათვის დევნილი ადამიანები (ამოღებულია  მოქმედი  მუხლი 47  პუნქტი  3. „დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის, ან იმ ქმედობისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება“).

ამგვარად, ნათელია:  კონსტიტუციის  პროექტი  ზღუდავს  მოქალაქის  შესაძლებლობას  დაიცვას თავი  ძალადობისაგან  სახელმწიფოს  მხრიდან. ადგენს მიმართებას არაფრით   არ შეზღუდულ სახელმწიფო  ძალასა  და არაფრით  არ  დაცულ მოქალაქეს  შორის.   ნათელია,  სამწუხაროდ ისიც, რომ კონსტიტუციის „შემსწორებლები“ ბრმა სიჯიუტით  უგულვებელყოფენ  და  ეწინააღმდეგებიან  სწორედ იმას,  რაშიც  დასავლური  დემოკრატიის თეორიისა და  პრაქტიკის გაზიარება  გვმართებს,  და იმავდროულად  ცდილობენ  მისდიონ  იმას, რასაც  სახელმწიფოს,  როგორც ეროვნული  ნების, პარალიზაცია  მოსდევს.

როცა მსგავსი  კონსტიტუციური დებულებები გაიშლებსა სხვა, რანგით უფრო დაბალ კანონებში, რომელთა მიმართაც საზოგადოების ყურადღება მცირეა, მრავალ გაუგებრობას,  აჟიოტაჟს და  ქვეყნის ინტერესების  დამაზიანებელ ქმედებებს გამოიწვევს.

ცალკე უნდა გამოიყოს  პროექტის ავტორთა  მიმართება სახელმწიფო ენასთან. მუხლი 62 მე-4 პუნქტიდან ამოღებულია ჩანაწერი: „იმ რაიონებში, სადაც მოსახლეობა არ ფლობს სახელმწიფო ენას, უზრუნველყოფილია სახელმწიფო ენის შესწავლისა და სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა“. განმარტებითი ბარათი აცხადებს: „აღნიშნული ნორმის ადგილი არ არის სასამართლო ხელისუფლების მომწესრიგებელ თავში“.  ვეთანხმებით,  მაგრამ  მსგავსი „ლოგიკური ჩანაწერებით“, „იმ რაიონებში, სადაც მოსახლეობა არ ფლობს სახელმწიფო ენას“, ათეულობით წელია აღარაფერი ავალდებულებს ხელისუფლებას სახელმწიფო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის დაცვის ქმედითი ღონისძიებების გატარებას.  პირიქით, კონსტიტუციის პროექტის მუხლი 62.  პუნქტი 4-ში დარჩენილი ნორმა –  „სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი“ – ცალსახად  მოითხოვს სახელმწიფოსგან  უზრუნველყოს  სამართალწარმოების დროს თარჯიმანი (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის).  ვითარებას  ამძაფრებს ისიც, რომ დღემდე  არ არის შექმნილა   სახელმწიფო ენის დეპარტამენტი,  რომელიც 2015 წლის 22 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “სახელმწიფო ენის შესახებ” კანონის მიხედვით 2016 წლის 1 თებერვლამდე უნდა შექმნილიყო (ასეთ პირობებში, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენად იქნება გათვალისწინებული სახელმწიფო ენის ცოდნა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების დროს).

ყოველგვარი  არგუმენტირებული  განხილვის  გარეშე  მოიხსნა  სამხედრო სამსახურის გავლის  მკაცრი  ვალდებულება.  მუხლი 70  სამხედრო  ძალები პუნქტი 2: „საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია. სამხედრო სამსახურის გავლის წესს ადგენს კანონი“.

ძველი  რედაქცია მუხლი 101 პუნქტი 2: „ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი“.

„ვალდებულება“  არის  კანონის მიერ შეუვალად დაკისრებული  ქმედება, „ვალია“_ მორალური მოწოდება.  ამ სხვაობის მიჩქმალვით კონსტიტუციის „შემსწორებლები“ ძირს უთხრიან  ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას იმ დროს, როდესაც ჩვენს გარშემო ყველა ზრდის მას.

გადაწყვეტილება საგანგაშოა, დაძაბულ და ფეთქებადსაშიშ რეგიონში მყოფი ტერიტორიებოკუპირებულ ქვეყნის ასეთი გადაწყვეტილება ძალიან ძვირი დაუჯდება  ქართულ სახელმწიფოსა და მის მოსახლეობას.

გაანალიზებას საჭიროებს  თავი  მერვე. სახელმწიფოს თავდაცვა  და უსაფრთხოება.  მოქმედ რედაქციას თავი მეშვიდე სახელმწიფოს თავდაცვა, დაემატა სიტყვა  „უსაფრთხოება“, თუმცა თავის შინაარსში ეს  ცვლილება არ ასახულა, რაც დიდ  გაკვირვებას იწვევს. მით  უმეტეს, რომ საქართველოს მიერ  კონტროლირებულ ტერიტორიაზე  სხვა ქვეყნის აგენტურის უვნებელყოფის კანონმდებლობის არ არსებობა ქვეყნის მდგრადობისა და სტაბილურობის მთავარი საფრთხეა.

მუხლი 70. სამხედრო ძალები პუნქტი  3  გაჩნდა ახალი ჩანაწერი: „…საქართველოს ჰყავს სამხედრო და სხვა შეიარაღებული ძალები“.  ტერმინი „და სხვა შეიარაღებული ძალები“ – ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. არც განმარტებით ბარათშია ახსნილი.

პარლამენტის  ფუნქციას   აკნინებს   და  ჯანსაღ  სამოქალაქო პროცესს  საფრთხეს უქმნის  პროექტის მუხლი 72 –  „საომარი მდგომარეობის გამოცხადების  შესახებ გადაწყვეტილებას  იღებს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ“.

არ იცვლება ხელისუფლების ფორმირების ფუნდამენტური არსი  მთლიანად მორგებული  დღევანდელი ხელისუფლების კონკრეტულ ინტერესებზე  და არა საქართველოს  ისტორიულმასშტაბიან თუ მიმდინარე ამოცანათა გადაწყვეტაზე.

პროექტით წახალისებული ტენდენციები არ შეუწყობს ხელს პოლიტიკური ინფრასტრუქტურის, ძლიერი პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ის ორიენტირებულია  ძალაუფლების  გამყარებისკენ, მტკიცდება კლანურ-მონოპოლისტური სისტემა (რომლისთვისაც ადამიანი პროცესებიდან გარიყული მომსახურე პერსონალია), კონკურენტული და დაბალანსებული პოლიტიკური ინფრასტრუქტურის (სადაც ადამიანი  პროცესების წარმმართველი ხელისუფლების წყაროა) ნაცვლად.

დარღვეულია  დემოკრატიის  საფუძველი – საზოგადოებრივ ჯგუფებს  შორის წონასწორობა და ბალანსი, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. ჩვენთან ფაქტობრივად ერთ ადამიანზე, ერთ  ვერტიკალურ სტრუქტურაზეა ყველაფერი აგებული. ეს არის  საბჭოთა  ბოლშევიზმი, ცნობილი  სახელწოდებით _ „დემოკრატიული ცენტრალიზმი“.

საპრეზიდენტო მმართველობიდან გადავედით საპარლამენტო მმართველობაზე, ისიც გაუგებარია რატომ ასეთ ფორმაზე. მცირდება  აღმასრულებელ   ხელისუფლებაზე  პარლამენტის  ზედამხედველობის   მექანიზმები.   ძალაუფლება  მთლიანად კონცენტრირდება პრემიერის ხელში. პრემიერ-მინისტრს პირდაპირი არჩევის წესით არ ირჩევენ, ირჩევენ კოლექტიურ ორგანოს პარლამენტს, პარლამენტი ნიშნავს პრემიერს.  მივიღეთ სიტუაცია, როდესაც არ  არის  დაკონკრეტებული ვინ რაზეა პასუხისმგებელი.

რას ნიშნავს ეს, გასაგები ხდება თუ  გავითვალისწინებთ,  რომ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, პარტია „ქართული  ოცნების“ ავტორიტეტის და გავლენის საფუძველი მათი კოლექტიური ან წევრთა ინდივიდუალური პოლიტიკური კაპიტალი და ავტორიტეტი    კი არაა, არამედ  მთავარი პოლიტიკური მოთამაშის ბიძინა ივანიშვილის (რომელიც დღეს  ოფიციალური პირი არ არის)  პიროვნული აქტივი.

ცივილიზებულ სამყაროში (საითკენაც თითქოს მივისწრაფით) ის სახელმწიფოა წარმატებული, სადაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო, მედია და სამოქალაქო სექტორი აკონტროლებს ერთმანეთს, სადაც შემუშავებულია ის მექანიზმები, რომ თუ ვინმეს რაიმე შეცდომა გაეპარა მაშინვე მოხდეს ამ შეცდომაზე რეაგირება და გამოსწორება.

კონსტიტუციის პროექტის ტექსტი საქმეში ჩახედულ ადამიანებს პირდაპირ ეუბნება, რომ არ განვითარდება პოლიტიკური ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო, თვითმმართველობა, სამოქალაქო სექტორი, კონკურენტული ბიზნესი…  ხელისუფლების არც ერთ შტოს არ აქვს ის მექანიზმები, რომ გააწონასწოროს და დაამყაროს  მდგრადი  და  სტაბილური   ბალანსი ქვეყანაში.

კონსტიტუციის ავტორთა ძირითადი  ენერგია  დაიხარჯა  „დახვეწილი იურიდიული ტექნიკის“  გამოყენებით ერთი სუბიექტის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციისა და ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიების უზრუნველყოფისთვის - თან ისე, რომ  კონკრეტული პასუხისმგებლობა არავის დაეკისროს.

ძალაუფლბის მონოპოლიზებას  ემსახურება პრეზიდენტის არჩევის წესში ცვლილება მუხლი 50-ის პუნქტი 1: საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობისგან  პირდაპირი  არჩევის ნაცვლად, 5 წლის ვადით  დებატების გარეშე  ფარული კენჭისყრით აირჩევს ხელისუფლების  წარმომადგენელთა  300- კაციანი საარჩევნო კოლეგია.

განმარტებით ბარათში ახსნილმა პარლამენტის არჩევის წესში (მუხლი 37). ამ  ცვლილების მოტივაცია საქართველოს პოლიტიკური კლასის სახე სრულად წარმოაჩინა: „ქვეყნის წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, მოქმედმა შერეულმა პროპორციულ-მაჟორიტარულმა საარჩევნო  სისტემამ გახადა შესაძლებელი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და ამ უმრავლესობის სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისათვის ბოროტად გამოყენება. იმისათვის,  რომ გრძელვადიან პერსპექტივაში თავიდან იქნეს არიდებული ამგვარი საფრთხე, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღებას, რომელიც გამორიცხავს ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ საკონსტიტუციო ან ზოგადად, ჭარბი უმრავლესობის მოპოვებას“.

ამიტომ  განმარტავენ, რომ „პროპორციული სისტემით გაუნაწილებელ მანდატებს იღებს არჩევნებში გამარჯვებული პარტია. აღნიშნული ნორმა ემსახურება იმავე ლეგიტიმურ მიზანს, რა მიზნითაც დემოკრატიულ სისტემებში საარჩევნო ბარიერი წესდება – ესაა დემოკრატიული სისტემის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა“.

ამ  მარქიზმ-ლენინიზმის დიალექტიკური „რკინის ლოგიკის“  წინააღმდეგ არგუმენტის მოძებნა ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობას სცილდება. აღნიშნული თეზისი იმავე კატეგორიიდანაა, როგორიც  შემდეგი: როცა  შენ გჭამენ, ბარბაროსობაა, ხოლო, როცა შენ ჭამ სხვას,   პროგრესი  და დემოკრატია.

ცივილიზებულ სამყაროში არჩევნების წესს ერთადერთი მიზანი აქვს: უზრუნველყოს ამომრჩეველთა ნების ზუსტი  გამოხატვა. საზოგადოებაში არსებული განწყობებისა და  პოლიტიკურ  ძალთა არარეალისტური ასახვა პარლამენტის მანდატებად საშიშროების შემცველია, პროცესები დარბაზიდან ქუჩაში გადაინაცვლებს და, ემოციური  ფონის  გათვალისწინებით,  დაპირისპირებისა და პოლიტიკური კრიზისის გამომწვევად იქცევა.

ამავე  კატეგორიიდანაა  საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტის გაუქმება. განმარტებით  ბარათი გვაუწყებს: „ბლოკის ინსტიტუტი პოლიტიკურ პარტიებს აძლევს მანიპულირების შესაძლებლობას, რის საფუძველზეც ისინი ახერხებენ დამატებითი პრივილეგიების ხელოვნურად მოპოვებას…“,  მაგრამ  რჩება კვალიფიციური პარტიის სტატუსი, რომლითაც ციტატა განმარტებით  ბარათიდან:  „ … სარგებლობს 20 პოლიტიკური პარტია, რომელთა უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს პარტიის ინსტიტუტისადმი წაყენებულ მინიმალურ მოთხოვნებს, მათი ნაწილი კი სულაც ფიქტიურია“.

კეთილშობილური  მიზანია პარტიული  ცხოვრების  მოწესრიგება, მაგრამ  ამ  მიზნის  მისაღწევად   ბლოკები უქმდება და კვალიფიციური პარტიის სტატუსი რჩება?!  დეტალებში ჩაუხედავი ხალხისთვის უცნობია, რომ „კვალიფიციური პარტიების“ სტატუსი და მისგან გამომდინარე  პრივილეგიები ერთ-ერთი მექანიზმია სატელიტი პარტიებით მანიპულაციისა და  თვალსასეირო პოლიტიკური სპექტაკლების განსახორციელებლად.     საკითხის მოგვარების მარტივი გადაწყვეტა იგნორირებულია – პარტიას და ბლოკს (მასში შემავალი სუბიექტების რაოდენობის მიუხედავად) კონკურენციის თანაბარი პირობები დაედგინოს.

განმარტებითი ბარათით ვგებულობთ, რომ პროექტის ავტორთა აზრით, საქართველოს პარლამენტის არჩევის ფუნდამენტური ცვლილება (თავი მესამე) ევროპული  სტანდარტების  შესაბამისად განხორციელდა.

ევროპულ კანონმდებლობაში არსებული ზოგიერთი, კონტექსტიდან ამოღებული, ელემენტით  უნიჭო დემაგოგია და კონსტიტუციაში გაცხადებული „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის“ (მუხლი 78) სურვილის დეკლარირება, მოსახლეობაში არაპოპულარული ქმედებების დასავლეთზე (ვენეციის კომისია)  გადაბრალებისა  და საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილი საბჭოთა „დემოკრატიული ცენტრალიზმის“ გადაფარვის უსუსური მცდელობაა.

გაკვირვებას  იწვევს კონსტიტუციიდან იმ ნორმის ამოღება, რომელიც  პარლამენტის  და  სხვა კონსტიტუციური ორგანოს  ადგილსამყოფელს ადგენს  ან  ჩანაწერი,  რომ   „პარლამენტი ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, მათ შორის თითო მოადგილეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებიდან“.  მუხლი 40.  როგორ უნდა  განხორციელდეს ეს, როცა  პროპორციული არჩევნები თავისთავად პარტიულ მანდატებს   გულისხმობს და არა რეგიონებისას.

ზემოთ  ჩამოყალიბებული და კიდევ სხვა შეუსაბამობა თუ  გაურვევლობა მრავალია კონსტიტუციის  წარმოდგენილ პროექტში.  ეს უკანასკნელი საჭიროებს ფუნდამენტურ დამუშავებას და განხილვას საზოგადოების ფართო ჩართულობით, რათა მიღწეული იქნას საერთო სახალხო  კონსესუსი.

სხვა  შემთხვევაში ადამიანებში დაგროვილი უარყოფითი  მუხტი  და  მათში  არსებული არარეალიზებული ენერგია მოსახლეობის პოლარიზაციისა და საზოგადოებრივი  დაპირისპირების საფუძველი  გახდება. საქართველოს უახლესი წარსულის  მწარე გამოცდილებით, პროცესების ესკალაციამ  დღეს თუ არა ხვალ   შესაძლებელია კვლავ რუსთაველის გამზირზე  გაიყვანოს  ხალხი.

პატივისცემით   მამუკა  გიორგაძე

21.05.2017

მოსაზრებები არჩევნების მეორე ტურის წინ
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურმა მთლიანად გააშიშვლა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ქმედებების ურთიერთშეთანხმებული ხასიათი (სხვა პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის ნებსითი თუ უნებლიე თანამონაწილეობით), რომლის დაფარვას ორივე მხარე დიდი მონდომებით ცდილობდა. ტანდემმა მოახერხა საერთაშორსო თანამეგობრობისა და საქართველოს მოსახლეობის ჩათრევა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მეტად საშიშ ტრაგიკომიკურ ფარსში, რომელსაც, რატომღაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დაერქვა.

ორი ძალის „სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინებამ” ყველასათვის თვალსაჩინო გახდა ამ პროცესის არსი და რაობა –  ისინი ერთმანეთის გარეშე არ და ვერ იარსებებენ.    გამოაჩინა რატომ აცოცხლებდა და რისთვის სჭირდებოდა ოცნებას  ნაცმოძრაობას.

მეორე ტურში უნდა აირჩეს პარლამენტის 50 წევრი, რაც მთელი შემადგენლობის მესამედია, ანუ უნდა გადაწყდეს არა მარტო საკონსტიტუციო უმრავლესობის, არამედ საერთოდ, პარლამენტის უბრალო უმრავლესობის ბედი.

პირველ ტურში პარლამენტში ვერ გასული პარტიების, ასევე ოცნების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი (25%) და არჩევნებზე არმისული (სიაში მყოფთა 50%) ამომრჩევლების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც, წესით, ოპოზიციური კანდიდატების მხარდამჭერად უფრო მოიაზრებიან, ქართული ოცნების პერსპექტივა, მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ უნდა ჩანდეს.

ხელისუფლება კი პირველი ტურის შედეგებითაც კმაყოფილია და ძალიან მშვიდადაც არის. იმდენად გარანტირებულად გრძნობს თავს, რომ რაიმე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი, თუნდაც, პოპულისტური ნაბიჯის (მაგალითად, ტარიფების მცირედი შემცირების დაპირება მაინც ან სხვა) გადადგმასაც კი არ აპირებს. უფრო მეტიც, არჩევნების პირველი ტურის დასრულების მეორე დღეს ლარის კურსი დაეცა და  პირველადი მოხმარების ზოგიერთ პროდუქტის, მაგალითად შაქრის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა (20%).  თუმცა, ამაზე თავი არავის შეუწუხებია.

საკითხავია რა აძლევს მას ასეთი სრული ბედნიერების საფუძველს?                                                     პასუხი მარტივია – მისი ძირითადი კონკურენტი არის ნაცმოძრაობა!

ოცნების სილაღე ასეთ პირობებში გასაგებია – მას ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გარანტირებული აქვს ამომრჩევლის მხარდაჭერა: ნაცმოძრაობასთან უშუალოდ ასოცირებულთა გარდა, საკუთარი თავის პატივისმცემელი არც ერთი ადამიანი და ორგანიზაცია ნაცმოძრაობას მხარს არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს. ნაცმოძრაობის წინააღმდეგ გამოსვლა კი კარგი  “სახელმწიფოებრივი” საბაბი გახდება ზოგიერთი “ოპოზიციური” პერსონისთვის ოცნების ქვეშვრდომობაში გადასასვლელად. ადმინისტრაციული რესურსი მხოლოდ იმ ოლქებში იქნება გამოყენებული, სადაც ოცნებას ძალიან სუსტი კანდიდატები ჰყავს.

ტექნოლოგია ახალი არ არის – მთავარია ფინალში გაიყვანო შენთვის კომფორტული ოპონენტი და დაფნის გვირგვინი გარანტირებულია! პრობლემა ამ „კომფორტული ოპონენტის” ფინალში გაყვანაა.

“პრობლემის” მოგვარების გზაც აპრობირებულია – ნაციონალური მოძრაობის ლანძღვისა და დევნის იმიტაციის ფონზე ხდება მისი ხელშეწყობა და წარმოჩინება ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციად. მანაც სიამოვნებით მოირგო ოპოზიციური აზრის მონოპოლიზების სპექტაკლში მიკუთვნებული როლი და… ამუშავდა “შუის გაკრეფის” პროცესი. კამპანიის მიზანი იყო ძალების ხელოვნური გადანაწილება და საზოგადოების პოლიტიკური პოლარიზაცია.

ვინც ძალიან კარგად მოიქცა ნაცმოძრაობის შემადგენლობიდან, ანუ ოცნების მომსახურებაზე გადავიდა, მისთვის ღიაა ოცნების კარი – ადგილი საპარლამენტო სიაში და თანამდებობა. ამას სააკაშვილის გავლენისგან გათავისუფლებას ეძახიან. ხოლო, ვინც სააკაშვილთან დარჩა, მოუწევთ ლანძღვა-გინების, უფრო ოდიოზურ პირებს თავში წამოთაქების ატანააც კი, რათა დაპირისპირება ხალხის თვალში უფრო რეალურად გამოჩნდეს…

საზოგადოებას კარის “ბიზმესმენთა” ვარიანტსაც სთავაზობენ. წინა რეჟიმის დამფინანსებელთა უმეტესობა ოცნების მაისურით მოგვევლინა მოედანზე. ისინი უცებ იქცნენ ნიჭიერ, საინტერესო და, რაც მთავარია, ჭკვიან (სააკაშვილსაც კარგად ემსახურებოდნენ) ადამიანებად. თითოეული მათგანი თანახმაა დასჯერდეს  ხელის მექანიკურად ამწევ-დამწევის როლს მომავალ პარლამენტში, საკუთარი ქონების გაზრდისა და ხელშეუხებლობის ფასად.

სახეა, როგორც პოლიტიკური და სამოქალაქო სივრცის, ასევე ბიზნესისა და ეკონომიკური აქტივობისთვის საჭირო საშუალებათა მონოპოლიზაცია. ანუ, პოლიტიკაში შუაგაკრეფის პროცესი განსაზღვრავს ყველა სხვა მიმართულებით შუაგაკრეფასაც.

ამ პროცესებმა ხილული გახადა პოლიტიკოსთა დეფიციტი ჩვენი ქვეყნის მმართველ რგოლში და ისიც, რომ ეს დეფიციტი ხელოვნურად იქმნება.

ამ ხელოვნური გადანაწილებისა და პოლარიზაციის პირობებში, საბოლოოდ, ორივე ძალა მოგებული დარჩა. თავისი წილი დივიდენდი ორივემ მიიღო: ნაცმოძრაობამ – გარანტირებული საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსი, აქედან გამომდინარე სახელმწიფოს, ანუ ჩვენს ხარჯზე დაფინანსება, ასევე, კომფორტი, ძველი ცოდვების ჩამოწერა და სამომავლო პერსპექტივა; ოცნებამ – საკონსტიტუციო უმრავლესობა და, შესაბამისად, მთლიანად ხელისუფლება.

მრავლისმეტყველია თვითონ ის ფაქტიც, რომ ნაცმოძრაობა, რომელიც არჩევნების მოგებას აანონსებდა, დღეს მხოლოდ ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობის არშექმნაზე აპელირებს (რითაც ირიბად მადლობას უხდის ოცნებას).

არჩევნების მეორე ტურისთვის მეტი ექსპრესიის შესაძენად, საეთერო დროისა და სივრცის შესავსებად, წამოსწიეს უამრავი ისეთი ფსევდოპრობლემა, როგორიცაა ნაცთა პარლამენტში შესვლა-არშესვლა, ქორწინების შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში, მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის ადგილმდებარეობისა თუ პრეზიდენტის არჩევის წესის თაობაზე. და ეს ყველაფერი გაურკვეველი და შეუთანხმებელი საკონსტიტუციო კომისიის პირობებში. თითქოსდა, მეტი პრობლემა არ იყოს ქვეყანაში. არც კი გახსენებიათ, რომ ქვეყანას არა აქვს უამრავი სასიცოცხლოდ აუცილებელი კანონი.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მოახლოების კვალდაკვალ, პროცესი სულ უფრო მეტად ემსგავსება საპნის ოპერას. რეალობა, რომელსაც ერთმანეთთან კარგად შეთამაშებული ორი  „პარტია“ სთავაზობს ამომრჩეველს, ისევ არ სცდება შუაგაკრეფის სპეცოპერაციის ფარგლებს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ორივეს ინტერესის სასარგებლოდ ცესკომ საკუთარი დადგენილებით ორგანულ კანონიც კი შეცვალა. როდესაც ერთმანეთის პირისპირ დარჩა ორივე  ძალა – „ქართული ოცნებაც“ და  „ნაციონალური მოძრაობაც“ იმის მაგივრად, რომ ამომრჩეველს ახლა მაინც სთავაზობდეს საკუთარ ხედვებს სახელმწიფოს განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ქვეყნის წინსვლის პროგრამების შესახებ, ისევ და ისევ მთელ ძალისხმევას ერთმანეთის ლანძღვასა და განქიქებას ანდომებს; შემოიფარგლება  სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებზე გათვლილი დაპირებებით. ელექტორატი არჩევანის გასაკეთებლად ვერ აღმოაჩენს ვერავითარ დიდ სხვაობას მათს რიტორიკაში,  მიზნებსა და ამოცანებში   და ამის მისაჩქმალად ქმნიან ქარიშხალს ჭიქაში.

სიტყვით ორივე ძალა ამტკიცებს საკუთარ პროდასავლურობას, საქმით კი ორივე მათგანი საბჭოთა წარსულიდან გამოყოლილი უნარ-ჩვევების გამოყენებით ამუხრუჭებს საზოგადოების განვითარებასა და წინსვლას. ორივე პოლიტიკურ ძალაში მრავლად იყო და არის წარმოდგენილი პერსონები, რომელთაც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით ქვეყნის წინაშე ჩადენილ მრავალ დანაშაულში. ორივე ძალას სამართალი მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების საშუალებად წარმოუდგენია, ორივე პოლიტიკური ძალა ცდილობს საშუალო ფენად წარმოგვიდგინოს საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები და ა.შ.  აქვე აღვნიშნავდით, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ხალხს, ე.წ. ადმინისტრაციულ რესურსს, ეს ორი ძალა ერთმანეთში ინაწილებს.

ნაცმოძრაობასთან მიმართებაში ყველაფერი გასაგებია – საზოგადოების უდიდეს ნაწილში მათ შესახებ მკაფიოდ ჩამოყალიბებული  და არგუმენტირებული პოზიცია არსებობს. ქართული ოცნების ქვეყნისადმი ერთგულებისა და პოლიტიკური კეთილსინდისიერების მიმართ კი აზრები იყოფა.

ქართული საზოგადოება ახალი რეალობის წინაშე დადგა. რა უნდა ქნას საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების იმ წარმომადგენლებმა, ვისაც, „ოცნების” ზოგიერთი წევრისგან განსხვავებით, არასდროს უთანამშრომლია სააკაშვილის რეჟიმთან და ამ რეჟიმთან ბრძოლის დროს, არასდროს უფიქრია პირად ინტერესებზე, კომფორტსა თუ კეთილდღეობაზე? რა უნდა ქნას იმ ხალხმა, რომლებიც ებრძოდა  სააკაშვილის ტირანულ რეჟიმს და ეჭვი ეპარება ოცნების სანდოობაში, კარიერული წინსვლისთვის გადანაწილდეს  “ქართულ ოცნებასა” და “ნაც-მოძრაობაში”, თუ ქვეყნის ბედზე ფიქრს საერთოდ დაანებოს თავი?

მეორე ტურისთვის ყველაფერი ნათელია. ზედმეტი ვნებათა ღელვა საჭირო არ არის. შექმნილი მძიმე მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ურემი გადაბრუნდა, ახლა მაინც დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ რაც გვჭირს. გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ჯანსაღ პოლიტიკურ ძალთა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით ამის შემდეგ მაინც შევძლოთ ამ მოცემულობის შეცვლა და ქვეყნის განვითარების გზაზე დაყენება.  მით უფრო, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო, ხელისუფალთა მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენს გვერდითაა და ცდილობს დაგვეხმაროს თავისუფალ ადამიანთა კრებულად ჩამოყალიბებაში. წარუმატებლობა  გამოცდილებად მივიღოთ, მისგან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და იგი მომავალი გამარჯვების დასაბამად ვაქციოთ.

სახალხო პარტია   მამუკა გიორგაძე, ჯემალ გუნდიშვილი. 26.10.2016

„სახალხო პარტიის“ პოლიტიკური პროგრამის პრინციპები – I ნაწილი
საამაყო  წარსულიდან – ღირსეული  მომავლისკენ

(სახალხო პარტიის 15 ყრილობის მასალებიდან. 2016  წლის  საპარლამენტო   არჩევნებისათვის)

სახელმწიფო კანონებს არ შეუძლიათ უგულვებელყონ  ბუნების კანონები

“დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვია და ამაებმა სრულიად წარწყმინდეს ჩვენში თვითმოქმედების ძალ-ღონე”

“გვეყო, რაც ჩვენმა წარსულმა ჩვენ მაგალითები გვიჩვენა. ნუთუ აქამომდე გული  ვერ დავაჯერეთ, რომ ჩვენს გარეთ ჩვენი ხსნა სიზმარია”                                       წმ. ილია მართალი

პრეამბულა

თავისუფლება და დამოუკიდებლობა ქართველი ერის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა მისი მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე.

დასახული მიზნის პირველი ეტაპი გახორციელდა – საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი ქვეყანა და გაეროს მიერ, გატარებულია მსოფლიო  სახელწიფოთა  რეესტრში.

საქართველო სუვერენული  სახელმწიფოა და საკუთარი თავის თავის მიერ არჩეული პარლამენტის და მის მიერ დამტკიცებული მთავრობის ხელით მართვის უფლება მოპოვებული აქვს.

საქართველოს დღევანდელი ვითარება არ შეესაბამება მისი ერისა და სახელმწიფოს, არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებს. ეს იმას ნიშნავს, რომ  უგულვებელყოფილია ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც სასწრაფო  დარეგულირებას მოითხოვს, ასევე  ხარვეზები აქვს სოციალური პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პარამეტრთა და მოთხოვნათა ჩამონათვალსაც.

თანამედროვე მდგომარეობის შეფასება უძრაობის პერიოდისეული სტაბილურობის კრიტერიუმებით მიუღებელია. თავისთავად მიუღებელია ქვეყნის საბჭოთა-ბოლშევიკური მეთოდებითა  და სტილით  მართვა.

ქვეყნის   წინსვლისთვის   აუცილებლად  უნდა   გადაიდგას  შემდეგი   ნაბიჯები:

ერთიანი  ეროვნული ამოცანების  განსაზღვრა:

დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში  შექმნილი არასასურველი პოლიტიკური ვითარების საფუძვლიანი ანალიზი: “გაყინული არასტაბილურობის”, როგორც დაყოვნებული მოქმედების  ნაღმის, პარამეტრების შესწავლა და მისი  „მართვადი პოლიტიკური ქაოსისკენ” (ქვეყნის მართვის პარალიზება) წარმართვის მცდელობების  გაუვნებელყოფის  მექანიზმების შემუშავება;

საზოგადოებრივი  ცხოვრების  მდგრადობისა  და  პოლიტიკური სისტემის  სტაბილურობის ძირითადი   პრინციპების  შემუშავება:

ქართველ ერს ახალი საფრთხეებისა და  ახალი გამოწვევების გათვალისწინებით,  ჩამოსაყალიბებელი და შესათანხმებელი გვაქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური  ცხოვრების მდგრადობის  ძირითადი  პარამეტრები  და  ორიენტირები, რას უნდა  ეფუძნებოდეს ის და რა ღირებულებები უნდა განსაზღვრავდეს ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების წესს: სად გადის მთავარი ბრძოლის ხაზი, რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან, როგორს ვხედავთ საკუთარ თავს, ან როგორი გვინდა, რომ ვიყოთ? ვიქნებით კაცობრიობის  პარტნიორი ერი, თუ საბოლოოდ  დავკარგავთ  ჩვენს თვითმყოფადობას? გავხდებით  მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტი, თუ კვლავ  დავრჩებით სხვისი ზრუნვის და, შესაბამისად, მის ინტერესების გამტარებლის როლში?

ამჟამად ქართული საზოგადოების წინაშე მორიგი საპასუხისმგებლო ამოცანა დგას – გამოიჩინოს მტკიცე ნება პოლიტიკურ პროცესებში – საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე შეიმუშაოს და დანერგოს უსაფრთხოების ქმედითი და ეფექტური  მექანიზმები, დაიცვას და განავითაროს ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებეზე დაფუძნებული სახელმწიფო, რისთვისაც  აუცილებელია ქვეყნის მართვის სადავეები დამოუკიდებელმა (არამარიონეტულმა), სახელმწიფოსადმი ერთგულმა და კომპეტენტურმა პოლიტიკურმა ჯგუფმა აიღოს ხელში.

განვითარებისა და სტაბილურობისთვის სახელმწიფოს სჭირდება საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი განვითარების კონცეფცია,  ათვლის საერთო სისტემის შექმნა, რომელმაც უნდა მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია და  საქართველოს მოსახლეობის და  მსოფლიო  თანამეგობრობის  თვალში სახელმწიფოს ავტორიტეტის  ამაღლება. ამ პრინციპების გარეშე  შეუძლებელია საზოგადოების განვითარება, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს სახელმწიფოს სახის ავ-კარგიანობაზე;

ქრისტიანულმა კულტურამ განუზომელი წვლილი შეიტანა ქართველი ერის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში. ეს სისტემა დამყარებულია იმავე აბსოლუტურ, ანუ შეუვალსა და     არც ერთ ვითარებაში არ დასათმობ  ღირებულებებზე, რომლებზეც დგას თანამედროვე კაცობრიობის  მოწინავე  ნაწილის იდეოლოგია და მორალი: ადამიანის უფლებების დაცვა,  ადამიანთა პრინციპულ  თანასწორობა, თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, თანაგრძნობა, შემწყნარებლობა და სხვა. ეს ღირებულებები საქართველოში იმპორტირებული არ არის: ის ქართველი ერის მიერ საკუთარი ინტელექტუალური და ზნეობრივი ძალით საკუთარ ქვეყანაში ისტორიულად ჩამოყალიბებული ორგანული სისტემის მონაპოვარია.

სწორედ ამიტომ აქვს საქართველოში დემოკრატიასა და თავისუფლებას მყარი საფუძველი, რასაც სხვა წყაროებთან ერთად,  ქვეყნის ტრადიციული სარწმუნოება ასაზრდოებს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები და სამართლიანობის ზოგად საკაცობრიობო ინტერესი დღეს და  მომავალში ერთიმეორეს ემთხვევა.

გეოგრაფიული, გეოსტრატეგიული და დემოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს კაცობრიობის მიერ დღეს გაზიარებული პოლიტიკური და მორალური პრინციპებისა და საქართველოს სპეციფიკური ინტერესებიდმი სრულყოფილად შესატყვისი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შედგენა, რისთვისაც მას ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობით გამსჭვალული და კომპეტენტური პარლამენტი სჭირდება.

საქართველოს  პარლამენტს (მთავრობას და პრეზიდენტს)  ჯერ კიდევ შეუძლია, პოლიტიკური ნების სწორი მიმართვით, ქვეყნის წინაშე  ერთგულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის, პოლიტიკური და დარგობრივი კვალიფიციულობის, პატიოსნების შემთხვევაში, დაძლიოს საქართველოს დღევანდელი კრიზისული მდგომარეობა  და  წრაფად გადაიყვანოს ქვეყანა სტაბილური და მდგრადი განვითარების რელსებზე.

საქართველოს  „სახალხო  პარტიას“  გააჩნია მტკიცე  პოლიტიკური  ნება, გამოცდილებით გამყარებული  უნარი  და  აუცილებელი  ძალა,  რომ  პარლამენტში   საქმიანობით   საქართველოს  სახელმწიფოს  შეუნარჩუნოს  და   განუმტკიცოს  სახელმწიფოებრიობის  სამი მთავარი  საყრდენი. სახელდობრ:

1)      სრულჰყოს კანონმდებლობა,  რითაც  ხელისუფლებას  სახელმწიფოს წარმატებული მართვის შესაბამისი ბერკეტი ეძლევა.

2)      დაიცვას ერი და სახელმწიფო კაპიტულაციებისაგან უცხო ძალების წინაშე, ანუ ისეთი დათმობებისაგან,  რომლებიც  ვნებს  საქართველოს სახელმწიფროებრივ სტრატეგიულ ინტერესებს და რომელთა გამოსწორება შემდეგში შეუძლებელი იქნება;

3)      სახელმწიფოს  რესურსის  (ბიუჯეტის)  პრიორიტეტების  განაწილების გზით  სისტემაში  მოიყვანოს  ეკონომიკური  ზრდის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური დაცვის ეფექტური პროცესი.

მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, როცა საქართველოს პატრიოტული და დემოკრატიული სულისკვეთების  ადამიანები და ორგანიზაციები უნდა გაერთიანდნენ  ქვეყნის გადასარჩენლად.

საქართველოს  პარლამენტში  ქვეყნის  ერთგული, მომზადებული  და  სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით  აღჭურვილი  ადამიანების  მოყვანა  საქართველოს  ეროვნულ  ძალთა  და მთლიანად  ქართული  საზოგადოების  მთავარი  სახელმწიფოებრივი  ამოცანაა.

„სახალხო   პარტიის“   ხედვა

”მე მწამს, რომ სწორედ დღეს დადგა ის მომენტი  როცა ერმა უნდა სძლიოს ბრბოს,  როცა პიროვნებამ უნდა სძლიოს ინდივიდს  და როცა საზოგადოებამ უნდა სძლიოს  შრომით  კოლექტივს,  და თუ ეს მოხდა საქართველო  გადარჩება  და ჩვენ  შევძლებთ  ამაყად  ვთქვათ – მე ქართველი  ვარ!”                                                                   გიორგი ჭანტურია

ეროვნულ-დემოკრატიული  სულისკვეთების საქართველოს „სახალხო  პარტიას“,  რომლის მიზანია შეასრულოს  ეფექტური  როლი   სახელმწიფოს, საზოგადოებისა  და  ეკლესიის ურთიერთობის  დინამიური პროცესების  სწორად  წარმართვის საქმეში,   გვაქვს საქართველოს  სახელმწიფო მშენებლობისა და პოლიტიკური წინსვლის კონკრეტული პროგრამა, რომელიც ქართველი ერის დიდი უმრავლესობის შინაგან მოთხოვნას, აზრსა  და სულისკვეთებას შეესაბამებ, თუმცა მოკლებული ვართ საარჩევნო ბრძოლის ფინანსურ სახსარს, ადმინისტრაციულ რესურსსა და მედიაზე წვდომას. ამდენად, მივმართავთ ამომრჩეველს გაითვალისწინოს ყოველივე ეს და არჩევანიც ამის მიხედვით გააკეთონ.

“სახალხო პარტია” წარმოგიდგენთ,  საქართველოსთვის სასიცოცხლო ამოცანათა და მათი გადაჭრის იმ პრინციპების ძირითად ნაწილს, რაც საერთო ეროვნული თანხმობის საფუძვლად მიგვაჩნია და მათი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ასახვა, ჩვენი აზრით, უმნიშვნელოვანესი საქმეა.

აღნიშნული ამოცანები და მათი გადაჭრის პრინციპები წარმოდგენილია „სახალხო პარტიის“ სამოქმედო პროგრამაში და მათი რეალიზებისთვის, „სახალხო პარტია“ თანამშრომლობას ქართველ ხალხს სთავაზობს.

„სახალხო   პარტიის“ პოლიტიკური   პროგრამის   პრინციპები

მუდმივი  ღირებულებები:

-         ადამიანი   - უმაღლესი  ღირებულება:

პიროვნების ღირსება, ადამიანთა თავისუფლება და პასუხისმგებლობა, კანონის წინაშე თანასწორობა, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, სასამართლო პროცესების გამჭირვალეობა, პლურალიზმი, თვითმმართველობა, ეთნო-რელიგიური შემწყნარებლობა, ოჯახისა დ აჯანსაღი ცხოვრების კულტი, შრომის კულტურა,  სოციალურ ფენებს შორის თანამშრომლობა (სოლიდარობა),  პარტნიორობა, სამართლებრიობა, ძალაუფლება თადანაწილება, ხელისუფლების წარმომადგენლობითობა,  სოციალური თანასწორობა, თანაგრძნობა, თანადგომა-სუბსიდიარობა, უდანაშაულობის პრეზუმცია და სხვაპ რინციპები უნდა იყოს და არ შეიძლება არ იყოს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების ძირითადი ქვაკუთხედი. როგორც სისტემა ინდივიდისადამი ან ურუფლებათა დაცვისა, ანუ როგორც ინდივიდზე სახელმწიფოს ზემოქმედების შესაძლებლობათა რეგლამენტაციისა;

-         ოჯახი - საზოგადოების   ქვაკუთხედი:

ოჯახში ხდება  ადამიანის პიროვნული ჩამოყალიბება და განვითარება. ის არის პასუხისმგებელი საზოგადოების  წინაშე  ახალი მოქალაქის  ჩამოყალიბებაზე. ოჯახი გახდება სახელმწიფოებრივი ზრუნვის ობიექტი. ყოველ ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს ოჯახი, ყურადღება, ზრუნვა და სიყვარული თავისი მშობლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოსაგან.  ხელი უნდა  შეეწყოს საქართველოში ოჯახის ტრადიციის განვითარებისათვის შესაბამისი კანონმდებლობის  შექმნას.

-         სახელმწიფო – საქართველო   არის:

დედამიწის  ერთ-ერთი  გეოგრაფიული  ადგილი, ქართველი ერის, როგორც  კაცობრიობის  ერთ-ერთი  ნაწილის  სამშობლო, ანუ დედამიწის ის ერდადერთი ნაწილი, სადაც ქართველ ერს შეუძლია და უფლება აქვს თავისი ისტორიული მონაპოვრისა და გამოცდილების შესაბამისად, აშენოს და განავითაროს  ქართული სახელმწიფო, როგორც ერ-სახელმწიფოთა მსოფლიო სისტემის ერთ-ერთი პრინციპულად თანასწორი წევრი.

გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში მდებარე ერთიანი და განუყოფელი (უნიტარული) თვითმყოფადი და დემოკრატიული სახელმწიფო,  სახელწოდებით “საქართველო”. სახელმწიფო, რომლის  ძირითადი მიზანი და მუდმივი ამოცანაა:

ა) ქართველი ერის მიერ მრავალათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემის დაცვა-განვითარება და კანონმდებლობაში ასახვა;

საქართველო არის საკაცობრიო სინამდვილეში თანაარსებობის შედეგად ისტორიულად ჩამოყალიბებული და განმტკიცებული კულტურის ერთიანი სივრცე, საკუთარი თვითმყოფადობისა და საკაცობრიო კულტურის სინთეზის მატარებელი  ზოგადქართული ყოფა-ცხოვრების ტრადიციად დამკვიდრებული წესით. ისტორიულად და ტერიტორიულად საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში დაბადებული  და    ჩამოყალიბებული.

დაუშვებელია  ქართული  კულტურის  ერთიანი სხეულის მულტიკულტურებად   დაშლა, რითაც დაიკარგება ერის ერთიანი მომავლის მოაზრება.

ბ) უსაფრთხოების ქმედითი  მექანიზმების დანერგვის  გზით, მსოფლიოს ერთა მდგრადი წონასწორობის  სისტემის  შექმნაში კუთვნილი ადგილის დაკავება.

გ) სამყაროს გლობალური გადანაწილების  დროს  საქართველომ  უნდა დაიცვას თავისი სტრატეგიული ინტერესები.

რეგიონის ისტორიული განვითარებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისა და დამსახურებიდან გამომდინარე, ვაღიარებთ საქართველოს უხილავ  კულტურულ საზღვარს და, აგრეთვე, დღევანდელი საქართველოს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას მის მიერ შექმნილი  მსოფლიო დონის ისტორიულ-კულტურული  მემკვიდრეობის დაცვაზე. კულტურათა დიალოგს  მივიჩნევთ ქვეყნებსა და ერებს შორის თანაცხოვრების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად და ევოლუციურად გამართლებულ საშუალებად.

-     სახელმწიფო, რომლის  მოქალაქენი  თანასწორნი  არიან.  ეს თანასწორობა  არის:

- თანასწორობა  კანონის  წინაშე;

- თანასწორობა იმ  უფლებაში, რომ საქართველოს მთელ სიმდიდრეს განიხილავდეს, როგორც მარადიულ საარსებო და თვითრეალიზაციის ბაზას თავისი შთამომავლობისათვის;                                                                                                   – თანასწორობა მოვალეობათა შესასრულებლად.

საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, განსაზღვრული ჰქონდეს თავისი (დადაბადებიდან  სრულწლოვანებამდე  თავისი შთამომავლობის) ეროვნება,  ამ ეროვნების რომელობა  არ ახდენს გავლენას მის ზემოხსენებულ თანასწორობაზე  საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან.

საქართველოს ყოველი მოქალაქე  თანამოსარგებლეა იმ უპირატესობის, რომ მას, საქართველოს სახით, აქვს სახელმწიფო, რითაც მას თავისი ადგილი ეკუთვნის მსოფლიოს (პოლიტიკურ) საისტემაში და რითაც იგი თანამონაწილეა ამ სისტემის ფუნქციონირებისა  და მასში გადაწყვეტილებათა  მიღებისა, აგრეთვე  ყველა იმ უპირატესობით, რასაც ცივილიზაციის დღევანდელ ეტაპზე ადამიანს აძლევს ცხოვრების სახელმწიფოებრივი ფორმა.

“სახალხო პარტია” აღიარებს, რომ ეროვნების, აღმსარებლობის, კულტურული და ფსიქოლოგიურ-ღირებულებრივი   ორიენტაციის საჯაროდ განსაზღვრა ადამიანის კონსტიტუციურად დაცული  უფლებაა.

საქართველოს მოქალაქის მოვალეობები  საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და პირუკუ, საქართველოს სახელმწიფოს მოვალეობები მოქალაქის მიმართ ძალაშია მანამდე, სანამ არ მომხდარა მოქალაქეობის შეწყვეტის იურდიული აქტი.

-         სახელმწიფო,  რომელიც  თავის  მოქალაქეებს ესაუბრება ქართველი  ერის  ერთობლივი ძალისხმევით  საუკუნეების  განმავლობაში  ჩამოყალიბებული  სალიტერატურო ქართული  ენით.

ქართული ენის სახელმწიფო სტატუსისა და სალიტერატურო ნორმების დაცვა,  ენობრივი პოლიტიკა და, შესაბამისად, ადექვატური კანონი ენის შესახებ და მისი აღსრულება საქართველოს სახელმწიფროებრიობის არსებითი ელემენტია. ეს კანონი მოიცავს შემდეგ დებულებებს:

-         საქართველოს საჯარო სივრცეში არსებული ყველა შეტყობინება უნდა არსებობდეს ქართულ ენაზე  (ყველა არაქართულ ტექსტს ქუჩაში უნდა ახლდეს  ქართული პარალელი ამავე ზომის ასოებით).

-         დაუშვებელია სახელმწიფო  დაწესებულებებში   არაქართული ენის ფლობის სავალდებულობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სათანადო დაწესებულება თავისი პროფილით  მუდმივ საერთაშორისო კონტაქტს  გულისხმობს.

-         კანონი უნდა მოიცავდეს ქართულის არმცოდნე მოქალაქეებისათვის ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, სწავლების პროგრამებს,

-         სკოლებში  იაკობ  გოგებაშვილის  დედაენით  სწავლების აღდგენას.

(აღსანიშნავია, რომ არ შეიქმნა სახელმწიფოენის პალატა, რომელიც 2015 წლის 22 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “სახელმწიფო ენის შესახებ” კანონის მიხედვით 2016 წლის 1 თებრვლამდე უნდა შექმნილიყო)

-      “ქმნა  მართლისა  სამართლისა“.    სახელმწიფოში  კანონის   უზენაესობისა   და   სამართლიანობის  (ანუ  რეალურად  დამოუკიდებელი  სასამართლო  სისტემის ) სრულფასოვანი  დამკვიდრება;                                                                                                                                                        ამ ფუნდამენტზე  სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველის – ეროვნული თანხმობის მიღწევა, რაც  სახელმწიფოს  მდგრადობისა და განვითარების აუცილებელი პირობაა.

„სამართლიანობის დამკვიდრების სახელმწიფო  კომისიის” შექმნა: 1990-2016 წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და  მოვლენების ანალიზი, შესწავლა და სამართლებრივი შეფასება. სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების გასხვისებისა  და გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობების გამოიძიების კანონიერების საქმეები.

-      სეკულარული  სახელმწიფო   სადაც კონსტიტუციური  შეთანხმების  საფუძველზე სახელმწიფოებრიობის  განმტკიცებაში  შეტანილი  წვლილისთვის გარანტირებულია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი  ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და ფუნქცია  და, იმავდროულად,  რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება.

სეკულარული  სახელმწიფოს  პრინციპი  არ  ნიშნავს  სეკულარულ  საზოგადოებას.  ეკლესია  და საზოგადოება  განუყოფელია. ისტორიის მარადიული სუბიექტობა  ნიშნავს მარადიულ ღირებულებებზე  დაფუძნებულ ცხოვრებას.

მიგვაჩნია, რომ  აუცილებელია  საქართველოს სამოციქულო ეკლესიისათვის ფუნქციონირების თავისუფალი (ზეწოლისაგან და აგენტურის პროვოკაციული მოქმედებისაგან დაცული) სივრცის უზრუნველყოფა, რამდენადაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესთა გაერთიანება,  კონკრეტულ ადამიანში  ეკლესიის მრევლისა და ქვეყნის მოქალაქის ჰარმონიული შერწყმა,  დღეს არესებული  მრავალი პრობლემის მოგვარების საშუალებას იძლევა.

„სახალხო  პარტიის“  პოლიტიკის  უმთავრესი  მიმართულებაა სახელმწიფო  მართვის  საბჭოთა- ბოლშევიკური  სისტემის  დემონტაჟი:

-         ობიექტური პოლიტიკური, საკანონმდებლო და პრაქტიკული პირობების შექმნა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი, თვითმყოფადი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს მარადიულყოფისათვის;

-         ეროვნული თვითმყოფადობისა და ფასეულობებების რეალიზებისთვის თანამედროვე ფორმების მიცემა (შემუშავებული გვაქვს სპეციალური მასტიმულირებელისისტემები და პროგრამები);

-         ეროვნული ღირებულებების  საქართველოს კანონმდებლობაში  ასახვა;

-         კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვანი დაცვა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ;

-         სამუზეუმო საქმის მოწესრიგება;

-         ეროვნული ღირებულებების დაცვისთვის დაღუპულთა ხსოვნის უკვდავეყოფა.

- სახელმწიფოებრიობის  ოპტიმალური  მოდელის  შექმნას  და განვითარებას  ვხედავთ  არა მხოლოდ ზოგად სქემებში (რომლებსაც, მათ შორის,  სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც  გვთავაზობენ), არამედ ქვეყნის სპეციფიკური პრობლემების გათვალისწინებით მომზადებულ კონკრეტულ პროგრამებში, რომელიც ოპტიმალური იქნება საქართველოს სადღეისოდ აქტუალურ და ისტორიულ პერსპექტივაზე გამწვდომი ეროვნული ინტერესების რეალიზაციისათვის, ყველა სხვა შესაძლებელზე უკეთესად უზრუნველყოფს, როგორც მოქალაქეთა დღევანდელ კეთილდღეობასა დ აუსაფრთხოებას, ისე გრძელვადიანი (მათ შორის – ისტორიულმასშტაბიანი) ეროვნული ამოცანების გადაჭრას.

საქართველოს მიერ დღეს კონტროლირებად ტერიტორიაზე  სრულფასოვანი სახელმწიფოს მშენებლობაში  მიღწეული წარმატება, კონფლიქტური (ოკუპირებული) რეგიონებისა და მათი მოსახლეობის წარმატებული რეინტეგრაციის საწინდარია.

- ჯანსაღი   კონკურენტული   გარემოს დამკვიდრება, ხელისუფლების არჩევითობა და ხელისუფლებაზე ხალხის  რეალური კონტროლის გახორციელება სახელმწიფო და  საზოგადოებრივი ცხოვრების ყველას ფეროში:

- სახელმწიფოს მართვაში სრულყოფილი წარმომადგენლობითი დემოკრატია (მართული ანუ დემოკრატიული  სახელმწიფო, რადგან ეს არის ერთადერთი ფორმა სახელმწიფროებრიობისა, რომელიც შეთავსებადია ადამიანის, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, რაობასთან);

- ხელისუფლების რეალური დანაწილების თანამედროვე ქმედითი მექანიზმების ამუშავება;

- სახელმწიფო სამსახურის დეპოლიტიზება, საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვა;

- დამოუკიდებელი, სამართლიანიდა ქმედითი  საკონსტიტუციო და ყველა დონის  სასამართლოების ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფა;

- ფართო  და  ქმედითი  თვითმმართველობის დამკვიდრება და მართვის დეცენტრალიზაცია;

- მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა  გამჭვირვალე  და დამოუკიდებელი  ფუნქციონირების ხელშეწყობა;

- სახელმწიფო, საზოგადოებრივი და  ეკონომიკური ცხოვრების  ყველა სფეროში კონკურენციისა და ანტიმონოპოლიური მექანიზმების დამკვიდრება;

- დემოკრატიის  რეალიზება და საზოგადოებრივ  ცხოვრებაში  მოქალაქის სრულყოფილი დაცულობა  ადამიანის უფლებათა დაცვის თეორიასა და პრაქტიკაში დღესდღეობით  მიღწეული  და პერსპექტივაში მისაღწევი დონის შესაბამისად.

- გამჭვირვალე და ობიექტური საარჩევნო პროცესის, კანონმდებლობისა და ადმინისტრირების სანდო სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნა;

- პარტიული სისტემის დემოკრატიზაცია, პოლიტიკური პარტიების სახელწიფო მხარდაჭერა,  პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენციისათვის თანასწორი  პირობების უზრუნველყოფა,

- დემოკრატიისთვის ფუძემდებელი ღირებულებებისა და პრაქტიკის დამკვიდრება, რომელშიც განხორციელებულია ფილოსოფიური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი აზრის და მორალური განვითარების ის ფუნდამეტური შედეგები, რომლებიც დღეს ადამიანისა და კაცობრიობის მსოფლმხედველობის საფუძველს შეადგენენ.

საქართველოს დღევანდელსა და განჭვრეტად სიტუაციაში არ არის და არც ჩანს პუნქტი, რომელშიც საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესი კონფლიქტში მოდის  ამ რიგის ღირებულებებთან ან არ ემთხვეოდეს მათ.     საქართველოს სჭირდება დასავლეთთან კონსულტაციები დემოკრატიის კონკრეტულ  იურიდიულ ინსტიტუტთა სრულყოფის მექანიზმებზე, მაგრამ არა ინსტრუქტირება მისი  პრინციპების შესახებ.

ფსევდო-დემოკრატიისა  და  ფსევდო-ლიბერალიზმის  დამკვიდრების  არსებული  მავნე პრაქტიკის  დასრულება (რომელიც წარმოადგენს იარაღს გარე თუ შიდა ძალების ხელში  ეროვნული, საკაცობრიო და ზნეობრივი ღირებულებების წინააღმდეგ. რამაც დაამახინჯა საქართველოს, როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი ცხოვრება). საზოგადოებისა და, განსაკუთრებით, მისი მოზარდი თაობების ფსიქოლოგიური და მორალური ინტერესების დაცვის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია საზოგადოებას  მისცეს მეცნიერულად დაუსაბუთებელი პროპაგანდისაგან თავდაცვის საშუალება, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში  შეჰყავს და ტენდენცია აქვს ამ საზოგადოების გონებრივი და მორალური დონის დაყვანისა მარგინალური ცივილიზაციის დონემდე. ამ უარყოფით ფაქტორთან სახელმწიფოს ბრძოლის ბერკეტებად მიგვაჩნია:

- პროცესის მეცნიერული ანალიტიკური მონიტორინგი

- ანალიტიკური მონაცემების და შესაბამისი სტატისტიკის საჯარო პუბლიკაცია

-სისტემატური ღია დისკუსიის მუდმივი შესაძლებლობის ორგანიზება

„სახალხო პარტიის“  პოლიტიკის   გამჭოლი   პრინციპებია:

- საქართველოს  სრული  დეოკუპაცია, ანუ საქართველოს მთელი ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა და სახელმწიფო ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენა;

- სახელმწიფო  საზღვრების  დადგენა და  დაცვა;

- თავდაცვის  ეროვნული  დოქტრინის  მიღება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება

- თანამედროვე ტექნოლოგიებით  აღჭურვილი მობილური და მცირერიცხოვანი (15–20 ათასი) პროფესიონალური შეიარაღებული ძალების შექმნა, პარალერულად მოქმედი სავალდებულო გაწვევის და მრავალსაფეხურიანი რეზერვის სისტემით.

- სამხედრო მოსამსახურეებისათვის ანაზღაურებისა და სოციალური უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტების დანერგვა.

- ქართველ ოფიცერთა ელიტის  ჩამოყალიბების პროცესის ხელშეწყობა;

სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზება;

სათავდაცვო წარმოების განვითარება;

- პოლიციისა  და  უშიშროების (სპეციალური  სამსახურების) დეპოლიტიზება,  მისი საქმიანობის გამჭირველობა, საზოგადოებრივი  მონიტორინგი;

- გამოძიების დამოუკიდებელი  სახელმწიფო  უწყების შექმნა;

- სახელმწიფო  უსაფრთხოების  სფეროში, სპეციალური  კანონის მიღება, დღეისთვის  საქართველოს  მიერ კონტროლირებულ  ტერიტორიაზე, სხვა   ქვეყნის აგენტურის უვნებელყოფისთვის;

ტერიტორიული  მთლიანობის  აღდგენის  (მოწყობის)  პოლიტიკის  საფუძვლები

- საქართველოს  ცენტრალური  ხელისუფლების  იურისდიქციის  რეალური  განხორციელება აფხაზეთში  და  ცხინვალის   რეგიონში    საქართველოს   სახელმწიფოს  უპირობო  უფლება   და მოვალეობაა.

საქართველოს სახელმწიფოს  ასევე  შეუვალი მიზანია  ქართველი,  აფხაზი (“აფსუა“)  და  ოსი  მოსახლეობის  მშვიდობიანი  და  მეგობრული  თანაცხოვრების უზრუნველყოფა.    დასახელებული  სახელმწიფო  მიზნების   მიღწევა  დროში  ერთმანეთთან  არ  არის   აუცილებლად   დაკავშირებული.

- მიგვაჩნია, რომ აფხაზეთი  უნდა იყოს ავტონომიური ტერიტორიულ-პოლიტიკური  ერთეული საქართველოს შემადგენლობაში. საკანონმდებლო და პრაქტიკული პირობების შექმნა აფხაზი ხალხის, როგორც ეროვნული  უმცირესობის, სრული (მათ  შორის – ტერიტორიული ავტონომიის სახით)  ეროვნული თვითრეალიზაციისათვის;

- უნდა  დაისვას ეგრეთ  წოდებულ  აფხაზეთისა და „სამხრეთ  ოსეთის „ მარიონეტული და ანტიდემოკრატიული  რეჟიმების პასუხისმგებლობის საკითხი.

- აუცილებელია სახელის  „სამხრეთ  ოსეთი„  ერთხელ  და სამუდამოდ  ამოღება  ოფიციალური სიტყვახმარებიდან; განცხადება და მსოფლიოსთვის განმარტება იმისა, რომ ეს არის რუსი ბოლშევიკი ოკუპანტების მიერ საქართველოს დაუძლურების მიზნით ხელოვნურად შექმნილი ტოპონიმი და ადმინისტრაციული ერთეული, და არაისტორიული, დემოგრაფიული, ეკონომიკური ან სხვა რამ რეალობა. იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე საფრთხეს უქმნის და ყოველთვის შეუქმნის ქართველი და ოსი ხალხის მშვიდობიან თანაცხოვრებას;

- ქართულ-აფხაზურ-ოსური  კონფედერაციის  ანუ  ნებაყოფლობით ხელშეკრულებაზე დამყარებული, სამართლებრივად იოლად დაშლადი (როგორც კი მისი ერთ-ერთი მონაწილე განაცხადებს, რომ კონფედერაციაში ყოფნა აღარ სურს) გაერთიანების შექმნა დაუშვებელია;

- დაუშვებელია  საქართველოს  სახელმწიფო მოწყობაში  ფედერალიზმის  შემოღება, თუნდაც სხვა ტერმინის საფარქვეშ, რადგანაც:

- საქართველო არ არის იმ მასშტაბის ქვეყანა, რომ მისი ოპტიმალური მართვის ამოცანა საჭიროებდეს მუნიციპალიტეტსა (რაიონს) და მთლიანად სახელმწიფოს შორის საშუალო ერთეულის – ფედერალური ერთეულის (”მხარის”) – შემოღებას.

- საქართველოს ფედერალიზაცია გარდუვალად გამოიწვევს არა მხოლოდ ერის პრაქტიკულ დანაწევრებას ისტორიულ პროვინციათა მიხედვით, არამედ ეროვნული ცნობიერების დაშლასაც კუთხურ ცნობიერებებად (შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რუსული იმპერიის მმართველებმა არა ერთხელ მისცეს საქართველოს ”რჩევა”, რომ თავის სახელმწიფო მოწყობაში ფედერალიზმის გზას დადგომოდნენ).

„სახალხო  პარტიის“  ხედვა  ეთნიკურად  არაქართველი   მოქალაქეების  მიმართ

- საქართველოში  ერთადერთი  ეთნიკური  უმცირესობა  არის  მხოლოდ აფხაზი („აფსუა”) ხალხი, ყველა  სხვა  ეთნოსი  წარმოადგენს  დიასპორას.

საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების მიმართ, საქართველოს მოქალაქეთა ზემოხსენებული თანასწორობის ფონზე და მის კონტექსტში, არის -ინტეგრაცია  ასიმილაციის გარეშე. არასატიტულო  მოსახლეობის საკუთრივ ეროვნული ინტერესები, რომელთა დაცვაც მისი უპირობო უფლებაა, არის ამ მოსახლეობის დაცულობა ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან ეროვნული ნიშნით და ამ მოსახლეობის დაცულობა ნებისმიერი სახის ხელოვნური ასიმილაციისაგან (სავალდებულოსგან, ზეწოლის მომცველისგან და ა.შ.  დედაენაზე სწავლა და ზოგადად კულტურული ავტონომია ამ უფლებებში შემავალ ნაწილთა რიცხვში შედის).

ყველა ეთნიკური კუთვნილების მოქალაქითვის სრული ეროვნული თვითრეალიზაციის ინტერესების განხორციელებისათვის ფუნქციური (მაგრამ არატერიტორიული) ავტონომიის წესით;

სხვა ყველა სპეციფიკურად ეროვნული ინტერესებისათვის ზრუნვა და ბრძოლა საქართველოს არაქართველ მოქალაქეებს შეუძლიათ მხოლოდ როგორც მოქალაქეებს სხვა ყველა მოქალაქეთა თანასწორად.

ეს ნიშნავს, რომ ყველა უფლებამოსილება ტერიტორიის მიმართ, რომელზეც ეს მოსახლეობა ცხოვრობს (ტოპონიმიკისცვლა, ავტონომიური უფლებების და ა.შ.)  ეკუთვნის მხოლოდ სახელმწიფოს, როგორც მთელს, და არა მუნიციპალიტეტს.  მოქალაქე თავის ნებას ამ თემაზე გამოხატავს საპარლამენტო არჩევნებში და არა მუნიციპალურში. მაქსიმალური, და, არსებითად, უპირობო დეცენტრალიზაციის ლოზუნგი, რომელსაც საქართველოში მოსაქმე ზოგი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია აყენებს, ჩვენ მიგვაჩნია ან გონებასუსტობის  სიმპტომად ან შეგნებულ დივერსიად საქართველოს სახელმწიფოს წინაათმდეგ.

„სახალხოპარტიის“  უახლოეს  პერსპექტივაში  მოქმედების  ამოცანებია

- სახელმწიფოს  ინსტიტუციონალური  და   სტრუქტურული   სისტემების   ხელოვნური და მიზანმიმართული ნგრევის (კორუფციისა და კარტელების კულტივაცია, კლანურობის თარეში,  ინტერესთა კონფლიქტი, სახელმწიფო ტენდერებისა და შესყიდვების გამჭვირვალობა და ა.შ.) შეჩერება.

- განათლების, მეცნიერების, ხელოვნების რეფორმირება და  განვითარება.  მოზარდი თაობებისათვის ჯანსაღი პედაგოგიური და მორალური და გარანტირებული ინფორმირებულობის სივრცის შექმნა;

განათლება უნდა იყოს სახელმწიფოს ზრუნვის უმთავრესი საგანი. უმაღლესი განათლება უნდა იყოს უფასო, ხოლო განათლების ბიუჯეტი მუდმივად მზარდი. არანაკლებ ქვეყნის ბიუჯეტის  25%–ისა. უმაღლესი განათლება უნდა იყოს უფასო, რაც არ გამორიცხავს კერძო საგამანათლებლო სასწავლებლების არსებობას. მნიშვნელოვნად უნდა უნდა გაიზარდოს პროფესიული განათლების დაფინანსება. სასკოლო განათლება უნდა გადავიდეს სამსაფეხურიან სისტემაზე: ა) დაწყებითი განათლება (1-6), ბ) ბაზისური განათლება (6-10 კლასი), რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლე მიიღებს შესაბამის დიპლომს და შეძლებს, დაიწყოს მუშაობა ან გააგრძელოს სწავლა პროფესიულ სასწავლებელში; გ) ბოლოსაფეხური(11-12 კლასი) , რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სწავლლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში;

- ეკონომიკა გათავისუფლება პოლიტიკის დიქტატისგან. ეკონომიკური საკითხები გაწდაწყდება ეკონომიური მეთოდებით და არა პოლიტიკური ან ჯგუფური ინტერესებით. ეკონომიკის სტრუქტურული განვითარება დაემყარება იმ მიმართულებების განვითარების უპირატეს ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას,  შეიცავენ ეკონომიკური ზრდის, ახალი სამუშაოა დგილების შექმნისა და მოსახლეობის გამდიდრების სტიმულირების პოტენციალს.

სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას და შეიმუშაეებს სპეციალურ დოქტრინას მცირე და საშუალო ბიზნესის და ადგილობრივი წარმოების განვითარების, ახალგაზრდა სპეციალისტების საცხოვრისის და დასაქმების ხელშეწყობისთვის;

მოახდენს საბანკო სისტემისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გონივრულ რეგულაციას.

არაორდინალური ვითარება არაორდინალურ გადაწყვეტილებას მოითხოვს. შემუშავებულია  ინოვაციური  პროექტი,  რომელიც მოსახლეობას შემოსავალს გაუზრდის და გამოყენებული იქნება მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის მასტიმულირებელი  სისტემა.

- სახელმწიფო  ბიუჯეტის  სტრუქტურის გონივრული პრიორიტეტების განსაზღვრა. ბიუჯეტი იქნება პროგრამებზე გაწერილი.  შეიცვლება ბუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ამჟამინდელი მანკიერი სტრუქტურა ბიუჯეტში აკუმილირებული თანხების სამართლიანი განაწილება: ადმინისტრაციული ხარჯები – 2 %; თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 15%; ჯანდაცვა და სოციალურისფერო –22%; განათლება –25%; სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა – 25%; კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა –5%; გარემოს დაცვა – 4%; საერზერვო ფონდი – 2%.

სახელმწიფოს ეყოლება იაფი მთავრობა. სპეციალური კანონით მოხდება პოლიტიკურ და საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის, პრემირების, ავტოპარკის და კომუნიკაციის საშუალებებით სარგებლობის რეგულაციის დაწესება.

ყოველკვარტლურად გამოქვეყნებს სრულ ინფორმაციას ბიუჯეტში (ყველადონის – სახელმწიფო, ქალაქი, რაიონი) შესული თანხების მოცულობის, წყაროებისა და მათი ხარჯვის შესახებ.

- საქართველოდან 1992 წლიდან დღემდე მასობრივად ემიგრირებული საქართველოს მოქალაქეების მასობრივი რეპატრიაცია არის საქართველოს, როგორც ქვეყნისა და სახელმწიფოს, ერთ-ერთი საციცოცხლო ამოცანა. ესრეპატრიაცია არის ერთჯერადი ამოცანა, რომელიც შესაძლებელია მრავალი წლის მანძილზე შრომას მოითხოვდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ერთჯერადად რჩება.

- აუცილებელია განუკითხავი იმიგრაციის აღკვეთა და გაჭირვებისაგან გამოწვეული მასობრივი ემიგრაციის შეჩერება; დაუშვებელია, რომ საქართველო პასიურად უშვებდეს, ასტიმულირებდეს ან რაგინდა რა მოტივით ურიგდებოდეს საქართველოში უცხოეთიდან იმიგრაციას დასახლების მიზნით კანონით დადგენილი ქვოტის ზემოთ, რომელიც (ეს ქვოტა) უნდა ემყარებოდეს მეცნიერულ დემოგრაფიულ გათვლას და უნდა ხორციელდებოდეს სიობრივი დამტკიცებით პარლამენტის მიერ;

- ამავე წესით აუცილებელია იზღუდებოდეს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ქვოტა და პროცედურა; (ორმაგი მოქალაქის არსებობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობისათვის უფლებამოსილი პირი მოვალეობებით დატვირთულია სხვა, უფრო ძლიერი სახელმწიფოს წინაშე).

- მიწა  არის  შეუცვლელი, გაუმრავლებელიდა „ამოწურვადი“ (შეზღუდული) რესურსი. მიწის განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან და საზოგადოებრივ ინტერესთან შეუთავსებადია. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ყოველთვის უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროცესი.  ამისთვის მოწინავე დემოკრატიული ქვეყნები აწესებენ მათთვის მისაღებ რეგულაციებს.   აუცილებელია ჩამოყალიბდეს ისეთი საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც უშვებს უცხოელთა მიერ მიწის საკუთრებად ქონას, მაგრამ მკაცრად იქნება დაცული სახელმწიფოებრივი ინტერესები და შეიძლება მოიცავდეს ერთდროულად საქართველოს სავარგულების არაუმეტეს კანონის მიერ(მეცნიერული გათვლით დადგენილი) დასაშვები ქვოტის საზღვრებში. აღდგენილ უნდა იქნას გრძელვადიანი გასხვისების იჯარის პრაქტიკა.

(არ იქნა მიღებული მიწის ერთიანი კოდექსი! უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ორგანიზაციებს არ შეეზღუდა ქართული მიწის შესყიდვა)

- აქტიური პოლიტიკის გატარება დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებისთვის;

- ეკოლოგიის  გაჯანსაღება  – აუცილებელად დავაწესებთ მკაცრ რეგულაციებს მშენებლობის სტანდარტებზე, ავტომანქანების ვარგისიანობის წესებზე, საწვავის შესაბამისობაზე, მასშტაბურ ინდუსტრიულ მშენებლობებზე და ა.შ. ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომლის სათაურიც იქნება „მწვანე საქართველო“ და რომელიც კანონით უზრუნველყოფს ჩვენი მომავალი თაობისთვის „სუფთა“ საქართველოს.

- ბუნებრივი რესურსებისა და სიმდიდრის გონივრული ექსპლუატაცია;

- სასურსათო უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება და რეალურ ცხოვრებაში  გატარება. გენმოდიფიცირებული საკვების შემოტანაზე რეგულაციების ამოქმედება.

„სახალხო   პარტიის“   სოციალურ  პოლიტიკაში  მოქმედების  მთავარი პრინციპები და ამოცანებია:

ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური მოვალეობაა უზრუნველყოს ადამიანისათვის ბუნებით ბოძებული სიცოცხლის უფლება და შეუქმნას მოქალაქეებს ადამიანური არსებობის პირობები.

- სოციალური პოლიტიკის რადიკალური ორიენტირება, მოსახლეობის (განსაკუთრებით მოზარდი თაობების), ჯანსაღი ეკოლოგიური, პედაგოგიური და ფსიქოლოგიური სივრცის შესაქმნელად მისი ცხოვრებისა და მომზადების ხარისხის ზრდის მიზნით.

კანონით  განისაზღვრება:

-  ახალი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული  შრომის კოდექსი და ოპტიმალური მინიმალური ხელფასი;

- საქართველოს ღარიბი მოსახლეობის საკუთრებისა და ფუნქციონირებისთვის საციცოცხლოდ საჭიროაუცილებელი მინიმუმი;

- სააარსებო მინიმუმისა და ლტოლვილთა შემწეობის დათვლის სისტემადა მოერგება რეალურ ცხოვრებას;

- საჯარო სამსახურში და პოლიტიკურ თანამდებობზე დასაქმებულ პირთა ანაზღაურება (მიბმული უნდა იქნეს საარსებო მინიმუმის მაჩვენებელზე და მისი ოდენობა იქნება არა უმეტეს 10-ჯერ მეტი დაანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე);

- დიასახლისის სტატუსი (მათ დაენიშნებათ სოციალური დახმარება);

- პენსიის ქვედა ზღვარი (გაუთანაბრდება საარსებო მინიმუმს);

-  უმუშევრის სამართლებრივი სტატუსი (უმუშევრებს დაუწესდებათ შესაბამისი კომპენსაცია);

- საოჯახო,დედათა და ბავშვთა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება;

- საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტით, რომელის შინაარსის განმსაზღვრელი იქნება საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლით სახელმწიფოს მიერ მისი მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებები. საბაზისო პაკეტის შინაარსი უნდა განისაზღვროს თითოეული მოქალაქის შემოსავლების ოდენობის მიხედვით.

- საკანონმდებლო დონეზე ყველა თვითმმართველ ერთეულს უნდა ქონდეს სოციალური და მუნიციპალური საცხოვრისის მშენებლობის ვალდებულება.

„სახალხო   პარტიის“   საგარეო პოლიტიკის  ძირითადი   მიმართულებები:

- საქართველოს ხელისუფლებას ჰმართებს საგარეო პოლიტიკის გააქტიურება მსოფლიო და რეგიონალურ პროცესებთან და პრობლემებთან დაკავშირებით.

- საეთაშორისო ურთიერთობების სუბიექტებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული  ურთიერთობა იქნება შესაბამისი მათი მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული ან მოსალოდნელი ქმედებისა;

- საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დემოკრატიული დასავლეთის სისტემაში ინტეგრირებაზე (საქართველოს კერძო სპეციფიკური ინტერესების სრული დაცვით) და, შესაბამისად, გამორიცხავს რომელიმე მეზობლის უფლებას, რომ ითხოვდეს საქართველოს შინაგან პროცესთა რეგულირებაში მონაწილეობის რაიმე ბერკეტებს;

- რასაკვირველია, ჩვენ ჩვენი ეროვნული თავისებურებებიც გაგვაჩნია და ბრმად არ შეიძლება არც  ერთი  სხვისი მოდელის გადმოღება. საქართველოსა და დასავლეთს გააჩნიათ საერთო ინტერესები, ასევე განსხვავებები. აუცილებელია დემოკრატიის ქართული მოდელის შექმნა, რომელის საფუძველიც გახდება ქართული   ისტორიული  გამოცდილება  და   ტრადიციები . თუმცა ეს უნდა მოხდეს  საერთოსაკაცობრიო  საბაზო  ღირებულებების  შენარჩუნებით.

- ევრო-ატლანტიკური ორიენტაცია ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური კაპრიზი ან მხოლოდ ტრადიციულ კულტურულ გარემოში დაბრუნების სურვილი როდია. საქართველოს უმთავრესი პრობლემა _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კიდევ ერთხელ ნათელყოფს, რომ უშიშროების და სტაბილურობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაცულია საერთაშორისო ქცევის მაღალი სტანდარტები.

- დასავლეთთან საქართველოს სათავდაცვო კავშირის ფორმებია:

_ წევრობა  ნატოში,

_ ხელშეკრულება  ნატოსთან, როგორც მთელთან, და

_ ორმხრივი ხელშეკრულება (ხელშეკრულებები) დასავლეთის  დიდ სახელმწიფოებთან.

- დასავლეთთან თანამშრომლობის ფონზე, იმის მიღწევა, რომ საქართველო განიხილებოდეს არა როგორც მხოლოდ ტერიტორია, რომლის მოსახლეობის განწყობილებასაც არსებითი მნიშვნელობა არა აქვს პროცესთა წარმართვისათვის, არამედ როგორც პარტნიორი, რომლის ეროვნული ინტერესები (მათ შორის თავდაცვითი) პირველხარისხოვან ანგარიშგაწევას საჭიროებს;  საქართველოს თუკი სურს დასავლეთში სრულფასოვნად ინტეგრირება უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესები, მაშინაც თუკი ის დასავლეთისას არ დაემთხვევა.

- საქართველოს მიერ თავისი ტრადიციული როლის – რეგიონის ბუნებრივ-ისტორიული ლიდერის არაოფიციალური სტატუსის – აღდგენა და თანამედროვე რეალიებისთვის მისადაგება. საქართველო გახდება კავკასიის ცენტრი და რეგიონის პოლიტიკური ლიდერი. რეგიონში პოლიტიკური, საზოგადოებრივ–კულტურული  და  ბიზნესს შესაძლებლობების რეალიზაციის მთავარი ცენტრი და კავკასია-ევროკავშირის  დამაკავშირებელი ხიდი.

- საქართველოს დასავლური ორიენტაცია რუსეთის იგნორირებას არ ნიშნავს. ამგვარი იგნორირება გლობალური ტენდენციების უგულებელყოფა იქნებოდა.  რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზაცია შესაძლებელია ანექსიის შედეგების ლიკვიდაციის პირობებში.  დეოკუპაცია ერთჯერადი აქტია, მისი დასრულების შემდეგ რუსეთთან თანამშრომლობას ფართო პერსპექტივა ეხსნება.

სახალხო  პარტიის   პრინციპები   პოლიტიკურ  ჯგუფებთან  თანამშრომლობის  შესახებ

- ეროვნული  და  დემოკრატიული    ცნობიერების  მატარებელმა დამოუკიდებელმა  სუბიექტებმა  (ორგანიზაციებმა და პიროვნებებმა)  უნდა აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა და შესძლონ ერსა და საზოგადოებას წარუდგინონ სახელმწიფოს მოქმედების, ანუ ქვეყნის მართვის კურსის, კონკრეტული პროგრამა: ჩამოაყალიბონ და დაასაბუთონ საერთო ეროვნული ამოცანები, პირველი რიგის და შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც აუცილებელი და საკმარისია საქართველოს   გამოსაყვანად დღევანდელი კრიზისიდან და მისი მომავლის უზრუნველსაყოფად.

- ბრძოლის მოტივი და უფლება ქართველ ხალხს აქვს. ეს, რათქმაუნდა, არნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებულ იქნას სიბრძნის, მორალის ან სახელმწიფოს ბედზე პასუხისმგებლობის გარეშე, ანუ განუკითხავად.

- მკაცრად უნდა იყოს ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემა, რომელთა გაზიარება იქნება სავალდებულო პირობა გაერთიანებაში მონაწილეობისა.

- უნდა მოხდეს სუბიექტების პასუხისმგებლობათა დაკონკრეტება და ჯანსაღი სპექტრის სატელიტი ფსევდოძალებისაგან გამიჯვნა.

მუდამ მზად ვართ ჩვენს პრინციპულ დებულებებში ასახულ ყველა თემაზე დისკუსიისათვის.

ჩვენი ძალა იმ ერთობაშია, რომელიც ღმერთს დაგვაახლოვებს

სახალხო   პარტია                                   მამუკა  გიორგაძე

5.10.2016

ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს !
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი.

სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება გასცა (რომლის სამართლებრივი უფლება საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდა), რაც, ნებსით თუ უნებლიეთ, დღეს, ერთი მხრივ, ,,ნაცმოძრაობას” აძლევს საშუალებას, ეროვნული ინტერესების დამცველად წარმოაჩინოს თავი და, მეორე მხრივ, რუსეთს აძლევს ხელს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო და დიპლომატიურ ომში.

არ მახვილდება ყურადღება სააკაშვილის ძირითად დანაშაულზე _ როდის, სად და რა ვითარებაში დაუშვა მან ტყვიის გავარდნა, რომელზეც არა საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი, არამედ, სააკაშვილისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პერსონალურად უნდა აგებდნენ პასუხს.

ასევე, განხილვისა და პარლამენტში კამათის საგანი გახდა საკითხი _ ომის დროს რომელი ქართველი ჩინოვნიკი გარბოდა ქვეყნიდან და ამ პირთა ისედაც ყველასთვის კარგად ცნობილი სიის გამოქვეყნება.

და ეს ხდება მაშინ, როდესაც უამრავ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. სააკაშვილის ხელისუფლების მრავალი საეჭვო ქმედება საჭიროებს შეფასებას, მათ შორის:

1. საქართველო არ გამოიყვანა დსთ-დან, როცა ეს საქართველოს ინტერესებს სჭირდებოდა და გამოიყვანა მაშინ, როცა საქართველოს დსთ-ში ყოფნა რუსეთის მხრიდან ვერ იქნებოდა გამოყენებული და მხოლოდ პუტინსა და სააკაშვილს შეუქმნიდა დსთ-ის ერთობლივი ღონისძიებების დროს დისკომფორტს;

2. არ გააუქმა რუსეთის სამშვიდობო ჯარების მანდატი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში;

3. მოახდინა 2004 წლის სამარცხვინო მოვლენების პროვოცირება, დამარცხებისა და სტრატეგიული პოზიციების მტრის ხელში გადასვლის;

4. განაიარაღა ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა კოდორის ხეობასა და ცხინვალის რეგიონში;

5. კოდორის ხეობას მიანიჭა ახალი სახელი _ ზემო აფხაზეთი;

6. აღადგინა ე.წ. ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის“ ავტონომია და აშკარად რუსეთის აგენტურის ხელმძღვანელობით შექმნა ადმინისტრაცია ახალგორში (რომელიც მანამდე არ შედიოდა კონფლიქტის ზონაში);

7. გამოთქვა მზაობა, ,,სამხრეთ ოსეთის” ,,გარანტად” აღიაროს რუსეთი, ანუ, რუსეთს მიანდოს საქართველოს საშინაო საქმეებში მრავალმხრივი, მათ შორის, შეიარაღებული ჩარევის უფლება;

8. 2008 წ. 8 აგვისტომდე ოფიციალურად არ წაუყენა ბრალი რუსეთს, რომ ის აგრესიულ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ (მანამდე აცხადებდა, რომ ქართული სოფლების წინააღმდეგ სროლას და სამხედრო ნაწილების მანევრს ახორციელებდა გაურკვეველი ოსური ბანდფორმირებები);

9. 6 და 7 აგვისტოს ოფიციალურად არ განაცხადა, რომ რუსეთმა დაიწყო პირდაპირი შემოტევა საქართველოზე ჯარის მანევრის სახით: დაიკავა სტრატეგიული პოზიციები საქართველოს ტერიტორიაზე და მოახდინა თავის შეირაღებულ ძალთა კონცენტრაცია, რითაც, პრაქტიკულად, მოაგებინა ომი 7 აგვისტოს დღის ბოლომდე. მხოლოდ ამის შემდეგ, 8 აგვისტოს გასცა ცეცხლის გახსნის ბრძანება რუსეთის მიერ დავალებული მიმართულებით (მოსახლეობისგან წინასწარ დაცლილი ქალაქი ცხინვალი და არა როკის გვირაბი) და რუსეთის მიერ მითითებული იარაღით;

10. არ გაითვალისწინა ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის ადმინისტრაციების ღია ძალისხმევა, რომ საომარი მოქმედებები აეცილებინა თავიდან;

11. ისეთ ვითარებაში დაუშვა ცხინვალის რეგიონში ტყვიის გავარდნა, როდესაც რუსულ შენაერთებს, როგორც სამშვიდობო ჯარებს, მისგანვე ჰქონდათ მინიჭებული საპასუხო სროლის უფლება;

12. როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, დაუშვა ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოპერაცია ისეთ ვითარებაში, როცა ჰაერში განუყოფლად ბატონობდა მოწინააღმდეგე, რითაც გამოწვია უზარმაზარი მსხვერპლი;

13. ომში რამდენიმესაათიანი დაზავებით, მისცა რუსეთს როკის გვირაბში თავისი დამატებითი შეიარაღებული ძალების დაუბრკოლებლად გამოტარების საშუალება და არ იზრუნა ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის საომარი ზონიდან გამოყვანაზე;

14როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, საშუალება მისცა სამოქალაქო პირებს, მონაწილეობა მიეღოთ შეიარაღებული ძალების მართვაში;

15. რუსეთის პროპაგანდისტული ინტერესების შესაბამისად, ისიმულანტა ომის დაწყების ინიციატივა რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ორი დღე-ღამით უფრო გვიან, რითაც მოუსპო საქართველოსადმი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებს საქართველოს ქმედითი დახმარების საშუალება _ მათ მხოლოდ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში შეეძლოთ აგრესორისთვის ბრალის დადება;

16. უბრძოლველად ჩააბარა რუსეთს ამერიკული სამეთაურო სპეცტექნიკით აღჭურვილი ტექნიკის, დიდი რაოდენობის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალა;

17. ასევე, კოდორის ხეობა უბრძოლველად ჩააბარა და სხვა.

დიდია საზოგადოების ინტერესი, იცოდეს სიმართლე. საზოგადოება ითხოვს ამ და სხვა დადასტურებული ფაქტების შეფასებას, რაც არა მარტო წინა ხელისუფლების რაობის შესახებ მოგვცემს სრული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, არამედ, დღევანდელი ხელისუფლების ამ მიმართულებით უმოქმედობის მიზეზებსაც ახდის ფარდას !

მამუკა გიორგაძე   fact2.ge   20-04-2015

გიორგი ჟურული – ქართველი ერი, როგორც მშენებელი. პარიზი 1933
(ეკონომიური ეტიუდი).

ეკონომიურს მეცნიერებაში სახალხო მეურნეობის ვითარების და სინამდვილის გამოსარკვევად, სულ პირველად იხმარებოდა ე.წ. სტატისტიკური მიდგომა მოვლენათა გაცნობიერებისათვის. შემდეგ პერიოდებში კვლევა-ძიების საგნის, ობიექტის, უფრო სრულად დასურათებისათვის იწყეს ანკეტების მოხდენა და ადგილობრივი დაკითხვები; ყველა ეს მოთავდა ცალკე მონოგრაფიების შედგენით, რომლის საშუალებით ხდებოდა უფრო ღრმა შეფასება ეკონომიურ თუ სოციალურ მოვლენათა. დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ სამს მეთოდზედ იყო დამყარებული ერის თუ სახელმწიფოს ეკონომიური მდგომარეობის გაშუქება. შემდეგს ეპოქაში, როცა საზოგადოების განვითარება და მისი მოთხოვნილება უფრო მარალ საფეხურზედ ავიდა და მასთან ერთად აიწია ხალხის კულტურული დონე, ჩნდება მთელი რიგი ინსტიტუტებისა, სადაც წინანდელ მეთოდების მოხმარებასთან ერთად, სწარმოებს უფრო ღრმა მეცნიერულის თვალსაზრისით შეფასება სამეურნეო მოვლენათა, მათი ურთი-ერთ შორის დამოკიდებულების გამოცნობით შემჩნეულ ცვლილებების აღწერა-აღნუსხვით, შეფასებით და სხვა… ეს ინსტიტუტები, ამ ჟამად, ნამდვილ მეცნიერულ ლაბორატორიებათ გარდაიქმნენ; მათ ჩვენ ვიხილავთ, როგორც აქ, პარიზში, ესევე გერმანიაში, ინგლისში და ამერიკის შტატებში.

არ უნდა მტკიცება მას, რომ ჩვენ, ქართველები ჯერ კიდევ ძალიან შორსა ვართ, რომ სწორეთ ამნაირის საშუალებით და მეთოდებით გავერკვიოთ ჩვენი ქვეყნისა და ერის ეკონომიურს სინამდვილეში. ამ სფეროში ჩვენ კიდევ პირველ-ყოფილის მდგომარეობაში ვიმყოფებით, როგორც საჭირო მასალების ნაკლუვნელობით, ისევე იმ მეთოდების სიმარტივით, რომლის საშუალებით ხდება აღნუსხვა, დალაგება, შეფასება და შეგნება საქართველოს ეკონომიური მდგომარეობისა. ჩვენ კვლევა-ძიებებში, იძულებულნი ვართ დავემყაროთ მხოლოდ სტატისტიკურს მეთოდს, ვინაიდგან ჩვენში არამც თუ არ არსებობს ყურადღების ღირსი მონოგრაფიები, არამედ ანკეტები და ადგილობრივი დაკითხვებიც-კი არა გვაქვს თითქმის. აქვე უნდა ითქვას, რომ თვით ის სტატისტიკური მასალა, რომელიც ხელთა გვაქვს, ძალიან შორს არის სისრულეზედ. დაგროვილნი `ცარიზმის~ დროს, მათი მთავარი შემკრებნი, მეტ წილად, სოფლის სულ პატარა მოხელენი ან `სტრაჟნიკები~ იყვნენ. ბოლშევიკების ხანაში-კი, ხშირად, სტატისტიკა წარმოადგენს ხელოვნურად აკინძულ მასალას, საიდანაც ჩვენ მას კი ვერ დავინახავთ, რაც ნამდვილად არსებობს, არამედ მას, რაც ბოლშევიკებსა სურთ. ამიტომ, ჩვენ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი ცდა, არსებულის სტატისტიკურის მასალების საშუალებით, გამოვიცნოთ ნამდვილი ვითარება ჩვენი სამშობლოს ეკონომიური მდგომარეობისა, არის ერთგვარი მიახლოვება იმისადმი რაც სინამდვილეშია მოცემული. ამ მხრივ გაცილებით უკეთეს პირობებში იყო ჩაყენებული შიდა რუსეთის ეკონომიკის გამოკვლევა. იქ არსებობდა საკმაოდ კარგად მოწყობილი ერთობათა სტატისტიკა, რომელმაც მიუხედავად მთავრობის მიერ შევიწროებისა, მაინც მოახერხა დიდი და საყურადღებო მასალის დაგროვება.

რუსეთის მთავრობის მიერ საერობო დაწესებულებანი არ იყო ჩვენში დაშვებული, მიუხედავად იმისა, რომ სამოციანი წლებიდან დაწყებული, სულ ბოლომდე, საქართველოს სათავად-აზნაურო ყრილობანი დაჟინებით მოითხოვენ მათ შემოღებას. ერობის მაგიერ, რუსეთის მთავრობამ, მეოთხმოცე წლებში, ჩვენში `ერობის სტრაჟა~ შემოიტანა, `ზემსკაია სტრაჟა~, ე.ი. სახელმწიფო პოლიცია და ქართველების, თითქოს, ცხვირში ამოსაკრავად, როგორ გაბედეთ და საერობო დაწესებულებანი მოინდომეთო, ხარჯი `სტრაჟის~ შესანახად, რუსის სახელმწიფოს ხაზინამ კი არ მიიღო თავის-თავზე, არამედ ქართველ ხალხსავე დააკისრა… და აი ამ `სტრაჟის~ ურიადნიკ-იასაულები და მათთან სოფლის მწერალნი და გზირები იყვნენ, უმთავრესად, სტატისტიკური მასალების შემკრებნი. ამნაირს ყოფაში წარმოსადგენია ის სიძნელენი, რომელიც წინ უდევს სვინდისიერ მკვლევარს…

შევეცადოთ, მაგალითად, ციფრებით გამოვხატოთY ის სივრცე, რომელიც საქართველოს რესპუბლიკას უჭირავს. ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ 1921 წლამდე, საქართველოს ტერიტორია შეიცავდა 76.300 კვ. კილომ._66.359 კვ. ვერსტს, ან 7.540.000 დესეტინას; ეხლა-კი ტფილისის კომუნისტური უნივერსიტეტის ლექტორი, ვინმე დუბენსკი, გვიმტკიცებს, რომ საქართველო შეიცავს მხოლოდ 57.960 კვ. კილომ., მაშინ როდესაც პროფესორი გეხტმანი უკვე 67.960 კვ. კილომ. იძლევა. ბოლშევიკების მიერ გამოცემულ კრებულში (ნარ. ხოზ. გრუზია), საქართველოს სივრცედ მიღებულია 69.525 კვ. კილომ.=61.091 კვ. ვერსტი, და სულ ახალის მასალების მიხედვით-კი, საქართველოს ახალი დარაიონების დროს რომ იყო მიღებული, ნაჩვენებია: 70.046 კვ. კილომ. ეს უკანასკნელი ზომაც 6.254 კვ. კილომეტრით უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს მიღებული იყო 1921 წლამდე. ჩვენი ტერიტორიის ამ შემცირებით, უეჭველია, ბოლშევიკებს მოუსურვებიათ ცხოვრებაში ის ხაზი გაეტარებინათ, რომელიც წარმოდგენილი იყო, მათი ერთი დიდი ბობოლას მიერ, რათა ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების ახალ-დარაიონების დროს, მოხდეს წაშლა `სტირანიე~ პოლიტიკური საზღვრებისა~. მეორე მათი დიდი ბობოლა, რომელიც სწორეთ ს.ს.ს.რ. ახლად დარაიონების მუშაობაში იყო ჩაბმული, ამიერ-კავკასიისათვის ისეთი დარაიონებას ურჩევდა, სადაც ცენტრი ტფილისში-კი არ უნდა დარცენილიყო, არამედ გადატანილიყო ვლადიკავკავში! უფრო გულ-ახდილ რჩევას იძლეოდა ბოლშევიკი, ვინმე `აჩ~, იგი აი რაგვარი პროექტის გატარებას ცდილობდა: `ტფილისის რაიონში უნდა შევიდესო მაზრები_ტფილისის,, ახალქალაქის, ბორჩალოსი და დუშეთისა. ამნაირად შემდგარი ოლქის მცხოვრები იქნება სულ 576.983. აქედან: სომეხი_32,6%; ქართველები ამაზედ, რასაკვირველია, ნაკლები_31,6%; რუსები_10,8%; თათრები_14,3%; დანარჩენნი_10,7%! ამნაირს დარაიონებაში ჩვენ თვალნათლად ვხედავთ ცდას, მაზრების დაყოფვა ისე მოეხდინათ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ქართველები ეროვნულ უმცირესობათა მდგომარეობაში ჩაეყენებინათ; ამითი დაერღვიათ საქართველოს მთლიანობა და ერთსახეობა, რაიც ჩვენს ხალხს გაუძნელებდა მისი ეკონომიკის მშენებლობის ნორმალურის გზით სვლასაც.

ჯერ-ჯერობით ეს ვერ შესძლეს ბოლშევიკებმა, თუმცა ხელოვნური ზომები ამისათვის მათ მრავლად იხმარეს და კვლავაც ხმარობენ, მაგრამ სინამდვილეს ისინიც ვერსად წაუვიდნენ და თვით მათი სტატისტიკური მასალები მოსახლეობის აღრიცხვის შესახებ ასეთს ცნობებს იძლევა: 1926 წ. საქართველოში სულ იყო მოსახლეობა_2.666.494 მცხოვრები. აქედან სოფლად სცხოვრობდენ 2.072.273 (77,7%), ქალაქად-კი_594.221 (23,3%).

ეს მოსახლეობა ეროვნულად ასე ყოფილა დანაწილებული;

ეროვნებანი: სოფლად: ქალაქად:

ქართველები 72,45% 48,25%

სომხები 7,59% 25,16%

რუსები 1,23% 11,84%

ყველა დან. ერ. 18,73% 14,75%

1929 წლის აღრიცხვით საქართველოში უკვე 2.718.000 მცხოვრები ირიცხებოდა. აქედან, საქართველოს დედა-ქალაქს ტფილისში იყო:

ქართველები 42,9%

სომხები 33, %

რუსები 13,9%

დანარჩენები 10,2%

სულ 100%

ჩვენის გამოანგარიშებით, ომამდე, საქართველოს მოსახლეობის ყოველ წლიური ზრდის ნორმა იყო 1,1%. რევოლუციისა და ბოლშევიკების შემოსევის შემდეგ ეკონომიური და პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესების მეოხებით ამ ისედაც საკმაოდ ნაკლებმა ნორმამ კვლავ იკლო და თუ ეხლა ამ ზრდას მხოლოდ 1% ჩავთვლით, 1933 წ. მოსახლეობა გამოიხატება დაახლოვებით 2.853.000 მცხოვრებით. ამ რიცხვში ქართველები უნდა იყოს არა ნაკლები 2.139.800. არა ქართველთა რიცხვი კი არ უნდა აღემატებოდეს 25-27%. გავიხსენოთ, რომ ცენტრალურ ევროპის სახელმწიფოებშიც სწორედ ამ პროცენტებით აღირიცხება ის მოსახლეობა, რომელიც ეროვნებათა უმცირესობას შეადგენს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ იმ სახელმწიფოებში ეს უმცირესობანი ეკუთვნიან მხოლოდ ორიოდე ეროვნებებს, ჩვენში-კი არა-ქართველი 9-10 ეროვნებათ არის წარმოდგენილი. ცენტრალურს ევროპაში ზოგი ეროვნული უმცირესობა 20 პროცენტამდე ადის, როდესაც ჩვენში, ყველაზე დიდი უმცირესობა, სომხები, ძლივს თერთმეტ პროცენტამდე ავიდა.

ამნაირად, საქართველოს რესპუბლიკის პატრონად ისტორიულადაც და ფაქტიურადაც ქართული მოდგმის მოსახლეობაა დღესაც, მიუხედავად ჩვენი მტრების ცდების, რომ ეს სხვანაირად ყოფილიყო, ეს გარემოება ჩვენს ერს, უფლებებთან ერთად, განსაკუთრებულ მოვალეობასაც აკისრებს სა სწორედ მას ხდის პასუხის მგებლათ იმ მშენებლობაში, რომელიც ჩვენში სწარმოებს.

რომ სიტყვა არ გაგვგრძელებოდა, ჩვენ აქ არ წარმოგვიდგენია სტატისტიკური ციფრების სხვა და სხვაობის ყველა ნიმუშები. ამას არც შემდეგში ვაპირებთ. ვიტყვით მხოლოდ, რომ სტატისტიკური მასალების მერყეობა, მათი არა სიმტკიცე და ცვალებადობა ყველა დარგში ისეთივეა, როგორც ზემოდაა ნაჩვენები. ამიტომ დიდის სიფრთხილით უნდა ვისარგებლოთ, როგორც `სტრაჟნიკების~, ასევე `საბჭოების~ დროის დაგროვილი მასალებით. რასაკვირველია ასეთი ვითარება სავალალოა. აგერ ასოცდაათი წელიწადია, რაც საქართველო რუსეთს ხელში ჩაუვარდა და აქნობამდე მათ ისიც კი ვერ მოუხერხებიათ, რომ სტატისტიკური ცნობათა შეკრება ხდებოდეს სწორად და წესიერად. ეს მით უფრო დაუშვებელია, რომ რუსეთს, 1801 წელს, საქართველოში დაუხვდა მთელი წყება სხვა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და უკანასკნელთა შორის საუცხოვოდ მოწყობილი სტატისტიკური აპარატი, თავისი პერსონალით, განწესებით, და გამოცდილი მეთოდებით. ეს საქმიანობა არ შეწყვეტილა მაშინაც, როცა აღა-მაჰმად-ხანმა ორჯერ ააწიოკა საქართველო. ჩვენი მეფეთა განკარგულებით სტატისტიკური აღწერა, აუცილებლად, შვიდს წელიწადში ერთხელ უნდა მომხდარიყო! ერეკლე მეორის ბრძანებით ერთი აღწერა 1780 წელსაც მომხდარა და ასლი იმ აღწერისა ჩაკერებულია იმ ტრაქტატში, რომელიც მან რუსეთთან დასდო. ჩვენი დედა-ქალაქის, ტფილისის, აღწერა მაჰმად-ხანის დაცემის ხანაშიც მომხდარა, როცა ეს ჩვენი საშინელი მტერი უკან გაბრუნებულა. ამის შესახებ ვრცლადა აქვს ნაამბობი ჩვენს ისტორიკოსს ივ. ჯავახიშვილს, თავის `საქართველოს ეკონომიური ისტორიაში~.

ქართველი მოსახლეობის დანაწილება, მიხედვით მისი ბინადრობისა, როდესაც სოფლად ცხოვრობს 77,7% მთელი მოსახლეობისა და ქალაქად-კი, მხოლოდ_22,3%, უკვე ცხად ყოფს საქართველოს ეკონომიურ სტრუქტურას: იგი უმთავრესად `სასოფლო მეურნეობის მხარეა, ძალიან ნაკლებად განვითარებულ ქალაქის მოსახლეობით. თუ სახეში იმასაც მივიღებთ, რომ 6.042.000 დესეტ. ფართობზედ, რომელიც საქართველოს ტერიტორიას შეადგენს, მხოლოდ 66,7%-ია მეურნეობისათვის ვარგისად ცნობილი მიწები და 33,3%-კი უვარგისია, ჩვენ დავინახავთ, რომ საქართველოს სოფლების ასეთი ძალზედ დატვირთვა შეუძლებელია გამოწვეული და გამართლებული იყოს საღი ეკონომიურის მოსაზრებით. სოფლის ასეთმა დატვირთვამ მიწების უკიდურესად დანაწილება გამოიწვია. აი ამის ცხადი ილუსტრაცია: ამ ჟამად თითო კომლზედ მოდის მიწები: საქართველოში_3,8 დეს., სომხეთში_5,08 დეს., აზერბეიჯანში_6,7 დეს. ამის მიხედვით ასეთია აღრიცხვა ღარიბთა და შემძლე (`კულაკების~) გლეხების:

ერები ღარიბები `კულაკები~

საქართველო 41,2% 9,7%

სომხეთი 14,8% 15, %

აზერბეიჯანი 18,6% 31,9%

გავერკვიოთ, როგორია საქართველოში სასოფლო-მეურნეობის მდგომარეობა. ვარგისი მიწები, ე.ი. 66,7% საქართველოს ტერიტორიისა, უდრის_4.022.000 დესეტინას, აქედან:

კულტ. მეურნ. უჭირავს 919.000 დეს. _ 23% ყველა ვარგ. მიწებისა.

საძოვრებს უჭირავს 935.000 ,, 23% ,, ,, ,,

ტყეებს უჭირავს 2.168.000 ,, 54% ,, ,, ,,

სულ 4.022.000 დეს. 100%

მთელი ვარგისი მიწების ფართობში მოდის: სახნავი მიწები _ 20,3%

სათიბი ,, 1,8%

ბაღ-ვენახები 0,9%

თუ მხოლოდ კულტურისათვის გამოსადეგ მიწებს მივმართავთ (919.000 დესეტ.), აქ მიწების დანაწილება ასეთია:

სახნავები 88,1%

სათიბები 7,9%

ბაღ-ვენახები 4,0%

100%

ამ ცხრილებიდან ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო არამცთუ უმთავრესად სასოფლო-მეურნეობის ქვეყანაა, არამედ იმასაც, რომ ამ მეურნეობაში უმთავრესი დარგი პურეულის თესვა-მოყვანა არის. სტატისტიკური მასალები გვიჩვენებენ, რომ მთელი ვარგისი მიწების ფართობზედ, მხოლოდ 26.000 დესეტინაა მიჩნეული იმნაირ კულტურებისათვის, როგორც არის ქართოფილი, ბამბა, კომბოსტო, თამბაქო და სხვ… ამ ჯამად ცდილობენ ეს რაოდენობა 60.000 ჰეკტრამდე აიყვანონ. მეურნეობის დღევანდელი წესები იმასაც გვიჩვენებენ, რომ ჩვენში ყოველ-წლივ მოუხნელად რჩება 250.000 დესეტინამდე; არის წლები, როდესაც მათი რაოდენობა 400.000 დესეტინამდეც აღწევს! ამ ჟამად ეს არის ერთად-ერთი საშუალება, რათა მოსახნავ მიწებს დაუბრუნდეს მათი ძალ-ღონე, კატასტროფულად დალეული. პურეულობის შორის უმეტეს წილად სიმინდი ითესება; პურის ყანები თან-და-თან კლებულობს და სიმინდს უთმობს. აი ის ცარჩოები, რომლის ფარგლებში ხდება საქართველოს მოსახლეობის საქმიანობა; სწორედ რომ ითქვას, ეს არ არის მხოლოდ `ჩარჩო~ ერის მეურნეობისა. იგია თვით `მეურნეობა~, რაშიაც იხატება ქართველი ხალხის სამეურნეო უნარიანობა; სწორედ აქ იჩენს თავსა ჩვენი ერი, როგორც მშენებელი. მართალია, ეს მხოლოდ სასოფლო- მეურნეობის დარგია, ჩვენი ერი სხვაგვარ მოღვაწეობა-საქმიანობასაც ეძლევა, ამაზედ ქვემოთ გვრქნება ბაასი, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ სწორედ სასოფლო-მეურნეობაშია ჩაბმული ჩვენი ერის 80 პროცენტამდე და იგია იმისი მთავარი საქმიანობა.

უნდა პირდაპირ ითქვას, რომ ეს საქმიანობა, მიწების ამნაირ დარგებათ დანაწილება, სრულებით არ უდგება ჩვენი ქვეყნის მდგომიარეობას – ჰავას, არც მისი მიწების თვისებებს და მეტადრე არც ქართველი ხალხის, ამ ძველი კულტუროსანი ერის უნარიანობას, რომელიც უხსოვარ დროიდან ღრმადაა ჩაბმული სასოფლო-მეურნეობის წარმოებაში. ეს წარმოება, ყოველთვის ურთულეს და უძნელეს დარგათ ყოფილა ცნობილი. ტყუილად კი არ იყვნენ კულტუროსან ერებად ჩათვლილი ის ხალხები, რომელთაც პირველად იბრუნეს პირი მიწებისაკენ, მათ დასამუშავებლად და მოსავლელად.

გიორგი ჟურული.

(გაგრძელება შემდეგ).

ქართველი ერი, როგორც მშენებელი

(ეკონომიური ეტიუდი)

(გაგრძელება*) *) იხ. `სამშობლო~ #14)

გამოჩენილი გეოგრაფი სტრაბონი, ქრისტეს შემდეგ პირველს საუკუნეში რომ მოღვაწეობდა, პირადათ საქართველოშიც ყოფილა; იგი დიდის ქებით იხსენიებს იმ წესებს, რომლითაც ქართველი ერი მისდევდა სასოფლო-მეურნეობასა, უქებს ჩვენს ხალხს მეურნეობაში ხმარებულ იარაღებს, აღნიშნავს ჩვენი მიწების არა-ჩვეულებრივ დიდს მოსავლიანობას, კულტურების ნაირ-ნაირობას, სადაც პურეულობასთან ერთად ითესებოდა: სელი, კანაფი; (ბამბა მე-XII-XIII საუკუნოდან) და ყველა ამასთან ბაღ-ვენახების გაშენებას. ღვინის დაყენების ცოდნას და სხვა.

უღრმეს წარსულში ჰქონია ქართველ კაცს წარმოდგენა თესლის შერჩევის სარგებლობაზე (სელექცია); ჯერ კიდევ იმ დროს უწევდა იგი ანგარიშს ნიადაგის კარგად დამუშავების საჭიროებას, მიწების დასვენების აუცილებლობას, სამს-ოთხს წელიწადში ერთხელ, რათა მათი ღონე კვლავ აღდგენილიყო. სასოფლო-მეურნეობაში ხმარებულ იარაღების მრავალ-ფეროვნებას იმ დროისთვის, მათი კონსტრუქციის სირთულეს, გაკვირვებაში მოყავდათ ის უცხოელნი, რომელთაც ჩვენში უცხოვრიათ. საკმაოდ ბლომათაა დარჩენილი ძველი ნაწერები, რომელნიც მოწმობენ, რომ საქართველში სასოფლო-მეურნეობა მართლაც და მარალს დონეზედ ყოფილა ასული.

ერთობ საინტერესოა, მაგალითად, ქართული გუთნის გაუმჯობესების ისტორია, სასოფლო-მეურნეობაში ხმარებულ ამ უმთავრეს იარაღისა. გვახსოვს ჩვენი სტუდენტობა, პროფესორი გვიკითხავდა საზოგადოთ გუთნის გამოგონების ისტორიას და მისი კონსტრუქციის ევოლუციის ამბებს. კერძოთ ქართული გუთნის შესახებ აი, დაახლოვებით, რა გადმოგვცა პროფესორმა: გუთნის თან და თანობით გაუმჯობესების ისტორიაში ქართულს გუთანს საპატიო ადგილი უკავია; პირველად ამ გუთანში იყო განხორციელებული ის წარმატებანი, რომელიც ხვნის დროს გუთანს ურყევად სვლას ანიჭებდაო. მაშინ ამ სიტყვებს არ მოუხდენიათ ჩემზედ სრული შეგნება იმისი; მხოლოდ ამ რამოდენიმე წლის წინათ, როცა გავეცანი ივ. ჯავახიშვილის კაპიტალურ შრომას, მის `ეკონომიურ ისტორიას~, შევიგნე, თუ რა დიდი გამოგონება უნდა ყოფილიყო ქართველებისაგან შემოღება ისეთი გუთნის ბორბლებისა (მე-XII ს.), რომელიც ერთი ზომისანი არ იყვნენ: ხნულში ჩაყენებული ბორბალი უფრო მცირე რადიუსისაა, ვიდრე მეორე, საველე თვალი. ამნაირი სისტემის გუთანი საქართველოში გაცილებით უფრო ადრე ყოფილა ხმარებული, ვიდრე ევროპაში, სადაც მათ მხოლოდ მე-XVII-XVIII საუკუნეებში ვხვდებით (ამ დროებამდე იქ ბორბლები თანასწორი ზომისა იყო). რკინის სახნისს ქართველები ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე ხმარობდნენ; ამ ჟამად უკვე მტკიცდება, რომ გუთნის ერთი ნაწილი, სახელდობრ საკვეთი,_სახნისს რომ წინ უსწრობს დანის ფორმით, პირველად ქართველებისაგან უნდა იყოს გამოგონილი. ყოველ შემთხვევაში მტკიცდება, რომ საკვეთელს ქართველები რომზედ და საბერძნეთზედ ადრე ხმარობდნენ. გუთნის ბოლტების გადმოსაბრუნებლად ფიცარსაც, სახნისის თავზედ რომ არის აყუდებული. ეს გაუმჯობესობა ქართველებს მე-V საუკუნეში შემოუღიათ. ამ ფორმის საბრუნებელის (რუსულად `ოტვალი~) მაგიერ რომაელებს სახნისის გვერდით გაკეთებული ჰქონდათ ორი პატარა ყური, ხისავე, რომელიც არაფრად მიაგავს ქართული გუთნის ფიცარს. ეტყობა, ფიქრობს პროფესორი ჯავახიშვილი, რომაელების გუთანი ქართველებმა პირველად რომაელების საქართველოში შემოსევის დროს ნახეს და მათი გუთნის `ყურები~, შეუცვლელად კი არ გადმოიღეს, არამედ თავისი უნარით გადააკეთეს იგი და ისე გააუმჯობესეს, რომ ხვნის დროს მიწის გადაბრუნება და დაფშვნეტვა გაცილებით უფრო კარგად ხდება. ეს გაუმჯობესებული მიწის საბრუნებელი, ქართველებმა ევროპაზედ რამოდენიმე საუკუნით უფრო ადრე განახორციელეს.

ძველი ქართული მემინდვრეობის კულტურის განვითარების მაღალი დონე, სრულის უეჭვობით უნდა მტკიცდებოდეს, ამბობს ჩვენი სასიქადულო ისტორიკოსი. აი ერთი უცხოელი მწერლის მოწმობაც: მეთვრამეტე საუკუნეში კაი ხანს დაჰყო საქართველოში, სახელდობრ სამეგრელოში, მისიონერმა ლამბერტმა, იგი მემინდვრეობაში ხმარებულს ასეთს თესლთა ბრუნვას აღნიშნავს: პირველს წელს ითესებოდა ღომი, იმის შემდეგ სიმინდი, მერე პური და მეოთხე წელს მიწას ასვენებდენო. უნდა ითქვას, რომ ასეთი თესლის ბრუნვა, მეცნიერული აგრონომიის თვალსაზრისით, დღესაც რაციონალურად უნდა იყოს აღიარებული. ქართველებმაო, მოწმობს ლამბერტი, თესვის წინ, თესლის გაწმენდა, გასუფთავებაც იციანო. ჩვენ ეხლა ვიცით, რომ ასეთი თესლის გადარჩევა აუცილებელი მოთხოვნილებაა თანამედროვე მეცნიერული აგრიკულტურისა.

მეთვრამეტე საუკუნის დიდი ქართველი მეცნიერი, ბატონიშვილი ვახუშტი, თავის საქართველოს ეკონომიურ გეოგრაფიაში, ერთად უყრის თავს ყველა იმ ცოდნას, რაც სასოფლო-მეურნეობის დარგში, თუ მცენარეთა მცოდნობაში ქონია ქართველებს. გეოგრაფი ვახუშტი უკვე საუცხოოდ ერკვევა, რა გავლენას ახდენს სასოფლო-მეურნეობის წარმოებაზედ ზონების ურთი-ერთობა. ამ ზონებს იგი არკვევს ჰორიზონტალურს და ვერტიკალურ მიმართულებით, აგვიწერს მათ დაწვრილებით, იმ მცენარეების ჩამოთვლით, რომელნიც ამა თუ იმ ზონას ახასიათებენ. როგორც პროფესორი ივ. ჯავახიშვილი გადმოგვცემს, მცენარეთა ზონალურად ჩარიგება, ევროპაში, პირველად აღნიშნა ფრანგმა მეცნიერმა დე Gანდელლე-მა მეცხრამეტე საუკუნეში. ქართველმა მეცნიერმა ვახუშტიმ საქართველოს ზონების აღწერა, უკვე 1740 წელს მოგვცა, ე.ი. თითქმის ორასი წლით ადრე, ვიდრე დე განდელის ის შესანიშნავი წიგნი გამოქვეყნდებოდა.

ქართულმა სასოფლო-მეურნეობამ, სხვატა შორის, მდიდარი ტერმინოლოგია მოგვცა. ამით მტკიცდება, როგორის დაკვირვებით, ადგილობრივი პირობების ღრმად შეფასებით და შეგნებით მისდევდენ ჩვენი წინაპარნი ხვნა-თესვას, თუ მეირნეობის სხვა წარმოებას. ამის შედეგი_მიწების ის დიდი მოსავლიანობა იყო, რომელსაც აგვიწერენ ძველი მწერალნი. სტრაბონის დროს ჩვენი პურის მოსავალი, დათესილს აღემატებოდა 50 ჯერ! მეთვრამეტე საუკუნეშიც, ლომბარტის მოწმობით ეს მოსავალი 8 ჯერ აღემატებოდა თესლსა. საქართველოს ბუნების დაკვირვებით, შეგნებამ შეასწავლა ჩვენს ხალხს მცენარეთა თვისი საკუთარი ხარისხების გამოყვანაც. ეს ქართული ხარისხები, მაგალითად პურეულობაში, ცნობილია სწრაფის დამწიფებით, საუცხოვო გემოთი და ჯიშის სიმტკიცით. მაგალითად ზანდურის პური, ანუ მაზა (ოსლი), ის ქართული ხარისხია, რომელიც ჩვენებურ თონის პურს ანიჭებს ასეთს შესანიშნავ გემოს.

ასეთი ყოფილა ძველათ ქართველი ერის უნარი სასოფლო-მეურნეობაში. ბუნებრივად იბადება კითხვა: ნუ თუ დრევანდელს ქართველებს ისე შემოაკლდათ ეს მამა-პაპეული უნარიანობა, ისე მოსწყდენ ისენი თავის ძველად ნაქებ კულტურას, რომ ვეღარ მოუხერხებიათ აწინდელი თვისი მეურნეობა ისეთს დონეზედ დააყენონ, რომ მათი კეთილმყოფობა ცოტა ზემოთ აიწიოს?!

თქმა არ უნა, რომ სასოფლო-მეურნეობას ჩვენი ხალხი დღესაც დაკვირვებით და თუ გნებავთ, მოხერხებითაც მისდევს, მიუხედავად იმ მძიმე ეკონომიური პირობებისა, რომელიც ძალათა აქვს თავს მოხვეული აგერ ასოცი წელიწადია. იგი საკუთარს ძალებზედ დაყრდნობილი, ათასის გაჭირვებით, მხოლოდ საკუთარის უნარით, სხვების დაუხმარებლად, უძღვება მაინც, დაე სიღარიბით, თვისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას! ღარიბად ვიტყვით ჩვენ, მანამ უვარგისი მართველობის მიერ ხელოვნურად ჩვენს თავზედ მოხვეული პირობები არ იქნება შეცვლილი, უკუგდებული!

უკანასკნელი დიდი ომის დაწყებამდე სასოფლო-მეურნეობის ინტენსიფიკაცია ყოველს შემთხვევაში იდგამდა ჩვენში ფეხსა. ეს გამოიხატებოდა, მაგალითად, მებაღეობის, მებოსტნეობის წარმოების გადიდებით; ხილის ჯიშების გაუმჯობესებით, ვენახების ევროპიული წესებით დამუშავებით, ვაზის და ხეხილის წამლობის შემოღებით, მეთამბაქოობის ზრდით; მინდვრებში იწყობა კომბოსტოსი, ქართოფილის და ჭარხლის მოყვანა. დასავლეთ საქართველოს ვაზებს, ფილოქსერა რომ მოედო, რუს მთავრობის ექსპერტების რჩევით, ჩვენ ხალხს ვაზი სულ ძირიანად უნდა ამოეგდო და იმის მაგიერ ზეთის ხილი გაეჩინა, ან რამის თესვას მოყოლოდა; ვითომდა, კულტურულად დაქვეითებული ქართველი, ვერ შესძლებდა ფილოქსერასთან ბრძოლასო. ჩვენმა ერმა ეს რჩევა არ მიიღო, საკუთარის ძალებით შეებრძოლა ფილოქსერას, დაამარცხა იგი და თან, ახალი ვაზის გაშენებაში, მეცნიერული მეთოდების მოხმარებაც შეისწავლა, მასთან ერთად საუცხოვოდ გაეცნო ვაზის წამლობის პროცესსაც. ბოლოს ხომ ფორთოქალ-მანდარინებისა და ჩაის პლანტაციების მოწყობასაც შეეჩვია. ყველა ამით, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ძველად მონაპოვარი კულტურა ღრმად აქვს მას ძვალსა და რბილში გამდგარი, რომ დრესაც არ დაუკარგავს მას ნიჭი სასოფლო-მეურნეობაში ინიციატივისა და ხერხის გამოჩენისა.

მიუხედავად ამისა, მაინც იბადება კითხვა: რა მოხდა, რითი უნდა აიხსნას ის მოვლენა, რომ ქართველი ხალხი მაინც ღარიბია და ძლივს ახერხებს იგი თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას; ღარიბია ესოდენ მდიდარს ქვეყანაში, სადაც, თითქოს, ყველა პირობებია მოცემული რომ მოსახლეობის კეთილდღეობა, რომ იტყვიან, სდუღდეს და გადმოსდიოდესაო?…

ეს კითხვა დიდი ხანია სდგას ჩვენი ერის წინაშე, და ჩვენი ეკონომისტები მოვალენი არიან აგვიხსნან იგი, ჩვენი ქვეყნის მეურნეობის ყოველ-მხრივი შესწავლით. ეს ახსნა, ალბად, მომავლის საქმეა და ეხლა კი, ნება მიბოძეთ, მანამ ამ კარდინალურს კითხვას კვლავ დავუბრუნდებოდე, ჩვენი ეკონომიკის უფრო ახლოდ გათვალისწინებისათვის მოგაწოდოთ კიდევ რამოდენიმე ცნობა. ბოლშევიკური გამოცემანი საყოველთაოდ გაიძახიან, რომ პურის მოსავლის ნაკლუვანება საქართველოში იმ ზომამდეა მისული, რომ რუსეთიდან, ყოველ წლივ 10 მილიონი ფუთის ხორბლის შემოტანა გვიხდებაო. ეს ცნობა შორს არ უნდა იყოს სიმართლეზედ და დღევანდელს სინამდვილეზედ. ომამდი, როგორც მოგეხსენებათ, მდგომარეობა ცოტა სხვანაირი იყო. მაშინ მოდიოდა წლები, როდესაც საქართველოს ყოფნიდა თავისი პურის მოსავალი, თუმცა იყო ისეთი წლებიც, როცა ეს მოსავალი არ იყო საკმარისი.

განსვენებულს ნოე ხომერიკს თავის ერთ წიგნაკში ასეთი ცნობები აქვს მოყვანილი: 700 ათას ჰეკტარზედ დათესილ პურს მოუცია მოსავალი 500.000 ტონი. იხარჯებოდა კი:

მოსახლეობის საკვებად _ 528.840 ტონი

სათესლეთ _ _ 69.000 ტონი

საქონლის საკვებათ _ 63.238 ტონი

სულ 662.000 ტ. (მორგვ-ბით).

როგორც ვხედავთ, ამნაირს ცუდი მოსავლის დროს ჩვენს ქვეყანას აკლდებოდა 112.000 ტონი. მაგრამ, საქმის მდგომარეობა ყოველთვის რომ ასეთი არ ყოფილა, ამას შემდეგი გვიჩვენებს. 1909-1913 წლებში, საშუალოდ, ყოველ წლიური მოსავალი უდრიდა 42.557.000 ფუთს, ე.ი. 700.000 ტონზე მეტსა. ამ შემთხვევაში დეფიციტს ან სულ არ ჰქონია ადგილი და ან მცირე რაოდენობით…

რას ააშკარავებს ეს ციფრები? სულ პირველად იმას, რომ ერთობ მცირე ყოფილა ჩვენში პურეულის მოსავალი, თითო დესეტინაზედ რომ ვიანგარიშოთ, ჩვენში 700.000 ჰეკტარზედ მოსავალი რაღაცა 550.000 ტონი ყოფილა. სხვა ქვეყნებში ამ ზომისავე ფართობი იძლეოდა ასეთ მოსავალს:

იტალია 595.000 ტონს

საფრანგეთი 875.000 ტონს

გერმანია 1.240.000 ტონს

ბელგია 1.610.000 ტონს

დანია 1.820.000 ტონს.

თუ ჩვენ 550.000 ტონის მოსაყვანათ დაგვჭირებია 700.000 ჰეკტარის მოხვნა, ამ რაოდენობის მოსავლის მისარებათ საკმარისი იყო მოეხნათ:

გერმენიაში 315.000 ჰეკტარი

ჰოლანდიაში 280.000 ჰეკტარი

ბელგიაში 260.000 ჰეკტარი.

ამ ცხრილებიდან აშკარად ვხედავთ, რომ ჩვენებური სასოფლო-მეურნეობა სათანადო დონეზედ რომ ყოფილიყო დაყენებული, ჩვენს ხალხს, იმ წელს, 700.000 ჰეკტრის მოხვნა კი არ დასჭირდებოდა, არამედ მესამედის, ბელგიის მაგალითს რომ მივხედოთ. დანარჩენი ჩვენი მიწები განთავისუფლებული იქნებოდა პურეულობისაგან და იქ უფრო მარალი ღირებულობის კულტურას მივყვებოდით, უფრო ინტენსიური მეთოდებზედ გადასვლით.

ამნაირს მცირე მოსავალს ჩვენში ყველა სხვა კულტურებიც იძლევა: თამბაქო, ვაზი, ხილი, თხილი და კაკალი; მცირეა გამოსავალი მატყლისა, აბრეშუმის და სხვათა…

მართალია აქ ჩამოთვლილ დარგებში, ზოგს შემთხვევაში, იმდენი მაინც მოდის, რომ შინ მოსახმარადაც ყოფნის ჩვენს ხალხს და ზედ-მეტი უცხოეთშიც გადის, მაგრამ აქაც, საერთოდ, მოსავლიანობა მცირეა მაზედ, რის მიღება ადვილად შეიძლებოდა ჩვენში, მეურნეობა რომ უფრო რაციონალურად სწარმოებდეს.

ასეთია ვითარება სასოფლო მეურნეობაში. გადავხედოთ ეხლა რა ხდება ჩვენი სამშობლოს ეკონომიურს სხვა დარგებში.

აქ ჩვენ გვინდა სულ მოკლეთვე შევეხოთ ჩვენებურს მრეწველობას, ვაჭრობას, შინა-მრეწველობას და სხვა. ას ჩვიდმეტი წლის რუსის ბატონობის დროს, კაცმა რომ სთქვას, ჩვენში არავითარი მრეწველობა არ ყოფილა დაშვებული. ეს რასაკვირველია, იმიტომ არა, რომ ამისათვის ადგილობრივი პირობები არ ყოფილიყოს მოცემული ან მოსახლეობას არ ქონოდა უნარი, ან სურვილი ასეთს მოღვაწეობაში ჩაბმულიყო.

რუსეთის ეკონომიური პოლიტიკა ყოველთვის ისეთი იყო, რომ იგი სრულებით არ უწყობდა ხელს მრეწველობის გაჩენას ისეთ განაპირა პროვინციებში, როგორიც საქართველოა. რუსეთის კოლონიალური პოლიტიკა ჩვენი ქვრყნის მიმართ ნაწარმოები, მოითხოვდა რუსეთის ქარხნებისათვის ნედლი მასალის მიცემას, ფაბრიკის ნაწარმოები-კი ჩვენ უეჭველად რუსეთიდან უნდა გამოგვეწერა. რუსების ეს პოლიტიკა ტარდებოდა დაჟინებით და ულმობლათ; ერთი მიზეზთაგანი ეს იყო, რომ ჩვენი სასოფლო-მეურნეობა დაბალ დონეზედ იდგა, მოსახლეობაც მატერიალურად მეტად დაქვეითდა. ჩვენს სოფელს აკლდა ღონიერი ქალაქი, ქალაქს კიდევ აკლდა დოვლათიანი სოფელი. ჩვენი ქვეყნის საწარმოო ძალები იმდენად იყო ხელოვნურად შევიწროებული, რომ თითქოს დავიწყებას მიეცა ის უბრალო ჭეშმარიტება, რომ ვისაც ღონიერი ქალაქი უნდა, მას სოფლისათვის უნდა მიეხედნა და ვისაც ძლიერი სასოფლო-მეურნეობა აინტერესებდა, მას ქალაქის მრეწველობისთვის უნდა ეზრუნა… ჩვენს მეურნეობაში არსებული პირობები თავის გავლენას ახდენდა ადგილობრივ ვაჭრობაზედაც. გაღარიბებული მოსახლეობა ერთობ ცუდი მყიდველია ქარხნის ნაწარმოების. ასეთ დონეზედ დაწეული ერი იძულებულია შინ გაიკეთოს, რაც შეიძლება მეტი იმ საქონლისა, რაც მას სჭირდება და ამით იგი ხელოვნურად ნატურალურ მეურნეობას უბრუნდება. აი მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ გაჩნდა ჩვენში მსხვილი ვაჭარ-სოვდაგარი, რომლის გამდიდრების გზა ყველგან ერთია: იგი თვითონ არას ქმნის ახალ ღირებულებას, ის არის მხოლოდ შუამავალი მწარმოებლის და მსყიდველის შორის და რამდენადაც ეს მსყიდველი, ე.ი. ადგილობრივი მოსახლეობა, ყიდულობს მათს ნაწარმოებს, ფაბრიკ-ქარხნებში დამუშავებულს, იმდენად უფრო მეტი ფული გროვდება ვაჭართა კლასშიც. საქართველოს ეკონომიურს პირობებში ამ კლასმა ვერ დაიგროვა მაინც და მაინც დიდი ფულადი სიმდიდრე და ვერც ის მოახრხა, რომ უფრო ზევით ამაღლებულიყო და ნაწილობრივად, მრეწველთა კლასსად გადაქცეულიყო. თუ ომის წინა დროის სტატისტიკურ მასალას გავეცნობით, ადგილობრივი მრეწველობის მდგომარეობის შესახებ ასეთს სურათს ვიხილავთ.

1912 წელს, ჩვენებურ ქარხნებ-ფაბრიკების მთელი ნაწარმოები შეფასებული იყო რაღაც 24.608.700 მანეთად; ყველა ეს ნაწარმოები არ იყო მხოლოდ ადგილობრივი კაპიტალის მიერ გამომუშავებული. ჩვენის ანგარიშით, ნაწარმოების მთელი 48% არა ადგილობრივ კაპიტალს ეკუთვნოდა და მხოლოდ 52% იყო გამომუშავებული შინაური კაპიტალის მიერ. აქ ყურადღებას სულ პირველად ის გარემოება იქცევს, რომ ადგილობრივი კაპიტალის მონაწილეობა ჩვენს მრეწველობაში ერთობ სუსტობდა. ეს ჩვენებური წარმოება იმდენად მარტივია, რომ იმისი სავსებით აწევა საკუთარის ძალებით, უცხოელების დაუხმარებლათაც, არ უნდა გასძნელებოდა ჩვენებურს კაპიტალისტებს.

ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო რა მონაწილეობა ეკუთვნოდა ადგილობრივ კაპიტალში კერძოთ ქართულსა და სომხის კაპიტალებს. თქმა არ უნდა, რომ ასეთი გამოანგარიშება არ არის ადვილი, მეტადრე აქ, უცხოეთში, როდესაც ყოველ-გვარ მასალების ნაკლუვანობას განვიცდით. აი დაახლოვებით, რა სურათი წარმოგვიდგება:

ქართულს კაპიტალზედ მოდის

სამრეწველო ნაწარმოები _ 6.777.200 მან.

სომხის კაპიტალზედ მოდის . . . . . . . . . . . . _ 6.050.500 მან.

სიფრთხილისთვის მივიღოთ, რომ ეს მონაწილეობა თანასწორად ხდებოდა და არა ისე, როგორც მოყვანილი ცხრილი გვიჩვენებს. ჩვენგან შეკრებილი მასალები იმასაც ამბობენ, რომ სომხის კაპიტალი საქართველოში უმთავრესად თამბაქოს მრეწველობაში იყო ჩაბმული, ქართველებისა _ მარგანეცში. ტყის საქმეში, მეღვინეობაში, ტყავის წარმოებაში ორთავე კაპიტალი თითქმის თანასწორია. უმთავრეს მიზეზად ჩვენში მრეწველობის მცირე განვითარებისა ისევ რუსეთის კოლონიალური პოლიტიკა რჩება, მაგრამ საფიქრებელია, რომ ჩვენებური ვაჭარ-სოვდაგარნი ვერ ავიდნენ მრეწველთა საფეხურზედ იმ მიზეზებით, რომ ფულის `გაკეთებას~ მის დაგროვებას ისინი ამჯობინებდენ მევახშეობას, რასაც იოლად აწარმოებდენ თვის წვრილ მაშტაბიან ვაჭრობასტან ერთად. მევახშეობას ჩვენში ბოლომდე კარგი დარი უდგა; საუბედუროთ ჩვენებური ბანკები უფრო ჩხირ-კედელობდენ, და არ წარმოადგენდენ მსხვილ საკრედიტო აპარატს. ისინი უმთავრესად ქალაქელებს ემსახურებოდენ, მუდამ შიშობდენ კრედიტი სოფლისათვისაც მიეწოდებინათ, იმ სოფლისათვის, სადაც ინტენსიფიკაცია, ასე თუ ისე, ფეხს იდგამდა და კრედიტთა მიშველებას ითხოვდა. სოფელი მევახშეების ამარათ იყო მიტოვებული, და ეს ძვილი კრედიტი ერთ დიდს მიზეზათაც გახდა ჩვენი სასოფლო-მეურნეობის ნელის ნაბიჯით სვლისა.

სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს იძულებულნი ვართ, ამ ეტიუდში ნათქვამით დავკმაყოფილდეთ, თუმცა ვაჭრობა-მრეწველობის ისტორია საქართველოში საინტერესოც არის და თვისი შინაარსითაც საკმაოდ მდიდარი.

საქართველოს ისტორიულს ანალებში შენახულია სახელები იმ ქართველ ვაჭარ-სოვდაგრებისა, რომელნიც წარსულში დიდს ვაჭრობას აწარმოებდენ აღმოსავლეთ და დასავლეთ ქვეყნებში. ამ ისტორიიდან იმასაც ვგებულობთ, რომ კონსტანტინოპოლის ბედის ცვალებადობა დიდს გავლენას ახდენდა საქართველოს ვაჭრობაზედ. ოსმალებმა სტამბოლი რომ დაიჭირეს, ჩვენს ქვეყანას მოესპო სატრანზიტო პუნკტის მნიშვნელობა და ამას ის მოჰყვა, რომ ჩვენს ქვეყანაში თან და თან ქრება ტიპი დიდ უნარიანი ვაჭრისა და მის ადგილს წვრილი ვაჭარი იჭერს.

მთელი მე-19 საუკუნე წვრილ ვაჭართა რიცხვის ზრდაში გადის. უკანასკნელთა შორის ქართველები თან და თან მრავლდებიან; ესენი ჯერ მცირე დაბა-ქალაქებიდან ახევინებენ უკან არა ქართველ ვაჭრებს, რომელთა ნაშთნი დიდს ქალაქებში გადადის. ქართველი ვაჭარ-სოვდაგარი მალე აქაც იკიდებს ფეხსა. მეოცე საუკუნე ქართველ ვაჭართა უფრო დიდ გაძლიერების სურათს იძლევა; ამნაირსავე სურათს ვხედავთ მრეწველობის დარგში.

სამოცდაათიან წლებში საქართველოში (გორის მაზრაში) აშენდა პირველი შუშის ქარხანა. იმისი დამწყები იყო ქართველი მემამულე თავ. ელიზბარ ერისთავი. ევროპიული წესებით სპირტის გამოხდა და კონიაკის კეთება პირველად ქართველმა მრეწველმა დ.სარაჯიშვილმა შემოიღო. ტყის ინდუსტრია, ეს უძნელესი და ურთულესი წარმოება, ისევ ქართველებმა დაიწყეს გიორგი ქართველიშვილმა და ასლ. ოქრომჭედლიშვილმა. მათ დიდი წინასწარი სამუშაო მოახდინეს. გაიყვანეს შოსეები და რკინის-გზები. გაწმინდეს მდინარეების კალაპოტები, რამაც დიდი კაპიტალის ჩაბნევა მოინდომა. ტიპოგრაფიის და ლიტოგრაფიული საქმეც ევროპიულად ქართველმა კ. მესხიშვილმა მოაწყო პირველად. კარგი ღვინის დაყენებამ ქართველ ღვინოს დიდი სახელი გაუთქვა უცხოეთში. როგორც ერთი კურიოზი, აქ მოსატანია კიდევ ერთი ამბავი. ბაქოდან გაუწმენდავი ნავთის შემოტანა საქართველოში პირველად ორმა ქართველმა მოაწყო. ეს ექსპორტი იმ დროს აქლემებით ხდებოდა, რადგან იმ დროს არც რკინის-გზა იყო გაყვანილი და არც შოსე.

მარგანეცის წარმოებაში ქართველების კაპიტალი იყო არა ნაკლები ორმოცი პროცენტისა; ამ მრეწველობამ მოგვცა არა ერთი საქმეში ღრმად ჩახედული მრეწველი, თუმცა ნავთის წარმოება ჩვენში ჯერ არ იყო დაწყებული, მაგრამ ბაქოს ნავთის წარმოებაშიც გამოჩნდენ საკმაოდ ღონიერი ქართველი მრეწველები.

ქართველების, ინდუსტრიაში მონაწილეობის მიღება არ იყო მათთვის რაღაც უჩვეულო ამბავი.

საქართველოდან უძველეს დროიდან გაქონდათ უცხოეთში ჩვენში გადამუშავებული და გაკეთებული `მანუფაქტურა~, აწინდელი ტერმინით რომ ვიხმაროთ. ისტორიკოსი გეროდოტი მოწმობს, რომ ქართული ხელის-ქსოვილები არაფრით ჩამოუვარდებოდა ეგვიპტელ ქსოვილებსაო.

კანაფის ქსოვილები, საქართველოში ნამუშევარი უცხოეთში გატანილი სტრაბონსაც უნახავს. ქართული ბამბეულის ქსოვილები უკვე მეცამეტე საუკუნეში გვხვდება.

გიორგი ჟურული.

(გაგრძელება შემდეგ).

მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია მისი მიწის კანონმდებლობის სტრუქტურა
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი,

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,

მიხეილ ჯიბუტი, პროფესორი,

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,

ანზორ მესხიშვილი, პროფესორი,

ეკონომიკის დოქტორი

ამ სტატიის დაწერა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 2014 წლის 29 დეკემბერს საქარ¬თ¬ველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეტანილ იქნა კანონპრო¬ექ¬ტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესა¬ხებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (http://www.parliament.ge/ge/ law/7964/16269). აღნიშ¬ნუ¬ლი კანონპროექტი აგრძელებს მიწის სამართლის შექმნის „ქართულ ტრადიციას“, როდე¬საც ყოველი მომდევნო საკანონმდებლო აქტი კი არ აუმჯობესებს, არამედ აუარესებს წინას. აღნიშნული კანონპროექტი არ პასუხობს საქართველოში მიწასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაწყვეტის არც ერთ მოთხოვნას და მისი ამ სახით მიღება კიდევ უფრო გაამწვავებს ამ სფეროში არსებულ პრობლემებს.

კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში ვერ/არ ასაბუთებენ მათ მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ნორმების შედეგიანობას, მათ შესაბამისო¬ბას მიწის სამართლისა და ეკონომიკის თეორიებთან, ცივილიზებული მსოფლიოსა და უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის ქვეყნებში მსგავს საკითხებზე არსებულ კანონმდებლობასთან.

ავტორების მიერ არაა მოცემული იმ რეალური გარემოსა და მიზეზების დახასიათება, რომელმაც გამოიწვია ამ ნორმების შემოღების წინადადებების წარმოდგენა:

– კანონის პროექტის განმარტებით ნაწილში არ ჩანს გარკვეულობა იმის თაობაზე, თუ რატომ არის საჭირო, რომ მცირემიწიანი საქართველო თავის მიწას უცხოელებზე ყიდდეს. ნათელია, რომ ამისთვის კანონმდებლის ცნობიერებაში ან ქვეცნობიერებაში ერთადერთი მოტივი არსებობს: `ამას მოითხოვს დემოკრატიული ზრდილობა~. უკიდურესად არადემოკრა¬ტი კანონმდებელი ამით იმშვიდებს `სინდისს~ და ამავე დროს მომგებიან იმიჯს იქმნის მსოფლიოში, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ უცხოე¬ლებზე მიწის განუკითხავი გასხვისება სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისით მიუღებელია (ამას მეტყველებს მაღალდემოკრატიული დასავლეთის მთელი საკანონმდებლო პრაქტიკა);

– განმარტებითი ბარათიდან არ ჩანს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული ეკონომიკური ანალიზი, ანუ რა რაოდენობის მიწაა შესყიდული, რა ინვესტიციებია განხორციელებული, დამუშავებულია თუ არა მიწა და ა.შ.;

– როგორია თანაფარდობა საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებულ ინვესტიციებსა და უცხოელების მიერ გაკეთებულ ინვესტიციებს შორის და სხვ. საინტერესოა რომელი ქვეყნის მოქალაქეები ფლობენ მიწას საკუთრებაში, რა წილი მოდის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე და როგორია მათ მიერ გაკე-თებული ინვესტიციების ოდენობა, რომ ვიცოდეთ რომელი ქვეყნებიდანაა მიწით სპეკულაციის მაღალი რისკი;

– დადგენილია, რომ მიწის სპეკულაციის საშიშროება უფრო მეტად არსე¬ბობს იურიდიული პირების მხრიდან და შესაბამისად სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი შეზღუდვები უცხოელებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვაზე ძირითადად მიმართულია იურიდიული პირების მიმართ. ავტორები არ ხსნიან ასეთ პირობებში რამ განაპირობა მათი პოზიცია, რომ საქართველოსი არა მარტო სასოფლო-სამეურნეო პროფილის იურიდიულ პირებს შეეძლოთ სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა, არამედ ნებისმიერ იურიდიულ პირს და მათ შორის ფინანსურ ინსტიტუტებს – განუსაზღვრელი ოდენობით;

_ კანონის ავტორები კვლავ ღიად ტოვებენ პრობლემას მიწის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ნათლად ჩამოყალიბებული თამაშის წესების შესახებ, რომელიც გამორიცხავს/შეზღუდავს არასწორი ინტერპრეტაციებისა და არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას. თანამდებობის პირების მიერ (თუნდაც ჯგუფურად). ამისათვის, სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამი¬ნისტროსთან თეორიულად შესაძლებელია შეიქმნას საბჭო, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილი, თუმცა მისი მანდატი უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტი¬რებული, რათა არ დარჩეს სივრცე მიკერძოებული გადაწყვეტილებებისთვის.

გაუგებარია თუ რა მიზანს ისახავს კანონპროექტის ბევრი ნორმა, ბუნდოვა¬ნია მექანიზმი მათი რეალიზების და იწვევს ბევრ კითხვა. კერძოდ:

– დასადგენია რა მიზანს ემსახურება მინიმალური ზღვარის დაწესება (5 ჰა ფიზიკური პირისთვის და 20 ჰა იურიდიული პირისთვის). თუ მიზანია ის რომ ნაკ¬ვეთების დანაწევრება არ მოხდეს მაშინ მითითებული უნდა იყოს რომ ნაკვეთის გაყოფა და ნაწილის შეძენა არ შეიძლება და ეს უნდა ეხებოდეს ასევე საქართველოს მოქალაქესაც. ამასთან გაუგებარია როგორ მოხდება პირის მიერ ორი მომიჯ¬ნავე მაგალითად სამ ჰექტრიანი მიწის ნაკვეთის შეძენა, ანუ ეს ნაკვეთები ჯერ უნდა გაერთიანდეს და შემდგომ იქნება მისი ყიდვა შესაძლებელი?

– ბუნდოვანია, რამდენად ეფექტიანია მიწის სპეკულაციის თავიდან ასაცილებ¬ლად ზედა ზღვარის დაწესება მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით კერძო ან იურიდიული პირის მიერ შესაძლებელია დაფუძნდეს რამდენიმე იურიდი¬ული პირი და ისე იქნეს შეძენილი სასოფლო სამეურნეო მიწა;

– საკითხავია თუ რამ განაპირობა შეზღუდვების არ გავრცელება, კომერციულ ბანკებზე, მიკრო საფინანსო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე და ვინ არის ის კონკრეტული პირი ვინც ეს ნორმა ჩაწერა კანონის პროექტში;

– გაუგებარია რატომაა საჭირო უცხოელისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს ნოტარიუსის გარეშე დადოს გარიგება და ასევე უცხოელს არასასოფლო სამეურნეო მიწის შეძენისას არ მოეთხოვება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ნოტარიუსთან და სხვ.

ქართველი ერისათვის მიწა-წყლის წართმევის მცდელობას იმდენივე ხნის ისტორია აქვს, რამდენიც იმის ცოდნას დანარჩენი მსოფლიოს მიერ, რომ საქართველო “ღვთის მიერ კურთხეული ადგილია”, ანუ, თავისი ფარ-თობისადმი პროპორციის მხრივ, ბუნებისგან ბევრად უფრო უხვად დასაჩუქრებული ადგილია, ვიდრე დედა¬მიწის დანარჩენი ტერიტორია საშუალოდ. ეს მცდელობა ხორციელდება არა მხოლოდ გეოსტრატეგიული ქმედებების დონეზე (დაპყრობა, აყრა და ა.შ.), არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის დონეზეც, სახელდობრ, თვით საქართველოს სინამდვილეში იმგვარი `მშვიდობიანი~ დივერ¬სიული ცვლილებების განხორციელების (ან სათანადო მცდელობის) დონეზეც, რომლებმაც შედეგად უნდა მოი¬ტანოს ფაქტობრივი და ფსიქო¬ლოგიუ¬რი ბმის შესუს¬ტება საქართველოს მიწასა და მის კანო¬ნი¬ერ პატრონს, ქართველ ერს შორის.

საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთ ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა, ეს ტერიტორია (მიწა) გამოიყენოს თავისი საზოგადოების მშენებლობისათვის თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილე¬ბების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით, ანუ ეძებოს საკუთარი გზები კაცობრიობის ერთობლივი მარადიული მიზნებისა და იდეალების რეალიზა¬ციისათვის.

საქართველოს ყველა მოქალაქე განურჩევლად სქესისა, რასისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა, კანის ფერისა, დაბადების ადგილისა და ა.შ. თანასწორია.

მოქალაქეთა თანასწორობა მდგომარეობს:

ა) თანასწორობაში კანონის წინაშე

ბ) უფლებაში, რომ იგი და მისი შთამომავალნი, აწ და მარადის, საქართველოს მიწა-წყალს და ბუნებრივ რესურსებს განიხილავდნენ როგორც თავის სარჩენ ბაზას და როგორც თავისი ყოველმხრივი თვითრეალიზაციის სივრცეს თანამედროვე ცივილიზაციური დონისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

სახელმწიფო ვალდებულია ყველა კანონმდებლობითი და პრაქტიკული კონკრეტული ღონისძიება იხმაროს, რათა საქართველოს მოქალაქეთა შთამო¬მავლობას შეუნახოს აღნიშნული შესაძლებლობები შეუმცირებებლი სახით.

ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ

_ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, თავისი მოქალაქეების შთამომავლობა დაიცვას არა მხოლოდ სამხედრო, ეკოლოგიური, ეპიდემიური და სხვა მასობრივი კატასტროფებისაგან, არამედ სასურსათოსგანაც (ანუ სტაბილური და მასობრივი შიმშილობისაგან), კონკრეტულად _ მუდმივად და უცვლელად ჰქონდეს ხელთ ის მინიმალური რესურსი, რომ თავის მოსახლეობას (ბუნებრივია, მზარდ თაობათა მანძილზე) ბიოლოგიურად აუცილებელი კალორიები მისცეს. ამისი ერთადერთი რეალური გზაა _ თავის მიერ კონტროლირებადი პოტენციალის საზღვრებში შეინარჩუნოს ის საწარმოო სიმძლავრეები, რომლებიც საკმარისია, რათა თავის მოქალაქეთა შრომის საჭირო ნაწილი საკვებად მოსახმარ მასალად გარდაქმნას. ასეთი საწარმოო სიმძლავრე, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს და ვერ ექნება, არის მხოლოდ მიწა.

_ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია თავისი მოქალაქის წინაშე, რომ უზრუნველყოს გარანტირებული პირობები იმისა, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსები არ შემცირდეს, და

_ უზრუნველყოს იმიგრაციის საკმარისად მკაცრი კონტროლი, საქართვე¬ლოს მოქალაქეთა გამრავლების ტემპების გავლით, რომ საქართველოს მოქალაქეთა შთამომავლობა განჭვრეტად მომავალში არ დადგეს სასურსათო, ეკოლოგიური, კრაუდინგული, ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური და სხვა სახის მძიმე გამოწვევების წინაშე.

იმიგრაციული ნაკადების უკონტროლობა და საქართველოს მოქალაქეების უკიდურესი გაღარიბება უკვე იმის სრულიად რეალურ საფრთხეს ქმნის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდება. თან ეს ქვეყნები (ჩინეთი, ინდოეთი, არაბეთის რიგი სახელმწიფო, თურქეთი, ირანი, ისრაელი), რომლებიც უკვე გამოხატავენ ქართული მიწით დაინტერესებას, გამოირჩევიან უმწვავესი ჭარბმოსახლეობითYდა მცირემიწიანობით. ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა იმისა, რომ ეს პროცესი ინვესტიციების მოზიდვით გაამართლონ (სოფლის მეურნეობაა არაა ინვესტიციატევადი დარგი და აქ ინვესტორის წახალისების პოლიტიკა ყველაფრის ფასად არ უნდა ტარდებოდეს) _ თანაც გვმოძღვრავენ და გვამშვიდებენ, `მიწას ზურგზე ხომ არ მოიკიდებენ~. არ მოიკიდებენ, მაგრამ ამ მიწაზე დამკვიდრდებიან და ძალიან დიდი რაოდენობითაც, თუ დროზე არ მოვედით გონს, რადგან ამ ქვეყნების დემოგრაფიული და ეკონომიკურ-საფინანსო პოტენციალი იძლევა ვითარების დროის უმოკლეს პერიოდში შეცვლის პროგნოზს. უკვე ვხედავთ ამ პროცესის შედეგებს. სახეზეა მოსახლეობათა ურთიერთშეუსატყვისობა, ისტორიის, ზნე-ჩვეულებების (ტრადიციის), რელიგიის, ზოგადკულტურული ფონისა და აქსიოლოგიური ფონის მხრივ, მით უმეტეს _ ენის მხრივ. სტატუსდაკარგული ქართული სოფელი კარგავს ისტორიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ფუნქციას. ამიტომაც იზრდება დაძაბულობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრებ მკვიდრ მოსახლეობასა და ჩამოსახლებულ უცხოელებს შორის.

საქართველოს მმართველი ხელისუფლების აგრარული პოლიტიკის სტრატეგია უნდა ემყარებოდეს იმის გათვალისწინებას, რომ:

_ მიწა ერისთვის მისი სახელმწიფო ტერიტორია, სასიცოცხლოდ აუცილებელი ბაზაა, რომე¬ლიც არ¬სე¬ბი¬თად განსაზღვრავს ქვეყ¬ნის პოლიტიკური და ეკონომიკური და მოუკიდებლობის ხარისხს და ფაქტობრივად წარმო-ადგენს მო¬ცე¬მულ სივრცეში ერის არსებობისა და შემოქმედების აუცილებელ პირობას.

_ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოება მიწის საკითხს უდგება საკუთარი ეროვნული და საზოგადოებრივი მიზანშეწონილობის მიხედვით: თუ საკუთრების კლასიკური გაგება წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოებრივ ინტერესებთან, უყოყმანოდ იწირება თეორია. ამ მხრივ დასავლური სახელმწიფოები არავითარ სიმორცხვეს არ ამჟღავნებენ;

_ ამჟამად პლანეტაზე მიწის ერთი ნაგლეჯიც კი არ არის თავისუფალი და, თუ გადავხედავთ თანამედ-როვე კონფლიქტების უმრავლესობას, მათი მიზეზი სწორედ ტერიტორიული დავაა.

_ საქართველოს რესურსულ პოტენციალში მიწას, როგორც უვადო ეკონომიკურ აქტივს, განსაკუთრებული მნიშვ¬ნე¬ლობა ენიჭება;

_ საქართველოში გაეროს სპეციალური მეთოდიკით გაანგარიშებული ნივთობრივი სიმდიდრე 1990 წელს სულ 275 მლრდ დოლარის ტოლფასი იყო, რომელშიც მიწას 54,3% ეკავა;

_ მიწა არა მხოლოდ პროდუქცი¬ის წარმოების წყაროა, არამედ ქართული ფენომენის განმტკიცების ფაქტორი;

_ ქვეყნის სიძლიერე გლეხკაცის მიწასთან მარადი¬ულ კავშირშია;

_ გლეხკაცი სოფლის მაცოცხლებელი და გარდამქნელია;

_ მი¬წი¬სა¬გან გლეხ¬კა¬ცის მოწ¬ყვეტა გა¬მოიწვევს, სოფ¬ლის, როგორც ეროვნუ¬ლი კულტუ¬რის სა¬ძირ¬კვლის, ყო-ფაც¬ხოვ¬რე¬ბის წე¬სის შე¬მოქ¬მე¬დის, შემ¬ნახ¬ვე¬ლი¬სა და გან¬მა¬ახ¬ლებ¬ლის ფუნ¬ქცი¬ის მოშ¬ლა¬ს.

_ სამშობლოს დაცვით ქართველი გლეხკაცი თავის პირად მამაპაპურსაც, თავის `მამულსაც~ იცავდა. სხვა სიტყვით: თავის პირად მამულს იგი თავისი დიდი მამუ¬ლის _ თავისი სახელმწიფოს _ დაცვის სახით იცავდა.

კანონპროექტის ამ სახით მიღება არ შეიძლება იმიტომაც, რომ მასში არ არის გათვალისწინებული არც მსოფლიოში საკვებთან დაკავშირებული მდგომარე¬ობა და არც სხვა ქვეყნის გამოცდილება.

თანამედროვე მსოფლიოში საკვების პრობლემა სულ უფრო მწვავდება. ეს პირველ რიგში დაკავშირებულია მიწის და განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შეზღუდულობითა (რომელიც ანთროპოგენური ზემოქმედების გამო, სულ უფრო მცირდება), და დედამიწაზე მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო. ამას ემატება საკვებ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. ნიშანდობლივია ამ მხრივ FAO-ს განცხადება, რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა.

თავის პასუხისმგებლობას მოქალაქის წინაშე საქართველოს სახელმწიფო ვერ განახორციელებს და, შესაბამისად, მას თავის მოქალაქეობრივ მოვალეობათა შესრულებას სრულფასოვნად ვერ მოსთხოვს, თუ მისი თავისრჩენის მთავარი ბაზა – სასოფლო-სამეურნეო მიწა – მნიშვნელოვნად შევიწროებული იქნება მასზე საკუთრების მხრივ.

მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და „ამოწურვადი“ (შეზღუდული) რესურსი. გერმანიის საკონსტიტუციო ფედერალურმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში (VerfGE 21, 37 [82] და BVerfGE 21, 73) განმარტა: „იმ გარემოებიდან გამომდინა¬რე, რომ მიწა არ ექვემდებარება გამრავლებას და შეუცვლელია, აკრძა¬ლულია მისი გამოყენების სრულად მინდობა და დათმობა თავისუფალი ძალების განუ-საზღვრელი თამაშისა და ცალკეული პირის შეხედულებისთვის. სამართლიანი სამართლებრივი და საზოგადოებრივი სისტემა მოითხოვს მიწის მიმართ საზოგა¬დოებრივი ინტერესების მეტად გათვალისწინებასა და გამოხატვას, ვიდრე სხვა ქონებრივი სიკეთეების შემთხვევაში“… „ის გარემოება, რომ მიწა შეუცვლელია და ამასთან ერთად არ ექვემდებარება გამრავლებას, კრძალავს, რომ იგი სრულად მინდობილი და დათმობილი იქნეს თავისუფალი ძალების განუ¬საზღვრელი თამაშისა და ცალკეული პირის შეხედულებისთვის. არც სახალხო-სამეურნეო მოსაზრებიდან და არც მისი სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ შეიძლება მიწა ავტო¬მატურად გაუთანაბრდეს სხვა ქონებრივ სიკეთეებსა და ღირებულებებს, სამარ¬თლებრივ ბრუნვაში კი იგი ვერ იქნება მიჩნეული და მიღებული, როგორც უძრავი ქონება“.

ამავე დროს არც ერთ თანამედროვე ქვეყანაში, მიწაზე საკუთრება არ წარ¬მო¬ადგენს აბსოლუტურ უფლებას (გამოყენების და ბოროტად გამოყენების უფლე¬ბა), არამედ ის რეგულირდება სხვადასხვა ნორმატიული აქტით. თუ როგორია ეს რეგულაციები ამის შესახებ სტატიის ბოლოს მოცემულია საცნობარო მასალა, რომელიც მრავალგზის გამოქვეყნდა, ცნობილია ხელისუფლებისთვისაც, მაგრამ არ ხდება მისი გაზიარება. ამის საშუალებას ხელისუფლებას აქვს იმიტომ, რომ მიწას¬თან დაკავშირებული კანონმდებლობა დღემდე არ არის მოქცეული ერთიანად საქართველოს მიწის კოდექსში. აქედან გამომდინარე აიღება რაღაც ერთი საკითხი (მოცემულ შემთხვევაში უცხოელებზე მიწის მიყიდვის საკითხი), რომელიც წარმო¬ადგენს რომელიღაცა პარტიის ან ჯგუფის ინტერესს და ხდება იმ საკითხთან დაკავშირებული ფრაგმენტული საკანონმდებლო აქტის მიღება.

მოსახლეობის ზრდასთან და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვ¬ნის ზრდასთან ერთად მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარ¬გუ¬ლები და აქედან, გამომდინარე, იწურება რესურსიც სწორედ ამიტომ, მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო განსა¬კუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკითხს და გამორჩეული სიფრთხილით მის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხს და ეს სფერო უმკაცრესი რეგულაციით გამოირჩევა.

ვისაც არ უნდა ეხებოდეს საკითხი – საქართველოს მოქალაქეს, თუ უცხო¬ელს, სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ყოველთვის უნდა იყოს სახელმწი¬ფოს მიერ კონტროლირებადი პროცესი. რადგან მიწა არის არა მხოლოდ ეკონომი¬კური, არამედ სოციალური და კულტურული ფასეულობა (ავსტრიის საკონსტიტუ¬ციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენის კანონის კონსტიტუციურობის შესახებ #88/1994).

რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნის მოქალაქეს, აქ მიდგომა ყველა ქვეყანაში ერთია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

მიწის გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან და საზო¬გადოებრივ ინტერესთან შეუთავსებელადაა მიჩნეული.

სასოფლო-სამეურნეო მიწა ნებისმიერ სახელმწიფოში სტრატეგიული დანიშ¬ნულების ობიექტადაა მიჩნეული და ამ ტიპის მიწის უცხოელებზე (მოქალაქეობის არმქონე პირებზე) გასხვისება ძირითადად შეზ¬ღუდულია ან დაშვებულია მხოლოდ გარკვეული და კონკრეტული წინაპირო¬ბებით.

იურიდიულ პირებთან დაკავშირებით ყველა ქვეყანაში არსებობს მათ მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვაზე შეზღუდვები: ზოგან, ესაა აქ გარკვეული რეგულაციები, წინაპირობები, სახელმწიფო ორგანოების მიერ სპეციალური, დამა¬ტებითი ნებართვები და ა.შ. ხოლო ზოგ შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვაზე პირდაპირი აკრძალვები.

საქართველო ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყანაა. მიმდინარეობს აგრარული რეფორმა, რომლის მიზანი არ უნდა იქნეს დაყვანილი მიწის გაყიდვა¬ზე. სასურსათო უსაფრთხოება, ქართული სოფელი, ეფექტიანი სოფლის მეურნეო¬ბა, იმპორტჩამნაცვლებელი წარმოება და სხვა არის ამ რეფორმის სამიზნეები. სწორი ხედვის, სტრატეგიისა და შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივისთვის აუცილებელია კვალიფიციური ანალიზის გაკეთება. ამასთან შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა უდავოდ უნდა უზრუნველყოფდეს მიწის ეფექტიან გამოყენებას, თუმცა ეს მიღწეული უნდა იყოს არა მესაკუთრეობაზე შეზღუდვე¬ბით, არამედ მიწათსარგებლობის მონიტორინგის საშუალებით, რისთვისაც შესაბა¬მისი ინსტიტუციური ცვლილებები იქნება საჭირო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მიწათსარგებლობის მონაცემთა განახლებადი ბაზის შექმნას, ასევე მიწათ¬სარგებლობის მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ფუნქციონირებას. სისტე¬მის მოწესრიგებამდე პოლიტიკა უნდა იყენებდეს წახალისების მეთოდებს. ამის საწინააღმდეგოდ თუ ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა მიწის არგამოყენებისთვის სანქციების შემოღება – ის არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს მიწის რეფორ¬მის ფარგლებში პრივატიზებულ მიწებს.

სამართალი ვერ იქნება გულგრილი საკუთრების სოციალური დატვირთვი¬სად¬მი, რადგან სწორედ აქ მჟღავნდება საკუთრების მიერ შესასრულებელი ამოცანა, მისი ადგილი, როლი და მნიშვნელობა. ამიტომ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო ერთია¬ნად მოითხოვს როგორც კერძო საკუთრების თავისუფლებას, ისე მისი შეზღუდვის აუცილებლობას საჯარო მიზნებისთვის. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრებაში ჩართვის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას.

წარმოდგენილი კანონპროექტი რომ არ იყოს მიუღებელი შინაარსობრივად და გვთავაზობდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესა¬ხებ“ საქართველოს კანონში შევიდეს, თანამედროვეობასთან მორგებულად ჩამოყა¬ლიბებული გრძელი რიგი ცვლილებების, ესეც არ იქნება საკმარისი. სწორი გადა¬წყვეტილება კონსტიტუციურია: აუცილებელია, რომ კანონში უკვე არსებული სწო¬რი განსაზღვრებებთან ერთად დღევანდელ მიწის რეფორმის „საგზაო რუკაში“ არსებულ პროპორციათა გათვალისწინებით, მათი სიმწვავისა და მნიშვნელობის მიხედვით შედგენილი ნორმებით აწყობილ იქნეს ახალი სისტემა, მიწათსარგებლობის ახალი კანონის (მიწის კოდექსის) მიღება (და არა ძველის ჩასწორება).

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ ახალ განსაზღვრებათა შორის არის ის, რომ აუცილებელია დაწესდეს (ძირითადი პრინციპების სახით მაინც) სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის მსურველ უცხოელთა მიმართ საერთაშორისო პრაქტიკა¬ში მიღებული შემდეგი შეზღუდვები:

ა) უცხოელის მიერ (რომელმაც უნდა მოიპოვოს ფერმერის სტატუსი) საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა დაშვებულია მინიმუმ ხუთი (5) ჰექტრის ოდენობით, ხოლო მეტის შემთხვევაში მთავრობის შესაბამისი სტრუქტურის გადაწყვეტილებით (საქართველოში ადგილებზე ბიოგეოკლიმატური პირობებიდან გამომდინარე). ამასთან, ამ კატეგორიის პირთა საკუთრებაში ჯამურად შეიძლება იყოს დამუშავებაში მყოფი (სახნავ-სათესი და მრავალწლიანი კულტურებით დაკავებული) სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 5%;

ბ) სასოფლო-სამეურნეო მიწა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისამებრ, ისე რომ მისი ფუნქციობა შეესაბამებო¬დეს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნებს;

გ) საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა შეუძ¬ლია საქართვე¬ლო¬ში რეგისტრირებულ მხოლოდ იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არის სასოფლო-სამეურნეო საწარმო დაარსებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, ან, რომელშიც საქართველოს მოქალაქე წილობრივად ფლობს 50%-ზე მეტს და რომელსაც გააჩნია ფერმერის სტატუსი. მას შეუძლია შეიძინოს მინიმუმ ხუთი (5) ჰექტარი, ხოლო მეტი ოდენობის მიწის შესაძენად საკითხი წყდება მთავ¬რობის შესაბამისი სტრუქტურის გადაწყვეტილებით (საქართველოში ადგილებზე ბიოგეოკლიმატური პირობებიდან გამომდინარე). ამასთან, ამ კატეგორიის პირთა საკუთრებაში ჯამურად შეიძლება იყოს დამუშავებაში მყოფი (სახნავ-სათესი და მრავალწლიანი კულტურებით დაკავებული) სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 5%;

დ) უცხოელი, რომელსაც სურს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა, უნდა:

_ კანონიერად და უწყვეტად ცხოვრობდეს საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში და ამავე დროის მანძილზე ეწეოდეს სოფლის მეურნეობას;

– წარმოადგინოს მიწაზე სამოქმედო საინვესტიციო გეგმა, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების ინტერესებთან;

– ჰქონდეს სპეციალური სასოფლო-სამეურნეო განათლება ან/და სოფლად ცხოვრების და აგრარული შრომის ხუთწლიანი გამოცდილება;

– ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის საჭირო კაპიტალს;

ე) სასოფლო-სამეურ¬ნეო მიწის ყიდვა-გაყიდვა თავისუფალია მხოლოდ საქართველოს მოქალაქე სოფლის მეურნის სტატუსის მქონე პირებს შორის;

ვ) კანონში ასევე უნდა იყოს განსაზღვრული თუ ვის ექნება უპირატესი უფლება (პრიორიტეტი) მიწის შეძენაზე;

ზ) სახელმწიფო საზღვრის 5-20 კმ (საზღვრის სპეციფიკიდან გამომდინარე) ზოლში სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება დაუშვებელია;

თ) საქართველოს მთავრობასთან შეიქმნას მიწის დაცვის ტრიბუნალი (მიწათ¬სარგებლობის კომისია), რომელიც განიხილავს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქა¬ლაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეს¬ყიდვის, იჯარით აღებისა და მიწის კატეგორიის შეცვლის მსურველთა ყოველ კონკრეტულ განცხადებას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

მიწის კოდექსში უნდა ჩამოყალიბდეს ნორმები `სოფლის მეურნის (ფერმერი) სტატუსის შესახებ~, რომელიც უნდა გავრცელდეს, როგორც ქართველ ისე უცხო¬ელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.

აგრეთვე ნორმატიულად უნდა განისაზღვროს `სოფლის სტატუსი~ და დამ¬კვიდრდეს სოფელში თვითმმართველობა, რადგან დღეს ქართული სოფელი მხოლოდ გეოგრაფიული დასახელების ფუნქციის და არა ტერიტორიული და სოციალური ერთეულისA მატარებელია.

მიწის რაციონალური გამოყენების მიზნით აუცილებელია მიწათსარგებ¬ლო¬ბაზე მონიტორინ¬გის დაწესება, რომელიც თავის მხრივ უნდა ფუნქციონირებდეს მიწის საინფორმაციო სისტემის შემადგენლობაში. დღეისათვის ქვეყანას მიწის საინფორმაციო სისტემა არ გააჩნია და ის ჩამოსაყალიბებელია. ასეთ სრულ გაუ-გებრობაში მიწის უცხოელებზე გაყიდვა დაუშვებელია.

არსებობს გამოსავალი?

სასოფლო-სამეურ¬ნეო მიწის საბაზრო ეკონომიკურ სისტე¬მაში (ბრუნვაში) მოქცევის არა ერთი, არამედ, ორი გზა არსებობს: პირველი _ მიწის კერძო საკუთრება და მეორე _ მიწის გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარა.

მოუწესრიგებელი და ტრანსფორმირების პროცესში მყოფი საქართველოსათვის უცხოელების მიმართ, ძირითადად ეს უკანასკნელი ფორმა უნდა იქნეს გამოყე¬ნებული. ეს ფორმა იგნორირებულ იქნა საქართველოში `სასოფლო-სამეურნეო და¬ნიშნულების მიწის იჯარის შესახებ~ საქართველოს კანონის გაუქმებით. აუცილე-ბელია მიწის საიჯარო ურთერთობების რეგულაციები სრულად იყოს მოცემული მიწის კოდექსში.

სახელმწიფოებრიობის პრინციპთა კონტექსტში მიწის მაღალ რანგში აყვანა კანონმდებელს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქეების, საზოგადოების, საჯარო ინტერესის სასარგებლოდ და მიწის სოციალური დანიშ¬ნულების ხასიათიდან გამომდინარე შეუზღუდოს უცხოელს ამ სიკეთით სარგებლობის უფლება.

საქართველოს გააჩნია იმის ინტელექტუალური პოტენციალიც, რომ პოლიტიკური ნების პირობებში, უმოკლეს ვადაში შექმნას სრულფასოვანი მიწის სამართლის კოდიფიცირებული საქართველოს კანონი – მიწის კოდექსი.

საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს შანსი მიაღწიოს წარმატებას აგრარულ და მთლიანად ქვეყნის განვითარების საქმეში, თუ გაუჭიანურებლად იტყვის უარს წარმოდგენილ კანონპროექტზე, მიიღებს დროებით ნორმებს იმ უცხოელებთან დაკავშირებით, რომელთაც უკვე მოახდინეს სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით აქტივობები, მთავრობა აიღებს ვალდებულებას 3-4 თვეში მიწის სრულფასოვანი კოდექსის პროექტის შესაქმნელად და გააპიროვნებს ვალდებულებას, პროექტის შემუ¬შავების პროცესში ჩართოს მეცნიერები, სპეციალისტები, შემდგომ მოაწყოს პროექტის საჯარო განხილვები საზოგადოებაში, სამეცნიერო და აკადემიურ წრეებში და ამის შემდეგ მიღებული კოდექსის საფუძველზე, რო¬მე¬ლიც იქნება მის ირგვლივ საზოგადოების მაღალი კონსოლიდაციის საშუალებაც, მისი დანერგვით მიაღწიოს კონკრეტულ წარმატებებს. სხვა გზა ხელისუფლებისათვის პოლიტიკუ¬რად მოლიპულია, ქვეყნისათვის კი – მავნე.

ფაქტები, არგუმენტები და საერთაშორისო პრაქტიკა იძლევა საფუძველს, დავასკვნათ, რომ მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია მისი მიწის კანონმდებლობის სტრუქტურა. ხელისუფლება კანონმდებლობას უნდა არეგულირებდეს იმდაგვა¬რად, რომ დაცულ იქნეს, როგორც საქართველოს მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების, ასევე, სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესები და მათი ბალანსი.

მინაწერი: კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში ქართული საზოგადოების „ზურგს უკან შევიდა“- მის შესახებ რაიმე საჯარო განხილვა არ მომხდარა. საზოგადოებამ კანონპროექტზე მსჯელობა დაიწყო მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტის ელექტრონულ გვერდზე ის გამოქვეყნდა და გახდა ცნობილი. კანონპროექტმა ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. მასზე არც ერთი დადებითი გამოხმაურება არ ყოფილა საჯარო სივრცეში. სიტუაციის გადარჩენა ეტყობა „თავის თავზე აიღო“ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ და მისი ხელმძღვანელობით რამოდენიმე დღეში შეიქმნა ე.წ. „ალტერნატიული ვარიანტი“. ჩვენ ხელთ არ გვაქვს ოფიციალური ვერსია და სამუშაო ვერსიის საფუძველზე ბუნებრივია განხილვას ვერ შევთავაზებთ მკითხველს. თუმცა ერთის თქმა კი შეგვიძლია: თუ ბატონი ტყემალაძე ეცდება ის სულისკვეთება გადაიტანოს ოფიციალურ ვერსიაში, რაც სამუშაო ვარიანტშია და რომელიც იურიდიული პირების ინტერესების ლობირებითაა გაჟღენთილი, და პარლამენტს შესთავაზოს როგორც ალტერნატივა – ეს იქნება ქართველი ხალხის მოტყვილების მცდელობა ამერიკული სერიალიდან: „ცუდ“ ბიჭებს როგორ დაუპირისპირდნენ „კარგი“ ბიჭები. ეს არ გამოვა. ჩვენი ვალია აკადემიურად გავაფრთხილოთ ის, რომ ქართული მიწის განიავების ხელის შეწყობის შემთხვევაში ბატონი ტყემალაძე პერსონალური პასუხისმგებლობით წარსდგება ქართველი ხალხის სამსჯავროზე.

პლასტელინი ივანიშვილისკენ თითის გაშვერას ვერ გაბედავს!
10-11-2014, 13:04

iverioni.com.ge

რატომ არის მარგველაშვილი პლასტელინი, გარდაუვალია თუ არა ალასანიას უნიათო და კორუმპირებულ მმართველად წარმოჩენა და სად იკვეთება რუსული სპეცსამსახურების ინტერესი – „ივერიონს“ „სახალხო პარტიის“  თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ესაუბრა

-ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ამ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ პროცესებს. თქვენი აზრით, ხელოვნურად გართულებულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე თუ ალასანიამ გარისკა და ახალი პოლიტიკური თამაში წამოიწყო?

-ეს პროცესი ადრე თუ გვიან უნდა დაწყებულიყო, რადგან, კოალიცია „ქართული ოცნება“  ხელოვნურად იყო გაერთიანებული, ხოლო მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებდა არა პოლიტიკური ხედვა, არამედ, ”ძალაუფლებისადმი ლტოლვის ცხოველური ჟინი”. ამ ჟინისა და პირადი კეთილდღეობის  დაკმაყოფილების შემდეგ, მათთვის ერთიანობის გარანტი ვერც ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა და დაიწყო ეს ბუნებრივი პროცესები.

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ამ ყველაზე რთულ სიტუაციაში, რა საჭირო იყო  ამგვარი თემებით სპეკულირება თუ ის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არ არის მართული? იმის ნაცვლად, რომ აფხაზეთის შესახებ ვმსჯელობდეთ და საერთაშორისო ტრიბუნას ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად ვიყენებდეთ, კაბელებზე ვდაობთ.

შეიძლება ვთქვათ, რომ ორივე მხარემ გარისკა, თუმცა ეს რისკები, ტოტალიზატორის ენაზე, დააზღვიეს ერთმანეთთან მოლაპარაკებით, შეხვდრებით, რამაც დაადასტურა, რომ მათი კონფლიქტი იყო პირადი და არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე!

-მთავრობიდან გაძევებულმა ალასანიამ შაბათს ,,თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობა ტრიუმფით ჩაატარა და პარტიის ლიდერობაც მოირგო. გაწევრიანდებიან თუ არა მის გუნდში ,,რესპუბლიკური პარტია“ და პორტირებული ,,ნაციონალები“?

-ეს დამოკიდებულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და რუსული სპეცსამსახურების ინტერესებზე – როგორ გადაანაწილებს როლებს მისგან მართულ ე.წ. ქართულ პოლიტიკოსებზე.

,,ნაციონალები“, ,,რესპუბლიკელები“ და ,,თავისუფალი დემოკრატები“ ერთი ფესვიდან მოდიან – ბედკრული ,,მოქალაქეთა კავშირიდან“ და, რა გასაკვირია, რომ ერთმანეთში საერთოს პოულობენ? რა გარანტიებიც ექნებათ, იმაზე იქნება დამოკიდებული მათი ერთობაც.

,,რესპუბლიკელები“ კოალიციასთან ,,ივაჭრებენ“, არც ,,ნაციონალებთან“ გაწყვეტენ კავშირს და არც ,,თავისუფალ დემოკრატებთან“. მათ კამათი და უთანხმოება მხოლოდ მაშინ მოსდით, როცა მინისტრთა კაბინეტსა და პარლამენტში ვერ ეტევიან. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ მათ პიროვნული ინტერესები უფრო აერთიანებთ!

-თავის დროზე, ივანიშვილის რუპორმა ზურაბ ბიგვავამ, შეიძლება ითქვას, შოკისმომგვრელი რამ განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა ბრალეულობა საეჭვოა და პროკურატურამ შესაძლოა ძიება შეწყვიტოსო. რასთან გვაქვს საქმე?

-საქმე ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებასა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ბიზნესფსიქოლოგიასთან  გვაქვს, როცა სახელმწიფოებს სტრატეგიული განვითარების გეგმა ან კონცეფცია კი არ წარმართავდა, არამედ ვაჭრობა-გარიგება.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა ბრალეულობა დამტკიცდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობის ავტორიტეტი შეილახება. აქ თამასა მაღალია, ეს არ არის ე.წ. ტრაქტორების საქმე, გარიგებით რომ დასრულდეს. პროკურატურას მოუწევს დაამტკიცოს, რომ ალასანია კორუმპირებული და უნიათო მმართველია, ან ის, რომ ღარიბაშვილი ვერ მართავს მთავრობას და პიროვნული მოტივაციით მოქმედებს!

საზოგადოებამ კი უნდა გააცნობიეროს, რომ  ვიღაცის საწინააღმდეგოდ ვიღაცას  არ უნდა მისცეს ხმა, რადგან ერთი კაცი გარანტორი ვერ იქნება, ერთი კაცის მიერ მოპოვებული გამარჯვება წარმატების საწინდარი არასოდეს ყოფილა…

-თქვენი აზრით, ღარიბაშვილმა უკან დაიხია თუ ეს მართლაც პოლიტიკური დაკვეთა იყო, რომელსაც ალასანიასგან ასეთი რეაქცია უნდა მოჰყოლოდა?

-პრემიერს არ დაუხევია უკან, უბრალოდ, მას ივანიშვილმა უტაქტოდ მიანიშნა, რომ პრემიერი უხეში ლექსიკით არ უნდა საუბრობდეს. (ამ შეფასებისას გულწრფელი იყო ივანიშვილი, ყველა კეთილმოსურნე ასე მიანიშნებდა პრემიერს).

ალასანიამ უნდა თქვას, საფრანგეთში ვიზიტისას, ქართულმა მხარემ რა დოკუმენტზე  ხელმოწერა აუკრძალეს მას და უნდა შეწყდეს უფაქტებო ჭორაობა.

თუ ეს საზოგადოების გასაბითურებელი პოლიტიკური სპექტაკლი იყო (,,ვარდების რევოლუციის“ მსგავსი), რომელიც საქართველოში განვითარებულ მძიმე ვითარებას დაგვავიწყებდა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, რადგან მათ უკვე გადააბიჯეს ,,წითელ ხაზებს“ და მთელი მსოფლიო უყურებს, რა მოხდება შემდეგ.

-პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კულუარებიდან კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტებიდან უნდა იმართებოდესო. მან თითი პირდაპირ ივანიშვილისკენ გაიშვირა?

-პლასტელინმა კაცობა დაიწყო, რაც მართლა პოლიტიკური შეკვეთაა! პლასტელინი ვერ გაბედავს ივანიშვილისკენ თითის გაშვერას! ის გუდასავით დადეს პრეზიდენტად ან პლასტელინივით მიაგდეს კუთხეში, პრეზიდენტის ფორმის მისაღებად და მისგან ასე საუბარი არაკაცური და არაადამიანური საქციელია!

მისი ნაბიჯებიდანაც კარგად ჩანს, რომ ის მართული ფიგურაა და ეს აღძრავს ეჭვებს – ვინ მართავს მას, რუსული სპეცსამსახური? აბა, ევროპული საქმე არც სიტყვით გაკეთებულა და არც საქმით. საქართველოში მიმდინარე პროცესებით მხოლოდ რუსეთი ხეირობს, რომელსაც ხელს აძლევს აქაური ქაოსი და დასუსტებული ხელისუფლება.

ესაუბრა ია ჯღარკავა

პაატა ზაქარეიშვილის მინისტრობა ქვეყნისთვის საშიშია
თამარ ნინიძე  “ახალი თაობა” 11.07.2014

ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან

_ დაანონსებული იყო დებატები მერობის კანდიდატებს შორის. ეს დებატები ბოლოს და ბოლოს შედგა. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?

_ რა პოლიტიკური ვითარებაც არის ქვეყანაში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ დებატების დროს, ნაცმოძრაობას აქვს ინტერესი რომ გავიდეს მეორე ადგილზე, ქართულ ოცნებას აქვს არგუმენტად მხოლოდ ის, რომ ნაციონალბზე უკეთესია. არანაირი შემოქმედებითი მიდგომა, არანარი პოლიტიკური იდეები არ ჩანს. ქვეყანა სტაგნაციის პერიოდშია შესული.

_ შემოდგომაზე ვარაუდობენ, რომ ღარიბაშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს განახორცილებს. ყველაზე სუსტი მინისტრი თქვენი აზრით ვინ არის?

_ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს განვითარების ორი გზა: ან უნდა დაუბრუნდეს ძველ მეთოდებს და ძალისმიერ მორჩილებაში ჰყავდეს ხალხი, ან მეტნაკლებად გახსნას საჯარო სივრცე, და თავისი კონკურენტუნარიანობა წარმოაჩინოს. ხელისუფლება რთული არჩევანის წინაშეა, ძველი უნდა და არ შეუძლია, სიახლის კი ეშინია და ვერ პოულობს თავის ადგილს ქართულ პოლიტიკაში, იმ უბრალო მიზეზით, რომ ეს ხალხი თავისით არ მოსულა, ისინი ივანიშვილმა მოიყვანა, დასვა და თვითონ წავიდა. ამ ხალხს გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ივანიშვილმა ეკლექტური მთავრობა Aშექმნა, რომელიც ორიენტირებულია არა იმაზე რომ საქმე აკეთოს, არამედ იმაზე, რომ თავისი გავლენა განავითაროს, საკუთარი კეთილდღეობის დონე განავითაროს და არ შეეშალოს რაიმე ივანიშვილთან. ხალხთან და სახელმწიფოსთან თუ შეეშლება, ამას არა უშავს. ვხედავთ რომ არანაირი ინიციატივა არანაირი იდეეების გენერირება ჯანსაღი სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესი არ არის. მხოლოდ იმაზეა დავა, ვინ მოაწერს ხელს ამა თუ იმ ხელშეკრულებას, ვინ უფრო მაგარი “ტიპია” და ვინ უფრო გავლენიანია ქვეყანაში. ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. რთული გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად მოუწევს მთვრობას, იმედს გამოვთქვამ და ქვეყნისთვის სასურველია, თუკი ჯანსაღი პროცესები განვითარდება ქვეყანაში. ისეთი მთავრობა არ გვყავს, რომ ქვეყანას ანვითარებდეს. რომელიმე მინისტრი რომ ვარსკვლავებს წყევტდეს, ასეთი პიროვნებები არ არიან წამორჩენილი, პოლიტიკურად ძალიან სუსტი ფიგურები არიან, მხოლოდ საკუთარი გავლენის სფეროებისთვის რომ იბრძვიან ეს გასაგებია. პოლიტიკაში სუსტად გამოიყურებიან. სახელმწიფოსთვის უკიდურესად სახიფათოა მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მისი მინისტრობა ქვეყნისთვის საშიშია. მისი ღია ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცილდება. არიან სამინისტროები რომლებიც ცარიელი ადგილებია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუნდაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი სამინისტრო არ გვყავს. თუ ღარიბაშვილს სურს რომ ქმედითი იყოს მისი პოლიტიკა, მან რაც შეიძლება სწრაფად თუ ამის უფლებას ივანიშვილი მისცემს, უნდა მიიღოს სერიოზული გადაყვეტილებები და ეს ქვეყანასაც გამოადგება თავადაც მოიპოვებს წარმატებას.

_ თქვენ ბრძანეთ, რომ ეკლექტური მთავრობა მოვიდაო, პარლამენტიც ჭრელია, იყო პერიოდი როცა პოლიტიკური სპექტრიც, საზოგადოებაც უკმაყოფილო იყო ერთპარტიული მინისტრთა კაბინეტით და პარლამენტით. ზღვარი სად შეიძლება გაივლოს?

_ ეს არის ერთი და იმავე არსის მატარებელი ორი ფორმა. მაშინ ნაცმოძრაობა ერქვა და ერთი ადამიანის ხუშტურზე იყო აგებული და არც ის იყო პოლიტიკური გუნდი. ადამიანები სწორედ სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილებით ხვდებოდნენ მაღალ თანამდებობებზე, როცა სჭირდებოდათ აიყვანდნენ ნავზე, გუნდში ჩარიცხავდნენ, ხან თვითმფრინავში Aშემთხვევით გაცნობილი ადამიანები მიყავდათ მაღალ პოსტებზე, ხან ქუჩაში მოძებნილებს აგროვებდნენ. იგივე ფორმაა დღესაც. ეს ხალხი იმას კი არ ამბობს, ძლიერი და წარმატებული პარტიები აქვთ, და ამიტომ მოხვდნენ პარლამენტში და მთავრობაში, ან იმიტომ კი არიან დღეს დეპუტატები, რომ საზოგადოებას მათი ხილვა სურდა, არამედ იმის გამო მოხვდნენ რომ ივანიშვილმა გამოარჩია ისინი. რესპუბლიკური პარტიის ადგილზე ნებისმიერი შემთხვევითი პიროვნება რომ ყოფილიყო შეიძლება კიდევ უფრო მეტ ხმები მიეღო ივანიშვილს. გუნდი უნდა იყოს პოლიტიკური ერთობა, იდეოლოგიურად ჩამოყალიბებული გუნდი უნდა იყოს, კონცეპტუალურად უნდა იყოს ეს ხალხი ერთმანეთთან დაკავშირებული. როცა იუსტიციის მინისტრი რაღაც კონკრეტულ ფაქტზე სიხარულით აკეთებს კომენტარს, ამავე ფაქტზე მწუხარებას შს მინისტრი არ უნდა გამოთქვამდეს. არ უნდა ჩანდეს რომ შიდა ბრძოლებია. მაშინაც და დღესაც ჩვენ გვყავს არა პოლიტიკური მთავრობა, არამედ ერთი ადამიანის მთავრობა, ჩვენი სურვილია რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ვიხილოთ პოლიტიკური მთავრობა.

_ ხელისუფლების რეიტინგი დაეცა მიუხედავად ამისა, არც ერთი თანამდებობის პირი არ გამოდის და არ საუბრობს ამის მიზეზებზე და არ გვესმის ღრმა ანალიზი და თვითკრიტიკა, ამ ხალხს ეს განცდა თვითკრიტიკისა არ გააჩნია. თქვენი აზრით რამ გამოიწვია ხელისუფლების რეიტინგის ასეთი ვარდნა?

_ თვითკრიტიკა ახასიათებთ დამოუკიდებელ ადამიანებს, რომლებიც თავად იღებენ გადაწყვეტილებებს და საკუთარ გადაწყვეტილებებს აფასებენ. საკმარისია რომელიმე თანამედროვე მინისტრი იყოს თვითკრიტიკული, რომ ავტომატურად მას თავის მართლება მოუწევს ივანიშვილთან და თუ მისდამი კეთილგანწყობა არ გამოავლინა, მოუწევს წასვლა სამინისტროდან. ამ ადამიანებმა, როგორც ჩანს, დაიჯერეს რომ არიან განუმეორებლები, შეუცვლელნი, რადგანაც ივანიშვილმა ამოარჩია მათზე უკეთესი არავინ არის. სააკაშვილის მინისტრების და დღევანდელი მინისტრების რიტორიკა ერთი და იგივეა. მაშინაც ყველა ამბობდა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და არ ვერევით სასამართლოს გადაწყვეტილებებშიო, სააკაშვილის დროს ყველა ამბობდა, რომ კანონის მიხედვით მოქმედებდა. რიტორიკა ერთი და იგივეა შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის. არაფერი იცვლება და ეს ნათლად მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა `პერესტროიკის~ პირობებშია. საბჭოთა კავშირის დროს რომ დაიწყო ეს `პერესტროიკა~ მას ჰქონდა ორი მთავარი გამომხატველი ფორმა, პირველი საჯაროობა და მეორე რეფორმები, მაშინაც და ახლაც ერთი ვიწრო ჯგუფი მართავდა რეფორმებს, არ დამთავრებულა ჯერ საქართველოში საბჭოთა `პერესტროიკა~. საჯაროობაა მხოლოდ წარსულზე, მაგრამ არა დღევანდელობაზე საუბარი, არ მოდის დღევანდელობაზე სასაუბროდ არც ეს მთავრობა და არც სააკაშვილის ხელისუფლება. წარსულზე კი გენაცვალე ყველა მოდის სალაპარაკოდ. არ შეიძლება რეფორმები მხოლოდ ერთი ჯგუფის მიერ ხორციელდებოდეს. ეს არის საბჭოთა მიდგომა, რომ მხოლოდ ერთი პარტიაა წარმოდგენილი რეფორმების განხორციელებაში და ამაში საზოგადოება არ მონაწილეობს. ამ ერთმა ძალამ იცის მხოლოდ რა არის ხალხისთვის ბედნიერება და ხალხის გარეშე ამკვიდრებს ამ ბედნიერებას. ეს ბოლშევიზმია და საბჭოთა სისტემა. მინისტრების უმეტესობა საქართველოში ბოლშევიზმს ამჟღავნებენ. არიან შეუმცდარები და სწორი გადაწყვეტილების ავტორები. პარტია `ნაშ რულევოი~ გახსოვთ, ეს გამოთქმა ალბათ, დღეს ჩვენი მესაჭე ქართული ოცნებაა. სხვა არავინ არაფერს წარმოადგენს. არც ინტელექტი გააჩნია, არც პოლიტიკური ხედვები, არც ღირებულელებები, ეს არის ბოლშევიზმი. დროა დასრულდეს საქართველოში `პერესტროიკა~. ამ მიმართულებით დღევანდელი მთავრობა არ მიდის. რომ ჰქონდეს ამის სურვილი ივანიშვილს და ღარიბაშვილს, ამას მხოლოდ მივესალმებოდით.

_ ივანიშვილი თოქშოუს წამყვანად შეიძლება მოგვევლინოს საკუთარ ტელევიზიაში, როგორი იქნება თქვენი აზრით ამ გადაცემის ფორმატი და შინაარსი?

_ ვერ გეტყვით, საინტერესო იქნება თუ ივანიშვილი ჩაერთვება ღია საჯარო სივრცეში, კარგი იქნება თუ სადღაც ერთი სივრცე მაინც იქნება სადაც შესაძლებლობა გვექნება ღია კონცეპტუალური დისკუსიისთვის. ყველა ტელეარხზე მხოლოდ ნაცმოძრაობა და ქართული ოცნებაა, ამათმა გამოჩენამ ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები. საზოგადოების უმეტესობა ალბათ აღარ უყურებს ტელევიზიებს. იმდენად დამღლელია ერთი და იგივე, ერთი ამბობს შენ ცუდი ხარ, მეორე უმტკიცებს შენ მაინც გჯობივარო.

_ როცა ივანიშვილი გადავიდა სამოქალაქო სექტორში მან თქვა, რომ იქნებოდა კრიტიკული საკუთარი მთავრობისა და პარალამენტის მიმართ. მაგრამ მან ეს დაპირება ევრ შეასრულა, მხოლოდ ერთხელ გამოთქვა აზრი პრემიების თემის ირგვლივ ისიც არჩევნების დღეს.

_ ბევრი სხვა დაპირებაც არ შესრულდა ან ვერ შესრულდა. ბევრი საყვედური შეიძლება ითქვას, მაგრამ ეს სისტემა ვერ იტანს კრიტიკას. კრიტიკა და დაპირისპირება ამათთვის ერთი და იგივეა. ეს არ არის ჯანსაღი სისტემა, რომ ერთი ადამიანი მეორეს სიკეთეს უსურვებს თანაც აკრიტიკებს ჯანსაღად რომ უკეთ გააკეთოს საქმე. მსგავსი რამ მხოლოდ დამოკიდებელი ჯგუფებისთვის არის შესაძლებელი. რამდენჯერაც გაითვალისწინეს საქართველოს პატრიარქის აზრი, ეს გადმოადგა ქვეყანას, თუნდაც მიწის საკითხი ან თვითმმართველობის და რეგიონალიზმის საკითხი. გამოიყენე როცა ასეთი მასშტაბური პოტენციალია ქვეყანაში. არავინ გეცილება მინისტრობაში, მაგრამ გაითვალისწინე, რომ მიწაზე მორატორიუმი შედეგს არ მოიტანს და სხვა სახის რეგულაციებია საჭირო. ივანიშვილი ამ უკრიტიკო სისტემის ტყვეა, საბჭოთა სისტემის ტყვეა. მან რომ დაიწყოს საკუთარი მთავრობის კრიტიკა, ეს აღქმული იქნება როგორც ბრძოლა მათ წინააღმდეგ და ეს შეტაკებები უნდა დასრულდეს ვიღაცის ასპროცენტიანი გამარჯვებით, ამიტომ ერიდებიან ამ თემებზე საჯაროდ გამოსვლებს, სანამ პერსონალურად ყელში არ ამოუვა ამა თუ იმ დეპუტატის ან მინისტრის ქმედება.

_ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი ღარიბაშვილმა მოაწერა, შევარდნაძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეობის ფუნქციაც ღარიბაშვილმა მარგველაშვილს ჩამოართვა, ახლა საუბარია იმაზე, რომ უელსის სამიტზე მარგველაშვილის ჩასვლა შესაძლებელია ხუმრობენ, რომ მაპი რომ მიეღო საქართველოს ღარიბაშვილი წავიდოდა, ეს დაპირისპირებები ქვეყანას არ აზარალებს?

_ ეს არ არის ფარული დაპირისპირება, ღია დაპირისპირებაა, არასერიოზულია, სამწუხაროა რომ მსოფლიო უყურებს პატარა ბიჭების კინკლაობას, სოლიდურობას კარგავენ ამით ჩვენი ქვეყნის ლიდერები. უფრო უარყოფითად ეს აისახება ღარიბაშვილის საქმიანობაში. მარგველაშვილი ვიცით რომ პლასტელინივით დასვეს, გემს მიხედონ გემს, ასე აჯობებს მათთვის, ესეც საბჭოთა სისტემისთვის დამახასიათებელი გადმონაშთია. ორ ლიდერს ვერ იტანს ეს სისტემა. სურთ თუ არა უნდა იბრძოლო ერთმანეთის წინააღმდეგ. ბოლშევიკური სისტემა მხოლოდ ერთ ლიდერზეა აგებული.

_ შევარდნაძე გარდაიცვალა, პარლამენტის დეპუტატი იყავით, ფრაქციის თავმჯდომარე და პარტიის ლიდერი ხართ, გქონდათ არა ერთი შეხება შევარდნაძის რეჟიმთან. მას წინააღმდეგობრივად ახასიათებენ. როგორ ფიქრობთ რა იყო მისი დადებითი და აურყოფითი მხარეები?

_ გააჩნია რას ჩავთვლით დადებით და უარყოფით მხარეებად. მიზანსწრაფული ადამიანი იყო, ძალაუფლებისკენ ლტოლვის არაადამიანური ჟინით იყო შეპყრობილი, ვიღაცისთვის დადებითი ნიშანია ვიღაცისთვის უარყოფითი. ადამიანურ ფაქტორებს არ შევეხები, ჩემი განსახილველი თემა ეს არ არის. ღმერთმა შეუნდოს ყველა ადამიანს. მაგრამ პოლიტიკურად შემიძლია ვთქვა რომ სამწუხაროა, საზოგადოებამ ვერ მოახერხა და შევარდნაძის სიცოცხლეში ვერ შეაფასა ის პერიოდი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით. ობიქტურმა სასამართლომ ვერ გამოიტანა გადაწყვეტილება, შეფასებასთან დაკავშირებით. ქვეყანა ბოლო ათეული წლების განმავლობაში ასეთ მძიმე მდგომარეობაში მისი მოღვაწეობის გამოა. აღარ გვაქვს ობიექტური შეფასებების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვეღარ გაჟღერდება შევარდნაძის პირიდან. თუ ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ იარსება, შვვარდნაძის შეფასებაში ის ნამდვილად არ შეცდება და ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც დიდი ბოროტება მოუტანოს ქართულ სახელმწიფოს.

სანაკოევის ადმინისტრაცია უნდა გაუქმდეს
ინტერვიუ “სახალხო პარტიის”   ლიდერ მამუკა გიორგაძესთან         20.07.2009             “ახალი თაობა”–  შორენა კოწოწაშვილი

_ ბატონო მამუკა, ამერიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული     მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ. თუმცა, ფაქტია, რომ ამის პარალელურად სულ უფრო   აქტიურად ისმის რუსეთის მხრიდან არაერთ ქართულ ტერიტორიაზე გავლენის   გააქტიურების თაობაზე…

- სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სირაქლემას პოზა ყველაზე მიღებულია. თითქმის 20 წელია რუსეთის მხრიდან მიმდინარეობს სერიოზული ქმედებები, როგორც ვერბალური, ასევე პოლიტიკური და სამხედრო ხასიათის, რათა ქართველი ხალხი აიძულონ, წავიდნენ სამართლებრივად იოლად დაშლადი საქართველოს გზით. აქედან გამომდინარე, საქართველო ვეღარ გახდება ძლიერი ქართული სახელმწიფო. როცა ამაზე ვსაუბრობთ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველად საქართველოს დაშლა სცადა გრაჩოვმა, როცა ჩამოვიდა საქართველოში. მაშინ აფხაზეთისა და ცხინვალი პრობლემები ჯერ კიდევ ცხელი წერტილები იყო. გრაჩოვმა გასაგებად გვითხრა, თუ წამოხვალთ კონფედერაცია-ფედერაციაზე, მაშინ პრობლემები აღარ იქნებაო. შემდეგ იგივე გაიმეორა კოზირევმა. შემდეგ ეს საკითხი სხვადასხვა განცხადებებით იქნა გაღრმავებული. რატომღაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ ვსაუბრობთ, რა მიზანი აქვს რუსეთს საქართველოში და ყურადღებას ვამახვილებთ იმ პიარზე, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლება ახორციელებდა, მაგრამ არსით ერთიდა იგივე იყო. თითქოს რუსეთი ცდილობს, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, მაშინ როდესაც პრაქტიკულად საქართველოს ყველა ხელისუფლება რუსეთის მოყვენილი იყო.

- ორი დღის წინ ჟირინოვსკიმ გამოკვეთა რუსეთის ინტერესი: კავკასიაში იყო ერთიანი კონფედენცია ერთი დედაქალაქით და რუსული ჯარით. მხარდაჭერის დაფიქსირების მიუხედავად, დასავლეთი საქართველოს მაინც კონფედერაციისკენ უბიძგებს?

- კონფედერაცია არის რუსეთის ინტერესი და ის ამას ახორციელებს. აქ ნათელია: რუსეთი დაინტერესებულია, სამხრეთ საზღვრებზე ჰყავდეს სუსტი, არშემდგარი სახელმწიფო, რომელსაც, როცა უნდა, თავში მაშინ წაუთაქებს. სახელმწიფო რომლის ძირითადი ნედლეული და სტრატეგიული ობიექტები იქნება რუსეთის ხელში. სახელმწიფო, რომელსაც ისე მოეპყრობა, როგორც რუსეთს გაუხარდება: ეს არის რუსეთის ინტერეესი. დასავლეთის ინტერესია, აქ იხილოს ნორმალური, ძლიერი პარტნიორი სახელმწიფო. Aმერიკის ინტერესებში არ შედის და ის არ იზრუნებს იმაზე, რომ ეს იყოს ქართული სახელმწიფო. ეს ჩვენი გასაკეთებელია. სამწუხაროდ, დასავლეთი აქ ვერ პოულობს პარტნიორს, რომელიც მათ ამ საქმეში მიეხმარება. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში მუდმივად არიან ძალები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს გეგმის რეალიზციაში. პრაქტიკულად, რასაც ჟირინოვსკი დღეს ღიად აცხადებს, ამ პოზიციის ხელის შემწყობად საქართველოსთვის ხელისუფლება გვევლინება, მათ შორის, სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც თავის ამ მისწრაფებას აღარ მალავს. ამიტომ პრობლემა არა რუსეთ-საქართველოს გარიგებაშია, არამედ პრობლემა ის არის, რომ ქართველები ვერ ვაცნობიერებთ, რა უნდა ჩვენგან რუსეთს, რას ელოდება ჩვენგან დასავლეთი და, რაც ყველაზე მთავარია, როგორი სახელმწიფო გვინდა ქართველებს. სამწუხაროდ, მხოლოდ ლოზუნგები ისმის – დემოკრატიული, ძლიერი საქართველო და ნაბიჯებს არ ვდგამთ იმისთვის, რომ ამ ძლიერი საქართველოს ინსტიტუციონალიზმი იყოს გამყარებული. პრაქტიკულად ვმუშაობთ იმ რეჟიმში, რომ ხელს ვუწყობს მოწინააღმდეგეს გეგმების შესრულებაში. რუსეთი კი მუდმივად ქმნის საქართველოში ხელისუფლების პრობლემას და ჩვენ ვებრძვით შევარდნაძეს, სააკაშვილს და ამ ბრძოლის პერიოდში გვვიწყდება, რომ რუსეთს თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში პრაქტიკულად  ჩვენ ვეხმარებით. სააკაშვილს რეჟიმის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ პარალელურ რეჟიმში არ ვმუშაობთ ქართული სახელმწიფოს აშენებაზე და გვაქვს მხოლოდ ლოზუნგები: სააკაშვილი წავა, ბუნებრივად მოგვარდება ყველაფერი. იმიტიმ არ გვარდება ბუნებრივად ეს პრობლემები, რომ ეს სპექტაკლები, რომლებიც იმართება ხელისუფლების მოყვანა-გასტუმრების დროს, გვაკარგვინებს იმ მთავარ ინტერესს, რომელიც დღეს ქართველებს გვიდგას. ამიტომ ნელნელა რუსეთს მივყავართ იქითკენ, რომ მან თავის სტრატეგიულ მიზანს მიაღწიოს და თან ეს ჩვენი ხელით გააკეთოს. დგება მომენტი, როცა დასავლეთსაც ამოუვა ყელში ქართველების ასეთი უთავბოლოობა და ის, რომ 20 წლის განმავლობაში ცდილობს, შეგიწყოს ხელი დასავლეთის მიმართულებით, ხოლო შენ კი რუსეთისკენ იხედები. ამის შემდეგ შეიძლება მართლა მოხდეს ის უბედურება, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. შესაძლოა თვითონ წავიდეს გარიგებაზე რუსეთთან დასავლეთი და არა შენ გამო.

- ამ უბედურებაში საქართველოს 7 რეგიონულ ერთეულად დაშლას გულისხმობთ, რაზეც ბოლო პერიოდში ისმის განცხადებები?

- აქ ვგულისხმობ იმას, რომ ორი ტიპის ქმედებები უნდა განხორციელდეს. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სამართებლივად თუ არ გაფორმდა, შეუძლებელია რუსეთმა მოისვენოს. რუსეთის ინტერესებში სულაც არ ზის, რომ შემოვიდეს ტანკებით თბილისში. მისი ინტერესია, აქ ჰყავდეს მორჩილი ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივად გააფორმებს დაშლილ-დაქუცმაცებულ სახელმწიფოს. ამიტომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს, უახლოეს მომავალში შედგეს კონფედერაციული ტიპის სახელმწიფო, რომელიც გააფორმებს სამოკავშირეო ხელშეკრულებებს აფხაზეთთან, ცხინვალთან. ბუნებრივია, ამ პროცესში დაიწყება სერიოზული გართულება, იმიტომ რომ ცხინვალის დამოუკიდებლობის ცნობა  და რა გზაზეც ეს ხელისუფლებაა წასული თავის ოპოზიციასთან ერთად, ავტომატურად სტიმულირებას უკეთებს ჯავახეთში პროცესებს. შეიძლება უახლოეს პერიოდში მივიღოთ ისეთივე მოდელი როგორც არის ცხინვალში: რუსეთს ეყოლრბა სომეხი კოკოითი და ქართველებს ეყოლებათ სომეხი სანაკოევის მსგავსი ჯავახეთის რეგიონში. თუ ცხინვალის რეგიონის არსებობა ვცანით სამხრეთ ოსეთის სახელით, ეს არის მასტიმულირებელი ჯავახეთში პრობლემების შექმნისკენ. აგრეთვე ეს არის მასტიმულირებელი იქითკენ, რომ ჯავახეთიც გახდეს კონფედერაციის სუბიექტი. ამას ავტომატურად მოჰყვება ქვემო ქართლის პრობლემები. აჭარა ისედაც ავტონომიური სუბიექტია. ჩვენ მივიღებთ დაშლილ- დაქუცმაცებულ კონფედერციულ საქართველოს. ამის მიღმა კიდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ფედერაციად გარდაქმნის საკითხი, ანუ ისტორიული პროვინციულად დაშლის საკითხი. ესეც წარმატებით ხორციელდება ამდენი ხნის განმავლობაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენს კანონმდებლობაში ეს ნელ-ნელა აისახება. ჯერ უფუნქციო რწმუნებული მოითხოვა შევარდნაძემ, მერე აპარატი შეუქმნეს, მერე დაფინანსება მისცეს. დღეს უკვე კონსტიტუციაში გუბერნატორის სტატუსი შემოიტანეს, – ხვალ გუბერნიას შემოიტანენ, მერე კი უკვე ავტომატურად მოხდება კერძო რეგიონული ინტერესების წინა პლანზე წამოწევა, იმიტომ კი არა, რომ რეგიონებში ცუდი ხალხია. იმიტომ, რომ კომერციული და სხვა საკითხების გამო წამოიწევა მათი მხრიდან უფლებების გაზრდის საკითხი  და ჩვენ მივიღებთ საქართველოს ფედერაციულ მოწყობას. ეს გამოიწვევს იმას, რომ გაჩნდება ვიწრო რეგიონული  პატრიოტიზმი, ვიწრო ცნობიერება, რაც ორ-სამ თაობაში ერთიან ქართული ცნობიერების მოშლას, ე.ი ორი პროცესი მიმდინარეობს: პირველი- ერთიანი ქართული სახელმწიფო არ იარსებებს (იქნება რუსეთის გარანტორობით იოლად დაშლადი კონფედერაცია) და მეორე პროცესი – ერთიანი ქართული ცნობიერება არ არსებობდეს ფედერალიზმის შემოტანის კუთხით. აი, ეს ორი მთავარი პრობლრმა ელოდება დღეს საქართველოს.

- _ამ ორივე პროცესს დღევანდელი ხელისუფლება თავისი მოქმედებით აქტიურად უწყობს ხელს?

- წარმატებით ახორციელებს ორივე პროცესს და თანაც შეგნებულად გააუქმეს თვითმმართველობა და ძირითადი ფუნქციები გადაიტანეს რეგიონებზე. ხვალ მოხდება გუბერნიების გაფორმება და მივიღებთ ისტორიულ კუთხეებად დაშლილ საქართველოდ.

-   თქვენ მუდმივად აცხადებთ, რუსეთმა მიიღო ის, რაც უნდოდაო, თუმცა, როგორც ჩანს, სამეგრელოშიც აქვს თავისი ინტერესი და კავკასიონის გასწვრივ სრული კონტროლი უნდა. სარკოზი-მედვედეევის შეხვედრისას მოხდა შეთანხმება საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრების აღდგენაზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

-   პირველი: სარკოზისთან დადებული ხელშეკრულება ჩვენ გავაპროტესეტეთ, როგორც სერიოზული საფრთხის შემცველი. ეს იყო უდიდესი შეცდომა და დანაშაული, იმიტომ რომ, რუსეთი არ აპირებდა თბილისში შემოსვლას. რუსეთმა იცის, რომ თბილისის აღება ასე იოლი არ არის. .მეორეც_  რატომ უნდა მოახდინოს თბილისის ოკუპაცია, როცა აქ მათი დასმული ხელისუფლებაა. ოკუპაციის მიზანი მარიონეტული რეჟიმის დასმაა და იქ ისედაც რუსეთის მიერ დასმული ხელისუფლებაა. მეორეც – მათ ამ მიზანს პრაქტიკულად მიაღწიეს, მაგრამ თუ ეს სამრთლებრივად არ გაფორმდება, მიზანი მიღწეული არ არის. თუ არ გაიფორმებს რუსეთი, რჩება შანსი, რომ ოდესღაც საქართველო იქნება ერთიანი. რაც შეეხება სამეგრელოს, როდესაც დანაშაულებრივი ქმედებები მიმდინარეობს სამეგრელოში, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, როდესაც სოზრ სუბარის უწყება გამოდის ინიციატივით ბიბლიის თარგმანს ახორციელებს მეგრულ და სვანურ ენებზე, მაშინ როდესაც ცოტნე დადიანს, ამბროსი ხელაიას, გიორგი ჭყონდიდელს არ გასჩენიათ ამის სურვილი. როგორ, სუბარი და მისი ჯგუფი უფრო დიდი ქართველები და ამ კუთხის უდრო დიდი მოყვარულნი  არიან?, ვიდრე ცოტნე დადიანი და გიორგი ჭყონდიდელი იყვნენ? სწორედ ეს არის პრობლემა, როდესაც ავყევით რუსულ პროპაგანდას, რომ სამეგრელო და სვანეთი სხვაა, როდესაც სვანურ ძირძველ მიწას კოდორის ხეობისას ზემო აფხაზეთი დავარქვით, რითაც ხელი შევუწყვეთ ამ ტერიტორიების წართმევას; როცა მედიაში მუდმივად რეგიონული თემატიკა გვესმის, რაც ადრე არ იყო, ჩვენ ამით ხელს ვუწყობთ, რომ რეგიონული ცნობიერება და რეგიონული პატრიოტიზმი ჩამოყალიბდეს. 200 წლის განმავლობაში მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან ზეწოლა სამეგრელოზე – თქვენ სხვა ხართო. ხან მეგრული გაზეთები გამოუშვეს, ხან შრიფტი მისცეს. მაგრამ იმდენეად ძლიერია ქართული გენი, რომ ვერ მოახერხეს შიდა ქართული დაპირისპირების ორგანიზება, მაშინ როდესაც იმავე პერიოდის განმავლობაში იუგოსლავიაში  ერთი ერი სხვადასხვა მიზეზით 7 სახელმწიფოდ დაყვეს. დღეს გააქტიურდა საქართველოს დაშლის პროცესი, უნდათ, როგორმე რეგიონებში ვიწრო კუთხური პატრიოტიზმი შემოიტანონ. ეს ხალხი დანაშაულს სჩადის.დადგება  დრო, მათ ქართველი ხალხი პასუხს აგებინებს.

-  თქვენი აზრით, დღეს ოპოზიცია სწორედ ამ საკითხების უნდა სვამდეს კატეგორიულად და არა სააკაშვილის წასვლას ითხოვდეს?

-   რა თქმა უნდა. სააკაშვილი ამიტომ უნდა გადადგეს. სააკაშვილის თითოეული წუთი ხელისუფლებაში დანაშაუულია. სწორედ ამიტომ, უნდა გადადგეს. არა მარტო იმიტომ რომ პრესა შეზღუდულია, სასამართლო არ არსებობს და ა.შ. მთავარი პრობლემა აქ არის. უბედურება ის არის, რომ ამ მთავარ პრობლემაში ოპოზიცია და ხელისუფლება ერთიანია.

- ოპოზიცია ვერ აცნობიერებს ამ საფრთხეებს რაზეც ზემოთ ისაუბრეთ?

- ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ისეთივე დამნასავეა როგორიც სააკაშვილი. ელემენტარულად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საქმეში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად იყვნენ.

-   კატეგორიულად უნდა დაისვას სამხრეთ ოსეთის ანუ სანაკოევის ადმინისტრაციის გაუქმების საკითხი?

-  რა თქმა უნდა. სანაკოევის ადმინისტრაცია უნდა გაუქმდეს. ეს არის კრიმინალური წარმონაქმნი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ გაჭირვებაში საქართველოში მილიონები იხარჯება ამ ადმინისტრაციის შენახვაზე. ცირკის დათვივით დაათრევენ სანაკოევს ყველა ღონისძიებაზე საზღვარგარეთ და მთელ მსოფლიოს უმტკიცებენ, სამხრეთ ოსეთი არსებობსო. მეორეც – ახალგორი ჩვენ შევიყვანეთ ამ ადმინისტრაციაში, ხოლო როდესაც საუბარია იმაზე, რომ მამისონის გარკვბეული ნაწილი ოდესღაც შედიოდა სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში, არ არის სწორი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ადმინისტრაცია შექმნეს ამიერკავკასიის სამხედრო კომიტეტის გადაწყვეტილებით. თვითონ ის ფაქტი, რომ ამათ ეს ადმინისტრაცია აღადგინეს, იმაზე მეტყველებს რომ ესენი არიან ბოლშევიკური რუსეთის სულიერი მემკვიდრეები, მემკვიდრეები სერგო ორჯონიკიძისა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიდო ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნება? ბევრი აქ შეგნებულ ქმედებას ხედავს, დათმობას რუსეთ-ამერიკის პრეზიდენთების შეხვედრიდან გამომდინარე…

- ვინც ტალიავინის მოღვაწეობას იცნობს, დამეთანხმება, რომ ის საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. შეიძლება ითქვას, ძალიან დიდი ზემოქმედების ქვეშ არის რუსული პოლიტიკისგან. ბუნებრივია, მისი დასკვნა საქართველოსთვის სასარგებლო არ იქნება. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ, რა არის ცუდი საკაშვილისთვის და რა-საქართველოსთვის. ალბათ, ამ დასკვნაში ჩაიდება საქართველოსთვის გამტყუნების გარკვეული ელემენტი. რატომღაც ჩვენს ოპოზიციას ეს უხარია და მიაჩნია, რომ მხოლოდ სააკაშვილისთვის იქნება ეს ცუდი. არა, ბატონებო, ეს მთლიანად საქართველოსთვის იქნება ცუდი. სააკაშვილი წავა, ეს დოკუმენტი და ეს ქმედება რჩება. ამიტომ ჩვენ ძალიან სერიოზული ინფორმაციები უნდა მივაწოდოთ ამ კომისიას, და საერთოდ, საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ზუსტად აისახოს ვითარება, კერძოდ, ის, რომ არც ერთ შემთხვევაში საქართველოს ომი არ დაუწყია. რაც არ უნდა დამნაშავე იყოს სააკაშვილი, ის ომს ვერ დაიწყებდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის თავისი ტერიტორიიდან არ გასულა, ხოლო თუ სააკაშვილმა ჩაიდინა სამხედრო დანაშაული, ამისთვის მისი პირადი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და არა საქართველოს პასუხისმგებლობის საკითხი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაიდო ამ დასკვნის გამოქვეყნება, გადაიდო იმიტომ, რომ ასეთი სერიოზული დასკვნის წარმოდგენას სერიოზული არგუმენტები სჭირდება.

- ხომ არ მოხდა ორი სახელმწიფოს შეთანხმება და საკაშვილი დაინდეს?

- მე უდრო მეტად ვფიქრობ იმას, რომ აქ მიმდინარეობს არა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების რკვევა, არამედ სააკაშვილის შანტაჟირება რუსეთის მხრიდან. მიმდინარეობს ზეწოლა სააკაშვილზე, რომ რა ვალდებულებაც აიღო, შეასრულოს. ვალდებულებები კი მას რუსეთის წინაშე ძალიან ბევრი აქვს აღებული ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ. ამიტომ, ჩემი აზრით, პრობლემებს ამ მიმართულებით უნდა ველოდოთ. შესაბამისად, რაც ადრე მოვიცილებთ სააკაშვილს, უფრო ნაკლები პრობლემა შეხვდება საქართველოს. სამწუხაროდ, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკაშვილი ხელისუფლებაში დარჩეს.