» ფასეულობები

„წმინდა ილია მართალი არის სულიერი მფარველი ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვა სვეტიცხოველში 1987 წელსილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვის დღეს.
„წმინდა ილია მართალი არის სულიერი მფარველი ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვა სვეტიცხოველში 1987 წელსილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვის დღეს.

„ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმიდე – შელახული, ბეთლემი – უკაცური.

ამ დროს ღვთის განგებით მოგვევლინა ილია, როგორც წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, როგორც „ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა“, სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რათა ბიბლიურ მოსესავით აეღო მოწამებრივი ტვირთი ერის წინამძღვრისა… მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი და შეუდგა გოლგოთის აღმართს.

მან გაბედულად აღიმაღლა ხმა ადამიანთა უფლებების დასაცავად, დაჰგმო სიკვდილით დასჯა, როგორც უმკაცრესი ზომა სამაგიეროს მიზღვისა, როგორც უკიდურესად მიწიერი და არაქრისტიანული ქმედება.

ილიამ იცოდა, დამოუკიდებლობისათვის ჩვენს ბრძოლასა და ეროვნულობის შენარჩუნებაში, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანულ რწმენას, ამიტომაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეკლესიისათვის უკანონოდ მიტაცებული ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს.

სწამდა იმ ქვეყნისა, რომელიც ჯვარს ეცვა ჯვარცმული მაცხოვრისათვის, იმ ხალხის, რომელმაც თავის მკერდზე დაუდგა ქრისტიანობას საყდარი, ქვად საკუთარი ძვლები იხმარა, კირად – სისხლი, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ.

სწამდა, რომ მისი თანამედროვე საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას შეეძლო…

…გარდაცვალება არ ეთქმის მის სიკვდილს. ეს იყო ჯვარცმა და მსწრაფლამაღლება, ეს იყო გარდასახვა, ზეციური საქართველოს მკვიდრი, მიწიერი საქართველოს თანამდევი ილიას ნათელი, უკვდავი სული ჭეშმარიტად დღესაც თავს დაგვტრიალებს.

გვსურს, ვაუწყოთ მრევლს, ჩვენს მორწმუნე ხალხს, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა აღასრულა თავისი ვალი და ილია ჭავჭავაძე – ილია მართალი – წმინდანად შერაცხა.

ამიერიდან მისი სული იკიაფებს იმ სათაყვანებელ თანავარსკვლავედში, გზას რომ უნათებს მრავალტანჯულ, მაგრამ სულიერად გაუტეხელ, ყოველგვარი ბოროტების წინაშე ქედუხრელ ქართველ ერს.

ეს არ არის უბრალო განჩინება, ეს არის დიდი განგება ღვთისა… ყოვლადწმინდა სამებამ – მამამ, ძემ და სულიწმინდამ – გამოხატა თავისი ნება და გამოაჩინა ახალი ბრწყინვალე წმინდანი, რომელიც იქნება მფარველი ჩვენი ერისა…

დიდი ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვა არ არის მხოლოდ აღიარება მისი დამსახურებისა (დამსახურება კი მისი ერისა და ეკლესიის წინაშე მეტად დიდია), ეს უფრო მეტია. როცა ხდება ამა თუ იმ პიროვნების წმინდანად კანონიზირება, ღვთის ლოცვა-კურთხევით, მას ეძლევა განსაკუთრებული მადლი, განსაკუთრებული ძალა ერის შეწევნისა. ამიერიდან წმინდა ილია ჭავჭავაძე – წმინდა ილია მართალი არის შუამდგომელი წინაშე ღვთისა ჩვენი ერისა და ეკლესიისათვის.

რით დაიმსახურა წმინდა ილია მართალმა ეს პატივი?! რა თქმა უნდა, თავისი ღვაწლითა და მოწამებრივი აღსასრულით.

წმინდანად აღიარების შემდეგ ილია არის არა მარტო პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, არამედ გამორჩეული მოძღვარი, მქადაგებელი სიკეთისა და სიმართლისა, რწმენისა.

წმინდანად აღიარების შემდეგ იგი არის დიდი სულიერი მფარველი ჩვენი კულტურის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა…

…შემთხვევითი არ არის, რომ ილიას ეწოდა მართალი. უზენაესი სიმართლე საღვთო წერილის მიხედვით, არის ღმერთი და სიმართლის მქადაგებელი, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა იყოს მატარებელი სიმართლისა. თვითონ უნდა ცხოვრობდეს ამ სიმართლით.

წმინდა ილია მართალი სწორედ ამ სიმართლით ცხოვრობდა და სიმართლეს ქადაგებდა. სიმართლე არ შეიძლება დაეტიოს ერთ ადამიანში. ისევე, როგორც სიწმიდე და მადლი. ისიც იღვრება, ეფინება ხალხს, ილია მართალი დაადგა მაცხოვრის გზას, ანუ გზას გოლგოთისა, რომელიც თუმც მძიმეა, მაგრამ აღდგომითა და ამაღლებით მთავრდება.

წიწამური ჩვენი წმინდა გოლგოთაა. სამსხვერპლოა ყველა იმათი, ვინც იცავს ჭეშმარიტებას, სიმართლეს.

…შევთხოვ წმინდა ილია მართალს, იყოს აწ და მარადის გამორჩეულად მფარველი ჩვენი ახალგაზრდობისა, ჩვენი სტუდენტობასა. ამიერიდან ჩვენი ახალგაზრდობა მიმართავს მას განსაკუთრებული ლოცვით, და წმინდა ილია მართალიც ღვთის წინაშე მისი მეოხი იქნება…

ამიერიდან ის, როგორც ბრწყინვალე ვარსკვლავი, ჩვენს წმინდანთა შორის ბრძანდება“.

სიტყვა წარმოთქმულია სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში 1987 წლის 2 აგვისტოს, სინოდის განჩინებით წმინდა ილია მართლის წმინდანად შერაცხვის შემდეგ აღვლენილი პირველი სადღესასწაული წირვის დასასრულს.

რა იწვევს ანტიეკლესიურ კამპანიას საქართველოში? 21.10.2009
ქართველი საზოგადოერიობა გაოგნებულია იმ მიზანმიმართული კამპანიით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მისი საჭისმპყრობლის წინააღმდეგ, რომელსაც მედიაში ხედავს. ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, გავუზიაროთ მას არსებული ვითარების ჩვენეული ანალიზის რამდენიმე ხაზი.

საქართველოს იდეოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს ეკრანზე ბატონობს (თუმცა ვერ იბატონებდა, ეკრანზე რომ აზრთა და არგუმენტთა თავისუფალი მეტოქეობა სუფევდეს), ორ მახინჯ მომენტს შეიცავს. პირველია ის, რომ აქ სუფევს ყოვლად გაუმართლებელი, თანამედროვე მეცნიერულსა და ჰუმანიტარულ ცოდნასთან შეუთავსებელი წარმოდგენა ადამიანის რაობასა და ბუნებაზე. ადამიანი არის გონიერი და თავისუფალი არსება (ერთადერთი სულდგმულებს შორის). მის ამ თვისებას _ თავისუფლებას_ ეკრანი გვიხატავს უმართებულოდ გაღატაკებული სახით, სახელდობრ, როგორც საკუთარი ნებისმიერი სურვილისა და მიდრეკილების დაუბრკოლებლად დაკმაყოფილების თავისუფლებას _ ფიგურალურად რომ ვთქვათ, ხელფეხის ქნევისა და ბღავილის, არაფრით არ რეგულირებული სექსუალური ქმედების (პრომისკუიტეტის, `უმცირესობითი~ ორიენტაციის და ა.შ.) თავისუფლებას. მაყურებელს უმალავენ, რომ ადამიანის უმთავრესი თავისუფლება არის გარესამყაროს თავისი შეხედულებისამებრ მართვის თავისუფლება, ანუ სამყაროსთვის იმ სახის მიცემისა, რომელსაც ამ ადამიანს მისივე აზრი და გონება ყველაზე საუკეთესოდ უხატავს ყველა შესაძლებელთა შორის.

ადამიანის სწორედ ეს თვისება იგულისხმება ბიბლიურ ფორმულირებაში, რომ ადამიანი შექმნილია `სახედ და ხატად ღმრთისა~. მისი ამ თვისებიდან გამომდინარეობს მისი პასუხისმგებლობაც ყველაფერზე, რაც დედამიწაზე ხდება, პირველ ყოვლისა _ თავისი ოჯახის, თავისი სამშობლოს და ა.შ. ბედზე. (თუ ქვეყანა დამექცა, თუ მეზობლის შვილი გამილოთდა, თუ ჩემს სოფელში უსამართლობა ხდება, ამაზე მეც პასუხისმგებელი ვარ). ადამიანის ეს უძირითადესი თვისება _ თავისუფლება და სამყაროზე პასუხისმგებლობა _ ქართველს ეკრანზე დანახული სულისკვეთების მიხედვით, ამპუტირებული აქვს. ანუ ნების მხრივ იგი ნახევარადამიანის _ ადამიანობამდე ვერ განვითარებული ინდივიდის_ დონემდეა ჩამოყვანილი. ქრისტიანული რელიგიისათვის, პირიქით, ყოველი ინდივიდუალური ადამიანი უსასრულო, აბსოლუტურ ღირებულებას წარმოადგენს. ადამიანები თანასწორნი ვართ იმაში, რომ სიკეთე-ბოროტების გარჩევის უნარი და ამ ორს შორის ჩვენი გზის ჩვენი ნებითვე განსაზღვრის უნარი გვაქვს. ადამიანის ეს კონცეფცია (გაგება) შეუთავსებადია იმასთან, რისკენაც მას, სამწუხაროდ, ეკრანი უბიძგებს. ამიტომ ეს უკანასკნელი ქრისტიანულ ეკლესიას თავის მტრად თვლის.

ჩვენი შთაბეჭდილებაა, რომ თავისუფლების ინსტიტუტმა, რომელსაც დიდი წვლილი უდევს საქართველოს ხელისუფლების აპარატში დღეს მაღალ თანამდებობებზე მყოფი ქართველი ახალგაზრდების `მომზადებაში~, თავისუფლების ცნების ხსენებული შინაარსი არ იცის.

საქართველოს ხელისუფლებაში და ტელეეკრანზე გაბატონებული იდეოლოგია იწვევს ადამიანის ინტელექტუალურ დეგრადაციასაც, სულ ცოტა ¬_ მისი ინტელექტუალური წინსვლის სტაგნაციას მაინც. მისი გავლენით მსმენელი მოცილებულია ე.წ. ბუნებრივი ადამიანის პოზიციას, რომელიც ამბობს `ერთგულება, ღარიბის დახმარება, დედაბრისთვის ტროლეიბუსში ადგილის დათმობა კარგია, ამის საპირისპირო მოქმედება კი ცუდია~. მას შექმნილი აქვს ილუზია, რომ ადამიანთა ეს ტრადიციული რწმენები მეცნიერებით ვერ მართლდება და რომ მათი დარღვევა, უფრო მეტიც _ მათთან ბრძოლა თანამედროვე მეცნიერების დონეზე დგომას ნიშნავს. სინამდვილეში თანამედროვე მეცნიერებამ იცის (კანტის დროიდან მაინც), რომ ადამიანის შიდასამყარო, როგორიც იგი არის _ მისი აზროვნებისა და გრძნობის წესი და შინაარსი _ თვითონ მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანია. მეცნიერება, რომელიც მას სწავლობს (ფილოსოფიური ანთროპოლოგია, ეთიკა, ე.წ. სიღრმის ფსიქოლოგია და ა.შ.) თვით არის ე.წ. მკაცრი მეცნიერება, როგორიც მათემატიკა ან ქიმიაა, და ადამიანის შინაგანი ცხოვრების კანონზომიერებები სინამდვილის ისეთივე ობიექტური, მეცნიერულად შესწავლადი ნაწილია, როგორც ფიზიკის ობიექტები. ეს რომ ასეა, ჩანს წეღან მოყვანილი მაგალითიდან: `ბუნებრივ პოზიციაში~ მდგომი ადამიანი ამბობს `ეს კარგია, ეს ავია~. სწავლადაწყებული, მაგრამ ვერნასწავლი ადამიანი მას ეუბნება: `არა, შენ ღარიბის დახმარება კარგი გგონია მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ გეშინია გაღარიბებისა და გინდა სხვა დაგეხმაროს. შენს ცნობიერებას შენი სოციალური ყოფიერება განსაზღვრავს.~ თანამედროვე მეცნიერება კი ეუბნება: `არა. მართალია, იმის გადაწყვეტაში, თუ რა ჩათვალოს კარგად და რა _ ავად, ადამიანი თავისი რეალური სოციალური ამოცანებისა და ჩვევების გავლენას განიცდის. მაგრამ ის, რომ ადამიანს აქვს თავისთავად კარგის (სიკეთის) და თავისთავად ავის (ბოროტების) იდეა და ცნება, ვერანაირად ვერ აიხსნება მისი რეალური ყოფიერების გავლენით. ეს მისი თანდაყოლილი, ინტუიციური იდეა და რწმენაა და ვისაც უნდა გაიგოს ადამიანი, ადამიანთა საზოგადოება, ისტორია და ა.შ., ის ამ ფაქტს უნდა დაემყაროს თავის მსჯელობაში~. ქრისტიანული მიდგომა, რომელიც ადამიანის სულში უსაზღვრო სიღრმეს ხედავს და მასში უძლეველ კეთილ საწყისს ცნობს, შეურიგებელია ხსენებული ნახევარცოდნით მართულ იდეოლოგიასთან. შეურიგებელია იგი ასევე, ამ ნახევრად ცოდნაზე, ნახევრად უმეცრებაზე დამყარებულ ღირებულებათა შკალასთან, რომელიც, მაგალითად, `ელიტად~ რაცხს ფულიან ადამიანთა წრეს, და არა გონებით, ცოდნითა და ენერგიით გამორჩეულებს, როგორც მთელი კულტურული მსოფლიო. ხელისუფლებაც, შესაბამისად, შეურიგებელია ქრისტიანული სულისკვეთების მიმართ.

მეორე სიმახინჯე ხელისუფლებისა და ეკრანის იდეოლოგიისა არის ეროვნული ნიჰილიზმი. რაში მდგომარეობს იგი, საზოგადოებამ იცის. ქრთული სამოციქულო ეკლესია თავს ყოველთვის თვლიდა და თვლის ერის მწყემსად და ერზე პასუხისმგებლად. ამ მიზეზითაც ხელისუფლება შეურიგებელია ეკლესიასთან, თუმცა ამის შენიღბვას არ იზარებს.

ამ კამპანიის მსვლელობაში საზოგადოების წინაშე წამოიჭრა (მახინჯი ფორმით) სიტყვის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მორალის ურთიერთობის თემა. არ ვკამათობთ, რომ ქ-ნ თეა თუთბერიძეს ან მის მსგავს რომელსამე უსწავლელ ხელისუფალს აქვს სრული უფლება, თქვას, რაც უნდა, და, თუ ტყუილი გამოუვიდა, ცილისწამებისთვის დაისაჯოს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს შემდეგი: დასავლური ცივილიზაცია (ქართული ცივილიზაციაც ტიპოლოგიურად ამ უკანასკნელს ეკუთვნის), რომელიც კაცობრიობის დღევანდელ კულტურულ სახეს განსაზღვრავს, შექმნილია და ჩამოყალიბებულია საკუთარ სიტყვასა და ნაწერზე საზოგადოების ინტერესთა წინაშე პასუხისმგებლობის პირობებში. თანამედროვე ხუნვეიბინებისათვის (ორივე სქესისა) ეს წესი უცნობია: ისინი ამბობენ და აცხადებენ ყველაფერს, რაც მათს განუვითარებელ გონებაში ჩნდება, და უკმაყოფილონი რჩებიან, თუ ვიღაცამ `არადემოკრატიულად~ გალანძღა ისინი მათი ამა თუ იმ ნათქვამისთვის. ეს ულოგიკობაა. ასეთი რეაგირება მათი მხრიდან მხოლოდ განათლების დეფიციტის შედეგია. ის, რომ ცივილიზაცია იქმნება და ვითარდება საკუთარი ნათქვამის შინაარსზე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის პირობებში, მათთვის უცნობია. რაც შეეხება მათ მიმართებას ჩინელ ხუნვეიბინებთან (რომლებიც ისტორიას ჩაჰბარდნენ), განსხვავება მხოლოდ ნეგატიურია უკანასკნელთა სასარგებლოდ: ჩინელი ხუნვეიბინები ჩინეთიდანვე იმართებოდნენ, ხსენებულ ქართულ ფსევდოიდეოლოგიას კი უცხო ძალა, სახელდობრ, რუსეთი მართავს, რომლის დავალებაში შედის, რომ საქართველოს ძირის თხრის პოლიტიკა `დასავლური ღირებულებების~ სახელით ტარდებოდეს.

რაც შეეხება ვითარების პოლიტიკურ მხარეს, იგიც, ჩვენი აზრით, ნათელია: ანტიეკლესიური კამპანიის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ეკლესიას განზრახვა შეატყეს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პრაქტიკული ეროვნული და სახელმწიფოებრივი გადარჩენის საქმეში (რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა). იქიდან, რომ ეკლესიის ეს განზრახვა ხელისუფლებისთვის ყველა სხვაზე უფრო მიუღებელია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ახალ ნაბიჯებს გეგმავს.

მამუკა გიორგაძე

21.10.2009

რა იწვევს ანტიეკლესიურ კამპანიას საქართველოში? – 21.10.2009
ქართველი საზოგადოერიობა გაოგნებულია იმ მიზანმიმართული კამპანიით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მისი საჭისმპყრობლის წინააღმდეგ, რომელსაც მედიაში ხედავს. ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, გავუზიაროთ მას არსებული ვითარების ჩვენეული ანალიზის რამდენიმე ხაზი.

საქართველოს იდეოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს ეკრანზე ბატონობს (თუმცა ვერ იბატონებდა, ეკრანზე რომ აზრთა და არგუმენტთა თავისუფალი მეტოქეობა სუფევდეს), ორ მახინჯ მომენტს შეიცავს. პირველია ის, რომ აქ სუფევს ყოვლად გაუმართლებელი, თანამედროვე მეცნიერულსა და ჰუმანიტარულ ცოდნასთან შეუთავსებელი წარმოდგენა ადამიანის რაობასა და ბუნებაზე. ადამიანი არის გონიერი და თავისუფალი არსება (ერთადერთი სულდგმულებს შორის). მის ამ თვისებას _ თავისუფლებას_ ეკრანი გვიხატავს უმართებულოდ გაღატაკებული სახით, სახელდობრ, როგორც საკუთარი ნებისმიერი სურვილისა და მიდრეკილების დაუბრკოლებლად დაკმაყოფილების თავისუფლებას _ ფიგურალურად რომ ვთქვათ, ხელფეხის ქნევისა და ბღავილის, არაფრით არ რეგულირებული სექსუალური ქმედების (პრომისკუეტეტის, `უმცირესობითი~ ორიენტაციის და ა.შ.) თავისუფლებას. მაყურებელს უმალავენ, რომ ადამიანის უმთავრესი თავისუფლება არის გარესამყაროს თავისი შეხედულებისამებრ მართვის თავისუფლება, ანუ სამყაროსთვის იმ სახის მიცემისა, რომელსაც ამ ადამიანს მისივე აზრი და გონება ყველაზე საუკეთესოდ უხატავს ყველა შესაძლებელთა შორის.

ადამიანის სწორედ ეს თვისება იგულისხმება ბიბლიურ ფორმულირებაში, რომ ადამიანი შექმნილია `სახედ და ხატად ღმრთისა~. მისი ამ თვისებიდან გამომდინარეობს მისი პასუხისმგებლობაც ყველაფერზე, რაც დედამიწაზე ხდება, პირველ ყოვლისა _ თავისი ოჯახის, თავისი სამშობლოს და ა.შ. ბედზე. (თუ ქვეყანა დამექცა, თუ მეზობლის შვილი გამილოთდა, თუ ჩემს სოფელში უსამართლობა ხდება, ამაზე მეც პასუხისმგებელი ვარ). ადამიანის ეს უძირითადესი თვისება _ თავისუფლება და სამყაროზე პასუხისმგებლობა _ ქართველს ეკრანზე დანახული სულისკვეთების მიხედვით, ამპუტირებული აქვს. ანუ ნების მხრივ იგი ნახევარადამიანის _ ადამიანობამდე ვერ განვითარებული ინდივიდის_ დონემდეა ჩამოყვანილი. ქრისტიანული რელიგიისათვის, პირიქით, ყოველი ინდივიდუალური ადამიანი უსასრულო, აბსოლუტურ ღირებულებას წარმოადგენს. ადამიანები თანასწორნი ვართ იმაში, რომ სიკეთე-ბოროტების გარჩევის უნარი და ამ ორს შორის ჩვენი გზის ჩვენი ნებითვე განსაზღვრის უნარი გვაქვს. ადამიანის ეს კონცეფცია (გაგება) შეუთავსებადია იმასთან, რისკენაც მას, სამწუხაროდ, ეკრანი უბიძგებს. ამიტომ ეს უკანასკნელი ქრისტიანულ ეკლესიას თავის მტრად თვლის.

ჩვენი შთაბეჭდილებაა, რომ თავისუფლების ინსტიტუტმა, რომელსაც დიდი წვლილი უდევს საქართველოს ხელისუფლების აპარატში დღეს მაღალ თანამდებობებზე მყოფი ქართველი ახალგაზრდების `მომზადებაში~, თავისუფლების ცნების ხსენებული შინაარსი არ იცის.

საქართველოს ხელისუფლებაში და ტელეეკრანზე გაბატონებული იდეოლოგია იწვევს ადამიანის ინტელექტუალურ დეგრადაციასაც, სულ ცოტა  მისი ინტელექტუალური წინსვლის სტაგნაციას მაინც. მისი გავლენით მსმენელი მოცილებულია ე.წ. ბუნებრივი ადამიანის პოზიციას, რომელიც ამბობს `ერთგულება, ღარიბის დახმარება, დედაბრისთვის ტროლეიბუსში ადგილის დათმობა კარგია, ამის საპირისპირო მოქმედება კი ცუდია~.   მას შექმნილი აქვს ილუზია, რომ ადამიანთა ეს ტრადიციული რწმენები მეცნიერებით ვერ მართლდება და რომ მათი დარღვევა, უფრო მეტიც _ მათთან ბრძოლა თანამედროვე მეცნიერების დონეზე დგომას ნიშნავს. სინამდვილეში თანამედროვე მეცნიერებამ იცის (კანტის დროიდან მაინც), რომ ადამიანის შიდასამყარო, როგორიც იგი არის _ მისი აზროვნებისა და გრძნობის წესი და შინაარსი _ თვითონ მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანია. მეცნიერება, რომელიც მას სწავლობს (ფილოსოფიური ანთროპოლოგია, ეთიკა, ე.წ. სიღრმის ფსიქოლოგია და ა.შ.) თვით არის ე.წ. მკაცრი მეცნიერება, როგორიც მათემატიკა ან ქიმიაა, და ადამიანის შინაგანი ცხოვრების კანონზომიერებები სინამდვილის ისეთივე ობიექტური, მეცნიერულად შესწავლადი ნაწილია, როგორც ფიზიკის ობიექტები. ეს რომ ასეა, ჩანს წეღან მოყვანილი მაგალითიდან: `ბუნებრივ პოზიციაში~ მდგომი ადამიანი ამბობს `ეს კარგია, ეს ავია~. სწავლადაწყებული, მაგრამ ვერნასწავლი ადამიანი მას ეუბნება: `არა, შენ ღარიბის დახმარება კარგი გგონია მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ გეშინია გაღარიბებისა და გინდა სხვა დაგეხმაროს. შენს ცნობიერებას შენი სოციალური ყოფიერება განსაზღვრავს.~ თანამედროვე მეცნიერება კი ეუბნება: `არა. მართალია, იმის გადაწყვეტაში, თუ რა ჩათვალოს კარგად და რა _ ავად, ადამიანი თავისი რეალური სოციალური ამოცანებისა და ჩვევების გავლენას განიცდის. მაგრამ ის, რომ ადამიანს აქვს თავისთავად კარგის (სიკეთის) და თავისთავად ავის (ბოროტების) იდეა და ცნება, ვერანაირად ვერ აიხსნება მისი რელური ყოფიერების გავლენით. ეს მისი თანდაყოლილი, ინტუიციური იდეა და რწმენაა და ვისაც უნდა გაიგოს ადამიანი, ადამიანთა საზოგადოება, ისტორია და ა.შ. , ის ამ ფაქტს უნდა დაემყაროს თავის მსჯელობაში~. ქრისტიანული მიდგომა, რომელიც ადამიანის სულში უსაზღვრო სიღრმეს ხედავს და მასში უძლეველ კეთილ საწყისს ცნობს, შეურიგებელია ხსენებული ნახევარცოდნით მართულ იდეოლოგიასთან. შეურიგებელია იგი ასევე, ამ ნახევრად ცოდნაზე, ნახევრად უმეცრებაზე დამყარებულ ღირებულებათა შკალასთან, რომელიც, მაგალითად, `ელიტად~ რაცხს ფულიან ადამიანთა წრეს, და არა გონებით, ცოდნითა და ენერგიით გამორჩეულებს, როგორც მთელი კულტურული მსოფლიო. ხელისუფლებაც, შესაბამისად, შეურიგებელია ქრისტიანული სულისკვეთების მიმართ.

მეორე სიმახინჯე ხელისუფლებისა და ეკრანის იდეოლოგიისა არის ეროვნული ნიჰილიზმი. რაში მდგომარეობს იგი, საზოგადოებამ იცის. ქრთული სამოციქულო ეკლესია თავს ყოველთვის თვლიდა და თვლის ერის მწყემსად და ერზე პასუხისმგებლად. ამ მიზეზითაც ხელისუფლება შეურიგებელია ეკლესიასთან, თუმცა ამის შენიღბვას არ იზარებს.

ამ კამპანიის მსვლელობაში საზოგადოების წინაშე წამოიჭრა (მახინჯი ფორმით) სიტყვის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მორალის ურთიერთობის თემა. არ ვკამათობთ, რომ ქ-ნ ეკა თუთბერიძეს ან მის მსგავს რომელსამე უსწავლელ ხელისუფალს აქვს სრული უფლება, თქვას, რაც უნდა, და, თუ ტყუილი გამოუვიდა, ცილისწამებისთვის დაისაჯოს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს შემდეგი: დასავლური ცივილიზაცია (ქართული ცივილიზაციაც ტიპოლოგიურად ამ უკანასკნელს ეკუთვნის), რომელიც კაცობრიობის დღევანდელ კულტურულ სახეს განსაზღვრავს, შექმნილია და ჩამოყალიბებულია საკუთარ სიტყვასა და ნაწერზე საზოგადოების ინტერესთა წინაშე პასუხისმგებლობის პირობებში. თანამედროვე ხუნვეიბინებისათვის (ორივე სქესისა) ეს წესი უცნობია: ისინი ამბობენ და აცხადებენ ყველაფერს, რაც მათს განუვითარებელ გონებაში ჩნდება, და უკმაყოფილონი რჩებიან, თუ ვიღაცამ `არადემოკრატიულად~ გალანძღა ისინი მათი ამა თუ იმ ნათქვამისთვის. ეს ულოგიკობაა. ასეთი რეაგირება მათი მხრიდან მხოლოდ განათლების დეფიციტის შედეგია. ის, რომ ცივილიზაცია იქმნება და ვითარდება საკუთარი ნათქვამის შინაარსზე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის პირობებში, მათთვის უცნობია. რაც შეეხება მათ მიმართებას ჩინელ ხუნვეიბინებთან (რომლებიც ისტორიას ჩაჰბარდნენ), განსხვავება მხოლოდ ნეგატიურია უკანასკნელთა სასარგებლოდ: ჩინელი ხუნვეიბინები ჩინეთიდანვე იმართებოდნენ, ხსენებულ ქართულ ფსევდოიდეოლოგიას კი უცხო ძალა, სახელდობრ, რუსეთი მართავს, რომლის დავალებაში შედის, რომ საქართველოს ძირის თხრის პოლიტიკა `დასავლური ღირებულებების~ სახელით ტარდებოდეს.

რაც შეეხება ვითარების პოლიტიკურ მხარეს, იგიც, ჩვენი აზრით, ნათელია: ანტიეკლესიური კამპანიის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ეკლესიას განზრახვა შეატყეს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პრაქტიკული ეროვნული და სახელმწიფოებრივი გადარჩენის საქმეში (რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა). იქიდან, რომ ეკლესიის ეს განზრახვა ხელისუფლებისთვის ყველა სხვაზე უფრო მიუღებელია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ახალ ნაბიჯებს გეგმავს.

მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი,  ნოდარ ნათაძე

21.10.2009

24. X.2009   რეზონანსი

პედაგოგიკის საფუძვლები – წმ. ილია მართლის მიხედვით
დღვევანდელ დღეს, როცა ადამიანებს ჩვენს აზრებსა და შეგრძნებებში დაკარგული გვაქვს სულიერ სამყაროსთან კავშირი, ჩვენთვის რთულ ამოცანას წარმოადგენს ჩავწვდეთ თუ რა არის ადამიანის არსება, რა დანიშნულება აქვს ამ არსებას დაბადებიდან გარდაცვალებამდე და რა ელის მას გარდაცვალების შემდეგ.

საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობს მისწრაფება გაიბას ძაფები, აღდგეს კავშირი ღმერთთან და ამ გზით შესაძლებელი გახდეს დედამიწაზე სწორი ურთიერთობა. სწორედ ჯანმრთელი იმპულსი მისწრაფებისა მოუწოდებს მეცნიერებსა და ადამიანებს კვლევისაკენ, მსჯელობისაკენ სხვადასხვა საკითხების ირგვლივ, როგორიცაა ოჯახის საკითხი,

აღზრდისა და სკოლის, სოციალური საკითხი, სამართალი, ჯანმრთელობა და ა.შ.

ბევრი სხვადასხვა მოსაზრებაა შემოთავაზებული ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, რეალურად კი ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული საზოგადოებისათვის შესაფერი, ჯანმრთელი დასაყრდენი ვერ მოიძებნა. კამათი და მსჯელობა გრძელდება და ტკივილის მეტს ვერაფერს ვიღებთ.

ჩვენც ეს ტკივილი მიგვაპყრობინებს ყურადღებას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხისაკენ _ დღევანდელი სკოლებისაკენ, სადაც ადამიანის მომავალ ცხოვრებას საფუძველი უნდა ჩაიყაროს.

გავეცანით წმ. ილია მართლის ნაწერებს პედაგოგიკის საფუძვლების თაობაზე და თუ შევადარებთ დღევანდელი სკოლების მუშაობის შედეგებს მაშინდელს, დაკვირვებული ადამიანი შენიშნავს, რომ თითქმის არაფერი შეცვლილა და რომ თითქმის ერთნაირი სამწუხარო სურათი წარმოუდგება თვალწინ ყველას, ვისაც არ ეშინია პირდაპირ შეხედოს მართალს და თვალი თავლში გაუყაროს. თითო-ოროლა მაგალითის გარდა, “ეხლანდელი ყმაწვილი-კაცი ჯანით მეტად უძლურია, საშინლად ძარღვ-მოშლილი და მოდუნებული, თითქოს სნეულიაო. უღონობისაგან ხელებჩამოყრილია მცირე დაბრკოლების წინაშე. გულს უხეთქავს, ხალისს უკლავს ყოველი საქმე, რომელიც-კი ცოტად თუ ბევრად მხნედ, მედგრად ხელის მოკიდებას თხოულობს, ხანგრძილვს, დაჟინებულს, გულგაუტეხელს ბეჯითობას და გარჯას. არ არის იგი ჩვეული თავით თვისით ისაზროს, იფიქროს და ამის გამო, ადვილად ეძლევა უარყოფას ძველისას და სრულადაც არა ჰნაღვლობს უარყოფილის სანაცვლოდ ახალი რომ ჩააყენოს. ყოველივე ამის გამო, ეხლანდელი ახალგაზრდა დიდად უბედურია და იშვიათად შემძლებელია, რომ გონიერად ჭკვა დასმით და სასარგებლოდ თავით თვისით გააკეთოს რამ და იღვაწოს. იგი უღონოა თვითმოქმედებისა და მოღვაწეობისათვის, თუმცაღა ამის მოთხოვნილებას იგი გრძნობს. ზოგი ამათგანი _ და ეს ზოგნი საკმაოდ ბლომად არიან _ ისინი, ვინც ცოტაოდენ შეძლებული ოჯახიდან არიან, მთელ თავის სიცოცხლეს იმას ანდომებენ, რომ პროტექციით ლუკმა პური იშოვნონ და ყოველდღიურად თავი გაიტანონ. თვითონაც არ იციან რისთვის არიან და სად მიდიან. სჭამენ, სვამენ, თამაშობენ, ცეკვავენ, არშიყობენ, მსახურობენ იმდენად, რომ ჯამაგირები აიღონ. ასეთ ახალგაზრდას მკვდარი აქვს ყოველივე ფანტაზია, ყოველივე აზრი, გრძნობა, ნაძირალ გრძნობის გარდა. ცოდნა სკოლაში მიღებული, ზოგჯერ საკმაოდ ბევრიც, იმათთვის ზედმეტი ბარგია, გამოუსადეგარია.

არიან ისეთებიც, უფრო ნიჭიერნი, რომლებიც ჯერ სკოლაშივე გამოარკვევენ ხოლმე _ რა საქონელსა აქვს გასავალი საზოგადოების ბაზარში ამა-და-ამ-დროს. ამათი ფანტაზია, აღფრთოვანებული ადვილად გამდიდრების ცოცხალი მაგალითებით, წინ გადაუფენს სარჩოიან გზას, ვექილისას, მკურნალისას, ინჟინერისას, არქიტექტორისას, მზითვიან ცოლის, თუ შემძლებელ ქმრის შერთვისას _ ერთი სიტყვით, უხატავს იმ გამორკვეულს იდეალს ხერხიან კაცისას, რომელსაც საგნად აქვს ადვილად გამდიდრება და მერე მაძღარი განცხრომა გაურჯველად და უშრომელად. ამ ჯურის ხალხი ყველაზე უარესნი, ყველაზე მავნებელნი მუქთამჭამელნი არიან და მეტის-მეტად საშიშნი თავის ქვეყნისათვის, რადგან ყოველ წუთს მზად არიან მიჰყიდონ იმისი სვე-ბედი იმას, ვინც მეტს მისცემს.

ბევრმა არ იცის რა გზას დაადგეს და საით წავიდეს. ამის გამო, ყმაწვილი სასოწარკვეთილებას ეძლევა, გული უტყდება, აღარაფრისათვის ერჩის. ასეთი სასოწარკვეთილება და გულის გატეხა ჭკვას უშრობს გრძნობას უხშობს, უკლავს ყოველ ხალისს მოქმედებისას, რომელსაც მისგან მოელის იმისი სამშობლო და რომლისთვისაც ამ სამშობლოს გაუწევია ღვაწლი და იმედით შეჰყურებს.

ასეთი სამწუხარო შედეგი ბევრისთვის შეუმჩნეველია, ბევრი ამჩნევს, მაგრამ ვერ ეხმარება, არ იცის როგორ და მარტო ჰკიცხავენ, უთითებენ, ჰკილავენ, აბეზღებენ საზოგადოების წინაშე, სდევნიან და სახელს უტეხენ. ასეთ დროს ახალგაზრდა დამცირებული, შეურაცხყოფილია და ამის გამო საცოდავი ხდება. თუ კი გამოვიჩენთ გულისხმიერებას და ვიქნებით კეთილის მოსურნენი, აუცილებლობა გაჩნდება კითხვის დასმისა _ რა არის ამის მოზეზი? სად არის შეცდომები დაშვებული ამ ახალგაზრდების წინაშე, რომლებიც ესთები კი არ იბადებიან, არამედ მერე და მერე ხდებიან ესეთები. მეცნიერები და ჩვენც დავეთანხმებით მათ, რომელთაც მართალი გულის ტკივილით მიუქცევიათ ყურადღება ამ უნუგეშო სურათისათვის, მიზეზს იმ საზოგადო წრის უფერულობასა და უვარგისობაში ჰხედავენ, სადაც ნორჩი სული ბავშვისა პირველად იღვიძებს და შემდეგ ზრდაში შედის. იმ წრეს, სადაც ბავშვი დაბადებიდან ტრიალებს დიდ გავლენას ახდენს მის შემდგომ ცხოვრებაზე. ბავშვის ნორჩი სული და გული ხომ მეტად მგრძნობიარეა. ადვილად დამჩნევია ავისა და კარგისა და ამიტომაც, წრე, სადაც ბავშვი და მოზარდი სულს იბრუნებს, ავი და კარგი აღიბეჭდება. შემდგომი ეტაპი, რომელსაც უფრო მეტი ზემოქმედება შეუძლია მოახდინოს მოზარდის ბუნებაზე, მის ავ-კარგიან ადამიანად ჩამოყალიბებაზე, არის სკოლა. ჯერ პირველად საჭიროა ვიცოდეთ _ რა უნდა მოეთხოვებოდეს სკოლას. ამის პასუხად ბევრს გამოუთქვამს აზრი და ყველა ეს აზრი, სხვადასხვაფერად გამოთქმული, ერთს საფუძველზეა აგებული, ერთის სათავიდან მომდინარეობს. ეს საფუძველი, ეს სათავე ის არის, რომ სკოლა ერთსა და იმავე დროს უნდა სწვრთნიდეს კიდეც ბავშვს და ასწავლიდეს კიდეც. წვეთნა და სწავლა ხელიხელს გადაბმული უნდა ვიდოდეს სკოლაში.

წვრთნა სხვაა და სწავლა სხვა. ერთს ერთი საგანი აქვს და მეორეს _ სხვა. წვრთნა მიმართულია ზნე-ხასიათის ზრდასა და განვითარებაზე და სწავლა კი _ გონების გახსნასა და მსჯელობის გაძლიერებაზე. საკმაო არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს, დიდი სწავლა მიეღოს, ბევრი ცოდნა შეეძინოს. ამასთანავე, იგი კაი კაციც უნდა იყოს. ეს კაი-კაცობა და კაი-კაცობის შემძლებლობა მარტო ზნე-ხასიათისაგან ეძლევა ადამიანს. ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია და დიდად სწავლული, იმდენად უფრო ძლიერ საშიშარია, უფრო დიდად მავნებელია.

სრულყოფილება ადამიანისა იმაშია, რომ მის გონების აღმატებულობას შეწონილი ჰქონდეს აღმატებულობა ზნე-ხასიათისაც. საჭიროა ზნე გაწმენდილი და გაფაქიზებული ჰქონდეს პატიოსნებით, ნამუსიანობით, კაცთმოყვარეობით და სამართლიანობის გრძნობით. უამისოდ მისი მსჯელობა და ყოფაქცევა ერთმანეთს გადაუდგება, არ შეეთანხმება, მისი აზრი სხვა იქნება და ყოფა ქცევა სხვა, გონება ერთს ეტყვის და გული სხვას ათქმევინებს. Uზნეობა, უხასიათობაც ეს არის და ამ უზნეობითა და უხასიათობით არის ავი ზნეუწვრთნელი სწავლული კაცი.

ჭეშმარიტი განათლება განვითარებული გონების და გაწვრთნილი ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე იგი განათლებული არ არის და ისევ გონებაგანუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწვრთნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონება განვითარებული და ზნე-ხასიათ გაუწვრთნელი. ზნე-ხასიათის წვრთნა დამოკიდებულია სწავლასა და ცოდნაზე და ამიტომაც სკოლამ თავის დანიშნულებად იმაზე ზრუნვა უნდა მიიჩნიოს, თუ როგორ შეარჩიოს ისეთი თვისებით სწავლა ცოდნა, რომ შედეგად გონებაგახსნილი და ზნე-ხასიათ გაწვრთნილი ახალგაზრდა წამოდგეს.

ზნე-ხასიათის წარსამატებლად სკოლაში წვრთნას თავის საკუთარი გზაც აქვს, თავის საკუთარი სახსარიც. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს მთელს გამგეობას სკოლისას საერთოდ, მასწავლებელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სკოლაში მსახურობს. ამ შემთხვევაში მთავარი და აუცილებელი პირობაა, მასწავლებელი თავად იყოს მოხერხებული, კარგი ზნე-ჩვეულებების მქონე, მაგ: ფრთხილი, წინდახედული, გულისხმიერი და რაც მთავარია, მასწავლებელი სიყვარულის და ბავშვებისადმი მზრუნველობის განცდით უნდა იყოს სავასე, ბავშვები ამას და მხოლოდ და მხოლოდ ამის მსგავს პატიოსან თვისებებს გრძნობენ, ითვისებენ, ძლიერდებიან და უჩნდებათ ნდობა. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სათნოება, რომლის გარეშე ვერც ვერაფერს შეიმეცნებ და ვერც გულისყურს დაუდებ.”

ვახსენებთ ზნე-ხასიათსა და მის წვრთნას, ხოლო რა არის ეს ზნე-ხასიათის წვრთნა, ამის ახსნა-გამოძიებაზე ცალკე ვისაუბროთ. ამჟამად კი საკმარისი იქნება ვთქვათ, რომ ზნე-ხასიათის წვრთნა ზრდაა შინაგანი კაცისა, რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისის სულიერი ბუნებაა. იყო მოკრძალებული, თავმდაბალი, გულისხმიერი, ერთგული, არაზარმაცი, მოწიწებული და ა.შ. ეს არის ადამიანის ნამდვილი ადამიანური ბუნება. Aმიტომაც, ზნე-ხასიათის წვრთნა ერთი უდიდესი, უმთავრესი რამაა. “კაცს თუ ღონე აქვს გამოირკვიოს პატიოსანი საგანი ცხოვრებისა და ვითარცა გამორკვეულის საგნის კაცი, ქვეყანაში იყოს ერთი რამ კეთილი თავით თვისით, მისი სულიერი ვინაობა სასურველად დადგენილია და გამართული. აი სწორედ ეს ღონე და ხერხი გამორკვევისა, პატიოსანი წყურვილი და ხერხი ქვეყანაში ერთ რამედ ყოფნისა უნდა კაცს შესძინოს სკოლამ. ამისათვის უნდა იწვრთნებოდეს კაცი სკოლაში. უამისოდ იგი არაფრის მაქნისია, ბევრი რამის ცოდნა მისთვის მოუნელებელი დაჩება და შეაწუხებს.” A

ამიტომაც თვითონ სწავლა და ცოდნა, რომელსაც სკოლა იძლევა, ისე უნდა იყოს გაანგარიშებული და შერჩეული, რამ ზნე-ხასიათის წვრთნას, ამ ერთა-ერთს საგანს თვისას გაუძღვეს და ემსახურებოდეს. მთავარია ახალგაზრდას დასაზეპირებლად კი არ მივცეთ ესა თუ ის ამბავი, არამედ მასში ისე ჩავღვაროთ მონათხრობი, რომ მასში ის ცოცხალ განცდათ გადაიქცეს და არ დარჩეს მკვდარ ცნებად, რადგანაც იმას, რაც ადამიანში თავისთავად არსებობს, როგორც ცოცხალი, აქვს ტენდენცია რომ ცხოვრების მანძილზე ნამდვილად ცოცხლად გარდაიქმნას და ამას ხელი არ უნდა შეეშალოს. მაგალითისათვის: თუ კარგი მასწავლებელი, რომელიც ნამდვილად ხელოვანი უნდა იყოს, თუ ისე გააკეთებს, რომ ბავშვს ჰქონდეს პატივისცემის, თაყვანისცემის ცოცხალი ცნებები, ყოველივე იმის ცნებები, რასაც ფართო გაგებით ლოცვის განწყობილება შეიძლება ვუწოდოთ, ესეთი ცოცხალი განცდა ბავშვს გვიან ასაკამდე გაჰყვება და ხანდაზმულობისას შეძლებს ე.ი. უდიდესი ძალით დალოცოს სხვა. აქ ცოტათი შევეხეთ თუ სხვადასხვა საგანი რისთვის და როგორ მივაწოდოთ ახალგაზრდას. ეს ცალკე სასაუბრო და საკეთებელია და ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.

ასეთი ცოცხალი ცნებებით აღჭურვილი ახალგაზრდა ეგრე მოწყურებული, გაღონიერებული და ხერხიანი კაცი არავითარ სიძნელეს საქმისას არ შეუშინდება, არ შეუდრკება და ზნე-ხასიათობაც ეს არის.

ამბობს ერთი მეცნიერი: _ “თუ ამ გზით არა ჰშველის სკოლა შეგირდსო _ მაშინ აღარც იდეალია, აღარც ღონეა თავდამჭერი ავში და წამახალისებელი კარგში და საკუთრივ ამაებისაგან კი დაიწვნის ხოლმე უკეთესნი თვისებანი ადამიანის ზნე-ხასიათისანი, სახელდობრ, კაცთმოყვარეობა და სამართლიანობაო.”

მართალიც არის, თუ სამართლიანი და კაცთმოყვარეა ადამიანი, მას ეს გრძნობა უქმად ყოფნის ნებას არ მისცემს და კეთილის მომქმედიც იქნება, რადგან ავკაცობის ნებას არ მისცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა.

“შეძლებისდაგვარად იღვაწე და იმოქმედე კეთილი, სახვა ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილს და სკოლის ვალიც ეს უნდა იყოს, რომ ამისათვის გაუხსნას გონება, ამისათვის გაუღოს გული ახალგაზრდას, ვინაიდან ტვინი კი არ ითვისებს ცოდნას, არამედ მხნე ხასიათი ითვისებს ცოდნას. ასეთად აღზრდილი ახალგაზრდა ცხოვრებაში ბევრის შემმეცნებელი და შემგრძნობელიც არის.” ეხლანდელი სკოლა კი სულ სხვა საგანს მისდევს. იგი მარტო იმის ცდაშია, რომ პატარა ბავშვის თავში, რაც შესაძლოა ბევრი ცოდნა დასტიოს, თუმცა ბევრ შემთხვევაში საქმე ისე მიემართება, რომ ამ მიზანსაც ვერ აღწევს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ზნე-ხასიათის ჩამოყალიბება და გაწვრთნა საერთოდ არ არის მიზნად დასახული (თითქოს ეს თავისთავად მოხდება). დღევანდელ დღეს ხშირად შევხვდებით (შეიძლება საკუთარ თავსაც დაუკვირდეთ), რომ კაცი ცოდნით ერთი იყოს, მოქმედებით და ცხოვრებით კი სრულებით სხვა. ეს იმიტომაც ხდება, რომ დედა-აზრი სკოლაში სწავლა-ცოდნით გამოეკვეული, მარტო ფორმალურად არის მიღებული და არა მათი შინაგანი აზრით, არა მათი ბუნებრივი შინაარსით.

ეს მტკივნეული პროცესი შენიშნეს მეცნიერებმა და კაცთმოყვარეობით გამსჭვალულმა ადამიანებმა და ამ შეცდომების გამოსწორებას ცდილობენ საუკუნეების მანძილზე. იგივე აზრი და განცდა გვაქვს ჩვენც, რომ არასწორად ხდება რაც უმთავრესია, რაც ადამიანს ეხება. ვეთანხმებით, რომ დედააზრი, ახლანდელი პედაგოგიური მიმართულების ის უნდა იყოს, რომ ადამიანი სკოლაში იწვრთნებოდეს ყოველ მხრივ: გონებით, ზნე-ხასიათით, სულით და ხორცით და არც ერთი ამათგანი არ უნდა შეეწიროს მეორეს და ჩვენი ძალისხმევა გვსურს რომ ამ მიმართულებით მივმართოთ.

როგორც ავღნიშნეთ, ჯერ ძველ დროშივე სცოდნიათ, რომ სწავლა ცოდნა სკოლაში ზნე-ხასიათის საწვრთნელ ღონედ უნდა იხმარებოდეს. Eეს აზრი კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა შუა საუკუნეებში, როცა ე.წ. სკოლასტიკას საძირკველი შეერყა და მოძღვერება “ჰუმანურობისა” წამოდგა ფეხზე. დავუკვირდეთ _ ჰუმანურობა _ . . .  ჰუმანურობა კი რაში მდგომარეობს _ რომ ადამიანი შეჰხაროდეს ცხოვრებას, ელინებრ სიხარულის თვალით უყურებდეს _ იმაში მდგომარეობს, რომ კაცის ადამიანური ღირსება ღრმად პატივცემული იყოს და არა ნაკლებ ღრმადვე ჩანერგული რწმენა გვქონდეს, რომ ყოველი ღონე და ნიჭი ადამიანის ბუნებისა აუცილებლად საჭიროა განვითარებულ და წარმატებულ იქმნას ერთიანად და გამოუკილებლივ.

აი რას უბრძანებს ღმერთი პირველ კაცს, ადამს (იტალიელი ჰუმანისტ პიკოდელა მირანდოლას სიტყვით): “მე შენთვის, ადამო, არავითარი სამუდამო ბინა და სადგური არ მომიცია, არავითარი სამუდამო და უცვალებელი საქმე არ ამიჩენია. ეს იმისთვის, რომ საცა შენ გიამოს იქ იცხოვრო რაც გინდოდეს, ის საქმე აიჩინო. მე შენ არც სასიკვდილოდ გამიჩენიხარ, არც უკვდავად დამინიშვნიხარ. ეს იმისთვის, რომ შენ თვითონ იყო შენის თავის მკეთებელი და ისეთი სახე მიიღო, როგორიც შენ თითონაც გსურს: შენ შეგიძლია პირუტყვამდინაც ძირს ჩამოხვიდე და ანგელოზამდინაც ზე ახვიდე”. ძალზედ მარტივად და ნათლად ჩანს თუ რაა ადამიანის არსებობის საგანი და ადამიანის ღირსება.

შემოკლებული სახით გაგაცნობთ (იტალია) ამ ჰუმანურ მოძღვრების მიხედვით აგებული სკოლების შესახებ. ამისი პირველი მესვეური იყო პადუელი, ჰუმანისტი ვიტტორინო დე-ფელტრე, რომელიც ახალი პედაგოგიის მამად ითვლება დღესაც. ვიტტორინოს სკოლის მისაღწევი საგანი ზნე-ხასიათის გაწვრთნა, დამთავრება და დადგენა იყო. სკოლაში სწავლება და გარეთ ჰაერზე ვარჯიშობა ერთი-ერთმანეთს რიგ-რიგად მოსდევდა, ყოველ დღე, დანიშნულ საათს ამინდის მიუხედავად, ზაფხულობით ოსტატების თანხლებით ყმაწვილებს სამგზავროდ ისტუმრებდა კარგა შორს, აკითხებდა კლასიკას, რომელთაც შეეძლოთ ემოქმედათ ყმაწვილების ხასიათის გაწვრთნასა და გამართვაზე. ასწავლიდნენ მათემატიკას გონების სავარჯიშოდ. ვიტტორინო უძღვებოდა თავის შეგირდების წვრთნას მაგალითით და ჩაგონებით. მეორე მამა ვერჟერიო თავის თხზულებებში სკოლის საფუძვლად დებდა ოთხ დედა-აზრს:

ა) საგანი აღზრდის ის არის, რომ თავის რიგსა და წესზედ წარმატებული იქმნას ყოველნი ძალნი და ნიჭნი ადამიანისა, როგორც გონებითნი, ისე ზნეობითნი, როგორც სულიერნი, ისე ხორციელნი.

ბ) სწავლებაში უნდა სახეში მიღებული იქმნას არა მარტო ასაკი და წლოვანება მოწაფისა, არამედ მისნი განსაკუთრებულნი ზნენი და თვისებანი.

გ) რადგანაც ბავშვის ცოცხალისა, მკვირცხლს და ადვილად აღმბეჭდავ ბუნებაზედ ცოცხალი მაგალითი უფრო ძლიერ მოქმედებს, ვიდრე მკვდარი წესი და დარიგება. ამიტომაც, ყველაზედ უკეთესი ღონე ის არის, რომ მოწაფეს წინ გადაუშალოს ოსტატმა ცხოვრება დიდ-ბუნებოვანთა კაცთა, რომელნის ასე ბევრნი მოიპოვებიან ძველ დროში.

დ) სწავლა-ცოდნა და ერთობ განათლება უნდა დაფუძნებული იყოს Yთავისუფალთა მეცნიერებათა შესწავლაზე. ამ მეცნიერებათა სათავეში სდგას ფილოსოფია, რომელიც ადამიანს გონებითად თავისუფალს ჰხდის. მას მოსდევს მეცნიერება მჭერმეტყველებისა, რომელიც ასწავლის კაცს აზრის ნათლად და ლამაზად გამოთქმას. მერე მოდის ბუნების მეტყველება, რომელიც გვაგებინებს ჰარმონიას ყოველ მისას, რაც არსებობს და ბოლოს, ისტორია, რომელიც მოგვითხრობს სვლას და განვითარებას მეცნიერებისას და მრავალს სასარგებლო მაგალითს თვალ-წინ გვიყენებს.

ვერჟერიო გვაწოდებს ბევრ კარგ აზრს და ჭეშმარიტებას. მაგ.: მოწაფის გონებით უფრო წარმატებაში შესაყვანად იგი ურჩევს, რომ მოსწავლემ რომელიმე ერთი თხზულება საფუძვლიანად ისწავლოს და არა მრავალით შეიწუხოს გონება, გადაიტვირთოს, დასუსტდეს. დისციპლინა სკოლაში არც ძალიან მკაცრად წესიერი უნდა იყოს და არც უწესური.

უფრო მეტი საბუთიანობით და სისტემით გამოჩენილია მეცნიერი ვეჯიო. იგი მთელი თავის ძალღონით ეწინააღმდეგება იმ ჩვეულებას, რომ შვილი ძიძამ გაზარდოს და მნიშვნელოვნად თვლის დედამ თვითონ აწოვოს ძუძუ.

ვეჯიოს აზრით, მნიშვნელოვანია აღზრდისას მხედველობაში მივიღოთ არამც თუ ასაკი მოწაფისა, არამედ მისი განსაკუთრებული ზნენი და თვისებანი. სხვადასხვაობას უნდა შეეფეროს სხვადასხვა ღონისძიებაც აღზრდისო. მკვირცხლს და თამამ ბავშვს სხვა გვარად უნდა მოვექცეთ ვიდრე კდემარეს, მორცხვსა და აზიზს.

დეზიდერი ერაზმი როტტერდამელი, (1467-1536) ერთი იმათგანია რომელთაც, ბოლოსდაბოლოს სრულად დაარღვიეს ძველი სქოლასტიკური სისტემა სკოლისა და ახალი საფუძველი დაუდეს ჰუმანურობის მოძღვრებაზე აგებული. აზრი ერაზმისა იმით არის განსაკუთრებით სესანიშნავი, რომ იგი დიდი სასოებით თაყვანს სცემს ბავშვს და სასოებისაგან შეპყრობილი იძლევა სარჩიელს ბავშვის წვრთნასა და აღზრდას. ბავშვიო, ამბობს იგი, წმინდა ტაძარია სულის-წმინდისა და სიფრთხილითა და სიყვარულით უნდა მოექცნენო.

მისი აზრით: ჯერ პირველად ყმაწვილს ნორჩ და მალე შემთვისებელ გულში უნდა ჩანერგილ იქნას ფესვი სათნოებისა, სიყვარული შემოქმედისა და რწმენა მისი, რომ ღვთისათვის საცნაურია არამც-თუ საქმენი ადამიანისა, არამედ გულის ზრახვანიცა. როცა ამ გზით სული და გული მოწაფისა საკმაოდ მომზადებული იქნება, მაშინ მეცნიერების სწავლასაც უნდა შეუდგნენ და ბოლოს ხომ უნდა განუვითარონ მოვალეობისა და ასწავლონ როგორ უნდა მოქცეს და მოეპყრას თავის მსგავს ადამიანსო. ერაზმის აზრით, ბავშვმა სწავლა უნდა დაიწყოს შვიდ-რვა წლის ასაკში, იმის და მიხედვით თუ სულით და ხორცით რა ღონისაა ყმაწვილი. რადგანაც ამ ხალში ბავშვს გართობა და თამაშობა უყვარს და მას სწავლა არ უნდა შესძულდეს. ხშირად უნდა იცვლებოდეს ბავშვის საშრომელი: სწავლა, შესვენება, სეირნობა და გართობა.

საფრანგეთში გზა გაიკვალა ახალმა საპედაგოგო თეორიამ ფრანსუა რაბლეს (1483-1558) მეოხებით. რაბლეს თავის თავზე ქონდა გამოცდილი მთელი სიმძიმე სქოლისტიკური სწავლებისა, რომელიც უფრო წვალება და წამება იყო ბავშვისა, ვიდრე წვრთნა და ზრდა, რომელსაც მხოლოდ აზრად ჰქონდა მხოლოდ წიგნის დაზეპირება და არა გაგება საგნისა და ქვეყნიერებისა.

რაბლეს მოძღვრება იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვი რაც შეიძლება ნაკლებ იყოს მომწყვდეული ოთხ კედელს შუა, რადგან დახშული და დაბუღებული ჰაერი ოთახისა და უმოძრაობა სჩაგრავს ყმაწვილს. იგი დღეში უფრო ბევრი წილი გარეთ უნდა იყოს ჰაერზე. არც ერთმა საათმა უქმად არ უნდა ჩაუაროს ბავშვს. წიგნის კითხვა, სადილი მოზომილად. სხვა დრო კი შიგადაშიგ და რიგ-რიგად უნდა მოხმარდეს იმას, რომ შეგირდს გაეხსნას ნიჭი დაკვირვებისა, გამორკვევისა და ამიტომაც, საჭიროა ბავშვმა თავის საკუთრის დანახვითა, საკუთარის მოაზრებით და განსჯით იცოდინოს ბუნება და ცხოვრება. სეირნობს თუ თამაშობს, თუ ვარჯიშობს, ჭამს თუ სვამს, მასწავლებელმა ბავშვის თვალი და გონება უნდა მიახედოს ყველაფერზე, რაც კი საცოდნელად და საწვრთნელად გამოსადეგია. დიდ ადგილს უთმობს ტანის და აგებულების ვარჯიშობას.

რაბლეს აზრით, მოზარდმა თავის თვალით უნდა გაიცნოს ცხოვრება და ავკარგიანობა, თავის ყურით გაიგონოს. ამიტომ, უნდა ატარებდეს ყმაწვილს ფაბრიკებში, სამსჯავროში, სახელოსნოებში და ეკლესიებში, რაც საჭიროა და შესამჩნევია, შეამჩნევინოს და გააგებინოს.

ჩვენი მხრიდან ერთს მინიშნებას გავაკეთებთ, თუ რა ევალება აღმზრდელს. ბავშვის გვერდით მყოფმა ადამიანმა უნდა იზრუნოს მოზარდის სულის გამოღვიძებაზე, რიმელიც მას თან ახლავს დაბადებიდან და მძინარე მდგომარეობაში იმყოფება. მხოლოდ მის გამოღვიძებას უნდა შევუწყოთ ხელი და ეს უხეში ჩარევით არ უნდა მოხდეს. სწორედ ზნე-ჩვეულების და ნების აღზრდით მივაღწევთ მისი სულის გამოღვიძებას. თუ როგორაა ეს შესაძლებელი, შემდგომ აღვწერთ.

შალვა ჩხაიძე    2007 წ

ეროვნულ ღირებულებებზე შემოტევის ანატომია 09.06.2010
საქართველო უძველესი ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა. ღირებულ ზნეობრივ და კულტურულ ფასეულობათა შექმნას შესაბამისი მსოფლმხედველობითი საფუძველი სჭირდება. ქართული კულტურა, ამ სიტყვის უფართოესი აზრით, წარმოუდგენელია ქრისტიანობის გარეშე. ქრისტიანულ ორბიტაში მოქცევამ, ანუ უმაღლესი ცივილიზებული სამყაროს წევრობამ, ერთის მხრივ, განსაზღვრა საქართველოს კულტურული და პოლიტიკური ორიენტაცია, მეორეს მხრივ, ქართველი კაცის ღრმა სულმა თავისი სრულყოფილი გამოხატვა ქრისტიანობაში შეძლო. ქრისტიანობა ქართველი ერის შინაგანმა სულიერმა ბუნებამ ორგანულად შეითვისა და შეისისლხორცა. ქრისტიანობას სასიკეთოდ შეერწყა უძველესი ქართული ტრადიციები და წარმართულ ჩვეულებათა ის ღირებულებები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს გამოხატავდა. ქრისტიანობა იქცა ქართული ზნე-ხასიათის საყრდენ ღერძად, რომლის ირგვლივ ბრუნავს ჩვენი ეროვნული ცნობიერება. ქართველმა ადამიანმა ქრისტიანობაში ჰპოვა ჭეშმარიტება, თავისი სრული შინაგანი ჰარმონია, ამასთან, საკუთარი თვითმყოფადობა და სახელმწიფოებრივი განვითარების საფუძველი. ამ გადაწყვეტილების მიღება მეტად ძვირი დაუჯდა და უჯდება საქართველოს, მაგრამ რომ არსებობს, საკუთარი სახე გააჩნია და კაცობრიობისათვის საინტერესოა, სწორედ ამ გადაწყვეტილების დამსახურებაა.

საქართველოს ისტორიის მრავალმა საუკუნემ (IV-XVIII) ჩაიარა თითქმის უწყვეტ ბრძოლაში სხვა რელიგიათა მატარებელი, საქართველოზე მრავალჯერადად დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომელნიც, ყველანი უკლებლივ, თავის შემოტევებში საქართველოზე ისეთივე ძალისხმევით ცდილობდნენ ქართველი ერის მიქცევას სხვა რელიგიისაკენ, როგორითაც საქართველოს მიწის დაპყრობას. საქართველო ზემოხსენებული საუკუნეების მანძილზე იყო ქრისტიანობის მოწინავე საგუშაგო, ფორფოსტი აღმოსავლეთში. საქართველოს სახელმწიფოს იდეოლოგიის არსებითი პუნქტი იყო საქართველოს აყვავების ეპოქაში საქართველოს ერთერთ უმთავრეს ფუნქციად აღიარება ქრისტიანობის(ჭეშმარიტების) დაცვისა კავკასიაში და მის მიმდებრე რეგიონში.

XIX საუკუნეში კი “ერთმორწმუნე” რუსი დამპყრობელი, სხვათა მსგავსად, საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გზით, შეეცადა ქართველი კაცის ფესვებიდან მოწყვეტას და მისთვის მიუღებელი ზნე-ჩვეულებების დანერგვას.

ქართველმა ერმა 1921-1990 წლებში განიცადა უმძიმესი რეპრესია რუსული ბოლშევიკური იმპერიის მხრიდან, რომელიც, თუ მას მივუყენებთ თანამედროვე ტერმინოლოგიას, დახასიათდება, როგორც ქართველი ერის გენოციდი. შესაბამისად, იდევნებოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესია, მღვდელმსახურთა ფიზიკური განადგურებისა და ტაძრების დანგრევა-დახურვის ჩათვლით. ქართველი კაცი იქამდე მიიყვანეს, რომ თავისი ხელით ანადგურებდა მისი წინაპრების ხელით შექმნილ სიწმინდეებს.

ქართველმა ერმა შეგნებულად გაიღო უდიდესი მსხვერპლი ქრისტიანული რელიგიისათვის ბრძოლაში. საქართველოს სამოციქულო ეკლესიას წმინდა მოწამეთა მრავალრიცხოვანი კრებული ჰყავს. საკმარისია ითქვას, რომ მტრების მიერ ქ. თბილისის აღების შემდეგ ქ. თბილისის, პრაქტიკულად, მთელმა მოსახლეობამ (`ასი ათასი წმინდა მოწამე~) მოწამებრივი სიკვდილი არჩია ქრისტეს გმობას, რასაც მისგან მტერი ითხოვდა.

ისტორიის თუნდაც ძალიან მძიმე ეტაპზე, ქართველები ეროვნული ენერგიის და კულტურის ძირითად პარამეტრებში, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს არ ჩამოვრჩენილვართ, არც ერთი მიმართულებით —- სულიერებაში, ზნეობრიობაში, განათლებაში, სამხედრო საქმეში, არქიტექტურაში, წარმოებაში თუ საზოგადოებრივი ურთიერთობების დემოკრატიულ მოწყობაში. ვმონაწილეობდით ისტორიულ პროცესებში, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, და არ ავითქვიფეთ სხვებში, მათ შორის – ჩვენზე გაცილებით ძლიერებში. შევინარჩუნეთ და განვავითარეთ საკუთარი პოლიტიკური ეროვნული მეობა. ჩვენი ძალა, გადარჩენისათვის გაუნელებელი ბრძოლის ჟინი, მხოლოდ “ხმალში და თოფში” კი არ იყო, არამედ რწმენაში. კონკრეტულად_ ქრისტიანულ რწმენაში. (გავიხსენეოთ გურამიშვილის სტრიქონები: “მტანჯვენ, “მსთმეო”, აწ ვითა გთმო უსახოო მარგალიტო, ღვინო ტკბილი ვით დაგღვარო და ძირმწარის წვენი ვხვრიტო?!”)

ქრისტიანობა საქართველოში არასოდეს ყოფილა თავისთავში ჩაკეტილი, განყენებული მოძღვრება. საქართველოში პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში და მის პრაქტიკულ განხორციელებაში ქრისტიანული რელიგია მუდამ წარმმართველ ძალას წარმოადგენდა. როცა ამ მისიას კარგავდა, მაშინ იწყებოდა სახელმწიფოს საძირკველის მოშლის პროცესი.

ღრმა ქრისტიანულმა კულტურამ განუზომელი წვლილი შეიტანა ქართველი ერის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში. ეს სისტემა დამყარებულია იმავე აბსოლუტურ, ანუ შეუვალსა და არც ერთ ვითარებაში არ დასათმობ ღირებულებებზე, რაც თანამედროვე კაცობრიობის მოწინავე ნაწილის იდეოლოგია და მორალია საერთოდ: თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობაზე, ადამიანთა პრინციპულ თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, შემბრალებლობაზე, შემწყნარებლობაზე და სხვაზე. ეს ღირებულებები საქართველოში იმპორტირებული არ არის: ეს ქართველი ერის მიერ საკუთარი ინტელექტუალური და ზნეობრივი ძალით საკუთარ ქვეყანაში შემუშავებულ ღირებულებათა სისტემის ელემენტებია.

ქრისტემ ადამიანებს მოგვანიჭა თავისუფლება და გვასწავლა ერთმანეთის თანასწორობის დანახვა ორი რამით. ერთი, გვასწავლა, რომ ყველანი თანასწორნი ვართ ჩვენი თავისუფლებით ცოდვა-მადლის გარჩევაში და საკუთარ არჩევანში ამათ შორის. მეორე, გვასწავლა, რომ ადამიანში მთავარია მისი სწორედ ეს თვისება – მისი უნარი ცოდვა-მადლის გარჩევისა და საკუთარი არჩევანისა _და არა მისი ძალა, ჭკუა, სილამაზე, სიმდიდრე და ა. შ.

ამავე დროს საქართველო არის ტრადიციულად დემოკრატიული ქვეყანა, რაც პრინციპულად განსხვავდება საქართველოს მეზობელი დიდი ქვეყნების დესპოტიებისაგან. საქართველოსა და ქართველ ერში არსებობს, მიუხედავად რუსეთის ორსაუკუნოვანი იმპერიული ბატონობისა, ღირსეულ რიგით ადამიანად ყოფნის და ამით ამაყობის კულტურა (პრინციპით `კაცი ვარ და ქუდი მხურავს~) და საზოგადოების ყველა წევრისათვის პირადი თავისუფლების აუცილებლობის ცნობიერება(პრინციპით `არც არავის ყმად ვყოფილვარ, არც არავინ ყმად მყოლია, ძველი პური, ძველი ღვინო წლიდან წლამდე გამყოლია~), რაც სამოქალაქო საზოგადოებისათვის მკვიდრი მორალური საფუძველია.

ხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ქართველ ერში ტრადიციულად და დღესაც ეროვნული სულისკვეთება და დემოკრატიული სულისკვეთება ერთია და მას, სხვა მრავალ ცოცხალ წყაროსთან ერთად და პირველ ყოვლისა, მისი მშობლიური სარწმუნოება ასაზრდოებს. საქართველოსა და მის ერს დღევანდელ პირობებში (და, სავარაუდოა, მომავალშიც) ესაჭიროება კონსულტაცია თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებასთან დემოკრატიის მექანიზმთა სრულყოფის თაობაზე. დემოკრატიის პრინციპების თაობაზე და დემოკრატიული სულისკვეთების აღზრდის თაობაზე მას სჭირდება ამ საზოგადოებასთან აზრისა და გამოცდილების თავისუფალი ურთიერთგაცვლაც, მაგრამ არა ცალმხრივი კონსულტაცია, მით უმეტეს – არა ინსტრუქტირება.

II

საქართველოს სულიერი ნგრევა მტრის შემოტევის ერთერთი ძირითადი მიმართულება იყო და არის დღესაც. იცვლება მხოლოდ ფორმები და მეთოდები.

ბოლშევიზმი თავისი არსით არის ცხოვრების წესი, მოქმედების ფორმა, სტილი, დამყარებული მორალური და ზნეობრივი კატეგორიების უგულვებელყოფაზე. Mმარქსიზმ_ლენინიზმი კი იმ დროის იდეოლოგია, დამყარებული ადამიანის პიროვნული და ეროვნული თავისუფლების უგულვებელყოფაზე. ჩვენი დროის ბოლშევიკები, ებრძვიან რა ქართულ სახელმწიფოებრიობას, გაიშალნენ სახელისუფლებო, არასახელისუფლებო თუ ოპოზიციურ ნაწილებად, `მეხუთე კოლონად~ ჩამოყალიბდნენ საქართველოში და შეაღწიეს სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ეს არის ფაქტი, რომელსაც ვხედავთ. ისინი, დაიტოვეს რა ბოლშევიკური ცხოვრების წესი, სახელმწიფოს იდეოლოგიად მარქსიზმ_ლენინიზმისა და მებრძოლო ათეიზმის ნაცვლად ცდილობენ დაამკვიდრონ ნეობოლშევიკური და ექსტრემისტული ერთ-ერთი მარგინალური ფორმა პოლიტიკური ცნობიერებისა და იდეოლოგიის, რომელსაც ხალხში არც თუ მთლად ზუსტად “ფსევდოლიბერალიზმი” ჰქვია: ანტიმეცნიერული “კონცეფცია”, თითქოს ადამიანის უმალესი ნიჭი_თავისუფლება_ საკუთარ მდარე ინსტინქტთა აყოლის თავისუფლებაში მდგომარეობს და არა შრომის, ბრძოლისა და შემოქმედების _ მათ შორის ეროვნულ_სახელმწიფოებრივი შემოქმედების თავისუფლებაში. ბუნებრივია, რომ ეს უსუსური იდეოლოგია უპირისპირდება ქრისტიანობას და ეროვნულობას არა მხოლოდ როგორც აღმსარებლობას, არამედ აგრეთვე, როგორც სახელმწიფოებრივ აზროვნებას და ცხოვრების წესს.

საქართველოს მმართველი რეჟიმი ბოლო წლების განმავლობაში ატარებს საქართველოს მიზანმიმართული და ყოველმხრივი ნგრევის (ამ რიცხვში – აგრეთვე ფსიქოლოგიური ნგრევის) პოლიტიკას. ამ პოლიტიკის ერთერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მითის გავრცელება (ტელეეკრანის სრული მონოპოლიზაციის პირობებში), თითქოს

ა) ქართული შეგნებული სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი წინააღმდეგობაშია თანამედროვე დასავლური დემოკრატიის პრინციპებთან;

ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრევლი თავის მოქმედებაში ჰღალატობს რელიგიური შემწყნარებლობის (ტოლერანტობის) პრინციპებს და ყალიბდება ფაშისტურ, ექსტრემისტულ, აგრესიულ ფუნდამენტალისტურ ძალად;

გ) ქართველ ერში დიდია ჰომოფობიური (‘კაცთმოძულე”) ტენდენციები და ამიტომ საჭიროა გონიერი კაცობრიობის მიერ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა(მათ შორის გრანტების მომატებაც) მის გასანეიტრალებლად ე.ი. ქართული ფასეულობების წინააღმდეგ საბრძოლველად.

დ) საყოველთაოდ აღიარებული ლიბერალური ღირებულებები და ქრისტიანული, ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური ფასეულობები ერთმანეთთან სრულ ანტაგონიზმშია და ამ უკანასკნელის მქონე ადამიანებს არ ძალუძთ სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირება. შესაბამისად, აქტიური მრევლი წარმოადგენს ახალი ტიპის სექტას.

ე) საქართველოს ეკლესია თავის დგომაში ეროვნული სულიერების სადარაჯოზე განიცდის რუსული ეკლესიისა და სპეცსამსახურების გავლენას, ხოლო ქართული მრევლი მიესალმება რუსულ ოკუპაციას, და შესაბამისად, ოკუპანტთა საყრდენია ქართული სახელმწიფოს ინტერესთა საწინააღმდეგოდ.

საზოგადოების ფსიქოლოგიური დამუშავებისა და საქართველოს საპატრიარქოს დისკრედიტაციის მცდელობების შემდეგ დაიწყო შეტევის ახალი ეტაპი. სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების, რომელსაც არავინ არ ებრძვის, დაცვისათვის ბრძოლის უზურპირებული დროშით რეალურად მიმდინარეობს ბრძოლა ეროვნული სიწმინდეების, საქართველოს ისტორიის, ეკლესიისა და რელიგიური გრძნობების წინააღმდეგ. ხელისუფლება, რომლისთვისაც არანაირი სიწმინდე არ არსებობს, უხეშად ცდილობს სხვებსაც მოახვიოს თავისი აზრი, თითქოს თავისუფლება ყველაფრის უფლებაა, თითქოს აღარ არსებობს ზნეობრივი კრიტერიუმები და ამ აბსურდის აღიარებას ბოლშევიკური მგზნებარებით მოითხოვენ ყველასგან.

ტოლერანტობის და თანასწორობის პროპაგანდირება ქვეყანაში, რომელიც გაიზარდა პავლე მოციქულის სიტყვებზე _ „არა არს ჰურიაება არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოჲს მიერ” (გალატელთა მიმართ III,28).

_ გასაკვირი იქნებოდა, რომ მათი ჭეშმარიტი ზრახვები არ გვესმოდეს.

მოითხოვენ ქართული საზოგადოებისაგან, რომ მან აღიაროს სხვა აღმსარებლობაც ჭეშმარიტებად(რაც მინიმუმ ლოგიკური აბსურდია); ცოდვა _ ადამიანის ჩვეულებრივ მდგომარეობად; სექსუალური უმცირესობების ინტერესი _ ბუნებრივ მოთხოვნილებად(და, რაც მთავარია, ამ სამწუხარო ანომალიით დაიკავონ საჯარო, მაშასადამე_პედაგოგიური სივრცე); უხამსობა და რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა(საეთერო მონოპოლიის პირობებში) _ სიტყვის თავისუფლებად; ეკლესიის შეურაცხყოფა (ამავე პირობებში) აზრის გამოხატვის თავისუფლებად; ეროვნული და მართლმადიდებლური ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლა _ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებად და ა.შ.

საზოგადოებას აიძულებენ აღიაროს ის, რაც არა მარტო ეწინააღმდეგება ლოგიკას, ქართველი კაცის შინაგან ბუნებას, ეროვნულ ტრადიციებს, სარწმუნოებრივ სწავლებას, არამედ რაც ამავე დროს, ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს. და თუ არ დაეთანხმები მაშინვე ფაშისტად, ექსტრემისტად და ჰომოფობად(კაცთმოძულედ) მოგნათლავენ. ხელისუფლებას არ სურს გავარკვიოთ: რა არის აზრის გამოხატვის თავისუფლება და რას ნიშნავს ადამიანის რწმენის შეურაცხყოფა! დეკლარირების მიუხედავად, ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას-მედიის სრულ მონოპოლიზაციას არ განახორციელებდნენ.

შემოტევას ქართულ ცნობიერებაზე მრავალი მხარე აქვს, მათ შორის კანონმდებლობითი. ცივილიზებულ სამყაროს შემუშავებული აქვს და ცხოვრებაში წარმატებულად იყენებს, კანონის გარდა, ზნეობრივ სტანდარტებსა და დაუწერელი ეთიკური კოდექსის ნორმებს(მაგ. შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება). მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა, რომელიც მავნე ზემოქმედებისაგან იცავს ადამიანს და არეგულირებს საზოგადოებრივი ცხოვრების სტაბილურობას. (მაგ. აშშ-ის ფედერალური კანონი “კომუნიკაციების ზნეობრივი სტანდარტების” შესახებ). საქართველოში ასეთი კანონმდებლობის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ხელისუფლება, რადგან ეს მას შეუზღუდავს დემაგოგიისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დიაპაზონს, ხელს შეუშლის, სხვათა შორის, ე.წ. მაღალი ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლაშიც, რომლებიც განუყრელია ადამიანის, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, ბუნებისაგან და მის სოციალურ და საზოგადოებრივ_პოლიტიკურ შემოქმედებას განაპირობებენ. ამ უკანასკნელთა რიცხვში შედის მის მიერ თავისი გარესამყაროსათვის (პირველ ყოვლისა – თავისი საზოგადოებისათვის) იმ სახის მიცემისათვის ბრძოლის უფლება, რომელიც მას საუკეთესოდ მიაჩნია ამ გარესამყაროსათვის (ამ საზოგადოებისათვის).

ასეთი კანონმდებლობის პირობებში ვერ შეეწინააღმდეგებიან ადამიანის მოთხოვნილებას და, შესაბამისად, მის ადამიანურ უფლებას, რომ ერთერთი თანამმართველი იყოს და მონაწილე მსოფლიო და ისტორიული პროცესისა (იყოს, ჭეშმარიტად, `სახედ და ხატად ღმრთისა), რაც სხვა მრავალ მხარესთან ერთად ნიშნავს იმასაც, რომ თავისი ერისა და თავისი ეროვნული სახელმწიფოს განვითარებისათვის იშრომოს და იბრძოლოს. ვეღარ რეალიზდება პროექტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც არაკვალიფიციური პირები `ურჩევენ~ ხელი აიღოს მაღალ მოთხოვნილებებზე (მაგალითად, მოწინავე განათლებასა და მეცნიერების ქონაზე) და დასჯერდეს მომსახურე ერის ფუნქციას, ამასთან ერთად_თავისი ქალაქების ქუჩებში განუკითხავი ბატონობა დაუთმოს ყველანაირი `გადახვევების~ მქადაგებლებს და აგრესიულ სექტებს, რომელნიც, სარგებლობენ რა მოსახლეობის არსებული სიდუხჭირით, ფინანსური დაინტერესებით ცოდვის ჩადენის სტიმულირებას უწყობენ ხელს და თავის პროპაგანდის შინაარსით სახელმწიფოს საფუძვლებს არყევენ. საქართველოსათვის ამ ყალბი გზის შემოთავაზებაში, ანუ მისთვის ე.წ. `მარგინალური ცივილიზაციის~ სამარცხვინო და უპერსპექტივო როლის შემოთავაზებაში განსაკუთრებით აქტიურნი არიან სოროსის ფონდი, `თავისუფლების ინსტიტუტი~ და `ილიას უნივერსიტეტი~, საქართველოს მედია-სივრცის დიდი ნაწილი და სხვა. მათ “ღირსეულად” გააგრძელეს გასული საუკუნის ოციანი წლების “მებრძოლ ათეისტთა საბჭოს” ტრადიციები.

III

მოციქულთა სიტყვა ქართველი ხალხისათვის იმდენად ბუნებრივი და მშობლიური აღმოჩნდა, რომ ერთმა სუსტმა ქალწულმა, ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიერ ნაკურთხი, საკუთარი თმით შეკრული ვაზის ჯვრით, შესძლო საქარველოს მოქცევა, რომელსაც უკვე დიდი ხნის მომზადებული ბაზა ჰქონდა შექმნილი ამ ქვეყანაში.

დღევანდელმა “განმანათლებლებმა” კარგად იციან, რომ მათი იდეოლოგია აშკარად მიუღებელია ქართველი ერისათვის როგორც მორალურად, ასევე ინტელექტუალურად ამ იდეოლოგიის ინფანტილური დონის გამო და აშკარად წინააღმდეგობაშია ქართულ ყოფა-ცხოვრების ტრადიციულ წესთან; იციან, რომ უმცირესობაში არიან დღესაც და იქნებიან მომავალშიც და Aამიტომაც არ ქმნიან კონკურენტულ გარემოს(ასეთ გარემოში მათ პერსპექტივა არ აქვთ). ამიტომვე ტაქტიკურად, თვლიან, რომ საჭიროა აგრესიული, თავხედობამდე მისული შემტევი და ძალადობრივი ქმედებები და მეთოდები. Dდემოკრატიის პრინციპთა უხეშ გადათელვას, რასაც დღეს ვხედავთ, მათ ეს კონკურენტუუნარობა აიძულებს.

ქართული ლიბერალური აზროვნება, რომლის მთავარი მიმართულების მიმცემი საქართველიოში ყველასგან სათაყვანებელი წმიდა ილია მართალია, ქრისტიანულ სწავლებაზე დაყრდნობით უყალიბებს საზოგადოებას ყველა დროის დემოკრატიის პრინციპებს. ქართული აღზრდის კლასიკაა მისი სიტყვები ქართვლის დედის მიმართ: “აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,

საზრდოდ ხმარობდე ქრისტეს მცნებასა,

შთააგონებდე კაცთა სიყვარულს

ძმობას, ერთობას, თავისუფლებას.”

არსებითია ის, რომ ქრისტიანობა აძლევს ადამიანს თავისუფალი არჩევანის უფლებას, ანუ უფლებას, რომ მან თვითონ აირჩიოს თავისი ცხოვრების წესი (მით უმეტეს, რომ ცნება “ცოდვა” არ გამოიყენება იმ ადამიანების ქმედებების მიმართ, რომლებიც თავისი ნებით უარს აცხადებენ ეკუთვნოდენ ქრისტიანულ სამყაროს), მაგრამ ამავე დროს იტოვებს უფლებას, რომ ზოგიერთი ქმედება თავისთვის ცოდვად მიიჩნიოს. დღევანდელი “ფსევდოლიბერალები” კი მოითხოვენ, ყველამ, მიუხედავად აღმსარებლობისა, უპირობოდ აღიარონ ის, რაც მათს რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება _ აღიარონ ცოდვა ადამიანის ჩვეულებრივ მდგომარეობად. ეს პირდაპირი ძალადობაა. გააპროტესტებ ძალადობას და ცოდვის გავრცელებას სტიმულირებას და საქმეში ჩართავენ პოლიციას, საგადასახადოს, პროკურატურას, სასამართლოს, მედიას, ფინანსებს და სხვა ადმინისტრაციულ რესურსს და მოძალადედ დაზარალებული გამოჰყავთ. შუა საუკუნეების ფუნდამენტალისტის, ანტიდემოკრატისა და “მართლმადიდებლური ირანის” იმიჯი გარანტირებული გაქვთ.

მათ სურთ, თავისი ნეობოლშევიკური და ექსტრემისტული მარგინალური პოლიტიკური ფსევდოიდეოლოგია დაამკვიდრონ, როგორც “პროდასავლური იდეოლოგია”. მათი უხვად დაფინანსებული პროპაგანდა მიმდინარეობს მარგინალური ფსევდოლიბერალური ღირებულებების “დასავლურ ღირებულებებად” წარმოჩინების გზით, რაც გამიზნულია ქართულ ღირებულებებთან სრულიად იდენტური დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციზე ფართო მასის თვალში. (ქრისტიანული ცხოვრების წესი, ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები და ვალდებულებები, პასუხისმგებლობა, არჩევანის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, რეალური თვითმმართველობა, ყველა სფეროში ანტიმონოპოლიური გარემოს უზრუნველყოფა, კანონის წინაშე თანასწორობა და სხვა); მათი მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის მრავალმხრივი ნგრევა რუსეთის დავალებით, მაგრამ ,,დასავლური ღირებულებების” სახელით. ევროკავშირმა ასეთი საშიში ულტრალიბერალიზმის გამო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშეკრულებების ხელმოწერაც კი შეაჩერა.

მოსახლეობას ჩააგონებენ, რომ მათი ბედნიერებისათვის კეთდება ყოველივე და ვინც წინააღმდეგ წავა, ყველა ხალხის მტერია. Eესეც პირდაპირი ძალადობაა. გააპროტესტებ ძალადობას და მოითხოვ საჯაროდ მსჯელობას, კონცეპტუალურად ემთხვევა თუ არა მათი დეკლარირებული ღირებულებები მათ ქმედებებს _ და საქმეში კვლავ ჩართავენ პოლიციას, საგადასახადოს, პროკურატურას, სასამართლოს, მედიას, ფინანსებს და სხვა ადმინისტრაციულ რესურსს და მოძალადედ კვლავ დაზარალებული გამოჰყავთ. “დასავლური ღირებულებების მოწინააღდეგის”, “ოკუპანტების ინტელექტუალური მარდამჭერისა” და “რუსეთის აგენტის” იმიჯი გარანტირებულია.

რელიგიური რწმენის მიზანმიმართული შეურაცხყოფა უცენზურო სიტყვების გამოყენებით დასჯადია ყველა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობით. ამავე კანონმდებლობით, მასობრივი ინფორმაციის ორგანო ვალდებულია შეურაცხყოფილ სუბიექტს დაუთმოს ტოლი ადგილი პასუხისათვის თავის საინფორმაციო სივრცეში. დემოკრატიის ანბანურ წესებს ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სარწმუნოების აღმსარებელთ არა აქვთ საშუალება შეურაცხმყოფელთ პასუხი გასცენ მასობრივი ინფორმაციის იმავე საშუალებებით ამ უკანასკნელთა მონოპოლიზაციის გამო, ხოლო სახელმწიფო დაწესებულება – `ილიას უნივერსიტეტი~ – აწყობს დისკუსიას უწმაწური სახელწოდების მატარებელ ანტიქრისტიანულ წიგნზე ისე, რომ აზრად არ მოსდის დისკუსიაში მონაწილეობის საშუალება მისცეს ერთ კომპეტენტურ პირს მაინც, რომელიც წარმოადგენს ადექვატურ შეფასებას: რომ წიგნი დამყარებულია უმეცრებაზე, ლიტერატურული ნიჭის არარსებობაზე და, უკეთეს შემთხვევაში, ჰეროსტრატეს კომპლექსზე, ანუ გამორჩეული საჯარო ყურადღების მოპოვების სურვილზე გამორჩეული პოზიტიური პირადი მახასიათებლების უქონლობის პირობებში. ესეც პირდაპირი ძალადობაა. Gგააპროტესტებ ძალადობას და აზრის გავრცელების შეზღუდვას და საქმეში კვლავ ჩართავენ პოლიციას, საგადასახადოს, პროკურატურას, სასამართლოს, მედიას, ფინანსებს და სხვა ადმინისტრაციულ რესურსს და მოძალადედ კვლავ დაზარალებული გამოჰყავთ. გაუნათლებელი, უწიგნური, ახალი ტიპის სექტის და აგრესიული ჰომოფობის იმიჯი ამ შემთხვევაშიც გარანტირებული გაქვთ.

როდესაც შენ სხვის დედას, სხვის ეკლესიას, სხვის რწმენას და სხვის ფასეულობებს შეურაცხყოფ, მოძალადე შენ ხარ! როდესაც აზრის გამოხატვის თავისუფლების ნიღბის ქვეშ ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ და მის ადამიანურ თუ რელიგიურ გრძნობებს დასცინებ, როცა მას საპასუხო სივრცე არ გააჩნია, მოძალადე შენ ხარ! როდესაც მართლმადიდებელი აღმსარებლობის სტუდენტებს საშუალებას არ მისცემ, ინსტიტუტში თავისი კუთხე ჰქონდეთ, (კანონმდებლობით ამის მოთხოვნის უფლება აქვთ, მაგრამ Eჭავჭავაძის სახელობის “უნივერსიტეტის” ხელმძღვანელობამ სტუდენტები ცინიკური პასუხით გამოისტუმრა), როდესაც სტუდენტებს არა აქვთ უფლება მათთვის სასურველ ლექტორს შეხვედრა მოუწყონ, როდესაც სტუდენტები ითხოვენ სწავლების გაუმჯობესებას (საგანი “ქრისტიანული კულტურის საფუძვლები”, რომელიც ადრე ისწავლებოდა), ინსტიტუტში კი ასწავლიან დემონოლოგიას, ეს შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ძალადობა! სამაგიეროდ “თავისუფლების ინსტიტუტს” აქვს საშუალება იქ ჰქონდეს ბაზა, საიდანაც ბოლო წლებია იგეგმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული ცნობიერების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.

როდესაც შენ არც პარლამენტში, არც თუნდაც ერთ საზოგადოებრივ ინსტიტუტში და არცერთ ტელეარხზე არ უწყობ ხელს ღია დისკუსიის მოწყობას თემაზე `საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიის სფეროში~, რომელშიც მართლმადიდებლურ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიეცემა საეთერო დრო, ამით ძალადობის ქუჩაში ესკალაციას უწყობ ხელს და ამიტომაც, კვლავ და კვლავ, მოძალადე ხარ!

როდესაც გაბატონებულ ხუნვეიბინთა ოპონენტები საქმის გარკვევას სიტყვით ცდილობენ, ამის საშუალებას მათ არ აძლევენ. როდესაც სასამართლოთი სცადეს თავისი უფლებების დაცვა, არც ამის საშუალება მისცეს, ხოლო შემდგომ რომელიმე მათგანს თუ ნერვებმა უმტყუნა და ცოტა ხმას აუწია, ძალადობაში დაადანაშაულეს!

საქმიან კამათში მიწვევა ხსენებულ ხუნვეიბინებს არასოდეს მიუღიათ და ამ უწყვეტ მწვავე დავაში მონაწილეობის სურვილი არ გამოუთქვამს არც საპარლამენტო უმრავლესობას, პრეზიდენტსა და მის აპარატს, `თავისუფლების ინსტიტუტს~, `ილიას უნივერსიტეტს~, “მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს”, სოროსის ფონდს `ღია საზოგადოებას~, და ამავე ინტელექტუალური დონისა და სტილის ყველა სხვა პირს თუ დაწესებულებას (” იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე”. მათე 12. 34.), ვინც თავის არაკონკურენტუნარიანობას ფარავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზებული რეალობის არსებობით. Aარადა ეს რეალობა ძალადობრივი გზით მათ მოახვიეს თავს საზოგადოებას.

ძალადობისა და უსამართლობის გამოვლინებაა ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის გამო უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის დაზარალებულების დაპატიმრება, მაშინ როდესაც, მინიმუმ, “კონფლიქტის დროს” მეორე მხარეც არსებობს და “ზრდილობის გულისათვის”, წესით, მათაც უნდა მოეთხოვოს პასუხი. ასევე იქნა ხელისუფლებისაგან იგნორირებული დანაშაულებრივი ქმედებების სხვა ეპიზოდები (შანტაჟი, ნარკომანია, ცივი იარაღის გამოყენება). Eეს კი პირდაპირი მოწოდებაა ხელისუფლების სამსახურში მდგომი პირების შემდგომი ძალადობისაკენ წასახალისებლად.

IV

მიზანი ნათელია _ ქვეყანაში მოხდეს ისედაც დაძაბული ვითარების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია; ერთიანი ეროვნული ცნობიერების მოშლა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირების ხელის შეწყობა, რაც შემდგომში საფუძველი უნდა გახდეს დიდი სამოქალაქო დაპირისპირებისა ან 2003 წლის მსგავსი “დრამატული სპექტაკლის” მოწყობისა, რათა რეჟიმმა ახალი სახით და ძველი შემართებით გააგრძელოს ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურება.

მტრის ამ გეგმის აღკვეთის ერთი გზა_სამოქალაქო მშვიდობის დამყარება, ქვეყნის აღმშენებლობის დაწყება და ასეთი დაპირისპირების ან ჩანაცვლების ჩაშლა შესაძლებელია, თუ მოხდება ერთ ადამიანში მრევლის წევრისა და სახელმწიფოს მოქალაქის ჰარმონიული შერწყმა(სინერგია). ერთი მხრივ, ეს ადამიანი, როგორც მრევლის წევრი, იქნება ეკლესიის სულიერი შვილი. საქართველოს ეკლესია კი დღეს საქართველოში არის ერთადერთი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელიც ამკვიდრებს ხალხში აბსოლუტურ ზნეობრივსა და მორალურ ღირებულებებს, ანუ ცხოვრების ისეთ ამაღლებულ მიზნებს, რომელთათვისაც სიცოცხლის გაწირვა ღირდეს. იგი ადამიანებს აძლევს ღვთისგან დადგენილ კანონებს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანმა უნდა მოიპოვოს შინაგანი მშვიდობა, თავისუფლება, განსაზღვროს და მოიწესრიგოს თავისი ცხოვრების წესი.

მეორე მხრივ, როგორც მოქალაქე, იგი იქნება სახელმწიფოს ერთგული შვილი, რომელიც მოწოდებულია დაიცვას, განავითაროს და სამარადისოდ შეუნარჩუნოს თავის შთამომავლობას ქვეყანა საქართველო, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და თავისუფლება, საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ამავდროულად, მოქალაქე ეკლესიის სოციალური პარტნიორი იქნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელიც იზრუნებს, რათა საზოგადოებრივი ცხოვრება დაეფუძნოს ისეთ ღირებულებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ეკლესიასა და მრევლს თავის უმთავრესი მიზნის – ცხონების _ პირობების უკეთ რეალიზაციისათვის.

ასეთ მოქალაქეს ძალუძს მოძებნოს საკუთარი ადგილი ცივილიზებულ თანამეგობრობაში, ინტეგრირებულ იქნას საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე სისტემაში და ამავე დროს შეინარჩუნოს საკუთარი პიროვნული და ეროვნული თვითმყოფადობა, რომელიც განისაზღვრება მართლმადიდებელ ღირებულებებზე დაფუძნებულ ფასეულობათა სისტემასა და ქართული ტრადიციულ ყოფა-ცხოვრების წესებზე. შეინარჩუნოს ერთიანი ეროვნული ცნობიერება, საქართველოს კულტურის ერთიანი სივრცე, ზოგადქართული ყოფა-ცხოვრების ტრადიციად დამკვიდრებული წესი; ქართული ინტელექტით, დამწერლობით და ზეპირსიტყვიერებით შექმნილი სინამდვილე, საკაცობრიო სინამდვილეში თანაარსებობის შედეგად ისტორიულად ჩამოყალიბებული და განმტკიცებული. საკუთარი ქვეყნისა და საკაცობრიო კულტურის სინთეზის მატარებელი, ისტორიულად და ტერიტორიულად საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში ჩამოყალიბებული, სხვადასხვა კუთხეში დაბადებული და აღზრდილი. ქართველი ადამიანისათვის დამახასიათებელი ზნეობის ნორმებიდან გადახვევას კი განიხილავს, როგორც ინდივიდის კონფლიქტს საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან, როგორც ტრადიციებისაგან მოწყვეტას და აღზრდის ხარვეზს; მისი გააზრება და თანამედროვე ცხოვრების პირობებში ადაპტირება ასეთი მოქალაქისა და მთლიანად სახელმწიფოს(საზოგადოების) მთავარი საზრუნავი გახდება.

თუ ეს ჰარმონია დაირღვა, ეკლესია დაკარგავს პარტნიორს და, თავის მხრივ, მოქალაქე კარგავს თავისი ცნობიერების ერთერთ მკვიდრ საფუძველს, ზნეობრივ მარეგულირებელს, ძლიერების წყაროს და სულიერ ორიენტირს. ადამიანი დარჩება მხოლოდ როგორც მრევლის წევრი, მთლიანი საზოგადოებიდან გამოყოფილი, მოქალაქე კი რჩება მაღალ ზნეობრივ ღირებულებებს მოკლებული, მხოლოდ არსებობისათვის ბრძოლისთვის განწირული. სახელმწიფო კი რჩება ღირსეული და შეგნებული სახელმწიფოებრივი მოტივაციის მქონე მოქალაქის გარეშე.

ერთ ადამიანში სახელმწიფოს მოქალაქისა და მრევლის წევრის ჰარმონიული შერწყმა მიუღებელია არსებული სახელისუფლებო ძალისათვის. მათ სურთ ადამიანი საკუთარ თავთან კონფლიქტში(ჯერ-არსსა და ყოფიერს, სულსა და სხეულს, სასურველსა და რეალობას შორის) შევიდეს; ადამიანი დაუბრუნდეს ბოლშევიკურ პერიოდს, როცა დღის განმავლობაში ლენინის ციტატებით საუბრობდა, საღამოს კი იმავე ლენინზე იგივე კაცი ანეგდოტებს ჰყვებოდა. ასეთი გაორებული ადამიანი დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოს მშენებელი ვერ იქნება, ვერ იქნება მორალური პასუხისმგებელი თავისავე გადაწყვეტილებაზე. ის მხოლოდ ბუზღუნა, მაგრამ მორჩილი და მართვადი მასის შემადგენელი წევრი იქნება. იმათ აშინებთ ასეთი ჰარმონია, რადგანაც მაღალი ზნეობისა და დიდი პატრიოტული მისწრაფებების მქონე პიროვნებათა სატელევიზიო ზომბირება, ცდუნება, დაშინება და მართვა შეუძლებელი იქნება.

ასეთ ადამიანთა მასობრივ არსებობას რეჟიმი პრინციპულად ვერ ეგუება. ჰარმონიადაკარგული ადამიანი აღარ სულდგმულობს მაღალი ზნეობრივი კატეგორიებით, არის ნაკლებ საშიში და მეტად მართვადი ხელისუფლებისათვის. ნეობოლშევიკებს სურთ, საქართველოს მოსახლეობა იხილონ არა როგორც თავისუფალ პიროვნებათა ერთობა, არამედ როგორც უაზრო, უღირსებო, უპასუხისმგებლო, პიროვნული თვითმყოფადობისაგან დაცლილი უსახური, მორჩილი მასა, როგორც აზრგამოცლილი, ერთმანეთისაგან გაუცხოვებული ადამიანების მექანიკური თანაცხოვრება, რომელიც მოკლებულია ძირითად მამოძრავებელ ძალას სულიერების სახით. თავისუფლება(როგორც წმინდა წერილი გვასწავლის) ბოროტების საფარად გამოყენებული; ნიჭი, ცოდნა და ძალა, თუ მას ზნეობა, მორალი და რწმენა არ ამაგრებს, დამანგრევალ ფაქტორად გვევლინება.

კონსტიტუციით გაცხადებული “რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება, ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან” არ ნიშნავს საზოგადოებისა და ეკლესიის განცალკევებას. სეკულარული სახელმწიფო არ ნიშნავს სეკულარულ საზოგადოებას(წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ტოტალიტარულ სისტემას, სადაც სახელმწიფო და საზოგადოება ერთია). საზოგადოებისა და ეკლესიის ურთიერთქმედება განაპირობებს სახელმწიფოს, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და პოლიტიკური სისტემის მდგრადობას. საზოგადოების ეკლესიიდან გამიჯვნის მცდელობა, ანუ პირწმინდად სეკულარული საზოგადოების ჩამოყალიბების მცდელობა მოსპობას უქადის საქართველოსა და ქართველობის თვითმყოფადობას; ხელს უწყობს ქართველი კაცის ღმერთთან _ ცხოვრებისა და კეთილდღეობის უმთავრესს წყაროსთან _ კავშირის რღვევას, ამასთანავე მართლმადიდებლობით, რომელიც რელიგიურ და დემოკრატიულ ფასეულობათა ჰარმონიული შერწყმაა, იქნება შესაძლებელი ჩვენი ერის ზნეობრივი განწმენდა და ამაღლება, ერისა, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში სახიჩრდებოდა იდეოლოგიურად და რომელიც უნდა განიკურნოს ყოველივე ამის შედეგებისაგან, ამ მისიის აღება კი მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია. ამასთანავე, მოქალაქისთვის უმჯობესია იცოდეს, რომ თავისი ტრადიციის მორალით საზრდოობს, ვიდრე სხვისით. ამ გზით ზნეობრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით დასუსტებული საზოგადოება დაცული იქნება ისეთი სნეულებებისაგან, როგორიცაა უზნეობა, სულიერი სიცარიელე, სასოწარკვეთა და ა.შ.

V

მიმდინარეობს პროპაგანდირება იმისა, რომ სახელმწიფოს მოქალაქეობა, სამოქალაქო საზოგადოების წევრობა და მრევლის წევრობა შეუთავსებელია. ქვეყანაში, სადაც არსებობს და ფუნქციონირებს ათასობით არასამთავრობო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მართლმადიდებელთა ინტერესების გამომხატველი საზოგადოებრივი რამდენიმე ორგანიზაციის შექმნამ დიდი აჟიოტაჟი და ხელისუფლების მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მართლმადიდებლური ეკლესია დიოკლეტიანემ და ლენინმა ვერ გაანადგურეს. ამდენად, პირადად ეკლესიის მესვეურების დევნა (თუმცა არც უამისობაა) სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. სამაგიეროდ, შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებლური ეკლესია და მისი მრევლი მაქსიმალურად უნდა ჩამოშორდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას! რეჟიმმა გადაწყვიტა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და საზოგადოება გაყოს.

ასევე მიმდინარეობს ეროვნული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური ფასეულებების მქონე ადამიანების აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ჩამოცილება და დაიწყო სეკულარული საზოგადოების პრინციპის რეალიზება _ რეჟიმი მრევლს უფლებას აძლევს, ეკლესიაში იაროს, ილოცოს, მაგრამ როგორც კი მრევლი გამოსცდება ეკლესიისთვის შემორტყმულ გალავანს და ქრისტიანული მორალის საზოგადოებრივ ცხოვრებაში გატარებას დააპირებს, მმართველი ძალა მისი დაუძინებელი მტერი ხდება!

შექმნილია ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია(საკმაოდ შთამბეჭდავი ბიუჯეტებით), რომლებიც იცავენ რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების უფლებებს, მაგრამ როგორც კი აქტიურდება ეროვნული და მართლმადიმებელთა უფლებების დამცველი მოძრაობები, ისინი მაშინვე “ფაშისტურ ორგანიზაციად” მონათლეს და შესაბამისი პროვოკაციაც მოუწყვეს!

`ილიას უნივერსიტეტში~ და ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტი იყო ამ ხელისუფლებისა და მისი თანამოაზრეების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ამ ბრძოლის გამოხატულება, რომლის მიზანი მართლმადიდებლობის დამცველთა დისკრედიტაცია და განეიტრალება გახლდათ. ამ “ოპოზიციურად” მონათლულ ტელევიზიაში არც ეროვნულ საკითხებს აშუქებენ და სტუმრადაც, აბსოლუტური უმრავლესობით, ის ადამიანები ჰყავთ, რომლებიც, რბილად რომ ითქვას, ანტიმართმადიდებლურ და ანტიქართულ “სიბრძნეებს” აფრქვევენ. “კავკასია” არ არის ობიექტური და მით უმეტეს ოპოზიციური ტელევიზია. ეს არხი ეწევა ოპოზიციური აზრით მანიპულირებას, თანაც – ხელისუფლების დაკვეთით! როდესაც ოფიციალურ სახელისუფლებო არხებს ნდობა დაკარგული აქვთ, საჭიროა ე.წ. ოპოზიციური არხების გამოყენება საზოგადოების დეზორიენტაციისათვის. მათ თავისუფალი ეთერის მიცემა (ანუ ტელეეთერის მონოპოლიზაციის ერთჯერადი გამონაკლისით დარღვევა მაინც) არც უცდიათ და თავიდანვე უხამსი შოუს მოწყობა ჰქონდათ გეგმაში.Aამდენად, ნათელია, რომ ეს ტელევიზია “თავისუფლების ინსტიტუტის” მხარდამხარ იბრძვის. იმ ავბედით ღამეს “კავკასია” მიუკერძოებელი მხარე კი არ გახლდათ, არამედ ხელისუფლების და საკუთარ ანტიქრისტიანულ და ანტიქართულ პოზიციებს იცავდა!

რეჟიმმა შექმნა როგორც მართული ოპოზიცია, ასევე მართული ოპოზიციური მედიასაშუალებები! ეს კეთდება ერთადერთი მიზნით: ამ რეჟიმს ძალიან არ უნდა, რომ მის ძალაუფლებას დაუპირისპირდეს რეალური, ქართული ოპოზიცია და რეალური ჟურნალისტიკა! ამიტომაცაა, რომ ასეთი მოსყიდული ოპოზიციის გარკვეული ნაწილის თუ მედიას ფონზე, რეჟიმი კვლავ ინარჩუნებს ძალაუფლებას!

ხელისუფლებამ ვერ აიტანა, რომ არაპოლიტიკურ მოძრაობაში გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული წარსული, გემოვნება თუ პოლიტიკური ხედვა აქვთ, მაგრამ რომლებიც შეთანხმდნენ უმთავრესში _ ერში მართლმადიდებლური და ეროვნული სულისკვეთების განმტკიცებაში! რომელსაც დეკლარაციაში უწერია “ერთმანეთთან დაპირისპირებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჯგუფებში და მთელს ერში გაბნეული მართლმადიდებელი და ეროვნული ცნობიერების მქონე პატრიოტთა კონსოლიდაცია”(ამ მოძრაობების გარკვეული შიდაორგანიზაციული გადაცდომები სხვა საუბრის თემაა). რეჟიმმა ვერ აიტანა, რომ ამ მოძრაობაში ჩაებნენ ახალგაზრდები, რომლებმაც საკუთარი დედისადმი სექსუალური ფანტაზიების აღძვრას მამა_პაპათა რწმენის დაცვა არჩიეს!

საქართველოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, ჩვენ მართლმადიდებლობისთვის გვდევნიან! საქართველოში უკვე მართლმადიდებლობის დაცვისათვის დაპატიმრებულებიც გვყავს! ეს ხალხი კლასიკური სინდისის პატიმრები არიან – ისინი თავიანთი რწმენის გამო იდევნებიან!

დღეს მიმდინარეობს ლაშქრობა მართლმადიდებლური ცნობიერებისა და ქართველი ერის ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ. ხელისუფლება თავისი სულისკვეთებით, პრინციპებით, იდეოლოგიითა და ზოგადი მიზნებით ეწინააღმდეგება ადამიანის, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, ჭეშმარიტ სიღრმისეულ ბუნებას. იგი ამავე პარამეტრებში, აგრეთვე თავისი პრაქტიკით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. იგი თავისი პრაქტიკით ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებრივ ადამიანურ უფლებათა იმ ნაწილს, რომელიც უკვე კოდიფიცირებულია ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მიძღვნილსა და საერთაშორისოდ აღიარებულ დოკუმენტებში.

ქართველთა ცნობიერებიდან მართმადიდებლური მრწამსისა და ფასეულობების ამოშანთვის პოლიტიკა დღეს სახელმწიფო პოლიტიკაა!

ხელისუფლების ერთერთი მთავარი მოკავშირე ამ ბრძოლაში მრევლის საზოგადოებრივი პასიურობა და რელიგიური “ნელთბილობაა”. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჩვენ თავში ძალა, რომ თვალი გავუსწოროთ საშიშროებას და ვიმოქმედოთ ვითარების შესაბამისად, თუნდაც ამის გამო დღეს პრობლემები შეგვექმნას, რადგან ხვალ უფრო დიდი განსაცდელის წინაშე ვიქნებით: “ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან”. (გამოცხ. თ. III. 15. 16).

დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა მორწმუნე საზოგადოების (მრევლის) გააქტიურება და ერთიან მოძრაობაში ჩართვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ეკლესიის, როგორც ერის სულიერი ლიდერის, და ეროვნული ინტერესების დასაცავად. მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის იბრძოლებს და შეეწინააღმდეგება ყველა იმ უმსგავსოებასა და უზნეობას, რასაც ეს რეჟიმი და მისი გრანტმოსილი დამქაშები ქადაგებენ! ეს თვისობრივად ახალი, მაგრამ მუდმივ ღირებულებებზე დაფუძნებული ეროვნული მოძრაობის განახლებაა. ამ საქმეში განსაკუთრებული როლი ენიჭება თავად მრევლის უნარს გააცნობიეროს მის წინაშე მდგარი ამოცანა და პასუხისმგებლობა.

ქართული პოლიტიკა განპირობებულია მისი ბოროტების წყაროსთან ბრძოლის ლოგიკური აუცილებლობით. საქართველოს ათასწლეულების ისტორია უწყვეტი ჯაჭვია ამ საეჭვო ღირებულებების წინააღმდეგ ქართული სულის ბრძოლისა, რომელიც ფაქტიურად გადარჩენისათვის, არსებობისათვის უწყვეტი ბრძოლის ისტორიაა. საქართველოს ბრძოლა ბოროტების წყაროსთან – ეს ობიექტური მოთხოვნაა. Bისტორიულად ბოროტება ყოველთვის უკიდურეს წინააღმდეგობას აწყდებოდა საქართველოს მხრიდან. საჭიროა ქართულმა პოლიტიკამ მოახდინოს ამ ახალი რეალობების კომპლექსური ანალიზი და ჩამოაყალიბოს კონკრეტული მექანიზმი საფრთხეების ლიკვიდაციის თვალსაზრისით, გავითვალისწინოთ ჩვენი წინაპრების გამოცდილება, რომელიც ეფუძნება საქართველოს მოქალაქეთა თვითიდენტიფიკაციის, საერთო ეროვნულ – სახელმწიფოებრივი ფუნდამენტალური ღირებულებების ხელშეუხებლობის დაცვის და რეალიზაციის პრინციპებს. რისთვისაც უნდა ვიმოქმედოთ ერის მა¬მის, ილია ჭავჭავაძის სწავლებით: `ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით, ხმალი უნ¬დო¬და, ხმლის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა!… იმ დროთა ჩარხზე გამოჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი… ამით გავიტანეთ თავი, დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობა და გამრჯელობა.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ქრისტიანული ღირებულებები უნდა დაედოს საფუძვლად სახელმწიფოს მშენებლობის საქმეს. მხოლოდ მართლმადიდებლობას შეუძლია დანაწევრებული საზოგადოების შეკვრა. მან უნდა უხელმძღვანელოს ერის ცხოვრების მორალურ მხარეს. ქართველ ერს უფლება აქვს(და ვალდებულებაც!), დაიცვას თავისი სარწმუნოება, რადგანაც `ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. ქართველი და ქრისტიანი ერთსა და იმავე მნიშვნელობის სიტყვები არიან… ქრისტიანობა პოლიტიკური ქვითკირიც იყო საქართველოს მრავალ ნაწილების გასაერთიანებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა. (წმ. ილია მარათლი)

9.06.2010

მამუკა გიორგაძე სახალხო პარტია

რატომ ებრძვიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
რატომ ებრძვიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება პირდაპირ არის დაკავშირებული მმართველი ჯგუფების პოლიტიკურ მდგომარეობასთან სახელმწიფოში: არჩევნების დროს და კრიზისულ ვითარებაში   ფარისევლური მორჩილებით, ბოდიშების მოხდით, შემოწირულობებით ძალაუფლების მპყრობელნი წელში მოხრილები ეახლებიან ხოლმე სასულიერო პირებს, ხოლო როცა ჩათვლიან, რომ თავისუფალი აზრი ხერხემალშია გადატეხილი და მობილიზებას ვეღარ შეძლებს ამ უმნიშვნელოვანესი

სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის საქომაგოდ (ხელისუფლება ფიქრობს, რომ დღეს ასეთი ვითარებაა), მაშინ შეტევის მთავარი ობიექტი საქართველოს სამოციქული ეკლესია  ხდება.

შეტევის უშუალი მიზანია

_ საქართველოს ეკლესიამ ვერ შეასრულოს თავისი უპირველესი დანიშნულება, ანუ სულიერი წინამძღოლობა ვერ გაუწიოს ქართველ ერს და არ იყოს ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი დღევანდელი განსაცდელის ჟამს..

შეტევის ამოსავალი  მოტივია ის, რომ საქართველოს ეკლესია ხელს უშლის ანტიქართული ქმედებების განხორციელებაში, სახელდობრ:

_ საქართველოს სამოციქულო ეკლესია დღეს საქართველოში არის ერთადერთი დიდი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელიც გაშლილად, დიდი მასშტაბით ამკვიდრებს ხალხში აბსოლუტურ ზნეობრივსა და მორალურ ღირებულებებს, ანუ იგი ცხოვრების ისეთ ამაღლებულ მიზნებს, რომელთათვისაც სიცოცხლის გაწირვა ღირდეს, უსახავს არა მხოლოდ სულისა და გონების ელიტას, არამედ რიგით ადამიანსაც. ასეთ ადამიანთა მასობრივ არსებობას რეჟიმი პრინციპულად ვერ ეგუება.

_ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია, აღმატებული პოლიტიკურ ცხოვრებაზე, როგორც სული სხეულზე, ქართველი  ერის ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი და ცხოვრებისეული ორიენტირი იყო ყოველთვის და არის დღესაც. განუზომელია მისი ფუნქცია და მნიშვნელობა, მისი სულიერი წარმმართველი და გამაერთიანებელი როლი. ანტიქართული რეჟიმისათვის მიუღებელია მისი ეს სულიერი ლიდერობა.  სწორედ ამ უდიდესი ავტორიტეტის მიმართ ხორციელდება შეფარული, რიგ შემთხვევაში კი აშკარა ბრძოლა, რომელიც, თუ წარმატებას მიაღწია, ამით მოსპობას უქადის საქართველოს სახელმწიფოსა  და ქართველი ერის თვითმყოფადობას, ღმერთთან, ცხოვრებისა და კეთილდღეობის უმთავრესს წყაროსთან, მის კავშირს.

_ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს უდიდესი ავტორიტეტი აქვს საქართველოსა და მსოფლიოში. დღეს საქართველოში დიდ სახელმწიფოებრივ ასპარეზზე მყოფ არცერთ სხვა პიროვნებას არც საქართველოში და, არც მთელ მსოფლიოში ანალოგიური ავტორიტეტი არა აქვს. ეს ფაქტიც მიუღებელია არსებული რეჟიმისათვის.

_ დღეს საქართველოში იდეოლოგიური ამინდი ასეთია: ახალი ნეობოლშევიკები, რომლებიც გაიშალნენ  სახელისუფლებო, არასახელისუფლებო თუ ოპოზიციურ  ნაწილებად, `მეხუთე კოლონად~ ჩამოყალიბდნენ საქართველოში და შეაღწიეს სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ისინი ცდილობენ  სახელმწიფო რელიგიად ყოველგვარი გამოცხადების გარეშე ნეობოლშევიკური და ექსტრემისტული ერთ-ერთი პოლიტიკური იდეოლოგია _ ფსევდოლიბერალიზმი _ დაამკვიდრონ, როგორც სახელმწიფოსთვის წარმმართველი იდეოლოგია, რომელიც მართლმადიდებლობას ძირშივე უპირისპირდება არა მხოლოდ როგორც აღმსარებლობას, არამედ აგრეთვე როგორც  იდეოლოგიას და ცხოვრების წესს.

_ დღეს მთავარი ბრძოლა ღირებულებათა შორის მიმდინარეობს. ერთ მხარეს  კორპორატიული ინტერესებით ერთმანეთთან დაკავშირებული ვიწრო ჯგუფია და მეორე მხარეს ქართველი ერის, საქართველოს მთელი მოსახლეობის (აღმსარებლობით  მრავალგვარის)  ინტერესთა დამცველი ძალები, რომელთა შორისაც საქართველოს ეკლესიას მთავარი ადგილი უკავია.

ნეობოლშევიკებს მიაჩნიათ, რომ მათი სისტემური, იდეოლოგიური და ინსტიტუციონალური  უმთავრესი მოწინააღმდეგე არის  სამოციქული ეკლესია. სწორედ ამიტომ ასეთი ინსტიტუტის არსებობა და გამართული ფუნქციონირება,  ამ ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის ნდობა,  სასულიერო პირთა ავტორიტეტი და მრევლის ზრდა ხელისუფლებას ხელს უშლის თავისი ბინძური ზრახვების განხორციელებაში _ ქართულ სივრცეში რეალური დემოკრატიის ნაცვლად ფსევდოდემოკრატიის დანერგვაში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და საქართველოს ეკონომიკის მიზანმიმართულ ნგრევასა და ერის გენოციდში,  ქვეყნის ინტელექტუალური და მორალური პარალიზაციისა და სულიერი დაკნინების პოლიტიკის გატარებაში.

ამიტომაც მიიჩნევენ საქართველოს ეკლესიას მათი მიზნების მთავარ მტრად და სწორადაც მიიჩნევენ !!!

_ დღევანდელი ნეობოლშევიკების ზეობას და კეთილდღეობას თავისთავად საფრთხის ქვეშ აყენებს ღირსეული, განათლებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებების არსებობა, საერთოდ, ხელისუფლებისგან არ შექმნილი და მის მიერ ვერ კონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. ნეობოლშევიკებს სურთ, საქართველოს მოსახლეობა იხილონ არა როგორც თავისუფალ პიროვნებათა ერთობა, არამედ როგორც  უაზრო, უღირსებო, უპასუხისმგებლო, პიროვნული თვითმყოფადობისაგან დაცლილი უსახური, მორჩილი მასა.

ჩვენი დედა-ეკლესია, პირიქით, ყოველთვის იყო და დღესაც არის თავისუფალი, ღირსეული, დიდი პასუხისმგებლობის მქონე, ეროვნული ცნობიერების, თავისი არსით დემოკრატიული, რეალურად ტოლერანტულ-მიმტევებელი და პატრიოტი პიროვნებების აღზრდისა და ჩამოყალიბების კერა. ეს ფუნქცია მას თვით მებრძოლი ათეიზმის პირობებშიც კი ვერ წაართვეს. ის მუდამ იყო არა მარტო რელიგიურ–აღმსარებლობითი მიმართულების ინსტიტუტი, არამედ ეროვნულ-საკაცობრიო და მაღალზნეობრივი ქმედებების მასტიმულირებელი, ხელისშემწყობი და, ხშირად, საკუთარი თვითშეწირვით მაგალითის მიმცემიც.

ამიტომ ბუნებრივი და ლოგიკურია ნეობოლშევიკების საქართველოს ეკლესიასთან კონფლიქტი. ამიტომაც მიიჩნევენ საქართველოს ეკლესიას მათი კეთლდღეობას მთავარ მტრად და სწორადაც მიიჩნევენ !!!

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ დღევანდელი ხელისუ-  ლებისა და მისი მორჩლი მედიის ბრძოლას განაპირობებს სხვა მოტივიც, სახელდობრ, მისი  უწმიდესობის მაღალი ავტორიტეტი მსოფლიოში, მათ შორის რუსეთშიც, და საქართველოს ეკლესიის მაღალ სულიერებაზე დაფუძნებული პოზიცია ახერხებს, შეამციროს რუსეთის აგრესიულობის ხარისხი ამა თუ იმ კერძო ეპიზოდებში. ნიშანდობლივია პერევის ინციდენტი. რუსეთის ხელისუფლებამ მისი უწმიდესობის მოსკოვში ვიზიტის დროს მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო ნაწილის სოფლიდან გაყვანაზე, მაგრამ სააკაშვილის `ჩარევამ~ ჩაშალა ეს გეგმა; მის უწმინდესობას ვერ უთხრეს უარი დაღუპულ მეომართა ცხედრების გადმოსვენებაზე. თრუსოს ხეობას დღესაც მისი უწმიდესობის მაღალი ავტორიტეტი იცავს (მოსალოდნელია, რომ სააკაშვილი შეეცდება მას ეს ღვაწლიც ჩაუშალოს),  და მრავალი სხვა.

რუსეთის ხელისუფლებას სჭირდება თავისი მოსახლეობის წინაშე ახსნას ერთმორწმუნე ქვეყნის დაპყრობის აუცილებლობა, როცა თვითონ საჯაროდ მართლმადიდებელი `მესამე რომის~ იდეოლოგიით გამოდის. ამიტომ რუსეთის ხელისუფლება იძულებულია საქართველოს პატრიარქის და ეკლესიის მიმართ იყოს დამთმობი.  მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთის   ხელისუფლების გეგმებში არ შედის საქართველოსთან კეთილმეზობლური და პარტნიორული  ურთიერთობების დამყარება. რუსეთის ხელისუფლებას სჭირდება საბაბი (საბაბით მას სააკაშვილი მიზანმიმართულად უზრუნველყოფს) საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის ხელში ჩასაგდებად, საქართველოს ტერიტორიის   დასაბომბად, ცხინვალის და აფხაზეთის წასართმევად, საქართველოს კონფედერაციულ, ანუ იოლად დაშლად  სახელმწიფოდ გარდასაქმნელად.  მაგრამ, თუ ქართული მხარიდან ეროვნული ინტერესების დაცვის შესაბამისი და სწორი პოლიტიკა იქნება განხორციელებული, მაშინ რუსეთი, მინიმუმ, ამ საბაბს კარგავს.

სააკაშვილს ეხმარება რა რუსეთის ხელისუფლება მისი მიზნების რეალიზებაში, სურს მონოპოლიზება გაუკეთოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და წარმართოს ის რუსული და თავისი  პირადი ინტერესების მიხედვით. ავადმყოფურად რეაგირებს ამ სფეროში ისეთი პიროვნებების მონაწილეობაზე, რომელთაც ძალუძთ საქართველოს სტრატეგიული ინტერესების დაცვა, რაც ავტომატურად  იწვევს სააკაშვილის ანტიქართული ქმედებების მხილებას.  ამიტომაც  ცდილობს საქართველოს ხელისუფლება გამოთიშოს საქართველოს ეკლესია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიდან.

ამიტომაც სურთ, რომ პროცესები იყოს ფარული და საქართველოს პატრიარქი და ქართული საზოგადოება მისგან გამოთიშული, რათა მათი პროცესებში მონაწილეობით ხელი არ შეეშალოს სახელმწიფო ღალატის  და ხალხის გაბითურების  ამ  გეგმებს.

ამიტომაც მიიჩნევენ საქართველოს ეკლესიას მათი გეგმის, საქართველოს დაშლის, მთავარ მტრად და სწორადაც მიიჩნევენ !!!

ამ მთავარი მიზეზების გამოა, რომ ასე  გააქტიურდა საქართველოში საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გეგმაზომიერი ბრძოლა, შეტევა ქრისტიანობაზე, ქართულ ცნობიერებაზე და ქართული ცხოვრების წესზე. უნდათ შანტაჟის გზით, სხვადასხვა კერძო  პრობლემების საჯარო განხილვის საგნად ქცევით, ერთმორწმუნეობაზე ქილიკით, სასულიერო და საერო პირების მოსყიდვითა და გადაბირებით  და მათი გამოყენებით ეკლესიის წინააღმდეგ  საზოგადოებას სხვა საკითხებზე გადაატანინონ ყურადღება და დაახარჯვინონ ენერგია,   გამოთიშონ ჩვენი ეკლესიის პოზიცია და მოქმედება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმიდან, საშიშროება შეუქმნან ეკლესიის ერთიანობას, რომელიც თავისთავად ქვეყნის  ერთიანობის უმთავრესი ბალავარია

ეკლესია თავისთავად ცოცხალი ორგანიზმია, სადაც შეიძლება გარკვეული პრობლემა რეალურად არსებობდეს, მაგრამ მისი განზოგადება და შიდა ეკლესიური საკითხების საჯარო განხილვის მცდელობა არაეკლესიური ან ნაკლებად ეკლესიური ადამიანების მხრიდან დაუშვებელია, მით უმეტეს, რომ  გარედან ჩარევა ხდება  მიზანმიმართულად      საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით. ყველა ჯანსაღი ორგანიზმი და მათ შორის საქართველოს ეკლესია თვითონვე მოუვლის ამ პრობლემებს, გარედან ზეწოლის შემცირების პარალელურად. მაგრამ  ხელისუფლებას, რომელსაც ევალება ეკლესიის ხელშეწყობა, დღეს არის მისი მთავარი მტერი. სწორედ იქ იგეგმება ეკლესიის საწინააღმდეგო   ქმედებები. მზადდებოდა ფიზიკური ანგარიშსწორების და  საპატრიარქოში შევარდნის  გეგმები,   ინგრეოდა ეკლესიები,  ხდებოდა გზებზე არსებული ჯვრების დემონტაჟი  და ბევრი სხვა უმსგავსოება, მაგრამ,   გადააწყდა რა  დიდ წინააღმდეგობას, ხელისუფლებას უკან დახევა მოუწია და ახლა მან სხვა ხერხს მიმართა.   რაკი ხელისუფლებას ხალხში არ გააჩნია ავტორიტეტი, მის სურვილებს ახმოვანებინებენ ან პოლიტიკურ პროცესებში გაუცნობირებელ პატიოსან ადამიანებს, ან სატელიტი “ფსევდოოპოზიციის” წარმომადგენლებს, ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანებს, ან შეგზავნილ აგენტურას,  მაგრამ ყველას _ “ეკლესიაზე ზრუნვის მოტივით”.

ჩვენი ამოცანაა – მტერს გავუფანტოთ იმის ილუზია, რომ მას ძალუძს ისე მოექცეს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, როგორც სურს, და ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს. უნდა გავუფანტოთ მას იმის ილუზიაც, რომ რომელიმე მოღალატური და დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩება.

ჩვენი ვალია _ დავდგეთ მყარად, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესი. ჩვენ ან ვრჩებით ქართველებად და, როგორც ღვთისა და მამულის მეომრები, ჩვენი წილი საქართველოს დასაცავად ვდგებით, ან ჩვენივე  სარწმუნოებრივი გულცივობის (“ნელთფილობის”), დედლობის, შინაგანი სისუსტის, ანგარების, ცდუნებისა თუ სნობიზმის გამო ვიცვლით ღირებულებათა სისტემას და ვხდებით მონები ან იარაღი ბოროტის ხელში.

გზის  არჩევანი ჩვენზეა  და,   თუ გავითვალისწინებთ წმიდა მეფის  თხოვნას  “ნუ  ოდეს  დამივიწყებთ  დავითს”, მაშინ დიდგორის  წინ  მისი მოწოდება, დღესაც   თითოეული  ჩვენგანისათვის  ბრძოლის მოტივი და   გამარჯვების საწინდარი იქნება :

ეჰა მეომარნო  ქრისტესანო, თუ  სარწმუნოებით  ვიბრძოლებთ, არათუ  ეშმაკის ამ  ურიცხვ  მიმდევართ,  არამედ  თავად ეშმაკსაც  ადვილად  დავამარცხებთო.

დღევანდელი დღე ჩვენი `დიდგორია~ და, უფლის წყალობით, ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ბრძოლა

საქართველოს სახალხო პარტია                 მამუკა გიორგაძე

საქართველოს  სახალხო ფრონტი               ნოდარ ნათაძე