» საქართველო – დასავლეთი

რისთვის იღვრება ქართული სისხლი ავღანეთში
დღეს საქართველოში ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია, თუ რატომ მონაწილეობს საქართველო ნატოს ISAF-ის ოპერაციაში? ანუ რატომ იბრძვიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მით უმეტეს _ ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე დიდი კონტიგენტით წარმოდგენილნი (ამჟამად 936 ჯარისკაცი და 749 კიდევ დამატებით ემზადება წასასვლელად), თან _ გამორჩეულად სახიფათო და რთულ უბანზე, ჰელმანდის პროვინციაში…ყოველი მეომრის დაღუპვა (და უკვე, სამწუხაროდ, თექვსმეტია ასეთი. ღმერთმა აცხონოს მათი სული) საზოგადოებაში ხელახალ ცხარე დისკუსიას აღძრავს, მავანთ კი ეს თემა პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებისა და სპეკულაციის საგნად გაუხდიათ.

ქართული სამხდრო კონტიგენტის ავღანეთში ყოფნას (მით უმეტეს, მსხვერპლს!) უნდა ჰქონდეს   გამართლება, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესიდან უნდა მომდინარეობდეს.

რა სახელმწიფოებრივ ინტერესებზე შეიძლება ამ შემთხვევაში ლაპარაკი?  ხელისუფლებას  და მის მომსახურე პარტიებს ამაზე თავისი “პასუხი” გააჩნიათ. იგი შედგება 2 ნაწილისგან: “ლოკალური” (ანუ საქართველოს ინტერესებით დასაბუთებული) და “გლობალური”  (ანუ მსოფლიო ინტერესებით არგუმენტირებული).

ლოკალური  – “ქართულ ჯარს ბევრი რამის სწავლა სჭირდება და იგი ავღანეთში ისეთ გამოცდილებას იღებს, რასაც ვერცერთი წვრთნა ვერ შეცვლის… მნიშვნელოვანია პარტიზანული ბრძოლისთვის საჭირო უნარების განვითარება, ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა კი ამის საშუალებას იძლევა… გარდა ამისა, NATO-ს ძალებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობაც უმჯობესდება…”.

გლობალური _”ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების, “თალიბანის”, “ალ-ყაიდასა” და მსგავსი დაჯგუფებების განეიტრალება დღეს თავისუფალი სამყაროსათვის და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის  არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე, ნაციზმსა და კომუნიზმთან ბრძოლა იყო… ISAF-ის მისია რეგიონში სტაბილურობის დამყარებას ესწრაფვის და საქართველო, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და დასავლეთის ფორპოსტი რეგიონში, თავის  სამოკავშირო ვალდებულებას ასრულებს… თუ ახლა ჩვენ დავუდგებით დასავლეთს გვერდით, ისიც დაგვიჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში”.

ნატოს  ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს   მონაწილეობის  მოტივის კონსტატაცია ხელისუფლების, მათი სატელიტი ფსევდო-ოპოზიციური პარტიების და კარის-ექსპერტების  ციტირებულ ტექსტებში ძირითადად სწორია. ნატოს ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის  მოტივის კონსტატაცია ხელისუფლების, მისი სატელიტი ფსევდო-ოპოზიციური პარტიების და კარის ექსპერტთა მიერ   ციტირებულ ტექსტებში ძირითადად სწორია, მაგრამ  როგორც საქართველოს დღევანდელი სათავდაცვო პოლიტიკის სისწორის დასაბუთება და საქართველოსადმი ამ ხელისუფლების ერთგულების ილუსტრირების მცდელობა, ეს მსჯელობა პირწმინდად ყალბია. საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს არც სახელმწიფოებრივი აზროვნების ის სიმწიფე, არც ქვეყნის ის ერთგულება, რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესი გაიაზროს.

თუ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგადად ჩამოვაყალიბებთ საქართველოს სამხედრო კონტიგენტის მონაწილეობის არსს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში, ეს მისია ხელს უნდა უწყობდეს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური სტრატეგიის იმ ძირითადი მიმართულების ხორცშესხმას, რასაც ევროკავშირსა და “ნატოში” საქართველოს ინტეგრაცია ჰქვია (სხვათა შორის, ამისთვის იბრძოდა ეროვნული მოძრაობა და გვაქვს ისტორიული გამოცდილებაც).

ახლა ვნახოთ, თუ რამდენად გულწრფელი და თანმიმდევრულია საქრთველოს ხელისუფლება დეკლარირებული ამოცანების რეალიზაციის პროცესში? მართლაც ეს მიზანი აქვს დასახული და ამას ეწირება ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე?  ნამდვილად ემსახურება თუ არა ქართული კონტიგენტის ყოფნა ავღანეთში ამ სახელმწიფოებრივ ინტერესს?

ვნახოთ, სრულდება თუ არა ის უმთავრესი მოთხოვნები, რაც აუცილებელია ევროკავშირსა და”ნატოში” ინტეგრაციისთვის

არმია, როგორც სახელმწიფოებრივი სეგმენტი, ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობისკენ გადადგმული ნაბიჯების ერთ-ერთ გამოხატულებას უნდა წარმოადგენდეს: შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციის, შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის არსებობისა და ჯარისკაცთა უფლებების დაცვის გარეშე ნატოს სტანდარტებამდე მისვლა შეუძლებელია.

შეიარაღებული ძალებში დამკვიდრებული გაუმჭვირვალობის გამო საზოგადოებაა არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, თუ რამდენად “ნებაყოფლობითია” ავღანეთში წასვლა. უნდობლობას აძლიერებს ისიც, რომ ხელისუფლება ცდილობს ყოველმხრივ მიჩქმალოს ინფორმაცია ჩვენი მეომრების დაღუპვის, ჩამოსვენებისა და დაკრძალვის შესახებ.

ამგვარი ფაქტების საბჭოთა ტრადიციისამებრ გასაიდუმლოებით ხელისუფლება შიფრავს საკუთარ არაგულწრფელობას, რითაც სერიოზულ ზიანს აყენებს საზოგადოებაში ნატოსადმი დამოკიდებულებას.

უკმაყოფილებას ზრდის ისიც, რომ დიდი სხვაობაა ფინანსურ ანაზღაურებაში ქართველ და სხვა ქვეყნის ჯარისკაცებს შორის, მით უმეტეს, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარება წამსვლელთა ერთ-ერთ მთავარ  მოტივაციას წარმოადგენს (საბჭოთა ოკუპაციის დროსაც კი ავღანეთში მომსახურე  ქართველ, რუს, უზბეკ მეომრებს თანაბარი ანაზღაურება ჰქონდათ).

არსად ჩანს ხელისუფლების მცდელობა ასეთი სხვაობის შესამცირებლად და არც ახსნა თუ სად მიდის ამ ოპერაციისთვის გამოყოფილი სახსრები.

სამაგიეროდ ნათლად ჩანს, რომ ნატოს ხელმღძვანელობა და დასავლელი პოლიტიკოსები მეტ  ყურადღებას აქცევენ და ზრუნავენ ქართველი ჯარისკაცების შემდგომ ბედზე ვიდრე საქართველოს ხელისუფლება.

ერთადერთი, რაშიც ვეთანხმებით ხელისუფლებას, არის ის, რომ  “ამგვარ გამოცდილებას  ვერცერთი წვრთნა ვერ შეცვლის”,  მაგრამ ესეც ხელისუფლების განსაკუთრებული დამსახურება არ არის, ბიჭები იბრძვიან და თან სწავლობენ.

ცხადია მისასალმებელია, საქართველო მსოფლიოში დემოკრატიის დაცვა-განვითარებისთვის საქმეში რომ “მონაწილეობს”,  მაგრამ როგორ დავიჯეროთ ხელისუფლების გულწრფელობა, როცა საქართველოში მისი ტირანიის განუხრელი დამკვიდრება ხდება! დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე ხომ გაჩერება “ტირანია” _ არ არსებობს!

თუ ასე არ არის, მაშინ სად არის ის თანამდევი ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფენ ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის აუცილებელი მთელი რიგი კონკრეტული მოთხოვნების შესრულებას?

საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის დაწყების (სასამართლო, პოლიცია, თვითმართველობა და სხვა) და დემოკრატიული სამართლიანი არჩევნებით ხელისუფლების შექმნის გარეშე დეკლარირებული მიზნების მისაღწევად ავღანეთში დაღვრილი ქართული სისხლი შედეგს ვერ მოიტანს!

ამ მხრივ სააკაშვილის რეჟიმი “ღირსეული” მემკვიდრეა თავისი სულიერ წინაპრის, ბოლშევიზმისა, რომელიც მსოფლიოში “მშვიდობას” იცავდა, შიგნით კი დესპოტიას.

ასევე იქცევიან ქართველი ნეობოლშევიკები – ავღანეთში ისლამისტ-ფუნდამენტალისტების წინააღმდეგ ჯარს აგზავნიან, სამაგიეროდ კი დემოკრატიის ამ ნიღბით საკუთარ სამშობლოში მათ ფუნქციონირებას მნვანე შუქი აქვთ ანთებული და თვით კომუნისტური რეჟიმისთვის გაუგონარ საქმეებს სჩადიან;

ერთის მხრივ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა და რუსეთის საწინააღმდეგო რიტორიკა და მეორე მხრივ, საქართველომ ყველაფერი რუსეთისთვის დათმო, რაც  ლოგიკურად შეუთავსებადია (ამასთანავე, გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ავღანეთის პრობლემის მოგვარების პროცესში რუსეთიც მონაწილეობს).

მსოფლიო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად იწვევს, რის გამოც ამერიკის უკიდურესი მემარჯვენე პოლიტიკოსების მხარდაჭერით სარგებლობს,   თვითონ კი ამ ნდობას ქართული საზოგადოებაზე ძალადობისა და   საქართველოში ავტოკრატიული რეჟიმის დამკვიდრების აუცილებლობის დამტკიცებისთვის იყენებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამხედრო ფორმატის გარდა ავღანეთის ოპერაცია ითვალისწინებს ბევრ სხვა, მათ შორის, კომერციულ პროექტებს. მაგალითად, ქართული საზოგადოება ცოტა ხნის წინ მოწმე გახდა ქართული ავიაკომპანიების ბრძოლისა ავღანეთში სატრანსპორტო გადაზიდვების ქართული წილის გადასანაწილებლად.

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის რეჟიმის ასეთი ქმედებები საქართველოში ნატოს ავტორიტეტს აუფასურებს და საპირისპირო პოზიციების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ხელისუფლებას მართლა რომ სურდეს ის, რის დეკლარირებასაც ახდენს, რომ საქართველო გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და დასავლეთის ფორპოსტი რეგიონში, მან უნდა შეასრულოს სამოკავშირო ვალდებულება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის გაგზავნას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ცივილიზებული ქვეყნისთვის დამახასიათებელი ელემენტარული ნორმების მდგრადი სისტემის დანერგვას.

და, რამდენადაც ხელისუფლება არ ცდილობს საზოგადოების ნდობის და მხარდაჭერის მოპოვებას ამ მნიშვნელოვან საქმეში, შეგვიძლია ვივიარაუდოთ, რომ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენი ჯარისკაცების სისხლის ფასად მმართველი კლანი ცდილობს გადაფაროს  თავისი ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, მოაგვაროს საკუთარი კომერციული ინტერესები და მოიპოვოს მხარდაჭერა ხელისუფლებაში ყოფნის გასაგრძელებლად.

თუ ხელისუფლებას დამატებითი არგუმენტები გააჩნია თავისი პოლიტიკის გასამართლებლად,  ჩვენს პრინციპულ დებულებებში ასახულ ყველა თემაზე დისკუსიისათვის მუდამ მზად ვართ.

მამუკა გიორგაძე

სახალხო პარტია

5.05.2012

ეროვნული პარტიების ალიანსის განცხადება – 17.01. 09
იმ პირობებში, როცა აშშ და ევროპის ქვეყნები ყოველ ღონეს ხმარობენ მსოფლიო ბაზარზე რუსეთის ენერგეტიკული მონოპოლიზმის აღსაკვეთად, საქართველოს პრორუსულმა, მარიონეტულმა ხელისუფლებამ საქართველოს ეკონომიკური ბერკეტები მთლიანად რუსეთის იმპერიას ჩაუგდო ხელში. განა ცინიზმისა და თავხედობის უმაღლესი გამოვლინება არ არის საქართველოს რუსული ადმინისტრაციის ქმედება, როდესაც ერთი მხრივ, დასავლეთის სახელმწიფოებს ერთგულებას ეფიცებიან, საქართველოს სახელმწიფო ტელეარხებით ყოველდღე აჩვენებენ, თუ რა მხეცობებს სჩადიან რუსი ოკუპანტები გალისა და ცხინვალის რეგიონებში, როგორ ძარცვავენ და ანადგურებენ ოკუპირებული ტერიტორიების ქართველ მოსახლეობას აფხაზი და ოსი ექსტრემისტები და რუსი ოკუპანტები, მეორე მხრივ კი, ოკუპანტებს ხელში ჩაუგდეს მთელს წინა აზიაში უდიდესი ენერგოობიექტი _ ენგურჰესი, და ამ ქმედებას ამართლებს იმით, რომ თითქოს რუსების ხელში ენგურჰესი უფრო დაცული იქნებაო. ეს კი უკვე იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რუსული ადმინისტრაცია აპირებს ენგურის კაშხალზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების ჩაყენებას თითქოსდა მისი დაცვის მიზნით. რუსეთის КГБ-ეს ამ გონებადაბნელებულმა აგენტებმა ისიც კი არ იციან, რომ ენგურის კაშხალზე რუსი ოკუპანტების მიმოსვლის შედეგად ტერორისა და აწიოკების რეალური საფრთხე ემუქრება წალენჯიხის რაიონის სოფლებისა და დაბა ჯვარის 50 000- მდე მცხოვრებს, მათ შორის აფხაზეთიდან უამრავ დევნილს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, დამშეული და გაბატონებული რუსი ოკუპანტი რა რეალურ საფრთხესაც წარმოადგენს მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, აფხაზეთის 15 წლიანი ოკუპაციისა და გასული წლის აგვისტოს მოვლენების მაგალითებიდანაც ჩანს.

როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ენგურჰესის გასხვისების გამო საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იმით პასუხობენ, რომ თითქოსდა ენგურჰესისი გასხვისება კი არ მომხდარა, არამედ იგი 10 წლით მართვის უფლებით გადაეცა რუსეთს. სერგო ორჯონოკიძის იდეური მემკვიდრის ე. შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირიდან გაზრდილი დღევანდელი ხელისუფლებაც ზუსტად იმავე სქემით ჩუქნის რუსეთს საქართველოს სამრეწველო ობიექტებს, როგორც ამას ე. შევარდნაძე და მისი ხელისუფლება, ანუ იგივე დღევანდელი ვაიხელისუფლება სჩადიოდა. რომელი ერთი გავიხსენოთ: მადნეული, ჭიათურმანგანუმი, ზესტაფონის ფერო, თბილწყალკანალი, რუსთავის `აზოტი~. ამ უკანასკნელის გაყიდვას კატასტროფული შედეგი მოჰყვა საქართველოს სოფლის მეურნეობისათვეს. თუკი რუსებისთვის `აზოტის~ მიყიდვამდე ერთი ტომარა გვარჯილა 8 ლარი ღირდა, დღეს უკვე 40 ლარი ღირს, ანუ რუსების ხელში გვარჯილის ფასმა 500%-ით მოიმატა, რამაც გამოიწვია ის, რომ ქართველი გლეხი ვეღარ ყიდულობს სასუქს და მიატოვა მიწის დამუშავება, სამაგიეროდ სასუქი საკმაოდ სარფიანად საღდება მეზობელ ქვეყნებში და ჩვენი დაუძინებელი მტერი, ოკუპანტი რუსეთი ასეულ მილიონობით მოგებას იჯიბავს. ენგურჰესის გასხვისებაც იმავე მეთოდით მოხდება:  რუსები ჯერ გაკოტრების პირას მიიყვანენ ენგურჰესს, შემდეგ კი მუქთად ჩაიგდებენ ხელში.

საქართველოს რუსული ადმინისტრაცია თავის მოღალატურ ქმედებას ბიუჯეტის 40 მილიონი ლარით შევსებით ამართლებს. ამ 40 მილიონიდან 15 მილიონი აფხაზების მიერ მოხმარებული და აუნაზღაურებელი ელექტროენერგიაა, ხოლო 25 მილიონი ლარი თითქოსდა რუსეთისაგან შემოვა ჩვენს მიერ მიყიდული ზედმეტი ელექტროენერგიის საფასურად. ჯერ ერთი, ენგურჰესში რუსების შემოსვლით საბოლოოდ ვკარგავთ ქართველებისა და აფხაზების ერთადერთ ერთობლივ საწარმოსა და ამით ერთმანეთს კიდევ უფრო დავშორდებით, მეორე, აფხაზების დახარჯული ელექტროენერგიის რუსების მიერ ანაზღაურებით რუსებს კიდევ უფრო მეტი საფუძველი ეძლევათ ამტკიცონ, რომ აფხაზეთი მათი სამხრეთი გუბერნიაა, და მესამე, სოჭის ოლიმპიადისათვეს რუსეთს ჰაერივით სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია, რადგან საკუთარი არ ჰყოფნის და სწორედ ამიტომაც არ უნდა მივყიდოთ რუსეთს არც ერთი კილოვატი ელექტროენერგია. ჩვენმა მოძმე ბალტიისპირელებმა უფლება არ მისცეს რუსებს ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის _ `ჩრდილოეთის ნაკადის~ მშენებლობაზე, რითაც ფაქტობრივად ჩაშალეს რუსების მონოპოლისტური ენერგეტიკული ამბიციები. განა ეს კარგი მაგალითი არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის? მაგრამ რუსების ყურმოჭრილი მონა _ მ. სააკაშვილი და მისი ლაქიები ამას არასოდეს იზამენ.

და, ბოლოს, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხ. `ი~ პუნქტის შესაბამისად `მხოლოს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმი~. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ალ. ხეთაგურის მიერ 2008 წ. 28 დეკემბერს ყველასგან მალულად რუსებთან მემორანდუმის ხელმოწერა უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხ. `ი~ პუნქტისა და ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ფეხქვეშ გათელვაა და სხვა არაფერი.

ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გაუქმებულ იქნას 2008 წ. 28 დეკემბრის მემორანდუმი ენგურჰესის ერთობლივი მართვის თაობაზე, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შეუსაბამო, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს რუსული ადმინისტრაციის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული ქმედებები საკადრის პასუხს მიიღებს ქართველი ერისგან.

მამუკა გიორგაძე

დავით კუპრეიშვილი

ნოდარ ნათაძე

დაიბეჭდა  ‘რეზონანსი” 19.01. 09

ავღანეთი – მითი და რეალობა
ავღანეთი – მითი და რეალობა

“ნატოს” ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის დროს ყოველი მეომრის დაღუპვა (სამწუხაროდ, 29 მამაცი მეომარი დავკარგეთ. ღმერთმა აცხონოს მათი სული!) საზოგადოებაში ხელახალ ცხარე დისკუსიას აღძრავს მავანთ ეს თემა პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებისა და სპეკულაციის საგნად გაუხდიათ, მავანთათვის კი საქართველოს პოლიტიკური საგარეო ორიენტაციის ჩრდილოეთის მიმართულებით წარმართვის მთავარ “არგუმენტად” იქცა.

ასეთ მძიმე წუთებში გვმართებს ვითარების გაცნობიერება, განსაკუთრებული ერთობა და დაფიქრება საკითხზე, თუ რატომ მონაწილეობს საქართველო “ნატოს” ISAF-ის ოპერაციაში, ანუ, რატომ იბრძვიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მით უმეტეს რატომ არიან_ “ნატოს” არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე დიდი კონტინგენტით წარმოდგენილნი, თანაც, გამორჩეულად სახიფათო და რთულ უბანზე_ ჰელმანდის პროვინციაში…

რა სახელმწიფოებრივ ინტერესებზე შეიძლება ამ შემთხვევაში ლაპარაკი? ხელისუფლებას (ძველსაც და ახალსაც) ამაზე პასუხი გააჩნია. ის შედგება 2 ნაწილისგან: ლოკალური (ანუ, საქართველოს ინტერესებით დასაბუთებული), და გლობალური (ანუ, მსოფლიო ინტერესებით არგუმენტირებული).

ლოკალურია: “ქართულ ჯარს ბევრი რამის სწავლა სჭირდება და ის ავღანეთში ისეთ გამოცდილებას იღებს, რასაც ვერც ერთი წვრთნა ვერ შეცვლის… მნიშვნელოვანია პარტიზანული ბრძოლისთვის საჭირო უნარების განვითარება, ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა კი ამის საშუალებას იძლევა… გარდა ამისა, “ნატოს” ძალებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობაც უმჯობესდება…”.

გლობალური: ”ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების _ “თალიბანის”, “ალ-ქაიდასა” და მსგავსი დაჯგუფებების განეიტრალება დღეს თავისუფალი სამყაროსათვის და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იყო ბრძოლა ნაციზმთან და კომუნიზმთან… ISAF-ის მისია რეგიონში სტაბილურობის დამყარებას ესწრაფვის და, საქართველო, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და დასავლეთის პარტნიორი რეგიონში, თავის სამოკავშირეო ვალდებულებას ასრულებს… თუ ახლა ჩვენ დავუდგებით დასავლეთს გვერდით, ისიც დაგვიჭერს მხარს, მთავარია: დასავლეთი იცავს ჩვენს მიწა წყალს _ ოკუპირებულ ტერიტორიებს, მსოფლიო აღიარებისგან”.

“ნატოს” IშAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მოტივის კონსტატაცია ციტირებულ ტექსტებში ძირითადად სწორია, თუ, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგადად ჩამოვაყალიბებთ. მაგრამ, არის თუ არა მხოლოდ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა საკმარისი და სრულდება თუ არა სხვა უმთავრესი პარამეტრები, რაც აუცილებელია ევროკავშირსა და “ნატოში” ინტეგრაციისთვის? რამდენად გულწრფელი და თანმიმდევრულია საქართველო დეკლარირებული ამოცანების რეალიზაციის პროცესში?

ერთადერთი, რაშიც მთლიანად ვეთანხმებით ხელისუფლებას, არის ის, რომ “ამგვარ გამოცდილებას ვერ ცერთი წვრთნა ვერ შეცვლის”, თუმცა, საბრძოლო მოქმედების მართვის ურთულეს ხელოვნებას სწავლობენ მხოლოდ ბატალიონის დონეზე და ისიც ქართული სახელმწიფოს საჭიროებისთვის შეზღუდულად, მაგრამ, ესეც არ არის ხელისუფლების განსაკუთრებული დამსახურება _ ჯარისკაცები იბრძვიან და თან სწავლობენ.

ცხადია, მისასალმებელია, საქართველო მსოფლიოში დემოკრატიის დაცვა-განვითარებისთვის საქმეში რომ მონაწილეობს, მაგრამ ქართული სამხდრო კონტიNგენტის ავღანეთში ყოფნას (მით უმეტეს _ მსხვერპლს!), პარალელურ რეჟიმში თუ არ მოჰყვა დანარჩენი აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ხელს უნდა უწყობდეს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური სტრატეგიის იმ ძირითადი მიმართულების ხორცშესხმას, რასაც ევროკავშირსა და “ნატოში” საქართველოს ინტეგრაცია, ანუ, საქართველოს ნათელი მომავლისკენ სვლა ჰქვია (ამისთვის იბრძოდა ეროვნული მოძრაობა და გვაქვს ისტორიული გამოცდილებაც), რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესიდან მომდინარეობს და რასაც ჩვენ ცივილიზებული სამყარო მოგვიწოდებს, მიზანი მიუღწეველი დარჩევა.

თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. მივისწრაფით რა “ნატოსა” და ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ, გარდა ISAF-ის მისიაში მონაწილეობისა, სხვა პარამეტრებიც უნდა დავაკმაყოფილოთ _ ეს არის ჯანსაღი და ღია კონკურენტული საჯარო სივრცე, დემოკრატიული პოლიტიკური ინფრასტრუქტურა და დემოკრატიული გარემოს არსებობა, ადამიანის უფლებების დაცვა, რეალური თვითმმართველობა, არჩევნების სამართლიანობა, სამართლიანი სასამართლო და პროკურატურა და ა.შ. თუ ეს ქმედებები კომპლექსში არ იქნება განხორციელებული, დასავლურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია შეუძლებელი იქნება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობის ხარჯზე ხდება დანარჩენი სეგმენტების უგულებელყოფა და საქმეში ჩაუხედავი ხალხისთვის იქმნება ილუზია რომ, თითქოს მხოლოდ ISAF-ის მისიაში მონაწილეობის გამო მიგვიღებენ “ნატოსა” და ევროკავშირში.

მხოლოდ ამის გამო “ნატოში” არ მიგვიღებენ და მრავალი ქვეყანა შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად, რომლებსაც ISAF-ის მისიაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ, “ნატოს” წევრები მაინც გახდნენ ან არიან. ავღანეთის მისიაში მონაწილეობის პარალელურად, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის დაწყებისა და დემოკრატიული სამართლიანი არჩევნებით ხელისუფლების შექმნის გარეშე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დეკლარირებული მიზნების მისაღწევად ავღანეთში დაღვრილი ქართული სისხლი შედეგს ვერ მოიტანს! “ნატოში” არ მიგვიღებენ და ეს ბლეფი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიშიფროს!

საქართველო პირველ ყოვლისა დემოკრატიით უნდა გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და დასავლეთის პარტნიორი რეგიონში; მან უნდა შეასრულოს სამოკავშირო ვალდებულება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ცივილიზებული ქვეყნისთვის დამახასიათებელი ელემენტარული ნორმების მდგრადი სისტემის დანერგვას, მით უმეტეს, რომ დემოკრატიის განვითარება ჩვენს ინტერესებშია _ ეს არაა დასავლეთისათვის ხათრის გაწევა და ამაში ჩვენი მოქმედების მარგი ქმედების კოეფიციენტი ასი პროცენტია.

“ნატოს” პოლიტიკური ხელმძღვანელობა (რასმუსენი) ღიად აცხადებს, რომ ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობა არ არის “ნატოში” შესასვლელი ბილეთი და გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო”, რომ “საქართველო “ნატოს” წევრი იმ შემთხვევაში გახდება, თუ ის აუცილებელ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს”. განსაკუთრებით აღნიშნავენ ფუნდამენტური რეფორმების საჭიროებას, მათ შორის _ თავდაცვის სფეროში. არმია, როგორც სახელმწიფოებრივი სეგმენტი, ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობისკენ გადადგმული ნაბიჯების ერთ-ერთ გამოხატულებას უნდა წარმოადგენდეს: შეიარაღებული ძალების რეალური დეპოლიტიზაციის, შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის არსებობისა და ჯარისკაცთა უფლებების დაცვის გარეშე “ნატოს” სტანდარტებამდე მისვლა შეუძლებელია.

შეიარაღებული ძალებში დამკვიდრებული გაუმჭვირვალობის გამო, საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, თუ რამდენად “ნებაყოფლობითია” ავღანეთში წასვლა. უკმაყოფილებას ზრდის ისიც, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარება წამსვლელთა ერთ-ერთ მთავარ მოტივაციად არის წარმოჩინებული. არსად ჩანს ხელისუფლების მცდელობა, უზრუნველყოს ქართველი ჯარისკაცების უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიები (სამაგიეროდ, ნათლად ჩანს, რომ “ნატოს” ხელმღძვანელობა და დასავლელი პოლიტიკოსები მეტ ყურადღებას აქცევენ და ზრუნავენ ქართველი ჯარისკაცების შემდგომ ბედზე, ვიდრე საქართველო).

ამასთანავე, ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა და რუსეთისთვის გაუაზრებელი დათმობები ლოგიკურად შეუთავსებადი და გაუგებარია. მსოფლიო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ვიწვევთ, თვითონ კი, პრაქტიკულად, რეაგირებას არ ვაკეთებთ რუსეთის მცოცავ ანექსიაზე. რაც სერიოზულ ეჭვებს აღძრავს.

ძნელად დასაჯერებელია ხელისუფლების გულწრფელობა, როცა არ არის ის თანამდევი ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს ევროკავშირისა და “ნატოს” წევრობისთვის აუცილებელი მთელი რიგი კონკრეტული მოთხოვნების შესრულებას.

თუ ჩვენ ამ ნაწილს არ შევასრულებთ, გამოდის, რომ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობა გაიგივებული ხდება მსხვერპლთან, სისხლის დაღვრასთან და, ბუნებრივია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დასავლეთის მიმართ უარყოფითი განწყობა ეუფლება.

შეიძლება ითქვას, რომ ასეთი არათანმიმდევრული ქმედებები, შეგნებულად თუ შეუგნებლად, საქართველოში “ნატოს” ავტორიტეტს აკნინებს და საპირისპირო პოზიციების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ერთი მხრივ, ხელისუფლება ქართულ საზოგადოებას არ ეუბნება, რა მოთხოვნებზეა საუბარი და რამდენად მისაღებია ის საქართველოსთვის; არ ეუბნება, რომ დასავლეთი ჩვენგან ითხოვს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის საჭირო აუცილებელ რეფორმებს. თუ რამეა საკამათო, პრინციპულად და არგუმენტებით უნდა დაიცვას თავისი პოზიცია (მათთან არგუმენტები ჭრის). ამის საპირისპიროდ, წინა პლანზე გამოაქვს ისეთი თემები (თან, არასწორი ინტერპრეტაციით), რომლებიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დასავლეთისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს.

მეორე მხრივ, რადგან ხელისუფლება ვერ ან არ ანხორციელებს “ნატოს” წევრობისთვისა და სახელმწიფოსთვის სასურველ რეფორმებს, მორალური და პოლიტიკური უფლება არა აქვს და, შესაბამისად, ვერც ან არც ითხოვს დასავლეთის ლიდერთაგან მკაფიოდ და კონკრეტულად დასავლეთის მხრიდან საქართველოს ინტერესებისთვის საკმარისი და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას, რაც, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს აზიანებს.

ამიტომ, ქართული საზოგადოების წარმომადგენლები უნდა დაფიქრდნენ, რომ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ხდება მოსახლეობის განწყობის დასავლეთიდან რუსეთისკენ შებრუნება, აქედან გამომდინარე _ საქართველოსთვის სავალალო შედეგებით. ამის საწინააღმდეგოდ კი შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული და მათი აღსრულება უნდა დაიწყოს. საამისოდ კი აუცილებელია, შეიქმნას ჯანსაღი, პოლიტიკურად კონკურენტუნარიანი გარემო; იდეათა ჭიდილში უნდა განხორციელდეს ქვეყნის აღმშენებლობა და არა გარკვეული პიროვნებების პოლიტიკურ კინკლაობასა და ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დაიხარჯოს ენერგია.

მამუკა გიორგაძე

სახალხო პარტია

7.06.2013