» დეოკუპაცია

საქართველოს თემაზე მედვედევის ორი ინტერვიუს გამო
რეზონანსი 10.08.2013

ღია წერილი

|. მედვედევი ამბობს, რომ:

ა). 2008 წლის ომი “სამხრეთ ოსეთის” წინააღმდეგ დაიწყო საქართველომ.

ბ). რომ ქართველმა მემშვიდობეებმა დაცხრილეს რუსი მემშვიდობეები.

გ). რომ ქართველმა შეიარაღებულმა ძალებმა დახოცეს რუსეთის მოქალაქე ოსები. ამით იგი ქართულ მხარეს მიაწერს დანაშაულებს (სისხლის სამართლისას და სპეციფიკურად სამხედროს).

საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, რუსულ მხარეს ამ ცრუ ბრალდებათა იურიდიული უსაფუძვლობის არგუმენტაციით უპასუხოს.

რეალური ვითარება შემდეგია: 6-7 აგვისტოს რუსეთმა შემოიყვანა საქართველოში თავისი რეგულარული შეიარაღებული ძალები აქ უკვე არსებულ მემშვიდობეთა დამატებით, დაიკავა საკვანძო პოზიციები და მოახდინა მათზე ძალთა კონცენტრაცია. ამ მანევრით მან დაიწყო და მოიგო ომი საქართველოს წინააღმდეგ (მანევრი ისეთივე ელემენტია ომისა, როგორც ხელჩართული ბრძოლა ან საავიაციო დაბომბვა). ამის შემდეგ მოხდა სააკაშვილის სტიმულირება (ან ე.წ. “წამოგება”), რათა ებრძანა საარტილერიო გასროლა ქ. ცხინვალისკენ, საიდანაც მოსახლეობა ორი კვირით ადრე გამოყვანილი იყო, და ომის კონსტატაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტების გაფორმება.

სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა ყველა ეს ქმედება. ტალიავინის დასკვნა, რომ მისმა “ფაქტების დამდგენმა” კომისიამ “ვერ დაადგინა რუსული ჯარების 6-7 აგვისტოს გადაადგილების ფაქტი”, არის ყალბი მისი ტენდენციურობის გამო და ზერელე იმ მხრივ, რომ მასში არ არის წარმოდგენილი ადგილობრივ მოსახლეთა გამოკითხვის მასალები ხსენებული ორი დღის სიტუაციისა და ხდომილებების თაობაზე.

კომისიის არაობიექტურობა ჩანს იმ ფაქტიდანაც, რომ მასში შემავალ იურისტთა შორის, რომლებიც სიტუაციას იკვლევდნენ და კვალიფიკაციას აძლევდნენ, ნახევარი გერმანელია (რაც ზოგადევროპული კომისიისთვის ბუნებრივი შემადგენლობა არ არის). საქართველოს ხელისუფლების შეუვალი მოვალეობაა, ოფიციალურად დააფიქსიროს ტალიავინის კომისიის ნამუშევრის ეს მიუღებელი მხარე.

||. მედვედევი ამბობს, რომ წლების განმავლობაში საქართველო ცუდად ექცეოდა ოსებს და აფხაზებს, რის გამოც მოხდა დაპირისპირება ქართულ სახელმწიფოსა და მათ შორის, და ადანაშაულებს საქართველოს. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, თავის არგუმენტთა არსენალში მუდმივ ჰქონდეს იმ ფაქტების კონსტატაცია, რომ:

ა). ცნება “ოსეთი” კავკასიონის სამხრეთით მდებარე ტერიტორიისათვის შეთხზულია რუსების მიერ (1802 წ.).

ბ). ოსი მოსახლეობა კავკასიონის სამხრეთით (გარდა ყქ|| საუკუნის მეორე ნახევარში დასახლებული ასიოდე ოსური ოჯახისა ჯავაში, რომელიც, დოკუმენტის სიტყვით, “გაუკაცურდა ოვსთაგან”, ანუ ოსების თავდასხმის შედეგად გაუკაცურდა, ამავე საუკუნის დასაწყისში, სპარსეთთან და თურქეთთან წარმოებული ომების უკიდურესი გამწვავების დროს) შემოყვანილია რუსების ბატონობის დროს და მათი ხელშეწყობით.

გ). გეოგრაფიული ერთეული “სამხრეთ ოსეთის აო” შექმნილია რუსული ბოლშევიკური პარტიის ჯერ კავბიუროს გადაწყვეტილებით, ხოლო შემდეგ ამავე პარტიის ცკ-ს დადგენილებით 1920 წელს, ანუ საქართველოს მეორე ანექსიამდე, და ეს გადაწყვეტილება რეალიზებულია გასაბჭოების შემდეგ 1922 წელს.

დ) რომ ამ გამოგონილ ხელოვნურ ერთეულს არ უარსებია არც ერთი საათი იქ რეგულარული რუსული შეიარაღებული ძალების დგომის გარეშე და რომ ამ პირობებშია დაწყებული და განხორციელებულია ცხინვალში მოსახლეობის მიერ რუსული მოქალაქეობის მიღების სამართალსაწინააღმდეგო კამპანია.

ე). რომ რუსი მემშვიდობეები, რუსეთის ინტერესთა გამტარებელ შევარდნაძის მიერ საქართველოში მოწვეულები, 1991 წლიდან 2008 წლამდე სხვას არაფერს აკეთებდნენ ჯერ ოსი პარამილიტარების, ხოლო შემდეგ სეპარატისტი “ხელისუფლების” ძალთა შეიარაღებისა, გაწვრთნისა და საბრძოლო მოქმედებაში ქართული ჯერ მილიციის, ხოლო შემდეგ პოლიციის წინააღმდეგ დახმარების გარდა.

ვ). რომ 2008 წლის რუსულ-ქართულ ომს წინ უსწრებდა ორკვირიანი საარტილერიო დაბომბვა ქართული სოფლებისა ოსების სახელით, მაგრამ რუსული რეგულარული ნაწილების მიერ;

ზ). რომ 1980-იანი წლების დამლევს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის საპასუხო რუსული ინიციატივა (და არა ოსი მოსახლეობისა) იყო ცხინვალში და მის შემოგარენში ოსური “სეპარატისტული” მოძრაობის ორგანიზება და რამდენიმე წლის მანძილზე ქართული მოსახლეობის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ჩატარება, რომელმაც ჯერ ცხინვალში ინკორპორირებული ქართული სოფლები მამისაანთუბანი და გუჯაბაური მოსპო, ხოლო შემდეგ – მრავალი სხვა ქართული სოფელი.

თ). რომ “სამხრეთ ოსეთი” ისტორიული და გეოგრაფიული სიყალბეა, რომელიც მხოლოდ რუსეთის ხიშტზე დგას, ქართველ და ოს მოსახლეობას შორის ტრაგიკული სისხლიანი დაპირისპირების რეზულტატით.

ი). რომ ეს რუსების მიერ შეთხზული და შექმნილი გეოგრაფიული ერთეული – “სამხრეთ ოსეთის აო” გაუქმებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით.

კ). რომ ოსების სპეციფიკური ეროვნული და ეთნიკური ინტერესების მომსახურებას საქართველოში სჭირდება არა “სამხრეთ ოსეთის” არსებობა, არამედ დემოკრატიული ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება და ფუნქციური ავტონომიის (ანუ მთელ საქართველოში გაბნეული ოსური მოსახლეობის მომცველ ორგანიზაციათა სისტემის) განვითარება, კულტურულის ჩათვლით.

|||. მედვედევი ამბობს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალთა მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყება საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე იყო რუსეთის ხელისუფლების მოვალეობა მეზობელ ქვეყანაში თავისი მოქალაქეების დაცვისა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია უპასუხოს მას და განუმარტოს მსოფლიოს, რომ არანაირი უფლება და არანაირი მოვალეობა საქართველოს ფარგლებში ომისა რუსეთს არა აქვს და ვერ ექნება.

სუვერენულ ქვეყანაში შეიარაღებული ჩარევა ადამიანის უფლებათა დაცვის მოტივით დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად დაშვებულია, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებით და შემოზღუდული მანდატით. არანაირ პირობებში, გარდა ხელისუფლების მიერ მოსახლეობის პირდაპირი გენოციდის კონსტატაციისა, სუვერენულ სახელმწიფოში შეიარაღებული მოქმედების უფლება არ არსებობს, ხოლო უფლება მეზობელი სახელმწიფოს ერთპიროვნული ტერიტორიული დაშლისა არ არსებობს არც ამ პირობით.

მედვედევმა ფაქტობრივად გათქვა მოქმედების მოტივაცია თავისი იმპერიალისტური ქვეყნისა, რომელმაც საუკუნეზე მეტის მანძილზე ამზადა საქართველოში ოსური მოსახლეობის შემოყვანა და მასში სეპარატიზმის გაღვივება იმ მიზნით, რომ ბოლოს მისი ანკლავი შეექმნა (ისიც – 30% ავტოხთონური ქართველი მოსახლეობით), რათა მომავალში მისი საქართველოსაგან “დამოუკიდებლობა” ეცნო.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია რუსეთს განუცხადოს და მსოფლიოს განუმარტოს, რომ რუსეთის ამ სახელმწიფოებრივი დივერსიის დაშვება, როგორც პრეცედენტისა, ფეთქებადია მსოფლიოსათვის. სახელდობრ, თუ რომელიმე სახელმწიფოს რომელსამე ნაწილში დემოგრაფიული დინამიკა, ამ რიცხვში – ახალი მოსახლეობის შემოსახლების შედეგად ახალი უმრავლესობის გაჩენაც ჩაითვლება საკმარის საფუძვლად ამ ტერიტორიის სტატუსის გადასინჯვისათვის და ამ ტერიტორიისთვის ახალი სახელის დარქმევისთვის, ეს იქნება მიზეზი ყველა ეთნიკური ჯგუფის პანიკური შიშისა ყველა სხვა ეთნიკური ჯგუფის დემოგრაფიული კეთილდღეობის წინაშე და, ამგვარად, გარდუვალი ცდუნებისა ეთნიკური წმენდისა და გენოციდისათვის ყველა კონტინენტზე.

გარდა ამისა, ისევ და ისევ პოლიტიკურ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რუსეთს და მსოფლიოს თანმიმდევრულად შეახსენოს ხოლმე ის ფუნდამენტური მნიშვნელობის ფაქტი, რომ ქართველი ერი თავის მთელ ტერიტორიაზე ავტოხთონური და უწყვეტად მოსახლე ერია ისტორიის დასაბამიდან დღემდე, რის გამოც არანაირი ანალოგია არ არსებობს ერთის მხრივ ქართულ-ოსურ ან ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას, ხოლო მეორეს მხრივ, რუსულ-ჩეჩნურ და ზოგადად, რუსულ-ჩრდილოკავკასიურ ურთიერთობას შორის: ჩეჩენი ხალხი თავის დღევანდელ მიწაზე ცხოვრობს ისტორიის დასაბამიდან, ხოლო ჩეჩნეთის შესვლას (ცეცხლითა და მახვილით შეყვანას) რუსეთის შემადგენლობაში თავისი ზუსტად ცნობილი ისტორიული თარიღი აქვს.

რუსულ-ჩრდილოკავკასიური ურთიერთობები დარეგულირებას ექვემდებარება დედამიწაზე კოლონიალიზმის ნაშთთა აღმოფხვრის საკაცობრიო ამოცანის კონტექსტში, ხოლო ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები – სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და მის შიგნით ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების ადექვატური რეალიზაციის ამოცანის კონტექსტში (რაშიც საქართველოს და ქართველ ერს, ისტორიულად და დღეს, ჰუმანიზმისა და ბუნებრივი ტოლერანტობის უმდიდრესი ისტორია აქვს).

|ქ. რას ისახავს მიზნად მედვედევის ინტერვიუები?

ქართველი ჟურნალისტის კითხვას: “რა არის თქვენი 2008 წლის შეიარაღებული ჩარევის მიზეზი: ოსების დაცვა, თუ საქართველოს ნატოში შესვლის შეფერხება?” მედვედევი ვერ აძლევს გარკვეულ პასუხს, რადგან თუ უთხრა “ორივე”, მაშინ საფუძველი ჩნდება შემდეგი კითხვისათვის: თუ ნატოს შემოსვლა კავკასიაში თქვენთვის მიუღებელია, მაშინ რატომ დაემთხვა თქვენი მოქმედება ცხინვალში ვითარების გამწვავებას?”, რაც ტოლძალია ეჭვის გამოთქმისა “ალბათ, ოსების დაცვა იმიტომ მოიგონეთ, რომ საქართველოს ნატოსკენ გაშვება არ გინდათ”;

მედვედევის განცხადება “საქართველოდან ჯარების გაყვანის პირობა არ დაგვირღვევია: აფხაზეთი და ოსეთი საქართველო აღარ არის” ლოგიკის თვალსაზრისით სოფიზმია, ხოლო პოლიტიკისა და სამართლის თვალსაზრისით – ცინიზმი; აბსურდულია მედვედევის პასუხი ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე მავთულხლართების გადმოწევის კამპანიის შესახებ. იგი ამბობს “ეს ოსების კომპეტენციაა და არა ჩვენი”. გამოდის, რომ რუსეთი შეიარაღებული ძალით ეხმარება ერთ სუვერენულ ქვეყანას (ასეთად მიაჩნია მას “სამრეთ ოსეთი”) ტერიტორიის განვრცობას მეორე სუვერენული სახელმწიფოს ხარჯზე.

საკითხავია, რატომ მიდის მედვედევი ამ ინტერვიუზე, რომელიც მსოფლიოს თვალში ღიად ამხელს მისი პოლიტიკის ტლუ იმპერიალისტურ ბუნებას? პასუხია: ეს ინტერვიუები გათვლილია არა მსოფლიოსთვის, არამედ რუსეთის ქართული აგენტურისათვის. მათი მიზანია ამ აგენტურისთვის ხელშეწყობა საქართველოში “კონფედერაციის” პროექტის, ანუ პრიმაკოვის გეგმის გატანაში: სახელშეკრულებო სახელმწიფოს შექმნაში საქართველოს, “დამოუკიდებელი” აფხაზეთის და “დამოუკიდებელი” “სამხრეთ ოსეთის” შემადგენლობით, რომელიც (ეს სახელმწიფო) განსაზღვრებითვე დაშლადია, როგორც კი ამას რომელიმე ერთი წევრი მოინდომებს.

ქ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მედვედევის ინტერვიუ ჟურნალისტ ბოიკოსათვის მოიცავს განცხადებას, სააკაშვილის მიერ ომის დაწყებას ივანიშვილიც ადასტურებსო. ანუ: ივანიშვილის სიტყვებს იგი საქართველოს მხრიდან “აღიარებით ჩვენებად” მიიჩნევს. ჩვენ არ ვიცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რა სიტყვებს გულისხმობს მედვედევი. მიგვაჩნია, რომ ბ-ნი ივანიშვილი ყველა შემთხვევაში ვალდებულია ღიად განაცხადოს, რომ მისი არც ერთი ნათქვამი ამ აზრს არ შეიცავს.

ქ|. აღნიშნულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას მართებს შეგნება იმისა, რომ რუსეთი თავის ზრახვაზე – რომ საქართველოს დანაწევრება საბოლოოდ ძალაში დარჩეს – ნებით ხელის ამღები არ არის და რომ, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამ რეგიონში რუსეთის პოლიტიკის დამარცხებაზე გადის. ამიტომ საქართველოს ჰმართებს თავისი სათავდაცვო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდა (რათა რუსეთი უცაბედი ნეკის წაკვრით, ანუ მსოფლიოსთვის შეუმჩნევლად ვერ გვერეოდეს), ერთი მხრივ, და რეალისტური ძალისხმევა ნატოში შესვლისთვის, ან ნატოსთან, როგორც მთელთან, ხელშეკრულებაში ყოფნისთვის, ან ნატოს წევრ დიდ ქვეყნებთან (ქვეყანასთან) ორმხრივი სათავდაცვო ხელშეკრულებაში (ხელშეკრულებებში) ყოფნისათვის, მეორე მხრივ.

ქ||. ვერც ერთი მეტ-ნაკლებად გონივრული თანამედროვე პროგნოზი ვერ მოუხუჭავს თვალს იმ ვითარებას, რომ დეკოლონიზებულ მსოფლიოში რუსული კოლონიალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ბარბაროსულ ნაწილს – მის ბატონობას ჩრდილო კავკასიის თავისუფლებისმოყვარე ხალხებზე – ნულოვანი ალბათობა აქვს გაძლებისა, ვთქვათ, 2050 წლამდე, მით უმეტეს – 2100 წლამდე. ამიტომ საქართველო უნდა ირჩევდეს ყველაზე რაციონალურ გეზს, ერთი მხრივ, რეალურად პროგნოზირებად მომავალ ვითარებაზე ორიენტაციით და, მეორე მხრივ, “მომაკვდავი გველეშაპის კუდქვეშ არმოყოლის” პრაგმატული ამოცანის გათვალისწინებით. თქმულიდან გამომდინარე, საქართველო ვალდებულია მუდმივად და თანმიმდევრულად ლობირებდეს მსოფლიო არენაზე ჩრდილო კავკასიის სამხრეთი ზონის (ანუ კავკასიელ ხალხთა ქვეყნების) დეკოლონიზაციის წმინდა საქმეს.

ქ|||. წინააღმდეგ პოპულისტური დემაგოგიისა იმის თაობაზე, რომ რუსეთი ჩვენი მარადიული მეზობელია, რომელთანაც კონტაქტს ვერ ავცდებით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ცალსახად გაცხადებული ჰქონდეს შინ და გარეთ: რუსეთის საქართველოდან განდევნის წმინდათაწმინდა ამოცანას არანაირი კავშირი არა აქვს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის გრძელვადიან პერსპექტივასთან. ეს არის ერთჯერადი პრაქტიკული ამოცანა, რომლის გადაჭრასაც საქართველომ, თავისი საარსებო ინტერესიდან გამომდინარე, ვალდებულია დღეს დაუქვემდებაროს თავისი ყველა სტრატეგიული და ტაქტიკური გათვლა რეალობის ყველა სფეროში.

საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა მოწვევათა დეპუტატები:

მ. გიორგაძე დ. გოქაძე ფ. დიაკონიძე თ. გველესიანი ნ. ვეფხვაძე ა. იმნაძე

ნ. ნათაძე ა. შუბითიძე შ. ჩხაიძე მ. ჯიბუტი

ეროვნულ ძალებს მაღალი მოვალეობა გვაწევს
მოსაზრება (29.07.2013) “რეზონანსი”

საქართველოს არცერთი ეკრანიდან და არც ერთი მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან არ ისმის საქართველოს ისტორიულმასშტაბიანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ხსენება, როგორც ყოველგვარი პოლიტიკის აბსოლუტურად სავალდებულო შეუვალი რეგულატორისა. ეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დაუშვებელი ხარვეზია, რომლის გამოსწორება მოქალაქეთა მოვალეობაა. ყველაზე მეტად ეს ვალი გვაწევს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებად ნამყოფ ადამიანებს. ქვემორე ხელმომწერნი ვასრულებთ ამ წმინდა მოვალეობას იმ განზრახვით და იმ იმედით, რომ საქართველოს

სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილი წესად შემოიღებს თავისი კვალიფიციური აზრის პირუთვნელად გამოთქმას ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებზე. საქართველოს ეროვნულ-გამანთავისუფლებელ მოძრაობაში, რომელიც გრძელდება და გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ მოიპოვებს საკუთარი თავისუფლებისა და ბედნიერების სრულ გარანტიას, დეპუტატთა ეს საქმიანობა ერთერთი არსებითი შემადგენელი ნაწილი იქნება.

შეგახსენებთ საქართველოს ძირითად სასიცოცხლო ინტერესებს, ძირითად საშიშროებებს, რომლებიც სახელმწიფოს ემუქრება, და მათი დაძლევის ძირითად გზებს. იმედი გვაქვს, რომ დეპუტატთა აქტივობას აღნიშნული მიმართულებით აჰყვება ყველა ის ყოფილი კანონმდებელი, რომელიც აღჭურვილია მოქალაქეობრივი მოვალეობისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობის ჯეროვანი შეგნებით.

1. საქართველო არის უნიტარული სახელმწიფო, რომელშიც შედის ორი ავტონომიური ერთეული – აფხაზეთი და აჭარა. აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ თავისი იურისდიქციის პრაქტიკული განხორციელების უფლება უპირობოა. ეს არის საქართველოს უფლება მსოფლიოში მოქმედი ყველა ნორმის წინაშე. საქართველოს და ქართველი ერის შეუვალი ამოცანაა აფსუა (“აფხაზ”) ხალხთან ნორმალური მოყვრული ურთიერთობის აღდგენა.

ორივე ეს ამოცანა – იურისდიქციის განხორციელებაც და ურთიერთობის აღდგენაც – სასიცოცხლოა ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც, მაგრამ ერთის გადაჭრა ვერ იქნება დამოკიდებული მეორის გადაჭრაზე.

საქართველოს რეალურად ერთგულ პოლიტიკურ ძალებს და ქართველ ერს, რომლის ნებასაც ეს ძალები ასახიერებენ, გვაქვს აფხაზ ხალხთან გულწრფელი მოლაპარაკების საშუალება, რადგან ამის უყალბო ნება გაგვაჩნია.

2. ცხინვალის რეგიონში კიდევ ერთხელ “ოსეთის” შექმნა დაუშვებელია.

აუცილებელია სახელის “სამხრეთ ოსეთი” ერთხელ და სამუდამოდ ამოღება ოფიციალური სიტყვახმარებიდან. განცხადება და მსოფლიოსთვის განმარტება იმისა, რომ “სამხრეთ ოსეთი” არის რუსი დამპყრობლების მოგონილი სახელი და მათივე შექმნილი (რუსული ინსტანციების დადგენილებით ჯერ კიდევ 1920 წელს, საქართველოს დაპყრობამდე 1921 წელს) ტერიტორიული ადმინისტრაციული ერთეული, რომლის არსებობას არანაირი არც ისტორიული, არც იურიდიული, არც ეკონომიკური, არც კულტურული, არც მორალური საფუძველი არ ჰქონდა და არა აქვს და რომელსაც არც ერთი საათი არ უარსებია იქ რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების დგომის გარეშე.

ოსური მოსახლეობის საკუთრივ ეროვნული ინტერესების დაცვის ქმედითი საშუალებაა დემოკრატიულად განვითარებული ადგილობრივი თვითმმართველობა ერთის მხრივ და ფუნქციური ავტონომია (კულტურულის ჩათვლით) მეორეს მხრივ. საქართველოს ოსი მოსახლეობის მიმართ, ისევე როგორც ყველა სხვა ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის მიმართ, საქართველოს ერთადერთი სწორი პოლიტიკაა ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე.

ფუნქციური ავტონომია გულისხმობს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სისტემას, რომლის ამოცანაა ოსების სპეციფიკურად ეროვნული (ეთნიკური) ინტერესების ლობირება.

3. დაუშვებელია საქართველოს სახელმწიფოებრივი დანგრევის რუსული გეგმა – “კონფედერაცია” ანუ “სახელშეკრულებო სახელმწიფო” საქართველოს, “დამოუკიდებელი” აფხაზეთის და “დამოუკიდებელი” “სამხრეთ ოსეთის” შემადგენლობით, რომელიც ავტომატურად იშლება, როგორც კი ერთერთი შემადგენელი გამოთქვამს ამ სურვილს.

4. დაუშვებელია საქართველოში “ფედერაცია” იმიტომ, რომ იგი ნიშნავს არა მხოლოდ საქართველოს ისტორიულ პროვინციებად დაშლას ერთი-ორი თაობის მანძილზე, არამედ თვით ქართული ეროვნული ცნობიერების დაშლასაც კუთხურ ცნობიერებებად.

5. აუცილებელია განუკითხავი იმიგრაციის აღკვეთა და გაჭირვებისაგან გამოწვეული მასობრივი ემიგრაციის შეჩერება; დაუშვებელია, რომ საქართველო პასიურად უშვებდეს, ასტიმულირებდეს ან რაგინდარა მოტივით ურიგდებოდეს საქართველოში უცხოეთიდან იმიგრაციას დასახლების მიზნით კანონით დადგენილი კვოტის ზემოთ, რომელიც (ეს კვოტა) უნდა ემყარებოდეს მეცნიერულ დემოგრაფიულ გათვლას და უნდა ხორციელდებოდეს სიობრივი დამტკიცებით პარლამენტის მიერ.

6. ორმაგი მოქალაქეობა ან უნდა გაუქმდეს, ან უნდა მიეცეს გამონაკლისის სახე, ვინაიდან იგი ქმნის სიტუაციას, როცა საქართველოს მოქალაქის უფლებით ისარგებლებენ სხვა, უფრო ძლიერი და მდიდარი ქვეყნის მიერ მართული პირები. შერბილებული პირობები უნდა შეიქმნას საქართველოდან გაჭირვების გამო ემიგრირებული ახალგაზრდებისათვის, რომლებიც გულწრფელად გეგმავენ სამომავლოდ საქართველოში დაბრუნებას.

7. საქართველოს ორიენტაცია დასავლეთზე – არა მარტო კულტურული, რაც ტრადიციულია, არამედ თავდაცვითიც – საქართველოსთვის აუცილებელია. ეს არის ერთადერთი რეალური დაცვა ახალი ანექსიის მცდელობისაგან და ტერიტორიების თანდათანობითი წაგლეჯის მცდელობისაგან რუსეთის მხრიდან. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექნება იურიდიულად გაფორმებული სრულყოფილი სათავდაცვო ალიანსი დასავლეთთან, მას შეუძლია არა მხოლოდ მონაწილეობა გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლაში, არამედ აგრეთვე სრულფასოვან რისკებზე წასვლაც დასავლეთთან საერთო სასიცოცხლო ინტერესის – აღმოსავლური პოტენციურად მზარდი ექსპანსიისაგან კავკასიისა და ევროპის სტრატეგიული დაცვის – პროცესში.

დასავლეთთან საქართველოს სათავდაცვო კავშირის დღესდღეობით ხილული შესაძლებელი ფორმა სამია: ნატოში გაწევრიანება, სათავდაცვო ხელშეკრულება ნატოსთან და ორმხრივი ხელშეკრულებები ნატოს ცალკე წევრებთან.

8. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის აგრესიულობა საქართველოს მიმართ სტაბილურია, – იგი ნაკარნახევია დასავლური დემოკრატიის ცენტრალური აზიისაკენ არგატარების მისწრაფებით და რუსეთის არაკონკურენტუნარიანობით (დასავლეთთან შედარებით) რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობათა საქმეში – საქართველოს არა აქვს უფლება, თავისი პოლიტიკა მინიმალურად მაინც რუსეთის ნდობაზე დაამყაროს. დღეს, ოკუპაციის პირობებში, საქართველო ვალდებულია, რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობის შეუვალ პირობად ჰქონდეს რუსეთის დაუყოვნებელი გასვლა საქართველოდან და საქართველოს ნაწილთა “დამოუკიდებლობის” ცნობის უპირობო გაუქმება.

9. მიწა (აგრეთვე წიაღის სიმდიდრე) არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და “ამოწურვადი” (შეზღუდული) რესურსი. მიწის გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან და საზოგადოებრივ ინტერესთან შეუთავსებადია. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, დროებით (ანუ საქართველოს და მისი მოქალაქეების კონკურენტუნარიანობის შექმნამდე) აღიკვეთოს უცხოელებზე საქართველოს მიწის და სხვა ეკონომიკურად და კულტურულად მნიშვნელოვანი ობიექტების, აგრეთვე წიაღის სიმდიდრეების მიყიდვა, ხოლო სტრატეგიულად მნიშვნელოვანისა – ამის შემდეგაც.

10. თავის საშინაო პოლიტიკაში საქართველო ორიენტირებულია სრულყოფილ სამართლებრიობაზე და დემოკრატიაზე, რადგან ეს უკანასკნელი საზოგადოების ორგანიზების ის ერთადერთი ფორმაა, რომელიც შეესაბამება ადამიანის, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, ბუნებასა და ღირსებას და ამავე დროს ოპტიმალური ფორმაა ყოველმხრივი პროგრესისათვის.

საქართველოს საშინაო პოლიტიკა ზოგადად და მისი ეკონომიკური პოლიტიკა კერძოდ მიზნად ისახავს სხვა ფუნდამენტურ მიზანთა შორის, ოპტიმალური ა) ეკოლოგიური სივრცის, ბ) პედაგოგიური სივრცის, გ) ჯანსაღი სივრცის, დ) პროფესიული განვითარების სივრცის და ე) სოციალური თვითდამკვიდრების სივრცის შექმნას საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეთა მოზარდი და ახალგაზრდა ნაწილისათვის.

11. საქართველოში რამდენიმე ათეული ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ მრავალი თაობის მანძილზე. სახელმწიფოს პოლიტიკა ეთნიკურად არაქართველ მოქალაქეთა მიმართ არის ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე.

12. საქართველოში უნდა აღდგეს და განვითარდეს განათლების სისტემა და მეცნიერება. სახელმწიფოს მიზანია იმის მიღწევა, რომ:

- ცოდნისა და პრაქტიკის ყველა ძირითად სფეროში ჰყავდეს საკუთარი უმაღლესად კვალიფიციური ექსპერტი (ექსპერტები), რათა არ საჭიროებდეს უცხოების არც დაქირავებას, არც ნდობას;

- საკუთარი კვლევითი შრომით კურსში იყოს თანამედროვე მეცნიერების განვითარების პროცესისა;

- ყოველ მოსწავლეს, მომავალ მშრომელს, სკოლაში ყოფნის მანძილზე ეძლეოდეს საკმარისი ცოდნა ფუნდამენტური მეცნიერებების დარგში, რათა, როგორც მინიმუმი, ყველა თანამედროვე ტექნოლოგიის ათვისება შეეძლოს უახლოესი 1-3 ათეული წლის მანძილზე და შემდგომი გადამზადების პერსპექტივა ჰქონდეს.

13. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სასურსათო უსაფრთხოება, ანუ საკუთარი წარმოების სასმელ-საჭმელით მომარაგების უნარი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ძირითადად უნდა ჭამდეს საკუთარი წარმოების საკვებს და არა იმპორტირებულს.

14. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ორიენტირები უნდა იყოს:

- სასოფლო-სამეურნეო უზრუნველყოფა (და ნამატის ექსპორტი),

- მეცნიერებატევადი წარმოება;

- წარმოების ტრადიციული (1992 წლამდე არსებული) იმ დარგების (შეძლებისდაგვარად) აღდგენა, რომლებიც წარმატებით მუშაობდნენ და ბაზარი ჰქონდათ 90-იანი წლების ჩათვლით, რისი გაგრძელებაც გათვლადია (სავაჭრო და თევზმჭერი ფლოტის აღდგენისა და განვითარების ჩათვლით);

- როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი მეცნიერული პროდუქციის შექმნა და (ძირითადად მაღალი კვალიფიკაციის) სპეციალისტთა საზღვარგარეთ დასაქმება პერიოდულად.

ამ მიზანთა მიღწევაში აუცილებელია სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა რაციონალური კანონმდებლობის, ენერგიის იაფი ბაზრისა და კრედიტის იაფი ბაზრის შექმნის სახით.

15. საქართველოს ტრადიციული მორალური და ყოფითი ღირებულებები ემთხვევა დასავლურს. პედაგოგიკა და მასობრივი პროპაგანდა მედიით ორიენტირებული უნდა იყოს ამ ფაქტის გაცნობიერებაზე ფართო საზოგადოების მიერ და სოციალური ეთიკის გაღრმავებულ სწავლებაზე. დაუშვებელია ქრისტიანული რელიგიისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის როლის მიჩქმალვა მოზარდი თაობებისათვის თანამედროვე ეთიკური დონის სიღრმისეულად გადაცემის პროცესში.

16. საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან. მათი თანასწორობა არის:

- თანასწორობა კანონის წინაშე;

- თანასწორობა იმ უფლებაში, რომ საქართველოს მთელ სიმდიდრეს განიხილავდეს, როგორც მარადიულ საარსებო ბაზას თავისი შთამომავლობისათვის;

17. საკუთარი ეროვნების, ანუ საკუთარი ეთნიკური, ლინგვისტური, კულტურული, და ფსიქოლოგიურ-ღირებულებრივი ორიენტაციის საჯაროდ განსაზღვრა ადმიანის წმინდა უფლებაა.

18. საქართველოს სახელმწიფოს შეუვალად იმპერატიული მიზანია და, შესაბამისად, მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია საქართველოს მარადიულყოფა, როგორც:

- გაეროს მიერ ცნობილ საზღვრებში მდებარე სახელმწიფოსი;

- სახელი “საქართველო” მატარებელი დამოუკიდებელი სახელმწიფოსი;

- ქართული სახელმწიფოსი, ანუ ისეთის, რომელიც თავის მოქალაქეს ელაპარაკება საუკუნეების მანძილზე ხალხის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული სალიტერატურო ქართული ენით.

19. სოციალური პოლიტიკის რადიკალური ორიენტირია მოსახლეობის (განსაკუთრებით მოზარდი თაობების) ჯანსაღი ეკოლოგიური, პედაგოგიური და ფსიქოლოგიური სივრცის შექმნა მისი ცხოვრებისა და მომზადების ხარისხის ზრდის მიზნით.

საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა მოწვევათა წევრები:

თამაზ გველესიანი

მამუკა გიორგაძე

ფირუზ დიაკონიძე

თენგიზ დიხამინჯია

ავთანდილ იმნაძე

ნოდარ ნათაძე

სახალხო პარტიის პოზიცია საქართველოში შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის გზების შესახებ
სახალხო პარტიის პოზიცია საქართველოში შექმნილი კრიზისული

ვითარებიდან გამოსვლის გზების შესახებ

2009 წ.

ვითარების  შეფასებამიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რათა საქართველოს პატრიოტული სულისკვეთების   ადამიანებმა და   ორგანიზაციებმა უნდა შეაერთონ თავიანთი ძალისხმევა   საქართველოს   გადასარჩენლად.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული გადარჩენის ინტერესი და სამართლიანობის ზოგადადამიანური ინტერესი დღეს და   მომავალში ერთიმეორეს ემთხვევა.

მიგვაჩნია,  არსებული ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებათა გრძელი რიგის საფუძველზე, რომ საქართველოს  ხელისუფლება მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით,   არის:

_ შინაგანი მრწამსით   ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური მოძღვრების ფუძემდებლური პრინციპების  წინააღმდეგ მებრძოლი ძალა.

_ არალეგიტიმური და უკანონო, ანუ თვით იგიც და მისი მორჩილი ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტიც დღეს ხელისუფლებაში არიან ტოტალურად გაყალბებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგად.

_ მმართველობის ფორმით ტირანია, ანუ მის მიერ იგნორირებულია მოქალაქის მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში და მოქალაქეს წართმეული აქვს არჩევანის უფლება; მოქალაქე დაუცველია სახელმწიფო აპარატის პირისპირ, არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და თავისუფალი მედია, ანუ ნოლზე დაყვანილია სახელმწიფოს სამართლებრიობა. გამოყენებულია დამიზნებითი ტერორი, ანუ არასასურველი პოლიტიკური ფიგურების ლიკვიდაცია, და  არადამიზნებითი ტერორი, ანუ მოქალაქეთა განუკითხავი მკვლელობა ხალხის დაშინების მიზნით.

_ ეჭვმიტანილი  და, ჩვენი აზრით, პრაქტიკულად მხილებული სახელმწიფო ღალატში, ”პროდასავლურ”  ღირებულებათა ნიღბის ქვეშ,   რუსეთის ფედერაციის სპეც-სამსახურების მიზნების გამტარებელი ანუ საქართველოს   სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგოდ  მოქმედება  რუსეთის აგრესიული მიზნების სასარგებლოდ. მ. სააკაშვილის რეჟიმი,  რუსეთის სპეც-სამსახურებიდან მინიჭებულ   ძალაუფლებას, პირადი კეთილდღეობის გარდა  ახმარს რუსეთის ხელისუფლების ინტერესთა მომსახურეობას,  რისიც მრავალი ფაქტი არსებობს: დაწყებული ჩეჩენი მებრძოლების ჩაბარებით, რუსეთისათვის საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დათმობით, მსოფლიოს წინაშე რუსეთის აგრესიული შემოტევის თაობაზე ოფიციალური განაცხადის დროულად არგაკეთებით, რუსეთის `მემშვიდობეების~ მანდატის შენარჩუნებით, რითაც რუს სამხედროებს  კანონიერი უფლება მისცა ქართველი ჯარისკაცებისა და   მოსახლეობისთვის სროლისა და რამაც ამ ომში საქართველოს უდიდესი მსხვერპლი გამოიწვია, დამთავრებული მთელი რეგიონების რუსეთისთვის ჩაბარებით და თანაც ისე, რომ რუსეთს   ყალბი ბრალდებების წამოყენება შესძლებოდა    საქართველოს საწინააღმდეგოდ. არის ბევრი სხვაც, რისი სხვაგვარი ახსნაც, თუ არა   რუსეთის მიზანმიმართულ სამსახურში  დგომის  შეუძლებელია.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ავტორიტარული (ანტიდემოკრატიული),

კორუმპირებული,  ტერორზე დამყარებული ხელისუფლება ყოველდღიურად

მზარდ საშიშროებას უქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ

მთლიანობას;  მიზანმიმართულად ახდენს საქართველოს   ყოველმხრივ

პარალიზებას, დემოგრაფიული ვითარების ხელოვნურ  ცვლილებას, ეკონომიკურ

ნგრევას და სახელმწიფო ქონების დატაცებას;  განათლების, მეცნიერების,

კულტურის და სპორტის განადგურებას;  სულიერ,   ზნეობრივ,

ინტელექტუალურ და ფსიქიკურ დეგრადაციას; საფრთხეს უქმნის ქართველების

სხვა ერებთან  მშვიდობიან თანაცხოვრებას და აღრმავებს საქართველოს

სახელმწიფოებრივ  კატასტროფას.მ. სააკაშვილისა და მისი რეჟიმის კურსი არის   ქართველი ერის სულიერი,

ცნობიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური გენოციდი.გენოციდისადმი წინააღმდეგობის გაწევის უფლება, ისევე როგორც ტირანიის წინააღმდეგ   გამოსვლის უფლება, ნაგულისხმევია საქართველოს კონსტიტუციაში, მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ კონსტიტუციაში და საერთაშორისო უფლებადაცვით კონვენციებში, რომელთაც საქართველო ხელს აწერს.

Mმოსალოდნელი საფრთხეები

ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს პრაქტიკული აუცილებლობაა სააკაშვილისა და მისი კლანების ხელისუფლებიდან მოცილება დაუყოვნებლივ, ვინაიდან თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით მოსალოდნელია, მათი ბუნებიდან და მათი კურსიდან გამომდინარე, რომ ისინი, თუკი ხელისუფლებაში დარჩნენ,   გადადგამენ კონკრეტულ უკვე დაგეგმილ ნაბიჯებს, რომლებიც კატასტროფული იქნება საქართველოსა და მისი მომავლისათვის.

_ გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამენ დივერსიების გასახორციელებლად, სახელდობრ:

ა. ქართული ცნობიერებისა და ეროვნული მეურნეობის გასანადგურებლად.

ბ. “სახელმწიფო რელიგიად~, ყოველგვარი გამოცხადების გარეშე, ერთ-ერთი პოლიტიკური იდეოლოგიის დამახინჯებული, ნეობოლშევიკური, ექსტრემისტული ფორმის, “ფსევდოლიბერალიზმის”, დამკვიდრებისათვის    მართლმადიდებლური მოძღვრების ფუძემდებლური პრინციპების  წინააღმდეგ ბრძოლაში.

გ.საქართველოს დემოგრაფიული შემადგენლობის შესაცვლელად: იძულებითი ემიგრაციის და მოქალაქეობის მიღების გაადვილებული პროცედურის გამო (საკანონმდებლო და პრაქტიკული  ბაზა უკვე შექმნილი აქვთ), ძირძველი მოსახლეობის ნაცვლად საქართველოში შემოიყვანენ და სიმბოლურ ფასად მიყიდული  მიწით დააკმაყოფილებენ ნაკლებ განვითარებული ქვეყნებიდან წამოსულ პოპულაციურ მასას, რომელიც მათი ერთგული მხარდამჭერი იქნება ყველა არჩევნებში.

დ. უცხო სუბიექტებისათვის (პირველ ყოვლისა – რუსეთისა და რუსული ფირმებისათვის) საქართველოს ეკონომიკურად და სხვამხრივ სტრატეგიული ობიექტების გასასხვისებლად.

_ განახორციელებენ `მეხუთე კოლონისაგან~ ლობირებულ და შევარდნაძის მიერაც   გაჟღერებულ   მოღალატურ გეგმას _ რუსეთთან პოლიტიკური კაპიტულაციის გაფორმებას  მიტაცებული  მხარეების `სუვერენიტეტის~ აღიარების გზით  (რისი იურიდიული საფუძველიც იქნება საქართველოს მიერ       `დამოუკიდებელი~ აფხაზეთისა და  `დამოუკიდებელი~ `სამხრეთ ოსეთის~ ცნობა), სამართლებრივად იოლად დაშლადი (რამდენსამე კვირაში ან წელიწადში   რომელიმე მონაწილის სურვილის შემთხვევაში),    ანუ კონფედერაციული სახელმწიფო შექმნას,   რაც დღეს მთავარი საფრთხეა საქართველოსთვის. თან ეს გეგმა ლამაზად შეფუთული უნდა მიეწოდოს ხალხს, როგორც, თითქოს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

_ ცნობენ საქართველოს ნაწილს `სამხრეთ ოსეთად~, ანუ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილად, და კაცობრიობის წინაშე დააყენებენ ორი ოსეთის – ერთი ნამდვილისა (ქედის ჩრდილოეთით) და მეორე ყალბის – `შეერთების~ ამოცანას, რაც ამავდროულად სტიმულირებას გაუკეთებს სხვა რეგიონებში სეპარატიზმს.

_ აბსურდული განცხადების შესაბამისად, თითქოს ქართველი ერი არის `მრავალეთნიკური ერი~,   განახორციელებენ საქართველოს ფედერირებას, ანუ სახელმწიფოს გარდაქმნას თავის ისტორიულ კუთხეთა `ფედერაციად~, რითაც მაქსიმუმ ორი თაობის მანძილზე დაიშლება არა მხოლოდ ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი, არამედ თვით ერთიანი ეროვნული ცნობიერებაც.

_ მოსალოდნელია, რომ სააკაშვილი კვლავ მიზანმიმართულად უზრუნველყოფს რუსეთის ხელისუფლებას საბაბით  და კიდევ  შეუწყობს ხელს, როგორც 2008 წლის აგვისტოში, რუსული პროვოკაციის ფონზე, რუსეთის მიერ შეტევითი სამხედრო მოქმედების განახლებას საქართველოს მიწაწყალზე (რუსეთის  ზემოთჩამოთვლილი ინტერესების იძულებითი რეალიზაციის მიზნით).

ქართველი ერის წინაშე დგას ამოცანა, პოლიტიკურ პროცესებში   გამოაჩინოს    მტკიცე ნება,  ააშენოს     და დაიცვას ქრისტიანულ ღირებულებეზე დაფუძნებული  საქართველოს  ეროვნული  სახელმწიფო, რისთვისაც  აუცილებელია მის სათავეში არამარიონეტული, სახელმწიფოსადმი ერთგული ხელისუფლების მოყვანა, ხოლო ასეთი ხელისუფლების შექმნისათვის   საჭიროდ მიგვაჩნია, სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მოცილებისათვის ბრძოლის პარალელურად, ძირამდე შერყეული ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის საქმის ნულიდან დაწყება.

I.     მუდმივი ღირებულებები

_   ობიექტური პოლიტიკური, საკანონმდებლო და პრაქტიკული პირობების შექმნა საქართველოს, როგორც  დამოუკიდებელი, გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში მდებარე,   ქართული   სახელმწიფოს მარადიულყოფისათვის;

_ თავისუფლების, ეროვნული მიწა-წყლის შენარჩუნების, ადამიანური ღირსების დაცვისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიისათვის ფუნქციონირების თავისუფალი (ზეწოლისაგან და აგენტურის პროვოკაციული მოქმედებისაგან დაცული) სივრცის  უზრუნველყოფა;

_ ზრუნვა ჩვენი თვითმყოფადობის დასაცავად, ეროვნული ფასეულობებების განსავითარებლად და მათთვის რეალიზების თანამედროვე ფორმების მისაცემად, ეროვნული გენოფონდის შენარჩუნებისაკენ მიმართული მასტიმულირებელი სისტემების შესაქმნელად და განსახორციელებლად, ქართული სულიერების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად; სახელმწიფოს ძლიერების  საფუძველთა საფუძველის _ეროვნული   თანხმობის  მისაღწევად. უნდა გავხდეთ   კაცობრიობის   პარტნიორი   ერი და არ   დავკარგოთ საბოლოოდ      ჩვენი   თვითმყოფადობა. გავხდეთ   მსოფლიო   პოლიტიკის   სუბიექტი,  და კვლავ არ დავრჩეთ მხოლოდ  სხვისი   ზრუნვის და,   შესაბამისად,  მხოლოდ მის   მომსახურე   ობიექტად.

_ დემოკრატიისთვის ფუძემდებელი ღირებულებები (თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, საზოგადოებაზე პასუხისმგებლობა და სხვ.) საქართველოსთვის იმპორტირებული ღირებულებები არაა, არამედ საკუთარია, ორგანულია და ტრადიციულია. საქართველოს დღევანდელსა და განჭვრეტად სიტუაციაში არ არის და არც ჩანს პუნქტი, რომელშიც საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესი კონფლიქტში მოდის ამ რიგის ღირებულებებთან ან არ ემთხვეოდეს მათ. საქართველოს სჭირდება დასავლეთთან კონსულტაციები დემოკრატიის კონკრეტულ იურიდიულ ინსტიტუტთა სრულყოფის მექანიზმებზე, მაგრამ არა ინსტრუქტირება მისი პრინციპების შესახებ.

_ სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი არ ნიშნავს სეკულარულ საზოგადოებას. Eეკლესია და საზოგადოება განუყოფელია.   ისტორიის მარადიული  სუბიექტობა  ნიშნავს  მარადიულ  ღირებულებებზე      დაფუძნებულ     ცხოვრებას.  ჩვენთვის  პოლიტიკა რწმენის და უფლის მცნებებზე დაფუძნებული   შეხედულებების  და  შესაბამისი   გადაწყვეტილებების  ცხოვრებაში  პრაქტიკული  გატარებაა.

_  კონკრეტულ  ადამიანში   ეკლესიის   მრევლისა   და   ქვეყნის  მოქალაქის  ჰარმონიული შერწყმა,  სახელმწიფოსა   და   ეკლესიის   ინტერესთა   გაერთიანება, (როგორც  საქართველოს  ყველაზე  წარმატებულ   პერიოდებში)  პრობლემების  მოგვარების საშუალებას  იძლევა.

_ სრულიად მიუღებელია   ფსევდოდემოკრატიის  იმპლანტაცია,  როგორც ყოვლად შეუსაბამო ქართველი ერის ტრადიციული მდგომარეობისთვის და ლიბერალიზმს ამოფარებული მარგინალური ფსევდოღირებულებების   იდეოლოგიური ექპანსია, რომელიც მხოლოდ იარაღს წარმოადგენს გარე თუ შიდა ძალების ხელში ეროვნული და ზნეობრივი ღირებულებების წინააღმდეგ. ახდენს დამახინჯებული ეროვნული  ცნობიერებისა  და უზნეო, არასწორი ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდასა და სტიმულირება- ხელშეწყობას.

II.    Pპოლიტიკური  პრინციპები

_ სახელმწიფოებრიობის ოპტიმალური მოდელის შექმნა და განვითარება (ქვეყნის სპეციფიკური პრობლემებიდან გამომდინარე), ანუ ისეთისა, რომელიც    ოპტიმალური იქნება საქართველოს   სადღეისოდ აქტუალურ და ისტორიულ პერსპექტივაზე გამწვდომი ეროვნული ინტერესების რეალიზაციისათვის, ყველა სხვა შესაძლებელზე უკეთესად   უზრუნველყოფს როგორც მოქალაქეთა დღევანდელ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას, ისე გრძელვადიანი (მათ შორის – ისტორიულმასშტაბიანი) ეროვნული ამოცანების გადაჭრას;

_  სახელმწიფოს ინსტიტუციონალური  (განათლების, მეცნიერების, ხელოვნების და ა.შ. ჩათვლით) და სტრუქტურული სისტემების (კორუფციის კულტივაცია, კლანურობის თარეში და ა.შ.) ხელოვნური და მიზანმიმართული ნგრევის შეჩერება,   მოზარდი თაობებისათვის ჯანსაღი პედაგოგიური და მორალური და გარანტირებული ინფორმირებულობის სივრცის  შექმნა;

_ საქართველოში, დღეს ჩვენს მიერ კონტროლირებად სივრცეში, სხვა ქვეყნის აგენტურის უვნებელყოფა;

_ საქართველოს სრული დეოკუპაცია ანუ  საქართველოს   მთელი

ტერიტორიიდან რუსეთის  შეიარაღებული ძალების  გაყვანა და სახელმწიფო

მართვის საბჭოთა- ბოლშევიკური  სისტემის   დემონტაჟი;

_ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;

_ საკანონმდებლო და პრაქტიკული პირობების შექმნა აფხაზი ხალხის,  როგორც ეროვნული უმცირესობის, სრული (მათ შორის – ტერიტორიული ავტონომიის სახით)  ეროვნული თვითრეალიზაციისათვის და,   აგრეთვე, ყველა ეთნიკური კუთვნილების მოქალაქეთათვის    სრული ეროვნული   თვითრეალიზაციის ინტერესების  განხორციელებისათვის    ფუნქციური  (მაგრამ არა ტერიტორიული) ავტონომიის წესით;

_ ქართულ-აფხაზურ-ოსური  კონფედერაციის ანუ ნებაყოფლობით, ხელშეკრულებაზე დამყარებული, სამართლებრივად იოლად დაშლადი(როგორც კი მისი ერთ-ერთი მონაწილე განაცხადებს, რომ კონფედერაციაში ყოფნა აღარ სურს),   გაერთიანების,   შექმნის  განხორციელების არდაშვება;

_ საქართველო არის და უნდა იყოს  უნიტარული სახელმწიფო ფართო და ქმედითი თვითმმართველობით.  აფხაზეთი არის ავტონომიური ტერიტორიულ-პოლიტიკური  ერთეული საქართველოს შემადგენლობაში;

_ სახელის `სამხრეთ ოსეთი~ ერთხელ და სამუდამოდ ამოღება ოფიციალური სიტყვახმარებიდან; განცხადება და მსოფლიოსთვის განმარტება იმისა, რომ `სამხრეთ ოსეთი~ არის რუსი ბოლშევიკი ოკუპანტების მიერ საქართველოს დაუძლურების მიზნით ხელოვნურად შექმნილი ტოპონიმი და ადმინისტრაციული ერთეული, და არა ისტორიული, დემოგრაფიული, ეკონომიკური ან სხვა რამ რეალობა, რომელიც საფრთხეს უქმნის და ყოველთვის შეუქმნის ქართველი და ოსი ხალხის მშვიდობიან თანაცხოვრებას;

_ განუკითხავი იმიგრაციის აღკვეთა და გაჭირვებით გამოწვეული მასობრივი ემიგრაციის შეჩერება; დემოგრაფიული ვითარების რადიკალური გამოსწორება სახელმწიფოს მაქსიმალურად აქტიური საკანონმდებლო, ორგანიზაციული და ეკონომიკური მოქმედებების შედეგად;

_ თვითმმართველობის დამკვიდრება და დემოკრატიის რეალიზება ანუ ხელისუფლების რეალური არჩევითობა და კონტროლი ხალხის მიერ;

_ ადამიანის უფლება-მოვალეობათა გააზრების და მათი ორგანიზაციული დაცვის პრაქტიკის იმ ყველაზე მაღალი დონის მიღწევა, რომელიც კი დღეს არსებობს   მსოფლიოს რომელსამე   წერტილში;

_ ეკონომიკური და სოციალური პრობლემების (პირველ ყოვლისა – საყოველთაო ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირების, დასაქმების მუდმივად ღია სივრცისა და სამუშაო ადგილების შექმნის და ა.შ.) რადიკალური გადაჭრა სახელმწიფოს მაქსიმალურად აქტიური მონაწილეობითა და ძალისხმევით;

_ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზება; სათავდაცვო წარმოების განვითარება; გაწვევაზე დამყარებული და პროფესიული შეიარაღებული ძალების შეხამებული თანაარსებობა და თანამოქმედება;

_ მიწათსარგებლობისა და მიწათმფლობელობის დღევანდელი სურათის დემოკრატიზაცია (სასოფლო-სამეორნეო მიწის მთლიანი ათვისება) იმ კონკრეტული ფორმით,    რასაც მოცემულ მომენტში მოითხოვს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება;

_ ენერგეტიკული, სამრეწველო და სატრანსპორტო ობიექტების (განსაკუთრებით სასიცოცხლოდ სტრატეგიული ობიექტების) პრივატიზების აქტთა გადახედვა კანონიერების თვალსაზრისით. ობიექტთა პრივატიზების პარალელურად მათი მართვის პრივატიზების (იჯარის) განვითარება. უძრავ ქონებაზე (მიწის ჩათვლით) გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარის განვითარება;

III.    საგარეო პოლიტიკის მიმართულებები:

_ საეთაშორისო ურთიერთობების სუბიექტებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა იქნება შესაბამისი მათი მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული ან მოსალოდნელი ქმედებისა;

_ დასავლური დემოკრატიების პრაქტიკა, რომელშიც   განხორციელებულია ფილოსოფიური, პოლიტიკური, სოციალური აზრის და მორალური განვითარების ის ფუნდამეტური შედეგები, რომლებიც დღეს ადამიანისა და კაცობრიობის მსოფლმხედველობის საფუძველს შეადგენენ, საქართველოსათვის   იმპორტირებული არაა, არამედ, არსებითად, საკუთარი ტრადიციული ღირებულებების იდენტურია.

პიროვნების ღირსების, ადამიანთა თავისუფლების, კანონის წინაშე თანასწორობის, თვითმმართველობის,  სოციალური, სამართლებრიობის, ძალაუფლებათა დანაწილების, ხელისუფლების წარმომადგენლობითობის,  უდანაშაულობის პრეზუმციისა და სასამართლო პროცესების გამჭირვალეობის პოლიტიკური პრინციპები    და ა.შ. უნდა იყოს და არ შეიძლება არ იყოს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების ძირითადი ქვაკუთხედი. როგორც სისტემა ინდივიდის ადამიანურ უფლებათა დაცვისა, ანუ როგორც ინდივიდზე სახელმწიფოს ზემოქმედენის შესაძლებლობათა რეგლამენტაციისა;

_  დასავლეთთან   თანამშრომლობის ფონზე, იმის მიღწევა, რომ საქართველო განიხილებოდეს არა როგორც მხოლოდ ტერიტორია, რომლის მოსახლეობის განწყობილებასაც არსებითი მნიშვნელობა არა აქვს პროცესთა წარმართვისათვის, არამედ როგორც პარტნიორი, რომლის ეროვნული ინტერესები (მათ შორის   სათავდაცვო) პირველხარისხოვან ანგარიშგაწევას საჭიროებს;

_  რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზაცია შესაძლებალია   ანექსიის შედეგების ლიკვიდაციის პირობებში.

საჭირო ქმედება

_ ეროვნული ცნობიერების მატარებელმა დამოუკიდებელმა   პოლიტიკურმა სუბიექტებმა   (ორგანიზაციებმა და პიროვნებებმა)    უნდა აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა  და   შესძლონ   ერსა და  საზოგადოებას  წარუდგინონ

სახელმწიფოს მოქმედების, ანუ ქვეყნის მართვის კურსის, კონკრეტული

პროგრამა:  ჩამოაყალიბონ და   დაასაბუთონ საერთო ეროვნული ამოცანები,

პირველი რიგის და შემდგომი კონკრეტული სახელმწიფოებრივი  ნაბიჯები,

რომელიც აუცილებელია და საკმარისია საქართველოს   გადასარჩენად, მის

გამოსაყვანად დღევანდელი კრიზისიდან და მისი მომავლის უზრუნველსაყოფად.

_   საქართველო ჯერ თავისი პოლიტიკური სპექტრის სახით, მერე მოსახლეობის

ფართო მასის სახით ოფიციალურად უნდა გაემიჯნოს სააკაშვილის ორგულსა და

არალეგიტიმურ   მმართველობას, რათა ამით შეიქმნას ბაზა ამ ხელისუფლების

მიერ უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი კაპიტულანტური

გარიგებების დეზავუირების, საქართველოს ეროვნული სიმდიდრის

კორუმპირებული და უკანონო გასხვისების აქტების გაუქმების (სასამართლო

წესით)   და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს

მოსალოდნელი იზოლაციის შეჩერების განხორციელებისათვის.

_ მ.    სააკაშვილის   დამნაშავე და უზურპატორი    რეჟიმის     ქვეყნის

ერთგული, არაკორუმპირებული და კვალიფიციური  ხელისუფლებით შეცვლის

ოპტიმალურ გზად მიგვაჩნია პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების

ერთობლივი აქტიური,  თანმიმდევრული, გააზრებული და ადექვატური ნაბიჯებით

(და არა ერთჯერადი პიარ-აქციებით, შეუსრულებელ დაპირებათა გამოთქმით,

ილუზორული ერთიანობით ან ბრძოლის იმიტაციით)   ხელისუფლების

იძულება   ქვეყნისათვის  აუცილებელი და გადაუდებელი  პოლიტიკური

ეროვნული ამოცანების გადაწყვეტილებების  მისაღებად.

_ მთავარი მოწოდება  უნდა იყოს  პოზიტიური ანუ ქვეყნის გადარჩენისა და

აღმშენებლობისათვის   აუცილებელი მოთხოვნები,  რისთვისაც   თითოეული

ქართველისათვის   ბრძოლა  და თავგანწირვა  საპატიო მოვალეობაა. მხოლოდ

ლოზუნგი `წადი~  გამარჯვებაზე ორიენტირებული  სერიოზული პოლიტიკის

ლოზუნგად არ კმარა (ეს არის ბრძოლის უკმარისი, მაშასადმე _ ამთავითვე

უპერსპექტივო  ტაქტიკა).

_ საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად ერთგული, არაკორუმპირებული

და კვალიფიციური ხელისუფლებით ჩვენ გამოსადეგად მიგვაჩნია მთელი

სპექტრი ტირანიასთან ბრძოლის იმ   მეთოდებისა, რაც კაცობრიობის ეთიკურ

და ზოგად ჰუმანიტარულ აზრს სადღეისოდ განსაზღვრული აქვს.

_ რეალურად დემოკრატიული   საარჩევნო კანონმდებლობის მომზადება და

ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; საარჩევნო

სიების და  მოქალაქეთა მიერ მიცემული ხმების დაცვა გაყალბების

მცდელობისაგან  და  ამ არჩევნების მოგება ეროვნულ, პროფესიონალურ

და არაკორუმპირებულ ძალთა მიერ.

_ ტირანიის პირობებშივე  სახელმწიფო ნგრევის   შეჩერება (რაც ოპოზიციის

მუდმივ მიზნებში შედის) და სწორი საარჩევნო კანონის გამოძალვა

ხელისუფლების ხელიდან, რაც სისხლისღვრის გარეშე მხოლოდ ქუჩის აქციას

შეუძლია.

_ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის ხელისუფლებიდან მოცილებისათვის

ბრძოლის მოტივი და უფლება ქართველ ხალხს აქვს. ეს, რა თქმა უნდა, არ

ნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებულ იქნას სიბრძნის, მორალის ან

სახელმწიფოს ბედზე პასუხისმგებლობის გარეშე, ანუ განუკითხავად.

სახელდობრ, თუკი კონსტიტუციურად და მორალურად გამართლებულმა

საზოგადოებამ ტირანის მოსაშორებლად აირჩია მისი საყრდენი სტრუქტურების

პარალიზების გზა მასობრივი გამოსვლების გამოყენებით,   მაშინ, მაგალითად,

დასაშვებია იმ სტრუქტურათა ფუნქციონირების შეფერხება, რომლებიც

ემსახურებიან მხოლოდ რეჟიმს, და არა სახელმწიფოს, ვთქვათ, მართვადი

ტელევიზიისა (და არა ჟურნალისტებზე უხეშობა), კორუმპირებული მერიისა,

დანაშაულებრივი შსს-ს ობიექტებისა და სხვა, რომელიც სახელმწიფოს

ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაგრამ არა სამედიცინო და სატრანსპორტო სისტემისა,

რომელიც ხალხს ემსახურება.

_  მაქსიმალურად ინტენსიური ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული მიმდინარე

ამოცანათა გადასაჭრელადაც, მათ შორის – საქართველოს ადექვატური

ინფორმაციული თავდაცვის, ანუ მსოფლიოსთვის (განსაკუთრებით მიმდებარე

რეგიონისათვის) საქართველოში არსებული პრობლემების და მდგომარეობის

შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდების   ამოცანისაც, რაც მნიშვნელოვანი

ფაქტორია არაერთი საფრთხის   ნეიტრალიზაციისათვის.

რათა ნებსით თუ  უნებლიეთ არ აღვმოჩნდეთ ჩათრეული სხვის ბინძურ

თამაშებში  (ხელისუფლების   მორიგი ჩანაცვლება  ან სამოქალაქო

დაპირისპირება) ამისათვის:

_    უნდა  განისაზღვროს ქვეყნის წინაშე არსებული  საფრთხეები და ის

პარამეტრები, რომლითაც შესაძლებელია ამ საფრთხეების   ნეიტრალიზება.

_ მკაცრად უნდა იყოს ჩამოყალიბებული პოლიტიკურ ღირებულებათა

სისტემა, რომელთა გაზიარება იქნება სავალდებულო პირობა ოპოზიციურ

გაერთიანებაში მონაწილეობისა.

_ არ უნდა მიეცეს საშუალება   სააკაშვილის რეჟიმს  და მის მფარველებს

ანტისახელმწიფოებრივი მანიპულაციებისათვის, რისთვისაც უნდა მოხდეს

პოლიტიკური სუბიექტების პასუხისმგებლობათა   დაკონკრეტება      და

საქართველოს ჯანსაღი პოლიტიკური  სპექტრის   სატელიტი ფსევდო

ოპოზიციური  ძალებისაგან   გამიჯვნა.

_ ჩვენ  ვდგავართ და მუდამ მზად ვართ დასადგომად საპროტესტო აქციის შემადგენლობაში, რათა საქართველოს მოვაცილოთ მტერი ხელისუფლება, რომლის საქმიანობა შეუთავსებადია ჩვენი სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებთან (მზად ვართ წარმოვადგინოთ ბრძოლის კონკრეტული მექანიზმები).

_ პოლიტიკური ბრძოლის პარალელურად, ამასთანავე, მისაღებად მიგვაჩნია,   ქვეყნის საკეთილდღეოდ მიმართული დიალოგი და არა    სეპარატიულ მოლაპარაკებათა არსებული დამღუპველი პრაქტიკა. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ მხოლოდ იმ პრინციპის საფუძველზე, რომ საზოგადოების ინტერესებში (ზედმეტი არაჯანსაღი ესკალაციის ასარიდებლად) მოლაპარაკების წარმოება დასაშვებია ყველა სუბიექტთან უგამონაკლისოდ.

იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან და პიროვნებებთან, რომელნიც ჩვენს ციტირებულ პოზიცია-მინიმუმს მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებენ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთჯერადი თანამშრომლობა კონკრეტულ ერთჯერად ამოცანებთან მიმართებაში.

ჩვენს პრინციპულ დებულებებში ასახულ ყველა თემაზე დისკუსიისათვის მუდამ მზად ვართ.

ჩვენი ძალა იმ ერთობაშია, რომელიც ღმერთს დაგვაახლოვებს

მამუკა გიორგაძე      2009