» განცხადებები – მიმართვები

გუშინ პრეზიდენტის სასახლეში გამართული მიღება, შინაარსს გამოცლილ პოლიტიკურ სპექტაკლს უფრო გავდა, ვიდრე რეალურად ეროვნული შერიგებისთვის მოწადინებული ადამიანების შეკრებას
გუშინ პრეზიდენტის სასახლეში გამართული მიღება, შინაარსს გამოცლილ პოლიტიკურ სპექტაკლს უფრო გავდა, ვიდრე რეალურად ეროვნული შერიგებისთვის მოწადინებული ადამიანების შეკრებას, სადაც მასპინძელი ცდილობდა საკუთარი პერსონის მნიშვნელობისთვის ხაზის გასმას. მიწვეულები კი თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით აკეთებდნენ მოვლენის ინტერპრეტირებას.

როდესაც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია საერთო ეროვნულ საკითხზე აპირებს მსჯელობას და ძირითადად პოლიტიკურ თამაშში ნებადართულ სახეებს იწვევს, თავს უფლებას მივცემთ და ვიტყვით, რომ ეს შეხვედრაც მიმდინარე პოლიტიკური ფარსის ნაწილად აღიქმება და მხოლოდ რეალური პრობლემებიდან, მოქალაქეების სხვა საკითხზე ყურადღების გადატანას ემსახურება.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საერთოდ გაუგებარი იყო პრეზიდენტთან შეხვედრაზე პოლიტიკოსების მიწვევის კრიტერიუმები?! სახეზეა პოლიტიკური პარტიების სეგრეგაცია – გასული არჩევნების შედეგის მიხედვით სახალხო პარტიამ იქ მყოფ ბევრ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებზე გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა.

ეროვნული თანხმობის მიღწევა, რომ მხოლოდ პროცესში მონაწილე ყველა მხარის ჩართულობით არის მიღწევადი, ამას ჩვენი აზრით მტკიცება არ ჭირდება

გვიჩნდება განცდა, რომ რასაც პრეზიდენტის ინიციატივა ეროვნულ შერიგებას ეძახის, რეალურად ნიშნავს როგორც, ყველა იმ უწესობის და უზნეობის ჩამოწერას, რაც ხდებოდა საქართველოში 1990 წლიდან დღემდე ასევე, მიმდინარე ნაც-ქოცური სპექტაკლის მორიგი აქტის „ლამაზად“ დასრულებისა და ქართველი ხალხის კიდევ ერთხელ გაბითურების მცდელობას.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეროვნული თანხმობა იწყება “სიმართლის დამდგენი” კომისიის შექმნით, დროის ამ მონაკვეთში მიმდინარე პროცესების სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებითა და სხვა ქვეყნის აგენტურის საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაყვანით. მსგავსი პრეცედენტი არსებობს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და ყველა მათგანი წარმატებულად აგრძელებს განვითარებას.

ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანაში ხელოვნური და მართვადი პოლიტიკური პოლარიზება შემცირდეს და საერთო ეროვნული პოლიტიკური თანხმობის აქტი გაფორმდეს.

სახალხო პარტია.

სახალხო პარტიის შეთავაზება – ერთად დავამკვიდროთ თვითმმართველობა.
აიღე პასუხისმგებლობა და მიიღე მონაწილეობა თვითმმართველობის გაძლიერებაში.

როგორც წესი ქართული პოლიტიკა „კეთდება“ მხოლოდ დედაქალაქში და რეგიონები ამოვარდნილია მიმდინარე პროცესებიდან, რაც გამოწვეულია ქვეყანაში არსებული სუსტი პოლიტიკური ინფრასტრუქტურით, არასრულყოფილი კანონმდებლობითა და მონოპოლიზებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცით.

რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება შეცვლის ამ მახინჯ მოცემულობას და ძლიერი საქართველოს შექმნის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა გახდება.

2021 წლის 2 ოქტომბერს ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ თვითმმართველ ერთეულს მივცეთ შანსი შექმნას საკუთარი სისტემური თუ ეკონომიკური ბაზა, თვითონ განსაზღვროს რაც მას ჭირდება და თვითონვე გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები.

ამის მისაღწევად კი საჭიროა, ადგილებზე მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისა და საქმის კეთების უნარის მქონე ადამიანები რეალურად ჩაერთნონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მოიპოვონ პროცესების მართვის ბერკეტები და დაიცვან საკუთარი თვითმმართველი ერთეულისა და მოსახლეობის ინტერესები.

დღეს ასეთი მოქალაქეების დიდი ნაწილი დისტანცირდება პოლიტიკური პროცესებიდან, რადგან ქართული პოლიტიკური სივრცე ძირითადად წარმოდგენილია ისეთი პოლიტიკური პარტიებით, რომელთათვისაც პოლიტიკური ცხოვრება მხოლოდ პირადი პოლიტიკური თუ კომერციული ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებაა. ამასთანავე, მრავალ მსურველს პოლიტიკური თუ საარჩევნო პროცედურული ბარიერების გამო გართულებული აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკა გვაძლევს საშუალებას, რაც შეიძლება დიდი რაოდენობის მოქალაქეები ჩაერთონ პროცესებში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

აქედან გამომდინარე სახალხო პარტია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებაში და იზიარებს ეროვნულ, ქრისტიან-დემოკრატიულ და მემარჯვენე-ცენტრისტულ ხედვებს, სთავაზობს თვისობრივად ახალ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას.

ჩვენ მზად ვართ, ყოველგვარი პარტიული ვალდებულებით დატვირთვის გარეშე, მივცეთ საშუალება ყველა მსურველს პიროვნულად ან თანამოაზრეებთან ერთად, მიიღონ მონაწილეობა საკუთარი სოფლისა თუ ქალაქის ბედის განსაზღვრისათვის ბრძოლაში და ჩაერთონ ამ მძიმე და შრომატევად პროცესში.

რას გაძლევთ ჩვენთან თანამშრომლობა ?!

სახალხო პარტია – საარჩევნოდ რეგისტრირებულ პარტიაა, გააჩნია გამართული პოლიტიკური სტრუქტურა და ჩამოყალიბებული ღირებულებითი პლატფორმა, რომელიც ადაპტირდება თქვენს პრიორიტეტებთან შესაბამისობაში.

თქვენ შეგეძლებათ მონაწილეობა მიიღოთ საარჩევნო სიის ფორმირებაში ადგილებზე ან თქვენ თვითონ შეადგინოთ საარჩევნო სია.

პარტიის მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილება და ძლიერი საარჩევნო ცენტრი დაგეხმარებათ საარჩევნო პროცედურების წარმართვაში; ჩვენი წარმომადგენლები ადგილებზე გაგიწევენ კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და თქვენთან ერთად გაივლიან საარჩევნო მარათონს.

და, რაც მთავარია, მუდმივ მზადყოფნაში ვართ ქართული სახელმწიფოს მშენებლობისთვის ერთობლივ ბრძოლაში გვერდში დგომისა და მეგობრობისთვის.

ერთადერთი რასაც ამ ეტაპზე ვერ დაგპირდებით ეს ფინანსებია, მაგრამ როცა საზოგადოება ხედავს წესიერებას, მონდომებას, სახელმწიფოებრივ მიდგომებს და თვითონაც დაიჯერებს რომ შენ შეძლებ შეცვალო არსებული რეალობა, მაშინ ფინანსური პრობლემებიც მოგვარდება.

თუ თქვენთვის ეს პირობები მისაღებია – დაგვიკავშირდით.

სახალხო პარტია – დღეს ხელისუფლებაც და ე.წ. ოპოზიციაც რუსეთის ინტერესებს ემსახურება
თბილისში ვიზიტის დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ევროკავშირის პოზიცია საქართველოს მიმართ: „ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა, …რომლებიც უნდა გადაილახოს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას არსებული პოლიტიკური კრიზისი”. გამოკვეთა პოლიტიკური ამოცანაც – პოლარიზაციის დასრულება საშუალებას მისცემს „პოლიტიკურ აქტორებს მათი მთელი ყურადღება კოვიდ პანდემიისა და მისი სოციალურ-პოლიტიკური შედეგებისთვის დაეთმოთ, ევროკავშირის დღის წესრიგში მოეხდინათ პროგრესი და საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების ინტერესები დაეცვათ“.

აქვე ავღნიშნავთ, რომ თბილისში მიმდინარე მოლაპარაკებები, დროში დაემთხვა საქართველოს პრემიერის ადრე დაგეგმილ ვიზიტს ბრუსელში ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულების მიმდინარეობაზე, ანგარიშის წარსაგენად. ანუ, ხელისუფლებას ისედაც უნდა ჰქონოდა პასუხი ევროკავშირის ხელმძღვანელობისთვის ქვეყანაში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ.

ამ რეფორმების ნაწილი, რომლებიც ქართული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გააჟღერა შარლ მიშელმა თბილისში ევროკავშირის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკების დროსაც.

შარლ მიშელმა (ევროკავშირმა) 6 პუნქტიან გეგმაში შეიტანა 3 საკითხი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გაწერილი გეგმის მიხდვით საქართველოს ისედაც შესასრულებელი ჰქონდა ანუ, ისეთი პუნქტები რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშეც უნდა შეასრულოს!!!

ამბიციური საარჩევნო რეფორმა, საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის.

კანონის უზენაესობა / სამართლის სისტემის რეფორმა, რომელიც მოიცავს : – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებს; – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საკითხები; – კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებელ რეფორმებს.

პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა სამართლიანი გადანაწილება – საგამოძიებო კომისიის, პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი განაწილება.

,,ქართულ ოცნებას” შეუძლია და ვალდებულიცაა პარლამენტის თუნდაც ამ განლაგებით, ოპოზიიის გარეშეც, შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. უპირველესად იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აუცილებლობა და მეორე – ვალდებულება გვაქვს ევროკავშირის წინაშე!!!

თავის მხრივ, ოპოზიცია, მმართველ ძალასთან სხვა საკითხებში დაპირისპირების დროსაც კი, საღი აზრის პოზიციიდან გამომდინარე, ვალდებულია ხელი შეუწყოს ამ პროცესს.

ბ-ნი მიშელის გეგმის შემდეგი 2 საკითხი დაპირისპირების ღიად გაცხადებული საგანი იყო – 4. პოლიტიკური მართლმსაჯულება / პატიმრების საკითხის გადაჭრა, 5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები / მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.            მე-6 პუნქტით კი გათვალისწინებულია მედიაციის გაგრძელება, რომელიც მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის საგზაო რუკას მოიცავს და პროცესის განგრძობად და ქვეყნის ჯანსაღ პოლიტიკურ სივრცეში გადაყვანისთვისაა საჭირო.

ვითარების განმუხტვის პროცესის ნაცვლად რეალურად მივიღეთ უაზრო ისტერია:

სახელმწიფოს ბედზე მთავარი პასუხისმგებელი ხელისუფლებაა (ამის შესახებ პრემიერს შეახსენეს ბრუსელში). მას აქვს რესურსი შეასრულოს ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულება. მან უნდა უზრუნველყოს ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გატარება და ეროვნული ამოცანების რეალიზების დროს საზოგადოების კონსოლიდაცია.

ხელისუფლების ვალდებულებაში შედის კრიზისულ ვითარებაში პროცესების ჯანსაღ კალაპოტში მოქცევა, დაძაბულობის განმუხტვის საქმეში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური ჩართულობის ხელის შეწყობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ყველა დესტრუქციული ძალის, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის და მისი განაყოფების პოლიტიკური ველიდან ბუნებრივად ჩამოსცილებისათვის.

ასეთ შეთხვევაში, დღეს აქტუალური ნაციონალური მოძრაობის ახირებები ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდებოდა და მეტიც, წინასწარ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით როგორც მოსახლეობის, ასევე დასავლეთის რეაქცია დადებითი იქნებოდა.

ოცნებამ „პროცესების მართვის“ სხვა გზა აირჩია – მათი არაბუნებრივი „სიხისტე“, რომელიც დაძაბულობის შემცირების ნაცვლად ზრდის ემოციურ ფონს, სტიმულს აძლევს ოცნების და ნაციონალური მოძრაობის „უმწვავესი“ დაპირისპირების წარმოჩენასა და ვითარების კიდევ უფრო „დამძიმებას“.

დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და კეთილგონიერების, თუნდაც ყველაზე დაბალი ნიშნულის, მქონე ოპოზიცია მაქსიმალურად ეცდებოდა გამოეყენებინა უცხოელი პარტნორების  ძალისხმევა და ქართული საზოგადოების ინტერესი პოლიტიკური მართლმსაჯულების გარანტირებული აღკვეთისა და რეალური თვითმმართველობის განხორციელების საქმეში. შეეცდებოდა მოეხსნა არსებული  დაპირისპირება და ევროპული სტრუქტურებისა და მოსახლეობის მხარდაჭერით აეძულებინა ხელისუფლება ქვეყნისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. რითაც ქვეყნის საქმესაც გააკეთებდა და მოსახლეობის გარკვეულ კეთილგანწყობასაც მოიპოვებდა, როგორც პატიმრების გათავისუფლების ასევე, პოტენციური ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საქმეში.

„რატომღაც“ ოპოზიციამ ეს არ გააკეთა და არ შეეცადა საზოგადოების ნეიტრალური ნაწილის მხარდაჭერის მოპოვებას. ასევე, გაუგებარია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა საარჩევნო კოდექსში კარდინალური ცვლილებების (რასაც ევროპელი მედიატორები ითხოვენ) შეტანამდე.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ შეგნებულად ხდება არსებითი და მიმდინარე საკითხების ერთმანეთში აღრევა, არასწორი მოცემულობის შექმნა და საზოგადოების დეზირფორმირება. ორივე მხარემ სათავისოდ იყენებს მოლაპარაკების დროს დეტალების არგასაჯაროების საზოგადოდ მიღებული პრაქტიკას და საზოგადოებას უმალავს პრობლემის რეალურ არსს.

თუმცა, ეს შეეხო მხოლოდ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, მაგრამ მაქსიმალური ტირაჟირება გაუკეთეს ხელოვნურ პოლარიზაციას, ერთმანეთის რუსულ ძალად წარმოჩინებას და მძიმე პოლიტიკური კრიზისის გამო პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაკისრების მტკიცებას.

მაგრამ მთავარი ის არის, რომ რაც საქართველოში ხდება არ არის „ქართველი პოლიტიკოსების“ პოლიტიკური „აზროვნების“ ნაყოფი. ის მთლიანად ჯდება რეგიონში მიმდინარე პროცესებში. ღიად იკითხება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების სურვილი მთელ მსოფლიოს დაანახოს, რომ კავკასიაში მის გარეშე ვერავინ ვერ „დაალაგებს“ სიტუაციას.

პოლიტიკური და ეკონომიკური ქაოსი კი ნოყიერი ნიადაგია რუსული სპეცსამსახურებისა და მათი „ქართველი“ გავლენის თუ ნომრიანი აგენტების, ქვეყნის ხარჯზე, საკუთარი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, არც ამ უკანასკნელთ აქვთ გარანტირებული მდგომარეობა – თუ დავალება კარგად ვერ შეასრულეს ახალი აქტორების დაშვება მოედანზე პატრონებს არ გაუჭირდება.

ამის ფონზე, ნაციონალური მოძრაობის და ოცნების  „გაჯიქება“ და „რადიკალიზმი“ ერთი მხრივ და მეორე მხრივ ევროკავშირის უპრეცედენტო აქტიურობა, ამ ხელოვნური პოლარიზაციის დასამთავრებლად, გასცდა საქართველოს საშინაო საკითხს და დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირების სიბრტყეში გადადის.

ამიტომაც, გაკვირვებულმა დანიელსონმა შეხვედრა დაიწყო იმით, რომ პირდაპირ უთხრა პროცესში მონაწილე „ქართველ პოლიტიკოსებს“: „თქვენ რასაც აკეთებთ, ეს არის რუსულ ინტერესებში“.

ის არ იტყვის,  მაგრამ ჩვენი მწარე გამოცდილებით ხომ ვიცით, რომ ამ ინტერესში შედის რუსეთისგან მართვადი,  დაპირისპირების მუდმივი ესკალაცია საქართველოში და  ახლა ჩვენ უნდა დავუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა:  ვის მხარეს დგას ე.წ. „ქართული პოლიტიკური ელიტა“  საქართველოს თუ რუსეთის!  და მივიღოთ პასუხის შესაბამისი გადწყვეტილება!

მამუკა გიორგაძე

სახალხო პარტია

ეკლესიის ღიად გამოცხადებული ნგრევის მორიგი მცდელობა!
მრავალწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც საქართველოს ეკლესია თავისი ბუნებრივი ფუნქციის განხორციელების მიზნით დააპირებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ან ქვეყნის საჭირბოროტო საკითხის შესახებ განცხადების გაკეთებას შეეცდება, ამა თუ იმ თითიდან გამოწოვილი საბაბით, აბსურდული თემებითა თუ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟებით, ბინძური მეთოდებითა და ბოლშევიკური გზნებარებით, მის წინააღმდეგ ხორციელდება აგრესიული შეტევა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია შემოსილი თუ მოქალაქე აქტივისტთა გააფთრება მნიშვნელოვანი მოვლენებისა თუ დიდი საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნის დროს. რისი მომსწრენიც კიდევ ერთხელ გახდა ქართული საზოგადოება ამა წლის 8 თებერვალს წმიდა სინოდის სხდომის წინ და წმ მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.

ანტიეკლესიური ფსიქოზის მორიგ უტიფარ გამოვლინებაზე ყურადღების გამახვილება არც ღირს, მაგრამ დამაფიქრებელია ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლის ანატომია და შემაშფოთებელია მისი საბოლოო მიზანი.

დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, როცა ქვეყანაში თავისუფალი აზრი მობილიზებას ვეღარ ახერხებს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინტერესების საქომაგოდ, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი.

მისი უწმიდესობის უდიდესი ავტორიტეტი საქართველოსა თუ მსოფლიოში და მაღალ სულიერებაზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი პოზიცია ხელს უშლის საქართველოს მტრებს თავიანთი ბინძური ზრახვების რეალიზებაში. ამიტომ, ისინი იძულებული ხდებიან შეამცირონ თავიანთი აგრესიულობის ხარისხი ამა თუ იმ კერძო ეპიზოდებში, რაც, მათში სერიოზულ გაღიზიანებასა და სამაგიეროს გადახდის სურვილს აღძრავს. გაბოროტებულები კი არ ერიდებიან პირად შეურაცხყოფას და ბინძური ცილისწამების ტირაჟირებას.

საქართველოს ეკლესიის სიძლიერე დღევანდელი ნეობოლშევიკების ზეობას და კეთილდღეობას თავისთავად საფრთხის ქვეშ აყენებს. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ეკლესია არის მათი სისტემური, იდეოლოგიური და ინსტიტუციური უმთავრესი მოწინააღმდეგე. მათთვის მიუღებელია საქართველოს ერთიანი ეკლესიის გამართული ფუნქციონირება და, თვით, არსებობაც კი! ამიტომაც ეკლესია შეტევის მთავარი ობიექტი ხდება, ხოლო მის ხელმძღვანელს კი პირად მტრად მიიჩნევენ!!!

ნეობოლშევიკები, რომლებიც გაიშალნენ სახელისუფლებო და ოპოზიციურ ნაწილებად (ზოგიერთი პირის გამოკლებით) და მათგან მართული ე.წ. სამოქალაქო სექტორი და კონტროლირებადი მედია, გაიყვნენ რა „მენშევიკ-ბოლშევიკებად”, პრაქტიკულად, „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ სულისკვეთებით ერთობლივ ორგანიზებულ შეტევას ანხორციელებენ ეკლესიის წინააღმდეგ.

ეკლესიაზე შეტევის უშუალო მიზანია ის, რომ მან ვერ შეასრულოს თავისი უპირველესი დანიშნულება – სულიერი წინამძღოლობა ვერ გაუწიოს ქართველ ერს და არ იყოს ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი დღევანდელი განსაცდელის ჟამს…

შეტევის ამოსავალი მოტივია ის, რომ საქართველოს ეკლესია მათ ხელს უშლის პირადი ინტერესების დაკმაყოფილების დროს ანტიქართული ქმედებების განხორციელებაში.

მმართველი ძალა, რომელსაც ევალება ეკლესიის ხელშეწყობა (საკონსტიტუციო შეთანხმებაც მოითხოვს ამას!), თავად გახდა საეკლესიო ცხოვრების განვითარების ხელის შემშლელი. აშკარად იკვეთება მისი ინტერესი – მორჩილებაში იყოლიოს რელიგიური დაწესებულება. საკუთარი „უმოქმედობით“ კი მწვანე შუქს უნთებს ყველა ვიგინდარას, რომელთა „სამსახური“ ეკლესიის მიმართულებით ტალახის სროლაა.

მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებას თავისი შესაძლებლობითა და რესურსით ნამდვილად ძალუძს ვითარების ჯანსაღ პროცესში გადაყვანა (სახელმწიფოს ინტერესებითა და კანონმდებლობით ევალება კიდეც!). მის ხელთაა ყველა საჭირო ბერკეტი რათა გამოძიებულ იქნას და დადგინდეს ის დამნაშავე ან დამნაშავეთა ჯგუფი, ვინც მიზანმიმართულად, წლების მანძილზე, ეწევა ეკლესიის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიას და მიზანმიმართულ ბრძოლას.

ძალაუფლების მყრობელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მოცემული შესაძლებლობის (ვალდებულების!) არ გამოყენების შემთხვევაში ამ სიბინძურის ავტორის ან მინიმუმ თანამონაწილის სახელს, მათი წინამორბედების მსგავსად, ვერ მოიცილებენ!!!…

ხელისუფლების წარმომადგენელებმა უნდა იცოდნენ, რომ არც რომელიმე სასულიერო პირთან კერძო ურთიერთობა და არც ხალხის აღშფოთების ნაცების ან მათი ჯიშის სხვა სუბიექტებისკენ გადამისამართება ვერ მოუხსნით პირად პასუხისმგებლობას სავალალო შედეგებზე.

საქართველოს უახლესი ისტორიის თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია რათა ყველამ გაიაზროს ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთა ტრაგიკული ცხოვრება.

ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება თავად მრევლის უნარს – გაიცნობიეროს მის წინაშე მდგარი ამოცანა და პასუხისმგებლობა. მრევლი ვალდებულია თვალი გაუსწოროს საშიშროებას და ამ კრიტიკულ დროს იმოქმედოს ვითარების შესაბამისად. მოახერხოს გლობალური გამოწვევების ორგანიზებული დახვედრა და ეკლესიის საქმეებში გარედან ჩარევის მცდელობის აღკვეთა.

ჩვენი ამოცანაა – მტერს გავუფანტოთ იმის ილუზია, რომ მას ძალუძს ისე მოექცეს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, როგორც სურს, და ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს. უნდა გავუფანტოთ მას იმის ილუზიაც, რომ რომელიმე მოღალატური და დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩება.

მამუკა გიორგაძე

9.02.2021

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ
სახელმწიფოში სერიოზული პოლიტიკური კრიზისის დროს მთავარი პოლიტიკური აქტორი მიდის, ეს ან დიდი უპასუხისმგებლობაა ან ვიღაცას ემალება. დამატებით ეჭვებს აჩენს საკუთარი ქონებით მანიპულაცია.

ქვეყნის ერთგულებისა და პასუხისმგებლობის ყველაზე დაბალი ხარისხის მქონე მოქალაქე თუ მართლა რეალურად დააპირებდა პოლიტიკიდან წასვლას, მაშინ მას მკაფიო განმარტება უნდა გაეკეთებინა იმის შესახებ რა მოსდის:

- მასზე აწყობილ ვერტიკალს – ფინანსური ნაკადებს და ძალოვან სისტემას, რომელიც პერსონალურად მისი კონტროლის ქვეშ იყო.

- პირადი გემოვნებით შედგენილ მთავრობას, რომელშიც პრემიერ გახარიას ერთი მინისტრიც არ დაანიშნინეს.

- მასზე მიბმულ პარლამენტს, სასამართლო, თვითმმართველობის და ა.შ ინსტიტუტებს.

- ჯიბის პარტიას, ვინ უნდა შეკრას პარტია ან დარაზმოს ამომრჩეველი. ირაკლი კობახიძე ყველაზე შეუსაბამო ფიგურაა ამ ფუნქციის შესასრულებლად. მისი ნეგატიური რეიტინგი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პოზიტიური. რაც მომავალში პარტიის დაშლის ან მარცხის წინაპირობაა.

„ქართული ოცნების“ დაპირისპირებული კლანენი და რიგითი წევრები როცა გაარკვევენ, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა და თავზე დაასვეს კობახიძე, ეს სერიოზული შიდაპარტიული დაძაბულობის საფუძველი გახდება.

დღეს არსებული სისტემა მუშაობს იმის განცდით, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა პირობითია. არავინ არ არის დარწმუნებული იმაში, რომ წასვლის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერევა პარტიის საქმიანობასა და პოლიტიკაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის წარდგენა მათში ეჭვს ბადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას რეალურად არ აპირებს. ბიძინა ივანიშვილის ფანები კობახიძეს დამოუკიდებლად არ მიიღებენ. მას არც საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი და არც რამე სხვა რესურსი არ აქვს, განსხვავებით, მაგალითად, კალაძისგან და გახარიასგან.

ივანიშვილი თუ რეალურად წავიდა პოლიტიკიდან პარტიაში ყოჩობისთვის დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. რამდენად მოხერხდება ახალი ,,ბელადის” გამოჩეკა, ამომრჩეველის გემოვნებას და გონებრივ მონაცემებს რომ შეეფერება, მარტივი თემა არ იქნება. შედეგად რამოდენიმე ინტერესჯგუფად დაყოფილ „ოცნებას“ მივიღებთ.

და სანამ ოცნება ჩამოყალიბდება ან ჯანსაღი ძალები გაძლიერდება სივრცე ეხსნება სააკაშვილს, ყველაზე მეტად ის იხეირებს შექმნილი ვითარებით (თუ პატრონის სურვილი იქნება). ამჟამად მხოლოდ მას ჰყავს ორგანიზებული მხარდამჭერები.

ქვეყანა დიდი დესტაბილიზაციისკენ მიექანება!

მაშინ როდესაც პოლიტიკურ სივრცეში ერთი გამოკვეთილი, რეალური გავლენების მქონე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სუბიექტი არ არის მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებს და მის პარტნიორებს ეძლევა საშუალება თავიანთი ინტერესების შესაბამისად მაქსიმალურად მართოს ქაოსი.

“ლაზარე, გამოვედ გარე!”

მამუკა გიორგაძე

სახალხო პარტია, პროგრამული თეზისები – იგივე რომ არ გაგრძელდეს
საარჩევნო სუბიექტი „სახალხო პარტია“ წარმოადგენს ორი პოლიტიკური ორგანიზაციის – სახალხო პარტიის და საქართველოს სახალხო ფრონტის საარჩევნო გაერთიანებას პარლამენტის წევრობის კანდიდატთა ერთიანი სიით.

„სახალხო პარტია“ პარლამენტში ნიშნავს პარლამენტში ეროვნული ანუ ეროვნული სამართლიანი თავდამკვიდრების ამოცანით მოტივირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაბრუნებას!

<img alt="

“სახალხო პარტია” – რეალური არჩევნებისთვის
საქართველოში წლების განმავლობაში დანერგილი მავნე პრაქტიკა დღესაც გრძელდება – არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ხელისუფლების ინიციატივით, საარჩევნო გარემოს „გაუმჯობესების“ მოტივით, იწყება „მწვავე“ დისკუსია, რომელიც, როგორც წესი, აყალიბებს ხელისუფლებისთვის მისაღებ ხელოვნურ ორპოლუსიან და პოლარიზებულ სამოქალაქო სივრცეს. როგორც წესი, ამ დისკუსიების დროს აქცენტი კეთდება ერთ ან ორ საკითხზე (შეიძლება აუცილებელზეც) და ყურადღების მიღმა შეგნებულად რჩება საარჩევნო კანომდებლობის საკვანძო საკითხები, რომელთა გადაწყვეტაზეა დამოკიდებული კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „დაპირისპირების“ საგანი გახდა პროპორციული სისტემის შემოღება არ შემოღების საკითხი. ჯერ შემოთავაზებული იყო სრულიად პროპორციული და 0%-იანი საარჩევნო სისტემა, შემდეგ ეს დაპირება უკან იქნა წაღებული და დღეს ხელისუფლება საზოგადოებას სთავაზობს შერეულ სისტემას -100/50-ზე.

განხილვის პროცესში, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მხოლოდ ორი სუბიექტი მონაწილეობს და ხელისუფლება ისევ აგრძელებს თავის მიერვე გამოცხადებულ „შუაგაკრეფის“ პოლიტიკას, რითაც იქმნის მისთვის სასურველ დიალოგის ფორმატს.

მაღალ ემოციურ ფონზე მიმდინარე დაპირისპირების პროცესი კი ხელისუფლებას და მისგანვე შერჩეული სპარინგ-პარტნიორს საშუალებას აძლევს იგნორირება გაუკეთოს სხვა სუბიექტების განსხვავებულ ხედვას და, საერთოდ, საღ სახელმწიფოებრივ აზრს.

ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს კი გვაძლევს ის გარემოება, რომ მიუხედავად ხელისუფლების მიერ ხმამაღლა გაკეთებული განცხადებისა, პროცესში ისევ ვერ მონაწილეობს ყველა დაინტერესებული სუბიექტი, ხოლო დისკუსიაში, იმ ფუნდამენტურ თემებზე, რომლებიც ცივილიზებულ სამყაროში არჩევნების ჩატარების საფუძვლად ითვლება, საერთოდ არ იმართება.

დემოკრატიული სამყარო შეთანხმდა, რომ ზუსტად თუ არ აისახა საზოგადოების პოლიტიკური განწყობები არჩევნებში მიღებულ ხმებში, წინააღმდეგობა ქუჩაში გადაინაცვლებს, ქვეყანა ქაოსში ჩაეფლობა და მისი განვითარება შეუძლებელი გახდება.

მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ სხვადასხვა მანიპულაციების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებში, ოპონენტი შეიძლება კი დაამარცხო, მაგრამ ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემები ამით არ გვარდება. და ხშირად მსგავსი „გამარჯვება“ დიდი დამარცხების საწინდარი ხდება.

„სახალხო პარტია“ პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრებას ვითხოვდით მაშინაც, როდესაც დღევანდელი „აღშფოთებულები“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდით აფერეხებდნენ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას.

მაგრამ, მაშინაც და დღესაც, მივიჩნევთ, რომ როგორც საზოგადოდ მიღებულია და რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვირჩევენ, არჩევნების დემოკრატიული ჩატარებისთვის გადამწყვეტია არა საარჩევნო სისტემა, არამედ ერთნაირი და თანაბარი სასტარტო პირობების უზრუნველყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის და მაჟორიტარებისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შესაბამისად, მთავარია, რადიკალურად შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი და ამის შემდეგ პარალელურ რეჟიმში ვიმსჯელოთ თუ როგორი სისტემით ჩატარდება არჩევნები.

კერძოდ, კი

საქართველოში კომუნისტური პარტიიდან მოყოლებული არჩევნებს მმართველი პარტიები ატარებენ (ბოლო პერიოდში – თავისი სატელიტებითა და „სპარინგ პარტნიორებით“) და არა არჩევნებისთვის ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტები.

წინა რეჟიმის მიერ მიღებული და „ოცნებისგან“ სრულად გაზიარებული არსებული საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ყველა დონის კომისიის დაკომპლექტების პრინციპი ცალსახად არადემოკრატიულია და ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის დიდ სასტარტო უპირატესობას იძლევა სხვა საარჩევნო სუბიექტებთან შედარებით. ასეთი დიდი უპირატესობა ხდება მმართველ პარტიაზე მაჟორიტართა მიბმის საფუძველი.

დამკვიდრებული ფორმულა (ცსკ-ოს 6 წევრი პარტიებიდან, სადაც 3 ოფიციალურად ოცნებისაა (დანარჩენ 3-ზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა) და 6 – ფორმალურად ნეიტრალური, რეალურად მოქმედი ადმინისტაციის მუშაკები ან მათი ოჯახის წევრები) ხელისუფლებას დომინანტის როლს უნარჩუნებს თავისი კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისთვის.

აქედან გამომდინარე, წინასწარვეა ცნობილი რა შედეგით დამთავრდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომები, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმების, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნის, სარჩელების განხილვის და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის და ა.შ შესახებ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო სიების დაზუსტება და ამომრჩეველთა რეალური ოდენობის დადგენა, რაც „ოცნებისთვის“ 2012 წლის არჩევნებზე მთავარ თემას წარმოადგენდა. აუცილებელი აღიკვეთოს ამომრჩეველთა სიით მანიპულირება, ქვეყნიდან გასული (განსაკუთრებულად არალეგალურად) მოქალაქეთა ერთიან სიაში შერევა, ბინებზე „ამომრჩეველთა“ უკანონო მიწერები, სიის დალაგება არა ალფავიტის არამედ ბინებში მაცხოვრებლების მიხედვით და ა.შ და ა.შ.

არჩევნებისადმი მოსახლეობის ნდობის ამაღლება შეუძლებელი ხდება თუ არ იქნა მოგვარებული მუდმივი პრობლემა – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მკაცრი შემზღუდავი ნორმების არარსებობა.

საარჩევნო კოდექსისა თუ პარტიების შესახებ კანონის თეთრი ლაქაა ხმების დათვლისა და საარჩევნო დაფინანსების გამჭვირვალეობა და კონტროლი; საეთერო და სააგიტაციო დროის თანაბრად გამოყენება; სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ მედიის წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საკითხი და სხვა. ცალკე მსჯელობის საგანი უნდა გახდეს დავების საარჩევნო კომისიებში თუ სასამართლო წესით განხილვა.

გარდა ამისა კანონმა უნდა უზრუნველყოს, რომ დღის წესრიგიდან გაქრეს „ტექნიკური“ კანდიდატები“ ანუ „ძირითადი“ მოთამაშების სატელიტი პარტიების მიერ „კვალიფიციური სუბიექტის“ სტატუსის მიღების შესაძლებლობა. რაც ავტომატურად გამოიწვევს მათთვის ამ სტატუსიდან გამომდინარე პრივილეგიების, სახელმწიფო დაფინანსების და მედიაზე წვდომის, გაუქმებას.

ზემოთნათქვამის გარდა არის კიდევ სხვა მნიშვნელოვანი კონკრეტული საკითხები, რომლებზეც ამჯერად აღარ შევჩერდებით.

მივმართავთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომ საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების გარეშე უმრავლესობაში დარჩენის მცდელობა, დამღუპველი იქნება როგორც მათთვის, ასევე ქვეყნისათვის. ამასთანავე საფრთხის წინაშე დადგება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები და საქართველო – დასავლეთის პარტნიორობა.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ მათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დროა დარჩენილი საარჩევნო სისტემის კონსტიტუციური გზით შესაცვლელად, ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები და ავარიდოთ ქვეყანა გარდაუვალ, უკიდურესად მძაფრ პოლიტიკურ კრიზისს.

თავის მხრივ, „სახალხო პარტია“ მზადყოფნას გამოთქვამს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ზემოთ გამოთქმულ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებელ ძირეულ ცვლილებებზე გამართულ დისკუსიაში.

“სახალხო პარტია” მამუკა გიორგაძე 24.02.2020

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმემ კვლავ აქტუალური გახადა პრობლემა, რომელიც ჩვენგან კომპლექსურ რეაგირებას საჭიროებს.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ყოველი მკვლელობის, ადამიანთა გატაცების თუ სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამო საზოგადოება სხვადასხვა ფორმით გულწრფელ აღშოთებას გამოხატავს, ხელისუფლებები ვალმოხდილად აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩააყენეს საქმის კურსში და ვიშ-ვიშითა და ფატალური გარდუვალობის განცდით – მეტი რა შეგვიძლია -  მომდევნო ინციდენტამდე  ვიძირებით  ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების,  პოლიტიკური ორგანიზაციისა  თუ კერძო პირის  უპირველესი ამოცანა საქართველოს დაპყრობილი ტერიტორიებისა და იქ მძევლად დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეების დაცვა უნდა იყოს!   საქართველოსთვის მთავარი გამოწვევის, რუსეთის აგრესიის მოგერიების უზრუნველყოფის ღონისძიებები მრავალ კომპონენტს  შეიცავს. თითოეულ მათგანზე ერთიანი  ეროვნული  პოზიციის განსაზღვრა, ქმედებათა პროგრამის შემუშავება და მათი თანმიმდევრული და მიზანმიმართული განხორციელება  ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების  მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა იყოს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს პოლიტიკურ,   დიპლომატიურ,   სამარათლებრივ,  ეკონომიკურ და სამხედრო  ასპექტებზე.  ამ საკითხებზე ერთიანი მკაფიო პოზიციის ქონა რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების,  მიმდინარე კონკრეტული პრობლემების მოგვარებისა და გატაცებული  ჩვენი თანამოქალაქეების განთავისუფლების გზების სწორ არჩევანში დაგვეხმარება.

„სახალხო  პარტია“  გამოთქვამს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ საერთო ეროვნულ  ფართო და ღრმა დისკუსიაში და კიდევ ერთხელ წარმოადგენს თავის მოკლე თეზისურ ხედვას  სახელმწიფოებრივად აუცილებელი იმ ქმედებებისა, რომელსაც, ხელისუფლება უნდა ანხორციელებდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისგან არ არის მაქსიმალურად გამოყენებული ქართული სახელმწიფოს რესურსი და შესაძლებლობები. კერძოდ:

1. სამხედრო – თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთთან საბრძოლო მოქმედებების ნებისმიერი ფორმით განახლება ჩვენი მხრიდან იქნება ქვეყნისათვის სახიფათო და მაქსიმალურად უნდა იყოს აცილებული.  ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის მხრიდან, საერთაშორისო ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს სიღრმეში შეიარაღებული შემოჭრა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს თავისი სამხედრო რესურსი და მისი ადგილობრივი აგენტურა წერტილოვანი დარტყმებისა თუ ლოკალური პროვოკაციების განსახორციელებლად, რისთვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ მივცეთ მათ პროვოცირების საშუალება.

პარალელურ რეჟიმში მუდმივად უნდა ვანვითარებდეთ როგორც სათავდაცვო, ასევე, ზოგადად  უსაფრთხოების სისტემას  ჩვენი სტრატეგიული პარტნერების დახმარების ეფექტური გამოყენებით.

2. პოლიტიკური - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა  განახორციელოს:                                  - სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, შიდა დემოკრატიისა და ქვეყნის საზოგადოებრივი  ცხოვრების  მდგრადი განვითარების  უზრუნველყოფა;                                            - მოსახლეობის საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის ამაღლება და მთავარ საკითხებზე სამოქალაქო ერთსულოვნების მიღწევა.

- ტერიტორიებოკუპირებული  ქვეყნის შესაბამისი  კანონმდებლობისა და პრაქტიკის შექმნა, მათ შორის პრიორიტეტულია საქართველოს კანონმდებლობაში  ეროვნული ღირებულებების  ასახვა და საქართველოს  მიერ კონტროლირებულ  ტერიტორიაზე, სხვა   ქვეყნის აგენტურის უვნებელყოფა.

მკაფიოდ უნდა გაცხადდეს, რომ რუსეთის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მიმართ (უკრაინისთვისაც) – ქვეყნის ფედერალიზაცია და  „ამბოხებული ტერიტორიების“ მარიონეტული ხელისუფლებების სუბიექტად აღიარება – შეუსრულებელი მიზანია!

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების იმედზე ყოფნა, თანაც იმ პირობებში, როდესაც მას არ უწევ სრულფასოვან პარტნერობას და დიდია ეჭვი პირადი ინტერესებით რუსეთზე რომ ხარ მიბმული, სახელწიფოსთვის ზიანისმომტანია. უნდა შეწყდეს დათმობები,  რომლებიც  ვნებს  საქართველოს სახელმწიფროებრივ სტრატეგიულ ინტერესებს და რომელთა გამოსწორება შემდეგში შეუძლებელი იქნება.

მაქსიმალურად უნდა იყოს ამოქმედებული ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის ინტერესების გამომხატველი ინსტიტუტები ან ცენტრალურ ხელისუფლებაში შეიქმნას ოკუპირებული ტერიტორიების მართვის ქმედითუნარიანი დაწესებულება (აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მხოლოდ საარჩევნო კომისიის დამხმარე ორგანოდაა გადაქცეული, ხოლო ანტიკონსტიტუციური და დანაშაულებრივად შექმნილი  ყოფილი  ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ყოვლად გაუგებარი წარმონაქმნია).                                                                                                                              3. დიპლომატიური – ქვეყნის მიერ მსოფლიოს ერთა მდგრადი წონასწორობის  სისტემის  შექმნაში კუთვნილი ადგილის დაკავება და საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია; ყველა პლატფორმის გამოყენება საქართველოს მკაფიო პოზიციის დასაფიქსირებლად, ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისა და ნდობის ამაღლება, რაც საქართველოს მისცემს მორალურ უფლებას თხოვოს ევროკავშირსა და აშშ-ს გააძლიერონ ეკონომიური და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე!…                                                                                                    მსოფლიოს უნდა დავაჯეროთ, რომ  შეწყდა ცალმხრივი დათმობები  რუსეთის ფედერაციის მიმართ და მკაფიოდ გაცხადდეს, რომ ამ უკანასკნელთან საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზაცია შესაძლებელია ანექსიის შედეგების ლიკვიდაციის პირობებში.  დეოკუპაცია ერთჯერადი აქტია, მისი დასრულების შემდეგ რუსეთთან თანამშრომლობას ფართო პერსპექტივა ეხსნება. მანამდე, მხოლოდ, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებშია შესაძლებელი ურთიერთობა.                                                                                                                             4. სამარათლებრივი – მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ქვეყნებისა თუ პირებისთვის. რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე საოკუპაციო შეიარაღებული ძალების უკლებლივ ყველა ოფიცერი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მარიონეტული  ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის ყველა პირის მიმართ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები (ე. წ. პრეზიდენტები, წარმომადგენლობითი  ორგანოების წევრები, მინისტრები, ქალაქების ხელმძღვანელები და ა.შ), განსაკუთრებით კრიმინალურ  დანაშაულში მონაწილეეებისთვის.  მათ მიმართ განხორციელდეს სამართლებრივი დევნა (მაგ,  ინტერპოლით) და ეკონომიკური სანქციები ( მაგ, ყადაღა დაედოს მათ და აგრეთვე მათი უახლოესი ნათესავების ქონებას საქართველოსა თუ მთელ მსოფლიოში)…                                                                                  5. ეკონომიკური – საქართველომ უნდა მოახდინოს თავისი ეკონომიკის დივერსიფიკაცია,  შექმნას დასავლური ინვესტიციების მოზიდვისა და წარმოების განვითარების პირობები; მოძებნოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის გასაღებისათვის  რუსული ბაზრის გარდა  არსებული სხვა ბაზრებიც; მაქსიმალურად შეზღუდოს რუსული კაპიტალის მეშვეობით საქართველოს მოსახლეობის რუსულ პოლიტაკაზე მიბმის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი რუსული ფირმების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფუნქციონირების ხელშეწყობის არსებული მავნე პრაქტიკა.                                                                                                                                                   მოქალაქეთა  კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ამ სფეროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის მიმზიდველობისა და პერსპექტივის გაჩენა (მათი სამოქალაქო უფლებებისა და ადგილობრივი თვითმართველობის სრული რეალიზაციის პირობებში) მაქსიმალურად  შეუწყობს ხელს ამ ტერიტორიების მშვიდობიან რეინტეგრაციას საქართველოს სახელმწიფოში.

ჩვენი აზრით, ქართული პოლიტიკური ცხოვრების ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების რეალიზება  (სხვა ფაქტორებთან ერთად) მნიშვნელოვნად შეზღუდავს  ოკუპანტს თავის  უკანონო გადაწყვეტილებებში და შეამცირებს მისი აგრესიულობის ხარისხს ამათუიმ კონკრეტულ ეპოზოდში.

ცალსახად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამხედრო მდგენელის გარდა ყველა სხვა სფეროში ქართული სახელმწიფოს შესაძლებლობები შეუზღუდავია და ქვეყნის ერთგული ძლიერი ხელისუფლების პირობებში უკუეფექტი არ ექნება.

გავხდეთ ღირსნი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილი თანამოქალაქეობისა!

გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები, როგორც მის გასათავისუფლებლად, ასევე მსგავსი მოვლენების პრევენციისა და, საერთოდ,  ქართული სახელმწიფოებრივი გამოწვევების საპასუხოდ!

მამუკა გიორგაძე        სახალხო პარტია          12.12.2019

გაგვაგებინეთ რაზეა ატეხილი ასეთი აჟიოტაში?!
ე.წ. ერთიანმა ოპოზიციამ  საარჩევნო სისტემის რეორგანიზების თავისი პროექტი  „წარმოადგინა“.  იგი  მისგანვე დაგმობილი ხელისუფლების მსგავსად მოიქცა. არც შეეცადა საერთო სამოქალაქო თანხმობის მიღწევას, მას ხელისუფლებასთან კულუარული შეთანხმება ურჩევნია და სურს თავი წარმოაჩინოს როგორც – ქართული ოპოზიციური აზრის ერთადერთ გამოხატულებად.

წარდგენილი ვარიანტი არ გამხდარა საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი,  სრული სახით არც გამოქვეყნებულა (რაც ძალიან დიდ ეჭვებს აღძრავს) და მხოლოდ, მედიაში გავრცელებული თეზისებით შეგვიძლია გავაანალიზოთ. თუმცა, უცნობია კონკრეტული პუნქტები მოდიფიცირებული ვარიანტისა, რომელიც  საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული შეხვედრის განხილვის საგანი გახდა. ჩვენ მხოლოდ „მოლაპარაკების“ მონაწილეთა ინტერვიუების ფრაგმენტებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. მათში ადვილად იკითხება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესი და სახელმწიფოებრივი საფრთხეები, რომელიც მის დამკვიდრებას შეიძლება მოჰყვეს.

როგორც ცნობილია, საუბარი მიმდინარეობდა მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული 73 მაჟორიტარის არჩევის წესზე, რომელიც მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შექმნას ითვალისწინებს.

განვიხილოთ ინიციატივის ძირითადი ასპექტი.  მაგალისთვის,  6-მანდატიან ერთ ოლქში, რომელიც „იქმნება არსებული 6 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების გაერთიანებით“,  ყოველ საარჩევნო სუბიექტს შეუძლია წარადგინოს „არაუმეტეს იმდენი კანდიდატისა, რამდენიც აირჩევა შესაბამისი მრავალმანდატიანი ოლქიდან“ ანუ, 6.  ე.ი.  ვდაობთ, ერთიდაიმავე ტერიტორიაზე არსებულ მრავალმანდატიანი ერთი ოლქიდან განაწილდეს 6 მანდატი  თუ თითო მანდატი  ერთმანდატიანი 6  ოლქიდან.

ბუნებრივად დგება კითხვა: ამაზეა ატეხილი ასეთი აჟიოტაში და დავიდარაბა?!

როცა ვიცით, რომ რაც უფრო დიდია ტერიტორია ანუ, გაერთიანებულ ოლქში, პროცესების ორგანიზებაში „ოცნებას“  თავისი სახელისუფლებო, ფინანსური და ადმინისტრაციული  რესურსის გამო  (რომლის უკანონოდ გამოყენების მაღალ ალბათობას ოპოზიცია სწორად აფასებს) ყველა სხვა სუბიექტან შედარებით (ნაწილობრივ „ნაცმოძრაობასაც“) უდიდესი  სასტარტო უპირატესობა ენიჭება.

სხვა პარტიების მაჟორიტარებს, რომელთაც ერთ კონკრეტულ ერთმანდატიან ოლქში თავისი პირადი ცნობადობითა და ავტორიტეტით კიდევ შეეძლო კონკურენცია გაეწია ორივე სუბიექტისთვის,  გაერთიანებულ მრავალმანდატიან ოლქში, გაცილებით დიდ ტერიტორიაზე, არჩევნებისთვის საჭირო ფინანსები, ტექნიკური საშუალებები და მედიარესურსი არ გააჩნია, იძულებულს ხდიან უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან მოძებნონ გზა „ოცნების“ ან მისგან პარტნიორად შერჩეული სუბიექტისკენ.

გავიხსენოთ,  2016 წელს მთელი ოპოზიცია ამ არგუმენტით აკრიტიკებდა „ოცნებას“ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების გამსხვილების გადაწყვეტილების გამო.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თუ ექვსივე ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებისთვის ცალ-ცალკე  50 % – იანი ბარიერის გადალახვაა აუცილებელი, მრავალმანდატიან ოლქში უბრალო უპირატესობაც საკმარისია მანდატის მოსაპოვებლად.  მარტივი არითმეტიკაა – გაერთიანებულ 6 მანდანტიან ოლქში  ოცნების მიერ წარდგენილმა  კანდიდატებმა არსებულ  თანაბარი რაოდენობის  თავის 6 ერთმანდატიან  საარჩევნო ოლქში 35-40%  რომ აიღოს ექვსივე გავა. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 1-2 მანდატისთვის ბრძოლა ერთდროულად ექვსივე ერთმანდატიან ოლქში რომელ პარტიასაც შეეძლება ფაქტობრივად ცნობილია.

ოპოზიციის გათვლა იმაზე, რომ მათი  წარდგენილი ვარიანტით პარტიული მაჟორიტარის მანდატი პარტიული სიიდან გასულ დეპუტატთა რაოდენობას გამოაკლდება თავის მოტყუების სულელური მცდელობაა. ეს შეზღუდვა მაღალი პასუხისმგებლობისა და პოლიტიკური კულტურის მქონე  პოლიტიკურ ელიტას ეხება, თორემ საქართველოში ფსევდოდამოუკიდებელი მაჟორიტარების წარდგენა გავრცელებული პრაქტიკაა (მაგ. სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის ოლქში) და ოცნებას  თუ დასჭირდა არ იკადრებსო ნამდვილად ვერ ვიტყვით. შესაბამისად, „ოცნებას“ ეძლევა პოტენციური კანდიდატების მიზიდვისა და მათით მანიპულირების საშუალება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე იქმნება შთაბეჭდილება, რომ მაღალ ემოციურ ფონზე მიმდინარე პროცესი ემსახურება ხელისუფლებისა და მისგანვე შერჩეული სპარინგ-პარტნიორის ინტერესებს და კოაბიტაციის  ახალი ფორმით განხორციელებას.

საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ მსგავსი ვითარება 1999 წელს – როცა მაშინდელმა ხელისუფლებამ „ვერ გაუძლო ოპოზიციად წოდებულების აქტიურობას“  7 % – იანი ბარიერის შემოღებასთან დაკავშირებით, რამაც საქართველოს ბოლო 20 წლის ტრაგიკული მოვლენები განაპირობა.  მაშინაც და დღესაც პროცესების მშვიდობიანი განვითარების მსურველი საერთაშორისო ორგანიზაციები გამოყენებული იქნენ კონკრეტული ჯგუფების ინტერესების ლამაზად შესაფუთად.

ხალხის გაბითურების იმ თამაშის მონაწილენი დღესაც მთავარ როლებზე გვევლინება და, როგორც ჩანს, მზად არიან მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადასადგმელად.

სახალხო პარტია     მამუკა გიორგაძე    9.12.2019

სახალხო პარტიის განცხადება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით
ბოლო დღეებს მოვლენებმა ცალსახად დაგვანახა, რომ ქვეყანაში სახელისუფლებო და პოლიტიკური კრიზისია. ქვეყანას, რომელსაც არ გააჩნია რეალური პოლიტიკური სისტემა და გამართული სახელმწიფო ინსტიტუციები, მუდმივად საგანგებო რეჟიმში იმართება, ეს კი დროდადრო საჭიროებს ხელოვნურად კრიზის შექმნას, მონოპოლისტი მმართველის კარიზისების დამძლევად წარმოსაჩენად.

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების ფაქტი და, განსაკუთრებით, მისი განხორციელების ფორმა ამ მახინჯი სისტემის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს და რამაც უკვე დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქვეყანას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთადერთი საკითხი იყო რომელსაც მხარს უჭერდა ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ჯგუფი და მოწონებული იყო საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორისგან. განსაკუთრებით მისასალმებელი იყო ისიც, რომ საერთო ეროვნულ თანხმობაზე ზემოქმედების მოხდენა არ შეეძლო ოკუპანტ მეზობელს.

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მოვლენები ყველაზე შოკისმომგვრელი და დრამატული სცენარით განავითარა. ბ-ნ ივანიშვილს თუ არ ყოფნიდა სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილების მიღების ნება, ან არ უნდა გაეცა პირობა ცვლილებების განხორციელების შესახებ ან შეეძლო პირდაპირ ეთქვა საზოგადოებისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მან გადაიფიქრა მისგანვე ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა და ეს იქნებოდა გაგებული, როგორც, ჩვენთვის მიუღებული, მაგრამ მაინც პოლიტიკური პოზიცია და გადაწყვეტილება. იქნებოდა პროტესტი, მაგრამ საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი, საერთაშორისო სუბიექტები და ბოლოს და ბოლოს საკუთარი პარტიის წევრები თავს შეურაცყოფილად და მოტყუებულად არ ჩათვლიდნენ.

ნაცვლად ამისა ბ-ნმა ივანიშვილმა, მისი მორჩილი დეპუტატების ნაწილის მეშვეობით შემოგვთავაზა სამარცხვინო და ყველასათვის ადვილად გასაშიფრი ფარსი და შეგნებულად წავიდა ხელოვნური შიდაპარტიული თუ სახელმწიფოებრივი ქაოსისა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვისკენ.

ჩვენ გვესმის მხოლოდ განცხადებები, რომ ხელისუფლება მოწოდებულია და ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და დემოკრატიის განვითარებისთვის, თუმცა ვერ ვხედავთ ქმედებებს, რომლებიც ამ განცხადებების ადეკვატური იყოს.

მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა ხელისუფლება არ ცდილობს შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებას, მას აქვს შესაძლებლობა შექმნას ყველა დაინტერესებული სუბიექტის მონაწილეობით დაძაბულობის განმუხტვის პლატფორმა, მოძებნოს საკითხის გადაწყვეტის სამართლებრივი და პოლიტიკური გზები ან ჩაატაროს საკითხის შესახებ რეფერენდუმი.

ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, აქაც სახელმწიფოებრივად საშიში გზა აირჩია – აგრძელებს რა თავის „შუაგაკრეფის“ გამოცხადებულ კურს და ხელოვნური დესტაბილიზაციის, ორპოლუსიანობისა და მართვადი ქაოსის სტიმულირებას. რამაც საზოგადოების ფართო უმრავლესობისთვის მიუღებელი და უარყოფილი პარტიის და მასთან დაკავშირებული სუბიექტების და ამ პროცესიდან გარიდებული რუსეთის სპეცსამსახურებს გააქტიურობის საშუალება მისცა.

ყოფილი ხელისუფლება კი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ყველა განშტოების სახით კი მოწოდებულია საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს მმართველი ძალის ნებისმიერი შეცდომა თუ დანაშაული და ცდილობს მთავარ ოპოზიციურ ძალად და ერის ინტერესების დამცველად მოგვევლინოს.

„ნაციონალური მოძრაობა“ შენიღბული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებით, ე.წ. „სამოქალაქო აქტივისტებითა“ და მათგან მართული მედიით, მონოპოლიზებას უკეთებს ოპოზიციურ აზრს და ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს ჯანსაღი ხედვა. ის არაკონკურენტუნარიან გარემოში ახდენს საჯარო სივრცის დრამატიზებასა და ხელოვნურ რადიკალიზაციას. საბაბით კი მას „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს – იქნება ეს „გავრილოვის პროექტი“ თუ კონსტიტუციაში ცვლილებების ჩაგდება.

„სახალხო პარტია“ პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრებას ვითხოვდით მაშინაც, როდესაც დღევანდელი „აღშფოთებულები“ ხელისუფლებაში ყოფის დროს ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდით აფერეხებდნენ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას.

„სახალხო პარტიისთვის“ მიუღებელია ილუზორული გაერთიანების წარმოჩინება – „ყველანი აქ ვართ“ – რაც მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ლოზუნგი „წადი“, „ყველა მინუს ერთი“ და ა.შ… გამარჯვებაზე ორიენტირებული სერიოზული პოლიტიკის ლოზუნგად არ კმარა (ეს არის ბრძოლის უკმარისი, მაშასადმე – ამთავითვე უპერსპექტივო ტაქტიკა) და პროცესების მორიგ ორპოლუსიან პოლიტიკურ სპექტაკლში გადაზრდას ემსახურება.

იმის გათვალისინებით, რომ 2024 არჩევნები 5% ბარიერითა და ბლოკების გარეშე ჩატარდება, არის დიდი ალბათობა, რომ არსებული ოცნება-ნაციონალების მონოპოლია შენარჩუნდება ქვეყანაში და არაფერი არ შეიცვლება კიდევ მინიმუმ 9 წლის განმავლობაში.

შესაბამისად, აუცილებელია, რომ ყველა სუბიექტი 2020 წლის არჩევნებში იყოს თანაბარ პირობებში და პროპორციული სისტემა დაპირებული ბუნებრივი ბარიერით განხორციელდეს ახლავე.

ამის გარეშე ხელისუფლება ძალადობრივად, ხელის გადაგრეხვითა და ხალხის ნების უგულვებელყოფის გზით, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებაზე უარის თქმით, შეეცდება უმრავლესობაში დარჩენას, რაც დამღუპველი იქნება როგორც მისთვის ისე ქვეყნისათვის. ამას სახალხო პარტია არ შეეგუება.

განვითარებულმა სავალალო პროცესებმა მოვლენებმა, ნათლად დაგვანახა, რომ საფრთხის წინაშე დგას ჩევნი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები და საქართველო – დასავლეთის პარტნიორობა.

„სახალხო პარტიას“ მიგვაჩნია, რომ დღეს როგორც არასდროს საჭიროა ეროვნული სულისკვეთებისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებმა და ორგანიზაციებმა გააერთიანონ თავიანთი ძალისხმევა საქართველოს განვითარებისთვის და შექმნან ერთიანი ძლიერი ქრისტიანულ ფასეულობებზე ორიენტირებული მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება, რომელიც შეძლებს საზოგადოებას წარუდგინოს სახელმწიფოს მოქმედების, ანუ ქვეყნის მართვის კურსის, კონკრეტული პროგრამა: ჩამოაყალიბოს და დაასაბუთოს საერთო ეროვნული ამოცანები, პირველი რიგის და შემდგომი კონკრეტული სახელმწიფოებრივი ნაბიჯები, რომელიც აუცილებელი იქნება საქართველოს გადასარჩენად, მის გამოსაყვანად დღევანდელი კრიზისიდან და მისი მომავლის უზრუნველსაყოფად.

სწორედ ამ გაერთიანების იდეას ვთავაზობთ დღეს ჩვენ საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს თუ პოლიტიკურ ჯგუფებს და გამოვდივართ ინიციატივით მოწვეულ იქნეს საერთო ეროვნული მემარჯვენე იდეოლოგიის კონგრესი, სადაც გაიმართება მსჯელობა მსგავსი გაერთიანების შექმნაზე.

სწორედ ჩვენი, ამ გაერთიანების მსურველთა ერთიანი ძალისხმევის შედეგი უნდა იყოს ის, რომ „ქართულ ოცნებას“ და მის თავჯდომარეს გავუჩინოთ პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩავარდნით შექმნილი ვითარების გამოსწორების დაუოკებელი სურვილი.

დღეს ჩვენ, თქვენს წინაშე წარმოვდგებით ამ პოზიციითა და კონკრეტული შეთავაზებით და ყოველთვის მზად ვართ უმკაცრესად გავაპროტესტოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არათავსებადია ჩვენი სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებთან.

„სახალხო პარტია“  16.11.2019