» წმ.ილია მართალი

ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე
18.06.2020  „ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე“

ავტორი: მამუკა გიორგაძე, პოლიტიკოსი.

საქართველოს უწყვეტი  სახელმწიფოებრიობის  მრავალათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში ჰქონია დიდებისა და დაცემის, „ოქროს ხანისა“ და დაქუცმაცების, სხვაზე სუვერენობისა და სხვისი ვასალობის პერიოდები. თუმცა ისტორიის ყველა ეტაპზე ის, ერთიანად თუ მისი შემადგენელი ნაწილები ცალ-ცალკე, ყოველთვის საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტად და ქართულ სახელმწიფოდ რჩებოდა. მისი შიდა მოწყობა, თვითმმართველობა და ყოფა-ცხოვრების ქართული წესი, მცირედი გამონაკლისების გარდა, ხელშეუხებელი და ტრადიციული იყო.

1801 წლიდან რუსეთის იმპერიამ დაიწყო ქართული სამეფო-სამთავროების ანექსია  და მათი სახელმწიფოებრიობის გაუქმება. ქართველმა ხალხმა დაკარგა არა მხოლოდ ეროვნული თავისუფლება, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფო  და ეროვნული ინსტიტუტები. საკუთარი აღარც ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავდა, ხოლო ეროვნული უფლებები შელახული და ფეხქვეშ გათელილი აღმოჩნდა. ავტოკეფალია დაკარგა საქართველოს   სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ.

დამოუკიდებლობისთვის ქართველ მამულიშვილთა დიდი ნაწილის თავდადებულმა ბრძოლამ  მარცხი განიცადა. 1802, 1804, 1812 წლების აჯანყებების  და 1832 წლის შეთქმულების შემდეგ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი არსებული მდგომარეობისადმი შეგუების პოზიციაზე დადგა და პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობდა. მხოლოდ ერთეული ინდივიდები განაგრძობდნენ ბრძოლას. საზოგადოებრივი  ელიტის წარმომადგენლები,  რომლებიც საკუთარ თავში ქართველი ერის თავიანთი თაობების საუკეთესო მისწრაფებებს აერთიანებდნენ, ცდილობდნენ, დაშვებულის ფარგლებში შეძლებისდაგვარად დაეცვათ ეროვნული ინტერესები.

საკმაოდ მძიმე მდგომარეობა დახვდა სამოქმედო ასპარეზზე გამოსულ  ახალგაზრდა „თერგდალეულთა“ თაობას და მის გამორჩეულ ლიდერს, ილია ჭავჭავაძეს:

„თავადი რომ აზნაურს ზურგს უქცევს, აზნაური – თავადსა, ორივენი – გლეხსა; ეს ვაჭარი, რომ სამივეს ერთნაირის სიხარბითა სწოვს,ნუთუ ესენი თვითეულად ცალკე და ყოველნივე ერთად ქართველი ჰგონია ვისმე!“

„აბა დაიძახე: ქართველო-თქო, თუ შავის ზღვიდამ მოყოლებული კასპიის ზღვამდე მარტო ღიპ-გადმოგდებულის ქართველის მეტმა (ე.ი. გორის მაზრაში მცხოვრებელმა) შემოგხედოს ვინმემ, და თუ გაჭირდა, იქნებაკახელმაც თავისი სხვილი კისერი შენკენ მოიღრიჯოს, სხვანი კი ყურსაც არ გათხოვებენ, თითქოს ამათ არ ეძახიო, თითქოს ისინი კი ქართველები არ არიანო“ („ზოგიერთი რამ“).

ეპოქა საქმიანობის შესაბამის თანამედროვე ფორმებს მოითხოვდა, რომლებიც მიმდინარე  გამოწვევების ადეკვატური უნდა ყოფილიყო. ილიამ  შეაფასა ვითარება და მთავარი პრობლემის აღნიშვნის შემდეგ - „ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში – ყველა, საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის, საცა “მე” ხშირია და “ჩვენ” – იშვიათი!“ („ზოგიერთი რამ“) - პასუხი გასცა მისსავე დასმულ მთავარ კითხვებს: „არ ვიცით – რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ – რანი ვართ, ვერ გამოგვისახია – რანი ვიქნებით!“ (რა გითხრათ? რით გაგახაროთ?). გამოყო ერთიანი ეროვნული ამოცანა:საერთო ქართულ  ღირებულებათა  სისტემის „მკვიდრ“ საფუძველზე ახალი ეროვნული, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ერთობის ჩამოყალიბება.  შეიმუშავა ბრძოლის  სტრატეგიული მიზნები,  სამოქმედო  ტაქტიკა და მისი განხორციელების გზაზე გადასადგმელი კონკრეტული  ნაბიჯები.

ილიას ერთიანი დოქტრინალური დოკუმენტი არ შეუქმნია, მან ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო თავისი ხედვების „პროგრამული“ დებულებების გამოხატვა. მის ყველა ნაწარმოებში ერთიანი დიდი პროგრამის რომელიმე ელემენტია გაშლილი, რომელიც სრულ წარმოდგენას გვაძლევს ილიას მიერ ჩამოყალიბებული პრინციპების ეროვნულ თუ საკაცობრიო მნიშვნელობაზე. ასევე, უდიდესი სიზუსტით არის პროგნოზირებული მომავლის სავარაუდო მოვლენები.

მუდმივად მომავალზე ორიენტირებული ხმამაღლა აცხადებდა: „ხვალე დღევანდელს უნდა სჯობდეს, მერმისი აწინდელს. კანონი განვითარებისა და ბედნიერებისა ამაშია და სხვა არაფერში“ (1882 წ. სექტემბერი, შინაური მიმოხილვა).

შეგვიძლია ვიამაყოთ – თავისი პერიოდის მსოფლიო მოღვაწეთა შორის ბევრი არ მოიძებნება მსგავსი აზროვნების სიღრმისა და დიაპაზონის, ანალიზის ლოგიკურობისა და წინასწარმეტყველების უნარის მქონე მოაზროვნე და საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზატორი. მან ზუსტი და მკაფიო ფორმა მისცა ეროვნულ ღირებულებებს, რაც დღეს ცივილიზებული სამყაროს წარმმართველია. მრავალ თემაზე, განსაკუთრებით ადამიანის საზოგადოებრივი ფუნქციის, ერის უფლებებისა და სახელმწიფოს მოწყობის შესახებ, დღესაც აქტუალურია მისი პოზიცია  და ხედვა.

შევეხებით ამ ხედვის ზოგიერთ  უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ასპექტს:

ილიამ ზუსტად იწინასწარმეტყველა კაცობრიობის განვითარების მიმართულებები. ის, რომ ცალკე აღებული ადამიანისა თუ მთელი ერის თავისუფლებისკენ სწრაფვა მე-20 საუკუნის მთავარი მამოძრავებელი, მაგისტრალური ხაზი იქნება (“თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი“),  მსოფლიო დემოკრატიზაციის  მიმართულებით  განვითარდება და დეკოლონიზაცია გარდუვალი პროცესი გახდება.  საქართველო მოიპოვებს დამოუკიდებლობას, რისთვისაც ქართველებმა მზადება უნდა დაიწყონ.

წარმოადგინა გეგმა – საწყის ეტაპზე მოძრაობას ეროვნული ცნობიერების ფორმირებისა და  ეროვნული  და კულტურული  თვითიდენტიფიკაციის ამოცანა დაუსახა. მას თვითმართვადი და თვითკმარი პოლიტიკური, საგანმანათლებო და კულტურული დაწესებულებების ჩამოყალიბების პროცესი უნდა მოჰყვეს და იმპერიის შემადგენლობაში ავტონომიის მოპოვებისა და ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ დადგება  ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და თავისუფლების  მოპოვებისთვის ბრძოლის ეტაპი. შესაბამისად, შეუდგა ამ გეგმის რეალიზებას.

ღრმა გეო-პოლიტიკური ანალიზით განსაზღვრა საქართველოს სტრატეგიული განვითარების მიმართულება: „რუსულ პოვოსკას არ გაალაყებინოთ ტვინი და გაადღვებინოთ გულ-მუცელი“ (“მგზავრის წერილები“). რუსეთთან საქართველოს განვითარების  პერსპექტივა არ აქვს. „საქართველოს რუსეთის იმპერიასთან დაკავშირება იყო თვით ქართველი ერის სიკვდილი“ (ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერი). საქართველოს გზა ცივილიზებული დასავლეთისკენაა, სადაც ყველაზე მეტად არის დაცული ადამიანისა თუ მთელი ერის უფლებები,  უსაფრთხოება და კეთილდღეობა. დასავლეთში მიმდინარე პროცესების შესწავლის შემდეგ ილია საუკუნენახევრის წინსწრებით სწორად განჭვრეტს – დასავლეთის ლიდერობის ყველაზე მეტი რესურსი ამერიკას გააჩნია.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ილია ჭავჭავაძემ, როგორც პოლიტიკურმა  მოაზროვნემ, ფაქტობრივად ჩამოაყალიბა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მხარდაჭერილი იდეოლოგიური მიმართულების -  ქრისტიანული-დემოკრატიის საფუძვლები. მთელი მისი შემოქმედება გაჟღენთილია ქრისტიანულ მორალურ-ზნეობრივ ნორმებზე დაყრდნობით განხორციელებული პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ეკონომიკური თუ სოციალური ურთიერთობების უპირატესობაზე. ქრისტიანული ფილოსოფიის ჭრილში განიხილა სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც გარანტი ადამიანის თავისუფალი განვითარების, მისი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის.

იგი იმ საფუძველს წარმოაჩენდა, „საცა ერი პოულობს თავისი სულის ღონეს“ („ოსმალოს საქართველო“), რომელზედაც  ქართული მსოფლმხედველობითი სისტემა „უნდა აღმოვშობოთ მკვიდრად“ („ერი და ისტორია“).  ეროვნული ცნობიერება და “ზოგად კაცობრიულ გაგებაც” ჰარმონიულად იქნება ერთ კონკრეტულ ადამიანსა თუ მთელ ერში შერწყმული და განვითარებული. ამ ჰარმონიის საფუძველთა საფუძველი კი ადამიანის თავისუფალი ნებაა:

„საცა ეგ [თავისუფლება] არ არის, იმ კაცთა საზოგადოებური ცხოვრება, რომელიც ერთმანეთზედ დამოუკიდებლად და გადუბმელად შეუძლებელია, მარტო ძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმა-ნეთის ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა. მაშინ ყოფა ადამიანისა ნადირთ ყოფაა და ადამიანი, ეგ კერძი ღვთისა, ნადირად გადაქცეულია“. (რა არის თავისუფლება?)

დღეს ქართულ საზოგადოებაში საკამათო არ არის „დასავლური ღირებულებების“ ზოგადად და კონკრეტულად, ქრისტიანული-დემოკრატიის  პარამეტრები – ადამიანის უფლებები და თავისუფლება,  თანასწორობა, სოციალურ ფენებს შორის თამამშრომლობა, სოლიდარობა, სუბსიდიარობა, კანონის წინაშე თანასწორობა და ა.შ.  ილიას მემკვიდრეობასთან შეხებისას ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ეს ცნებები საქართველოში იმპორტირებული არ არის, ის ქართული და ორგანულია.

ამ ღირებულებების ილიასეული ფორმულირებები -  „წოდებათა შერიგება“, „თაობათა თანხმობა“, „კლასობრივი თანამშრომლობა“, „დაპირისპირებულ ძალთა ბედნიერი მორიგების“, „ურთიერთ შემწეობის გზით“ „ეროვნული ერთობა“,  „მეცნიერების და სარწმუნოების ერთმანეთში ბედნიერად მორიგებისა ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“ და სხვა – მუდმივად „დროების შესაფერად განვითარებული“ საქართველოს ფასეულობათა სისტემის შემადგენელი ელემენტებია.

მთელისა და მისი ნაწილის ურთიერთმიმართებისა და სახელმწიფოს ფუნქციის ილიასეული მოსაზრებები : „რასაც თვითოეული ცალკე ვერ  შევსძლებთო, ამას  საზოგადოებრივად, ერთად ადვილად შევიძლებთო” (“საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის”) და “მთავრობას იმისთანა წყობილება უნდა ჰქონდეს, რომ ერთის გზით თავისი ხალხის მეურნეობის ნამდვილს, უტყუარს და აუცილებელ საჭიროებას დღე მუდამ ჰგრძნობდეს, და მეორეს გზით – მზად იყოს ფულით, ცოდნით, რჩევით დაუყოვნებლივ შემწეობა მიაშველოს იქ მაინც, საცა კერძო პირთა შეძლება ვერ გაწვდება“ (“კავკასიის სასოფლო მეურნეობის საზოგადოების” შესახებ. თანამედროვე ქრისტიანული-დემოკრატიის მთავარი დებულებებია.

დღეს ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ილიას ხედვების იდენტურია, რომელიც 150 წლის წინ შეიქმნა. ილია ბრძანებს: „ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა“(“ქვათა ღაღადი”)... ის ყველა ვითარებაში ხელშეუხებელი და საპატივცემულოა. ამასთანავე, ილია ადამიანის ფუნდამენტურ  უფლებათა და ღირსებათა ხელშეუხებლობას განასხვავებს ადამიანის სოციალური დაწინაურებისთვის საჭირო თვისებებისგან, რომელიც ჯანსაღი კონკურენციის პირობების შესაბამისად ყალიბდება.  ილიასთვის მთავარია: ”ყოველი წყობილება, რომლის ძალითაც მოქმედებს მთელი კაცობრიობა იმიტომ არის შემოღებული, რომ ადამიანი, რამდენადაც შესაძლოა, ბედნიერი იყოს” (1882 წ. ივნისის “შინაურ მიმოხილვა”).  იქვე აღნიშნავს: „თუ ადამიანს თავისი ვინაობა არარად მიაჩნია, მაშინ იმ ადამიანში ადამიანური რაღაა?“

ილიასთვის საზოგადოება უსახური მასა კი არ არის, არამედ პიროვნებათა კრებულია - „საცა კაცი არ არის, იქ საზოგადოებაც არ არის, და საცა საზოგადოება არ არის, იქ არც ხალხია“.  (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. მაისი-ივნისი). მათი სამართლიანი და ჰარმონიული განვითარების საფუძველია: „კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკე ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია იმ საფუძვლისა, რომელზედაც დამყარებულია კაცთა საზოგადოების წესიერი აგებულება“.

ილია საუკუნე ნახევრის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ დისკუსიაშიც თავის მკაფიო სიტყვას ამბობს,  განასხვავებს რა  „ჭეშმარიტ“ და „ტყუილ“ ლიბერალს:

„ჭეშმარიტი  ლიბერალობა  უარყოფს   მარტო  იმისთანა  ძველს,  რომელსაც  თავისი  დრო  და  ჟამი  მოუჭამია,  რომელიც  დღეს  ხარიხად  გასდებია  ცხოვრებას  და  წინსვლას  უშლის.  იგი  ნდომობს  იმ  ძველის  მაგირერ  იმისთანა  ახალს,  რომელიც  ძველზედ  უკეთ  ხელს  მოუმართავს  ცხოვრების  განკარგებასა  და  წარმატებას“(შინაური მიმოხილვა 1881 წელი, მაისი_  - დღესაც დასაფიქრებელია ეს სიტყვები.

აქტუალური და თანამედროვეა მისი ხედვა განათლების სისტემაზე:

“დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და დავიწყებულია, რომ ადამიანს, ჭკვა-გონების გარდა, გულიც აქვს, რომელსაც კაი-კაცობისათვის ისეთივე წურთვნა და გახსნა უნდა, როგორც ცოდნისათვის ჭკვა-გონებასა; „ამ მხრით ეხლანდელი სკოლა ბევრში ჩამოუვარდება “განახლების” დროების სკოლებს, რომელთაც საგნადა ჰქონდათ თანასწორი წარმატება ადამიანის სულისა და ხორცისა”;  „საგანი აღზრდისა ის არის, რომ თავის რიგსა და წესზედ წარმატებულ იქმნას ყოველნი ძალნი და ნიჭნი ადამიანისა, როგორც გონებითნი, ისე ზნეობითნი, როგორც სულიერნი, ისე ხორციელნი.“ („პედაგოგიის საფუძვლები“. 1888 წ.).

ილიას ბრძოლის ერთ-ერთი მიმართულება – ყველა სფეროში რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება – საქართველოში დღესაც მიუწვდომელი „ფუფუნებაა“: „თვითმოქმედება ყოვლად  მხსნელი და ძლევამოსილი ძალია ყოველსფერში და ნამეტნავად მაშინ, როცა კაცს, თუ საზოგადოებას თავის–თავის შველა უნდა” (“ქალი მასწავლებელი”).  „საითაც უნდა მიიხედოთ, რომელი ქვეყანაც გინდათ გასინჯოთ, ყველგან ერთს უცილობელს ჭეშმარიტებას დაინახავთ: იგი ქვეყანაა უფრო ბედნიერი, უფრო ღონიერი სულითა და ხორცით, რომელსაც თვითმოქმედება გაძლიერებული აქვს და ყოველის მოძრაობის სათავედ შეჰქმნია” და  „პირიქით, საცა ეგ თვითმოქმედება გაღვიძებული არ არის, იქ კერძო კაციც ცალკე და საზოგადოებაც საერთოდ ფერმკრთალია, უღონო და ცოცხალ-მკვდარი” („ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის მორიგი კრების გამო”).

პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ არის თემა, რემელზეც ილიას საკუთარი პოზიცია არ გამოეხატოს და დღესაც აქტუალური არ იყოს. მისი ესა თუ ის კონკრეტული ინიციატივა დღევანდელი საქართველოსთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის,  საქართველოს დაუსახლებელ და განსაკუთრებით, სასაზღვრო რეგიონებში, რუსეთის იმპერიის მესვეურებისგან  უცხოტომელთა შემოსახლების საფრთხეს  ილიამ ქართული დასახლებების – „ხოდაბუნების“ შექმნის იდეა დაუპირისპირა, რითაც ეს ტერიტორიები ერთიან ქართულ სივრცეში მოაქცია. ზუსტად იმავე პერიოდში ებრაელთა ეროვნულმა მოძრაობამ ერთიანი ძალით დაიწყო ისრაელის მიწების ათვისება და შექმნა „ხოდაბუნის“  მსგავსი დასახლებები – „კიბუცი“, რომელთა მოსახლეობამ ათწლეულების შემდეგ უდიდესი როლი ითამაშა ისრაელის სახელმწიფოს შექმნაში. ჩვენთან, სამწუხაროდ, მსგავს საქმეებში ილიას ხელს უშლიდნენ, შედეგიც სახეზეა.

მრავალ სხვა საკითხში, მათ შორის მისი სოციალ-ეკონომიკური პრინციპები,  ილიას მიერ ჩამოყალიბებული ხედვები, რომელთაც ამ წერილში ადგილის სიმცირის გამო ვერ განვიხილავთ, დღევანდელი მსოფლიო ქრისტიან-დემოკრატიული და სახალხო პარტიების პროგრამის მთავარი დებულებებია. ცალკე აღსანიშნავია  ილიას მხრიდან სახელმწიფოებრივად გააზრებული და არგუმენტირებული პოლემიკა მარქსისტული თუ არამარქსისტული მიმართულების სოციალისტურ და ბოლშევიკურ  ძალებთან.

ილიამ „დროების შესაფერად“  1905 წლის მეორე ნახევარში  მიიღო გადაწყვეტილება,  ჩამოეყალიბებინა  ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული  ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პარტია და დაიწყო მუშაობა მის პროგრამაზე.  ილიას ჩანაფიქრით, პარტიას უნდა შეეკრიბა და ეხელმძღვანელა ეროვნული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მებრძოლი ძალებისთვის, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიემართა ავტონომიის მოპოვებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის.

დაიწყო  ეროვნულ-პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის სერიოზული პროცესი. ყველამ იცოდა მისი, როგორც იდეოლოგის, ასევე ორგანიზატორის, შესაძლებლობები.  ასეთი ავტორიტეტული ადამიანის, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრის მიერ  პარტიის შექმნის  გაჟღერებამ მთელ  იმპერიაში გამოიწვია რეზონანსი.  აქამდეც ილია ჭავჭავაძე საქართველოს ყველა ავისმოსურნის სამიზნე იყო, მაგრამ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის  შემდეგ ის მათი ყველაზე საშიში მტერი გახდა. ერთმანეთთან თითქოს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული იმპერიის მთავარი პოლიტიკური ძალები -„დერჟავნიკები“ და სოციალ-დემოკრატები,- რომელთაც ილიას კალმის სუსხი  ისედაც არ აძლევდა მათი საქართველოსთვის დამღუპველი გეგმების სრულად რეალიზების საშუალებას, ილიას მიერ პარტიის შექმნამ და თავიანთი პოლიტიკური პოზიციების დაკარგვის შიშმა ილია ჭავჭავაძის ფიზიკური ლიკვიდაციის გზაზე დააყენა.

ვაჟა-ფშაველამ მათი მოტივი ასე განსაზღვრა: „ვერ მოუნელებიათ ის გარემოება, რომ ილიამ ეროვნული საკითხი მკვიდრ ნიადაგზე დააყენა, იგია წარმოდგენილი მთელი საქართველოს ერისა, მისი იდეოლოგი“  („ყვავ ყორნები ილიას აჩრდილის გარშემო“).

მისი სიკვდილით კი საქართველო ასცდა თავისი ბუნებრივი განვითარების გზას და დღემდე ვერ უპოვნია „საკუთარი ვინაობა“ და „დროების შესაფერად განვითარებული“  სახელმწიფო.

თავის დიდ დანატოვარში, უმეტეს თავის პუბლიცისტურ წერილებსა თუ მხატვრულ ნაწარმოებებში ყველაზე ხშირად სხვადასხვა ვარიაციებში გამოყენებული აქვს ფრაზა:  „ყველანი ერთად და თვითოეულად ცალკე ყოველის ჩვენის შეძლებითა და ღონითა” („შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. მაისი-ივნისი), „ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა იცოდეს, რომ იგი განუყოფელი ნაწილია ერისა და ამიტომ თავის კეთილდღეობას უნდა ეძებდეს მარტო მთელი ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე” და ა.შ. ამით ნათლად მიგვანიშნებს, რომ ყველგან და ყველაფერში, ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე ჩვენი დროის ერთიანი ეროვნული ამოცანა უნდა განვსაზღვროთ და გადავწყვიტოთ. თუ ილიას გზით ვივლით წარმატება გარდუვალია. ილია აქაც მოგვიწოდებს: „ახალ ოქროვან ხანას“  ჩვენი ბრძოლა სჭირდება: „რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისაგან ბევრ ნურას ველოდებითო“ („საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის”).

ყველაზე ზუსტად იაკობ გოგებაშვილმა შეაფასა ილიას  მნიშვნელობა შთამომავლობისთვის: „იქნებ მომავალში მსოფლიოს არცერთ ერს არ დასჭირდეს თავისი გენიოსი წინაპარი ისე, როგორც ილია ჭავჭავაძე ქართველ ერს“. ხოლო  ივანე ჯავახიშვილმა „მომავლის გზისგამკვლავი“  უწოდა მას.

დიახ, დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება, გავააქტიუროთ ილიას მემკვიდრეობა - „საქართველოს თანამდევი უკვდავი სული“ და დავიწყოთ ილიასეული გაკვალული გზით ქართული სახელმწიფოს მშენებლობა „ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე“.

2020 წლის ივნისი, თბილისი

პედაგოგიკის საფუძვლები – წმ. ილია მართლის მიხედვით
დღვევანდელ დღეს, როცა ადამიანებს ჩვენს აზრებსა და შეგრძნებებში დაკარგული გვაქვს სულიერ სამყაროსთან კავშირი, ჩვენთვის რთულ ამოცანას წარმოადგენს ჩავწვდეთ თუ რა არის ადამიანის არსება, რა დანიშნულება აქვს ამ არსებას დაბადებიდან გარდაცვალებამდე და რა ელის მას გარდაცვალების შემდეგ.

საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობს მისწრაფება გაიბას ძაფები, აღდგეს კავშირი ღმერთთან და ამ გზით შესაძლებელი გახდეს დედამიწაზე სწორი ურთიერთობა. სწორედ ჯანმრთელი იმპულსი მისწრაფებისა მოუწოდებს მეცნიერებსა და ადამიანებს კვლევისაკენ, მსჯელობისაკენ სხვადასხვა საკითხების ირგვლივ, როგორიცაა ოჯახის საკითხი,

აღზრდისა და სკოლის, სოციალური საკითხი, სამართალი, ჯანმრთელობა და ა.შ.

ბევრი სხვადასხვა მოსაზრებაა შემოთავაზებული ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, რეალურად კი ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული საზოგადოებისათვის შესაფერი, ჯანმრთელი დასაყრდენი ვერ მოიძებნა. კამათი და მსჯელობა გრძელდება და ტკივილის მეტს ვერაფერს ვიღებთ.

ჩვენც ეს ტკივილი მიგვაპყრობინებს ყურადღებას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხისაკენ _ დღევანდელი სკოლებისაკენ, სადაც ადამიანის მომავალ ცხოვრებას საფუძველი უნდა ჩაიყაროს.

გავეცანით წმ. ილია მართლის ნაწერებს პედაგოგიკის საფუძვლების თაობაზე და თუ შევადარებთ დღევანდელი სკოლების მუშაობის შედეგებს მაშინდელს, დაკვირვებული ადამიანი შენიშნავს, რომ თითქმის არაფერი შეცვლილა და რომ თითქმის ერთნაირი სამწუხარო სურათი წარმოუდგება თვალწინ ყველას, ვისაც არ ეშინია პირდაპირ შეხედოს მართალს და თვალი თავლში გაუყაროს. თითო-ოროლა მაგალითის გარდა, “ეხლანდელი ყმაწვილი-კაცი ჯანით მეტად უძლურია, საშინლად ძარღვ-მოშლილი და მოდუნებული, თითქოს სნეულიაო. უღონობისაგან ხელებჩამოყრილია მცირე დაბრკოლების წინაშე. გულს უხეთქავს, ხალისს უკლავს ყოველი საქმე, რომელიც-კი ცოტად თუ ბევრად მხნედ, მედგრად ხელის მოკიდებას თხოულობს, ხანგრძილვს, დაჟინებულს, გულგაუტეხელს ბეჯითობას და გარჯას. არ არის იგი ჩვეული თავით თვისით ისაზროს, იფიქროს და ამის გამო, ადვილად ეძლევა უარყოფას ძველისას და სრულადაც არა ჰნაღვლობს უარყოფილის სანაცვლოდ ახალი რომ ჩააყენოს. ყოველივე ამის გამო, ეხლანდელი ახალგაზრდა დიდად უბედურია და იშვიათად შემძლებელია, რომ გონიერად ჭკვა დასმით და სასარგებლოდ თავით თვისით გააკეთოს რამ და იღვაწოს. იგი უღონოა თვითმოქმედებისა და მოღვაწეობისათვის, თუმცაღა ამის მოთხოვნილებას იგი გრძნობს. ზოგი ამათგანი _ და ეს ზოგნი საკმაოდ ბლომად არიან _ ისინი, ვინც ცოტაოდენ შეძლებული ოჯახიდან არიან, მთელ თავის სიცოცხლეს იმას ანდომებენ, რომ პროტექციით ლუკმა პური იშოვნონ და ყოველდღიურად თავი გაიტანონ. თვითონაც არ იციან რისთვის არიან და სად მიდიან. სჭამენ, სვამენ, თამაშობენ, ცეკვავენ, არშიყობენ, მსახურობენ იმდენად, რომ ჯამაგირები აიღონ. ასეთ ახალგაზრდას მკვდარი აქვს ყოველივე ფანტაზია, ყოველივე აზრი, გრძნობა, ნაძირალ გრძნობის გარდა. ცოდნა სკოლაში მიღებული, ზოგჯერ საკმაოდ ბევრიც, იმათთვის ზედმეტი ბარგია, გამოუსადეგარია.

არიან ისეთებიც, უფრო ნიჭიერნი, რომლებიც ჯერ სკოლაშივე გამოარკვევენ ხოლმე _ რა საქონელსა აქვს გასავალი საზოგადოების ბაზარში ამა-და-ამ-დროს. ამათი ფანტაზია, აღფრთოვანებული ადვილად გამდიდრების ცოცხალი მაგალითებით, წინ გადაუფენს სარჩოიან გზას, ვექილისას, მკურნალისას, ინჟინერისას, არქიტექტორისას, მზითვიან ცოლის, თუ შემძლებელ ქმრის შერთვისას _ ერთი სიტყვით, უხატავს იმ გამორკვეულს იდეალს ხერხიან კაცისას, რომელსაც საგნად აქვს ადვილად გამდიდრება და მერე მაძღარი განცხრომა გაურჯველად და უშრომელად. ამ ჯურის ხალხი ყველაზე უარესნი, ყველაზე მავნებელნი მუქთამჭამელნი არიან და მეტის-მეტად საშიშნი თავის ქვეყნისათვის, რადგან ყოველ წუთს მზად არიან მიჰყიდონ იმისი სვე-ბედი იმას, ვინც მეტს მისცემს.

ბევრმა არ იცის რა გზას დაადგეს და საით წავიდეს. ამის გამო, ყმაწვილი სასოწარკვეთილებას ეძლევა, გული უტყდება, აღარაფრისათვის ერჩის. ასეთი სასოწარკვეთილება და გულის გატეხა ჭკვას უშრობს გრძნობას უხშობს, უკლავს ყოველ ხალისს მოქმედებისას, რომელსაც მისგან მოელის იმისი სამშობლო და რომლისთვისაც ამ სამშობლოს გაუწევია ღვაწლი და იმედით შეჰყურებს.

ასეთი სამწუხარო შედეგი ბევრისთვის შეუმჩნეველია, ბევრი ამჩნევს, მაგრამ ვერ ეხმარება, არ იცის როგორ და მარტო ჰკიცხავენ, უთითებენ, ჰკილავენ, აბეზღებენ საზოგადოების წინაშე, სდევნიან და სახელს უტეხენ. ასეთ დროს ახალგაზრდა დამცირებული, შეურაცხყოფილია და ამის გამო საცოდავი ხდება. თუ კი გამოვიჩენთ გულისხმიერებას და ვიქნებით კეთილის მოსურნენი, აუცილებლობა გაჩნდება კითხვის დასმისა _ რა არის ამის მოზეზი? სად არის შეცდომები დაშვებული ამ ახალგაზრდების წინაშე, რომლებიც ესთები კი არ იბადებიან, არამედ მერე და მერე ხდებიან ესეთები. მეცნიერები და ჩვენც დავეთანხმებით მათ, რომელთაც მართალი გულის ტკივილით მიუქცევიათ ყურადღება ამ უნუგეშო სურათისათვის, მიზეზს იმ საზოგადო წრის უფერულობასა და უვარგისობაში ჰხედავენ, სადაც ნორჩი სული ბავშვისა პირველად იღვიძებს და შემდეგ ზრდაში შედის. იმ წრეს, სადაც ბავშვი დაბადებიდან ტრიალებს დიდ გავლენას ახდენს მის შემდგომ ცხოვრებაზე. ბავშვის ნორჩი სული და გული ხომ მეტად მგრძნობიარეა. ადვილად დამჩნევია ავისა და კარგისა და ამიტომაც, წრე, სადაც ბავშვი და მოზარდი სულს იბრუნებს, ავი და კარგი აღიბეჭდება. შემდგომი ეტაპი, რომელსაც უფრო მეტი ზემოქმედება შეუძლია მოახდინოს მოზარდის ბუნებაზე, მის ავ-კარგიან ადამიანად ჩამოყალიბებაზე, არის სკოლა. ჯერ პირველად საჭიროა ვიცოდეთ _ რა უნდა მოეთხოვებოდეს სკოლას. ამის პასუხად ბევრს გამოუთქვამს აზრი და ყველა ეს აზრი, სხვადასხვაფერად გამოთქმული, ერთს საფუძველზეა აგებული, ერთის სათავიდან მომდინარეობს. ეს საფუძველი, ეს სათავე ის არის, რომ სკოლა ერთსა და იმავე დროს უნდა სწვრთნიდეს კიდეც ბავშვს და ასწავლიდეს კიდეც. წვეთნა და სწავლა ხელიხელს გადაბმული უნდა ვიდოდეს სკოლაში.

წვრთნა სხვაა და სწავლა სხვა. ერთს ერთი საგანი აქვს და მეორეს _ სხვა. წვრთნა მიმართულია ზნე-ხასიათის ზრდასა და განვითარებაზე და სწავლა კი _ გონების გახსნასა და მსჯელობის გაძლიერებაზე. საკმაო არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს, დიდი სწავლა მიეღოს, ბევრი ცოდნა შეეძინოს. ამასთანავე, იგი კაი კაციც უნდა იყოს. ეს კაი-კაცობა და კაი-კაცობის შემძლებლობა მარტო ზნე-ხასიათისაგან ეძლევა ადამიანს. ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია და დიდად სწავლული, იმდენად უფრო ძლიერ საშიშარია, უფრო დიდად მავნებელია.

სრულყოფილება ადამიანისა იმაშია, რომ მის გონების აღმატებულობას შეწონილი ჰქონდეს აღმატებულობა ზნე-ხასიათისაც. საჭიროა ზნე გაწმენდილი და გაფაქიზებული ჰქონდეს პატიოსნებით, ნამუსიანობით, კაცთმოყვარეობით და სამართლიანობის გრძნობით. უამისოდ მისი მსჯელობა და ყოფაქცევა ერთმანეთს გადაუდგება, არ შეეთანხმება, მისი აზრი სხვა იქნება და ყოფა ქცევა სხვა, გონება ერთს ეტყვის და გული სხვას ათქმევინებს. Uზნეობა, უხასიათობაც ეს არის და ამ უზნეობითა და უხასიათობით არის ავი ზნეუწვრთნელი სწავლული კაცი.

ჭეშმარიტი განათლება განვითარებული გონების და გაწვრთნილი ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე იგი განათლებული არ არის და ისევ გონებაგანუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწვრთნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონება განვითარებული და ზნე-ხასიათ გაუწვრთნელი. ზნე-ხასიათის წვრთნა დამოკიდებულია სწავლასა და ცოდნაზე და ამიტომაც სკოლამ თავის დანიშნულებად იმაზე ზრუნვა უნდა მიიჩნიოს, თუ როგორ შეარჩიოს ისეთი თვისებით სწავლა ცოდნა, რომ შედეგად გონებაგახსნილი და ზნე-ხასიათ გაწვრთნილი ახალგაზრდა წამოდგეს.

ზნე-ხასიათის წარსამატებლად სკოლაში წვრთნას თავის საკუთარი გზაც აქვს, თავის საკუთარი სახსარიც. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს მთელს გამგეობას სკოლისას საერთოდ, მასწავლებელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სკოლაში მსახურობს. ამ შემთხვევაში მთავარი და აუცილებელი პირობაა, მასწავლებელი თავად იყოს მოხერხებული, კარგი ზნე-ჩვეულებების მქონე, მაგ: ფრთხილი, წინდახედული, გულისხმიერი და რაც მთავარია, მასწავლებელი სიყვარულის და ბავშვებისადმი მზრუნველობის განცდით უნდა იყოს სავასე, ბავშვები ამას და მხოლოდ და მხოლოდ ამის მსგავს პატიოსან თვისებებს გრძნობენ, ითვისებენ, ძლიერდებიან და უჩნდებათ ნდობა. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სათნოება, რომლის გარეშე ვერც ვერაფერს შეიმეცნებ და ვერც გულისყურს დაუდებ.”

ვახსენებთ ზნე-ხასიათსა და მის წვრთნას, ხოლო რა არის ეს ზნე-ხასიათის წვრთნა, ამის ახსნა-გამოძიებაზე ცალკე ვისაუბროთ. ამჟამად კი საკმარისი იქნება ვთქვათ, რომ ზნე-ხასიათის წვრთნა ზრდაა შინაგანი კაცისა, რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისის სულიერი ბუნებაა. იყო მოკრძალებული, თავმდაბალი, გულისხმიერი, ერთგული, არაზარმაცი, მოწიწებული და ა.შ. ეს არის ადამიანის ნამდვილი ადამიანური ბუნება. Aმიტომაც, ზნე-ხასიათის წვრთნა ერთი უდიდესი, უმთავრესი რამაა. “კაცს თუ ღონე აქვს გამოირკვიოს პატიოსანი საგანი ცხოვრებისა და ვითარცა გამორკვეულის საგნის კაცი, ქვეყანაში იყოს ერთი რამ კეთილი თავით თვისით, მისი სულიერი ვინაობა სასურველად დადგენილია და გამართული. აი სწორედ ეს ღონე და ხერხი გამორკვევისა, პატიოსანი წყურვილი და ხერხი ქვეყანაში ერთ რამედ ყოფნისა უნდა კაცს შესძინოს სკოლამ. ამისათვის უნდა იწვრთნებოდეს კაცი სკოლაში. უამისოდ იგი არაფრის მაქნისია, ბევრი რამის ცოდნა მისთვის მოუნელებელი დაჩება და შეაწუხებს.” A

ამიტომაც თვითონ სწავლა და ცოდნა, რომელსაც სკოლა იძლევა, ისე უნდა იყოს გაანგარიშებული და შერჩეული, რამ ზნე-ხასიათის წვრთნას, ამ ერთა-ერთს საგანს თვისას გაუძღვეს და ემსახურებოდეს. მთავარია ახალგაზრდას დასაზეპირებლად კი არ მივცეთ ესა თუ ის ამბავი, არამედ მასში ისე ჩავღვაროთ მონათხრობი, რომ მასში ის ცოცხალ განცდათ გადაიქცეს და არ დარჩეს მკვდარ ცნებად, რადგანაც იმას, რაც ადამიანში თავისთავად არსებობს, როგორც ცოცხალი, აქვს ტენდენცია რომ ცხოვრების მანძილზე ნამდვილად ცოცხლად გარდაიქმნას და ამას ხელი არ უნდა შეეშალოს. მაგალითისათვის: თუ კარგი მასწავლებელი, რომელიც ნამდვილად ხელოვანი უნდა იყოს, თუ ისე გააკეთებს, რომ ბავშვს ჰქონდეს პატივისცემის, თაყვანისცემის ცოცხალი ცნებები, ყოველივე იმის ცნებები, რასაც ფართო გაგებით ლოცვის განწყობილება შეიძლება ვუწოდოთ, ესეთი ცოცხალი განცდა ბავშვს გვიან ასაკამდე გაჰყვება და ხანდაზმულობისას შეძლებს ე.ი. უდიდესი ძალით დალოცოს სხვა. აქ ცოტათი შევეხეთ თუ სხვადასხვა საგანი რისთვის და როგორ მივაწოდოთ ახალგაზრდას. ეს ცალკე სასაუბრო და საკეთებელია და ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.

ასეთი ცოცხალი ცნებებით აღჭურვილი ახალგაზრდა ეგრე მოწყურებული, გაღონიერებული და ხერხიანი კაცი არავითარ სიძნელეს საქმისას არ შეუშინდება, არ შეუდრკება და ზნე-ხასიათობაც ეს არის.

ამბობს ერთი მეცნიერი: _ “თუ ამ გზით არა ჰშველის სკოლა შეგირდსო _ მაშინ აღარც იდეალია, აღარც ღონეა თავდამჭერი ავში და წამახალისებელი კარგში და საკუთრივ ამაებისაგან კი დაიწვნის ხოლმე უკეთესნი თვისებანი ადამიანის ზნე-ხასიათისანი, სახელდობრ, კაცთმოყვარეობა და სამართლიანობაო.”

მართალიც არის, თუ სამართლიანი და კაცთმოყვარეა ადამიანი, მას ეს გრძნობა უქმად ყოფნის ნებას არ მისცემს და კეთილის მომქმედიც იქნება, რადგან ავკაცობის ნებას არ მისცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა.

“შეძლებისდაგვარად იღვაწე და იმოქმედე კეთილი, სახვა ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილს და სკოლის ვალიც ეს უნდა იყოს, რომ ამისათვის გაუხსნას გონება, ამისათვის გაუღოს გული ახალგაზრდას, ვინაიდან ტვინი კი არ ითვისებს ცოდნას, არამედ მხნე ხასიათი ითვისებს ცოდნას. ასეთად აღზრდილი ახალგაზრდა ცხოვრებაში ბევრის შემმეცნებელი და შემგრძნობელიც არის.” ეხლანდელი სკოლა კი სულ სხვა საგანს მისდევს. იგი მარტო იმის ცდაშია, რომ პატარა ბავშვის თავში, რაც შესაძლოა ბევრი ცოდნა დასტიოს, თუმცა ბევრ შემთხვევაში საქმე ისე მიემართება, რომ ამ მიზანსაც ვერ აღწევს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ზნე-ხასიათის ჩამოყალიბება და გაწვრთნა საერთოდ არ არის მიზნად დასახული (თითქოს ეს თავისთავად მოხდება). დღევანდელ დღეს ხშირად შევხვდებით (შეიძლება საკუთარ თავსაც დაუკვირდეთ), რომ კაცი ცოდნით ერთი იყოს, მოქმედებით და ცხოვრებით კი სრულებით სხვა. ეს იმიტომაც ხდება, რომ დედა-აზრი სკოლაში სწავლა-ცოდნით გამოეკვეული, მარტო ფორმალურად არის მიღებული და არა მათი შინაგანი აზრით, არა მათი ბუნებრივი შინაარსით.

ეს მტკივნეული პროცესი შენიშნეს მეცნიერებმა და კაცთმოყვარეობით გამსჭვალულმა ადამიანებმა და ამ შეცდომების გამოსწორებას ცდილობენ საუკუნეების მანძილზე. იგივე აზრი და განცდა გვაქვს ჩვენც, რომ არასწორად ხდება რაც უმთავრესია, რაც ადამიანს ეხება. ვეთანხმებით, რომ დედააზრი, ახლანდელი პედაგოგიური მიმართულების ის უნდა იყოს, რომ ადამიანი სკოლაში იწვრთნებოდეს ყოველ მხრივ: გონებით, ზნე-ხასიათით, სულით და ხორცით და არც ერთი ამათგანი არ უნდა შეეწიროს მეორეს და ჩვენი ძალისხმევა გვსურს რომ ამ მიმართულებით მივმართოთ.

როგორც ავღნიშნეთ, ჯერ ძველ დროშივე სცოდნიათ, რომ სწავლა ცოდნა სკოლაში ზნე-ხასიათის საწვრთნელ ღონედ უნდა იხმარებოდეს. Eეს აზრი კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა შუა საუკუნეებში, როცა ე.წ. სკოლასტიკას საძირკველი შეერყა და მოძღვერება “ჰუმანურობისა” წამოდგა ფეხზე. დავუკვირდეთ _ ჰუმანურობა _ . . .  ჰუმანურობა კი რაში მდგომარეობს _ რომ ადამიანი შეჰხაროდეს ცხოვრებას, ელინებრ სიხარულის თვალით უყურებდეს _ იმაში მდგომარეობს, რომ კაცის ადამიანური ღირსება ღრმად პატივცემული იყოს და არა ნაკლებ ღრმადვე ჩანერგული რწმენა გვქონდეს, რომ ყოველი ღონე და ნიჭი ადამიანის ბუნებისა აუცილებლად საჭიროა განვითარებულ და წარმატებულ იქმნას ერთიანად და გამოუკილებლივ.

აი რას უბრძანებს ღმერთი პირველ კაცს, ადამს (იტალიელი ჰუმანისტ პიკოდელა მირანდოლას სიტყვით): “მე შენთვის, ადამო, არავითარი სამუდამო ბინა და სადგური არ მომიცია, არავითარი სამუდამო და უცვალებელი საქმე არ ამიჩენია. ეს იმისთვის, რომ საცა შენ გიამოს იქ იცხოვრო რაც გინდოდეს, ის საქმე აიჩინო. მე შენ არც სასიკვდილოდ გამიჩენიხარ, არც უკვდავად დამინიშვნიხარ. ეს იმისთვის, რომ შენ თვითონ იყო შენის თავის მკეთებელი და ისეთი სახე მიიღო, როგორიც შენ თითონაც გსურს: შენ შეგიძლია პირუტყვამდინაც ძირს ჩამოხვიდე და ანგელოზამდინაც ზე ახვიდე”. ძალზედ მარტივად და ნათლად ჩანს თუ რაა ადამიანის არსებობის საგანი და ადამიანის ღირსება.

შემოკლებული სახით გაგაცნობთ (იტალია) ამ ჰუმანურ მოძღვრების მიხედვით აგებული სკოლების შესახებ. ამისი პირველი მესვეური იყო პადუელი, ჰუმანისტი ვიტტორინო დე-ფელტრე, რომელიც ახალი პედაგოგიის მამად ითვლება დღესაც. ვიტტორინოს სკოლის მისაღწევი საგანი ზნე-ხასიათის გაწვრთნა, დამთავრება და დადგენა იყო. სკოლაში სწავლება და გარეთ ჰაერზე ვარჯიშობა ერთი-ერთმანეთს რიგ-რიგად მოსდევდა, ყოველ დღე, დანიშნულ საათს ამინდის მიუხედავად, ზაფხულობით ოსტატების თანხლებით ყმაწვილებს სამგზავროდ ისტუმრებდა კარგა შორს, აკითხებდა კლასიკას, რომელთაც შეეძლოთ ემოქმედათ ყმაწვილების ხასიათის გაწვრთნასა და გამართვაზე. ასწავლიდნენ მათემატიკას გონების სავარჯიშოდ. ვიტტორინო უძღვებოდა თავის შეგირდების წვრთნას მაგალითით და ჩაგონებით. მეორე მამა ვერჟერიო თავის თხზულებებში სკოლის საფუძვლად დებდა ოთხ დედა-აზრს:

ა) საგანი აღზრდის ის არის, რომ თავის რიგსა და წესზედ წარმატებული იქმნას ყოველნი ძალნი და ნიჭნი ადამიანისა, როგორც გონებითნი, ისე ზნეობითნი, როგორც სულიერნი, ისე ხორციელნი.

ბ) სწავლებაში უნდა სახეში მიღებული იქმნას არა მარტო ასაკი და წლოვანება მოწაფისა, არამედ მისნი განსაკუთრებულნი ზნენი და თვისებანი.

გ) რადგანაც ბავშვის ცოცხალისა, მკვირცხლს და ადვილად აღმბეჭდავ ბუნებაზედ ცოცხალი მაგალითი უფრო ძლიერ მოქმედებს, ვიდრე მკვდარი წესი და დარიგება. ამიტომაც, ყველაზედ უკეთესი ღონე ის არის, რომ მოწაფეს წინ გადაუშალოს ოსტატმა ცხოვრება დიდ-ბუნებოვანთა კაცთა, რომელნის ასე ბევრნი მოიპოვებიან ძველ დროში.

დ) სწავლა-ცოდნა და ერთობ განათლება უნდა დაფუძნებული იყოს Yთავისუფალთა მეცნიერებათა შესწავლაზე. ამ მეცნიერებათა სათავეში სდგას ფილოსოფია, რომელიც ადამიანს გონებითად თავისუფალს ჰხდის. მას მოსდევს მეცნიერება მჭერმეტყველებისა, რომელიც ასწავლის კაცს აზრის ნათლად და ლამაზად გამოთქმას. მერე მოდის ბუნების მეტყველება, რომელიც გვაგებინებს ჰარმონიას ყოველ მისას, რაც არსებობს და ბოლოს, ისტორია, რომელიც მოგვითხრობს სვლას და განვითარებას მეცნიერებისას და მრავალს სასარგებლო მაგალითს თვალ-წინ გვიყენებს.

ვერჟერიო გვაწოდებს ბევრ კარგ აზრს და ჭეშმარიტებას. მაგ.: მოწაფის გონებით უფრო წარმატებაში შესაყვანად იგი ურჩევს, რომ მოსწავლემ რომელიმე ერთი თხზულება საფუძვლიანად ისწავლოს და არა მრავალით შეიწუხოს გონება, გადაიტვირთოს, დასუსტდეს. დისციპლინა სკოლაში არც ძალიან მკაცრად წესიერი უნდა იყოს და არც უწესური.

უფრო მეტი საბუთიანობით და სისტემით გამოჩენილია მეცნიერი ვეჯიო. იგი მთელი თავის ძალღონით ეწინააღმდეგება იმ ჩვეულებას, რომ შვილი ძიძამ გაზარდოს და მნიშვნელოვნად თვლის დედამ თვითონ აწოვოს ძუძუ.

ვეჯიოს აზრით, მნიშვნელოვანია აღზრდისას მხედველობაში მივიღოთ არამც თუ ასაკი მოწაფისა, არამედ მისი განსაკუთრებული ზნენი და თვისებანი. სხვადასხვაობას უნდა შეეფეროს სხვადასხვა ღონისძიებაც აღზრდისო. მკვირცხლს და თამამ ბავშვს სხვა გვარად უნდა მოვექცეთ ვიდრე კდემარეს, მორცხვსა და აზიზს.

დეზიდერი ერაზმი როტტერდამელი, (1467-1536) ერთი იმათგანია რომელთაც, ბოლოსდაბოლოს სრულად დაარღვიეს ძველი სქოლასტიკური სისტემა სკოლისა და ახალი საფუძველი დაუდეს ჰუმანურობის მოძღვრებაზე აგებული. აზრი ერაზმისა იმით არის განსაკუთრებით სესანიშნავი, რომ იგი დიდი სასოებით თაყვანს სცემს ბავშვს და სასოებისაგან შეპყრობილი იძლევა სარჩიელს ბავშვის წვრთნასა და აღზრდას. ბავშვიო, ამბობს იგი, წმინდა ტაძარია სულის-წმინდისა და სიფრთხილითა და სიყვარულით უნდა მოექცნენო.

მისი აზრით: ჯერ პირველად ყმაწვილს ნორჩ და მალე შემთვისებელ გულში უნდა ჩანერგილ იქნას ფესვი სათნოებისა, სიყვარული შემოქმედისა და რწმენა მისი, რომ ღვთისათვის საცნაურია არამც-თუ საქმენი ადამიანისა, არამედ გულის ზრახვანიცა. როცა ამ გზით სული და გული მოწაფისა საკმაოდ მომზადებული იქნება, მაშინ მეცნიერების სწავლასაც უნდა შეუდგნენ და ბოლოს ხომ უნდა განუვითარონ მოვალეობისა და ასწავლონ როგორ უნდა მოქცეს და მოეპყრას თავის მსგავს ადამიანსო. ერაზმის აზრით, ბავშვმა სწავლა უნდა დაიწყოს შვიდ-რვა წლის ასაკში, იმის და მიხედვით თუ სულით და ხორცით რა ღონისაა ყმაწვილი. რადგანაც ამ ხალში ბავშვს გართობა და თამაშობა უყვარს და მას სწავლა არ უნდა შესძულდეს. ხშირად უნდა იცვლებოდეს ბავშვის საშრომელი: სწავლა, შესვენება, სეირნობა და გართობა.

საფრანგეთში გზა გაიკვალა ახალმა საპედაგოგო თეორიამ ფრანსუა რაბლეს (1483-1558) მეოხებით. რაბლეს თავის თავზე ქონდა გამოცდილი მთელი სიმძიმე სქოლისტიკური სწავლებისა, რომელიც უფრო წვალება და წამება იყო ბავშვისა, ვიდრე წვრთნა და ზრდა, რომელსაც მხოლოდ აზრად ჰქონდა მხოლოდ წიგნის დაზეპირება და არა გაგება საგნისა და ქვეყნიერებისა.

რაბლეს მოძღვრება იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვი რაც შეიძლება ნაკლებ იყოს მომწყვდეული ოთხ კედელს შუა, რადგან დახშული და დაბუღებული ჰაერი ოთახისა და უმოძრაობა სჩაგრავს ყმაწვილს. იგი დღეში უფრო ბევრი წილი გარეთ უნდა იყოს ჰაერზე. არც ერთმა საათმა უქმად არ უნდა ჩაუაროს ბავშვს. წიგნის კითხვა, სადილი მოზომილად. სხვა დრო კი შიგადაშიგ და რიგ-რიგად უნდა მოხმარდეს იმას, რომ შეგირდს გაეხსნას ნიჭი დაკვირვებისა, გამორკვევისა და ამიტომაც, საჭიროა ბავშვმა თავის საკუთრის დანახვითა, საკუთარის მოაზრებით და განსჯით იცოდინოს ბუნება და ცხოვრება. სეირნობს თუ თამაშობს, თუ ვარჯიშობს, ჭამს თუ სვამს, მასწავლებელმა ბავშვის თვალი და გონება უნდა მიახედოს ყველაფერზე, რაც კი საცოდნელად და საწვრთნელად გამოსადეგია. დიდ ადგილს უთმობს ტანის და აგებულების ვარჯიშობას.

რაბლეს აზრით, მოზარდმა თავის თვალით უნდა გაიცნოს ცხოვრება და ავკარგიანობა, თავის ყურით გაიგონოს. ამიტომ, უნდა ატარებდეს ყმაწვილს ფაბრიკებში, სამსჯავროში, სახელოსნოებში და ეკლესიებში, რაც საჭიროა და შესამჩნევია, შეამჩნევინოს და გააგებინოს.

ჩვენი მხრიდან ერთს მინიშნებას გავაკეთებთ, თუ რა ევალება აღმზრდელს. ბავშვის გვერდით მყოფმა ადამიანმა უნდა იზრუნოს მოზარდის სულის გამოღვიძებაზე, რიმელიც მას თან ახლავს დაბადებიდან და მძინარე მდგომარეობაში იმყოფება. მხოლოდ მის გამოღვიძებას უნდა შევუწყოთ ხელი და ეს უხეში ჩარევით არ უნდა მოხდეს. სწორედ ზნე-ჩვეულების და ნების აღზრდით მივაღწევთ მისი სულის გამოღვიძებას. თუ როგორაა ეს შესაძლებელი, შემდგომ აღვწერთ.

შალვა ჩხაიძე    2007 წ

“აღდექით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი” – გაზ.’ივერია‘ 1887წ. 5აპრილი
გაზ.’ივერია‘   1887წ. 5აპრილი.   დაიბეჭდა მეთაურ წერილად,     უსათაუროდ    და ხელმოუწერლად .

სათაური “საპარიარქოს უწყებანის”  რედაქციისა   # 10   4-11.04.2007

IX ტომი   ოც ტომად

ქრისტე აღდგა!  აღდგა მაცხოვარი კაცობროიბისა!   მთელი ქვეყნის ქრისტიანობა გალობს დიდებულ საგალობელს ქრისტეს აღდგომისა, დიდი და პატარა ღაღადებს: “ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი  და  საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.  ქრისტიანობამ იცის, რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღდგა ქრისტე და აღადგინა თავისი კაცთა მხსნელი მოძღვრება, თავისი ახალი ცხოვრების მომნიჭებელი აღთქმა.

რით მოგვანიჭა ცხოვრება მკვდრეთით აღდგომილმა ღმერთმა, ქვეყანაზე მოვლინებულმა,  ვითარცა ჭეშმარიტმა ძემ კაცისამ?  ძველი მოძღვრებისაგან განდიდებულს,  გაპატივებულ ხორცს, რომელსაც მარტო ‘კბილი კბილისა წილ შიოდა და თვალი თვალისა წილ’ მოკვდინებული ყავდა სული.   რომელიც მარტო ყოვლად მხსნელის სიყვარულის სხივით ნათობს, თბება, ყვავის, ცოცხლობს და სულდგმულობს აი, ეს მკვდარი სული აღდგა მკვდრეთით ქრისტეს აღდგომით, რა საცხოვარი ძალი იყო. ესოდენ ძლიერი, რომ მკვდარი სული აღდგა მკვდრეთით ქრისტეს აღდგომით, რა საცხოვარი ძალი იყო ესოდენ ძლიერი, რომ მკვდარი სული მკვდრეთით აღედგინა? ეს იყო და არის მარტო ერთის მცნება,  რომელიც ფესვად გაედგა, საძირკველად დაედო მთელ მშვენიერ, დიდებულ, მართლაცდა ცხოვრების მომნიჭებელ მოძღვრებას ქრისტესას :  ‘გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი‘.

აი მხსნელი კაცობრიობისა! აი, მაცხოვარი!… ამას გარდა, ადამიანს შველა არა აქვს, თუ უნდა, რომ კაცად, ღვთის  სახედ და მსგავსებად დარჩეს. ამ ყოვლად მაცხოვარს, ყოვლად მხსნელის ფესვზე ამოვიდა .გაიშალა,  გადაფინა შტოები, აყვავდა მთელი დიადი ხე ახალი ცხოვრებისა, რომელსაც ახალი აღთქმა ქრისტიანობა ჰქვია და რომელსაც ეს მცნება, როგორც მზე, ანათებს და ათბობს. ამ მცნებამ გააპო კაცობრიობის ცხოვრება ორ დიდ ნაწილად და შუა გაუტარა დიდი კვალი საზღვრად. კვალს იქით დარჩა მოძღვრება შურისძიებისა,  სამაგიეროს გადახდისა,  ჯავრისა  და  მრისხანებისა,  და  კვალს აქეთ მოძღვრება  ურთიერთობისა, ურთიერთ-სიყვარულისა. შენდობისა,  მიტევებისა, მშვიდობისა, შეწყნარებისა.  იქ რისხვა და მსჯავრია, აქ მშვიდობის ყოფა და მიტევება.

‘არა კაც ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი სწამო, არა გული გითქმოდეს არარაზედ, რაიცა იყოს მოყვასისა შენისა’ –ამბობდა ძველი მოძღვრება ძველი ცხოვრებისა. რა არის ეს –ნუ მოკლავ,  ნუ მოიპარავ,  ნუ იმრუშებ, ნუ ცილს სწამებ, ნუ შეიშურვებ?  ეს ის არის, ნუ იქმ ბოროტს. Mმოვიდა ახალი აღთქმა, ახალი მოძღვრება ახალი ცხოვრებისა და გვეუბნება; არამც ნუ იქმ ბოროტს,  ჰქმენ კეთილიო. დიდი მანძილია ბოროტის არქმნისა და კეთილის ქმნას შორის. ერთმანეთს არაფერში არ გვანან.  ბოროტის არ ქმნა იგია, რომ არ მიაყენო ვნება მოყვასს.  კეთილის ქმნა იგია, რომ სიკეთე მიანიჭო, სიკეთე უყო, საკმაო არ არის, რომ კაცი არ მოკლა,     უნდა აცოცხლო კიდეც; საკმაო არ არი გამოსწირო რა, უნდა შესძინო კიდეც; საკმაო არ არის არა ცილი სწამო, უნდა მართალს მიუზღავდე კიდეც; საკმაო არ არის არა გული გითქმოდეს მოძმის კეთილისათვის, უნდა გიხაროდეს, მხიარულობდე კიდეც, უნდა შველოდე, ხელს უწყობდე; საკმაო არ არის არა გძულდეს მოძმე, უნდა გიყვარდეს კიდეც, საკმაო არ არის  არყოფა ბოროტისა, უნდა კეთილის ყოფა; საკმაო არ არის ბოროტისათვის ხელ-ფეხი შეიკრა, უნდა სიკეთისათვის ხელ-ფეხი  გაშალო,  ამოქმედო.

ძველი აღთქმა ხორცის უვნებლობისთვის ფარი იყო, ახალი აღთქმა სულის აღდგომისათვის  საცხოვარი ღონეა, ამიტომაც იქ კბილი კბილის წილ არის  და თვალი თვალის წილ, ესე იგი, ხორცი ხორცის წილ, აქ კი სიყვარული, შენდოდა და მიტევება. ესე იგი, სულის დადება მოყვასისათვის. დიდმა მოძღვრებამ ყოვლად მაცხოვარ სიყვარულისა გაჰფანტა ბნელი, გაადნო ყინული ძველის უწყალობისა და მოჰფინა იგი ნათელი და სითბო წყალობისა, ურომლისოდაც ქვეყნიერებაზედ არაფერი არ ხეირობს, არაფერი არ მოდის, არ იზრდება, არ ყვავის, არ ცოცხლობს.  გაიყარა ძველი და ახალი, ბნელი და ნათელი, სიკვდილი და სიცოცხლე და მოგვანიჭა ცხოვრება იმიტომ,  რომ მკვდარი იყო სული ჩვენი და ქრისტემ  აღადგინა მკვდრეთით. აბა, დააკვირდით თვითონ  ჟამს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულისა, რა საოცრად განსურათებულია ეს ძველისა და ახლის სიკვდილისა და სიცოცხლის, ბნელის და ნათელის ერთმანეთისაგან გაყრა,  თითქოს იგავია თითქოს განგებ არის მომხდარი, რომ თვალითაც დავინახოთ ის, გულითა ვგრძნობთ  გონებითა ვხედავთ,  როდის მოდის დღესასწაული ქრისტეს აღდგომისა? თითქმის პირველ ხანს გაზაფხულისას, ესე იგი,  მაშინ, როცა ზამთრისაგან გაყინული, სუდარა-მოსილი განძარცვული უმწვანო, უყვავილო,  უსიხარულო,  უსიცოცხლო  ბუნება  სიცოცხლისათვის თვალს ახელს,  იღვიძებს  ხელახლად ამწვანებისათვის, აყვავებისათვის,  ახალი ცხოვრებისათვის.  თუ ზამთრისაგან  კვდება ბუნება, გაზაფხულისაგან მკვდრეთით აღდგება ხოლმე.  იქ მიძინებული სიკვდილია ძველისა,  აქ   მკვდრეთით აღდგომილი, ახლად გამოღვიძებული სიცოცხლეა.  თუ ზამთარი სახეა სიბერისა,  მიძინებისა,  სიკვდილისა, გაზაფხული სახეა ახლობლისა, აღდგომა _ სიცოცხლისა.

არამც  თუ დრო წლისა, არამედ საათიც კი დღისა, როცა პირველად აღმოვიტყვით  ხოლმე “ქრისტე აღდგაო” _ ეს საათიც კი გვნიჭებს რის მომასწავებელია აღდგომა ქრისტესი:  აღდგა ქრისტე და ბნელი უნდა განშორდეს ნათელს,  ნათელმა უნდა იმეფოს, იხელმწიფოს.  ეს ის საათია, როცა ღამე უკუიქცევა  თავისი სიბნელით და  მის მაგიერ ცხოველმყოფელი დღე  მოდის თავისი სინათლით.  ამოდის თუ არა ცაზე ალიონი _ ეს წინამორბედია განთიადისა  და მტრედისფრად გარიჟრაჟდება  გუმბათი ცისა, ზარი დღესასწაულია გვიწვევს სადიდებლად და საგალობელად ქრისტეს აღდგომისათვის.  ‘თითქოს გვეუბნებოდეს: აღდექით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი.  იხილეთ და გაიხარეთ! ეს ის საათია, როცა ღამის სიბნელე უთმობს ადგილს დღის სინათლეს, როგორც ცხოვრების ბნელმა დაუთმო ადგილი ახალ ნათელს.

ცხოვრების მომნიჭებელ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს უკეთესი დრო ვერ შეერჩეოდა, თუ არა განთიადი გაზაფხულისა,   ესე იგი,  ის ხანი და საათი, როცა ცხოველმყოფელი სითბო ცვლის სიცივეს, ნათელი ბნელს და  მთელ ბუნებას აღიმილებს  საცხოვარი ძალი ახლად აღორძინებისა, ახლად გადასვლისა, ახლად აყვავებისა, ახლად  ცხოვრებისა…  მოძღვრება ქრისტესი-იგი განთიადი იყო,  იგივ გაზაფხული კაცობრიობის ცხოვრებისათვის.

გაზ.’ივერია‘   1887წ. 5აპრილი.   დაიბეჭდა მეთაურ წერილად,     უსათაუროდ    და ხელმოუწერლად .

“აღდექით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი”
წმიდა ილია მართალი(ჭავჭავაძე)

სათაური “საპარიარქოს უწყებანის” რედაქციისა # 10 4-11.04.2007

IX ტომი ოც ტომად

ქრისტე აღდგა! აღდგა მაცხოვარი კაცობროიბისა! მთელი ქვეყნის ქრისტიანობა გალობს დიდებულ საგალობელს ქრისტეს აღდგომისა, დიდი და პატარა ღაღადებს: “ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. ქრისტიანობამ იცის, რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღდგა ქრისტე და აღადგინა თავისი კაცთა მხსნელი მოძღვრება, თავისი ახალი ცხოვრების მომნიჭებელი აღთქმა.

რით მოგვანიჭა ცხოვრება მკვდრეთით აღდგომილმა ღმერთმა, ქვეყანაზე მოვლინებულმა, ვითარცა ჭეშმარიტმა ძემ კაცისამ? ძველი მოძღვრებისაგან განდიდებულს, გაპატივებულ ხორცს, რომელსაც მარტო ‘კბილი კბილისა წილ შიოდა და თვალი თვალისა წილ’ მოკვდინებული ყავდა სული. რომელიც მარტო ყოვლად მხსნელის სიყვარულის სხივით ნათობს, თბება, ყვავის, ცოცხლობს და სულდგმულობს აი, ეს მკვდარი სული აღდგა მკვდრეთით ქრისტეს აღდგომით, რა საცხოვარი ძალი იყო. ესოდენ ძლიერი, რომ მკვდარი სული აღდგა მკვდრეთით ქრისტეს აღდგომით, რა საცხოვარი ძალი იყო ესოდენ ძლიერი, რომ მკვდარი სული მკვდრეთით აღედგინა? ეს იყო და არის მარტო ერთის მცნება, რომელიც ფესვად გაედგა, საძირკველად დაედო მთელ მშვენიერ, დიდებულ, მართლაცდა ცხოვრების მომნიჭებელ მოძღვრებას ქრისტესას : ‘გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი‘.

აი მხსნელი კაცობრიობისა! აი, მაცხოვარი!… ამას გარდა, ადამიანს შველა არა აქვს, თუ უნდა, რომ კაცად, ღვთის სახედ და მსგავსებად დარჩეს. ამ ყოვლად მაცხოვარს, ყოვლად მხსნელის ფესვზე ამოვიდა .გაიშალა, გადაფინა შტოები, აყვავდა მთელი დიადი ხე ახალი ცხოვრებისა, რომელსაც ახალი აღთქმა ქრისტიანობა ჰქვია და რომელსაც ეს მცნება, როგორც მზე, ანათებს და ათბობს. ამ მცნებამ გააპო კაცობრიობის ცხოვრება ორ დიდ ნაწილად და შუა გაუტარა დიდი კვალი საზღვრად. კვალს იქით დარჩა მოძღვრება შურისძიებისა, სამაგიეროს გადახდისა, ჯავრისა და მრისხანებისა, და კვალს აქეთ მოძღვრება ურთიერთობისა, ურთიერთ-სიყვარულისა. შენდობისა, მიტევებისა, მშვიდობისა, შეწყნარებისა. იქ რისხვა და მსჯავრია, აქ მშვიდობის ყოფა და მიტევება.

‘არა კაც ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი სწამო, არა გული გითქმოდეს არარაზედ, რაიცა იყოს მოყვასისა შენისა’ –ამბობდა ძველი მოძღვრება ძველი ცხოვრებისა. რა არის ეს –ნუ მოკლავ, ნუ მოიპარავ, ნუ იმრუშებ, ნუ ცილს სწამებ, ნუ შეიშურვებ? ეს ის არის, ნუ იქმ ბოროტს. Mმოვიდა ახალი აღთქმა, ახალი მოძღვრება ახალი ცხოვრებისა და გვეუბნება; არამც ნუ იქმ ბოროტს, ჰქმენ კეთილიო. დიდი მანძილია ბოროტის არქმნისა და კეთილის ქმნას შორის. ერთმანეთს არაფერში არ გვანან. ბოროტის არ ქმნა იგია, რომ არ მიაყენო ვნება მოყვასს. კეთილის ქმნა იგია, რომ სიკეთე მიანიჭო, სიკეთე უყო, საკმაო არ არის, რომ კაცი არ მოკლა, უნდა აცოცხლო კიდეც; საკმაო არ არი გამოსწირო რა, უნდა შესძინო კიდეც; საკმაო არ არის არა ცილი სწამო, უნდა მართალს მიუზღავდე კიდეც; საკმაო არ არის არა გული გითქმოდეს მოძმის კეთილისათვის, უნდა გიხაროდეს, მხიარულობდე კიდეც, უნდა შველოდე, ხელს უწყობდე; საკმაო არ არის არა გძულდეს მოძმე, უნდა გიყვარდეს კიდეც, საკმაო არ არის არყოფა ბოროტისა, უნდა კეთილის ყოფა; საკმაო არ არის ბოროტისათვის ხელ-ფეხი შეიკრა, უნდა სიკეთისათვის ხელ-ფეხი გაშალო, ამოქმედო.

ძველი აღთქმა ხორცის უვნებლობისთვის ფარი იყო, ახალი აღთქმა სულის აღდგომისათვის საცხოვარი ღონეა, ამიტომაც იქ კბილი კბილის წილ არის და თვალი თვალის წილ, ესე იგი, ხორცი ხორცის წილ, აქ კი სიყვარული, შენდოდა და მიტევება. ესე იგი, სულის დადება მოყვასისათვის. დიდმა მოძღვრებამ ყოვლად მაცხოვარ სიყვარულისა გაჰფანტა ბნელი, გაადნო ყინული ძველის უწყალობისა და მოჰფინა იგი ნათელი და სითბო წყალობისა, ურომლისოდაც ქვეყნიერებაზედ არაფერი არ ხეირობს, არაფერი არ მოდის, არ იზრდება, არ ყვავის, არ ცოცხლობს. გაიყარა ძველი და ახალი, ბნელი და ნათელი, სიკვდილი და სიცოცხლე და მოგვანიჭა ცხოვრება იმიტომ, რომ მკვდარი იყო სული ჩვენი და ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით. A აბა, დააკვირდით თვითონ ჟამს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულისა, რა საოცრად განსურათებულია ეს ძველისა და ახლის სიკვდილისა და სიცოცხლის, ბნელის და ნათელის ერთმანეთისაგან გაყრა, თითქოს იგავია თითქოს განგებ არის მომხდარი, რომ თვალითაც დავინახოთ ის, გულითა ვგრძნობთ გონებითა ვხედავთ, როდის მოდის დღესასწაული ქრისტეს აღდგომისა? თითქმის პირველ ხანს გაზაფხულისას, ესე იგი, მაშინ, როცა ზამთრისაგან გაყინული, სუდარა-მოსილი განძარცვული უმწვანო, უყვავილო, უსიხარულო, უსიცოცხლო ბუნება სიცოცხლისათვის თვალს ახელს, იღვიძებს ხელახლად ამწვანებისათვის, აყვავებისათვის, ახალი ცხოვრებისათვის. თუ ზამთრისაგან კვდება ბუნება, გაზაფხულისაგან მკვდრეთით აღდგება ხოლმე. იქ მიძინებული სიკვდილია ძველისა, აქ მკვდრეთით აღდგომილი, ახლად გამოღვიძებული სიცოცხლეა. თუ ზამთარი სახეა სიბერისა, მიძინებისა, სიკვდილისა, გაზაფხული სახეა ახლობლისა, აღდგომა _ სიცოცხლისა.

არამც თუ დრო წლისა, არამედ საათიც კი დღისა, როცა პირველად აღმოვიტყვით ხოლმე “ქრისტე აღდგაო” _ ეს საათიც კი გვნიჭებს რის მომასწავებელია აღდგომა ქრისტესი: აღდგა ქრისტე და ბნელი უნდა განშორდეს ნათელს, ნათელმა უნდა იმეფოს, იხელმწიფოს. ეს ის საათია, როცა ღამე უკუიქცევა თავისი სიბნელით და მის მაგიერ ცხოველმყოფელი დღე მოდის თავისი სინათლით. ამოდის თუ არა ცაზე ალიონი _ეს წინამორბედია განთიადისა და მტრედისფრად გარიჟრაჟდება გუმბათი ცისა, ზარი დღესასწაულია გვიწვევს სადიდებლად და საგალობელად ქრისტეს აღდგომისათვის. ‘თითქოს გვეუბნებოდეს: აღდექით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი. იხილეთ და გაიხარეთ! ეს ის საათია, როცა ღამის სიბნელე უთმობს ადგილს დღის სინათლეს, როგორც ცხოვრების ბნელმა დაუთმო ადგილი ახალ ნათელს.

ცხოვრების მომნიჭებელ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს უკეთესი დრო ვერ შეერჩეოდა, თუ არა განთიადი გაზაფხულისა, ესე იგი, ის ხანი და საათი, როცა ცხოველმყოფელი სითბო ცვლის სიცივეს, ნათელი ბნელს და მთელ ბუნებას აღიმილებს საცხოვარი ძალი ახლად აღორძინებისა, ახლად გადასვლისა, ახლად აყვავებისა, ახლად ცხოვრებისა… მოძღვრება ქრისტესი-იგი განთიადი იყო, იგივ გაზაფხული კაცობრიობის ცხოვრებისათვის.

გაზ.’ივერია‘ 1887წ .5აპრილი. დაიბეჭდა მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად .

მასალა მოგვაწოდა მარიამ ნინიძემ.

გაზ. „ივერია“ 1887 წ. 5 აპრილი.

დაიბეჭდა მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერელად.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №10, 2007 წ.

ილია ჭავჭავაძე: ზოგიერთი რამ
I

რაკი ჩვენს ღარიბს ლიტერატურაზედ და ეხლანდელს მწერლობაზედ დაიწყებ სადმე ლაპარაკსა, მაშინვე რაღაც მოდუნებულის პირის მთქნარებითა და, თითქო რაღაც სიმზაკვრით სავსეს სიხარულითა, მოგახლიან ხოლმე: ეხლანდელს მწერლებს ენა არ უვარგათო.

მეც, ცოტად თუ ბევრად, ამაზედ თანახმა ვარ, მაგრამ ერთი ეს მინდა ვიკითხო: გვაქვს კი ენა, რომ ვიწუნებთ კიდეც?..

ვიცი, ამ ჩემს, პირველ შეხედვით უსაფუძვლო, კითხვაზედ მე ბევრი თქვენგანი, მკითხველო, მასხარად ამიგდებს; მაგრამ აბა, მკითხველო, შენ მე ყური მომიგდე: მე გეტყვი და შენ დალაგებით და აუჩქარებლივ მისმინე. მე წინათვე ვიცი, რომ მასზედ, რასაც მე ვიტყვი, გული დაგეთანაღრება, აიტკიცები და შესწუხდები, მაგრამ შენ კი, მკითხველო, იქნება ის არ იცოდე, რომ თითო სიტყვას, რასაც ეს წერილი ქვევით მოგახსენებს, იქნება თითო კოშტი სისხლიც თან ამოჰყოლოდეს. რაზედ გაიჭირე საქმეო, მეტყვი შენ. იმისთვის, ჩემო ძმა, თუ დაო, რომ “თქმით ჭმუნვა მაინც შემცირდებისა”-ო, ჩვენის პოეტის არ იყოს.

II

აიღებს ბეჩავი ქართველი მწერალი ხელში კალამს თუ არა, მაშინვე გულამოსკვნით შედგება ხოლმე და თავის თავსა ჰკითხავს: ვის უნდა ველაპარაკო, და სისხლი ძარღვში გაუშრება ხოლმე. მართლა-და, ვის უნდა ელაპარაკოს? მეტყვიან: ყველასაო. დიაღ, კარგი და პატიოსანი, მაგრამ ჩვენ, ქართველებს, საყოველთაო რა გვაქვს, რომ მწერალმა ფრთა გაშალოს და იმაზედ განაღვლოს საყოველთაო ნაღვლითა, ანუ გალხინოს საყოველთაო ლხინითა? ქართველობა ხომ არა გგონია საყოველთაო სალხინებელი და სანაღვლებელი? დიაღაც ეგ უნდა იყოს, მაგრამ სად არის ქართველი და ქართველობა? ერთი ეს მინდა გკითხო: ვართ-ღა სადმე? როგორ თუ ვართ-ღაო, შემომიტევ წყრომით. თუ შენ, ჩემო მკითხველო, ადამიანობა, კაცური-კაცობა ხელში მჩვრად არ გადაგიქცევია, ვიცი, რომ ამ კითხვაზედ ძარღვი ჩაგწყდება; ისიც ვიცი, რა ტკივილიც ამოგაკვნესებს; მაგრამ ესეც უნდა იცოდე. რომ ბალღამში ამოვლებულს ჭეშმარიტებასაც ვაჟკაცური მოსმენა უნდა. რით ვერ გაიგე, რომ ჩვენ უბედურნი ვართ!.. ყური მომიგდე.

III

პატარა დალაგებით რომ დაუფიქრდე იმ ხავსმოკიდებულს გუბეს, რომელსაც ჩვენ, ქვეყნის სამასხარაოდ, ცხოვრებას ვეძახით, რომელშიაც ჩვენ, რაღაც დაუდეგარის კმაყოფილებით, ვჭყუპალაობთ, და რომლიდამაც ათასი სხვადასხვა-ფერი ნაკადული იწრიტება ცალ-ცალკე და სხვადასხვა გზით მიდის, და “რაოდენადაც ერთმანეთზედ შორსა ვალს, ეგოდენ დაუძლურდების”, – ამ გუბეს რომ თვალღია და აუჩქარებლივ დააკვირდე, მაშინ შენც ჩემთან ამოიკვნესებ და იტყვი: “ვართ-ღაო!”

აჩქარებული კაცი, ის კაცი, რომელსაც უნდა შავი ფიქრები თავიდან მალე მოიშოროს, ადვილად გვიპასუხებს ჩვენ და გვეტყვის: ბრმანი ყოფილხართო. ეს ჩვენი დედაქალაქი და ეს შავის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე გუნდ-გუნდად მორიგებული მისი შვილი – სოფლები, ქართველები არ არიანო, მაშ ვინ არიანო. ქალაქი იქნება დედა იყოს, სოფლებიც იქნება მისი შვილები იყვნენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დედის ძუძუ გაშრა და დედის ძუძუს შვილი აღარა სწოვს.

IV

ქართველები არ არიან, მაშ რა არიანო? არიან თავადნი, აზნაურნი, მღვდელნი, ვაჭარნი, გლეხნი, ჩინიანნი და უჩინონი – ყველანი არიან, და ქართველი კი არსად არის. თავადს აზნაური სძულს, აზნაურსა – თავადი, გლეხსა – ორივე, ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთის დედის საქართველოს ოჯახის შვილნი? თავადის აზრი – სათავადოა, აზნაურის – სააზნაურო, გლეხის – საგლეხო, ვაჭრის – სავაჭრო, ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთს თესლზედ აღმოსულნი? თავადის აზრი აზნაურს არ უხდება, აზნაურისა – თავადსა, ორივესი – გლეხსა, ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთისა და იგივე ხორცისა და სულისა ნაყოფნი და ერთის დედის, საქართველოს ძუძუთი გაზრდილნი? ეს ასომთავრული რომ ასომხედრულს გზას უღობავს, ეს თავადი რომ აზნაურს ზურგს უქცევს, აზნაური – თავადსა, ორივენი – გლეხსა; ეს ვაჭარი რომ სამივეს ერთნაირის სიხარბითა სწოვს, ნუთუ ესენი თვითეულად ცალკე და ყოველნივე ერთად ქართველი ჰგონია ვისმე! ქართველი საყოველთაო სახელია და ამათში რა არის საყოველთაო. ეგ თითო-თითოდ, ერთის გაწყვეტილის ჯაჭვის რგოლებივით რომ ცალ-ცალკე და თავ-თავად დავგორავთ, ზოგი აქეთ, ზოგი იქით, ნუთუ ეგ თვითეული ქართველი ჰგონია ვისმე!

თქვენ მე მიჩვენეთ ის ადგილი, საცა მაგ თვითეულის გზები ერთად იყრება საყოველთაო საქართველოს სიკეთისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ იქ არის-მეთქი. ის საერთო ნიშანი მიჩვენეთ, საითკენაც თვითეულის ჩვენგანის ჭკვა, გონება, ფიქრი, გრძნობა, სურვილი ერთად, ხალისიანად და შეუპოვრად მიიწევდეს საყოველთაო საქართველოს კეთილდღეობისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ იქ არის-მეთქი. საერთო ლხინი მიჩვენეთ, საერთო ჭირი მაინცა, მაგრამ სად არის: ჩემი ლხინი შენი ლხინი არ არის, შენი ჭირი ჩემი ჭირი არ არის. ქართველი საყოველთაო სახელია და კიდევ ამას გკითხავ: საყოველთაო რა გვაქვს? ჩვენში არის: “მე თუ შენ, შენ თუ მე”, და ორივენი ერთად კი არაო.

აბა დაიძახე: ქართველო-თქო, თუ შავის ზღვიდამ მოყოლებული კასპიის ზღვამდე მარტო ღიპ-გადმოგდებულის ქართველის მეტმა (ე.ი. გორის მაზრაში მცხოვრებელმა) შემოგხედოს ვინმემ, და თუ გაჭირდა, იქნება კახელმაც თავისი სხვილი კისერი შენკენ მოიღრიჯოს, სხვანი კი ყურსაც არ გათხოვებენ, თითქო ამათ არ ეძახიო, თითქო ისინი კი ქართველები არ არიანო.

ის შემკრებლობითი, დიდებული ერთიანი აზრი, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ქართველობაში უნდა ხედავდეს, ის სახელი, რომელიც ყველას გვერქვა, დაირღვა, ჩვენის გონებიდამ ამოშრა, და ქართველი ეხლა ერთის კუნჭულის მცხოვრებთა საკუთარი კერძოობითი სახელი-ღა გახდა და არა საერთო, საყოველთაო მთელის იმ ხალხისა, რომელიც ერთად ტანჯულა, რომელსაც ქართველთა შესისხლულის ისტორიის მძიმე უღელი ჭირში, თუ ლხინში, ერთად ძმურად უწევნია, რომელსაც ერთისა და იგივე ენით ჭირში უგლოვნია, ლხინში უმხიარულნია, და რომელიც დღესაც ერთისა და იგივე ენით – თუ არაფერს აკეთებს – თავის მოძმეს მაინც აბეზღებს ღმერთთანაცა და კაცთანაცა.

V

იმერელი, გურული, მეგრელი, ქართლელი, კახელი – ეს ცალ-ცალკედ მითვისებული, კერძოობითად მიღებული, განმაყოფელი სახელები, ჩემის ზემოხსენებულის სიტყვის ცხადი მაგალითებია. მაგრამ მეტყვიან: ეგ ყველა ხალხში არისო. მართალია, მაგრამ არა ეგრე გულსაკლავად, როგორც ჩვენშია. იქ, სხვა ხალხში, საცა თვითეულს პირს თავის დამოკიდებულება თავის ხალხთან არ შეუწყვეტია და სისხლში და ხორცში გამჯდარი აქვს, იქ მაგისთანა სახელები შინაურობაში იხმარება ურთიერთის გასარჩევად და არა საქყვენოდ, საგარეოდ. მარსელში მცხოვრებელი ფრანციელი, რასაკვირველია, ფრანციელსვე ეტყვის, მარსელელი ვარო, მაგრამ უცხო ქვეყნელს კი ეტყვის, ფრანციელი ვარო. ეგ იმას ნიშნავს, რომ იგი შინაურობაში მარსელელია და გარეობაში – ფრანციელი. უცხოსათვის ერთი იმათგანია, საცა ყველანი ამისათვის ცხოვრობენ და ყველასათვის თითონა ცხოვრობს. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩემი ძალა – ჩემი ხალხის ძალააო, ჩემი სიკეთე – ჩემი ხალხის სიკეთეაო, რომ ჩემი სისხლი ყოველს ფრანციელთან ერთად დუღსო, ყოველის ფრანციელის ცხოვრების ძარღვი ჩემის ცხოვრების ძარღვიაო, და თუ გინდაო, ყოვლის ფრანციელის ავად და კარგად მყოფობას ჩემს მაჯაზედ შეატყობო. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩემი წყენა უცხოსაგან – ჩემი ხალხის წყენააო, და ჩემი ხალხის წყენა – ჩემი საკუთარი წყენააო.

ჩვენში? ეჰ, რაღა გითხრა მკითხველო! შენც კარგად იცი, რომ ქართველი ჩვენის ტომის საერთო სახელი აღარ არის, აღარც შინა და აღარც გარეთ, არც მახლობლისათვის და არც უცხოსათვის. იმერელი – იმერელია, გურული – გურულია, მეგრელი – მეგრელია, ქართლელი – ქართლელია, და სულ ყველანი კი ერთად ქართველები არ არიან.

ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში – ყველა, საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის, საცა “მე” ხშირია, და “ჩვენ” – იშვიათი!

VI

განვთვითეულდით, ცალ-ცალკე დავიშალენით, ასო-ასოდ დავიჭერით, და მაგ განთვითეულებამ, ცალ-ცალკეობამ ყოველგან და ყოველს-ფერში ის საქმე გვიყო, რაც ეზოპეს ზღაპარში თვითეულს წკეპლას მოუვიდა, ერთად ძნელად გადასამტვრევს. ამის შემდეგ, რასაკვირველია, საერთო სახელი აღარ შეგვრჩებოდა, და აკი აღარ შეგვრჩა.

რაკი ის დიდებული ქართველობის აზრი, ის საყოველთაო სახელი გონებიდამ გამოგვეცალა, ჩვენი გონება დაიფუყა, სულით და ხორცით დავკუწმაწდით. გონება ჩვენი, როგორც ყოველივე საგანი, რომელიც დაიფუყება, შეგვივიწროვდა, დაგვისუსტდა და, რასაკვირველია, ვეღარაფერს ფართოსა და დიდს აზრს ვეღარ დაიტევდა, და ვერ ზიდავდა… ამ მიზეზით ყოველივე აზრი, ფიქრი, სურვილი, გრძნობა დაგვინამცეცდა, გონებითად, ზნეობითად დავპატარავდით. მას აქეთ, რასაც კი ხელი მოვკიდეთ, ვეღარ მოვერივენით, რასაც კი გონების თვალით დავაკვირდით, გონებაში ვერ დავიტიეთ; ავიღეთ ყოველი იგი და დავანაკუწეთ, იმოდენა ნამცეცებად ვაქციეთ, რამოდენის ზიდვასაც თვითეულის ჩვენგანის ღონე შესძლებდა, რადგანაც მთელის ზიდვისათვის საერთო მხარი აღარა გვქონდა. ზემოთ ვსთქვი, რომ ერთიანი სახელი მთელის ჩვენის ხალხობისა ხუთ, თუ ექვს ნაჭრად დავყავით-მეთქი! გონებამ ჩვენმა ერთიანი, მთლიანი აზრი იმ სახელისა ვეღარ დაიტივა, ვერ ზიდა, აიღო და ის სახელი და მისი აზრი ხალხის მცირე ნაწილს დაარქვა. ამ-რიგად სიტყვას: ქართველს, რომელსაც საზოგადო მნიშვნელობა ჰქონდა, კერძოობითი მნიშვნელობა მიეცა. სიტყვას: მამულსაც – ეგ საქმე დაემართა.

VII

მამული!.. ამ სიტყვის ყოვლად-მპყრობელი მნიშვნელობა ვრცელია და ფართო. იქ, საცა ხალხობა დარღვეული არ არის და განთვითეულება – ეგ ჭირთაჭირი არა მეფობს, იქ მაგ სიტყვის აზრი ცხოვრების მიმნიჭებელი სულია, მთელის ხალხის ერთიანი მაჯის ერთიანი ძარღვია. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ თვითეულსა – მთელის ხალხისა და მთელს ხალხს – თვითეულისა ჭირი და ლხინი წარმოუდგება ხოლმე. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ დიდი და პატარა, ქალი და კაცი თავის ქვეყნის ნაღველითა ნაღვლობს, ლხენითა ლხინობს, დღეობითა და დიდებითა – დღესასწაულობს. იქ მაგ სიტყვაში ყოველია, და ყოველში ყველა არის.

ჩვენში? ჩვენშიაც მაგ სიტყვას მაგეთი მნიშვნელობა ჰქონია თურმე. იცი როდის? როცა ჩემი “მე” და შენი “მე” ჩვენის ერთიანის ხალხის ცხოვრების საყევარში ერთად ბმულა.

ახლაო, მკითხავ, მკითხველო? ნუთუ მაგას კითხვა-ღა უნდა? განა შენ თვითონ არ იცი, რომ ეხლა ეგ დიდებული სიტყვა თვითეულის ჩვენგანის გათავთავებულს უძრავს ქონებასა ნიშნავს და არა მთელის ხალხის სამშობლოს, – ბინასა, რომელიც ქვისა და კირის მაგიერ ჩვენის მამა-პაპის სისხლითა და ძვლებით დამყარებულია. სადღაა მამული? ხორცის დაუძლურებას სულის დაუძლურებაც ზედ მოსდევს: განვთვითეულდით, და რამოდენადაც თვითეული ჩვენგანი მთელს ქართველობაზედ უძლურია და პატარა, იმოდენად თვითეულის ჩვენგანის აზრი საყოველთაო საგანზედ დაუძლურდა, დაპატარავდა. ჩვენს დაფუყებულს და შევიწროებულს გონებას სადღა შეეძლო ექონია ის ვრცელი და დიდებული აზრი დიდებული სიტყვისა? მამულის ხსენებაზედ ეხლანდელს ქონდრის-კაცს თავისი ნეხვდაყრილი სახნავი მიწა წარმოუდგება ხოლმე; მამულისათვის ბრძოლა ეხლა სასამართლოში შეტანილი ღერბიან ქაღალდზედ სადავო საჩივარია; მამულისათვის ძლევამოსილობა – მოგებულის საქმის განაჩენის პირია, ჯეროვანად შემოწმებული; მამულის სიმაგრე – ტყრუშული ღობეა, ვენახ გარეშემო შემორტყმული; მამულის პატივი – ნეხვია, სახნავ მიწაზედ სასუქად დაყრილი; მამულის-შვილობა – მხვნელისა და მთესველის სახელიღაა.

VIII

ზღვა კოვზით არ დაილევაო, ნათქვამია, აი თუ არ დაილევა, სად არის მამულის ყოვლად-მპყრობელი, ვრცელი, ფრთაგასაშლელი მნიშვნელობა?

განვიმეორებ, განვთვითეულდით, და თვითეულის ზურგმა ვეღარ ზიდა ის დიდი აზრი მამულისა, რომელიც ყველასათვის ადვილად საზიდია. თვითეულობით ტვინი ამოშრა, შევიწროვდა და მაგ სიტყვის დიდი მნიშვნელობა ვეღარ იტვირთა. რაღა უნდა გვექნა ამის შემდეგ? ავიღეთ და მთელი მამული, ერთიანი ჩვენი ბინა დავყავით, გავინამცეცეთ თვითეულის დონის კვალობაზედ ასე, რომ ზიდვაც შესაძლო ყოფილიყო ჩვენის ქონდრის-კაცობისათვის და დაპატარავებულს ტვინშიაც მოთავსებულიყო. დავაქციეთ ჩვენი დიდი ერთიანი სამშობლო ოჯახი, რომლის ბოძად იყო ერთიანი მხარი მთელის ქართველობისა, და მის ნაშთის ნამტვრევებისაგან პატარ-პატარა ხუხულები ავაშენეთ, რომელსაც საზოგადო სახელი “მამული” დავარქვით და რომელშიაც ჩვენც დავეტივენით, და ჩვენი ამომშრალის ტვინის და გონების აზრიც დავტივეთ; დავაქციეთ მამათა ჩვენთა სამარე, შვილთა ჩვენთა აკვანი; დიდი “მამული” დავშალეთ, პატარები გავიკეთე, და აქაც გავამართლეთ ჩვენის რუსთაველის სიტყვა: ყოველი მსგავსი მსგავსსა შობსო.

თვითეულმან ჩვენგანმან თავისი ხვედრი, დიდის “მამულის” ნაშთი, თავთავად შემოიღობა; იმ შემოღობილში თვითეულმან ჩვენგანმან თავისი საკუთარი ქვეყანა აიშენა და საზოგადო სახელი “მამული” თავის კერძო მამულს დაარქვა და თქვა: თუ მე არ ვიქნებიო, ქვა-ქვაზედაც ნუ იქნებაო. ამ სახით თვითეული ჩვენგანი თავის შემოღობილში შეიკეტა, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი აიჩინა; და რომ თვითეულმან ჩვენგანმან საერთო საქმეს თვალი მოაშორა და გონება თავისი საერთო საგანზედ აღარ ავარჯიშა. ის გონებაც ისე დაუბრმავდა, რომ იგი თავის ქონების ღობის იქით ვეღარ გადაუცილებია, რომ თავის მოძმეს გაეხმაუროს მაინცა.

IX

ეხლა, ჩემო მკითხველო, შენ შენს კერძო მამულზედ სწუხარ და სტირი, მე ჩემს კერძო მამულზედა, ყველას გაცალკევებული, საკუთარი და კერძო ნაღველი გვაქვს, როგორღა მივუყენებთ ერთმანეთს აზრსა? რადგანაც ვიცით, რომ ვეღარ მივუყენებთ ერთმანეთს აზრსა, ამიტომაც სალაპარაკოდაც აღარ შევყრილვართ. ან სალაპარაკოდ რიღასთვის უნდა შევყრილიყავით? ლაპარაკი აზრის აღებ-მიცემობაა. მე რა მაქვს შენთან საერთო, რომ ერთად გვეაზრნა, საერთო აზრის აღებ-მიცემობა გაგვეწივა.. რაკი შენ იმერლობა დაირქვი და მე კახელობა, მე შენთან სალაპარაკო აღარა მაქვს-რა და შენ – ჩემთან; რაკი შენ შენს სახნავს მიწას და ერთობ შენს უძრავს ქონებას შენი მამული დაარქვი და მე ჩემსას – ჩემი, მე შენთან საერთო მოსაფიქრებელი აღარა მაქვს-რა, და შენ – ჩემთანა. ამიტომაც დავშორდით ჩვენ ერთმანეთსა, შენ იქით წახველ და მე აქეთ წამოვედი, და მას აქეთ მე და შენ ერთად აღარ გვილაპარაკნია. დიდი ხნის ულაპარაკობამ, როგორც აზრით, ისე სიტყვითაც, ერთმანეთს დაგვაშორა. ერთიერთმანეთის სიტყვას ყური გადავაჩვიეთ: შენ ჩემი სიტყვა ან სულ არ გესმის, და თუ გესმის, შენებურად გესმის, მე კიდევ შენი სიტყვა ჩემებურად მესმის. ამიტომაც ქართველი ვეღარავის გვიცვნია, თუმცა კი ყველანი ქართულად ვლაპარაკობთ. რათ მოხდა ესე? იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ ყოველსფერში გავთავ-თავდით, აზრი და ყოველი საგანი გავითავთავეთ და სიტყვაც, რომელიც მარტო აზრისა და საგნის ნიშანია, გათავ-თავდა. ამიტომაც ჩვენი ენა კილოიანი გახდა, იგავიანი, ორპირი შეიქმნა ასე, რომ ერთ და იგივე სიტყვას მრავალგვარი აზრი მიეცა. აბა რა გითხრა იმისთანა, რომ შენ კილო არ გამოაბა? მიირთვიც რომ გითხრა, ამ კარგს დარბაისლურს სიტყვას, თუ მოინდომებ, ცუდად ჩამომართმევ, თუ ნამეტნავად ზოგიერთა კაცის გულის გარყვნილებაში შენც წილი ჩაგიდვია. შემობრძანდი რომ მითხრა, ხომ კაი სიტყვაა, ეგ ჩემზედ ჰკიდია, საწყენად მივიღო, თუ სალხენად. აი აქ “ჰკიდია” ვიხმარე და შენც ათასჯერ ხმარობ, მაგრამ ვშიშობ, რომ მაგ სიტყვას ერთმა ბრიყვმა ვინმე თავისის წამხდარისა და გარყვნილის გონების აზრი არ მიაწეროს.

X

სადღა არის ეხლა ქართული ენა? ან გვინდაღა ქართული, როცა ჩვენ თითონ ჩვენდა დასაღუპავად ქართველობაზედ ხელი ავიღეთ? გონებით რომ აღარ ვსცხოვრობთ, ქართულს ენას აზრს როგორღა გამოათქმევინებთ? ერთობისათვის რომ აღარა ვართ, ერთნაირს სიტყვის მნიშვნელობას როგორ მოვსთხოვთ ჩვენს ენასა? თუნდ რომ ჩვენს ენას და სიტყვას აზრიც გამოათქმევინოთ, ვის რად გინდათ, ენას აზრს ვინღა სთხოვს? ჩვენ თითონ დავცალიერდით გუდაფშუტასავით, ცალიერი სიტყვებიღა გვინდა, ცალიერი ხმები, რომ ენამ პირში იშტვინოს და ყურმა ძარღვი იფხანოს. სხვა რისთვის გვინდა ენა? საერთო სახელი ქართველი კერძოობითად გავხადეთ, მამული დანეხვილ ნაფუძვრად გარდავაქციეთ, პატივი – ნეხვად, თავი – გოგრად, და ჩვენი უადამიანობა იქამდინ მივიყვანეთ, რომ კაცი კაცს აღარ ნიშნავს, თუ ზედ კაცური არ დავუმატეთ, და მის შემდეგ კიდევ გინდათ, რომ ენა გვქონდეს?

XI

ჩვენ რომ ერთი-ერთმანეთს გადუდექით, თავი შევიკეტეთ ჩვენს პატარა ხუხულაებში და ერთი-ერთმანეთს აღარ გაველაპარაკენით, რასაკვირველია ენაც დაგვიმუნჯდებოდა და დაგვიკოჭლდებოდა. მეტყველების ნიჭს ისეთი ვარჯიშობა უნდა, როგორც ყველაფერს სხვას. მეტყველების წყარო აზრია და აზრის წყარო გონებითი ცხოვრებაა. ჩვენ განკერძოვების შემდეგ გონებითად აღარ გვიცხოვრია და რადგანაც ენას მაინც პირში ტოკვა უნდოდა ჩვეულებისამებრ, ავიღეთ და უაზრო ხმები, რომელიც ჩვენი ხუხულაების გარეშემო პირუტყვის ბუნებაში ისმოდა, ენის სალაქლაქო ქართულ სიტყვებად ვაქციეთ, და მადლობა ღმერთსა, დღევანდლამდე ამ-გვარის სიტყვებით იოლად მივდივართ. ამიტომაც პირუტყვ-ბუნების ხმის მსგავსის სიტყვებით აივსო ჩვენი ენა. და დახე, თუ ერთი გონებითი აზრის მცველი სიტყვა ემატნა. მაგალითები ათასია: ფრიალი, კრიალი, ბრიალი, პრიალი, გრიალი, ქრიალი, ღრიალი, ჭრიალი, ხრუტუნი, ღრუტუნი, სრუტუნი, წრუტუნი, ჟრუტუნი, ფრუტუნი, და ათასი ამისთანით აივსო აზრმოკლებული, უნიადაგო ჩვენი უბედური ენა. სადღაა ქართული ენა? ქართველობა გათავ-თავდა, მამული – აგრეთვე, სადღა გაიბას ქართულმა ენამ თავისი ფესვი საერთო აზრიანობისათვის? კიდევ იმას ვიტყვი, რაც ზემოთა ვსთქვი: მე რა მაქვს შენთან საერთო, რომ ერთად გვეაზრნა, რომ ერთმანეთის აზრის აღებ-მიცემობისათვის საერთო მნიშვნელობის სიტყვა და ენა შეგვექმნა? შენ შენთვისო, მე ჩემთვისო, ძმებმა ერთმანეთს ვუთხარით, ცივად ერთმანეთს თავი დავუკარით, უცრემლოდ ძმა ძმას გამოვესალმენით, უკანასკნელი საერთო სიტყვა “მშვიდობით” უკანასკნელადღა ვახსენეთ, შენ იქით წახველ და მე აქეთ, თვითეულად, თავ-თავად, და ვინ იცის, როდისღა შევხვდებით ერთმანეთს, რომ კიდევ ძმური, ერთიანი, განუყოფელი ქართული “გამარჯვება” მითხრა შენ – მე, და მე – შენ, ჩემო დაკარგულო ძმაო, თუ დაო!..

[1866-1876 წ.]