მოქალაქეთაკავშირი ადამიანს უყურებს, როგორც ამომრჩეველს და არა როგორც ყურადღების ობიექტს. 1999

სახალხო სიტყვა. 15- 21 სექტემბერი.

საქართველოს სახალხო პარტიისა და “დიდგორის” გაერთიანებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ ორი საერთო წარსულის მქონე ორგანიზაციის სიმბიოზმა პოლიტიკური ოპონენტებიდან ყველაზე მეტად მმართველი პარტია შეაშფოთა. წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება და ძლიერდება ბლოკ “სახალხო-პარტია_დიდგორის” წინააღმდეგ მიმართული კამპანია, ესაა სამწუხარო რეალობა, რომელიც დღეს არსებობს. ურთულესი პირობების მიუხედავად, რომელშიც დღეს სახალხოს უწევს ბრძოლა, მის ლიდერს, მამუკა გიორგაძეს, ოპტიმიზმის რეალური საფუძვლები გააჩნია. 

დღეს საჭიროაარა “მოქალაქური ისტერიისათვის” ბანის მიცემა, არამედ ის, რომ საზოგადოება არ აყვეს ამ ისტერიას, ეს იქნება საქართველოში დრომოჭმული ნეობოლშევიკური მმართველობის დამარცხების ერთადერთი გარანტი.
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით სარჩევნო კამპანიასა და უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს?
_ საქართველოში შექმნილია უმძიმესი ვითარება და ამ ვითარების უპირველესი წყარო დღევანდელი ხელისუფლებაა. მე არ მინდა იმის თქმა, რომ ამ ოთხი წლის მანძილზე კარგი არაფერი გაკეთდა, რა თქმა უნდა, იყო სასიკეთო ცვლილებებიც, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ისეთი საკითხი, როგორიცაა, ვთქვათ, კანონი ოკუპირებული ტერიტორიების, თავისუფალი ეკონომიური ზონებისა და სხვა საკითხების შესახებ, მოქალაქეთა კავშირის მხრიდან მთლიანად იგნორირებული იქნა. მათი პულტებით საქართველოში სერიოზული ძვრების, განვითარების პერსპექტივები “დაიბლოკა”. დღეს რა უბედურებაც გვჭირს სწორედ მოქკავშირის “დამსახურებაა” და პროპაგანდისტული ქმედებები, რომელსაც ის აწარმოებს, მოსახლეობისათვის, სამწუხაროდ მოსახლეობისათვის მხოლოდ მოტყუების საფუძველს ქმნის. მოსახლეობა ვერ აცნობიერებს კავშირს ბიუჯეტსა და საკუთარ ჯიბეს შორის. ბიუჯეტის კანონში გვიწერია, რომ მოსახლეობა ვერ მიიღებს პენსიას, არ გაეზრდება ხელფასი, ვერ დასაქმდება, არ იქნება შრომის პირობები. ბიუჯეტში წერია კრედიტების შეჭმა, წერია, თუ როგორ შეჭამონ საბიუჯეტო სახსრები. დიახ ეს ყველაფერი ამ კანონში წერია, რომელსაც მხარი დაუჭირა მოქალაქეთა კავშირმა. თვითონვე შიფრავენ საკუთარ თავს, უბრალოდ პრობლემა ისაა, რომ ძნელია მოსახლეობას აუხსნა რა როლი აქვს მიღებულ ბიუჯეტს მის ჯიბესთან. ყოველდღიურ პრობლემებში ჩაძირულ ხალხს იმის დროც არა აქვს წარმოქმნილ მიზეზებზე იფიქროს.
_თქვენ ფიქრობთ, რომ ამ პრობლემების წარმოქმნას ხელისუფლება ხელოვნურად უწყობს ხელს?
_რა თქმა უნდა, მას ეს აწყობს. გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი მასის მართვა გაცილებით ადვილია. ამით ხელისუფლებას მეტი გარანტია აქვს ამომრჩევლებზე იმოქმედოს ბინძური მეთოდებით _ მოტყუებით, მოსყიდვით, ზეწოლით. სხვანაირად თავისუფალი არჩევნების პირობებში მოქალაქეთა კავშირს შესაძლოა საკუთარი ოჯახის წევრებმაც არ მისცენ ხმა.
_თავისუვალი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთ პირობას საერთაშორისო დამკვირვებლებიც ქმნიან. ცნობილი გახდა, რომ არჩევნებზე დამკვირვებლებს გამოგზავნის ევროპის სახალხო პარტიების გაერთიანებაც. თქვენი აზრით, ეს მოხსნის გაყალბების პრობლემას?
_ საქართველოს სახალხო პარტია აქტიურადაა ჩართული ევროპის სახალხო პარტიის მუშაობაში. ამ ორგანიზაციამ გარკვეული შეფასება მისცა კორუფციის დიდ დონეს, იმ უკანონობებს, რომლებიც უკვე ჩადენილია არჩევნებთან დაკავშირებით… ბუნებრივია, მათ სურვილი აქვთ საკუთარი თვალით დააფიქსირონ ის დარღვევები. რომლებიც გარდაუვალია არსებული საარჩევნო კანონის პირობებში. მაგრამ აქაც პრობლემა! _ სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდეს უცხოელი დამკვირვებლების მასიური ჩამოსვლა, საქართველოს პარლამენტის არჩევნები დაინიშნა 31 ოქტომბერს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს. ეს არ ყოფილა საბედისწერო დამთხვევა. ეს იყო შეგნებული გათვლა. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები მსოფლიოსათვის გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენაა ვიდრე საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ეს გამოიწვევს ჩვენთან დამკვირვებლების ჩამოსვლის შეჩერებას.
_ ბატონო მამუკა, თქვენ ისაუბრეთ მოქალაქეთა კავშირის მანევრებზე, რითაც ის ცდილობს ამომრჩევლების მოტყუებას. რას იტყოდით ამ მანევრების კონკრეტულ ფორმებზე?
_ მოქალაქეთა კავშირს მხოლოდ ახლა გაახსენდა ამომრჩეველი. მმართველი პარტიის წარმომადგენლები დადიან კარდაკარ და მოსახლეობას ეუბნებიან, ჩაგვაწერინეთო თქვენი პრობლემები. ახლა გაახსენდათ, რომ ხალხს თურმე შეიძლება Pრობლემები ჰქონდეს. უბედურება ის არის, რომ მოქალაქეთა კავშირი ხალხს უყურებს, როგორც ამომრჩეველს და არა როგორც ყურადღების სუბიექტს. ჩვენ, რომ ბრძოლა დავიწყეთ, სულაც არ გვიფიქრია, რომ ადამიანები, რომელთა ბედნიერებისათვისაც ვიბრძოდით, ოდესმე ოდესმე ჩვენი ამომრჩევლები გახდებოდნენ. ადამიანი, ჩვენი ბრძოლის ოცი წლის განმავლობაში, წარმოადგენდა განუმეორებელ სამყაროს ღვთისაგან ბოძებული სიცოცხლით და არა ამომრჩეველს, რომელსაც ერთი თვის მანძილზე მოატყუებ, შეპირდები ფოჩიან კამფეტებს და მიატოვებ. ჩვენი სიტყვა და საქმე ერთი იყო. შეიძლება ბევრი რამ დაგვწამონ, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ჩვენი სიტყვა მხოლოდ სიტყვაა, ვერავინ იყვის, რომ ჩვენ რაიმე გვაკავშირებს კორუფციასთან, ანტიეროვნულობასთან, არაპროფესიონალიზმთან… თუკი ხელისუფლებისათვის ძირითადი კოზირი არის არა ადამიანი, არამედ სახელმწიფო სტრუქტურა და უკანონოდ ნაშოვნი ფული. ჩვენი ძლიერების წყარო ხალხია. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ გაცილებით განსხვავდება მოქალაქეთა კავშირის დამოკიდებულებისაგან.
_ ბატონო მამუკა, საკუთარი ეროვნულობა იმითაც დაამტკიცა, რომ გადადგა ნაბიჯი ყოფილი მოწინააღმდეგის _ ზვიადისტებისაკენ.
_ ეს ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია. რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით ამ კუთხით და ეს შრომა, ეს ენერგია უმისამართოდ არ დაიხარჯა არც ჩვენი და არც „დიდგირის“ მხრიდან. როდესაც ყველაფერი დასრულდა და ჩვენ ერთად დავსხედით, ჩემთვის საინტერესო იყო მათ მიერ ნათქვამი ფრაზა: ჩვენ ვსხედვართ ერთად და ვსაუბრობთ ერთ ენაზე. ერთ ენაზე საუბარი ისე ბუნებრივად მოხდა, რომ მოულოდნელიც კი იყო.
_ მოულოდნელი რატომ იყო?
_ მოულოდნელი იმ თვალსაზრისით იყო, რომ დავსხედით და უცებ აღმოჩნდა, რომ ერთ ენაზე ვსაუბრობდით. ეს იმედი ყოველთვის გვქონდა, რადგან ჩვენ ერთი ფესვებიდან მოვდივართ. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ და მოქკავშირი საერთო ენას ვერ გამოვნახავთ. ისინი ნომენკლატურული კომუნისტური საწყისებიდან მოდიან, ჩვენ კი ფესვები ეროვნულ ნიადაგში გვაქვს გადგმული. ის პროცესი, რომლითაც დაიწყო ეროვნული ძალების გაერთიანება, არ იყო ადვილი იქიდან გამომდინარეც, რომ ჩვენ გულწრფელები ვიყავით იმ დაპირისპირებაში, რომელიც ჩვენს შორის არსებობდა. ჩვენ არ ვთამაშობდით, მე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს გულწრფელობა სხვებმა გამოიყენეს და ხელისუფლებაში დღეს სწორე დღეს ხალხია…მაგრამ გადის დრო და ამ დროირ მანძილზე, ბუნებრივია, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს თავზე, ჩვენს ქმედებაზე, გულწრფელად გულში გვაქვს ხინჯი _ ყველა საშუალებია ვცადეთ მაშინ, რომ სისხლი არ დაღვრილიყო? სად იყო შეცდომა დაშვებული? _ გვაწვალებდა შეკითხვა. იქნებ კიდევ ვცადოთ, იქნებ დავძლიოთ დაპირისპირება, აღმოვფხვრათ ის ზიანი, რაც ამ დაპირისპირების შედეგად მიადგა ქართულ ცნობიერებას. სამწუხარო იყო, რომ პოლიტიკური დაპირისპირება ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს შორის ხდებოდა. 1991 წლის სექტემბერ-ოქტომბერში აშკარად ჩანდა, რომ იცვლებოდა ვითარება, ხელისუფლებისაკენ ბრუნდებოდა ხალხი, რომელსაც არა თუ უბრძოლია დამოუკიდებლობისათვის, არამედ არც კი უოცნებია მასზე და კიდევ უფრო მეტი, ცინიზმითა და ზიზღით უყურებს მას და ბევრ შემთხვევაში ებრძოდა კიდეც.
მე ძალიან მაინტერესებს ჩემი დაპატიმრების პირობები, ყველამ კარგად იცოდა მიმდინარე პროცესები. კარგად ჩანდა, ვის უნდოდა მოსკოვში წასვლა და ვინ აკავებდა მას, ვის ჰქონდა კონტაქტები ხელისუფლებისათვის მებრძოლ “პატრიოტებთან”… სწორედ მაშინ, როდესაც დამაპატიმრეს, ედპ-ს გარკვეულმა ჯგუფმა რუსეთისაკენ დაიწყო აშკარად ყურება. იმ პერიოდში წარმოქმნილმა წინააღმდეგობის საფუძვლებმა ხუთი-ექვსი წლის შემდეგ იჩინა თავი. დღეს საზოგადოებისათვის საკამათო აღარ არის, თუ რატომ გაიყო ედპ, ვინ დგას ეროვნულ პოზიციებზე და ვისთვისაა “ეროვნულობა” მერკანტილური მიზნების განხორციელების იარაღი. დღეს უკვე ნაკლებად საინტერესოა, ვინ ტყუოდა მაშინ და ვინ მართალი იყო, მაგრამ სიმართლე საბოლოოდ უნდა გაირკვეს და ნებისმიერმა ადამიანმა საკუთარ თავზე გაინაწილოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას დამსახურებულად ეკისრება.
_ ბატონო მამუკა, ამის მიუხედავად, თქვენ და ზვიადისტებს აღმოგაჩნდათ ძალა, რომ საკუთარი ენერგია მოახმაროთ ქვეყნის აღმშენებლობას და არა პოლიტიკურ ბატალიებს. ვინ გადადგა შერიგებისაკენ პირველი ნაბიჯები?
_ ჩემი აზრით ეს საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს და… აღარც მახსოვს. საინტერესოა თვითონ ფაქტი. ჩვენ ვამბობთ, რომ მოხდა ძმების, ერთი ფესვიდან წამოსული ხალხის გაერთიანება. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ სულიერი ძმები არ იგულისხმება და “ერთი ფესვი” აბსტრაქტული მცნება არ არის. არის ოჯახი რომლიდანაც ერთი ძმა იყო უზენაესი საბჭოს წევრი. მეორე ძმა ამჟამად არის პარლამენტარი. დღეს ძმები შავთვალაძეები ერთი საარჩევნო ბლოკის წევრები არიან, ბოლო 10-11 წლის განმავლობაში ისინი პირველად გახდნენ პოლიტიკური თანამოაზრეები. შეიძლება ეს მელოდრამულიცაა, მაგრამ ეს რეალობაა. ეს ორი ძმა თვალნათელი გამოხატულებაა იმისა, რაც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს.
_ თქვენი აზრით, საზოგადოებისათვის ეს რამდენად გასაგებია?
_ საზოგადოებას ეს უნდა გავაგებინოთ, ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ხელისუფლების კიდევ ერთი მინუსი ის არის, რომ მისი მმართველობის პერიოდში სიტყვებმა „ზნეობა“, „პატიოსნება“, „სიწმინდე“, „ერთიანობა“, „შერიგება“, დევალვაცია განიცადა. შერიგება იდეურად თანაბარ სიტუაციაში მყოფი ადამიანების რეალური გაერთიანებაა. სახალხო პარტიისა და „დიდგორის“ ასეთიშერიგების მაგალითია. სწორედ ამიტომ გამოიწვია ჩვენმა გაერთიანებამ ასეთი მწვავე რეაქცია ხელისუფლების მხრიდან. ეს საშიშია მათთვის, რადგან გაჩნდა იმის შანსი, რომ პოლიტიკურ სპექტრში მხოლოდ „სახალხო პარტია _ „დიდგორია სულისკვეთებით ერთგვაროვანი. აქედან გამომდინარე, მოქკავშირისათვის საშიში რელური ჯანსაღი ოპოზიცია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში ეროვნულმა ცნობიერებამ გაიმარჯვოს. ჩვენთვის უაღრესად დიდი პატივია გოგი ოჩიაურთან, ნოდარ წულეისკირთან, მუხრან მაჭავარიანთან, ოთარ კობერიძესთან, გოგი ხოშტარიასთან, მერაბ თავაძესთან და სხვებთან ურთიერთობა. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ისინი ერის გამორჩეული შვილები არიან.
დღეს მოსახლეობას გაუჩნდა საშუალება, რომ გააკეთოს ალტერნატიული არჩევანი და მხარი დაუჭიროს ეროვნულ ძალებს, რომელთაც ძალუძთ ქვეყნის გადარჩენა.
მაკა სულიაშვილი.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress