ს ა ხ ა ლ ხ ო პ ა რ ტ ი ი ს წ ე ს დ ე ბ ა

ცვლილებებით რეგისტრირებულია საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს
2008 წლის 16.04 #115 ბრძანებით
1.ზოგადი დებულებანი

1.1 სახალხო პარტია (შემდგომში_პარტია) არის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს კონსტიტუციის, `მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.


1.2 პარტია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ფლობს განკერძოებულ ქონებას, გააჩნია საანგარიშსწორებო და სხვა სახის, მათ შორის სავალუტო ანგარიშები. აქვს დროშა, ბეჭედი, გერბი, ბლანკი.
1.3 პარტია ფუნქციონირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მონაწილეობას ღებულობს არჩევნებში, ამყარებს საერთაშორისო ურთიერთობებს, მონაწილეობს როგორც ქვეყანაში მოქმედ, ასევე საერთაშორისო მონათესავე იდეოლოგიის, ან სხვა სახის ინტერპარტიულ გაერთიანებებთან.
1.4 პარტიის ცენტრალური ოფისის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი კეკელიძის ქუჩა #25 კ.6 ბ.151.

2. პარტიის მიზნები და ამოცანები

2.1 პარტიის ძირითადი მიზანია ქართველი ერის ცხოვრების მართლმა- დიდებლურ და ეროვნულ ტრადიციულ ღირებულებებზე მოწყობა, საქარ- თველოს მოქალაქეების ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოში.
2.2 ძირითადი მიზნიდან გამომდინარე პარტიის უმთავრესი ამოცანებია კანონით დადგენილი წესით ხელი შეუწყოს:
ა) _ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
ბ) _ ქვეყნის საბოლოო დეოკუპაცია. ანექსიის და ოკუპაციის შედეგების ლიკვიდაციას.
გ) _ საქართველოს იდეოლოგიურ _ კულტურული,პოლიტიკური, ეკონო- მიკური, სოციალური, ეკოლოგიური და მთლიანად ეროვნული უსაფრთხო- ების უზრუნველყოფას.
დ) _ საქართველოს ხალხის კულტურულ, სოციალური და ეკონომიკურ აღორძინებას.
ე) _ პოლიტიკურ_სამართლებრივი და ეკონომიკური რეფორმების გზით საბჭოთა წყობილების გადმონაშთის (ბოლშევიკური მართველობითი სისტემის) დემონტაჟს და ახალ, დემოკრატიულ, სოციალურ საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრებას პიროვნების უფლებების დაცვის სრული გარანტიებით.
ვ) _ ქვეყნის წინაშე საქართველოს ხალხის (ეროვნული კუთვნილების მიუხედავად) უფლებებისა და მოვალეობების თანასწორობის სამართლებრივ და პრაქტიკულ უზრუნველყოფას.
ზ) _ საქართველოში ქრისტიანული დემოკრატიის კულტურულ_ეთიკური, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პრინციპების საფუძველზე შექმნილი ეროვნულ სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის დამკვიდრებას და გამარჯვებას.
თ) _ საერთო ევროპული და საერთო კავკასიურ პროცესებში აქტიური მონაწილეობა.
ი) _ საქართველოს ხალხის საერთო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას და საერთოდ, კაცობრიობის ღირსეული პარტნიორ ერად ჩამოყალიბებას.
2.3 პარტია ერთგულია ქრისტიანულ_მართლმადიდებელი ღირებულებები
სა და დედა ეკლესიის. Pპარტიას მიაჩნია, რომ საზოგადოება და ეკლესია
განუყოფელია, მათი ურთიერთქმედება საზოგადოებრივი ცხოვრებისა და
სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის მდგრადობის პირობაა.
2.4 პარტია თავის მიზნებს ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, დემოკრატიული, მშვიდობიანი, კონსტიტუციური ხერხებითა და საშუალებებით.

3. პარტიის წევრობა.

3.1 პარტიის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე, რომელიც სარგებლობს საარჩევნო უფლებით, იცნობს და აღიარებს წინამდებარე წესდებას, იზიარებს პარტიის იდეოლოგიის ძირითად პრინციპებს და არ არის სხვა პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი.
3.2 პარტიის წევრი რეგისტრირებულია ადგილობრივ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და საქმიანობს რეგისტრაციის ადგილზე ან ცენტრალურ სტრუქტურულ რგოლებში.
3.3 პარტიის წევრად მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობას:
- აქვს პარტიის ორი წევრის რეკომენდაცია, რომელთაგან ერთ _ ერთს
გააჩნია პარტიის წევრობის ორი წლის სტაჟი მაინც.
3.4 პარტიის წევრად მიღების საკითხს განიხილავს და წყვეტს პარტიის ადგილობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფების პირველადი ორგანიზაციის საერთო კრება. Gგადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა კრებაზე (ქვორუმის არსებობის შემთხვევაში) დამსწრე პარტიის წევრების არანაკლებ ორი მესამედისა და ძალაში შედის მას შემდეგ, რაც მას დაამტკიცებს პარტიის სარაიონო ორგანიზაციის კომიტეტი. იქ, სადაც არ არის დაფუძნებული ადგილობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფი-პირველადი ორგანიზაცია, საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სარაიონო ან საქალაქო კომიტეტი.
3.5 Pპარტიის წევრს უფლება აქვს აირჩიოს, ან არჩეულ იქნეს პარტიის ხელმძღვანელ, აღმასრულებელ და მაკონტროლებელ ორგანოებში.
3.6 Pპარტიის წევრს აქვს
უფლებები:
-მონაწილეობა მიიღოს პარტიის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებში;
-პარტიის ხელმძღვანელობისაგან მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით.
-პროპაგანდა გაუწიოს პარტიის მიზნებსა და ამოცანებს;
-მისთვის დავალებული პარტიული საქმიანობის განსახორციელებლად ისარგებლოს პარტიის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
Mმოვალეობები:
-შეასრულოს პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები;
-არ დაუშვას პარტიის სახელისა და საქმიანობის დისკრედიტაცია;
-არ გააკეთოს განცხადებები პარტიის სახელით შესაბამისი
Uუფლებამოსილების გარეშე;
-სისტემატურად გადაიხადოს საწევრო გადასახადი.
3.7 Pპარტიის წევრს, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე არ მონაწილეობს პარტიულ ცხოვრებაში, არ ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ან 6 თვის მანძილზე არ იხდის პარტიის საწევრო შესატანს, სარაიონო კომიტეტი, სამხარეო ბიურო ან მთავარი კომიტეტი განიხილავს პარტიიდან მისი გარიცხვის საკითხს.
3.8 Pპარტიის წევრის მიმართ მთავარი კომიტეტის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებების საფუძველზე წახალისების, სანქციების, ან პარტიიდან გარიცხვის საკითხის დასმა და გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი წერილობითი დასაბუთებით შეუძლია, პარტიის სარაიონო ან საქალაქო კომიტეტს, სამხარეო ბიუროს, მთავარ კომიტეტს. სარაიონო ან საქალაქო კომიტეტის და სამხარეო ბიუროს გადაწყვეტილების აპელირება ხდება პარტიის მთავარ კომიტეტში 30 დღის განმავლობაში. საჩივრის განხილვა წარმოებს შესაბამისი ორგანოს უახლოეს სხდომაზე. მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილება საბოლოოა. ხოლო მთ. კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გარიცხვასთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს პარტიის ყრილობაზე.
3.9 პარტიის წევრს აქვს პარტიიდან თავისუფალი გასვლის უფლება შესაბამის სარაიონო ან საქალაქო კომიტეტში წერილობითი განცხადების საფუძველზე.
3.10 პარტიის წევრი იხდის საწევრო ანარიცხებს მთავარი კომიტეტის მიერ შემუშავებული დებულების საფუძველზე. P
4. პარტიის სტრუქტურა.

4.1 პარტია იგება ტერიტორიული პრინციპით.
4.2 პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფები საქმიანობენ პარტიის მთავარი კომიტეტის მიერ შემუშავებული დებულების საფუძველზე. გადაწყვეტილებებს სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნის შესახებ იღებს პარტიის მთავარი კომიტეტი.
4.3 სტრუქტურული ქვედანაყოფები იქმნებიან იურიდიული სტატუსის გარეშე.

პარტიის მთავარი კომიტეტი.
4.4 მთავარი კომიტეტი არის პარტიის აღმასრულებელი ორგანო.
4.5 მთავარი კომიტეტი 12 წევრის შემადგენლობით, ყრილობათა შორის პერიოდში წარმართავს პარტიის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს პარტიის ყრილობის მიერ განსაზღვრული სტრატეგიული კურსის განსახორციელებლად. შეიმუშავებს პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის დებულებებს, იღებს გადაწყვეტილებებს ყველა იმ საკითხზე რაც არ განეკუთვნება ყრილობის განსაკუთრებულ კომპეტენციას.
4.6 მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებები სავალდებულოა პარტიის ყველა წევრისათვის.
4.7 მთავარი კომიტეტის 11 წევრი ირჩევა პარტიის ყრილობაზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით.
4.8 ყრილობაზე მთავარი კომიტეტის წევრობის კანდიდატებად კენჭს იყრიან: მოქმედი მთავარი კომიტეტის სრული შემადგენლობა (შესაძლებელია თვითაცილება) და ყრილობის ათი დელეგატის მიერ დასახელებული კანდიდატები. ამასთან, ერთ დელეგატს უფლება აქვს დაასახელოს მხოლოდ სამი კანდიდატურა. Kკანდიდატის თანხმობის შემთხვევაში მისი გვარი ჩაიწერება სიაში დასახელების რიგითობის შესაბამისი ნომრით.
4.9 კენჭისყრის შედეგად არჩეული 11 პირი და პარტიის თავმჯდომარე ქმნიან მთავარ კომიტეტს.
4.10 მთავარი კომიტეტის სხდომა იმართება თვეში ერთხელ მაინც.
4.11 მთავარი კომიტეტის სხდომებს წარმართავს პარტიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში _ გენერალური მდივანი.
4.12 მთავარი კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავარი კომიტეტის წევრთა ორი მესამედი.
4.13 მთავარი კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით (გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა). ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება პარტიის თავმჯდომარის ხმა.
პარტიის მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმი.
4.14 პრეზიდიუმი იქმნება პარტიის ყოველდღიური საქმიანობის განსახორციელებლად და უზრუნველსაყოფად, წყვეტს ორგანიზაციულ და სამეურნეო საკითხებს.
4.15 მთავარი კომიტეტი პარტიის თავმჯდომარის, ან მთავარი კომიტეტის 3 წევრის წარდგინებით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს პარტიის გენერალურ მდივანს 4 წლის ვადით.
4.16 მთავარი კომიტეტი თავმჯდომარის, გენერალური მდივნის, ან მთავარი კომიტეტის 2 წევრის წარდგინებით მთავარი კომიტეტის შემადგენლობიდან ირჩევს პარტიის 3 მდივანს, რომლებიც თავმჯდომარესთან და გენერალურ მდივანთან ერთად წარმოადგენენ მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმს.
4.17 პრეზიდიუმი ირჩევა ღია ან ფარული კენჭისყრით 2 წლის ვადით.
4.18 პარტიის მდივნების ვადამდე გადარჩევა ხდება იმავე წესით.
4.19 პარტიის მდივნებს შორის ფუნქციებს თავმჯდომარის წინადადებით ანაწილებს მთავარი კომიტეტი.
4.20 პრეზიდიუმის სხდომები იმართება ორ კვირაში ერთხელ მაინც.
4.21 პრეზიდიუმის სხდომებს წარმართავს პარტიის თავმჯდომარე. Mმისი არ ყოფნის შემთხვევაში _ გენერალური მდივანი.
4.22 პრეზიდიუმის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
4.23 პრეზიდიუმი გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის პრინციპით.
პარტიის თავმჯდომარე.
4.24 პარტიის თავმჯდომარე არის პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ერთპიროვნულად წარმოადგენს პარტიას, მესამე პირთან ურთიერთობაში როგორც საშინაო, ისე _ საგარეო ურთიერთობებში. იგი ხელმძღვანელობს მთავარი კომიტეტისა და პრეზიდიუმის საქმიანობას.
4.25 თავმჯდომარეს ირჩევს პარტიის ყრილობა, ფარული კენჭისყრით 4 წლის უფლებამოსილების ვადით.
4.26 თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მთავარ კომიტეტს, ყრილობის დელეგატთა 1/5-ს. ერთ დელეგატს უფლება აქვს მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთ კანდიდატს. საარჩევნო ბიულეტენში თავმჯდომარეობის კანდიდატების გვარები ლაგდება წარდგენის რიგის მიხედვით.
4.27 არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყრილობის დელეგატთა ხმების ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას, ეწყობა არჩევნების მეორე ტური. Mმეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში უკეთესი შედეგის მქონე ორ კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ ყრილობის დელეგატთა ხმების ნახევარზე მეტისა. Mმეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა იმ კანდიდატს, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.
4.28 პარტიის თავმჯდომარეს, მისი არ ყოფნის ან ქმედუუნარობის შემთხვევაში ცვლის გენერალური მდივანი. თუ პარტიის თავმჯდომარე ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, მთავარი კომიტეტი ვალდებულია პარტიის თავმჯდომარის არჩევის მიზნით ერთი თვის ვადაში მოიწვიოს პარტიის რიგგარეშე ყრილობა.
პარტიის გენერალური მდივანი.
4.29 პარტიის გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს შიდა პარტიულ საქმიანობას, გეგმავს და წარმართავს პარტიული ორგანიზაციის ფუნქციონირებას. Pპარტიის პოლიტიკური პროგრამის შემუშავებისა და რეალიზების მიზნით ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს პარტიის შესაბამისი სამსახურებისა და დროებითი კომისიების მუშაობას.
4.30 გენერალური მდივნის არ ყოფნის, ან მისი ქმედუუნარობის შემთხვე- ვაში მის მოვალეობას, თავმჯდომარის წარდგინებით და მთავარი კომიტე- ტის გადაწყვეტილებით (დავალებით), ასრულებს ერთ-ერთი მდივანი (არაუმეტეს 4 თვისა).
პარტიის ცენტრალური აპარატი.
4.31 პარტიის ცენტრალური აპარატი იქმნება პარტიის საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, პარტიული მეურნეობის მართვის, საარჩევნო კამპანიების ორგანიზების, აგრეთვე, პარტიის მუშაობის საინფორმაციო და სამეცნიერო _ კვლევითი საქმიანობის თვალსაზრისით.
4.32 ცენტრალური აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მთავარი კომიტეტი.
4.33 ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელს პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით მთავარი კომიტეტის შემადგენლობიდან ნიშნავს მთავარი კომიტეტი.
პარტიის პრესსამსახური.
4.34 პარტიის პრესსამსახური იღებს და ავრცელებს ინფორმაციას, პარტიის თავმჯდომარისა და მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის დავალებით აკეთებს ოფიციალურ განცხადებებს, ხელმძღვანელობს პარტიულ პრესას და პარტიულ გამოცემებს.
4.35 პრესსამსახურის უფროსს პარტიის თავმჯდომარის წარდიგებით ნიშნავს მთავარი კომიტეტი.
4.36 პრესსამსახური მოქმედებს ამ წესდებითა და მთავარი კომიტეტის მიერ დამტკიცებული დებულებით.
4.37 პარტიის ოფიციალურ ბეჭვდით გამოცემას წარმოადგენს გაზეთი. Pპარტია გამოსცემს ჟურნალს, აგრეთვე სამხარეო ბიუროებისა და სარაიონო ორგანიზაციათა პრესას.
4.38 პარტიას უფლება აქვს დააფუძნოს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებიც კანონით განსაზღვრული წესით.
პარტიის პოლიტიკური საბჭო.
4.39 პოლიტიკური საბჭო არის პარტიის სათათბირო ორგანო.
4.40 პოლიტიკური საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს პარტიის მართვისა და საპარლამენტო ფრაქციის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
4.41 პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შედიან: პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, მთავარი კომიტეტის წევრები, სამხარეო ბიუროს თავმჯდომარეები და მდივნები, სარაიონო კომიტეტების თავმჯდომარეები, აგრეთვე სხვა პირები, პოლიტიკური საბჭოს ხმების უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
4.42 პოლიტიკური საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს კონფერენციაზე, რომელსაც სამ თვეში ერთხელ მაინც იწვევს პარტიის მთავარი კომიტეტი.
4.43 პოლიტიკურ საბჭოს ხელმძღვანელობს პარტიის თავმჯდომარე.
4.44 პოლიტიკური საბჭო, საბჭოს კონფერენციის დღის წესრიგის შემუშავებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით მთავარი კომიტეტის წარდგინებით ერთი წლის ვადით ირჩევს პოლიტიკური საბჭოს მდივანს. Pპოლიტიკური საბჭოს მდივანი პოლიტიკური საბჭოს წევრია.
პარტიის ყრილობა.
4.45Pპარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი ორგანოა პარტიის ყრილობა.
4.46 ყრილობა მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ, საპარლამენტო არჩევნების წინ.
4.47 ყრილობა განსაზღვრავს პარტიის სტრატეგიულ კურსს, იღებს პარტიის საპროგრამო დოკუმენტებს, წესდებას, შეაქვს მათში ცვლილებეი და დამატებები, Aაწყობს პარტიის მმართველი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების არჩევას.
4.48 რიგგარეშე ყრილობის მოწვევის უფლება აქვს პარტიის თავმჯდომარეს, მთავარ კომიტეტს, სარევიზიო კომისიას, უკანასკნელი ყრილობის დელეგატთა ნახევარს. რიგგარეშე ყრილობა მუშაობს ინიციატორის წარდგენილ და მთავარი კომიტეტის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით.
4.49პარტიის ყრილობაზე წარმომადგენლობის ნორმებს და დელეგატთა არჩევის წესს განსაზღვრავას მთავარი კომიტეტი.
4.50 ყრილობაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული ცალკეული შემთხვევებისა.
4.51 პარტიის ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ორი მესამედი.
პარტიის სარევიზიო კომისია.
4.52 პარტიის საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის სწორად წარმართვის მიზნით პარტიაში ფუნქციონირებს სარევიზიო კომისია.
4.53 სარევიზიო კომისიას 5 წევრის შემადგენლობით, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით ირჩევს პარტიის ყრილობა.
4.54 სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატების დასახელება ხდება ყრილობის არანაკლებ 5 დელეგატის წერილობითი წარდგინებით.
4.55 სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით, 2 წლის ვადით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სარევიზიო კომისია.
4.56 სარევიზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა 2/3.
4.57 სარევიზიო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
4.58სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს სარაიონო, სამხარეო და ცენტრალური ხელმძღვანელი ორგანოების წევრი.
4.59 სარევიზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი კომიტეტის წევრი.
4.60 სარევიზიო კომისია წელიწადში ორჯერ მთავარ კომიტეტს და 4 წელიწადში ერთხელ ყრილობას წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.
4.61 სარევიზიო კომისია თავის მუშაობას წარმართავს პარტიის წესდებისა და მთავარი კომიტეტის მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით.
5. პარტიის ფინანსები და ქონება.

5.1 პარტიის ფინანსების საკითხი მთავარი კომიტეტის მითითებით აბარია ხაზინადარს, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარი კომიტეტი.
5.2 ხაზინადარის კანდიდატურის დასახელება შეუძლია პარტიის თავმჯდომარეს ან მთავარი კომიტეტის 2 წევრს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს მთავარი კომიტეტის წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3.
5.3 ხაზინადარი ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ან მთავარი კომიტეტის მოთხოვნით გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარდგეს მთავარი კომიტეტის წინაშე.
5.4 პარტიის ფინანსებს შეადგანს საწევრო გადასახადები, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შემოწირულობები, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები და შემოსავალი, რაც აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით.
5.5 პარტიის ქონება წარმოადგენს პარტიის საკუთრებას და არ ხდება მისი გადანაწილება პარტიის წევრთა შორის.
5.6 პარტიის ქონებისა და ფინანსების განკარგვა დასაშვებია მხოლოდ პარტიის მიზნების განსახორციელებლად.
5.7 პარტიის ფინანსების განკარგვა ხდება მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით.
5.8 ბეჭედი – მრგვალი, შუაში წერია-სახალხო პარტია. გარშემო ლათინური შრიფტით წერია-PEOPLE’შ PAღთY. აგრეთვე ბეჭედზე გამოსახულია პარტიის საიდენთიფიკაციო კოდი 202053357.

Gგერბი-რვაქიმიანი მეწამული ფერის ვარსკვლავი, რომელსაც გარშემო თან დაჰყვება ოქროსფერი ჩუქურთმა. შუაში გამოსახულია ოქროსფერი ჯვარი ოქროსფერივე სხივებით.
დროშა-მეწამული ფერის, 75სმ-150სმ-ზე, შუაში პარტიის გერბი.
ბლანკი-თავფურცელზე შუაში გამოსახულია პარტიის გერბი, მაცხენა მხარეს წერია-სახალხო პარტია, გერბის მარჯვნივ წერია-PEOPLE’შ PAღთY. აგრეთვე გერბის ქვემოთ წერია პარტიის კანონიერი მისამართი.

6. წესდების მიღებისა და შეცვლის წესი.

წესდების მიღება, მასში რაიმე ცვლილებების, ან დამატების შეტანა შეუძლია მხოლოდ პარტიის ყრილობას დამსწრეთა ხმების ორი მესამედით.
7. პარტიის საქმიანობის შეწყვეტა.

7.1 პარტიის საქმიანობა წყდება:
ა) მისი რეორგანიზაციით _ პარტიის ყრილობის გადაწყვეტილების საფუძველზე;
ბ) თვითლიკვიდაციით _ პარტიის ყრილობის დელეგატთა სიითი შემადგენლობის სამი მეოთხედის გადაწყვეტილებით;
გ) აკრძალვით _ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებით.
7.2 ყრილობის მიერ იქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომელიც კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სალიკვიდაციო პროცედურების განხორციელებას. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი პარტიის ქონება განაწილდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress