საქართველოს მთავარ პროკურორს

 საქართველოს მთავარ  პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს – გიორგი ჭანტურიას და სახალხო პარტიის თავმჯდომარის

  მამუკა გიორგაძის

                  გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 ბატონო არჩილ!
საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1994 წლის 3 დეკემბერს ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურიას მიმართ განხორციელებული იქნა ტერორისტული აქტი,

რომლის შედეგადაც იგი და მისი დაცვის წევრი მერაბ ბარამია ტრაგიკულად დაიღუპნენ. იმ პერიოდში თითქოსდა ჩატარდა გამოძიება და მკვლელები `დაისაჯნენ~ კიდეც, მაგრამ ოჯახის წევრებს, ჩვენ მის თანამებრძოლებს და მეგობრებს, ფართო საზოგადოებას დღემდე ამ ფაქტთან დაკავშირებითუამრავი შეკითხვა აქვთ. რა თქმა უნდა, გამოძიებას არ დაუდგენია და არც უცდია დაედგინა მკვლელობის მოტივი, მიზანი(რომელმაც უახლესი საქართველოს ისტორია შეცვალა) და ვინ იყო, თუ იყვნენ ამ საზარელი, გადაჭარბების გარეშე, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული უმძიმესი დანაშაულის დამკვეთები. ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთი მასშტაბის და ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ტერორისტული აქტი, განახორციელეს რიგითმა მხედრიონის წევრებმა, რომელთაც პიროვნულად არანაირი შეხება არ ქონიათ გიორგი ჭანტურიასთან. თუ როგორ ზერელედ მიმდინარეობდა გამოძიება ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მისი უახლოესი თანამებრძოლები ისეთი როგორც არიან პარტიის პოლიტიკური მდივანი მამუკა გიორგაძე და სხვები, არც კი დაუკითხავთ. უბრალოდ არც კი გასაუბრებიან მათ. რადგანაც მაშინდელი გამოძიებისთვის რეალური ვერსიები სრულიად მიუღებელი იყო. არ დაკითხულა სახელმწიფოს მაშინდელი ხელმძღვანელი ე. შევარდნაძე და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, მაშინდელი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე, რომელიც აცხადებს, რომ სიკვდილამდე გააფრთხილა გიორგი ჭანტურია მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. განსაკუთრებული ეჭვები გააჩინა მაშინ იგორ გიორგაძის დაჯილდოებამ ამ ფაქტიდან ორი კვირის თავზე (მას მოუმატეს წოდება), ხოლო გიორგი ჭანტურიას მკვლელობისათვის მსჯავრდებულ პირთა სწრაფმა შეწყალებამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.

ბატონო არჩილ!
ვფიქრობთ, თქვენთვის სრულიად ზედმეტია იმის ახსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წარსულისა და მომავლისათვის, მისი პირდაპირი თუ იდეურ-პოლიტიკური შთამომავლებისათვის გიორგი ჭანტურიას მკვლელობასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენას. შამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვახორციელოთ რაიმე სახის სამართლებრივი ქმედება და ამით დაგეხმაროთ გამოძიებაში, ვინაიდან ჩვენთვის ისიც კი უცნობია თუ ვინ არის საქმეზე დაზარალებულების უფლებამონაცვლედ ცნობილი, ვინ მონაწილეობდა პროცესში მხარის სახით და შესაბამისად არ შეგვიძლია ოფიციალურად გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმეს მაინც. ამიტომ მოგმართავთ თქვენ, გამოინახოს გზა აღნიშნული საქმის ხელახალი გამოძიებისა და ჭეშმარიტების დადგენისათვის. ჩვენ არ მიგვიმართავს წინა ხელისუფლებისათვის შეგნებულად, რადგანაც ვთვლიდით შევარდნაძის რეჟიმის პოლიტიკის გამგრძელებლად, რათა არ მიგვეღო უარესი შედეგი და საბოლოოდ არ გამქრალიყო სიმართლის დადგენის იმედი. ვფიქრობთ არც ამის ახსნა არის თქვენთვის საჭირო.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გამონახოთ გამოძიების განახლების სამართლებრივი საშუალება, მოგვცეთ შესაძლებლობა გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ყველა ღონე იხმაროთ სიმართლის დასადგენად.პატივისცემით,
გიორგი ჭანტურიას შვილი
გიორგი ჭანტურია
სახალხო პარტიის თავმჯდომარე
მამუკა გიორგაძე

[/spoiler]

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress