გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ქ-ნ ანგელა მერკელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბ-ნ ჰუბერტ კნირშს

gerbi

—08/01—                                                                        ”-27-” აგვისტო 2019

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს

ქ-ნ ანგელა მერკელს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან

ელჩს საქართველოში ბ-ნ ჰუბერტ კნირშს

საქართველოში, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონში, კერძოდ – აფხაზეთში, 2019 წ. 25 აგვისტოს არალეგიტიმური „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი უკანონო და პროვოკაციული ქმედებაა, რომლის შემოქმედიც ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაა.

რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ მსგავსი ქმედებები არახალია. სწორედ ამგვარმა ფაქტებმა და დამოკიდებულებებმა განაპირობა რუსეთთან საქართველოს დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობა. მაგრამ ჩვენი აღშფოთება გამოიწვია, მრავალწლიანი მეგობარი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელთა, კერძოდ, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი შტეფან კოიტერისა და ბერლინის რეგიონული პარლამენტის წევრი გუნარ ლინდემანის მონაწილეობამ ამ პროვოკაციულ აქტში თუნდაც დამსწრეს სტატუსით. აქ არ ვეხებით მათ მიერ დარღვეულ საქართველოსა და საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებსა და კანონებს(მათ შორის – კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ), მათი ეს ქმედება ჩრდილს აყენებს და ძირს უთხრის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს, არამედ გერმანიის ფედერაციის იმიჯსაც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რომელზედაც გული შეგვტკივა როგორც მეგობარსა და პარტნიორს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ბატონების ზემოაღნიშნულ უკანონო ქმედებებში მონაწილეობა, რუსეთის აგრესორული მისწრაფებების წახალისება და მისთვის ე.წ. „ ევროპის მაკონტროლებლის“ იმიჯის შექმნის ხელშეწყობაა და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ არაკეთილსინდისიერი საქმისათვის ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი პრობლემის გამოყენება, მხოლოდ ცალკეულ პირთა დაუფიქრებელი და არცთუ გონივრული გადაწყვეტილებაა.

გიდასტურებთ რა ღრმა პატივისცემას, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი სამართლიანი აღშფოთება და გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები, რომ მომავალში აღარ განმეროდეს გერმანიაში პოლიტიკური პასუხისმგებლობის პქონე პირთა მიერ მსგავსი ტიპის პროვოკაციებში მონაწილეობა, რათა ხელი არ შეეშალოს უძველესი კულტურის ხალხის – ქართველების ევროპულ ოჯახში ინტეგრირებას, სადაც ყველაზე ახლო მეგობრად გერმანელ ხალხს განვიხილავთ.

პატივისცემით,

„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე

მამუკა გიორგაძე

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress