მამუკა გიორგაძე – 9 აპრილის შემდეგ ჩვენ არ წავსულვართ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გზით და ამიტომ ვართ ამ მდგომარეობაში

1554845826-მამუკა-გიორგაძე

9 აპრილს დაღუპული ადამიანები მებრძოლები, მეომრები იყვნენ და როცა მათ მსხვერპლს ვუწოდებთ, ამით შეურაცხყოფას ვაყენებთ, – ამის შესახებ ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, მამუკა გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ჩვენთვის ეს არის მარაბდა, ხრესილი, დიდგორი… ჩვენ არ ვსაუბრობთ ბიძინა, შალვა და ელიზბარზე, როგორც მსხვერპლზე; ქეთევან დედოფლის წამებას ერთმანეთს ვულოვავთ, ქეთევანობასგილოცავთო, ამ დღეს რომ ვამბობთ; წმინდა გიორგის წამებას ვულოცავთ ერთმანეთს, მივდივართ და ვქეიფობთ. აქ არ არის მსხვერპლი. 9 აპრილს დაღუპული ხალხი მებრძოლები იყვნენ, მეომრები და როცა მათ მსხვერპლს ვუწოდებთ, ამით შეურაცხყოფას ვაყენებთ. თითოეულ მათგანს ეს გაცნობიერებულად ჰქონდა გადაწყვეტილი“, – განაცხადა გიორგაძემ.

მამუკა გიორგაძემ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად, ჩვენი ამოცანა სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა იყო, რაც მისი თქმით, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა.

„ნოემბრის შიმშილობამ საქართველოში სიტუაცია გადატეხა. აპრილის აქციამ პირდაპირ წერტილი დაუსვა საბჭოთა კავშირს. ამის შემდეგ, ჩვენი ამოცანა დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ არ წავედით სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გზით და დღესაც ამიტომ ვართ ამ მდგომარეობაში“, – განაცხადა გიორგაძემ.

თავისუფალი ხედვა - 30 წელი 9 აპრილიდან #LIVE

მსგავსი: თავისუფალი ხედვა – 30 წელი 9 აპრილიდან #LIVE

 

მისი თქმით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 9 აპრილს ყველას მიმართა, ხალხსაც, ხელისუფლებასაც და სხვასაც, მაგრამ მაშინაც და მის შემდეგაც ვერ მოხერხდა ხელისუფლების, ოპოზიციის, ეკლესიისა და მთლიანად საზოგადოების ერთ ძირითად, მთავარ იდეასთან გაერთიანება.

„დამოუკიდებლობის იდეამ გაგვაერთიანა, მაგრამ სახელმწიფოს მშენებლობის იდეაზე ვერ შევთანხმდით და ამან განაპირობა შემდგომი პროცესი“, – განაცხადა გიორგაძემ.

მამუკა გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ მათ პოლიტიკური სკოლა არ ჰქონდათ, საკუთარი თავის მასწავლებლები ბუნებრივად აღმოჩდნენ და აქედან გამომდინარე, ის ტრადიცია, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებში იყო, სხვანაირად განვითარდა, საქართველოში კი, სხვანაირად.

„ჩვენ ვერ შევძელით ამის გაკეთება და თუ დღესაც არ შევთანხმდებით, რომ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ, ეს ქაოსი გაგრძელდება. მოწინააღმდეგემ გაგვიკეთა ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოში ქაოსი შექმნა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აგენტურას და ავანტიურისტებს აწყობს. წესრიგი არის საღვთო განგებულება და წესრიგი აწყობს ქვეყნის მშენებლობას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ იმ მექანიზმების შემუშავება, რომ წესრიგი დამყარებულიყო, – განაცხადა მამუკა გიორგაძემ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress