ივანიშვილს უნდა, რომ ალტერნატივა არ ჰყავდეს

giorgadze-1

შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 01.06,2015

რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები იბრძვიან საქართველოში პროდასავლური ძალების სახელით და რატომ არ აქვს მნიშვნელობა ივანიშვილისთვის, მიიღებს თუ არა ის თავის რიგებში ნაციონალებს? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.

_ ბატონო მამუკა, ნაციონალური მოძრაობის ოთხი დეპუტატის გასვლას როგორ შეაფასებდით? ნაცმოძრაობის დაშლა აქტიურ ფაზაშია თუ სააკაშვილის პარტია გაიშალა და მოქკავშირის მსგავსად მოქმედებას გეგმავს?

_ საქართველოს პოლიტიკური სისტემა ეს არის საბჭოურ ბოლშევიკური, როდესაც ყავს ბელადი და შემდგომ ახალი ბელადის მოსვლასთან დაკავშირებით, მომსახურე პერსონალი გადაეწყობა ახალ ბელადზე. ეს საბჭოური მართვის სტილია.  სამი წელი გაატანინა ნაციონალურმა მოძრაობამ `ოცნებას~ თავი, ამოწურა თავის თავი და ახლა, ბუნებრივია, ყველა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ახალ მატარებელზე შეხტომას ცდილობს. მათ დაინახეს, რომ უკვე `ოცნებისთვისაც~ აღარ არიან საჭირონი. სამი წელი `ოცნება~ იმით იმართლებდა თავს, რომ ნაცმოძრაობაზე უკეთესები არიან. დამთავრდა ეს პერიოდი. ხალხს ეს არგუმენტი მობეზრდა. ამიტომ ნაცმოძრაობა აღარ სჭირდება. ახლა შეეცდებიან სივცეში სხვა ჯგუფები ჩაანაცვლონ.

_ დამოუკიდებელ თამაშზე წავლენ სააკაშვილის მომხრეები თუ შეეცდებიან `ოცნებაში~ გაწევრიანდნენ, როგორც მარიკა ვერულაშვილი და სხვა ნაციონალი დეპუტატები?

_ ოქროს `ზაპასი~ ერქვა, დავუშვათ, ფეხბურთის გუნდში მეთორმეტე მოთამაშეს. ესენიც არიან `ოქროს ზაპასი~. რამდენიც დაჭირდება `ოცნებას~, იმდენად იქნებიან გამოყენებული. ესენი რიგში ჩადგნენ. დაჭირდათ ის 12 დეპუტატი თავის დროზე `ოცნებას~? შესაბამისად, მიიღეს. Aარ დაჭირდებოდათ? არ მიიღებდნენ.

_ ასეთი დისკრედიტებული ძალის წარმომადგენელთ გვერდში დგომა რატომ უნდა სჭირდებოდეს კოალიციურ უმრავლესობას?

_ ხმების რაოდენობისთვის. რა მნიშვნელობა აქვს, ივანიშვილისთვის, `ოცნებაში~ ვინ ეყოლება? ვინც `ოცნების~ სახელით გავიდა, ისინი რატომ არიან რეიტინგულები?! ფაქტობრივად, ხელისუფლების წყარო არის ბიძინა ივანიშვილი. კონსტიტუციაში რომ წერია, ხელისუფლების წყაროა ხალხი, ეს ნორმა არ მუშაობს. ხელისუფლების წყარო გახდა ივანიშვილი. მისმა ავტორიტეტმა განაპირობა პარლამენტის, პრეზიდენტის არჩევა, მთავრობის დანიშვნა. სრულებით არ ანაღვლებს ივანიშვილს, `ოცნებას~ რა რეიტინგი ექნება. მისთვის მთავარია, მას ჰქონდეს რეიტინგი. გახსოვთ, როცა ეს ხალხი შემოიკრიბა გვერდით, რომელიმე მათგანს, ან პარტიულად, ან პიროვნულად რაიმე განსაკუთრებული მხარდაჭერა ხალხისგან არ ჰქონია. პირიქით, თუ დააკლეს ამ ადამიანებმა ივანიშვილის ავტორიტეტს, თორემ არაფერი მიუმატებიათ. აქედან გამომდინარე, თუ ის 12 კაცი მიიღო ძველი ნაცმოძრაობიდან, რატომ ამ 4-ს აღარ მიიღებენ თუ დასჭირდათ?! ამის პრობლემა მას აქ აქვს.

_ რისი პრობლემა აქვს ივანიშვილს?

_ ივანიშვილს აქვს ერთადერთი პრობლემა: მუდმივად იყოს ხალხში რეიტინგული, უალტერნატივო და შექმნას ისეთი გარემო, როგორსაც თავის დროზე ქმნიდნენ შევარდნაძე და სააკაშვილი. როცა ისმებოდა კითხვა: ვინ თუ არა, შევარდნაძე? სააკაშვილს უფრო ნაკლები რეიტინგი ჰქონდა, ჩატარდა პოლიტიკურიბსპექტაკლი და მერე მიშა გახდა უალტერნატივო. დღესაც ასეა _ ვინ თუ არა, ივანიშვილი?! სანამ საკითხი ასე დგას, ივანიშვილი არის გარანტირებული. ამ გარანტიას მას გარე ძალები უმაგრებენ და დღეს მიდის საუბარი, მოძებნის ქართველი ხალხი თავის შიგნით თვითკმარ რესურსს იმისთვის, რომ ალტარნატივა წარმოაჩინოს, შედეგი დადგება. ვერ მოძებნის? მუდმივად იქნება ასეთი ბელადების პერიოდი საქართველოში და აქედან გამომდინარე ვხედავთ, რა მდგომარეობაშია საზოგადოება ჩავარდნილი. დღეს ყველა საკითხზე ვსაუბრიობთ, მაგრამ არა საფუძველთა საფუძველზე _ ასე ცხოვრება შეიძლება? ერთ კაცზე აკიდებული სახელმწიფო შეიძლება? საქართველო როგორც სახელმწიფო, ამ გზით განვითარდება?! საბჭოთა კავშირი უნდა დავამთავროთ საქართველოში.

_ რესპუბლიკელების დაწინაურება და სერიოზული თანამდებობები აღმასრულებელ ხელისუფლებაში იმის დასტურია, რომ გარე ძალები აქტიურად ერევიან შიდა საქმეებში და ამ პარტიის გაძლიერებაში? უსუფაშვილს პრემიერადაც არ გამორიცხავენ…

_ ამ ოპოზიციას რატომ აღელვებს ეს საკითხი, ჩემთვის გაუგებარია. პასუხი ივანიშვილს მოსთხოვონ. ვისაც უნდა, ის იმას მოიყვანს. რესპუბლიკელები რა შუაში არიან?! ამ ოპოზიციის გამკვირვებია: თავის თავს სთავაზობს სხვა ჯგუფის თუ კლანის ნაცვლად. ეს ერთი მომენტი; მეორე _ ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც აქვს რეალური ბერკეტი, რომელსაც აქვს საშუალება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის, არის რუსეთი. რუსეთს გააჩნია ხელში 300 წლოვანი აგენტურული ქსელის კარტოთეკა. სხვას ასეთი არ აქვს. 300 წელი ეს დასავლეთისთვის დახურული სივრცე იყო. ეს აგენტურა დაწყებული ფეხსაცმლის მწმენდავიდან, დამთავრებული აკადემიკოსით იყო. რუსეთის სპეცსამსახურს შეუძლია სასურველი ვითარების შექმნა. არც ერთმა ხელისუფლებამ ლუსტრაციის კანონი არ მიიღო! როგორ შეუძლია დასავლეთს ჩაერიოს საქართველოს შინაურ საქმეებში, მაშინ როდესაც მთლიანი კართოტეკა რუსების ხელშია. დასავლეთს მხოლოდ გარე ბერკეტები აქვს _ არ მიცემს სახელმწიფოს ფულს და პრობლემას შეუქმნის ნებისმიერ ხელისუფლებას.

რუსეთის სპეცსამსახურებმა გადაანაწილეს თავის აგენტურა პროდასავლური და პრორუსული დროშების ქვეშ. დღეს ეს ბრძოლა მიმდინარეობს, თითქოს არის შიდა ქართული პოლიტიკური დუღილი ანდა დასავლერთის და რუსეთის ბრძოლა. არა, ბატონებო, ეს ერთიდაიგივე სპეცსამსახურების ბრძოლაა. `ფეესბე~ ებრძვის `ესვეერს~, `ესვეერი~ _ `გრუს~. მინისტრები დანიშნეს რუსეთის სპეცსამსახურებმა შევარდნაძეს და პარლამენტის სიებში არ ჩაასმევინებდნენ სასურველ პირებს?! ვინ არის ის 20-30 ან მეტი დეპუტატი, რატომ არავინ ამბობს?! მათთვის ყველაზე უფრო დასაყრდები, სანდო ჯგუფი. გადავავლოთ თვალი პარლამენტის მაშინდელ სიებს და ვინ აქტიურობს დღესაც. დღეს გვაბოლებენ, თითქოს აქ დიდი ბრძოლაა დასავლეთსა და რუსეთს შორის.

_ დღესაც არიან პარლამენტში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სიებში ჩასმული დეპუტატები?

_ ბუნებრივია არიან. ამას ანალიზისთვის ვამბობ, თორემ კონკრეტულად ვიცოდი, ვინ ჩასვეს და რატომ. როგორ მოიყვანეს სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტში. ყველასთვის უცნობი ადამიანები უცებ პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეეებად როგორ მოხვდნენ. იკითხოს ეს ქართველმა ხალხმა.

_ მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი დღესაც პოლიტიკურ თამაშსს თამაშობს?

_ ესენი იბრძვიან იმისთვის რომ ფორმაში იყვნენ, რათა საჭირო დროს პატრონებს დასჭირდეთ. ეს პატრონი ჯერ-ჯერობით მხოლოდ რუსეთია. ძალიანაც რომ უნდოდეს ამერიკის ელჩს, მას შეუძლია ურჩიოს, რეკომენდაცია მისცეს, მაგრამ ბერკეტი, რეალური ბერკეტი ხელში არ გააჩნია. რეალური ბერკეტი აქვს რუსეთს, რომელსაც აქ ყავს აგენტურა. ექვსი თვით რომ არის ადამიანი დასავლეთში სასწავლებლად წასული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის პროდასავლელია. ფილმი `ყვარყვარე~ გავიხსენოთ, სადაც ის ამბობს: მეც ვისწავლი ლამაზად ლაპარაკს და მერე მიფრთხილდითო. ისწავლეს ამათაც ლამაზი ლაპარაკი და დღეს გვევლინებიან, ვითომ მედასავლეთეებად. იგივე რესპუბლიკელები ავიღოთ, ცხოვრების წესით ისინიც ბოლშევიკები არიან. მათი მთავარია მოცანაა: ვინმეს აეკიდოს, ვინმეს დავალება შეასრულოს და არაქართულ პროექტებზე ქართული გვარები მოაწერონ. თავისი სახელით და გვარით დემოკრატიულ პროცესებში წარმატებისთვის არასოდეს მიუღწევიათ. ქართველი ხალხი უნდა გამოფხიზლდეს და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს ყოველთვის გადაწყვეტილება

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress