,,სახალხო პარტიის“ მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას – ოკუპაციის ზონაში მოქალაქეთა გატაცების შესახებ

gerbebi_Page_6

მუდმივ პრაქტიკად იქცა და პერმანენტულად ხდება ცნობილი, საოკუპაციო ხაზის რუსული მხარის კონტროლირებული ტერიტორიიდან რუსი ,,მეკობრე-ყაჩაღების“ მიერ ქართველთა გატაცება. მორიგი ასეთი ფაქტი ახლახან მოხდა.  ეს შემთხვევა უკვე მეოთხეა ბოლო დღეების განმავლობაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,  ჩვენი თანამემამულეები ცხინვალის იზოლატორში ხვდებიან.  ჩვენი ინფორმაციით აგვისტოს ომის შემდეგ ასეთი სამი ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

ვრცელდება ინფორმაციები გატაცებების შესახებ და ერთხელაც არ ყოფილა აღნიშნული გატაცებულთა შემდგომი ბედის შესახებ. რამდენი ხანი იყვნენ საოკუპაციო საზღვრის იქით, რა პირობებში უწევდათ ყოფნა, რის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ და თუ ფული იქნა გადახდილი, ვინ იხდიდა ყაჩაღურ გამოსასყიდს.

მხოლოდ ფაქტის კონსტანტაცია კი, საზოგადოების ასეთი მოვლენებისადმი შეგუებისკენ არის მიმართული. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნებსით თუ უნებლიედ ხელისუფლება ცდილობს შეგვაჩვიოს არსებულ რეალობას. Gგაკვირვებას იწვევს ისიც, რომ საოკუპაციო მავთულხლართების მიმდებარე ფირნიშებზე არის წარწერა ქართულად: “სახელმწიფო საზღვარი”.

საზოგადოებისთვის უცნობია, აქვს თუ არა ხელისუფლებას დასახული შესაბამისი ღონისძიებები ასეთი მოვლენების აღსაკვეთად და ასრულებს თუ არა მას.

მოვითხოვთ ამ შემთხვევების სრული ინფორმაციის გასაჯაროებას და  ხელისუფლების იმ ხედვის მოსახლეობისათვის გაცნობას, რა კონკრეტული პრევენციული ღონისძიებები აქვთ დასახული მომავალში ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ან მათზე რეაგირებისთვის.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress