მამუკა გიორგაძე – პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებაზე

giorgadze mamuka (30)

_ პრეზიდენტის ინსტიტუტი, უპირველეს ყოვლისა, მარგველაშვილმა დააკნინა, როდესაც ის დათანხმდა – როცა გუდურასავით მიიტანეს, დადეს და დაარქვეს პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტი მარგველაშვილმა დააკნინა, როდესაც გამოაცხადა, რომ არის პლასტელინი და როგორსაც გამოძერწავენ, ისეთი იქნება. აქედან გამომდინარე, ასე მოიპოვა სტატუსი და ახლა უნდა ამ სტატუსით რეიტინგიც აიწიოს, ხალხის პატივისცემა და კეთილდღეობა მოიპოვოს და მომავალ პოლიტიკურ ვაჭრობაშიც მიიღოს აქტიური მონაწილეობა. ეს არ გამოვა. ჯერ პიროვნება უნდა იყო, შენით უნდა მიაღწიო რაღაცას და ამის მერე იწყება პატივისცემა. როცა ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რატომ არ მიდის მთავრობა პრეზიდენტთან პარლამენტის შეკრებაზე, ელემენტარულად მთავრობა კი არა, მე რომ გამომიგზავნონ მოსაწვევი, მე არ მივალ. რას მოვუსმინო?! მაგას ჯობია, კარგი წიგნი წავიკითხო ან მეგობრებთან ვისაუბრო, მით უმეტეს, რომ მას იქ მხოლოდ მისი მამავალი პარტნიორები უნდა იხილოს, მომავალი პოლიტიკურ კონფიგურაციაში ადგილის დასაკავებლად.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress