განცხადება – ტერმინი – “სამხრეთ ოსეთი”-ს გამო

gerbebi_Page_6

რადიო ,,თავისუფლების“ ევროპის ბიუროსთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ცხინვალის რეგიონი მოიხსენია ,,სამხრეთ ოსეთად“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სხვა და სხვა ოფიციალური პირები ამ დასახელებით მოიხსენიებენ ოფიციალურად სხვა სახელწოდების რეგიონს.

ყველა და ყველა და ქვეყნის პირველმა დიპლომატმა მაინც კი უნდა იცოდეს ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტების გადაწყვეტილება,  ამ ტერმინის ხმარებაში აკრძალვის შესახებ.

,,სახალხო პარტია“ გმობს სამთავრობო პირების ასეთ უპასუხისმგებლოდ და იმედია მხოლოდ გაუთვიცნობიერებულად ამ  ტერმინოლოგიის ხმარებას და მოუწოდებს ხელისუფლებას კარგად გაიაზრონ რას ან ვის ემსახურებიან ამ ,,გაუთვითცნობიერებლობით“

“სახალხო პარტია” შეახსენებს ხელისუფლებას ქართული სახელმწიფოს ინტერესის დაცვისთვის აუცილებელია სახელის `სამხრეთ ოსეთი~ ერთხელ და სამუდამოდ ამოღება ოფიციალური სიტყვახმარებიდან; განცხადება და მსოფლიოსთვის განმარტება იმისა, რომ `სამხრეთ ოსეთი~ არის რუსი ბოლშევიკი ოკუპანტების მიერ საქართველოს დაუძლურების მიზნით ხელოვნურად შექმნილი ტოპონიმი და ადმინისტრაციული ერთეული, და არა ისტორიული, დემოგრაფიული, ეკონომიკური ან სხვა რამ რეალობა. იგი  საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე საფრთხეს უქმნის და ყოველთვის შეუქმნის ქართველი და ოსი ხალხის მშვიდობიან თანაცხოვრებას;

ამასთანავე, შეცდომაში შეჰყავს მსოფლიო საზოგადოება და მის ცნობიერებაში ამკვიდრებს ორი ოსეთის გაერთიანების აუცილებლობას  და  ასოცირდება ორი კორეის და სხვა მსგავსი, დღესდღეობით გახლეჩილი, ერბის პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმებთან.

,,სახალხო პარტია“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებს დაიცვან  ქვეყნის ინტერესები და იხმარონ მხოლოთ კონსტიტუციით განსაზღვრული სახელწოდებები.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress