“სახალხო პარტია” მოსახლეობას “აფხაზეთობას” ულოცავს

gerbebi_Page_6

23-05-2014

“სახალხო პარტია” საზოგადოებას “აფხაზეთობას” ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშიებით “სახალხო პარტია” განცხადებას ავრცელებს , რომელსაც “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: “გასულ წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინიციატივით, 23 მაისი – სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედაც გამოცხადდა.
ვულოცავთ ყველა ქართველს დღევანდელ დღეს და შევთხოვთ უფალს, რომ სულ მალე ერთად გვეზეიმოს ეს დღე აფხაზეთში.
საქართველოს ეს კუთხე ყოველდღიურად უნდა გვახსოვდეს და ჩვენი ყოველდღიური სატკივარი უნდა იყოს. თუ ამ ტკივილს არ გაითავისებს თითოეული ჩვენგანი და საქართველოს ნებისმიერი ხელისუფალი, თუ ეს ტკივილი არ გახდება საყოველთაო, ყოველდღიური ბრძოლისა და შრომის განწყობის შექმნის მიზეზი, მაშინ ჩვენ ვერ შევძლებთ აფხაზეთის დაბრუნების საკითხის საერთო-ეროვნულ საქმედ ქცევას და ეს კიდევ უფრო დაგვაშორებს ქვეყნის ერთიანობის აღდგენის პერსპექტივას.
ამიტომ, მოვუწოდებთ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს, შემდეგ კი საქართველოს ყველა მოქალაქეს და საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყოველ წამს გვახსოვდეს და გვტკიოდეს აფხაზეთი!” – აცხადებენ “სახალხო პარტიაში”.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress