კუდაბზიკეთი

             აკაკი წერეთელი    (ზღაპრული მოთხრობა)

იყო და არა იყო რა. იყო დრო, როცა ადამიანს ყველა გრძნობაზე უფრო შიშის გრძნობა ჰქონდა გამოფხიზლებული და ყოველგვარ საშიშ-საზარელ არსებას, გინდ სულიერი ყოფილიყოს და გინდ უსულო, ყოვლის შემძლებელად ისახავდა, აღმერთებდა და თაყვანსა სცემდა. მრავალღმერთობის დრო იყო და ყოველ ერს თავისი შესაფერი ღმერთი ჰყავდა: ზოგს ლომი, ზოგს სპილო, ზოგს გველეშაპი, ზოგს დიდი გველი და სხვანი. ერთი სიტყვით, ვისთვისაც რა უფრო საშიში და საფრთხილო იყო, იმას ემონებოდნენ.

ვრცლად »

ხელისუფლებას კვიციანის ნეიტრალიზება არ აწყობდა

ინტერვიუ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან
შორენა კოწოწაშვილი  31.07.2006
_ ბატონო მამუკა, რას დაუკავშირებთ კოდორში განვითარებულ მოვლენებს და რამდენად აუცილებელი იყო საზღვრისპირა რეგიონში ასეთი მასშტაბური ოპერაციის ჩატარება?
ხელისუფლება თავის სამოქმედო გეგმას აბამს მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხს _ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას და გახანგრძლივებას. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები აქ მეორე მხარეს გადადის. თუნდაც ისეთი დადებითი მოვლენა ავიღოთ, როგორიც არის აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის გადასვლა კოდორში. ,,სახალხო პარტია” ამ საკითხს 1994 წლიდან სვამდა, მაგრამ მაშინ ჟვანია – სააკაშვილის, ბარამიძისა და სხვათა აქტიური ჩარევით, მათი წინააღმდეგობის შედეგად არ

ვრცლად »

რა ვერ გაიყვეს კვიციანმა და ოქრუაშვილმა

რა ვერ გაიყვეს კვიციანმა და ოქრუაშვილმა
შორენა კოწოწაშვილი     28.07.2006

კოდორის ხეობაში მიმდინარე პროცესებს და ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გუშინ სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძეც გამოეხმაურა. გიორგაძის საჯარო გამოსვლა იმ ფრაზებმა და შედარებებმა გამოიწვია, რომელიც ხელისუფლების პირველი პირებისგან გაკეთდა და რომლითაც ყოფილი დეპუტატი დღევანდელ ლიდერ ნაციონალებში მეხსიერების სიმცირეს აფიქსირებს.
_ კოდორში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა დღევანდელი ხელისუფლების რეალური სახე.

ვრცლად »

ავღანეთი – მითი და რეალობა

ავღანეთი – მითი და რეალობა
“ნატოს” ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის დროს ყოველი მეომრის დაღუპვა (სამწუხაროდ, 29 მამაცი მეომარი დავკარგეთ. ღმერთმა აცხონოს მათი სული!) საზოგადოებაში ხელახალ ცხარე დისკუსიას აღძრავს მავანთ ეს თემა პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებისა და სპეკულაციის საგნად გაუხდიათ, მავანთათვის კი საქართველოს პოლიტიკური საგარეო ორიენტაციის ჩრდილოეთის მიმართულებით წარმართვის მთავარ “არგუმენტად” იქცა.

ვრცლად »

ბოლოს და ბოლოს გვითხრას “ქართულმა ოცნებამ” რას უპირებს “ნაცმოძრაობას”?

  გვესაუბრება “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე

 ”საერთო გაზეთი”  ირანდა კალანდაძე  3–9.07.2013  

_ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებთ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ გარემოს? _ მიმდინარეობს ერთი მონოპოლისტური სისტემის რღვევა და ახალი მონოპოლისტური სისტემის ჩამოყალიბების მცდელობა `ქართული ოცნების~ მხრიდან. თუ კვლავ გაგრძელდება ძველი მონოპოლისტური სისტემის ნანგრევებზე ახალი მონოპოლისტური გარემოს შექმნა, სადაც ერთი პირი ან პარტია იქნება ბიზნესის, სამართლის ან სხვა სტრუქტურის მფლობელი, მონოპოლიზებული ეყოლება მედია და ა.შ. სტაგნაციის პროცესი გაღრმავდება და, საბოლოო ჯამში, დაზარალდება ქვეყანა და ხალხი, რომლებიც ელოდნენ უკეთეს მომავალს. ჯერჯერობით ტენდენცია უკეთესობი ვრცლად »

რატომ ებრძვიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

რატომ ებრძვიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

  საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება პირდაპირ არის დაკავშირებული მმართველი ჯგუფების პოლიტიკურ მდგომარეობასთან სახელმწიფოში: არჩევნების დროს და კრიზისულ ვითარებაში   ფარისევლური მორჩილებით, ბოდიშების მოხდით, შემოწირულობებით ძალაუფლების მპყრობელნი წელში მოხრილები ეახლებიან ხოლმე სასულიერო პირებს, ხოლო როცა ჩათვლიან, რომ თავისუფალი აზრი ხერხემალშია გადატეხილი და მობილიზებას ვეღარ შეძლებს ამ უმნიშვნელოვანესი

სახალხო პარტიის პოზიცია საქართველოში შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის გზების შესახებ

  •        სახალხო პარტიის პოზიცია საქართველოში შექმნილი კრიზისული
    ვითარებიდან გამოსვლის გზების შესახებ
    2009 წ.
    ვითარების  შეფასებამიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რათა საქართველოს პატრიოტული სულისკვეთების   ადამიანებმა და   ორგანიზაციებმა უნდა შეაერთონ თავიანთი ძალისხმევა   საქართველოს   გადასარჩენლად.
    მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული გადარჩენის ინტერესი და სამართლიანობის ზოგადადამიანური ინტერესი დღეს და   მომავალში ერთიმეორეს ემთხვევა.
    მიგვაჩნია,  არსებული ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებათა გრძელი რიგის საფუძველზე, რომ საქართველოს  ხელისუფლება მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით,   არის:

საქართველოს მთავარ პროკურორს

 საქართველოს მთავარ  პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს – გიორგი ჭანტურიას და სახალხო პარტიის თავმჯდომარის

  მამუკა გიორგაძის

                  გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 ბატონო არჩილ!
საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1994 წლის 3 დეკემბერს ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურიას მიმართ განხორციელებული იქნა ტერორისტული აქტი,

რომლის შედეგადაც იგი და მისი დაცვის წევრი მერაბ ბარამია ტრაგიკულად დაიღუპნენ. იმ პერიოდში თითქოსდა ჩატარდა გამოძიება და მკვლელები `დაისაჯნენ~ კიდეც, მაგრამ ოჯახის წევრებს, ჩვენ მის თანამებრძოლებს და მეგობრებს, ფართო საზოგადოებას დღემდე ამ ფაქტთან დაკავშირებით ვრცლად »

საქართველოში ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტთან დაკავშირებით

მამუკა გიორგაძე

giorgadze-1

პარტიების ხელშეწყობა სახელმწიფოებრივი საქმეა


საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ძლიერი, გამართული სტრუქტურისა და ჩამოყალიბებული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციების არსებობა და ფუნქციონირება ნიშნავს ქვეყნის სტაბილურობას, სახელმწიფო სტრუქტურების ქმედუნარიანობას, რეალისტურ საგარეო ორიენტაციას, ეკონომიკის განვითარებას, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას.  ამას ცხადად ნათელყოფს განვითარებული ქვეყნების გამოცდილება.

სააკაშვილის მახინჯი რეჟიმის ერთი  არსებითი მახასიათებელი იყო ის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებს  შექმნილი ჰქონდათ არათანაბარი სასტარტო პირობები, რაც ყოველ არჩევნებზე იცვლებოდა ხელისუფლებისა და მისი სატელიტების ინტერესების შესაბამისად.

ტირანიის შეზღუდვის შემდეგ, საქართველოს გაუჩნდა  შანსი, დაიწყოს ნორმალური სახელმწიფოებრივი ცხოვრება, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმას გულისხმობს, რომ საქართველოში დადგეს პერიოდი საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრინციპული შეთანხმებისა და მიღწეულ იქნას საერთო ეროვნული კონსენსუსის მინიმუმი მაინც.

Powered by WordPress