მამუკა გიორგაძე – დღეს განვითარებული მოვლენები მხოლოდ ორი ჯგუფის ინტერესებში ჯდება. ესენია ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობა.

mamuka-mamuka
    ტემპერატურის მაქსიმალურად აწევა არჩევნების წინ ხელს შეუწყობს მოედანზე კვლავ 2 სუბიექტის არსებობას, რაც უკვე წლებია აზიანებს სახელმწიფოს.
   კვლავ დაიწყება მოლაპარაკებების ახალი პროცესი, მცირე პერიოდი სააკაშვილი ჩაჯდება ციხეში და შემდგომ ან ამინისტია შეეხება, ან პრეზიდენტი შეიწყალებს და შემდგომი არჩევნებისთვის მივიღებთ ,,გააწმენდილ” მიშა სააკაშვილს და ისევე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, როგორც სხვა მისი ,,პოლიტპატიმარი” პარტიელები.
   რუსეთს აწყობს საქართველოში მუდმივად იყოს ქაოსი, არამდგრადი სიტუაცია, უპერსპექტივობის განცდა და უარესის მოლოდინი, რითაც მერე ისარგებლებენ სხვა ძალები. ამიტომ, რევოლუციური სცენარი არ არის სააკაშვილზე დამოკიდებული. 2003 წელს კარგად გვახსოვს, როგორ განვითარდა მოვლენები, რუსეთის სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობითმოხდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა.
    2003 წელი ვერ განმეორდება იმიტომ, რომ იმ ძალებს, რომლებსაც სააკაშვილი მაშინ აწყობდათ, დღეს უკვე იმ ფუნქციას ვერ შეუსრულებს, რადგან დისკრედიტირებულია მოსახლეობის დიდი ნაწილის თვალში.
   მის ხელისუფლებაში მოსვლაზე არ არის საუაბრი. საუბარია მხოლოდ მუდმივი არეულობის და ქაოსის დეტონატორობაზე, ამ ფუნქციას, კი ბრწყინვალედ ასრულებს. თავისმხრივ, ვითარებას თვითონ „ოცნებაც“ აბუქებს, რომელსაც აწყობს ალტერნატივად „ნაციონალური მოძრაობა“.
  კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მოდით ხვალ არჩევნებზე და ერთად შევცვალოთ სისტემა სახალხო მმართველობით  44
1 ოქტომბერი 2021წ
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress