სახალხო პარტიის შეთავაზება – ერთად დავამკვიდროთ თვითმმართველობა.

44
აიღე პასუხისმგებლობა და მიიღე მონაწილეობა თვითმმართველობის გაძლიერებაში.
✅ როგორც წესი ქართული პოლიტიკა „კეთდება“ მხოლოდ დედაქალაქში და რეგიონები ამოვარდნილია მიმდინარე პროცესებიდან, რაც გამოწვეულია ქვეყანაში არსებული სუსტი პოლიტიკური ინფრასტრუქტურით, არასრულყოფილი კანონმდებლობითა და მონოპოლიზებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცით.
✅ რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება შეცვლის ამ მახინჯ მოცემულობას და ძლიერი საქართველოს შექმნის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა გახდება.
✅ 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ თვითმმართველ ერთეულს მივცეთ შანსი შექმნას საკუთარი სისტემური თუ ეკონომიკური ბაზა, თვითონ განსაზღვროს რაც მას ჭირდება და თვითონვე გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები.
✅ ამის მისაღწევად კი საჭიროა, ადგილებზე მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისა და საქმის კეთების უნარის მქონე ადამიანები რეალურად ჩაერთნონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მოიპოვონ პროცესების მართვის ბერკეტები და დაიცვან საკუთარი თვითმმართველი ერთეულისა და მოსახლეობის ინტერესები.
✅ დღეს ასეთი მოქალაქეების დიდი ნაწილი დისტანცირდება პოლიტიკური პროცესებიდან, რადგან ქართული პოლიტიკური სივრცე ძირითადად წარმოდგენილია ისეთი პოლიტიკური პარტიებით, რომელთათვისაც პოლიტიკური ცხოვრება მხოლოდ პირადი პოლიტიკური თუ კომერციული ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებაა. ამასთანავე, მრავალ მსურველს პოლიტიკური თუ საარჩევნო პროცედურული ბარიერების გამო გართულებული აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
✅ თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკა გვაძლევს საშუალებას, რაც შეიძლება დიდი რაოდენობის მოქალაქეები ჩაერთონ პროცესებში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
✅ აქედან გამომდინარე სახალხო პარტია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებაში და იზიარებს ეროვნულ, ქრისტიან-დემოკრატიულ და მემარჯვენე-ცენტრისტულ ხედვებს, სთავაზობს თვისობრივად ახალ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას.
✅ ჩვენ მზად ვართ, ყოველგვარი პარტიული ვალდებულებით დატვირთვის გარეშე, მივცეთ საშუალება ყველა მსურველს პიროვნულად ან თანამოაზრეებთან ერთად, მიიღონ მონაწილეობა საკუთარი სოფლისა თუ ქალაქის ბედის განსაზღვრისათვის ბრძოლაში და ჩაერთონ ამ მძიმე და შრომატევად პროცესში.
 რას გაძლევთ ჩვენთან თანამშრომლობა ?!
✅ სახალხო პარტია – საარჩევნოდ რეგისტრირებულ პარტიაა, გააჩნია გამართული პოლიტიკური სტრუქტურა და ჩამოყალიბებული ღირებულებითი პლატფორმა, რომელიც ადაპტირდება თქვენს პრიორიტეტებთან შესაბამისობაში.
✅ თქვენ შეგეძლებათ მონაწილეობა მიიღოთ საარჩევნო სიის ფორმირებაში ადგილებზე ან თქვენ თვითონ შეადგინოთ საარჩევნო სია.
✅ პარტიის მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილება და ძლიერი საარჩევნო ცენტრი დაგეხმარებათ საარჩევნო პროცედურების წარმართვაში; ჩვენი წარმომადგენლები ადგილებზე გაგიწევენ კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და თქვენთან ერთად გაივლიან საარჩევნო მარათონს.
✅ და, რაც მთავარია, მუდმივ მზადყოფნაში ვართ ქართული სახელმწიფოს მშენებლობისთვის ერთობლივ ბრძოლაში გვერდში დგომისა და მეგობრობისთვის.
ერთადერთი რასაც ამ ეტაპზე ვერ დაგპირდებით ეს ფინანსებია, მაგრამ როცა საზოგადოება ხედავს წესიერებას, მონდომებას, სახელმწიფოებრივ მიდგომებს და თვითონაც დაიჯერებს რომ შენ შეძლებ შეცვალო არსებული რეალობა, მაშინ ფინანსური პრობლემებიც მოგვარდება.
  თუ თქვენთვის ეს პირობები მისაღებია – დაგვიკავშირდით.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress