ე.წ. ერთიანმა ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის რეორგანიზების თავისი პროექტი „წარმოადგინა“. იგი მისგანვე დაგმობილი ხელისუფლების მსგავსად მოიქცა. არც შეეცადა საერთო სამოქალაქო თანხმობის მიღწევას, მას ხელისუფლებასთან კულუარული შეთანხმება ურჩევნია და სურს თავი წარმოაჩინოს როგორც – ქართული ოპოზიციური აზრის ერთადერთ გამოხატულებად. წარდგენილი ვარიანტი არ გამხდარა საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი, სრული სახით არც გამოქვეყნებულა (რაც ძალიან დიდ ეჭვებს აღძრავს) და მხოლოდ, [...]