ვულოცავთ საქართველოს მისი უწმინდესობის აღსაყდრების 40 წლისთავს ერის ლიდერი უფალს მადლობას უნდა სწირავდეს, სიამაყით ივსებოდეს და ბედნიერად მიაჩნდეს იმ ერს თავი, რომელსაც უფალმა, ძნელბედობის ჟამს, ბრძენი, დამთმენი და კაცთმოყვარე პატრიარქი მომადლა. ეკლესიის წინამძღოლი, რომლის სიბრძნემ და წინდახედულობამ, ურთულეს პერიოდში, ბეწვის ხიდზე გამოატარა საქართველოს ეკლესია და განკუთვნილ სიმაღლეზე აიყვანა მისი ავტორიტეტი, არათუ მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლში, არამედ [...]