Archive for June, 2014

gogi

“სახალხო პარტია” მდინარე მტკვრის კონტროლის სპეციალური სამსახურის შექმნას ითხოვს

interpressnews.ge     04-06-2014 “სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს საარჩევნო სიის პირველი ნომერი, გოგი ლორთქიფანიძე მდინარე მტკვრის კონტროლის სპეციალური სამსახურის შექმნას ითხოვს. როგორც “ინტერპრესნიუსს” “სახალხო პარტიიდან” აცნობეს, ახლად არჩეულმა თბილისის საკრებულომ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს რამდენიმე საკითხის გადაჭრა, რომელთა ერთობლიობა დედაქალაქის მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს პრობლემებს უქმნის და ასევე, ხელს უშლის ქალაქის ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას. 

gogi

გოგი ლორთქიფანიძე: ახლადარჩეულმა თბილისის საკრებულომ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს რამდენიმე საკითხის გადაჭრა

04 ივნისი 12:39  news.ge “სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს საარჩევნო სიის პირველი ნომრის გოგი ლორთქიფანიძის განცხადებით, ახლადარჩეულმა თბილისის საკრებულომ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს რამდენიმე საკითხის გადაჭრა, რომელთა ერთობლიობა დედაქალაქის მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს უქმნის პრობლემებს და ასევე ხელს უშლის ქალაქის ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას.

favicon

ავთანდილ იმნაძე: ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის უბნების და ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით თბილისში სავალალო მდგომარეობაა

02 ივნისი 11:24  news.ge “სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დიდი დიღმის საარჩევნო ოლქიდან, ავთანდილ იმნაძის განცხადებით, ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის უბნების და ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით თბილისში სავალალო მდგომარეობაა. „მიმაჩნია, რომ ახალი მოწვევის თბილისის საკრებულოს ინიციატივით უნდა შეიქმნას წარმომადგენლობითი სპეციალური კომისია, ქალაქის ხელისუფლების, პროფესიონალების და საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისში ისტორიულ-რელიგიური მნიშვნელობის ზონები. [...]

favicon

“სახალხო პარტია” პარტიების დაფინანსების პრინციპს აკრიტიკებს

interpressnews.ge     18:27 03-06-2014 “სახალხო პარტია” “სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის” პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი 2013 წლის სახელფასო დეკლარაციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრინციპი, რომლითაც პარტიები ფინანსდებიან, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

gerbebi_Page_6

“პრინციპი, რის მიხედვითაც დღეს პარტიები ფინანსდებიან აბსოლუტურად მიუღებელია”

03 ივნისი 18:11  news.ge სახალხო პარტია ეხმიანება დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, “სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის” პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი 2013 წლის სახელფასო დეკლარაციების შესახებ. “ჩვენ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პოლიტიკური სისტემის განვითარებისათვის და კანონის შესაბამისად ახდენდეს პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსებას, მაგრამ თვითონ პრინციპი, რის მიხედვითაც დღეს ფინანსდებიან პარტიები აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. მათმა უმრავლესობამ ეს პრივილეგია [...]

gogi

გოგი ლორთქიფანიძე – “სახალხო პარტიის” საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე ზეწოლა გახშირდა

interpressnews.ge            12:24 31-05-2014 “სახალხო პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, გოგი ლორთქიფანიძის განცხადებით, უკანასკნელ დღეებში ქვეყნის მასშტაბით , სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისა და მათ შორის, “სახალხო პარტიის” საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე ზეწოლა გახშირდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “სახალხო პარტიიდან” აცნობეს.

gogi

ახალი ხელისუფალი კატასტროფული სისწრაფით ემსგავსება ძველს

31 მაისი 12:18   news.ge “სახალხო პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე, ბოლო დროს, პარტიის საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. მისი განცხადებით, უკანასკნელ დღეებში ქვეყნის მასშტაბით გახშირდა ზეწოლა, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების და მათ შორის „სახალხო პარტიის“ საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე, ძალოვანი სტრუქტურების, ოცნების საპარლამენო დეპუტაციის და აქტივისტების მხრიდან, რათა მათ დაწერონ განცხადება და უარი თქვან არჩევნებში [...]

ალეკო ყიფიანი ეკლესია-მონასტრების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ინიციატივით გამოდის

interpressnews.ge               13:28 30-05-2014 “სახალხო პარტიის” საბურთალოს (ვეძისის საარჩევნო ოლქი) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალეკო ყიფიანის განცხადებით , ახალი მოწვევის საკრებულო თბილისში არსებული ეკლესია-მონასტრების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ინიციატივით უნდა გამოვიდეს. 

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” ხელისუფლებას სახელმწიფო დონის ღონისძიებების აღნიშვნასთან დაკავშირებით აკრიტიკებს

interpressnews.ge            15:03 29-05-2014 დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება სახელმწიფო დონის ღონისძიებების აღნიშვნასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების სავალალო პრაქტიკის გაგრძელებაა, – ასე ეხმაურება “სახალხო პარტია” 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებებს. 

gerbebi_Page_6

საერთოდ არ იგრძნობა, რომ ტერიტორიებოკუპირებული ქვეყანა ვართ

29 მაისი 13:41 NEWS.GE ”სახალხო პარტია” 26 მაისს საქართველოს დამოუკდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებებს ეხმაურება. როგორც “სახალხო პარტიის” განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში მთავრობის მხრიდან სახელმწიფო დონის ღონისძიებების აღნიშვნა საკმაოდ ზერელე და ზედაპირულია. “სამწუხაროდ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება სახელმწიფო დონის ღონისძიებების აღნიშვნაში აგრძელებს წინა ხელისუფლების სავალალო პრაქტიკას – საერთოდ არ იგრძნობა, რომ ტერიტორიებ-ოკუპირებული ქვეყანა ვართ;

Powered by WordPress