Archive for March, 2014

gerbebi_Page_6

ნაციონალური მოძრაობის სატელიტ პარტიებთან დაკავშირებით

სახალხო პარტიის განცხადება ნაციონალური მოძრაობის სატელიტ პარტიებთან დაკავშირებითსაქართველო მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაგასაყარზე დგას. გაჩნდა რეალური შანსი, გავანთავისუფლოთ ქართული სახელმწიფო სააკაშვილისა და მისი “ნაციონლური მოძრაობის” დიქტატისგან, რომლის უმთავრესი მიზანი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პოლიტიკის გატარებაა. სააკაშვილის ტირანია სხვა მის ხელთ არსებული რესურსების გარდა მისი ნასუფრალით ნაკვები ფსევდოოპოზიციის საქმიანობასაც იყენებს, რომელთაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, მისი დეზორგანიზების, საეთერო სივრცის [...]

gerbebi_Page_6

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

სახალხო პარტიის  განცხადება საპარლამენტო არჩევნებში  მონაწილეობასთან დაკავშირებით ვარდების რევოლუციად წოდებული 2003 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ატარებდა ანტისახალხო პოლიტიკას და დღესდღეობით კლასიკურ ტირანიად ჩამოყალიბდა. არავითარი ილუზია, იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმი ნორმალურთან ოდნავ მაინც მიახლოებულ არჩევნებს ჩაატარებს, საქართველოს სახალხო პარტიას არ აქვს.

დრამატული მოვლენების მიზეზი სუსტი სამოქალაქო საზოგადოებაა

„სახალხო პარტიის“ ერთერთი ლიდერის გოგი ლორთიფანიძის განცხადებით, ქვეყანაში, ოცი წლის განმავლობაში არსებული პრობლემების ვერმოგვარების მიზეზი, სუსტი სამოქალაქო საზოგადოებაა. „ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა პროცესებმა ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და იმის მაგივრად, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევები იყოს ცივილიზებული მსოფლიოს გამოწვევები, ჩვენ ისევ იმ პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომლის წინაშეც ვიდექით ამ 20 წლის განმავლობაში. [...]

SONY DSC

“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!

ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]

giorgadze-1

საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან მსოფლიოს თვალში საქართველოს ეკლესიის უარყოფითად წარმოჩენაში

„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის მამუკა გიორგაძის განცხადებით, “საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან მსოფლიოს თვალში საქართველოს ეკლესიის უარყოფითად წარმოჩენაში”. როგორც გიორგაძემ „Front News“-სთან 12.03.2014 საუბრისას  აღნიშნა, ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ევროკავშირის უმაღლეს კომისარ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან შეხვედრისასაც ისაუბრა, როცა აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული თითქოს საქართველოს ეკლესია ქვეყნის ევროპულ [...]

ვინ ახორციელებს მედიაშეტევას საზოგადოებაზე

NEWS.GE  12.03.2014 „სახალხო პარტია“ პოლიტიკურ ძალებს, რეალური პრობლემების გადაფარვის მიზნით, ქართულ საზოგადოებაზე მედიაშეტევაში ადანაშაულებს. „დღეს, აშკარად ჩანს, როგორ მიმდინარეობს ქართული საზოგადოებაზე ღია, მასირებული და კარგად ორგანიზებული მედიაშეტევა – წამყვან სატელევიზიო არხებზე უაზრო პოლიტშოუების ჩვენებით და მასში მონაწილე ერთი და იმავე ფიგურანტების მეშვეობით. თითქოს ქვეყანაში სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლები არ არსებობდეს და არც მათზე პასუხის დამფიქსირებელი [...]

gerbebi_Page_6

ღალატის მცდელობის მორიგი ნაბიჯი – 21.07.2012

ნოდარ ნათაძე პაატა კოღუაშვილი                                         მოსაზრება მამუკა გიორგაძე თამარ ჩხეიძე საქართველოს ერთერთმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ანალიტიკურსა და მიმოხილვით წერილში ინგლისურ ენაზე სათაურით “რეტროსპექტივა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციისა” (9 მაისი, 2012 წელი), ინტერნეტით გაავრცელა ცრუ ინფორმაცია საქართველოს ისტორიის სფეროდან, რომელსაც ძალუძს საგარეო პოლიტიკაში და საშინაო პრობლემების რეგულირების საქმეში საქართველოს [...]

SONY DSC

ქართველი ხალხის გაბითურებისა და სააკაშვილის ჩანაცვლების გეგმის შედგენა დაწყებულია

მამუკა გიორგაძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილი რუსეთის აგენტია და  ოპოზიციაც რუსულ სპექტაკლში ასრულებს როლებს.    გაზ. “ვერსია” # 11. 2009წ.  ნინო ლურსმანაშვილი.  საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსი, სადაც სახალხო პარტია, სახალხო ფრონტი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, მერაბ კოსტავას საზოგადოება და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა, ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე `ვერსიას-თან~ საუბრისას აცხადებს, რომ პრობლემების სათავე [...]

მიწის გაყიდვა საქართველოს მომავლის გაყიდვაა

მამუკა გიორგაძე, ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი, ბადრი რამიშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ამავე დროს მომხსენებელმა მოსამართლემ გიორგი პაპუაშვილმა, ა.წ. 26 ივნისს გაატარა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს პლენუმის გადაწყვეტილება #3/1/5/512”, რომლითაც გაუქმდა  უამისოდაც უაღრესად არასრულყოფილ, სახელდობრ, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესთა უგულებელმყოფელ ~სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ~ საქართველოს კანონში გათვალისწინებული ყველა შეზღუდვები უცხოელთა მიერ  სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასა და [...]

giorgadze-1

ივანიშვილს თავისუფლად შეუძლია აირჩიოს უფრო ქმედითი ტაქტიკა – 2012

“ახალი თაობა” #169  18.07.2012  შორენა კოწოწაშვილი ეროვნული მოძრაობის წევრი და ყოფილი პარლამენტარი მამუკა გიორგაძე ბიძინა ივანიშვილს გარკვეულ რჩევებს აძლევს და მაზოხიზმის ნიშნებს ხედავს იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც ბოლო 7 წელია გრძელდება. რამდენად წაადგება ივანიშვილს მის გვერდით მყოფი ექსპერტების რჩევები და რა მიმართულებით უნდა გააძლიეროს მან მუშაობა, თუU მართლა უნდა, რომ სააკაშვილის ტირანია დაამარცხოს? _ ამ [...]

Powered by WordPress