ხელისფლება განაგრძობს ”ნაციონალური მოძრაობის” პრაქტიკას

NEWS.GE 25 თებერვალი

“თბილისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დაახლოებით 13.000 ადამიანი მუშაობს. მოხელეთა ეს რაოდენობა აშკარად ხელოვნურად არის გაზრდილი ფუნქციების დუბლირების, საარჩევნო სტაფისა და ერთგული პარტიული ფუნქციონერების დასაქმების ხარჯზე,” ამის შესახებ “სახალხო პარტიის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი ლორთქიფანიძემ განაცხადა. ვრცლად »

gerbi

25 თებერვალი – საქართველოს ოკუპაცია დღესაც გრძელდება

NEWS.GE 25 თებერვალი

“სახალხო პარტიის” ლიდერ მამუკა გიორგაძეს, მიაჩნია, რომ 1921 წლის 25 თებერვალს დაწყებული საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დღესაც გრძელდება. მისი თქმით, ეს ოკუპაცია გამოიხატება არა მხოლოდ იმაში, რომ რუსეთს ფიზიკურად აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი, არამედ, უფრო მეტად იმაში, რომ ის სახელმწიფოებრივი სისტემა და მენტალიტეტი, რაც მოიტანა ამ ოკუპაციამ, დღემდე უცვლელი რჩება. ვრცლად »

(English) „სახალხო პარტია“ ხელისუფლებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თარგმნისაკენ მოუწოდებს

 

„სახალხო პარტია“ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

„ვუსურვებთ უკრაინელ ხალხს სიმტკიცეს და ეჭვი არ გვეპარება, რომ მათი ბრძოლა საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის, წარმატებით დაგვირგვინდება. ვრცლად »

გიორგაძე: „ქართული ოცნების“ მთავრი სლოგანი ამ არჩევნებში იქნება – „დავასაქმებთ მხოლოდ ჩვენიანებს!

  • NEWS.GE 21 თებერვალი 14:08

 

  • „სახალხო პარტიის“ ლიდერს მამუკა გიორგაძეს მიაჩნია, რომ მიუხედავად ზოგიერთი მიმართულებით პროგრესისა, მმართველმა კოალიციამ უმეტესწილად ვერ გაამართლა ამომრჩეველთა მოლოდინები, ვერ შეძლო წინა ხელისუფლების მიერ დანატოვარი პოლიტიკური და სისტემური კრიზისის დაძლევა და არათუ ვერ შეძლო ძველი სისტემის მანკიერი ზნე-ჩვეულებებისგან გათავისუფლება, არამედ, ზოგი მიმართულებით გადააჭარბა კიდეც „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ამის ნათელი გამოხატულებაა ქვეყნის ვ ვრცლად »

გოგი ლორთქიფანიძე – „პოლიტიკურად აქტიურმა საზოგადოებამ თვითორგანიზება უნდა მოახერხოს“

  • NEWS.GE  21 თებერვალი
  • „სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ, საქართველოში არაერთგვაროვანი პოლიტიკური სიტუაციაა შექმნილი.

„მიუხედავად შედარებითი პროგრესისა, „ქართულმა ოცნებამ“ აქამდე ვერ შეძლო წინა ხელისუფლების მიერ დანატოვარი მანკიერი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი; მთავარ ოპოზიციურ ძალად მონათლული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უწინდებური ცინიზმითა და აგრესიით განაგრძო ქმედებას ძალაუფლების დასაბრუნებლად, ხოლო სხვა პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ მიმდინარე პროცესებში აქტიურ ჩარევას და მათზე გავლენის მოხდენას, რასაც მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ხელისუფლებაც. ამის ნათელი დადასტურებაა ის არაჯანსაღი პროცესი, რაც თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსების განხილვას ახლდა თან“, – განაცხადა გოგი ლორთქიფანიძემ. ვრცლად »

mamuka

ეკლესიის რეიტინგი “ოცნებასაც” აშინებს

შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 11/02/2014
ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.

_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით პოლიტიკურ ვითარებას და იმ განცხადებებს, რომელიც სოჭის ოლიმპიადის ფონზე საქართველოში ისმის?
_ სოჭის ოლიმპიადამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედზეა საქართველო თავისი ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების საკითხში. თუნდაც ის ფაქტი, რომ რუსეთს დასჭირდა ასეთი ღიმილისმომგვრელი საბაბების მოძებნა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობა არ გაეღიზიანებინა და მეორეს მხრივ, საკუთარ მოსახლეობაშიც სათქმელი ჰქონოდა, ღრუბლებით დაფარა საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილი, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ დაკარგული არაფერია. ზოგიერთი პოლიტიკოსის ნიჰილისტური დამოკიდებულება და ხელჩაქნეულობა უნდა აღიკვეთოს. ვრცლად »

giorgadze-1

პასუხად “მებრძოლ უღმერთოთა კავშირის” მემკვიდრეებს 19.12.2010

`ღმერთო მომეცი მე სიბრძნე და თავშეკავება, ოღონდ ახლა არა.
ნეტარი ავგუსტინე

 გრძელდება ორგანიზებული და მართვადი დიდი გეგმის განხორციელება, რომელსაც საქართველოს ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა ჰქვია. სწორედ ამ დიდი კამპანიის ერთ-ერთ ეპიზოდთან გვქონდა საქმე, როცა I არხის ეთერიდან (პროგრამა `დიალოგი) საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას ჰქონდა ადგილი, ინსტრუმენტად კი ამ საქმეში ნაცადი სახეები _ დავით პაიჭაძე (წამყვანი), ბექა მინდიაშვილი და გიგა ზედანია მოგვევლინნენ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფრის მიღმა არსებობს ფართო საზოგადოებისთვის დაფარული ძალები, რომლებიც ქმნიან სტრატეგიას, რომლის ერთ-ერთ ტაქტიკურ სვლასაც ამ ტიპის პროცესების წარმართვა წარმოადგენს. რისთვისაც, ცხადია მათ ადგილობრივი კადრები სჭირდებათ და როგორც სჩანს ახერხებენ კიდეც მათ მობილიზებას. სწორედ ამგვარ კადრებს წარმოადგენდნენ ის სახეები, რომლებიც ამ გადაცემაში წარმოსდგნენ. ვრცლად »

SONY DSC

ეროვნულ ღირებულებებზე შემოტევის ანატომია 09.06.2010

საქართველო უძველესი ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა. ღირებულ ზნეობრივ და კულტურულ ფასეულობათა შექმნას შესაბამისი მსოფლმხედველობითი საფუძველი სჭირდება. ქართული კულტურა, ამ სიტყვის უფართოესი აზრით, წარმოუდგენელია ქრისტიანობის გარეშე. ქრისტიანულ ორბიტაში მოქცევამ, ანუ უმაღლესი ცივილიზებული სამყაროს წევრობამ, ერთის მხრივ, განსაზღვრა საქართველოს კულტურული და პოლიტიკური ორიენტაცია, მეორეს მხრივ, ქართველი კაცის ღრმა სულმა თავისი სრულყოფილი გამოხატვა ქრისტიანობაში შეძლო. ქრისტიანობა ქართველი ერის შინაგანმა სულიერმა ბუნებამ ორგანულად შეითვისა და შეისისლხორცა. ქრისტიანობას სასიკეთოდ შეერწყა უძველესი ქართული ტრადიციები და წარმართულ ჩვეულებათა ის ღირებულებები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს გამოხატავდა. ქრისტიანობა იქცა ქართული ზნე-ხასიათის საყრდენ ღერძად, რომლის ირგვლივ ბრუნავს ჩვენი ეროვნული ცნობიერება. ქართველმა ადამიანმა ქრისტიანობაში ჰპოვა ჭეშმარიტება, თავისი სრული შინაგანი ჰარმონია, ამასთან, საკუთარი თვითმყოფადობა და სახელმწიფოებრივი განვითარების საფუძველი. ამ გადაწყვეტილების მიღება მეტად ძვირი დაუჯდა და უჯდება საქართველოს, მაგრამ რომ არსებობს, საკუთარი სახე გააჩნია და კაცობრიობისათვის საინტერესოა, სწორედ ამ გადაწყვეტილების დამსახურებაა. ვრცლად »

ilia meore

რატომ ებრძვიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 2010

წინამდებარე წერილი დაწერილია 2010 წელს – აღსანიშნავია, რომ ბრძოლა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ დღესაც მიმდინარეობს
  საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება პირდაპირ არის დაკავშირებული მმართველი ჯგუფების პოლიტიკურ მდგომარეობასთან სახელმწიფოში: არჩევნების დროს და კრიზისულ ვითარებაში   ფარისევლური მორჩილებით, ბოდიშების მოხდით, შემოწირულობებით ძალაუფლების მპყრობელნი წელში მოხრილები ეახლებიან ხოლმე სასულიერო პირებს, ხოლო როცა ჩათვლიან, რომ თავისუფალი აზრი ხერხემალშია გადატეხილი და მობილიზებას ვეღარ შეძლებს ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის საქომაგოდ (ხელისუფლება ფიქრობს, რომ დღეს ასეთი ვითარებაა), მაშინ შეტევის მთავარი ობიექტი საქართველოს სამოციქული ეკლესია  ხდება.
  შეტევის უშუალი მიზანია
_ საქართველოს ეკლესიამ ვერ შეასრულოს თავისი უპირველესი დანიშნულება, ანუ სულიერი წინამძღოლობა ვერ გაუწიოს ქართველ ერს და არ იყოს ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი დღევანდელი განსაცდელის ჟამს.. ვრცლად »

მამუკა გიორგაძე ხელისუფლებას მოუწოდებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითარგმნოს

 ”პრაიმტაიმი” 14.02.14

მამუკა გიორგაძე“სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე  ხელისუფლებას მოუწოდებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქართულ ენაზე ითარგმნოს. ამის შესახებ გიორგაძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღეს ისაუბრა. ვრცლად »

Powered by WordPress