ავღრიცხოთ და ვუპატრონოთ მიწას

პაატა კოღუაშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ანზორ მესხიშვილი, ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში

ჯერ კიდევ 2010 წელს გაეროს შესაბამისმა ორგანიზაციამ წერილობით გამოხატა თავისი გაკვირება, იმის გამო, რომ საქართველოში არ აღირიცხება მიწები და არ ხდება მიწის ბალანსის შედგენა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 2004 წლის მონაცემებით შეადგენდა 3025.8 ათას ჰექტარს. ხოლო საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2008 წლის მონაცემებით აღრიცხულია მხოლოდ 838.0 ათას ჰექტარი. სად დაიკარგა 2187.6 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული დღემდე გაურკვეველია. რისთვისაც გადავწყვიტეთ საზოგადოებისათვის მიგვეწოდებინა ჩვენეული ხედვა ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის _ მიწათსარგებლობის მდგომარეობის _ დარეგულირებისა. ვრცლად »

ეროვნულ პარტიათა ალიანსი აფრთხილებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას – 2012-03-08

I. რუსეთის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ და ამ კურსის შემდგომი გაღრმავების ჯიუტმა მცდელობამ იგი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. განვითარებული მსოფლიოს პოზიცია ცალსახაა: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ნაწილთა ოკუპაცია და უნდა გააუქმოს მათი ყალბი `დამოუკიდებლობის~ ცნობის აქტები. ამ მძიმე ჩიხიდან გამოსასვლელად რუსულ იმპერიას ორი გზა რჩება: მან ან უნდა ხელი აიღოს თავის თავხედურ დამბყრობლურ პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ ან თვით საქართველო დაიყოლიოს კაპიტულაციაზე დამპყრობის წინაშე. ვრცლად »

კვების ტიპები და ნორმები თანამედროვე მსოფლიოში 2012 წ

პაატა კოღუაშვილი

საკვები პროდუქტი ადამიანის მატერიალური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი შემადგენელი ნაწილია. ივანე ჯავახიშვილი წერს: `კვებას ერის ფიზიკურ-გონებრივი განვითარებისთვის უაღრესი მნიშვნელობა აქვს და ადამიანის მეურნეობითი შემოქმედების ამ დარგშიც კულტურის განვითარების როგორც მიმდინარეობა, ისევე მისი დონეცა ჩანს და ბუნებრივი სიმდიდრის გონივრული გამოყენების ხალხის უნარი კარგად გამოიხატება ხოლმე.~ ვრცლად »

საქართველოს სახელმწიფოს სოციალური მოვალეობები – 2012 წ

I.         ფაქტია, რომ

_ საქართველოს მოსახლეობის 15%-ზე მეტი დღეს შინაგანი ლტოლვილის მდგომარეობაშია იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაპყრობილია რუსეთის მიერ. ამგვარად, საქართველოს მოსახლეობა ეროვნული ტრავმის მდგომარეობაში იმყოფება.

_ საქართველოს მოსახლეობის 60% დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამგვარად, საქართველოს მოსახლეობა მთლიანად ეკონომიკური და სოციალური ტრავმის მდგომარეობაში იმყოფება; ვრცლად »

გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს

თქვენო აღმატებულებავ
2008 წლის აგვისტომდე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებში აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე აფხაზეთი იხსენიება, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი, ‘აფხაზეთი, საქართველო~ და ექსპლიციტურად აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. ამავე დროს, იხმარება გამოთქმა ‘კონფლიქტის მხარეები~ და დაკონკრეტებულია, რომ ეს მხარეები არიან ‘აფხაზური მხარე~ და ‘ქართული მხარე~. ეს გამოთქმა შეიძლება გაგებულ იქნას ორი სრულებით სხვადასხვა აზრით: ან იმ აზრით, რომლითაც იგი ვრცლად »

ეროვნული პარტიები მოვითხოვთ – 17.05.2010

                           განცხადება

საქართველოს ეროვნული პოლიტიკის პარტიებად თავს ვრაცხთ, ვინც ვშრომობთ და ვიბრძვით, რათა საქართველომ თავი დაიმკვიდროს, როგორც  _ დამოუკიდებელმა სახელმწიფომ
- გაეროს მიერ 1992 წელს აღიარებულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფომ
- ქართულმა სახელმწიფომ, ანუ ისეთმა სახელმწიფომ, რომელიც თავის მოქალაქეს ელაპარაკება სალიტერატურო ენით
- სრულყოფილად სამართლებრივმა სახელმწიფომ ვრცლად »

ზნეობრივი ნორმების ცვლილება ქართულ კანონმდებლობაში და… `კავკასიის ინციდენტის მიზეზები

  • გიორგი ყიფიანი                  გაზეთი  საქართველო   #3 (2039)  22.10.2010
      მასმედია და  ტელევიზია თავისი შთამაგონებლობის გამო ზნეობრივი ნორმების ჩამოყალიბების უძლიერეს იარაღს წარმოადგენს. დღის ეთერში დასაშვებად მიჩნეული მასალა საზოგადოებრივი  მორალის ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამიტომ მთელ მსოფლიოში საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ დღის სატელევიზიო ეთერი საოჯახო ჩვენებისთვისაა განკუთვნილი და გადაცემები მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაც შესაფერისი უნდა იყოს. უხამსობისა და პორნოგრაფიის  ტრანსლირება კი ღამის ეთერშიც აკრძალულია. განვითარებულ ქვეყნებში ამ წესების დარღვევა სოლიდური ფინანსური ჯარიმით ისჯება. ვრცლად »

სახალხო პარტიის განცხადება – 08.05.2010 წ

საქართველოს სახალხო პარტია გამოთქვამს მტკიცე პროტესტს ქვეყანაში განვითარებული  მოვლენების გამო, კერძოდ,    სახეზეა ფაქიზ  რელიგიურ  გრძნობებზე  თამაშის  მცდელობა და ქვეყნის ცივილიზებული სამყაროს წინაშე შეუმდგარ და არასტაბილურ სახელმწიფოდ წარმოჩენისა, რომელთანაც პარტნიორობა შეუძლებელია. ვრცლად »

სახალხო პარტიის პოზიცია საქართველოში შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის გზების შესახებ – 2009 წ

ვითარების  შეფასება                                                                                                                                                      2009 წ

მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რათა საქართველოს პატრიოტული სულისკვეთების   ადამიანებმა და   ორგანიზაციებმა უნდა შეაერთონ თავიანთი ძალისხმევა   საქართველოს   გადასარჩენლად.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული გადარჩენის ინტერესი და სამართლიანობის ზოგადადამიანური ინტერესი დღეს და   მომავალში ერთიმეორეს ემთხვევა.
მიგვაჩნია,  არსებული ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებათა გრძელი რიგის საფუძველზე, რომ საქართველოს  ხელისუფლება მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით,   არის:
_ შინაგანი მრწამსით   ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური მოძღვრების ფუძემდებლური პრინციპების  წინააღმდეგ მებრძოლი ძალა. ვრცლად »

სახალხო პარტიის მიმართვა ქართული და მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი – 2010 წ

2010 წ.                     
იქიდან  გამომდინარე,   რომ   საქართველოს   დღევანდელი   ხელისუფლება
_ ეჭვმიტანილია და, ფაქტობრივად, მხილებულია იმაში, რომ იგი მართულია უცხო ძალების, სახელდობრ, რუსეთის მიერ, რის გამოც მისი პოლიტიკა  უპირისპირდება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს,
_ არალეგიტიმურია, სახელდობრ, ძალაუფლებას ფლობს მხოლოდ ტოტალურად გაყალბებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, და
_ რადგანაც, ძალადობით მოსულმა მმართველობამ ქართველ ერს, საქართველოს მოსახლეობას წაართვა უმთავრესი მოქალაქეობრივი უფლება: ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, როგორიც მას სურს, როგორი ხელისუფლებაც მის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეესაბამება.
ვრცლად »

Powered by WordPress